ჯო ბაიდენი უკრაინის ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის ირგვლივ სიტუაციასთან დაკავშირებით სიტყვით თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენი რუსეთისა და უკრაინის თემაზე აქტუალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მიზნით, რუსეთი პროვოკაციის სცენარის განხორციელებას ცდილობს.

მეტი...

“აშშ ბალტიისპირეთის ქვეყნებს სამხედრო კუთხით გააძლიერებს”, – ლიეტუვის პრეზიდენტი

უკრაინა-რუსეთის კრიზისის გამწვავების ფონზე, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ბალტიისპირეთის ლიდერებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი მათი სახელმწიფოების სამხედრო გაძლიერებას განიხილავს. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა. “ჩვენ გვითხრეს, რომ განიხილავენ ბალტიისპირეთის ქვეყნების გაძლიერების საკითხს, რადგან საფრთხეები რეაგირებას მოითხოვს როგორც ნატოს ფორმატში, ასევე ჩვენი მოკავშირე შეერთებული შტატებისგან. ვფიქრობ, გადაწყვეტილება მალე იქნება. იმედი მაქვს, ჩვენი თავდაცვის მინისტრები ვილნიუსში დეტალების განხილვას შეძლებენ”, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა. ევროპაში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა თქვა, რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ეკონომიკური სანქციების მძიმე შედეგები მოჰყვება.

მეტი...

“ეს ომი არ შედგება”, – გაეროს გენერალური მდივანი რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრობს

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის დიდი ომი არ იქნება, მაგრამ ასეთი რამ რომ მოხდეს, ეს ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა. მან ეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, დიდი ხანია საჭიროა სერიოზული დეესკალაცია. მან ყველას მოუწოდა ამისთვის დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართონ. “მე ამ დრომდე მიმაჩნია, რომ ეს ომი არ იქნება, მაგრამ რომ მომხდარიყო, ეს კატასტროფა იქნებოდა. გაეროს ყველა წევრი ქვეყანა კონფლიქტს მშვიდობიანი გზით უნდა წყვეტდნენ, თავი უნდა შეიკავონ ძალის გამოყენებისგან ან ძალისმიერი მეთოდისგან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ”, – განაცხადა გუტერეშმა.

მეტი...

ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის ქმედებები და რეალობა ერთმანეთისგან აცდენილია

„ისტორია უნდა იყოს ჩვენი გზამკვლევი და ვიხელმძღვანელოთ 2014 წელს და მანამდე, საქართველოში 2008 წელს განვითარებული მოვლენებით. ფაქტები ცხადყოფს, რომ რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, მათ შორის საზღვრიდან ჯარების გაყვანის შესახებ, ეს სულაც არ ხდება ასე რეალობაში“ – აღნიშნული განცხადება  აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე კონფერენციაზე გააკეთა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, მსოფლიომ ფაქტებით იხელმძღვანელოს. „ჩვენ ყველანი,  კოლეგებთან ერთად,  სრულ მზადყოფნას ვინარჩუნებთ,  რათა დიპლომატიურ პროცესში ჩავერთოთ, თუმცა ისტორია უნდა იყოს ჩვენი გზამკვლევი და ვიხელმძღვანელოთ ფაქტებით. მოვლენები ბოლო 20-24 საათის განმავლობაში იმ სცენარიდან არის, რომელიც უკვე რეალიზდება და რითაც მცდარი პროვოკაციები,…

მეტი...

სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებულ საკრებულოს ყოფილი წევრს განაჩენს 4 მარტს გამოუტანს

საკრებულოს ყოფილ წევრს, ილია ჯიშკარიანს, მისი ყოფილი თანამშრომელი ძალადობაში ისევ ამხელს და აცხადებს, რომ  სამუდამო პატიმრობაც რომ მიუსაჯოს, ამით, მისთვის, როგორც დაზარალებულისთვის არაფერი შეიცვლება. ყველას კარგად ახსოვს ილია ჯიშკარიანისა და თამთა თოდაძის გახმაურებული საქმე. საკრებულოს ყოფილი წევრი კი გავისუფლებაში 10 000 ლარიანი გირაოთი იმყოფება. „სამუდამო პატიმრობაც რომ მიუსაჯონ, ტკივილს ვერაფერი წამიშლის ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ძალიან სამწუხარო გამოცდილებაა, მაგრამ სამართალმა უნდა იზეიმოს“ – ეს განცხადება თამთა თოფაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა. მისივე მტკიცებით, საქმეში არაერთი პირდაპირი მტკიცებულება არსებობს, რომელიც ადასტურებს, რომ მისმა ყოფილმა უფროსმა მასზე იძალადა. „სს საქმეში დევს უამრავი მტკიცებულება, რომელიც ჯიშკარიანის…

მეტი...

ლუკაშენკო კრემლს სტუმრობს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო კრემლში იმყოფება. რუსეთში ვიზიტი ვლადიმირ პუტინთან ოფიციალურ შეხვედრას უკავშირდება. როგორც ადგილობრივი მედია წერს, პრეზიდენტების შეხვედრის თემა  სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით გაფართოვებას და  რეგიონის უსაფრთხოებას უკავშირდება. შეხვედრის შესახებ დამატებითი ცნობები არ ვრცელდება.

მეტი...

პროკურატურამ ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი დააკავა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ პროკურატურიდან აცნობეს,  დანაშაულებრივი საქმიანობის პერიოდში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და მოახდინეს დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ. ე.წ. ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის…

მეტი...

“ღარიბაშვილის მოურავები“, „უცხოპლანეტელები“ – ცილისწამებისა და სიცრუისთვის ბიზნესმენისა და ჟურნალისტების დავა სასამართლოში გრძელდება

„პრემიერის ოჯახთან ნაცნობობა არ ნიშნავს მასთან ერთად სამეწარმეო საქმიანობას. მით უფრო როცა დედოფლისწყარო ძალინ მცირე რაიონია და ყველა მაცხოვრებელი ერთმანეთს იცნობს“ – აცხადებს ბიზნესმენ ნუგზარ ალუღაშვილის ადვოკატი გიორგი ქიშმარია „მედიაცენტრ მთავართან“ და ცილისწამების წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. საუბარია 2021 წლის 25 დეკემბერს ტელეკომპანია პირველში გასული ე.წ ჟურნალისტური გამოძიებაზე, რომელიც ბიზნესმენის საქმიანობასა და მის პრემიერ ღარიბაშვილის ოჯახთან კავშირზე იყო საუბარი. „სიუჟეტი, გაჯერებული იყო სიცრუით და ცილისწამებების კასკადით, წარმოუდგენელი აგრესიით და სიძულვილის ენით ალუღიშვილების ოჯახისა და მათი ათეულობით წლების განმავლობაში შექმნილი კეთილსინდისიერი სამეწარმეო საქმიანობის მიმართ. ნუგზარ ალუღიშვილი სამეწარმეო საქმიანობას ეწევა 2000 წლიდან…

მეტი...

ინფიცირების საერთო მაჩვენებელი 161 827-ია

ამ ეტაპზე, ქვეყანაში, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 161 827-ია,  საიდანაც:  5 818 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 293, აჭარაში – 721, იმერეთში – 1 116. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 255 პირი, მათ შორის, თბილისში – 474, აჭარაში – 140, იმერეთში – 384. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 294 პირი,  მათგან თბილისში – 168, აჭარაში – 40, იმერეთში – 25. 1 013 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 652 – თბილისში, 204 – აჭარაში. 154 996 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. • საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია…

მეტი...

ვირუსით 14 405 ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსის 14 405 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 24 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 29,64%, ბოლო 14 დღის – 32,04%, ბოლო 7 დღის – 30,78%.

მეტი...

ვირუსით 42 ინფიცირებული გარდაიცვალა

საქართველოში,  24 საათის განმავლობაში  კორონავირუსით 42 ადამიანი  გარდაიცვალა.  ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 771-ს შეადგენს.  

მეტი...

თვითმფრინავი მანქანას დაეცა, არის მსხვერპლი

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ჩრდილოეთ კაროლინაში  უბედური შემთხვევა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ე.წ. ჰაივეიზე, აეროპორტთან ახლოს,  მცირე ზომის თვითმფრინავი ტრაილერს დაეცა. ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია მფრინავი. სატვირთოს მძღოლი კი კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეს.

მეტი...

დონბასსა და ლუგანსკში რუსეთმა ცეცხლი ისევ გახსნა

რუსეთის მხრიდან  დონბასსა და ლუგანსკში განხორციელებულ მორიგ აგრესიას ევროკავშირი მკაცრად გმობს. მორიგი სამხედრო აგრესიისა შედეგად არიან დაშავებულები. როგოც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი აცხადებს, ოკუპირებული დონეცკის ზოგიერთი დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება. „უკრაინის შეიარაღებული ძალები სტაბილურად იცავს მინსკის შეთანხმებებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს.  არ ვგეგმავთ შეტევით ოპერაციებს ან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნას. 17 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 47-ჯერ დაარღვიეს. მოწინააღმდეგემ მიზანმიმართული იერიში მიიტანა სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე“ – აცხადებს ზალუჟნი. მთავარსარდალი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. შეგახსენებთ, რომ დონბასში, სტანიცა…

მეტი...

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ტერიტორიიდან მერიამ გარევაჭრობის დახლები აიღო

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, ჯავახეთისა და კალოუბნის ქუჩებიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. აღნიშნული ტერიტორია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს. მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის პრობლემის მოგვარების მიზნით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონის გამგებელს, კახა სამხარაძეს ახლომდებარე ბაზრობების დირექციასთან მოლაპარაკება დაავალა, რათა გარემოვაჭრეებმა სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში გადაინაცვლონ. სამგორის გამგეობის წარმომადგენლების მუშაობის შედეგად, ბაზრობის დირექცია გარემოვაჭრეებს სპეციალურ პირობებს შესთავაზებს. კერძოდ, ისინი სამი თვის განმავლობაში, გათავისუფლდებიან საიჯარო გადასახადისგან, ხოლო შემდგომში საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ. სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, გარემოვაჭრეებსა და შპს „ვარკეთილი 96“-ის წარმომადგენლებს შორის შეხვედრებიც…

მეტი...

„დაეცით, დაიფარეთ, გაჩერდით“ – როგორც ვიქცევით მიწისძვრის დროს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ მიწისძვრის დროს თავდაცვის ელემენტარულ ნორმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ადამიანები ძირითადად შენობიდან გაქცევის დროს იღუპებიან. „მიწისძვრის დროს სწორად მოქცევა ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი და უმთავრესი არის ის, რომ არ უნდა ვცადოთ გარეთ გასვლა; უნდა მოვშორდეთ ფანჯრებს და ისეთ ადგილებს, საიდანაც შესაძლოა რამე ჩამოვარდეს; საუკეთესო ადგილია ცარიელი კედელი, საიდანაც არაფერი დაგვეცემა. უმჯობესია, სწორედ აქ დავდგეთ. თუმცა, უკეთესია. მუხლებზე დავეცეთ და ხელებს დავეყრდნოთ, რადგან ძლიერმა მიწისძვრამ შეძლება მაინც წაგვაქციოს.  თავი უნდა დავიფაროთ ხელებით და გავჩერდეთ. ნუ ითაკილებთ მაგიდის ქვეშ შეძრომას. მყარი მაგიდა ძალიან კარგად დაგიცავთ.…

მეტი...

სად არის თბილისში მიწისძვრისთვის საშიში და სარისკო დასახლებები?! – სეისმოლოგის პასუხი

„თბილისში საშიში და სარისკო უბნები ბევრია, მაგალითად იგივე, ნაძალადევი“ – აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი „მედიაცენტრ მთავართან“. სეისმოლოგის თქმით, მშენებლობები დიდი სიფრთხილითა და რელიეფის შესწავლით უნდა ხდებოდეს. „თბილისში მთელი ნაძალადევი მეწყრული ზონაა, რელიეფი სადაც რთულია და შემდეგ იქ გარკვეული მიზნებით მშენებლობები ან გზების გაყვანა ხდება, ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს. აუცილებელია წინასწარი შესწავლა. ღრმაღელის მეტროსთან დაკავშირებული პრობლემები, იგივე, წყალი, რომელიც იქ ჩადის ესეც გარკვეულად აზიანებს იმ შენობების საძირკვლებს რომლებიც იქ მდებარეობს. განსაკუთრებით ძლიერი მიწისძვრა ამ პროცესებს ააქტიურებს“ – განაცხადა სესმოლოგმა „მედიაცენტრ მთავართან“. როგორც ჯავახიშვილი ამბობს, მიწისძვრისგან ყველაზე ეფექტურ საშუალება…

მეტი...