„სამხედრო აგრესია რუსეთისთვის სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს“ – გერმანიის კანცლერი

უკრაინაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა გერმანიის კანცლერმა ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრა დაასრულა. როგორც ოლაფ შოლცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინაში განხორციელებული აგრესია რუსეთისთვის სერიოზულ ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს. „უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესია რუსეთისთვის სერიოზულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და გეოსტრატეგიულ შედეგებს გამოიწვევს. ამას ხვალ მოსკოვშიც აღვნიშნავ“ – განაცხადა კანცლერმა. მან ნატოს გაფართოების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  უცნაურია, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი კრემლმა  დიდი პოლიტიკური დისკუსიის საგნად აქცია. შეგახსენებთ, რომ გერმანიის კანცლერი ხვალ რუსეთში მიემგზავრება, სადაც ვლადიმირ პუტინს შეხვდება.

მეტი...

კლინიკიდან ინფიცირებული პაციენტი გადახდა

თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ. კლინიკის პალატიდან კოვიდინფიცირებული პაციენტი გადახტა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი პალატაში მარტო იყო. მან ფანჯარა გამოაღო და უცებ გადახტა. მას კლინიკა ხვალ უნდა დაეტოვებინა. კლინიკაში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.  

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა ისევ მოხდა

რამდენიმე წუთის უკან, 18:17 საათზე მიწისძვრა ისევ დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე 4.5 მაგნიტუდა იყო და ეპიცენტრი ისევ სამებასთან. კიდევ ერთი მიწისძვრა  დღეს, თბილისის დროით 16:13 საათზე, სოფელ სამებასთან დაფიქისრდა.  სიმძლავრემ  3.9 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

„სლავა უკრაინი“ – ოკუპანტების მიერ აღმართულ „საზღვრის“ აღმნიშვნელ ბანერზე  

სამოქალაქო აქტივისტებმა ოკუპანტების მიერ აღმართული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი გადაღებეს. კერძოდ, ბანერზე, სადაც იყო წარწერა რომ 50 მეტრში სამხრეთ ოსეთის „საზღვარი“ იწყება, აქტივისტებმა უკრაინული დროშის ფერებით გააკეთეს წარწერა „სლავა უკრაინი.“ აღნიშნული ქმედებით, მათ უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს და დაგმეს ოკუპანტების აგრესია.

მეტი...

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციონერი გახდა

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე  პარტია “საქართველოსთვის” წევრი გიგა ფარულავა გახდა. გიორგი გახარიას პარტიის წევრს მხარდაჭერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოუცხადა. კენჭისყრაში მონაწილეობა საკრებულოს 25 – მა დეპუტატმა მიიღო. “ქართულ ოცნებას” კი მონაწილეობა არ მიუღია. საკრებულოს სხდომამ ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირებებით მიმდინარეობდა. საკრებულოს წევრებმა ერთმანეთს სამარცხვინოები უწოდეს.  

მეტი...

„რა პატარა არარაობებთან გვაქვს საქმე“ – მიხეილ სააკაშვილი

 მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას პაემნების და ოჯახის წევრების მონახულების უფლება შეუზღუდეს. „ხომ დავწერე, რომ პარასკევს დილით, უკრაინის პროკურატურის მიერ ჩემს დაზარალებულად ცნობის შემდეგ, ივანიშვილი კიდევ დაამძიმებდა ჩემს მდგომარეობას და აჰა, კვირას შემოვიდა შეწუხებული რეჟიმის მუშაკი და გამომიცხადა, რომ ოჯახის წევრებთან პაემნები, რომლებიც შუშის მიღმა, ტელეფონით 1-საათიანი ურთიერთობით იყო განსაზღვრული, კვირაში ერთხელ აღარ და თვეში ერთხელ იქნება. რა პატარა არარაობებთან გვაქვს საქმე. მე ასეთები არამხოლოდ არ შემხვედრია, არასდროს არც კი გამიგია ასეთი ბოროტების არსებობა. დარწმუნებული ვარ, ესეც დაემატება უკრაინის პროკურატურის ან უახლოეს ხანში გათავისუფლებულ საქართველოში აღძრულ საქმეებს,“ – წერს პატიმრობაში მყოფი…

მეტი...

თურქეთიდან წამლების იმპორტი რამდენიმე კვირაში დაიწყება

პრემიერ მინისტრის განცხადებით, მედიკამენტის იმპორტისთვის ნებართვის აღება 45-დან 7 დღემდე შემცირდება. მისივე თქმით, ნებართვის აღების ვადების შემცირება ბაზარზე კონკურენციის გაზრდას ხელს შეუწყობს. „ფარმაცევტული კომპანიები, იმპორტიორები უკვე აქტიურად მუშაობენ, რომ თურქეთიდან ხარისხიანი, იაფი წამლები შემოიტანონ.  ჩემი ინფორმაციით, უახლოეს რამდენიმე კვირაში უკვე დაიწყება მათი შეტანა აფთიაქებში. ესეც კარგი შვება იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის.  მაღალი ფასები მედიკამენტებზე არის მიუღებელი, ამიტომ ჩვენ ამაზე გვქონდა რეაგირება და გამოსავალიც მარტივად ვიპოვეთ. დანარჩენი, რაც ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს საკანონმდებლო პროცესი დაწყებული აქვს, რაც ელექტრორეცეპტების დანერგვას ეხება, ეს ყველაფერი პროცესშია. ჩემი ინფორმაციით, ეს მარტიდან ჩაეშვება და ვფიქრობ, ეს ყველაფერი კონკურენციის გაზრდას…

მეტი...

ტექნიკური პრობლემების გამო, ინფიცირების მაჩვენებელი არასწორად აიტვირთა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ მათ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია და არსებულ რეალობას სრულად არ ასახავს. როგორც ცენტრში აცხადებენ, ვებ-გვერდზე ზუსტი ინფორმაციის განთავსება ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხერხდა. შეგახსენებთ, Stopcov.ge-ზე დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით,  საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა კიდევ 21 პაციენტი, რაც წინა ციფრებთან შედარებით არარეალურია.

მეტი...

პრემიერის შეთავაზება სამშენებლო სექტორს

„საქართველოს მთავრობა სამშენებლო სექტორს კიდევ ერთ ინიციატივას სთავაზობს, რომლის მიზანია დარგის მხარდაჭერის პარალელურად, საჯარო კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში დაგეგმილი სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენციის ზრდა, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება როგორც ზოგადად ეკონომიკურ მაჩვენებელზე, ასევე მენაშენეთა დარგის განვითარებაზე“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. მისი შეფასებით,  სამშენებლო კომპანიებს, საქართველოს მთავრობა მსხვი, პროექტებს დაუკვეთავს. „გვსურს შეთავაზება გავუკეთოთ სამშენებლო სექტორს. ერთის მხრივ, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიზნით და მეორეს მხრივ, საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობა სამშენებლო სექტორს კიდევ ერთ ინიციატივას სთავაზობს, რომლის მიზანია დარგის მხარდაჭერის პარალელურად, საჯარო კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში დაგეგმილ სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენციის ზრდა, რაც…

მეტი...

ზედმეტად დარიცხული კომინალურების საკითხს საგამოძიებო სამსახურიც შეისწავლის

„სრული სურათის დასადგენად მივიღე გადაწყვეტილება და მინდა ვთხოვო, დავავალო ბატონ ლაშა ხუციშვილს, რომ “თელმიკოს” მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორისა და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც და გონივრულ ვადებში წარმოადგინოს ამ შემოწმების  შედეგი“  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, თუ რაიმე გადაცდომას ექნება ადგილი, რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი. “ბოლო პერიოდი ვაკვირდები საინფორმაციო კამპანიას და ვუსმენთ რა მოსახლეობის ჩივილებს, განწყობებს, საკითხი შეეხება კომუნალური გადასახადების დაანგარიშებას. მოგეხსენებათ კარგად, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა  ამ საკითხზე ჩვენი ბევრი თანამოქალაქე იღებს არასაკმარისად არგუმენტირებულ პასუხებს, თუ ამას…

მეტი...

მარტიდან სოციალურად დაუცველთა დასაქმება დაიწყება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების პროგრამა პირველი მარტიდან ამოქმედდება. როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს არის ერტდერთი გზა სიღარიბის შემცირებისკენ. „კარგად ვიცით, რომ გზა სიღარიბის შემცირებისკენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე გადის. ამიტომ წელს უნდა დავიწყოთ აქტიური დასაქმების პოლიტიკა. ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი. დღემდე არსებული სოციალური პოლიტიკა, შრომისუნარიან, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უმოქმედობისკენ უბიძგებს. 600 ათასი სოციალური დაუცველი მოქალაქიდან, 200 ათასამდე და მეტი შრომისუნარიანია. ისინი არიან აბსოლუტურად დემოტივირებულები იმისა, რომ დასაქმდნენ ლეგალურად. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ მოხუცებს, ბავშვებს, შშმ პირებს, ყველას, ვისაც ეს სჭირდება, მაგრამ შრომისუნარიან ადამიანებს…

მეტი...

მძიმე პაციენტების რაოდენობა 1 307-ია

დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 171 731.  აქედან:  6 202 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 500, აჭარაში – 761, იმერეთში – 1 213. ამ ეტაპზე. მძიმე პაციენტია 1 307 პირი, მათ შორის, თბილისში – 485, აჭარაში – 156, იმერეთში – 425. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 285 პირი,  მათგან თბილისში – 159, აჭარაში – 40, იმერეთში – 24. 1 481 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 878 – თბილისში, 406 – აჭარაში.  164 048 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.  საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 10 ადამიანი,…

მეტი...

ვირუსით 21 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 577 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 228 შემთხვევა, აჭარა – 303, იმერეთი – 450, ქვემო ქართლი – 259, შიდა ქართლი – 207, გურია – 89, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 203, კახეთი – 210, მცხეთა-მთიანეთი – 27, სამცხე-ჯავახეთი – 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

მეტი...

ვირუსი 4 028 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 688 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 768 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 920 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 028 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 458 093. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 41.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 31.92% ხოლო 7 დღის მანძილზე – 33.03%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 22 517 პირი, ხოლო ჯამში…

მეტი...

ვითარების სტაბილიზაციისთვის უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის პრეზიდენტს კიევში ეპატიჟება  

​უკრაინა-რუსეთს შორის საომარი ვითარების განსამუხტად და ვითარების სტაბილიზაციისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ჯო ბაიდენს უკრაინაში იწვევს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინელმა პრეზიდენტმა ამერიკელი კოლეგა ოფიციალურად მიიწვია. „დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში თქვენი კიევში ჩამოსვლა, რაც გადამწყვეტია სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, იქნება ძლიერი სიგნალი და ხელს შეუწყობს დეესკალაციას,“- ასეთია ვლადიმერ ზელენსკის გზავნილი.

მეტი...

“მკაცრი სანქციები გარდაუვალია” – უკრაინაში დღეს გერმანიის კანცლერი ჩადის

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. კანცლერი დღეს უკრაინაში ჩავა და პრეზიდენტ ზელენსკისთან ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. „უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მკაცრი სანქციები გარდაუვალია, რომელიც გულმოდგინედ მოვამზადეთ და შეგვიძლია დაუყოვნებლივ ავამოქმედოთ ნატოსა და ევროპაში ჩვენს მოკავშირეებთან ერთად“ – ასეთია კანცლერის გზავნილი. უკრაინიდან ოლაფ შოლცი რუსეთში გადაინაცვლებს და ვლადიმერ პუტინსაც შეხვდება.  

მეტი...

„საქმე გვაქვს მასობრივ პრობლემასთან“ – ენერგოომბუდსმენი ზედმეტად დარიცხულ დაგასახადებზე მედიაცენტრ მთავართან“

ენერგოობუდსმენი სალომე ვარდიაშვილი მოსახლეობისთვის ზედმეტად დარიცხულ კომუნალურ გადასახადებს ადამიანური რესურსისა და დროის სიმცირეს უკავშირებს და აცხადებს, რომ ეს დიდი ალბათობით, შეგნებულად არ მომხდარ. როგორც ენერგოომბუდსმენმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, კომპანია შეცდომას ხედავს და მის გამოსწორებაზე მუშაობს. „მედიაცენრი მთავარის“ კითხვას, რა ითვლება შეცდომად, ის, რომ მომხმარებლებს ერთ თვეში ორჯერ მიუვიდათ ქვითარი თუ ორჯერ გაზრდილი გადასახადი, ვარდიაშვილი ასე პასუხობს: „სწორედ ეს არის პრობლემა. თავდაპირველად, გვეგონა, რომ პრობლემა მოსახლეობასთან გადასახდელი ქვითრის ორჯერადად მისვლაში იყო. რატომ მოგვივიდა ერთ თვეში ორი ქვითარი, ეს უკვე ვიცით და ეს მოსალოდნელიც იყო, რადგანაც სისტემა შეიცვალა. თავიდან საჩივრები სწორედ ორი…

მეტი...

„რთული პერიოდი გვაქვს, თებერვალი ასე იქნება, შესაძლოა, მარტიც“ – პროფესორი „მედიაცენტრ მთავართან“

პროფესორ მაკა ბულეიშვილის განცხადებით, თებერვლის თვე, ვირუსის აღმავლობის თვალსაზრისით მზარდი იქნება. ჯანდაცვის ექსპერტი არ გამორიცხავს, მატება მარტის თვეშიც გაგრძელდეს. „მთელი თებერვლის თვე და არ არის გამორიცხული მარტიც  გაგრძელდეს ვირუსი.  ეს პერიოდი ისედაც გამორჩეულია მწვავე რესპირატორული ვირუსების მხრივ და შესაძლოა, თანხვედრაც მოხდეს გრიპის ვირუსის, „დელტა“ შტამის, „ომიკრონის“.  „დელტა“ შტამი ჯერ არსად წასულა, კვლავ ვხვდებით გარკვეულ შემთხვევებს“ – განაცხადა პროფესორმა „მედიაცენტრ მთავართან“.

მეტი...

ვისაც დასუფთავების გადასახადი ზედმეტად დაერიცხა, უნდა მიმართოს თბილისის მერიას

ელექტროენერგიის ზედმეტად დარიცხული გადასახადის პარალელურად, მომხმარებლების დიდმა ნაწილმა დასუფთავების გაორმაგებული გადასახადი მიიღო. ამ საკითხთან დაკავშირებით ენერგო ომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ  მსგავს შემთხვევებში, დაზარალებულებმა თბილისის მერიას უნდა მიმართონ. „დასუფთავების ნაწილი ენერგეტიკის რეგულირებას არ ეკუთვნის. ეს არის მუნიციპალური რეგულირების ქვეშ მყოფი სამსახური. მე ამაზე კომენტარს არ უნდა ვაკეთებდეთ, თუმცა, რადგანაც ეს არი საერთო რეგულირების სფერო, დავინტერესდით და მივიღეთ შემდეგი პასუხი.  დასუფთავების გადასახადთან დაკავშირებით მოხდა ასეთი რამ – მომჩივანთა უმეტესობას დეკემბერში დასუფთავების გადასახადი არ მისვლია, და მიიღო ხარჯი 0. რასაც შესაძლოა ყურადღება არც მიაქციეს. ამიტომაც, იანვარში ამ…

მეტი...

რამდენიმე მიწისძვრა კიდევ მოხდა

საქართველოში 22:25 წუთზე დაფიქსირებული ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, რამდენიმე მიწისძვრა კიდევ მოხდა. როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, პირველი მიწისძვრის შემდეგ კიდევ იყო რამდენიმე ბიძგი, თუმცა, ეს ბიძგები შედარებით სუსტი უტო. „მოხდა რამდენიმე მიწისძვრა, ე.წ. აფთერშოკი, რომელიც შედარებით სუსტი იყო და რომელიც ახასიათებს ძლიერ მიწისძვრას, ბიძგები იყო 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის; 3.5 და კიდევ უფრო ნაკლები.  ასევე, ვესაუბრე სომხეთის საგანგებო სიტუაციების წარმომადგენელს. ნგრევა არ არის ჩვენთანო. კავშირზე ვართ სომხეთის სეისმურ სამსახურთან“ – გვითხრა თეა გოდოლაძემ.

მეტი...