უკრაინის პროკურორის მრჩეველი ზურაბ ადეიშვილი სცემეს, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს

უკრაინაში ზურაბ ადეიშვილს თავს დაესხნენ. თავდამსხმელები მას სასტიკად გაუსწორდნენ. უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი ადეიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიცოცხლის საფრთხე არ არსებობს.  

მეტი...

სახელმწიფო ინსპექტორი მიხეილ სააკაშვილს უარს ეუბნება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიხეილ სააკაშვილის წერილს პასუხობს. როგორც ინსპექტორის სამსახურში განმარტავენ, მოთხოვნა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აყენებს, ვერ დაკმაყოფილდება. მიხეილ სააკაშილი ლონდა თოლორაიას მოუწოდებდა გაესაჯაროვებინა სრული ვიდეომასალა, რომელიც მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ეხებოდა. „სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომის უფლებამოსილების მქონე პირთა წრე მკაცრად განსაზღვრულია. მით, უფრო იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც არ არის დასრულებული გამოძიება და არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. შესაბამისად, გამოძიების დასრულებამდე სისხლის სამართლის საქმის მასალებისა (მათ შორის, ვიდეოჩანაწერების) და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სამსახურს…

მეტი...

კელი დეგნანს იმედი აქვს, სასამართლო სარჩელს მანამ განიხილავს, სანამ ახალ ინსპექტორს დანიშნავენ

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის – ლონდა თოლორაიას სარჩელი მანამ უნდა განიხილოს, სანამ ახალ ხელმძღვანელს დანიშნავენ. აღნიშნულ თემაზე ელჩმა ჟურნალისტებთან პარლამენტში ისაუბრა. „იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი საქმე ამჟამინდელ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით დასრულდება მანამ, სანამ ახალი დანიშვნები მოხდება. ამჟამინდელ სახელმწიფო ინსპექტორს ჯერ კიდევ სამი წელი დარჩა კანონიერი ექვსწლიანი მანდატის დასრულებამდე და მის მუშაობასთან დაკავშირებით პარლამენტში ან სხვაგან პრეტენზიები და საჩივრები არ ყოფილა. მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს მანამ, სანამ ახალი კანდიდატების დანიშვნა მოხდება,“ – განაცხადა ელჩმა მედიასთან.

მეტი...

რა მოუწოდა კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თემაზე?!

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან განაცხადა, პარლამენტს მოუწოდა, პროცესი აუჩქარებლად და გამჭვირვალედ წარიმართოს. „განვიხლეთ სახელწიფო ინსპექტორის ახალი სამსახურისა და მონაცემთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელების დანიშვნების პროცესი. მოვუწოდეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ეს იყოს აუჩქარებელი პროცესი, რომელიც გაიმართება კანონით გათვალისწინებული დროში, რომ ამ მართლაც მნიშვნელოვან პოზიციებზე საუკეთესო კანდიდატები შეირჩეს. ყველა ეს თანამდებობა პასუხისმგებელია იმაზე, რომ უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა. ყველამ კარგად ვიცით, რომ მონაცემთა დაცვა ახლა ისეთი მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პასუხისმგებელია, უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა. ამ…

მეტი...

„ჩვენი ინტერესია, ბატონი სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს“ – ამერიკის ელჩი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მთავარი ინტერესი რაც მათ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გააჩნიათ, არის მათი უფლებრივი მდგომარეობა და ჯანდაცვა. „როგორც ვიცი ბატონმა სააკაშვილმა სარჩელი გააგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. არსებობს სპეციალური პროცედურები, რის მიხედვითაც, ეს საკითხები განიხილება. რაც შეეხება კანონის უზენაესობას და მის დაცვას, ჩვენი ინტერესია, რომ ბატონი სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს, მას ღირსეულად მოექცნენ, მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება, სარგებლობდეს სამართლიანი სასამართლოთი“, – აღნიშნა ელჩმა ჟურნალისტებთან. კელი დეგნანმა საგამოძიებო კომისიის შექმნაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს მისი გადასაწყვეტ არ არის. „ჩემი გადასაწყვეტი არაა, უნდა შეიქმნას თუ არა საგამოძიებო…

მეტი...

“არანაირი უფლება მაქვს ნათელაშვილის ამომრჩეველს მოვაკლო პარლამენტში მისი ხილვის ბედნიერება” – იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“  წევრმა, იაგო ხვიჩიამ,  პარლამენტში კომიტეტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ ხალხის გარდა არავის აქვს იმის უფლება, ელენე ხოშტარია, ბადრი ჯაფარიძე და შალვა ნათელაშვილი პარლამენტიდან გარიცხოს. „დღეს კომიტეტის თავმჯდომარემ  სხდომა დაიწყო იმით, რომ ეს არ არის პოლიტიკური განხილვის ფორმა. ეს უნდა გაირჩეს პლენალურ სხდომაზე,  მაგრამ საკითხავია გასატანია თუ არა ეს საკითხი პლენალურ სხდომაზე. ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი. ჩვენი კოლეგები არ აურჩევია არავის ჩვენგან, პარლამენტის წევრებისგან. შალვა ნათელაშვილი იქნება, ელენე ხოშტარია თუ ბადრი ჯაფარიძე ჩემი და ჩემი კოლეგების გადასაწყვეტი არ არის,  უნდა გადაწყვიტოს ხალხმა. მიუხედავად იმისა, რომ  ეს…

მეტი...

პარლამენტის ბიუროზე მიხეილ სააკაშვილის თემაზე ინიციატივა დარეგისტრირდა

მიხეილ სააკაშვილის მიმართ  ჰქონდა თუ არაადამიანურ მოპყრობას ადგილი, ეს საკითხი პარლამენტის სპეციალურმა საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს, თუ პარლამენტი მის შექმნას მხარს დაუჭერს. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ინიციატივა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია-ს“ მხრიდან უკვე დარეგისტრირდა. საუბარია „საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“ პარლამენტის დადგენილების პროექტზე. როგორც ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, დადგენილების პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომას, საკომიტეტო განხილვების გარეშე წარედგინება.  

მეტი...

ელიავას ბაზრობაზე დაახლოებით 1500 კვადრატი დაიწვა

ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ჩააქრეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის – ოთარ კერესელიძის თქმით,  ხანძარი სასაწყობე ფართში გაჩნდა. „ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მოხდა ხანძრის მალევე ლოკალიზება, რამაც თავიდან აგვაცილა გავრცელება. ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სასაწყობე ფართში გაჩნდა ხანძარი. ხანძარი გავრცელებული იყო დაახლოებით 1000-1500 კვადრატულ მეტრზე“, – განაცხადა ოთარ კერესელიძემ მედიასთან.  

მეტი...

„დღეს ნანახი სააკაშვილი რადიკალურად განსხვავდება იმ ადამიანისგან, რომელიც პირველად ვნახე ციხეში“ – გრიგოლ ვაშაძე

ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ვაშაძის განცხადებით, სააკაშვილის მკურნალობის მეთოდი უნდა შეიცვალოს, რათა მდგომარეობა კიდევ უფრო არ გართულდეს. „სააკაშვილთან ექიმები უნდა შევიდნენ. მკურნალობა უნდა შეიცვალოს, სპეციალური აპარატურაა საჭირო და ესეც უნდა იქნეს გამოყოფილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რადიკალური განსხვავებაა იმ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მე ციხეში პირველად ვნახე და დღევანდელს შორის. მე კიდევ შევალ მასთან თებერვლის შუა რიცხვებისკენ და იმედი მაქვს, რომ მანამდე ხელისუფლება მიიღებს ზომებს, რომ ეს მდგომარეობა არ გართულდეს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გასულ წლის პირველ…

მეტი...

ელიავას ბაზრობაზე ხანძარია

ამ წუთებში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე უზარმაზარი ხანძარია, ცეცხლი დიდ მასშტაბებს აღწევს და ირგვლივ ყველაფერი შავი კვამლითაა დაფარული. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იმყოფებიან. დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

„ამ ლიდერისგან მზადდება ღიად გაცხადებული, “რუსული საქართველოს” პოლიტიკური ლიდერი“- მიხეილ სააკაშვილი

„რუსეთი არ შემოიფარგლება მხოლოდ ცხინვალის ანექსიით და ანაკლიის მიერთებით. მათ იციან, რომ ეს ნაბიჯები გამოიწვევს თბილისში არეულობას და ამისთვისაც აქვთ მომზადებული ინფრასტრუქტურა შეიარაღებულ ძალებში ჩანერგილი აგენტურის, სუს-ის, ალტ.ინფოსა და სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის ეკლესიაში ჩანერგილი მე-5 კოლონის მეშვეობით. ასევე, “ოცნების” ერთ-ერთ წამყვანი პოლიტიკოსის მეშვეობით, რომელიც ცნობილია фсб-ს ორგანიზებულ დანაშაულთან მჭიდრო ურთიერთობით. ამ ლიდერისგან მზადდება ღიად გაცხადებული, “რუსული საქართველოს” პოლიტიკური ლიდერი“ –   განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქ“ პოსტის საშუალებით. სააკაშვილის განმარტებით ანაკლიაში პორტის მშენებლობა  უკვე გადაწყვეტილი იყო, როდესაც რუსეთმა მისი მიტაცება გადაწყვიტა. „2009 წელს, ანაკლიის ტერიტორიის წაღება რუსეთს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. მე…

მეტი...

ბადრი ჯაფარიძეს კომიტეტმა უფლებამოსილება შეუჩერა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და მას უფლებამოსილება შეუწყვიტა. „განაჩენით დასტურდება, რომ პარლამენტის წევრის ბადრი ჯაფარიძის მიმართ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180 მუხლის მეორე ნაწილის “ა“ და მესამე ნაწილი “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას კომიტეტმა სადეპუტატო მანდატი შეუჩერა

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი ლონდა თოლორაიას მიმართავს და  მოკავშირეობას სთავაზობს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ამჯერად სახელმწიფო ინსპექტორს მიმართავს და მოუწოდებს გამოაქვეყნოს ვიდეოკადრები. „მინდა მოვუწოდო ქალბატონ ლონდა თოლორაიას გამოაქვეყნოს მათ ხელთ არსებული ყველა ვიდეო კადრი და შუალედური დასკვნა გამოძიებასთან დაკავშირებით. მგონი გესმით, რომ ამის შემდეგ, არცერთი სახელმწიფო ორგანო აღარ ითანამშრომლებს – ვერ შედგება ვერც ექსპერტიზა და ვერც დამატებით კადრებს ვეღარ მიიღებთ, რაზეც უკვე ხმამაღლა განაცხადა სუს-ის მივლენილმა პირმა. თქვენი ვალდებულებაა, სიმართლისა და ისტორიის წინაშე გააცნოთ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას ის, რაც გაქვთ ხელთ, მაგრამ ყოველი დღის გასვლის შემდეგ, ეს შესაძლებლობა გიმცირდებათ. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები უკვე კარგად აწარმოებენ მოლაპარაკებებს თქვენს თანამშრომლებთან. ქალბატონო ლონდა,…

მეტი...

შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას კომიტეტმა სადეპუტატო მანდატი შეუჩერა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომისიამ პარლამენტის ორი ოპოზიციონერ დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. კომიტეტის გადაწვეტილებით, შალვა ნათელაშვილსა და ელენე თევდორაძეს საპარლამენტო მუშაობის გაცდენის გამო პარლამენტიდან უშვებენ. მათთვის მანდატის შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში იმიტომ დადგა, რომ საშემოდგომო სესიის არც ერთ სხდომას დასწრებიან. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მის საკითხს კომიტეტი ამ წუთებში იხილავს. მიზეზი კი სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომლითაც ის დამნაშავედ ცნეს. საბოლოო გადაწყვეტილება სამი დეპუტატის დასჯისა და პარლამენტიდან გაშვების შესახებ პარლამენტის სესიაზე უნდა გადაწყდეს.  

მეტი...

„გამოსაძიებელი არაფერია“ – არჩილ თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილზე

„ცდილობენ რაღაც მოიფიქრონ, რომ პარლამენტში შესვლა გაამართლონ“ –  ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. თალაკვაძე ფიქრობს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გასასამართლებლად მოიგონა. „როგორც ჩანს, ეს არის საბაბი, რომ თავის მხარდამჭერებს არა პირდაპირ უთხრან სიმართლე, რომ აუცილებელია პარლამენტში შესვლა და ამას ითხოვს საზოგადოება, ამას ითხოვენ და ურჩევენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, არამედ კიდევ რაღაც საკითხი მოიფიქრონ, თუ რით შეიძლება გაამართლონ პარლამენტში შესვლა და მუშაობა. ოპოზიციას თვითონ შეუძლია რომ შექმნას კომისია. ის, რისთვისაც მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაშია, გამოძიება ამაზე ჩატარებულია, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოს გირგვლიანის…

მეტი...

„ომიკრონისგან ყველაზე მეტად დაცულია ადამიანი თუ მას კორონავირუსი გადატანილი აქვს“- იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე

იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე „მედიაცენტრ მთავართან“  საუბრისას განმარტავს, რომ პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი რომელი ვარიანტითაა დაინფიცირებული,  რადგან დღესდღეობით დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა „ომიკრონია“. იმუნოლოგის თქმით, ადამიანი, რომელსაც ვირუსი გადატანილი აქვს, ყველაზე მეტად არის დაცული ახალი შტამით დაინფიცირებისგან. „ბევრს აინტერესებს რომელი ვარიანტი აქვს , ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ინფექციის მართვის თვალსაზრისით,  უბრალოდ,  პერიოდულად უნდა ხორციელდებოდეს შემთხვევითად შერჩეული სინჯების გამოკვლევა იმის დასადგენად თუ რა პროცენტს შეადგენს „ომიკრონი“,  შესაბამისად, თუ რომელი შტამი აქვს ადამიანს, ამაზე დროის დაკარგვა ნამდვილად არ ღირს“ „ომიკრონის შემთხვევაში ყველაზე მეტად არის ადამიანი დაცული, რომელსაც გადატანილი აქვს ვირუსი და ვაქცინირებულია…

მეტი...

ნაგვის ურნასთან მანქანის გაჩერებისთვის, მეზობლებმა მანქანას ჭუჭყიანი პამპერსები და ნაგავი დააყარეს

აღნიშნული ფოტო „მედიაცენტრ მთავარმა“ დღეს გადაიღო. საბურთალოზე, კერძოდ, ისაკაძის ქუჩაზე. კერძოდ, მანქანის მეპატრონე მეზობლებმა იმიტომ „დასაჯეს,“ რომ მანქანა ზედ ნაგვის ბუნკერთან „დააპარკინგა“ და ურნასთან მისასვლელი ადგილი არ დატოვა. ადგილობრივებმა, ნაგვის ურნაში გადასაყრელი ჭუჭყიანი პამპერსები და ნაგავი, ურნის ნაცვლად მანქანას დააყარეს.

მეტი...

დევნილები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებენ – აქცია სამინისტროსთან

ამ წუთებში, ჯანდაცვის სამინისტროსთან იძულებით გადაადგილებულ  პირთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დევნილების სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებენ და შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ: ·  სიცოცხლისთვის საშიშ ობიექტებში მაცხოვრებელ დევნილთა სასწრაფოდ გაყვანა და ადეკვატური საცხოვრებელი პირობების შეთავაზება; ·  ქირით მაცხოვრებელ დევნილთა, რომლებიც 28 წელია ქირას იხდიან და სახელმწიფო არაფრით დახმარებია, განსახლება  – ბინით უზრუნველყოფა. თუ აქციის მონაწილეები სახელმწიფოსგან კონკრეტულ პასუხებს და რეალურ დაპირებებს არ მიიღებენ, მასობრივ საპროტესტო აქციებს გეგმავენ.  

მეტი...

სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ბიუროზე დღეს დადგება

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის ბიუროზე დღეს დააყენებს საკითხს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის არაადამიანურ მოპყრობას ეხება. საუბარია რუსთავიდან გლდანის დაწესებულებაში გადაყვანისას მომხდარ ფაქტზე. “საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  მიმართ შესაძლო ძალადობრივი შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე” – ეს არის დადგენილების პროექტი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ” მოამზადა. დეპუტატები ითხოვენ, შეიქმნას კომისია, რომელიც 3 თვე იმუშავებს და სათანადო დასკვნას წარადგენს. საკითხის დადებითად გადაწყვეტისთვის კი საჭიროა 50 დეპუტატის თანხმობა.  

მეტი...

სტაციონალურ მეთვალყურეობას 5 947 ადამიანი აგრძელებს

stopcov.ge-ze გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით 1 926 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 5 947 პირი გადის სტაციონალურ მეთვალყურეობას. 202 462 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ბოლო მონაცემებით, სულ აცრილია  2 751 192 ადამიანი, ხოლო დღიურად 722. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი.  

მეტი...

ვირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 246 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 6 133 შემთხვევა, აჭარა – 1 139, იმერეთი – 1 376, ქვემო ქართლი – 628, შიდა ქართლი – 563, გურია – 184, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 500, კახეთი – 344, მცხეთა-მთიანეთი – 157, სამცხე-ჯავახეთი – 194, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.

მეტი...

კორონავირუსით 11 235 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 39 905 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 17 130  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  33,14%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 325 838. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.14%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 27,37% ხოლო 7 დღის მანძილზე – 30,99%.

მეტი...

საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთში შესვლა შეუძლიათ

საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ქვეყნების მსგავსად, საბერძნეთში შესვლა თავისუფლად შეუძლიათ. არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი, რომლისგანაც ერთ-ერთს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომელიც საბერძნეთის საზღვარს კვეთა. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საბერძნეთში გამგზავრება თუ: ·        ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე; ·        ან ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო ცხრა (9) თვის განმავლობაში; ·        ან, წარადგენს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს დიაგნოსტიკიდან მე-14 დღეს – 180 დღიანი მოქმედების ვადით; ·        ან წარადგენს უარყოფით მოლეკულურ ტესტს (PCR), რომელიც მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრეა გაკეთებული; ·        ან ოცდაოთხი (24) საათით ადრე გაკეთებულ ანტიგენის სწრაფი ტესტის…

მეტი...

კოვიდით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 10-14 წლის მოზარდებში დაფიქსირდა

„0-18 წლის მოზარდებში COVID 19-ის დადასტურებული ჯამური რაოდენობა 159 977, რაც დადასტურებული შემთხვევების 17.1%-ს შეადგენს“- ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. ანგარიშზე დაყრდნობით, კოვიდით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 10-14 წლის მოზარდებში (31%) და   5-9 წლის ბავშვებში (24%) გამოვლინდა. ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, 2020-2021 წლებში ბავშვებსა და მოზარდებში დადასტურებული შემთხვევების მზარდი ტენდენცია აღინიშნებოდა,  ვირუსის გავრცელების შემთხვევების 49% დაფიქსირდა გოგონებში, ხოლო 51% ბიჭებში. ანგარიშის მიხედვით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  COVID 19-ის ჯამური შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმერეთში 15.2%, აჭარაში 9.1%, კახეთი 7.5% ფიქსირდება.  

მეტი...