ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს ესაუბრა

ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონი საუბარი შედგა. ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლში ადასტურებენ. როიტერის ინფორმაციით, საუბარი უკრაინის თემას შეეხო, თუმცა, კონკრეტულად რაზე ისაუბრეს პრეზიდენტებმა, უცნობია. პრეზიდენტების საუბარი დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა.  

მეტი...

ამერიკა რუსეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებს და აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების შემთხვევაში, ის ტრანსატლანტიკურ პასუხს მიიღებს. თეთრი სახლი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, აგრესიის შემთხვევაშ რუსეთი დაზარალდება. „სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, რათა განეხილა მწვავე და საერთო შეშფოთება იმის შესახებ, რომ რუსეთი უახლოეს დღეებში უკრაინის წინააღმდეგ ახალი სამხედრო აგრესიის შესაძლებლობას განიხილავს. სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ კრიზისის მოსაგვარებლად დიპლომატიური გზა ღია რჩება, თუმცა ეს…

მეტი...

საფრანგეთი დაახლოებით 14 ბირთვულ რეაქტორს ააშენებს

CNN-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყანა 6 ბირთვულ რეაქტორს ააშენებს. ამასთან, განიხილება კიდევ 8-ის ექსპლუატაციაში ჩაშვების შესაძლებლობა. “ელექტროენერგიის საჭიროებების გათვალისწინებით, ვაპირებთ ახალი ბირთვული რეაქტორების პროგრამის დაწყებას. საფრანგეთს ბირთვული ინდუსტრიის აღორძინება სჭირდება”, – განაცხადა მაკრონმა. მისივე განცხადებით, სამშენებლო სამუშაოები 2028 წელს დაიწყება და 2035 წლისთვის დასრულდება.

მეტი...

“ვერ დავეთანხმები და ვერც უარვყოფ იმას, რაც ჯერ არ მომხდარა”, – ზელინსკი უკრაინაში შეჭრაზე

პრეზიდენტი ზელენსკი დღეს ხერსონის ოლქში იმყოფებოდა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ეროვნულმა გვარდიამ ერთობლივი წვრთნები გამართეს. ჟურნალისტებმა ზელინსკის კითხეს, თეთრი სახლის მიერ აგვრცელებულ ინფორმაციაზე, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა გარდაუვალია. “ვთვლი, რომ საინფორმაციო სივრცეში ძალიან ბევრი ინფორმაციაა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის შესახებ, საუბრობენ თარიღებზეც. გვესმის, რომ საფრთხე არსებობს. ჩვენ ბევრ ინფორმაციას ვიღებთ და ვაანალიზებთ. მე ვერ დავეთანხმები ან უარვყოფ იმას, რაც ჯერ არ მომხდარა”, – განაცხადა ზელინსკიმ.

მეტი...

ამაზონის ჯუნგლებში რეკორდული რაოდენობის ხეები ამ წლის იანვარში მოჭრეს

BBC-ის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში ამაზონის ჯუნგლებში მოჭრილი ხეების რაოდენობა გასული წლის მაჩვენებელს 5-ჯერ აღემატება და მხოლოდ 2015 წელს ჩამორჩება. მხოლოდ 2022 წლის ინვარში ამაზონში 430 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტყე გაიჩეხა. გარემოსდამცველი ორგანიზაციები ბრაზილიის ტროპიკული ჯუნგლების მასობრივ განადგურებაში ბრალს ქვეყნის პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუს სდებენ, რომელიც მიიჩნევს, რომ ხის მასალის გაყიდვა და გათავისუფლებული ტერიტორიების დამუშავება ქვეყნის ეკონომიკას განავითარებს.

მეტი...

საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაფიძის გულის ცენტრში

მიმდინარე წლის 12 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, რიგით 121-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია სამსახურის 30 ბენეფიციარს, განხორციელდა 71 ვიზიტი. ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, დღეს, ჩაფიძის გულის ცენტრის 5 ექიმი და 5 თანამშრომელი ემსახურებოდა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.…

მეტი...

ნორვეგიაში კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა მოიხსნა

Reuters-ის ინფორმაციით, ნორვეგიაში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა დღეიდან უქმდება. ნორვეგიელები აღარ იქნებიან ვალდებულები, ერთმანეთისგან მინიმუმ ერთი მეტრის დისტანცია დაიცვან ან ხალხმრავალ გარემოში პირბადეები ატარონ. გარდა ამისა, ინფიცირებულ პირებს იზოლაციაში გადასვლა აღარ მოუწევთ. “იმის გამო, რომ პანდემია იმდენად დიდ საშიშროებას არ წარმოადგენს, გადავწყვიტეთ გავაუქმოთ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები. “ომიკრონის” შტამი ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს და ჩვენ კარგად ვართ დაცული ვაქცინებით. სრულად ვაქცინირებული ნორვეგიის მოსახლეობის 74,4%-ია, “ბუსერ დოზა” კი 52.2%-ს აქვს გაკეთებუი”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორმა

მეტი...

ხაშური-სურამის გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხაშური-სურამის გზის მონაკვეთზე.ავტოავარიის შედეგად დაშავდა 18 ადამიანი. ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელიც ავტობანის შემოვლით გზაზე მოძრაობდა, ხაშური-სურამის მონაკვეთზე გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსში მყოფმა ყველა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარის გამოძიება დაიწყო.

მეტი...

ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ. ბათუმში,  ერას მოედანზე შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია მეგობარ ქვეყანას მხარდაჭერას უცხადებენ. ისინი ადგილზე უკრაინის დროშებითა და მიწაზე პუტინის პოსტერით არიან შეკრებილნი, რომელზეც ფეხით გადაადგილდებიან. “აქციის მონაწილეები ადგილობრივი ანტიპუტნისტო ოპოზიციონერი რუსები, ბელორუსები და უკრაინელები და ჩვენ, პარტია “დროა” ვართ. მთავარი მესიჯი არის, რომ რუსეთი არის მტერი, პუტინი არის აგრესორი”, – ამბობს აქციის წარმოამდგენელი. შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში აგრესიულად შეჭრასთან ძალიან ახლოსაა. ბოლო ორი დღეა რუსეთი ქვეყნის საზღვრებთან სამხედრო მობილიზაციას აძლიერებს.  

მეტი...

დიდ ბრიტანეთში ლასას ცხელების 3 შემთხვევა გამოვლინდა, არის მსხვერპლიც

Euronews-ის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში ლასას ცხელების სამი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ერთი გარდაცვალებით დასრულდა. სამივე ადამიანი ერთი ოჯახის წევრია და მათ დასავლეთ აფრიკაში მოგზაურობის ისტორია აქვთ. 2009 წლის შემდეგ, ეს ბრიტანეთში ლასას ცხელების გამოვლენის პირველი შემთხვევებია. ლასას ცხელება, ძირითადად, დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში გვხვდება. უმეტესად, ის ადამიანებზე ინფიცირებული ვირთხის ფეკალიით დაბინძურებული საკვებით ან საყოფაცხოვრებო ნივთებით გადადის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მისი ყველაზე ხშირი სიმპტომებია სიცხის თანდათანობით აწევა, საერთო სისუსტე, რომელიც, შეიძლება, თავის ტკივილში, ღებინებასა და დიარეაში გადაიზარდოს.

მეტი...

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს – უკრაინის პოზიციები ძალიან ძლიერია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება იღებს ყველა ზომას რუსეთის აგრესიული ქმედებების საწინააღმდეგოდ. უკრაინის საგარეო უწყების განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის გადაწყვეტილებების და პარტნიორების დახმარების წყალობით, უკრაინამ კიდევ უფრო გააძლიერა სახელმწიფოსა და უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის უნარი. “გუშინ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობდა, განხორციელდა უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობისა და უკრაინის შემდგომი ქმედებების საფუძვლიანი ანალიზი”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და მოერიდონ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის სტაბილურობას და თესავს პანიკას.…

მეტი...

მთაწმინდაზე 13 წლის მოზარდი ავარიას ემსხვერპლა

თბილისში, მთაწმინდის ტერიოტრიაზე 13 წლის მოზარდს ავტომობილი შეეჯახა. საწმუხაროდ, ავტოავარიას მოზარდი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოზარდი სკუდერით მოძრაობდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა და საზარელი შემთხვევაც მოხდა.

მეტი...

უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა სპეციალური ცხელი ხაზი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს. დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში კონტაქტზე არიან ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მოუწოდებენ მათ გაითვალისწინონ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო. “უკრაინაში ვითარების შემდგომი ესკალაციის მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო ქ. კიევში და გენერალური საკონსულოები ქ.ოდესაში, ქ. დონეცკში გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი +380 (63) 376 77 68; +380 (93) 761 17 17”, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

“ჯერჯერობით, მოსკოვის მხრიდან ჩვენ მხოლოდ ესკალაციას ვხედავთ”, – ბლინკენი და ლავროვი საუბარს გეგმავენ

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვი სატელეფონო საუბარს გამართავენ. “ჯერჯერობით, მოსკოვის მხრიდან ჩვენ მხოლოდ ესკალაციას ვხედავთ. გადამწყვეტი მომენტი დგას: მზად ვართ ყველაფრისთვის, რაც უნდა მოხდეს”, – განაცხადა ბლინკენმა. მისი თქმით, თუ ვლადიმერ პუტინი გულწრფელად არის დაინტერესებული მზარდი დაპირისპირების დიპლომატიური გზით მოგვარებით, ვაშინგტონი მზადაა, თავისი როლი შეასრულოს. “კვლავ ვიმედოვნებ, რომ ის არ აირჩევს აგრესიის გზას და აირჩევს დიპლომატიის და დიალოგის გზას, მაგრამ თუ პრეზიდენტი პუტინი გადაწყვეტს სამხედრო მოქმედებების განხორციელებას, ჩვენ, მთელ მსოფლიოში მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით, სწრაფად დავაწესებთ მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს და დავეხმარებით…

მეტი...

საპატრიაქროს კორონავირუსი მოედო, დაინფიცირებულია 5 სასულიერო პირი

კორონავირუსმა საპატრიარქოში შეაღწია. პატრიარქი იზოლაციაშია. საპატრიარქოს განცხადების თანახმად, ვირუსით ინფიცირებულები არიან მონაზვნები, თუმცა შენობას, სადაც უწმინდესის რეზიდენციაა განთავსებული,  მონასტერთან შეხება არ აქვს. “იოაკიმეს და ანას სამედიცინო ცენტრში ამჟამად წევს 100-მდე პაციენტი. მათ შორის 5 სასულიერო პირი, 4 მონაზონი. პერსონალური ინფორმაციის გაცემის უფლება მე არ მაქვს”, – ამბობს საპატრიარქოს კლინიკის ხელმძღვანელი. მედიაში გავრცელებუი ინფორმაციის თანახმად, კათალიკოს პატრიარქს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

მეტი...

ომის დაწყების შემთხვევაში უკრაინელთა ევაკუაციის გეგმა დამტკიცებულია

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ კიევში, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა დაამტკიცდა. “კიევში შეიქმნა საევაკუაციო კომისიები – კიევის საქალაქო ადმინისტრაციის დონეზე და თითოეულ რაიონში. დამტკიცდა ევაკუაციის გეგმა. იგი განსაზღვრავს ევაკუაციის პუნქტების ადგილს, ტრანსპორტის საჭირო რაოდენობას და უსაფრთხო ტერიტორიებს მოსახლეობის განსახლებისთვის”, – აღნიშნულია კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მეტი...

უკრაინიდან რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლები მოსკოვში ბრუნდებიან

უცხოური მედიის ინფორმაციით, რუსეთის დიპლომატიური წარმომადგნლები უკრაინას ტოვებენ. ისინი რუსეთში გამგზავრებას იწყებენ. გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საშიშროების ფონზე რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, ნიდერლანდებმა, ლატვიამ, იაპონიამ, ავსტრალიამ და სამხრეთ კორეამ, უკრაინაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდეს.

მეტი...

ზედმეტად დარიცხული გადასახადი ყველას უკან დაუბრუნდება – სალომე ვარდიაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი კომუნალური გადასახადების ზედმეტად დარიცხვით დაზარალებულ მომხმარებლებს მიმრთავს. როგორც ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, მოსახლეობა, რომელიც თვლის, რომ კომუნალური გადასხადები არასწორად დაერიცხათ, სემეკსა და ენერგოომბუდსმენს მიმართოს. “ეს მასობრივი პრობლემაა და აღარ უნდა მეორდებოდეს. კომპანიაში ყველაფერი ძალიან დასალაგებელია, თუმცა პირველმა ერთმა კვირამ, მომხმარებელთან ურთიერთობისას, კარგად ჩაიარა. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად კომფორტი შევუქმნათ მომხმარებლებს კომპანიის მოხმარებისას. მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ აუცილებლად მოგვმართონ საჩივრებისა და პრეტენზიების შესახებ. მომართვიანობა ნებისმიერი გზითაა შესაძლებელი”, – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” მისი თქმით, მთავრობამ კომპანიას 1 თვე მისცა გონივრულ ვადად, რათა მათ თანხების დაკორექტირება მოახერხონ და აღმოფხვრან ის…

მეტი...

სემეკი: უმოქმედო ფართებში მოსალოდნელზე მეტი ელექტროენერგიის გადასახადის დარიცხვის შემთხვევაში მომართეთ სემეკს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, თუ 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში ე.წ. „უმოქმედო ფართებში“ (სადაც არავინ ცხოვრობს) დაერიცხათ მოსალოდნელზე მეტი ელექტროენერგიის გადასახადი, მიმართონ სემეკს. სემეკის ვებგვერდზე განთავსებულია ფორმა, რომლის რამდენიმე საინფორმაციო ველის შევსების შემდეგ ინფორმაცია რეაგირებისთვის მიეწოდება სემეკის სამუშაო ჯგუფს.  ფორმის შესავსებად მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ მოცემული ბმულით: https://gnerc.org/ge/telasi-telmiko. დამატებითი ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ ქოლცენტრის საშუალებით ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან) ან Facebook-ზე სემეკის გვერდის დახმარებით.

მეტი...

უკანონოდ მოპოვებული და ჩამორთმეული ხე-ტყის რეალიზაციიას ეროვნული სატყეო სააგენტო განახორციელებს

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით  უკანონო ხე-ტყის დაუყოვნებლივი განკარგვის წესი განისაზღვრა. ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ორგანო ვალდებულია, სახელმწიფო ტყისა და დაცული ტერიტორიის საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა) აღმოჩენილი ან დროებით ჩამორთმეული უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი მცენარე (ხე-ტყე, მერქნიანი ხე-მცენარე, მერქნიანი მწვანე ნარგავი), დაუყოვნებლივი გასხვისების მიზნით გადასცეს ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – აჭარის სატყეო სააგენტოს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების შემთხვევაში, პროკურორი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ნივთიერი…

მეტი...

კორონავირუსის გამო მძიმე პაციენტების რაოდენობა 1261-ია

სქართველოში ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 196 192 საიდანაც:6 100 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 483, აჭარაში – 768, იმერეთში – 1 226. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 261 პირი, მათ შორის, თბილისში – 488, აჭარაში – 153, იმერეთში – 398. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი,  მათგან თბილისში – 163, აჭარაში – 39, იმერეთში – 23. 1 758 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 073 – თბილისში, 445 – აჭარაში. 188 334 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მეტი...

კორონავირუსს 57 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 516 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 20 326 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 535 შემთხვევა, აჭარა – 1 488, იმერეთი – 3 269, ქვემო ქართლი – 1 145, შიდა ქართლი -1 079, გურია – 572, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 337, კახეთი – 1 127, მცხეთა-მთიანეთი – 370, სამცხე-ჯავახეთი – 307, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 97.

მეტი...

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 326 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 65 829 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 20 326 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 48 468  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  30.88% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 438 353. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.88%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 31.06% ხოლო 7 დღის მანძილზე – 33.18%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 48 468 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 226 619.

მეტი...

ჯო ბაიდენის განკარგულებით ავღანეთის ცენტრალური ბანკის აშშ-ში გაყინული აქტივების ნაწილი ავღანელ ხალხს მოხმარდება

ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივების იმ ნაწილიდან, რომელიც აშშ-შია გაყინული, ნახევარი ავღანეთის ჰუმანიტარული დახმარებისთვის, მეორე ნახევარი კი 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახების დასახმარებლად უნდა გამოიყენონ. აღნიშნული განკარგულება აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასცა. პრეზიდენტის განკარგულებაში ნათქვამია, რომ თუკი სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელი გახდება, ადმინისტრაცია შეეცდება ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო სისტემაში არსებული ავღანური აქტივები, 3.5 მილიარდი აშშ დოლარი, ავღანელი ხალხისა და ავღანეთის მომავლის სასარგებლოდ იქნას გამოყენებული. მეორე ნახევარი, 3.5 მილიარდი აშშ დოლარი, აშშ-ში დარჩება და ხელმისაწვდომი გახდება ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებისთვის, რომლებიც გაყინული თანხების გამოყენებით კომპენსაციის მიღებას სასამართლოში ითხოვენ და მათი საჩივრები კვლავ განხილვის პროცესშია.

მეტი...

“რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები მზად არის”, – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების პაკეტი მზად არის. “საუბარი მქონდა ჯოზეფ ბორელთან, რომელიც კონცენტრირებული იყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მიმდინარე ვითარებაზე. დადასტურებულია: რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზად არის. ევროკავშირი დამატებით ძალისხმევას გამოიყენებს უკრაინის პოლიტიკური, ფინანსური მხარდაჭერისთვის. მადლობელი ვარ მტკიცე პოზიციისთვის და გადამწყვეტი მოქმედებებისთვის მზადყოფნისთვის”, – წერს დმიტრო კულება.

მეტი...

2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან სრულად დისტანციურ სწავლებაზე 732 სკოლა იმყოფება

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან სრულად დისტანციურ სწავლებაზე 732 სკოლა იმყოფება. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 135-მა მასწავლებელმა გამოთქვა. ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 6,5%-ს და მოსწავლეების 2,5%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%. როგორც ცნობილია, 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში თანამშრომლებისთვის კოვიდტესტირებას სპეციალურად გადამზადებული სკოლის ექიმები ატარებენ. იმ სკოლებში კი, სადაც ექიმები ჯერ არ გადამზადებულან, ტესტირების პროცესი კვლავ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გრძელდება.

მეტი...

დღეს ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი სატელეფონო საუბარს გამართავენ

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სატელეფონო საუბრის გამართვა ამერიკულმა მხარემ ითხოვა. ჯეიკ სალივანმა, რომელიც აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველია,  მანამდე ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ორ პირს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართებოდა, თუმცა დრო არ დაუკონკრეტებია. აღსანიშნავია, რომ მხარეებმა ბოლოს დეკემბერში ისაუბრეს. პუტინთან დღესვე საუბარი იგეგმება საფრანგეთის პრეზიდენ ემანუელ მაკრონისთან.

მეტი...