„კუბოებში წოლას და რუსი ჯარისკაცების ლოდინს არ ვაპირებთ“ – ვლადიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს უმოქმედობისთვის აკრიტიკებს და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ღიად აცხადებს, რომ კუბოებში ჩაწოლას და რუსი ჯარისკაცებისთვის დალოდებას არ აპირებენ. „არ შეგვიძლია ვიყოთ პასიურები. არ შეგვიძლია ყოველ დღე ვთქვათ, რომ ხვალ ომია. ასეთ პირობებში, რომელ ეკონომიკაზე შეიძლება საუბარი.  როგორ შეიძლება ცხოვრების გაგრძელება სახელმწიფოში, სადაც ყოველ დღე გეუბნებიან, რომ ხვალ თავს დაგესხმებიან. ასეთ დროს ბიზნესი გადის ქვეყნიდან. შეიძლება ასეთ სახელმწიფოში სტაბილურობა იყოს? არა.  სურთ, რომ უკრაინა იყოს სუსტი,  ჰქონდეს სუსტი ეკონომიკა, ჰყავდეს სუსტი არმია, რომ ჩვენზე თავდასხმა შესაძლებელი იყოს“ – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების კონფერენციაზე. მისი სიტყვით გამოსვლა საკმაოდ ემოციური იყო…

მეტი...

კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, სომხეთში, საქართველოს საზღვრის ერთ კილომეტრში   მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო სომხეთში, სიმძლავრე კი 3.5 (ML) მაგნიტუდა.  

მეტი...

„ერთი მხრიდან სკოლაა, მეორე მხრიდან კი ჭურვი, რომელიც ეცემა სკოლის ეზოში“ – ზელენსკი მიუნხენის კონფერენციაზე

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვლადიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლა დასრულდა. პრეზიდენტმა ერთ-ერთი აქცენტი რუსეთის მხრიდან ჭურვების სროლაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ჭურვი სკოლის ეზოში დავარდა. „დონბასში, სადემარკაციო ხაზთან ერთ მხარეს საბავშვო ბაღია, მეორე მხარეს  კი ჭურვი, რომელიც მას მოვიდა. ერთი მხრიდან სკოლაა, მეორე მხრიდან კი ჭურვი, რომელიც ეცემა სკოლის ეზოში. იქ 30 ბავშვია, რომლებიც მიდიან არა ნატო-ში, არამედ გაკვეთილებზე“, – ასეთი იყო პრეზიდენტის ემოციური გამოსვლა კონფერენციაზე. მისი შეფასებით ბავშვებმაც კი იციან, რომ ამ ჭურვებს უკრაინა არ ისვრის. „ხვდებიან, რამდენად არასერიოზულად ჟღერს განცხადებები იმის შესახებ, რომ თავდასხმა უკრაინის მხრიდან ხორციელდება. ზოგს მათემატიკა აქვს და…

მეტი...

ნატომ კიევში წარმომადგენლობა დახურა  

კიევში, დროებით ნატოს  წარმომადგენლობაა არ იქნება. ნატომ წარმომადგენლობის დახურვის გადაწყვეტილება საომარი ვითარების საფრთხის გამო მიიღო. დგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათი თანამშრომლები დროებით  ლვოვსა და ბრიუსელში გადავლენ. „ნატო და მისი წევრი სახელმწიფოები გულდასმით აკვირდებიან და აფასებენ სიტუაციას და იღებენ ყველა აუცილებელ ზომებს უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება გახლავთ პრიორიტეტი. ჩვენი თანამშრომლები გადავლენ ლვოვსა და ბრიუსელში. ამგვარად, ნატო-ს ოფისი უკრაინაში მუშაობას არ წყვეტს“, – აცხადებენ ალიანსის პრესსამსახურში. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიაში უსაფრთხოების კონფერენციაზე ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მკაცრი განცხადება გააკეთა და პასუხი მოითხოვა – სურს თუ არა ალიანსს უკრაინის ალიანსში ხილვა. „გვეუბნებიან,…

მეტი...

„გვეუბნებიან, რომ კარი ღიაა, არ გსურთ ჩვენი მიღება, გვითხარით პირდაპირ“ – ზელენსკი ნატოში გაწევრიანება-არგაწევრიანებზე

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი უკვე მერამდენედ ითხოვს ალიანსისგან მკვეთრ პასუხს – სურთ უკრაინის ნატოში მიღება თუ არა. როგორც პრეზიდენტმა  მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, ფრაზების – „კარი ღიაა“ გამეორებას ურჩევნია ღია პასუხი მიიღოს ალიანსისგან. „რვა წლის წინ უკრაინელებმა არჩევანი გააკეთეს, ბევრმა სიცოცხლე გაწირა ამისთვის. რვა წლის შემდეგ უკრაინა მუდმივად უნდა ითხოვდეს ევროპული პერსპექტივის აღიარებას? 2014 წლიდან რუსეთის ფედერაცია გვარწმუნებს, რომ არასწორი გზა ავირჩიეთ, რომ ევროპაში არავინ გველოდება. განა ევროპამ გამუდმებით არ უნდა განაცხადოს და ქმედებებით გაამართლოს, რომ ეს ასე არ არის? არ უნდა თქვას ევროკავშირმა დღეს, რომ „ჩვენი მოქალაქეები დადებითად უყურებენ…

მეტი...

ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთს მძიმე სასჯელითა და სანქციებით ემუქრება

ევროკომისიის პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა. ის რუსეთს საერთაშორისო სისტემის „წესების გადაწერის უხეშ მცდელობაში“ ადანაშაულებს. “ეს არის ის, რასაც კრემლის პოლიტიკა პრაქტიკაში ნიშნავს: შიშის დანერგვა და მისთვის “უსაფრთხოების მოთხოვნების” დარქმევა. კრემლი არა მხოლოდ ცდილობს ძირი გამოუთხაროს მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას, ასევე არღვევს გაეროს წესდებას, რომელიც კრძალავს ძალის გამოყენებას და მუქარას სხვა ქვეყნების მიმართ. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. თუ კრემლი დარტყმას განახორციელებს, ჩვენ შეგვიძლია რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებს მაღალი ხარჯები და მძიმე შედეგები დავუწესოთ,”- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მეტი...

“რუსეთს დავუწესებთ უმძიმეს ეკონომიკურ სანქციებს”, – აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისიც. მან განაცხადა, რომ რუსულ აგრესიას აქვს თავისი სცენარი, რომელიც აშშ-მა ძალიან კარგად იცის და რუსეთი კვლავ გააგრძელებს იმის თქმას, რომ უკრაინაზე თავდასხმას არ აპირებს, სინამდვილეში კი ხელსაყრელ მომენტს ელოდება. “რუსეთის ქმედებები მათ განცხადებებს არ ემთხვევა.  თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მას უპრეცედენტო ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს. ეს სანქციები გამიზნული იქნება რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებზე”, – განაცხადა კამალა ჰარისმა.

მეტი...

ნატახტარის ხიდთან ავტომობილი ველოსიპედისტებს დაეჯახა

ნატახტარის ხიდთან რამდენიმე წუთის წინ ავტოავარია მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორ ველოსიპედისტს მანქანა დაეჯახა. ჯერ-ჯერობით უცნობია მოჰყვა, თუ არა მსხვერპლი ამ უბედურ შემთხვევას. ადგილზე უკვე მისულია საპატრულო პოლიციაც. სავარაუდოდ, ველოსიპედით უცხოელები გადაადგილდებოდნენ. დაშავებულია სამი ადამიანი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

მეტი...

“რუსეთის უკრაინაში შეჭრა დიდი შეცდომა იქნება”, – გერმანიის კანცლერი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხი ომის საბაბად აქცია, რაც პარადოქსია, რადგან ამ საკითხზე გადაწყვეტილება დღის წესრიგში არ არის. მისი თქმით, რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე იქნება სერიოზული შეცდომა მაღალი პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფასით. შოლცის აზრით, უკრაინის საზღვრებთან 100 ათასზე მეტი სამხედროს მობილიზებას გამართლება არ აქვს. “მოაპარაკებებისთვის მზად ვართ, თუმცა აგრეთვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ მკაფიოდ განვასხვავებთ უსაფუძვლო მოთხოვნებსა და უსაფრთხოების კანონიერ ინტერესებს”, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.  

მეტი...

ცხინვალის “პრეზიდენტმა” დონეცკის ოლქს დახმარება შესთავაზა

ვრცელდება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადება, რომლის მიხედვითაც ცხინვალი მზადაა მზადაა, დონბასიდან ობოლ ბავშვთა ჯგუფი მიიღოს. “შევთავაძეთ დახმარება დენის პუშილინს და ხაზგასმით აღინიშნა, რომ სამხრეთ ოსეთი მზადაა მიიღოს ობლების ჯგუფი”, – აცხადებენ ბიბილოვის პრესცენტრში. მათივე ინფორმაციით, დახმარება ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობასაც“ შესთავაზებენ.

მეტი...

უკრაინის საბანკო სისტემაზე კიბერთავდასხმაში ბრალდებული რუსეთია, თავად რუსეთი ბრალს უარყოფს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის მოადგილის,  ენ ნოიბერგერის განცხადებით, უკრაინის საბანკო სისტემაზე რამდენიმე დღის წინ განხორციელებული კიბერთავდასხმის უკან რუსეთი დგას. “უკრაინის ბანკებზე განხორციელებულ ფართომასშტაბიან კიბერშეტევებზე პასუხისმგებელი რუსეთის მთავრობაა. გვაქვს ტექნიკური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველო, „გრუ”, მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა უკრაინაში არსებულ IP მისამართებსა და დომენებზე დიდი მოცულობის შეტყობინებების გადაცემასთან არის დაკავშირებული”, – განაცხადა ნოიბერგერმა. რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველო გაერთიანებული სამეფოს მთავრობამაც დაადანაშაულა. რუსული მხარე ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ რუსეთს უკრაინაში განხორციელებულ კიბერთავდასხმასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

მეტი...

“საქართველოს მდებარეობა, სტაბილური ბიზნეს გარემოსთვის კარგ პლატფორმას ქმნის”, – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია „FTX Crypto Derivatives Exchange “-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს ადგილმდებარეობა,  სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნეს გარემო რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ კრიპტო ვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის საქმიანობის გაფართოებისთვის კარგ პლატფორმას ქმნის. “ძალიან კარგი შესაძლებლობა მომეცა, სამომავლო პარტნიორობის განვითარების შესახებ  მესაუბრა კრიპტო ვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის (FTX Crypto Derivatives Exchange) დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორთან სამ ბანკმან-ფრიდთან.  საქართველოს ადგილმდებარეობა, ჩვენი ქვეყნის სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნეს გარემო ჩვენს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ კრიპტო ვალუტისა და…

მეტი...

“აშშ-ს პასუხი რუსული აგრესიის წინააღმდეგ იქნება მკვეთრი და გადამწყვეტი”, – რაიან ჰარისი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა რაიან ჰარისმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საელჩოს მიერ გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა, რომ თუ რუსეთი არაფრად ჩააგდებს ჩვენს დიპლომატიურ მცდელობას და ისევ შეიჭრება უკრაინაში, ეს იქნება ომის არჩევანი. თუ რუსეთი ამ არჩევანს გააკეთებს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩვენი პარტნიორების პასუხი იქნება მკვეთრი და გადამწყვეტი. “ქართველები რუსეთს კარგად იცნობთ. იცით, რომ რუსეთის აგრესია ახალი არ არის. როგორც უკრაინასა და მოლდოვაში, რუსეთს საქართველოში აქვს ტერიტორიები ოკუპირებული. თქვენ იცით რუსეთის აგრესიის შემზარავი ადამიანური ფასი. ამ კვირის დასაწყისში რუსეთის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ისინი სიტუაციის დეესკალაციასა და სამხედრო…

მეტი...

“უნდა ვაჩვენოთ უკრაინას ის, რასაც არ გამოხატავს ჩვენი ხელისუფლება”, – აქცია უკრაინის სოლიდარობისათვის

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან უკრაინის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. აქციას სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, უკრაინაში მოვლენები იმავე სცენარით ვითარდება, როგორც ეს საქართველოში 2008 წელს მოხდა. “დღეს ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ჩვენს მოძმე უკრაინელ ერს, რომელიც არის რუსული აგრესიის პირისპირ. ვითარდება იგივე სცენარი, რომელიც განვითარდა 2008 წელს საქართველოში და ძალიან სამარცხვინოა, როდესაც გვყავს ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს და საქართველის ხელისუფლების დუმილი ვერ გამოხატავს ჩვენს სათქმელს, ამიტომაც  ჩვენ უნდა ვაჩვენოთ უკრაინელ ხალხს ის, რასაც ვერ აჩვენებს ქართული მთავრობა”, – ამბობენ აქციის წარმომადგენლები.

მეტი...

“წამოყენებულია ისეთი მოთხოვნები, რომლებსაც ნატო ვერ შეასრულებს”, – სტოლტენბერგი ლავროვს მიმართავს

​ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გაუგზავნა წერილი, სადაც მას ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებს, უკრაინაში კონფლიქტის არიდების მიზნით. მისი თქმით, მოსკოვი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს იმ მოთხოვნებით უპირისპირდება, რომელთაც, თავად იცის, რომ ნატო ვერ დააკმაყოფილებს. “საფრთხე ახლა არის ამ მასიური სამხედრო თავმოყრა მუქარის ძლიერ რიტორიკასთან ერთად, სადაც წამოყენებულია მოთხოვნები, რომლებიც, თავად იციან, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, შევასრულოთ და ამბობენ, რომ თუ ჩვენ მათ არ შევასრულებთ, ამას სამხედრო შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვყავს რუსეთი, რომელიც ევროპის უსაფრთხოების ძირითად ფასეულობებს ღიად ეწინააღმდეგება”, – განაცხადა სტოლტენბერგმა. აქვე…

მეტი...

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან რუსეთის საზღვარი 10 000-ზე მეტმა დევნილმა გადმოკვეთა

ააგენტო „ინტერფაქსი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებიდან რუსეთის საზღვარი 10 000-ზე მეტმა დევნილმა გადმოკვეთა. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ე.წ. ლიდერებმა, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადეს. გუშინვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით, რუსეთის მთავრობა თითოეულ დევნილს, ვინც დონეცკიდან როსტოვში გადავა, დახმარების სახით, 10 ათას რუბლს გადაუხდის.

მეტი...

დიდ ბრიტანეთს საელჩო კიევიდან ლვოვში გადააქვს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამეფოს საელჩო უკრაინაში კიევიდან ლვოვში გადააქვს და საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ უკრაინა. “რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება უკრაინაში სერიოზულად დააზარალებს ბრიტანეთის მთავრობის შესაძლებლობას, უზრუნველყოს საკონსულო დახმარება უკრაინაში. ასეთ გარემოებებში ბრიტანეთის მოქალაქეები არ უნდა ელოდონ გაძლიერებულ საკონსულო მხარდაჭერას ან ევაკუაციაში დახმარებას”, – აღნიშნულია განცხადებაში. უწყების ცნობით, კიევში მდებარე საელჩოს თანამშრომლები დროებით ლვოვში გადავლენ და მუშაობას იქიდან გააგრძელებენ.

მეტი...

ევროპაში პარასკევს საღამოს დაწყებულ ქარიშხალს 9 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters-ის ინფორმაციით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებს ქარიშხალი „იუნისი“ დაატყდა თავს. ძლიერი ქარიშხალი პარასკევს საღამოს დაიწყო და ქარის სიჩქარემ 200 კმ/სთ-ს მიაღწია. სტიქიურ უბედურებას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა. ნიდერლანდებში შტორმის შედეგად მინიმუმ 4 ადამიანი დაიღუპა. ჰააგაში ეკლესიის სამრეკლოს ჩამონგრევის რისკის გამო რამდენიმე ათეული სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. გერმანიაში მამაკაცს მოგლეჯილი ხე დაეცა , ბრიტანეთში ქარიშხალმა მეწყეწრი გამოიწვია. ამის გამო მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში 430-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო.

მეტი...

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 6 წევრი ბათუმში მომხდარი დაპირისპირების გამო დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონთან” გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა ექვსი ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს. ისინი პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, მათი თანაგუნდელები გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძის საქმესთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეკითხვებით მივიდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. პარტიის წევრების თქმით სამართალდამცავებმა მათ კობახიძისთვის შეკითხვების დასმის საშუალება არ მისცეს.

მეტი...

შსს-მ ერთი პირი დააკავა თაღლითობის გამო, რომელიც ორ ადამიანს ამერიკაში გამგზავრებას ჰპირდებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თაღლითობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული, რომელიც საქართველოს ორ მოქალაქეს გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი ბილეთების შეძენას, აშშ-ში საცხოვრებლით, სამსახურით უზრუნველყოფასა და სამუშაო ვიზების დამზადებას დაჰპირდა, თუმცა შეთანხმება არ შეასრულა. 1990 წელს დაბადებული ს.ფ. თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი საქართველოს მოქალაქეებს – მ.შ.-ს და ჯ.გ.-ს, გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი ბილეთების შეძენას, აშშ-ში საცხოვრებლით, ასევე, სამსახურით უზრუნველყოფასა და სამუშაო ვიზების დამზადებას დაჰპირდა. ბრალდებულმა აღნიშნულ მოქალაქეებს პასპორტები და ფული იმ მოტივით გამოართვა, რომ დოკუმენტებს ვიზის განაცხადის შესავსებად…

მეტი...

დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რუსეთის მხრიდან 19-ჯერ დაირღვა, ამას უკვე მსხვერპლიც მოჰყვა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბში განაცხადეს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 19-ჯერ დაარღვია, მათგან 16 მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღის გამოყენებით. გავრცეებუი ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ერთმა უკრაინელმა ჯარისკაცმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობა მიიღო. უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგე მხარემ 122 მმ კალიბრის საარტილერიო სისტემები, 120 მმ და 82 მმ კალიბრის ნაღმტყორცნები და სხვადასხვა სისტემის ყუმბარმტყორცნები გამოიყენა.

მეტი...

გამკაცრდა პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული წესები

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მომზადებული წესები, რომელთა მიხედვითაც პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული რეგულაციები გამკაცრდა. აიკრძალა პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება. ტარების უფლებით რეგისტრაციას ექვემდებარება ის სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღი, რომლის ლულის სიგრძე 30 სმ-ზე მეტია ან იარაღის საერთო სიგრძე აღემატება 60 სმ-ს. ასევე, დაუშვებელია პნევმატური იარაღისთვის განკუთვნილი იმ ჭურვის გამოყენება, რომლის ტექნიკური მახასიათებლები აღემატება 4.5 მმ კალიბრს. ამასთანავე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, დეტალურად გაიწერა პნევმატური იარაღის შენახვისა და ტარების წესი. კერძოდ: – რეგისტრირებული პნევმატური იარაღის ტარების უფლების მქონე პირი ვალდებულია იარაღის ტარებისას პირადობის დამადასტურებელ…

მეტი...

“რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში აუცილებლად დაიცვას”, – ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსული მედიის ინფორმაციით, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა თვითგამოცხადებულ დონეცკსა და ლუგანსკში საკუთარი მოქალაქეები დაიცვას, თუკი მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. “რუსეთს არ სურს ომი. ჩვენმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეს არაერთხელ განაცხადა. თუ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მცხოვრები რუსებისა და თანამემამულეების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება, ჩვენი ქვეყანა მათ დაიცავს,” – განაცხადა ვოლოდინმა. გუშინ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტების ლიდერებმა, ლეონიდ პასეჩნიკმა და დენის პუშილინმა თვითგამოცხადებული ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადეს.

მეტი...

ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა სამართალდამცავების დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონთან“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა. სამართალდამცავებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე პირი დააკავეს. ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მშვიდობიან აქციას მართავენ და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობიხიძესთან კონკრეტული შეკითხვები აქვთ. “ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი, ვინც ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებს. საქმე თაროზეა შემოდებული. მალე დადგება დრო, როცა ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და დამნაშავეები დაისჯებიან, მათ შორის ირაკლი კობახიძეც აგებს პასუხს”, – განაცხადა აქციის წევრმა.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, ასევე საჰაერო ტვირთების კონტროლის უწყებათაშორისი დანაყოფის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ ბათუმში, უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული ხ. ლ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. შსს-ის ცნობით, მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 700 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება “მეტამფეტამინი”. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ფაქტები აღკვეთეს,…

მეტი...

ვლადიმერ პუტინმა რეზერვში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამხედრო წვრთნებში გაწვევას ხელი მოაწერა

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ყოველწლიურ განკარგულებას, რომელიც რეზერვში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამხედრო წვრთნებში გაწვევას ითვალისწინებს. “რეზერვში მყოფი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები გამოძახებული არიან სამხედრო წვრთნების გასავლელად რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში, ეროვნული გვარდიის ჯარებში, სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებებსა და უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში”, – აღნიშნულია დოკუმენტში. რუსეთის მთავრობასა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს დაევალათ უზრუნველყონ სამხედრო წვრთნაზე მოქალაქეების გაწვევასთან და წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

მეტი...

“რუსეთის მხრიდან უდიდეს პროვოკაციებს ველოდებით”, – უკრაინის თავდაცვის საბჭო

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსი დანილოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა იმ პროვოკაციას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია განახორციელებს და აგრეთვე, მოხდება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან, უკრაინასთან საერთო არაფერი აქვს. “რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიზანმიმართული პროვოკაციებია მოსალოდნელი. ამისთვის გვაქვს შესაბამისი რეაგირება ჩვენი შეიარაღებული ძალების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალებისგან. ჩვენი მონაცემებით, დღეს არის დიდი საფრთხე, რომ იქ მყოფი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები გარკვეულ პროვოცირებას მოახდენენ. მათ შეუძლიათ, გააკეთონ ის, რასაც საერთო არ აქვს ჩვენს სამხედროებთან და სამსახურებთან”, – განაცხადა დანილოვმა.

მეტი...

კორონავირუსის გამო მძიმე პაციენტების რაოდენობა 1 265-ია

საქართველოში ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 153 881 საიდანაც: 5 703 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 309, აჭარაში – 661, იმერეთში – 1 086. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 256 პირი, მათ შორის, თბილისში – 474, აჭარაში – 139, იმერეთში – 385. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი,  მათგან თბილისში – 168, აჭარაში – 37, იმერეთში – 26. 964 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 641 – თბილისში, 175 – აჭარაში. 147 214 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 16 ადამიანი. ყოველი…

მეტი...

კორონავირუსს ბოლო 24 საათში 51 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 822 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 13 288 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 6 242 შემთხვევა, აჭარა – 843, იმერეთი – 1 887, ქვემო ქართლი – 656, შიდა ქართლი – 799, გურია – 476, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 937, კახეთი – 803, მცხეთა-მთიანეთი – 341, სამცხე-ჯავახეთი – 213, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 91.

მეტი...

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 288 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 47 640 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 13 288 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 21 183 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  27.89% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 539 493. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 27.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 31.94% ხოლო 7 დღის მანძილზე – 30.35%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 21 183 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 369 764.

მეტი...

“სკოლებში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები შემცირებულია”, – განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტროს განცხადებით, საჯარო და კერძო სკოლებში ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო. ვირუსი მასწავლებელთა 4,3%-ს, ხოლო მოსწავლეების 1,5%-ს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს 2 085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე 314 სკოლა იმყოფება. ეს შედეგი წოინა კვირის მაჩვენებლთან შედარებით ორჯერაა შემცირებული. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი კი, რისკის ჯგუფის 132-მა მასწავლებელმა გამოთქვა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%, მათ შორის 97% სრულად ვაქცინირებულია.

მეტი...

რუსეთმა ოკუპირებულ დონეცკში სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები დანაღმა

დონეცკის მოსახლეობას უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მოუწოდა, რომ  არ დატოვონ სახლები და არ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან ოკუპირებულ დონეცკში რუსულმა სპეცსამსახურებმა სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები დანაღმეს. სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების დანაღმვის შესახებ ინფორმაცია უკრაინის სამხედრო დაზვერვამ მოიპოვა. “რუსეთის ამ გადაწყვეტილების მიზანია ჩვენი სახელმწიფოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის დესტაბილიზაციას და ტერორისტულ თავდასხმებში უკრაინის დადანაშაულების საფუძვლის შექმნას”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

“ეს ყველაზე საყურადღებო სამხედრო მობილიზაციაა მეორე მსოფლიო ომის მერე”, – ეუთო

ეუთოში აშშ-ს ელჩი, მაიკლ კარპენტერი აცხადებს, რომ უკრაინის სიახლოვეს რუსეთს 190 000-ათასამდე ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული. “ჩვენი შეფასებით, რუსეთმა უკრაინაში და მის მახლობლად 169 000-190 000 პერსონალს მოუყარა თავი, ეს არის ყველაზე საყურადღებო სამხედრო მობილიზაცია ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ”, – განაცხადა ელჩმა. კარპენტერმა აღნიშნა, რომ იანვარში რუსეთის ჯარისკაცების რაოდენობა 100 000-ს შეადგენდა.

მეტი...

“დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება უკვე მიიღო”, – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მისი თქმით, რუსეთი ამის განხორციელებას მოდევნო დღეებში აპირებს. ბაიდენს ჯერ კიდევ აქვს საკითხის დიპომატიურად მოგვარების იმედი. მისი თქმით, რუსეთმა დეზინფორმაციების გავრცელება შეიძლება უკრაინაში შეჭრის საბაბად გამოიყენოს და მთავარ სამიზნედ კიევი ექნება. “მაგალითად, გუშინ უკრაინაში საბავშვო ბაღი დაიბომბა, რომელზეც რუსეთი ამტკიცებდა, რომ უკრაინამ განახორციელა. ჩვენ ასევე ვხედავთ უფრო და უფრო მეტ დეზინფორმაციას რუსეთისგან. რუსეთს დაახოებით 150 000 ათასი ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული საზღვარზე, შესაბამისად უკრაინის შეტევითი პოტენციალი ძაიან მცირეა”, – განაცხადა ბაიდენმა. ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი დათანხმდა,…

მეტი...