“ახალშობილი გაგუდა და საკანალიზაციო მილში მოათავსა” – პროკურატურა

საქართველოს პოკურატურამ ფოთში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს, რომელიც ახალშობილი კანალიზაციაში გადააგდო, ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. როგორც დაკავებულის მეუღლე, ისე ოჯახის წევრები და მეზობლები აცხადებენ, რომ ქალის ფეხმძიმობის შესახებ არაფერი იცოდნენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 10 თებერვალს, ფოთში, დ.კ.-მ, განზრახ მოკვლის მიზნით მისი ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა“ – აცხადებენ პროკურატურაში. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა) წარუდგინეს. სამედიცინო გამოკვლევევით დადგინდა, რომ ქალმა დაახლოებით 5-6 დღის უკან სახლში იმშობიარა.  

მეტი...

„ის უკვე ნატოს ჩამოგდებული მფრინავია“ – მარია ზახაროვა იენს სტოლტენბერგზე

რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის თარიღთან დაკავშირებული ქილიკის შემდეგ,  მარია ზახაროვა ნატოსაც მისწვდა. კერძოდ, ის იენს სტოლტენბერგზეც ქილიკობს და აცხადებს, რომ ნატოს გენერალური მდივანი ნატოს ჩამოგდებული მფრინავია. „ჩვენ არ გვაინტერესებს აი, ეს განცხადებები, რომლებსაც სტოლტენბერგი აკეთებს, რომელიც გენმდივანია, თუ ბანკირი, მე ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულვარ. ის არ არის ის ადამიანი, რომლის გამონათქვამები მოსკოვში განხილული იქნება სერიოზულ არგუმენტებად. ის უკვე ნატოს ჩამოგდებული მფრინავია. ეს საკითხები მოითხოვს საგნობრივ საუბარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოგვივა ისე, როგორც მოსკოვში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამოგვივიდა – მუნჯის საუბარი ყრუსთან“ – განაცხადა რუსეთის საგარეო სამინისტროს პრეს-სპიკერა  ზახაროვამ. შეგახსენებთ, რომ ნატოს…

მეტი...

„არსად არავის მსოფლიოში არ დაუმარცხებია მაფიოზური რეჟიმები ყველას ერთიანობის გარეშე“ – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას ბადრი ჯაფარიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით გზავნილს ავრცელებს. „ბადრი ჯაფარიძეს დაჩქარებულად მოუხსნეს დეპუტატის სტატუსი, ვინაიდან, ის იყო ის 50-ე და გადამწყვეტი ხმა, რომელიც საჭირო იყო ჩემი წამების კომისიის შესაქმნელად. ამიტომ, მე მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ჩემს სუბიექტურ დამოკიდებულებაზე ბევრად მაღლა დგას ყველა ნამდვილი ოპოზიციური ჯგუფის ერთიანობის იდეა. არსად არავის მსოფლიოში არ დაუმარცხებია მაფიოზური რეჟიმები ყველას ერთიანობის გარეშე. ამიტომ, მინდა მოვუწოდო ყველას, მხარი დაუჭიროს ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას რუსთავში. ოღონდ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ბათუმშიც და რუსთავშიც გამარჯვება ვერ მიიღწევა, თუ მანამდე ქვეყანაში…

მეტი...

„ვაქცინა ღმერთისგან გამოგზავნილი არ არის, ეს დაცვის ერთ-ერთი საშუალებააა“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავართან“

პროფესორი, ჯანდაცვის ექსპერტი დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, რომ არარეალურია განცხადებები, თითქოს ვარცებული ვაქცინა „ომიკრონის“ წინააღმდეგ არ მუშაობს. „ის მიდგომა, რომ „ომიკრონს“ არსებული ვაქცინაცია არ შველის არც ეს არ არის მაინცდამაინც რეალური, გეტყვით, რომ თუ ჩატარდება „ბუსტერ“ დოზა, მაშინ ჩვენ ავცდებით დაავადების გართულებას. ვაქცინა ღმერთისგან გამოგზავნილი არ არის, ეს უბრალოდ დაცვის ერთ-ერთი საშუალებააა“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“. მისი შეფასებით, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალი რჩება. „დადებითობის მაჩვენებელი 30-32%-ია, რაც ძალიან ბევრია ჩვენი ქვეყნისთვის.  იმის ფონზე, რომ აცრის რაოდენობა აღარ არსებობს, კოვიდ პასპორტები აღარ არსებობს, რეგულაციები არ მკაცრდება, ამან…

მეტი...

სპეციალურმა ჯგუფმა “თელასსა” და “თელმიკოში” ხარვეზები აღმოაჩინა, დასკვნა 3 მარტს იქნება

„ამ ეტაპისთვის, ცალკეული პატარ-პატარა ხარვეზებია აღმოჩენილი, თუმცა, შემოწმების ჯგუფი კვლავაც ადგილზეა და მათ მარეგულირებელი კომისიისთვის შუალედური ანგარიში ჯერ არ წარმოუდგენიათ“ – აცხადებს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია მედიასთან. როგორც დავით ნარმანია ზედმეტად დარიცხულ კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით განმარტავს, ვინც თვლის, რომ კომუნალური არასწორად დაერიცხათ, კომისიის დასკვნამდე გადასახადის გადახდა გადაუვადდებათ. „ჩვენი დავალების საფუძველზე, შემოწმების ჯგუფი შეისწავლის და სწავლობს როგორც მრიცხველების წაკითხვის მდგომარეობას, ასევე, აღებული მაჩვენებლების ბაზაში ასახვას, დარიცხვასთან დაკავშირებულ საკითხებს, ქვითრების დაგზავნას და ჩვენს მიერ დადგენილ წესებთან შესაბამისობას. როცა შუალედური შედეგები ექნებათ, წარმოდგენენ ამ ანაგრიშს და 3 მარტისთვის, ეს არის ბოლო ვადა, როცა…

მეტი...

საბავშვო ბაღებისა და სკოლების შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო იქნება

 პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი წარუდგინა კოლეგებს. მომხსენებლის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო დროშის და სახელმწიფო გერბის აღმართვა სავალდებულოა ცალკეულ სახელმწიფო თუ ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე. თუმცა, კანონში არ არის მითითებული აღნიშნული ვალდებულება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მიმართ. „იმ მიზნით, რომ მეტად პატრიოტული სულისკვეთება იყოს ქვეყანაში, საბავშვო ბაღებისა და სკოლების შენობებზე სავალდებულო უნდა გახდეს სახელმწიფო დროშის აღმართვა და ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას გამოფენა, რომ ბავშვთა ასაკიდან დავიწყოთ სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაცია. პოპულარიზაციის გარდა ეს გულისხმობს ამ…

მეტი...

ვეტერანებს და მათ ოჯახს „თბლისის გულის ცენტრი“ მოემსახურება

მიმდინარე წლის 15 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და კლინიკა “თბილისის გულის ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის საფუძველზე, სამსახური და სამედიცინო ცენტრი თანხმდებიან, მჭიდროდ ითანამშრომლონ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე. კლინიკა “თბილისის გულის ცენტრი” მზადყოფნას გამოთქვამს, ვეტერანთათვის უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პირობები და, ასევე, უფასო სამედიცინო მომსახურება წინასწარ შეთანხმებული დროის შუალედით. მემორანდუმს, ხელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და კლინიკა “თბილისის გულის ცენტრის” დირექტორმა არჩილ ჩუხრუკიძემ მოაწერეს. წინამდებარე მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2023…

მეტი...

„ზუსტი თარიღი გამოაქვეყნეთ, შვებულება უნდა დავგეგმო“ – ზახაროვა უკრაინაში შეჭრის თარიღზე ისევ ქილიკობს  

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი, მარია ზახაროვა რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის სავარაუდო თარიღთან დაკავშირებით ისევ ქილიკობს და ზუსტი თარიღის გამოქვეყნებას ითხოვს. „მსურს, ვთხოვო ამერიკულ და ბრიტანულ მასობრივ დეზინფორმაციის საშუალებებს: Bloomberg-ს, The New York Times-ს, The Sun-ს, რომ ჩვენი უკრაინაში შეჭრის მომავალი წლის გრაფიკი გამოაქვეყნონ. მინდა, შვებულება დავგეგმო,“- წერს ზახაროვა სოციალურ ქსელში.

მეტი...

ევროკავშირის ელჩი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე კომენტარს აკეთებს

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, პარლამენტში გუშინ განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს აფასებს. საუბარია დეპუტატებისთვის მანდატის ვადაზე ადრე შეწყვეტაზე. „რაც შეეხება გადაწყვეტილებას რამდენიმე ოპოზიციური მანდატის შეწყვეტის თაობაზე, გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა, შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად“ – აცხადებს კარლ ჰარცელი.

მეტი...

„ვერ ვხედავთ ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევად დაშლის მიზეზებს“ – კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკვშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც პარლამენტის 15 თებერვლის გადაწყვეტილებების თაობაზე, რომლებიც შეეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად შექმნილი უწყებების ხელმძღვანელების დანიშვნას ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა: „ჩვენ კვლავ ვერ ვხედავთ გასული წლის დეკემბერში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოულოდნელად და ნაჩქარევად დაშლის და სახელმწიფო ინსპექტორის მანდატის ვადამდე შეწყვეტის ობიექტურ მიზეზებს. პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული დანიშვნებს ვითვალისწინებთ, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სააპელაციო პროცესის შედეგებს დაველოდებით. უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი დემოკრატიული ზედამხედველობა და მონაცემთა სათანადო დაცვა საქართველოს იმ ვალდებულებებად რჩება, რომლებზეც ქვეყანა პასუხისმგებელია. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ევროკავშირმა გამოხატოს ნება…

მეტი...

თბილისის ანძა – უკრაინის, საკრებულოს შენობა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდება

უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, დღეს, თბილისის ანძა უკრაინის სახელწიფო დროშის ფერებში განათდება. სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს! – ეს იქნება თბილისის კიდევ ერთი გზავნილი მეგობარი კიევისადმი. ასევე, ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით,   თბილისის საკრებულოს შენობა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდება.

მეტი...

განათლების სამინისტრო არდადეგების დაგეგმილზე ადრე გამოცხადებას არ აპირებს

განათლების სამინისტროში პროფესორ დევი ტაბიძის რეკომენდაციას გამოეხმაურნენ და აცხადებენ, რომ არდადეგების გახანგრძლივების საჭიროება არ არსებობს. შეგახსენებთ, რომ დღეს, „მედიაცენტრ მთავარში“ პროფესორმა დევი ტაბიძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ „ომიკრონი“ ბავშვებში სწრაფად ვრცელდება, რის გამოც, სასკოლო არდადეგები ადრე უნდა დაიწყოს. როგორც სამინისტროში განმარტავენ, არდადეგების დაგეგმილზე ადრე გამოცხადების საჭიროება არ არსებობს. „განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში სიტუაციას სრულად მართავს. შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლა ან ცალკეული კლასი მყისიერად გადადის სწავლების დისტანციურ რეჟიმზე. სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა.  საგაზაფხულო არდადეგების დაგეგმილზე ადრე გამოცხადების საჭიროება არ არსებობს“ – აცხადებენ სამინისტროში.…

მეტი...

„ცარიელი ხელებით და აშმახალათი – გადი, გადი გადი, არაფერი შეიცვლება“ – დევი ტაბიძე „მედიაცენთრ მთავართან“

პროფესორ დევი ტაბიძის შეფასებით, კორონავირუსს დასასრული არ უჩანს. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ცარიელი ხელებით პანდემიას ვერავინ დაამარცხებს. „მეექვსე  ტალღა დამთავრდება მაშინ, როცა შემთხვევების რაოდენობა არ ასცდება 7-10 000-ის ფარგლებს, გარდაცვალების რაოდენობა კი ჩამოვა  20-25-ზე. ამას ველოდებით მარტის შუა რიცხვებიდან. დაიღალა მოსახლეობა ვადების გადაწევით, მაგრამ ეს ასეა. იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ არ ვუწყობთ ხელს, რომ ეს „ომიკრონი“ თავის კოვიდიანად გავიდეს ამ დედამიწიდან. ეს არის გლობალური პრობლემა, აცრების რაოდენობა დაბალია, რეგულაციებს არ ვიცავთ და შესაბამისად, ასე არაფერი შეიცვლება. ცარიელი ხელებით და აშმახალათი – გადი, გადი გადი, არაფერი შეიცვლება“ – განაცხადა დევი…

მეტი...

16 თებერვალი – რუსეთის შეჭრის ნაცვლად, უკრაინაში ერთიანობის დღეს აღნიშნავენ

უკრაინა ზეიმობს. მთელი უკრაინის მოსახლეობა კიევის ოლიმპიურ სტადიონზე შეიკრიბა, 200  მეტრიანი დროშა გაშალეს და რუსეთს, აგრესიას უპრეცენდენტო ერთიანობით პასუხობენ. უკრაინელებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებიც უერთდებიან. დელეგაციები კიევში ერთმანეთის მიყოლებით ჩადიან. სწორედ ეს არის პასუხი რუსეთის აგრესიაზე და 16 თებერვალზე, დღეზე, როცა კრემლი უკრაინაში უნდა შეჭრილიყო. ყველა დასახლებულ პუნქტში, ყველა ქუჩაში, ყველა დაწესებულებასთან  უკრაინის სახელმწიფო დროშაა გაფენილი. უკრაინის რადაში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა და დროშები გამოიფინა. ერთიანობის დღესთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა. „დიდი ქვეყნის დიდო ხალხო, დილა მშვიდობის. დღეს მნიშვნელოვანი დღეა – ყველა ჩვენთაგანის ერთიანობის დღე. ჩვენ განსხვავებულები ვართ, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა სქესის,…

მეტი...

„შევეცადოთ „ ომიკრონსაც“ პატივი ვცეთ“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ომიკრონის“ შემთხვევები შედარებით სუსტად მიმდინარეობს და მისი მართვა სახლიდან შეიძლება ოჯახის ექიმის მთვალყურეობის ქვეშ. თუმცა,  ქრონიკული დაავადებების და ასაკიან ადამიანებში აქაც ფიქსირდება გართულებული შემთხვევვები. ამიტომ, მაქსიმალურად შევეცადოთ „ ომიკრონსაც“ თავისი პატივი ვცეთ“ – განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე შეფასებით, „ომიკრონი“ კოვიდინფექციის დასასრული არ იქნება. „ყურადსაღებია, მისი ასე მარტივად გატარება შეუძლებელია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არ იქნება კოვიდ-ინფექციის დასასრული. ყველაზე მთავარია, რომ ეს დაავადება გადავიდეს გარკვეულ ენდემიური დაავადების ფორმაში. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ვირუსებთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება”- განაცხადა ტაბიძემ “მედიაცენტრ მთავარში.“

მეტი...

„მართალია 80-85  შემთხვევა აღარ არის, მაგრამ ცვალებადობა გარდაცვალებაში მაინც არ გვაქვს“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“ 

“მაშინ, როდესაც ჩვენი დასნებოვნების მონაცემები არ ასცდება 7-10 ათასის ფარგლებს და გარდაცვალების რაოდენობა ჩამოვა, დაახლოებით, 20-25 ერთეულზე, მაშინ ვიტყვით, რომ ჩვენი დინამიკა ნამდვილად დადებითია“ – ეს განცხადება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯანდაცვის ექსპერტმა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც პროფესორი განმარტავს, აცრების რაოდენობა დაბალია, რეგულაციების არშესრულება თითქმის ყველგანაა და შესაბამისად, რაღაცით უნდა შევებრძოლოთ შემთხვევების  მატებას. „ზოგადი ეპიდსიტუაცია გაუმჯობესებისკენ მიდის, მაგრამ ძალიან მძიმე შედეგებით.  14-15 000 შემთხვევა ნამდვილად არ არის კარგი შედეგი.  ჩვენ რეალურად კლებაში უნდა ვყოფილიყავით მინიმუმ 10-15 000 -ით იმ 25-თან და 20-თან შეფარდებაში, რომ ეს დატყობოდა რეალურ წინსვლას. რაც შეეხება გარდაცვალებულთა…

მეტი...

ოკუპანტების მიერ მიერ დაკავებული და შეწყალებული გენადი ბესტაევი გარდაიცვალა

საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევი, რომელიც ოკუპანტებმა 2019 წელს დააკავეს, გარდაიცვალა. მოძრაობის – „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლის დავით ქაცარავას ინფორმაციით, გენადი ბესტაევი პალიატიური მკურნალობის ცენტრში იმყოფებოდა და საკმაოდ მძიმედ იყო. ბესტაევი ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის კვეთის და ნარკოტიკების გადატანის ბრალდებით 2019 წელს დააკავეს. ბესტაევი „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 2021 წლის 15 ნოემბერს მას შემდეგ შეიწყალა. რაც მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და სიკვდილის პირას იყო.  

მეტი...

„აუცილებელია, სასწავლო პროცესი რაც შეიძლება მალე დაიხუროს“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“

ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორი დევი ტაბიძე, ბავშვებში კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო, რეკომენდაციას იძლევა, სასწავლო პროცესი შეწყდეს და არდადეგები მალე გამოცხადდეს.  როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, არდადეგები დაგეგმილზე ადრე უნდა დაიწყოს. „ბავშვთა მიმართულებით აუცილებელია, რომ სასწავლო პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დაიხუროს იმიტომ, რომ ამას შემდგომში არდადეგები მოსდევს. ჩემი პირადი რეკომენდაცია იქნება, ცოტა ადრე შევწყვიტოთ სწავლა და გადავიდეთ იმ არდადეგებზე, რომელიც მოდის. ეს გარკვეულ პერიოდს მოგვცემს. ნახევარზე მეტი სკოლა, ნახევარზე მეტი კლასი უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ბავშვის ერთი დღე სკოლაში გაშვება ნიშნავს იმას, რომ შემდგომში სერიოზული პრობლემებია, თუმცა ბავშვები ამ შემთხვევაში ამ დაავადების…

მეტი...

“თბილისის მერია ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას განაგრძობს” – კახა კალაძე

„დედაქალაქის ბიუჯეტიდან ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ერთი მოქალაქის დასაფინანსებლად წელიწადში 29 ათასიდან 60 ათას ლარამდე თანხა გამოიყოფა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული მედიკამენტები სრულად უფინანსდებათ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 150 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ პირებს, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს – 80 და 50 პროცენტით. „პროგრამის ფარგლებში ფინანსდება HER-2 დადებითი, ადგილობრივად გავრცელებული (I-III სტადია) და მეტასტაზური ფორმის ძუძუს კიბოს სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტები“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი ოთხი მილიონი ლარია. „ეს არის…

მეტი...

“ტყუილად არ დახარჯოთ თანხები მშენებლობაში, ყველა უკანონო ნაგებობის დემონტაჟი მოხდება” – განაცხადა კახა კალაძემ

„იმ ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ აშენებულ შენობაში ცხოვრობენ, განსაკუთრებით კი ბავშვიან ოჯახებს, თბილისის მერია ქუჩაში არ დატოვებს და ყურადღებას მიაქცევს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა  კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და უკანონო მშენებლობების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისივე თქმით, სახელმწიფო მიწის მიტაცება და მასზე უკანონო მშენებლობა კატეგორიულად მიუღებელია. „სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიწების დატაცება და მასზე უკანონო მშენებლობების განხორციელება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. უკანონობა ვერ დაკანონდება. განსაკუთრებით, მინდა მივმართო ბავშვიან ოჯახებს: ვინც დღეს უკანონოდ აშენებულ შენობებში იმყოფებით და გეშინიათ, რომ ქუჩაში დარჩებით, პირობას გაძლევთ, რომ უყურადღებოდ არ დარჩებით. პირველ ეტაპზე,…

მეტი...

კორუფციის ნიშნები მეტროში – „გამტარებლების“ ბარათები დაიბლოკება

მეტროპოლიტენის იმ თანაშრომლებს, რომლებიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ მგზავრებს მეტროში ატარებენ, ბარათები დაებლოკებათ. აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა გააკეთა. კახა კალაძის თქმით, მსგავსი შემთხვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მონიტორინგის სამსახურ შეეძლება ბარათი ჩამოართვას მფლობელს და დაბლოკოს. „მინდა გამოვეხმაურო, ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გავრცელებულ კადრებს, რომელიც გადაღებული იყო თბილისის მეტროსადგურში, როდესაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის თანამშრომლები კანონის სრული დაცვით ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას. კერძოდ, ისინი სხვა მოვალეობებთან ერთად, აკონტროლებენ ე.წ. გამტარებლებს, რომლებიც კანონდარღვევით, ჩვეულებრივ მგზავრებს სთავაზობენ გაატარონ საკუთარი აბონემენტით, ან ეს შეიძლება იყოს მათი ახლობლის, ოჯახის წევრის, სოციალურად დაუცველის, სტუდენტის, ვინც სარგებლობს შეღავათიანი ბარათებით. არის 10 თეთრიანი, 20 თეთრიანი…

მეტი...

მძიმე პაციენტია 1 309 პირი

დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების აქტიური შემთხვევა 180 385 – ია, საიდანაც: 5 974 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 382, აჭარაში – 696, იმერეთში – 1 193. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 309 პირი, მათ შორის, თბილისში – 480, აჭარაში – 150, იმერეთში – 422. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი,  მათგან თბილისში – 166, აჭარაში – 40, იმერეთში – 28. 1 261 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 778 – თბილისში, 308 – აჭარაში. 173 150 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 10…

მეტი...

ვირუსს 55 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 683 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 315 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 7 055 შემთხვევა, აჭარა – 960, იმერეთი – 2 233, ქვემო ქართლი – 907, შიდა ქართლი – 834, გურია – 470, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 131, კახეთი – 1 118, მცხეთა-მთიანეთი – 286, სამცხე-ჯავახეთი – 235, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 86.

მეტი...

კორონავირუსის 15 315 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 058 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 15 315 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 10 894 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  30.59% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 496 156. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.59%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 32.02% ხოლო 7 დღის მანძილზე – 31.51%.

მეტი...

„მიწისძვრა ჯოხივითაა, რაღაც დონემდე იხრება, შემდეგ კი ტყდება“ – სეისმოლოგი „მედიაცენტრ მთავართან“

„მიწისძვრის პრინციპი ძალიან მარტივია –  დეფორმაციას განიცდის დედამიწის ქერქი, როდესაც ზღვარს მიაღწევს დეფორმაცია გატყდება“ – განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“. მისი შეაფასებით, რა დროს გატყდება და დედამიწის ქერქი რა დროს გათავისუფლდება ეს არავინ იცის. „ბოლო მიწისძვრასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ მთელი წლის განმავლობაში სეისმურად აქტიური იყო ეს ადგილი. ძალიან დეტალურად უნდა ვიცოდეთ მიწისძვრის მომზადების პროცესი, ქანების თვისებები სიღრმეში. ჩვეულებრივ ეს პროცესი 10კმ- სიღრმეზე ხდება რა მომენტში მოხდება ამ ენერგიის განმუხტვა. პრინციპი ძალიან მარტივია, დეფორმაციას განიცდის დედამიწის ქერქი, როდესაც ზღვარს მიაღწევს დეფორმაცია, გატყდება.  ეს არის მიწისძვრა. მაგრამ…

მეტი...

ვირუსი არსად წასულა და არც უკან იხევს – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“

​კორონავირუსის პანდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით გამოთქმულ შეფასებებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ „ზეიმი“ ნაადრევია. ჯანმოს ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსს 74 494 ადამიანი ემსხვერპლა, რაც გასულ კვირასთან შედარებით 4 %-ით მეტია. შესუსტდა თუ არა ვირუსი და ახლოს ვუახლოვდებით თუ არა მის დასასრულს – ამ თემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ 11:30- საათზე ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი დევი ტაბიძე ისაუბრებს.  

მეტი...

„150 000 რუსი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან რჩება, შეჭრა ისევ შესაძლებელია“ – ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის მიმართ რუსეთის მხრიდან დაგეგმილი საომარი მოქმედებები ისევ აქტიურია. ჯო ბაიდენი აცხადებს რომ შეჭრა ისევ შესაძლებელია და სწორედ ამიტომ მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს უკრაინა დაეტოვებინათ. „რუსეთს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ჯარების ნაწილი ტოვებს უკრაინასთან პოზიციებს. ეს კარგი იქნებოდა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დაგვიზუსტებია. ჯერ არ დაგვიზუსტებია​​, ნამდვილად უბრუნდება თუ არა რუსეთის ჯარები მათ ბაზებს. ჩვენი სამხედრო ანალიზი მიუთითებს, რომ ისინი საკმაოდ სახიფათო პოზიციებზე რჩებიან. ფაქტი რჩება, რომ ახლა რუსეთს 150 000 კარისკაცი ჰყავს განლაგებული უკრაინის საზღვართან და შეჭრა ისევ  შესაძლებელი რჩება. სწორედ ამიტომ…

მეტი...

„მსოფლიო არ დაივიწყებს, რომ რუსეთმა აირჩია სიკვდილი და დესტრუქცია“ – ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინა-რუსეთს არსებულ საომარ სამზადისს დასრულებულად არ მიიჩნევს და მორიგ გამაფრთხილებელ გზავნილს ავრცელებს. ჯო ბაიდენმა უკრაინის მიმართ რუსეთის მხრიდან დაგეგმილ აგრესიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის მიიღებს ერთიან საერთაშორისო დაგმობას. „ეს ეხება იმის დაცვას, რისიც გვჯერა; ეს ეხება მომავალს, რომელიც გვინდა მსოფლიოსთვის; ეს ეხება ქვეყნების უფლებას, განსაზღვრონ საკუთარი ბედი; პრინციპებს, რომ ქვეყანამ არ შეიძლება მეზობლის საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალოს; ეს არის ჩვენი ხედვა. დარწმუნებული ვარ, ეს ხედვა და თავისუფლება გაიმარჯვებს. თუ რუსეთი უკრაინას დაარტყამს, ის ერთიან საერთაშორისო დაგმობას მიიღებს“ – აცხადებს ჯო ბაიდენი. მისი შეფასებით, თუ რუსეთი უკრაინასთან საომარ…

მეტი...

„არ ვართ თქვენი მტერი, არ მჯერა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი ომი გსურთ“, – ბაიდენი რუს ხალხს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუს ხალხს მიმართავს. მისი განცხადებით, არც ამერიკა და არც უკრაინა რუსეთთან  დესტაბილიზაციას არ ეძებს და ისინი რუსეთის მტრები არ არიან. „ამერიკის შეერთებული შტატები, არც ნატო წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის. არც უკრაინა ემუქრება რუსეთს. აშშ-ს და ნატო-ს არ აქვთ რაკეტები უკრაინაში და არც გვაქვს გეგმაში მათი განთავსება. ჩვენ არ გვყავს სამიზნეში ამოღებული რუსი ხალხი. არ ვეძებთ რუსეთის დესტაბილიზაციას. რუსეთის მოქალაქეებს მივმართავ – ჩვენ არ ვართ თქვენი მტერი, არ მჯერა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი, დესტრუქციული ომი  გსურთ“, – აცხადებს ჯო ბაიდენი. მან უკრაინის მიმართ რუსეთის მხრიდან დაგეგმილ აგრესიაზეც…

მეტი...

„თავდასხმა იარაღის გარეშე“ – საფრანგეთი რუსეთზე

რუსეთის დუმის გადაწყვეტილებას დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ რეზოლუციის პროექტზე მხარდაჭერას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანებას. როგორც მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი აცხადებს, ეს იგივე თავდასხმაა, თუმცა, იარაღის გარეშე. “ეს იქნება ერთგვარი თავდასხმა იარაღის გარეშე. ეს იქნება უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევა”, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო მინისტრმა. ინფორმაციისთვის, რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რომელიც ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების თხოვნით მიმართვას ითვალისწინებს. გერმანია დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას კატასტროფას უწოდებს

მეტი...

„მზად ვართ, მტკიცედ ვუპასუხოთ რუსეთს უკრაინაზე თავდასხმისთვის“ – ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთს დიპლომატიის გზას სთავაზობს და აღნიშნავს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ამერიკა ყველა სიტუაციისთვის მზადაა. “აშშ მზადაა, რაც არ უნდა მოხდეს. ჩვენ მზად ვართ დიპლომატიისთვის რუსეთთან და ჩვენს მოკავშირეებთან, რომ გავაუმჯობესოთ სტაბილურობა და უსაფრთხოება მთელ ევროპაში. მზად ვართ, მტკიცედ ვუპასუხოთ რუსეთს უკრაინაზე თავდასხმისთვის, რისი შესაძლებლობაც ჯერ კიდევ ძალიან დიდია. ბოლო რამდენიმე კვირისა და თვის განმავლობაში, ეს იყო ჩვენი მიდგომა და რჩება ახლაც“, – აცხადებს ჯო ბაიდენი. პრეზიდენტი იმ მიმართულებებსაც ასახელებ, რა კუთხითაც რუსეთთან თანამშრომლობა შესაძლებელია. პირველ რიგში კი ეს არის მაღალი დონის დიპლომატია. „რუსეთის მთავრობამ საჯაროდ…

მეტი...

კიბერშეტევა უკრაინაში

უკრაინის საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ორი ბანკის ვებსაიტებზე კიბერშეტევა განხორციელდა. „გამორიცხული არ არის, რომ აგრესორმა პატარა ბინძური ხრიკების ტაქტიკა გამოიყენა, რადგან მისი აგრესიული გეგმები ფართო მასშტაბით არ მუშაობს“, – ვკითხულობთ განცხადებაში, რაც ირიბად რუსეთისკენ მიუთითებს.  

მეტი...