საზღვართან მიწისძვრა დაფიქსირდა

16:26 საათზე, საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა სახელმწიფო საზღვრიდან 61 კმ – ში, რუსეთში, ინგუშეთთან მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ  4.8 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.  

მეტი...

„თამბაქოსაგან გათავისუფლების პროცესი საქართველოში დაწყებულია და ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს“ – დიმიტრი ხუნდაძე

„თამბაქოსაგან გათავისუფლების პროცესი საქართველოში დაწყებულია და ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს. ამის ლობისტი, რა თქმა უნდა იქნება, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი და მე ამის ხმამაღლა გაცხადების ოპტიმიზმს მაძლევს ასევე საზოგადოების ადეკვატური დამოკიდებულება, რომ საზოგადოების მიმღებლობა ამ კუთხით არის ძალიან მაღალი“ –  აცხადებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. მისი შეფასებით, ნაკლები მწეველი და მეტი ჯანმრთელი მოქალაქე – ეს იმ ქვეყნის აუცილებელი პირობაა, რომელსაც აქვს დემოგრაფიული პრობლემები. მისი თქმით, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი ერთ-ერთი წარმატებული და საჭირო პროექტია, რომელსაც უკვე მესამე მოწვევის პარლამენტი წარმატებით ახორციელებს და მისი…

მეტი...

„სასამართლო გასცემს განჩინებას, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაცული იყოს“ – მოსამართლე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს დაავალა, რომ მისი კომპეტენციის ფარგლებში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაცული იყოს და საფრთხე არ დაემუქროს. “ვინაიდან ბრალდებული საუბრობს სასამართლოს წინაშე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და უჩივის არასათანადო სამედიცინო მომსახურების მიღებას, აქედან გამომდინარე, სასამართლო გასცემს განჩინებას და ავალებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, რათა თავის კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს ყველა აუცილებელი და განსაკუთრებელი ზომა იმისთვის, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დაცული, მას არ დაემუქროს საფრთხე, არასათანადო და არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიღება”,- განაცხადა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა. ეს განცხადება მოსამართლემ მას შემდეგ გააკეთა,…

მეტი...

ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე ოთარ დანელია დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენად  ოთარ დანელია დანიშნა. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ოთარ დანელიას მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა და  მომავალ  საქმიანობაში წარმატება უსურვა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია და აღნიშნულ სექტორს მაქსიმალური თანადგომა ექნება, ვინაიდან ბიზნესის განვითარება ეკონომიკის ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა. პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენს კონკრეტული დავალებები მისცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბიზნესთან ღიად თანამშრომლობა, ნაკლები ბარიერები და რაც შეიძლება მინიმალური ბიუროკრატია. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გაუმარტივდეს ბიზნესს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ოთარ დანელია დღემდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა,…

მეტი...

მოსამართლე დალი მეტრეველი გარდაიცვალა

დღეს მოსამართლე დალი მეტრეველი გარდაიცვალა, იგი ბოლო წლებში სიმსივნეს ებრძოდა. მეტრეველი გახმაურებული საქმეების, მათ შორის ე.წ. კარტოგრაფების საქმის მოსამართლეც იყო, თუმცა ავადმყოფობის გამო, ჩამოცილდა. მოსამართლე 2006-2016 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე იყო. 2017 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.  

მეტი...

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე უკრაინულად იმღერა

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილი დღეს, სასამართლო პროცესზე ამღერდა. სიმღერა “დიდება უკრაინას” მან უკრაინულ ენაზე შეასრულა. სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის დროშა გაშალა და ეროვნული ჰიმნი იმღერა. ბრალდებული პრეზიდენტის თქმით, დროშა, რომელიც მას თან აქვს, სწორედ უკრაინელი დეპუტატების გზავნილია. თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ე.წ. პიჯაკების საქმეს იხილავდა, რომელსაც თავად ბრალდებული ესწრებოდა.  

მეტი...

“მიუხედავად მედპერსონალის ინფიცირებისა, ისინი მაინც აგრძელებენ დისტანციურად მუშაობას” – თამარ გაბუნია

„მედპერსონალი, რომელიც უსიმპტომოა და 5 დღის შემდეგ უარყოფითი იქნება ტესტის პასუხი, დროულად დაუბრუნდება სამსახურს და არ შეექმნება პრობლემები“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მედპერსონალის უმეტესობა სრულად ვაქცინირებულია და ვირუსის შეხვედრის შემთხვევაში მსუბუქად გადაიტანება. „რა თქმა უნდა, მედპერსონალის ინფიცირება ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი რისკი, რომლის მოლოდინიც გვქონდა მედპერსონალის ინფიცირება იყო. მათი დიდი ნაწილი აცრილია, აქედან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ დაავადება მსუბუქად ჩაივლის, უმრავლესობა უსიმპტომოა. აქტიურად განიხილება იზოლაციის ვადების შემცირება და შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო გამოცდილებასთან, რაც არის 5 დღე და ტესტირების საფუძველზე სამსახურში დაბრუნება. ეს…

მეტი...

ორ სამინისტროს ახალი მინისტრი ჰყავს – სამთავრობო ცვლილება

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მისმა მოადგილემ, ოთარ შამუგიამ ჩაანაცვლა. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კი სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილმა, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, მუშაობის პირველი დღე სამთავრობო ცვლილებით დაიწყო. ნათია თურნავა, ამ ეტაპზე, სამსახურის გარეშე დარჩა

მეტი...

5 დაღუპული – ავარია ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა და ხუთივე მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დილის საათებში, სოფელ სვირთან მოხდა. გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

ნათია თურნავამ თანამდებობა დატოვა

ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო ცვლილებები განახორციელა. ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თანამდებობა დატოვა, მისი ადგილი კი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დაიკავა.

მეტი...

მერია ტაქსების რეფორმას იწყებს

 „თბილისის მერიას ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპისთვის განსაზღვრული რეგულაციები ზაფხულის ბოლოსთვის ექნება მზად“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ტაქსით მომსახურების გამწევ პირებთან აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს. „ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპთან დაკავშირებით შიდა სამუშაოები სრულდება. ასევე, ტაქსის მომსახურების გამწევი პირებისგან ვიღებთ ინფორმაციას მათი საჭიროებების შესახებ და ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას დაგეგმილ პროცესებთან დაკავშირებით. მესამე ეტაპის ამოქმედებისთვის მზად ვიქნებით ზაფხულის ბოლოსთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, მესამე ეტაპისთვის ტაქსის სერვისის გაწევისას, ავტობუსის ზოლში ავტომანქანის გაჩერებისა და მგზავრის აყვანის საკითხი იყოს…

მეტი...

„ალბათ უღირდათ ჯარიმების გადახდა და მშენებლობის უკანონოდ გაგრძელება“ -კახა კალაძე უკანონო მშენებლობებზე

თბილსის მერმა მთავრობის სხდომაზე უკანონო მშენებლობების პრობლემაზე ისაუბა და აღნიშნა, რომ  არც ერთი უკანონო მშენებლობა რეაგირების გარეშე არ რჩება. „კარგად იცით, რომ მერიაში ჩემი მოსვლის დღიდან, არაერთი ღონისძიება გავატარეთ უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ: განვახორციელეთ ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა და მის ბაზაზე შევქმენით მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც აღჭურვილი იქნა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; გავზარდეთ ჯარიმები დარღვევებზე – 3 000-დან 12 000 ლარამდე იყო ჯარიმების ოდენობა კატეგორიების მიხედვით და ის 50 000 ლარამდე გავზარდეთ, თუმცა, მაინც ვაწყდებოდით პრობლემას. რადგან მოგების ნაწილში საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი, ამ მშენებლებს  ალბათ უღირდათ ჯარიმების გადახდა და მშენებლობის უკანონოდ გაგრძელება. ამიტომაც, …

მეტი...

თუ კანონდამრღვევი სამართლებრივ აქტს არ ჩაიბარებს, აღსრულების პროცესი არ შეჩერდება   

„მივმართავთ პარლამენტს ინიციატივით, რომ მშენებლის მიერ სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობამ აღსრულების პროცესი აღარ შეაფერხოს“ – ეს განცხადება თბილისის მერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. უკანონო მშენებლობების პრობლემის მოსაგვარებლად, თბილისის მერია აღსრულების  ეფექტიანობის გაუმჯობესებას პარლამენტის დახმარებით გეგმავს. საუბარია იურიდიული სამსახურის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების ჩაბარების მექანიზმის სრულყოფაზე, რათა არაკეთილსინდისიერმა მშენებელმა გადაწყვეტილების ჩაუბარებლობით არ შეაფერხოს აღსრულების პროცესი. „ბოლო თვეების განმავლობაში გვაქვს ერთი პრობლემა – მშენებლები, რომლებიც უკანონო საქმიანობას ეწევიან, ერთგვარ ხრიკს იყენებენ. კერძოდ, ზოგიერთი სამშენებლო კომპანია არ იბარებს მერიის იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებას, ხოლო გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის გამო ვეღარ იქმნება საფუძველი გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ან არ ხდება…

მეტი...

სემეკმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი დააფუძნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელიზბარ ერისთავის სახელობის სასწავლო ცენტრი დააფუძნა, რომლის მიზანი იქნება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში ხელი შეეწყოს საგანმანათლებლო დონისა და კვალიფიკაციის ამაღლებას დაინტერესებულ ჯგუფებში – ამის შესახებ ინფორაციას სემეკი ავრცელებს. სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია განმარტავს, რომ სასწავლო ცენტრში ტრენინგების გავლა შეეძლებათ სტუდენტებს, რეგულირებადი კომპანიების, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. დავით ნარმანიას განცხადებით, ტრენინგები ჩატარდება ენერგეტიკის სექტორში არსებული ახალი საკანონმდებლო ბაზის, კომისიის ნორმატიული აქტების შემუშავების პრინციპების, სატარიფო პოლიტიკის, სამართლებრივი და ეკონომიკური მიზნების, დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის, ახალი ბაზრის პოლიტიკის ძირითადი პრინციპების, ენერგეტიკის სექტორში…

მეტი...

„შემდეგ ღარიბაშვილი აორთქლდა, დაემართა „კოვიდი“ – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა, თუმცა, დღევანდელი პროცესი ხმაურითა და მიხეილ სააკაშვილის სიმღერით გამოირჩეოდა. ბრალდებულმა პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს გარკვეული ბრალდებები წაუყენა და აღნიშნა, რომ პრემიერი პოლონეთის პრეზიდენტს დაემალა. „თქვენ რა იცით… ანდჟეი დუდა „იქით“ წავიდა და მერე წამოვიდა პეკინიდან უკან. ძალიან მოითხოვა, რომ პრემიერ-მინისტრი შეხვედროდა. მან პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრა მოითხოვა, რის შემდეგაც ღარიბაშვილი აორთქლდა, დაემართა „კოვიდი“. საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც დაურეკა ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაემართა „კოვიდი“. ვითომ „კოვიდის“ დროს ლაპარაკი არ შეიძლება. მაშინ თქვეს, მოადგილეების დონეზე ვილაპარაკოთო და ოთხივე დაკავებულიაო. ბოლომდე გადასხდნენ რუსეთის ბოსტანში და აღმოჩნდა, რომ პუტინს ძალიან…

მეტი...

რამდენიმე მინისტრი იცვლება?!

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი თემა სამთავრობო ცვლილება იქნება. კერძოდ, ამ ეტაპზე დაუდასტურებელი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის კაბინეტს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა დაემშვიდობება. სამთავრობო ცვლილებას პრემიერის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ. ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას 14:00 საათზე გააკეთებს.  

მეტი...

„შენ ისეთი ტიპი ხარ ციხეს გაუძლებ და მოდი და აიღე დანაშაული შენს თავზე რა პრობლემაა“ – ადვოკატი დიანა გვიშიანი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„რეალურ მკვლელს ჰყავს გავლენიანი მფარველი“ – აცხადებს ადვოკატი  ადვოკატი დიანა გვიშიანი „მედიაცენტრ მთავარში“ და არარსებულ მტკიცებულებებს და გარემოებებზე საუბრობს, რის საფუძველზეც უდანაშაულო ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. საქმე ეხება 2021 წლის 13 მარტს კასპში მომხდარი  მკვლელობას. კერძოდ, ​სასაფლაოს ტერიტორიაზე მწყემსმა იპოვა მამაკაცის ნაწამები  გვამი. გარდაცვლილი  იყო კასპში მაცხოვრებელი ნოდარ ღუნაშვილი. მის მკვლელობა კი მის უახლოეს მეგობარს ზ. კახიშვილს, დააბრალეს,  რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ადვოკატის განცხადებით საქმეში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, რაც საქმის სრულიად სხვა სახელმწიფო ან პოლიტიკურ ინტერესზე მიუთითებს. უფლებადამცველი საუბრობს როგორ იმუშავა მთელმა სახელმწიფო მანქანამ ზურაბ კახიშვილის წინააღმდეგ, რათა…

მეტი...

ანზორ ჩუბინიძემ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა

„მე აქ გამოძახებული ვარ დაცვის მხარის მოწმედ. მართალი გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია დაცვის მხარის პოზიციების გასამყარებლად გამოძახებული ანზორ ჩუბინიძე“ –  განაცხადა ჩუბინიძემ. მისი განმარტებით, 2009-2013 წლებში სააკაშვილთან არცერთი სამსახურის ხელმძღვანელი არ ყოფილა და შესაბამისად, არ აქვს ინფორმაცია აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით. „მე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2013 წლის თებერვლიდან ვმუშაობ. ჩემთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის  და თეიმურაზ ჯანაშიას ქონების გაფლანგვასთან დაკავშირებით. ვიცი, რომ ეს ეტაპი და ბრალდება ეხება 2009-2013 წლამდე პერიოდს. ამ პერიოდის განმავლობაში მე არ ვიყავი სამსახურის ხელმძღვანელი და არანაირი შეხება არ მქონდა. მე აქ გამოძახებული ვარ დაცვის მხარის მოწმედ.…

მეტი...

„არასწორი სტავკა გააკეთე ძმაო, ადრე გიმართლებდა, ასე როგორ დაგოიმდი?!“ – მიხეილ სააკაშვილი

„ივანიშვილს მინდა ვუთხრა, ძალიან არასწორი სტავკა გააკეთე ძმაო, ადრე გიმართლებდა, მაგრამ ახლა პუტინის გამარჯვებაზე რომ დააყენე სტავკა, ასე როგორ დაგოიმდი ა?! პუტინი ასხამს ბოლომდე უკრაინაში“ –  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს სხდომაზე. აქვე მან განმარტა, რომ ანდჟეი დუდას პრემიერმინისტრთან შეხვედრა სურდა, რადგან ზურაბიშვილთან საუბარს აზრი არ აქვს, თუმცა ის სპეციალურად კოვიდინფიცირებულად გამოაცხადეს და გადამალეს. „ საქმეს და რომ დაიმალე ჩირგვებში, ღარიბაშვილი რომ დააავადეთ კოვიდით, როცა ანდჟეი დუდა ჩამოდიოდა, თქვენ რა იცით, დუდა იქით წავიდა და მერე წამოვიდა პეკინიდან უკან, ძალიან მოითხოვა, რომ შეხვედროდა პრემიერმინისტრი, იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეუძლია ამინდზე ილაპარაკოს,…

მეტი...

“ეს პროცესი ანეგდოტურია“ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე წარმოადგინდა დავით ნარმანიასა და ჯარჯი წიკლაურის სახლის ფოტოსურათები და განმარტა, რომ უკანონოდ ბიუჯეტის ფულის გაფლანგვაში მას არ უნდა ედავებოდნენ. აქვე მან აღნიშნა, რომ აღნიშნული პროცესი ანეგდოტური და სამარცხვინოა საქართველოს ისტორიაში. ყოფილი პრეზიდენტის ამ განცხადებამ სასამართლო სხდომაზე ხმაური გამოიწვია, მოსამართლემ მხარეებს დამშვიდებისკენ მოუწოდა. „ ჩემი განცხადება ეხება დღევანდელი პროცესის შინაარსს და არსს, ეს არ არის ზოგადი პოლიტიკური განცხადება, თუმცა პროცესი, რომელიც ტარდება, ანეგდოტურია და ალბათ ყველაზე სამარცხვინო პროცესი საქართველოს მრავალათასიან ისტორიაში. დედაჩემი აქ არის და როგორც ისტორიკოსს, შეუძლია დაადასტუროს. საქმე იმაშია, რომ მე მასამართლებენ…

მეტი...

„დღევანდელ საქმეს, გუშინდელს და ხვალინდელს – არანაირი მნიშვნელობა აქვს“ – გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, სასამართლო ინსტიტუტის მიმართ არანაირი ნდობა არ აქვს და პროცესებზე მხოლოდ თავისი შვილის სანახავად დადის. „მინდა გითხრათ, რომ ამ ინსტიტუტს პატივს ვცემ, მაგრამ იმ შემადგენლობას, რაც დღეს არის, ჩემგან არანაირი ნდობა არ აქვს. სიმართლე გითხრათ, ამ პროცესებზე ჩემი შვილის სანახავად და მოსასმენად დავდივარ. დანარჩენი არავითარი ილუზია არ მაქვს. რაც შეეხება დღევანდელ საქმეს, გუშინდელს თუ ხვალინდელს – ჩემთვის ეს ყველაფერი ერთია, ერთი დიდი უსამართლობაა“ – განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

ვირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტი 1 252-ია

Stopcov.ge – ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 219 007, საიდანაც: 6 036 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 452, აჭარაში – 778, იმერეთში – 1 250. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 252 პირი, მათ შორის, თბილისში – 483, აჭარაში – 149, იმერეთში – 407. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 290 პირი,  მათგან თბილისში – 162, აჭარაში – 42, იმერეთში – 31. 1 901 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 185 – თბილისში, 487 – აჭარაში. 211 070 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში…

მეტი...

ვირუსით 51 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 351 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 25 161 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 11 857 შემთხვევა, აჭარა – 2 011, იმერეთი – 3 730, ქვემო ქართლი – 1 421, შიდა ქართლი -1 530, გურია – 642, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 577, კახეთი – 1 253, მცხეთა-მთიანეთი – 597, სამცხე-ჯავახეთი – 437, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 106.  

მეტი...

ქვეყანაში ვირუსის 25 161 შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 72 587  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 25 161  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 16 789   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  34.66% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 375 615. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 34.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 29.26% ხოლო 7 დღის მანძილზე – 32.45%.  

მეტი...

მსოფლიოში, ერთ კვირაში, ვირუსით 19 276 472 ადამიანი დაინფიცირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 17%-ით დაიკლო. მთლიანობაში, ერთ კვირაში, ინფიცირების 19 276 472 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს. ერთი კვირის ციფრები შემდეგია – 67 953 დაკარგული სიცოცხლე.  

მეტი...

„კლინიკებზე მიდის ზეწოლა რომ ეს პრეპარატი გამოიყენონ“ – იმუნოლოგი „რედმისივერის“ აკრაძალვას ითხოვს

„სამწუხაროდ, საქართველოში,  ამ პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენება ხდება.  განსაკუთრებით ომიკრონთან მიმართებაში, რომელიც ადამიანებში მსუბუქად მიმდინარეობს  ამ პრეპარატის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი“ –  ეს განცხადება იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც იმუნოლოგი აღნიშნავს, „რედმისევერის“ მოხმარებამ შესაძლოა, სიმსივნის წარმოქმნას შეუწყოს ხელი. „იანვრის ბოლოს გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომ ამ პრეპარატს პოტენციურად შეუძლია სიმსივნე გამოიწვიოს.  ამ პრეპარატს არანაირი ეფექტი არ აქვს სიკვდილიანობის შემცირებაში და მეორე მხრივ, ვიგებთ, რომ შეუძლია ონკოგენური დაავადებები გამოიწვიოს. რასაკვირველია, ამ პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.  ფსევდო დასაბუთებები, რომ ეს პრეპარატი ადამიანს გადაარჩენს არარეალურია“ – აღნიშნა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავართან.“ იმუნოლოგი…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი თავის სასამართლო პროცესზე დასწრებას გეგმავს

დაახლოებით ერთ საათში, რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ეტაპირება  მოხდება. სასამართლო 11:00 საათზე ყოფილი პრეზიდენტის საქმეს განიხილავს. საუბარია ე.წ. პიჯაკების საქმეზე. მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტობის პერიოდში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაშია ბრალდებული. მასთან ერთად, ბრალდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას საქმეც განიხილება. სასამართლო პროცესზე დასწრების სურვილი თავად ბრალდებულმა პრეზიდენტმა გამოთქვა. მისი სურვილია, სასამართლო დარბაზში განცხადება გააკეთოს.  

მეტი...

„კლინიკურ მართვაში ქაოსია“ – იმუნოლოგი საკოორდინაციო საბჭოს მიმართავს

იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე აცხადებს, რომ კლინიკურ მართვათან დაკავშირებით დიდი ქაოსია და საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მიმართავს, სამ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილოს ყურადღება. „კლინიკურ მართვასთან დაკავშირებით დიდი ქაოსია, საუბარი არ არის ცალკეულ ექიმებზე, რომლებიც ადგილზე ყველაფერს ცდილობენ. ეს უნდა რეგულირდებოდეს კლინიკური მმართველი ჯგუფის მიერ, სადაც გვაქვს ქაოსი.  იმაზე აპელირება, რომ ჩვენი კლინიკური სექტორი  მსოფლიოში ყველაზე კარგად იმართება, ეს ნამდვილად მეცნიერულ საფუძველს მოკლებულია. სამწუხაროდ, ასე არ არის. აუცილებელია, რეალურად შეხედონ შედეგებს და არ გაიზიარონ ფსევდო დასაბუთებები – შემთხვევებზე გადათვლილი სიკვდილიანობა“ – განაცხადა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში. იმუნოლოგის თქმით, განცხადებები, რომ ჩვენთან უკეთესი ვითარებაა,…

მეტი...

ნატო-ს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი მზარდია

ნატო-ს ნატო-ს გენერალური მდივანი უკრაინასთან მიმართებით რუსეთის მზაკვრულ გეგმებზე კიდევ ერთხელ საუბრობს და აცხადებს, რომ შეჭრის რისკი დიდია. იენს სტოლტენბერგის  შეფასებით, რისკი იზრდება. „რასაც ვხედავთ, არის განგრძობადი სამხედრო გაფართოება, უფრო მეტი და მეტი ძალა, სამხედრო ჰოსპიტლები და ლოჯისტიკა. ჩვენ ასევე ვხედავთ მუქარის შემცველ რიტორიკას რუსეთის მხრიდან.  ჩვენ უკვე გვაქვს ისტორია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით“, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი. მისივე შეფასებით, ნატო მზადაა რუსეთის მოსასმენად, თუმცა, ეჭვი არც არსებობს, რომ რუსეთმა მოახდინა ყირიმის ოკუპაცია, აკონტროლებს დონბასის ნაწილს და არის აგრესორი.  

მეტი...

„არსებული ვაქცინის ეფექტურობა ნულს ქვემოთ ნიშნულზეა“ – იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე

იმუნოლოგ გიორგი კამკამიძის განცხადებით, წელს პანდემიის დასასრულს უნდა ველოდეთ. თუმცა, მისივე შეფასებით, ეს არ ნიშნავს, რომ  ვირუსი სრულად გაქრება და ყურადღება და დაკვირვება უნდა მოვადუნოთ. „ალბათ, გამოცხადდება კიდეც წელს პანდემიის დასასრული, თუმცა ვირუსი მუდმივი დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს და აუცილებელია ახალი სამკურნალო პრეპარატების, რეალურად მოქმედი პრეპარატების შემოტანა. ამაზე არ უნდა ითქვას უარი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, დაგვიანებული იყოს ამ ეტაპისთვის. უნდა გაგრძელდეს ამაზე მუშაობა, რომ საქართველოში ხელმისაწვდომი იყოს ის ახალი პრეპარატები,  რომელიც რეალურად მუშაობს“ – განაცხადა იმუნოლოგმა გიორგი გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავართან.“ იმუნოლოგის შეფასებით, არსებული ვაქცინის ეფექტურობა ნულს ქვემოთ ნიშნულზეა,…

მეტი...