„ისინი მზად არიან შევიდნენ უკრაინაში“ – ჯო ბაიდენი რუსეთის გეგმებზე

ამერიკის შეერთებული შტატები და ნატოს გენერალური  მდივანი დარწმუნებულია, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრაზე ხელი არ აუღია და ის ისევ სამზადისშია. „ისინი უკრაინაში შესაჭრელად, უკრაინაზე თავდასასხმელად მზად არმიამ და ვვარაუდობთ რომ ეს ძალიან მალე მოხდება“ – აცხადებს ჯო ბაიდენი. მისივე შეფასებით, რუსეთი ჩართულია ყალბი დროშის ოპერაციაში“. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჯერ არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ რუსეთის განცხადება, უკრაინის საზღვრიდან რუსული ჯარის გაყვანის შესახებ სიმართლეს შეესაბამება.

მეტი...

„საქართველოში უნდა დასრულდეს საბჭოთა ყაიდაზე დაფუძნებული ცილისმწამებლური და აგრესიული ჟურნალისტიკა“ – რატომ უჩივის „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს ბიზნესმენი?!

ბიზნესმენი ნუგზარ ალუღიშვილის ადვოკატი გიორგი ქიშმარია დეტალურად საუბრობს იმ პრობლემებზე, რის გამოც, ბიზნესმენი იძულებული გახდა, ტელეკომპანიის ორი ჟურნალისტის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაეწყო. “მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ ბიზნესმენის ინტერესების დამცველის, გიორგი ქიშმარიას არგუმენტებს და სასარჩელო მოთხოვნას (ტექსტი დაცვის მხარემ „მედიაცენტრ მთავარს“ ექსკლუზიურად მიაწოდა). „უპირველეს ყოვლისა გვსურს გამოვეხმაუროთ ჟურნალისტ ნოდარ მელაძის მიერ ატეხილ ყოვლად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ აჟიოტაჟს რომელიც ეხება  ბატონი  ნუგზარ ალუღიშვილის მიერ წარმოდგენილ  სარჩელს ტელეკომპანია პირველის, ნოდარ მელაძის და მაკა ანდრონიკაშვილის წინააღმდეგ. ზემოთაღნიშნული სარჩელის საფუძველია 2021 წლის 25 დეკემბერს ტელეკომპანია პირველში გასული  ე.წ ჟურნალისტური გამოძიება ნოდარ მელაძი გადაცემაში, გასული სიუჟეტი,  რომელიც გაჯერებული იყო…

მეტი...

“გავაფრთხილე, ეპიდემიოლოგებს არ ჩაუგდო თავი” – ემზარ კვიციანი ლევან რატიანის კლინიკის წინააღმდეგ სს საქმის აღძვრას ითხოვს

„დაუდგინდა 18 ქულა. ანუ 4 ქულიდან 3-4 დღეში 18 ქულამდე გაექცათ. თუ შეგნებულად მოხდა რამე, ეს, წესით შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ რომ გვქონდეს ნორმალური თავისუფალი ქვეყანა“ – აცხადებს პარლამენტის ყოფილი წევრი ემზარ კვიციანი თამაზ მეჭიაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და კლინიკის წინააღმდეგ სს საქმის აღძვრას ითხოვს. „რამდენიმე დღეა ხმა არ ამიღია და ისე ვაკვირდები მოვლენებს ჩემი ძმაკაცის თამაზ მეჭიაურის მკურნალობასთან დაკავშირებით! მინდა ქრონოლოგიურად გავიხსენოთ, თუ როგორ დაიწყო და გაგრძელდა ყველაფერი: პირველად რომ მითხრა დამიდასტურდა კოვიდიო, შევთავაზე ექიმი, რომელმაც მე მომარჩინა, მაგრამ, მითხრა ოჯახის ექიმთან მაქვსო მუდმივი კონტაქტი და წამლებიც მომიტანესო. მეორე დღეს…

მეტი...

„6 მოადგილე საქართველოს ზომის ქვეყნისთვის ნამეტანი ხომ არაა?“ – დეპუტატი მინისტრს

პარლამენტში ფინანასთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის მოსმენა გრძელდება. მინისტრი საკანონმდებლო ორგანოს გაწეული მუშაობის ანგარიშს აცნობს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა კი მას „ქამრების შემოჭერის“ საჭიროება შეახსენა და კითხვა, ამდენი მოადგილე რისთვის სჭირდება. „ბატონო მინისტრო, თუ არ ვცდები გყავთ 6 მოადგილე, საქართველოს ზომის ქვეყნისთვის ნამეტანი ხომ არაა, ხომ არ გებევრებათ? თუ ჩავალთ და ვნახავთ სამინისტროს სტრუქტურას და არა მარტო თქვენი სამინისტროსი, არამედ მთლიანად სახელმწიფო მოწყობის სტრუქტურას დღევანდელ საქართველოში, აღმოვაჩენთ, რომ ძალიან ბევრი ხარჯი ფუჭი და უსარგებლოა. მგონია, რომ ეს არის თემა, რაზეც მინიმუმ თქვენ, როგორც მინისტრი, განსაკუთრებულად უნდა ზრუნავდეთ“ – ასე მიმართა  არმაზ…

მეტი...

სამგორში რამდენიმე უკანონო კონსტრუქცია დაანგრიეს

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რიაონში, უკანონოდ მშენებარე რამდენიმე კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელა.  აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალური ინსპექცია განცხადებსა ავრცელებს. „ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის, სამი კაპიტალური შენობა მშენებლობის საწყის ეტაპზე და მსუბუქი კონსტრუქციის ორი ღობე. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალდამრღვევები ერთი კვირის წინ გააფრთხილა, რის შემდეგაც, ერთმა მოქალაქემ მშენებარე ნაგებობის ნაწილობრივი დემონტაჟი თავად განახორციელა. ჯამში, მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, სახელმწიფო მიწაზე განთავსებული სამი კაპიტალური ფუნდამენტისა და ღობეების დემონტაჟი მოახდინა“ – განმარტავენ ინსპექციაში.  

მეტი...

„თუ ბადრი ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილს ბოდიშს მოუხდიდა, მანდატს არ გაუუქმებდნენ“ – სალომე სამადაშვილი

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი სალომე სამადაშვილი ირაკლი კობახიძეს კრიმინალური სინდიკატის წარმომადგენელს უწოდებს და აცხადებს, რომ მისი განცხადება ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმართულ სადამსჯელო ოპერაციის დადასტურებაა. „ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატის გაუქმებას არაფერი აქვს საერთო არც კონსტიტუციურ მართლწესრიგთან და არც კანონის უზენაესობასთან. მან პირდაპირ თქვა, რომ თუ ბადრი ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილს ბოდიშს მოუხდიდა, პარლამენტის წევრის მანდატს არ გაუუქმებდნენ. კობახიძის განცხადება, რომ ბადრი ჯაფარიძეს საკუთარი ბრალეულობა უნდა ეღიარებინა, სწორედ ამას ნიშნავს. რეალობაა, რომ ქვეყანა კრიმინალური სინდიკატის მენტალიტეტით იმართება“ – აცხადებს სამადაშვილი. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს მანდატი ვადაზე ადრე შეუწყვიტა. ჯაფარიძე ამჯერად რუსთავს მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.

მეტი...

ლუგანსკის დასახლებული პუნქტი დაიბომბა, არიან დაშავებულები

უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესცენტრის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის რეგიონში დასახლებული პუნქტი დაბომბეს. შედეგად კი საბავშვო ბაღი დაზიანდა, არიან დაშავებულები. „რუსეთის ოკუპაციურმა ძალებმა განსაკუთრებული ცინიზმით სროლები განახორციელეს ლუგანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტში, „სტანიცა ლუგანსკაიაში“. ტერორისტების მხრიდან მძიმე საარტილერიო იარაღის გამოყენების შედეგად ჭურვები მოხვდა საბავშვო ბაღის შენობას. წინასწარი მონაცემებით, ორი მოქალაქე დაშავდა“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათი ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად, დასახლებული პუნქტის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამ ეტაპისთვის, დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.  

მეტი...

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კარლ ჰარცელს კატეგორიულად არ ეთანხმება

„მიუხედავად კარლ ჰარცელისადმი ჩემი პატივისცემისა, მის აზრს უბრალოდ კი არა, კატეგორიულად არ ვეთანხმები“ – აცხადებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთია ლიდერი მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, ევროკავშირის ელჩის განცხადება დეპუტატებისთვის საპარლამენტო მანდატების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით არასწორია. „კარლ ჰარცელის მხრიდან ეს არ იყო სწორი განცხადება. ბატონმა კარლმა არ იმსჯელა იმ ობიექტური კრიტერიუმებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ამ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. უამრავ კარგ საქმეში ეს ადამიანი გვეხმარება, გვერდით გვიდგას, მაგრამ კონკრეტულად ეს გადაწყვეტილება, რომ მას ასეთი განცხადება გაეკეთებინა, იყო არასწორი. არც მიზანშეწონილობაზე ჰქონდა სწორი შეფასება და არც სამართლებრივ საფუძველზე. აქედან გამომდინარე, მას კატეგორიულად არ ვეთანხმები“, –…

მეტი...

„ეს მათ თვეში 60 მილიონზე მეტ ნაღდ ფულს აკარგვინებს… ივანიშვილი საერთაშორისო შარშია“ – სააკაშვილის მორიგი გზავნილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი მორიგ გზავნილს ავრცელებს. როგორც მესამე პრეზიდენტი წერს, ივანიშვილის კიბერდანაშაულსა და ბიზნესს ლილუაშვილი მფარველობდა. „ივანიშვილი დიდ საერთაშორისო შარშია. 10 ათასი, უცხო ენის მცოდნე, განათლებული ახალგაზრდა იმის ნაცვლად, რომ რამე პროდუქტიულ საქმეში ემუშავათ, გამოდგომოდნენ ქვეყანას, ივანიშვილის ოჯახმა დაასაქმა ქოლცენტრების, ე.ი. ტელეფონით ევროპელებისთვის ფულის მოტყუებით გამოძალვის საქმეში. ივანიშვილის კიბერდანაშაულსა და ბიზნესს ლილუაშვილი მფარველობდა. ახლა გამოდიან და ურცხვი სახით ამტკიცებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აკეთებდნენ ამ ბიზნესს. ჯერ ერთი, ჩვენი ხელისუფლების დროს ასეთი ტექნოლოგია არ არსებობდა და მეორეც, ახლა, როცა ბებიაჩემ მზია წერეთლის კუთვნილი 20 წლის RAV4 აღმოაჩინეს, დააყადაღეს. მათ…

მეტი...

“ქალაქთან ახლოს 5 მაგნიტუდის მიწისძვრაც რომ მოხდეს, ძალიან მძიმე შედეგი იქნება” – სეისმოლოგი „მედიაცენტრ მთავართან“

„თბილისი უფრო საშუალო სეისმურობის ზონაა. საქართველოში აქტიური სეისმური ზონებია: კავკასიონის მთავარი ქედის ცენტრალური ნაწილი, რაჭის მხარეს,  აღმოსავლეთი ნაწილი კახეთის მხარე, შემდეგ კი ჯავახეთი მოდის. თბილისისთვის სახიფათოა, როგორც საშუალო სიმძლავრის მიწისძვრა, ისე ახლომახლო კავკასიონზე ან აჭარა-თრიალეთის ქედზე მომხდარი მიწისძვრა“ – განაცხადა სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“. მისი შეფასებით, იმ სიმძლავრის მიწისძვრაზე ნაკლების კი თბილისში რომ მომხდარიყო, რაც რადენიმე დღის უკან სამებასთან მოხდა, უმძიმესი შედეგები გვექნებოდა. „ხუთი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა რომ მოხდეს თბილისთან  ან ნებისმიერ სხვა ქალაქთან ახლოს, ძალიან მძიმე შედეგები ექნება. 6-იანზე საერთოდ არაფერს ვამბობ. შეგვიძლია გავიხსენოთ  თბილისში 2002 წელს მომხდარი 4.5-იანი…

მეტი...

ახალშობილის მკვლელობისა და გადაგდებისთვის დედას პატიმრობა შეუფარდეს

34 წლის ქალს, ფოთის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდების მხარე  ახალშობილის გაგუდვასა და შემდეგ კანალიზაციის მილში გადაგდებას ედავება. შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს ფოთში, დევნილთა დასახლებაში ჩვილის ცხედარი მას შემდეგ ნახეს, რაც საკანალიზაციო მილი გაიჭედა და დასახმარებლად სანტექნიკოსი გამოიძახეს. შემდეგი სასამართლო პროცესი აპრილში ჩაინიშნა. “ახალშობილი გაგუდა და საკანალიზაციო მილში მოათავსა” – პროკურატურა

მეტი...

თამარ გაბუნიას შეფასებით, ვაქცინაციის შენელება შესაძლოა, აცრილთა  ინფიცირებასაც უკავშირდებოდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვაქცინაცია ისევ მთავარ პრიორიტეტად რჩება, განსაკუთრებით კი ასაკოვნებსა და ქრონიკულად დაავადებულებში. როგორც გაბუნია განმარტავს, „ომიკრონის“ მაღალი გავრცელება შენელებულია. „გამოწვევა რჩება ის, რომ „ომიკრონის“ ტალღის დასრულების შემდეგ  იყოს სტაბილიზაციის პერიოდის დასაწყისი, რომ აღარ დავდგეთ ახალი გამოწვევების წინაშე. ამისთვის მთავარია ვაქცინაციის პროგრამა, რომელიც ამ ეტაპზე შედარებით შენელებულია. ეს კი შესაძლოა, აიხსნას „ომიკრონის“ ძალიან აქტიური გავრცელებით. ბევრი ადამიანი მიმდინარე პერიოდში დაინფიცირდა და შესაძლოა, მათ ამის გამო შეცვალეს გადაწყვეტილება ვაქცინაციის თაობაზე. სამომავლოდ, ვაქცინაციის პროგრამა რჩება ისევ მთავარი პრიორიტეტად. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა, განსაკუთრებით ასაკოვანი პირები, ქრონიკული დაავადების მქონე…

მეტი...

მძიმე პაციენტების რაოდენობა 1259-ია

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების აქტიური შემთხვევა 171 873-ია. აქედან 5 876 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 315, აჭარაში – 708, იმერეთში – 1 154. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 259 პირი, მათ შორის, თბილისში – 471, აჭარაში – 139, იმერეთში – 395. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 296 პირი,  მათგან თბილისში – 166, აჭარაში – 41, იმერეთში – 27. 1 126 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 696 – თბილისში, 263 – აჭარაში.  164 871 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. • საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 16 ადამიანი, მათ…

მეტი...

ვირუსით 46 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 729 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 644 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 7 574 შემთხვევა, აჭარა – 1 109, იმერეთი – 2 342, ქვემო ქართლი – 865, შიდა ქართლი – 946, გურია – 447, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 914, კახეთი – 866, მცხეთა-მთიანეთი – 334, სამცხე-ჯავახეთი – 174, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 73.

მეტი...

ვირუსით 15 644 ინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 52 912 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 15 644 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 24 110 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  29.57%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 511 800. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 29.57%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 32.01% ხოლო 7 დღის მანძილზე – 30.99%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 24 110 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 324 172.  

მეტი...

„მუტაციის შეჩერებას ყარაჯალას მკითხავიც ვერ გამოიცნობს“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავართან“

ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი დევი ტაბიძე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსმა მუტაცია განიცადოს და ახალი შტამი გაჩნდეს. როგორც მან „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ამ თემაზე წინასწარი პროგნოზი შეუძლებელია, თუმცა, მუტაცია რომ „ომიკრონით“ არ სრულდება, ცხადია. „შესაძლებელია ახალი მუტაცია წამოვიდეს, შესაძლებელია, არც წამოვიდეს.  ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდის საფუძველი. თუ ვინმე ამას გეტყვით, რომ ეს ასე იქნება, რომ კოვიდ 19 თავის მუტაციას დაასრულებს, ჩათვალეთ, რომ ის ადამიანი გატყუებთ. მუტაციის პროცესის შეჩერებას ვერ გამოიკვლევს ყარაჯალას მკითხავიც. მსგავსი რამ გამორიცხულია“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.   

მეტი...

ყალბ 100 ლარიანებს ამზადებდნენ და თბილისსა და რუსთავში ასაღებდნენ

 პროკურატურამ ყალბი ფულის დამზადების და გასაღების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. დაკავებულები არიან ბ.ც. და ლ.ჩ. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ პროკურატურიდან აცნობეს, თანხს გასაღება 2021 წლიდან 2022 წლის 12 თებერვლის ჩათვლით ხდებოდა. „ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.ც. და ლ.ჩ., ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში განთავსებული სპეციალური საშუალებების გამოყენებით სისტემატიურად ამზადებდნენ ყალბ 50 და 100 ლარიან კუპიურებს, რომლებიც  2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის 12 თებერვლის ჩათვლით  თბილისსა და რუსთავში მდებარე რვა ობიექტში გასაღეს, ხოლო 7 ობიექტში ყალბი კუპიურების გასაღება სცადეს. სამართალდამცველებმა ბ.ც. და ლ.ჩ. სასამართლოს განჩინების…

მეტი...

„რეალურად, გადამდები ვართ, სანამ ვირუსი გამოვლინდება“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავართან“

პროფესორ დევი ტაბიძის განცხადებით, კორონავირუსი 5 დღეს შემდეგ გადამდები არ არის. როგორც მან „მედიაცენტრ მთავართან“ აღნიშნა, ვირუსის გადადება ძირითადად მის გამოვლენამდე ხდება. „ნებისმიერი ვირუსული დაავადებას წინ უძღვის ე.წ პრე-პერიოდი. ამ პერიოდში ყველაზე მეტად არიან გადადება ადამიანები. გამოვლინებიდან 3,  5, 8, 12 დღე დავაკვირდით ომიკრონის მიმდინარეობას და მივხვდით, რომ  3-5 დღის მერე აღარ არიან გადამდები.  რეალურად, ჩვენ გადამდებები ვართ სანამ “ომიკრონი” გამოვლინებას დაიწყებს. ამიტომ, გადადებიდან 5 დღის შემდეგ ჩვეულერებივად შეუძლიათ ადამიანებს სოციუმს დაუბრუნდნენ“ – განაცხადა ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.  

მეტი...

„არ აძლევენ საშუალებას, მკვლელებმა ჯგუფური დანაშაული აღიარონ“ – მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედის ემოციური მიმართვა

2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე  სასტიკად მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობაში ბრალდებულების დედებს მიმართავს. როგორც იზა ომაძე აცხადებს, სამი უღირსი ადვოკატი და ოჯახები ჯგუფური დანაშაულიდან თავის დაღწევის მიზნით არ აძლევენ საშუალებას, რომ მკვლელებმა საზოგადოების წინაშე აღიარონ ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული. მისივე თქმით, კაველაძეებმა ერთხელ უკვე მსგავსი მეთოდით დაიხსნეს შვილი დანაშაულიდან. “ჩვენი ოჯახი 15 სექტემბრის რეჟიმში ვცხოვრობთ უკვე ხუთი თვეა, ჩვენი ემოციებით და მდგომარეობით თავს არ შეგაწყენთ, ძალიან დიდი უსინდისობაა იმის თქმა, რომ დრო მკურნალია, რითიც სარგებლობენ მკვლელების ოჯახები, და ის ადამიანები ვინც ეს დიდი ბოროტება დაგეგმა, არა ბატონებო თქვენ…

მეტი...

“ზოგჯერ, ძლიერი მიწისძვრა ვერ განმუხტავს მდგომარეობას და კიდევ ხდება „ტყუპი მიწისძვრა“ – სეისმოლოგი „მედიაცენტრ მთავართან“

„ბოლო მიწისძვრით ამოისუნთქა თუ არა დედამიწის ქერქმა  და დარჩა თუ არა დეფორმაცია, ვერ ვიტყვით. ზოგჯერ, ძლიერი მიწისძვრა ვერ განმუხტავს მდგომარეობას და კიდევ ხდება „ტყუპი მიწისძვრა“ – აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი „მედიაცენტრ მთავართან“. მისი შეფასებით, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩაწყნარება ხდება. „ზუსტად არ ვიცით, ამ მიწისძვრით ამოისუნთქა თუ არა მიწის ზედაპირმა და გამოუშვა თუ არა დაგროვილი ენერგია. ალბათობა ასეთია, ძლიერი მიწისძვრის დროს რაღაც პერიოდი ჩაწყნარდება და დრო სჭირდება ენერგიის დაგროვებას. ხშირად ხდება, როცა მიწისძვრა ბოლომდე ვერ განმუხტავს სიტუაციას და კიდევ ხდება „ტყუპი მიწისძვრა“. 2012 წელს…

მეტი...

ამერიკა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის რისკს ისევ ხედავს

„ლიდერები უკრაინაში არსებულ ვითარებას „ძალიან სერიოზულად” აფასებენ, რამდენადაც არსებობს რუსეთის შემდგომი სამხედრო აგრესიის რისკი“ – აღნიშნულ ინფორმაციას გერმანიის კანცლერის პრესსპიკერი კანცლერისა და ამერიკის პრეზდენტის საუბრის შემდეგ ავრცელებს. ჯო ბაიდენმა და ოლაფ შოლცმა უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს. მათი შეფასებით, ვითარება დასამშვიდებელი არ არის, რადგან რუსეთს უკრაინის საზღვრიდან შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი არ გაუყვანია.

მეტი...

„ბავშვების სკოლაში 1 დღით გაშვება 2 კვირიან ავადმყოფობას ნიშნავს“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავართან“

პროფესორ დევი ტაბიძის შეფასებით, „ომიკრონი“ ბავშვებში საკმაოდ სწრაფად ვრცელდება. სასწავლო პროცესი კი გავრცელებას კიდევ უფრო უწყობს ხელს. როგორც ჯანდაცვის ექსპერტმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, კარგი იქნება, თუ განათლების სამინისტრო რეკომენდაციას გაითვალისწინებს და სასწავლო პროცესს დაგეგმილზე ადრე დაასრულებს. „ბავშვთა მიმართულებით, აუცილებელია  სასწავლო პროცესი ძალიან მალე დაიხუროს, რადგან ამას მოსდევს არდადეგები და მაქსიმალურად შევეცადოთ, ცოტა ადრე  შეწყდეს სწავლა და გადავიდეთ არდადეგებზე. ეს იქნება ჩემი პირადი რეკომენდაცია. ეს გარკვეულ პერიოდს მოგვცემს იმაში, რომ კონტაქტურობა გაცილებით ნაკლები იქნება. ნახევარზე მეტი სკოლები, ნახევარზე მეტი კლასები ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ბავშვის სკოლაში ერთი დღით გაშვებას შესაძლოა ორკვირიანი…

მეტი...