ოპოზიციონერი 3 დეპუტატი შესაძლოა, პარლამენტს დაემშვიდობოს

საკანონმდებლო ორგანოში ხვალ სამი დეპუტატის – ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიას საკითხი განიხილება. საუბარია მათთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტაზე. ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შესაძლო შეწყვეტის მიზეზი სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომლითაც ის დამნაშავედ ცნეს; შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში, საპარლამენტო სხდომების გაცდენა, შეგახსენებთ, რომ ის სხდომებს საერთოდ არ დასწრებია და პარლამენტში არც შესულა; ელენე ხოშტარიას შემთხვევაში კი ასევე, არასაპატიო მიზეზით პარლამენტის სხდომების გაცდენა. საკანონმდებლო ორგანოში სამი დეპუტატის დასჯის საკითხის განხილვა ხვალ დაიწყება.

მეტი...

ბაკურიანის საბაგიროში ჩარჩენილი დამსვენებლების ევაკუაცია დასრულდა

ბაკურიანში, ტექნიკური პრობლემების გამო, გაჩერებულ საბაგიროში ჩარჩენილ დამსვენებელთა ევაკუაცია განხორციელდა. დამსვენებლებს ჰაერში ყოფნა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მოუწიათ. როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განაცხადეს, ყველა დამსვენებელი გამოყვანილია საბაგიროდან. შეგახსენებთ, რომ მიტარბის საბაგირო ავარიულად გაჩერდა და ტურისტები ჰაერში დარჩნენ. კომპანიის განცხადებით, საბაგიროს გაჩერება ძაბვის ვარდნამ გამოიწვია, „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ კი აცხადებენ, რომ შეფერხება მათი მხრიდან არ ყოფილა და არც ძაბვის ვარდნა მომხდარა. ამ ეტაპისთვის, დამსვენებელთა ევაკუაცია დასრულებულია. ბაკურიანში, გაჩერებულ საბაგიროში ჩარჩენილი ტურისტები ამ დრომდე ვერ გამოჰყავთ

მეტი...

ბაკურიანში, გაჩერებულ საბაგიროში ჩარჩენილი ტურისტები ამ დრომდე ვერ გამოჰყავთ

„მიტარბის“ გაჩერებულ საბაგიროზე მყოფი დამსვენებლები ამ დრომდე ჰაერში რჩებიან და იყინებიან. როგორც ერთ-ერთი დამსვენებელი წერს, ამ დრომდე საბაგიროს დაძვრას ვერაფერი ეშველა არც ევაკუაცია დაწყებულა და არც არავინ იცის, როდის მოხდება მათი გამოყვანა. „ჯერჯერობით ვითარება უცვლელი, ვართ ჰაერში და ვიყინებით, გამოაცხადეს, რომ ევაკუაცია დაიწყებოდა და გაგვიყვანდნენ, ჯერ არაფერი დაუწყიათ. ვერც ვერავის ვხედავ, ვინც საბაგიროდან გაიყვანეს’ წერს ერთ-ერთი დამსვენებელი, რომელიც საათზე მეტია, სხვა დამსვენებლებთან ერთად გაჩერებულ საბაგიროში იყინება. ი შეგახსენებთ რომ ტექნიკური პრობლემების გამო საბაგირო გაჩერდა.  მთის განვითარების კომპანიის ინფორმაციით, პრობლემა ძაბვის ვარდნამ შექმნა. ბაკურიანში საბაგირო გაჩერდა – მიზეზს მთის კურორტების განვითარების კომპანია…

მეტი...

“ექსპერტების ჩართულობითა და კონსულტაციებით, ვმუშაობთ შტორმის მიერ გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად”, – არჩილ ჩიქოვანი

ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ზღვის შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მან განაცხადა რომ, კონსულტაციები დაწყებულია და უახლოეს პერიოდში აღნიშნული პრობლემა მოგვარდება. “ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე. არის მცირე მონაკვეთი, სადაც უხვი ნალექის დროს გამოწვევების წინაშე ვდგებით. ჩვენ, როგორც ადგილობრივ მთავრობასთან, ასევე, საქართველოს მთავრობასთან ერთად და, რა თქმა უნდა, შესაბამისი ინსტიტუტებისა და ექსპერტების ჩართულობითა და კონსულტაციებით, ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რათა ეს პრობლემა დროულად გადაწყდეს”, – განაცხადა ბათუმის მერმა.

მეტი...

ქუთაისი-საირმის გზის მონაკვეთზე მოიხსნა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობის რეჟიმი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ28-კმ50 მონაკვეთზე (ქუთაისი-საირმე)მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილების რეჟიმი მოიხსნა. აღნიშნული წყაროს განცხადებით, დიდთოვლობის გამო, ამავე მონაკვეთზე ნარჩუნდება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

მეტი...

ბაკურიანში საბაგირო გაჩერდა – მიზეზს მთის კურორტების განვითარების კომპანია ასახელებს

ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან მყოფი დამსვენებლები დახმარებას ითხოვენ. უკვე ნახევარი საათია საბაგირო გაჩერებულია, დამსვენებლები კი ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. არსებული ინფორმაციით, საბაგიროთი დაახლოებით 50-მდე პირი გადაადგილდებოდა. მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, რომ ბაკურიანში, აღნიშნული საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა. ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები, რომლებიც პრობლემის მოგვარებას ცდილობენ. ამ წუთისათვის მაშველებს მგზავრები საბაგიროდან ჩამოჰყავთ.

მეტი...

გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერები ბერლინში უკრაინის საკითხზე სამსჯელოდ შეიკრიბებიან

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერები ბერლინში უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებაზე შეხვედრას გამართავენ. პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ბერლინში “ვაიმარის სამკუთხედის” ფორმატში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება. შეხვედრა სამშაბათს, 8 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გაიმართება. მხარეები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების საკითხების განხილვას გეგმავენ. მანამდე პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა იაკობ კუმოჩმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების თემა უკრაინა იქნება.    

მეტი...

თბილისის მერია: “ინფორმაცია, თითქოს გენერალ კვინიტაძის საფლავი უყურადღებოდ არის დარჩენილი, დეზინფორმაციაა”

“გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გენერალ კვინიტაძის საფლავი უყურადღებოდ არის დარჩენილი, დეზინფორმაციაა”, – აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დედაქალაქის მერიის განცხადებაში. მათივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გენერალ კვინიტაძის საფლავის ესკიზის შეთანხმება მისი ოჯახის წევრებთან და საფლავის მოპირკეთება უმოკლეს ვადებში დასრულდება. “ტელეკომპანია პირველი” კვლავ განაგრძობს დეზინფორმაციულ კამპანიას. მედიასაშუალების მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია გენერალ კვინიტაძის საფლავთან დაკავშირებით, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სამთავრობო უწყებების დისკრედიტაციას. ტელეკომპანიის მტკიცებით, ეროვნული გმირის საფლავი უყურადღებოდ არის დარჩენილი. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს გენერალ კვინიტაძის საფლავის ესკიზის შეთანხმება მისი ოჯახის წევრებთან. გენერლის ოჯახის მხრიდან თანხმობის…

მეტი...

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში 100-ზე მეტი ჯარისკაცისგან შემდგარი სპეციალური დანიშნულების რაზმი გაგზავნა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში 100-ზე მეტი ჯარისკაცისგან შემდგარი ელიტური სპეციალური დანიშნულების რაზმი გაგზავნა, რომლებიც იმუშვებენ სამხედრო მრჩევლებად და უკრაინულ სპეციალურ ძალებს გაწვრთნიან. გაერთიანებული სამეფოს ელიტარული სპეცრაზმის გაგზავნა ოფიციალურმა ლონდონმა უკრაინაში რუსეთის პოტენციური შეჭრის „გარდაუვალი საშიშროების“ გამო გადაწყვიტა. უკრაინაში კრემლის „შეჭრის გარდაუვალობის“ გამო, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა არსებული სიტუაცია განიხილეს. საუბრისას მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების სრულად უნდა იყვნენ დაცულები „რუსული მავნე ქმედებებისგან“. სწორედ ამის გამო, უკრაინაში ელიტარული ბრიტანული სპეცრაზმის 100-ზე მეტი მებრძოლი გაგზავნეს.

მეტი...

მთავრობის ადმინისტრაციასთან ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების თაობაზე გაცემული ლიცენზიები გაუქმდეს. მოძრაობა „შქმერისთვის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის, თორნიკე თუთბერიძის განმარტებით, მათი პროტესტი მშვიდობიანია და საკითხის მოგვარებას სამართლებრივი კუთხითაც ითხოვენ. “დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზანი არის ის, რომ წარმოვაჩინოთ რიგი ცდომილებები, რაც სოფელ შქმერთან მიმართებით წიაღის ეროვნული სააგენტოს მხრიდან არის. ასევე პროცესში ჩართული არიან სხვადასხვა სააგენტოები, რომლებმაც გაყალბებულად გასცეს კომპანიებზე ლიცენზიები ხალხის მოტყუებით და მათი ჩართულობის გარეშე, ფაქტობრივად ისეთი საქმე გააკეთეს, რომელსაც შეგვიძლია “შავ-ბნელი საქმე” თამამად ვუწოდოთ. ჩვენ ამ ყველაფერს მშვიდობიანად ვაპროტესტებთ, როგორც…

მეტი...

ნატო გაზსადენების აშენების შესაძლებლობებს იკვლევს, რათა რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს

გაზეთი la Vanguardia სამეფოს მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნატო იკვლევს გაზსადენის აშენების შესაძლებლობას, რომელიც დააკავშირებს ესპანეთის კატალონიას საფრანგეთთან და შეამცირებს ცენტრალური ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე. წყარო ირწმუნება, რომ საკითხი ნატო-ში ,,საფრანგეთთან ახალი ტრანსსასაზღვრო კავშირის აღდგენის შესახებ, რათა გაზი ევროპის გულში მიიტანოს“ აქტიურად განიხილება. “გერმანია ძალიან დაინტერესებულია პროექტით. გერმანიის მაღალი დამოკიდებულება რუსულ გაზზე ახლა ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ გეოსტრატეგიულ სისუსტედ გვევლინება”, – აღნიშნავს წყარო.

მეტი...

“იმისთვის, რომ დაძაბულობას ხელი არ შევუწყოთ, უკრაინას იარაღს არ მივცემთ”, – გერმანიის თავდაცვის მინისტრი

“დაძაბულობას ხელს არ შევუწყობთ, ამიტომაც უკრაინას იარაღს ვერ მივაწვდით”, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინე ლამბრეხტმა. მისი თქმით, ბერლინი კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის მომხრეა. “ფედერალურ მთავრობას დიდი ხანია გააჩნია მკაფიო პოზიცია – ჩვენ არ მიგვიწოდებია იარაღი კრიზისული ზონებისთის, რათა არ დაგვეშვა იქ შემდგომი ესკალაცია. უკრაინის კონფლიქტში ჩვენ გვყავს პარტნიორები მოლაპარაკებების საკითხში, რომლებიც დაუბრუნდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას, მაგალითად, რუსეთი-ნატოს საბჭოში და „ნორმანდიულ ფორმატში. კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარებადია”, – განაცხადა მინისტრმა.

მეტი...

ბიძინა კულუმბეგოვი: “თუ არ ავიცრებით უფრო აქტიურად, ჩვენი ქვეყნის ათასობით მოქალაქეს დავკარგავთ”

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინაციის მაღალი მოცვა, აქ პანდემია არ დასრულდება. “დანია – აქტიური შემთხვევები 575 ათასი; პაციენტები მართვით სუნთქვაზე 31 (0.0053%); ვაქცინაციის მოცვა 84.4%. დიდი ბრიტანეთი – აქტიური შემთხვევები 2.5 მილიონი; პაციენტები მართვით სუნთქვაზე 478 (0.019%); ვაქცინაციის მოცვა 81%. საქართველო – აქტიური შემთხვევები 210 ათასი; პაციენტები მართვით სუნთქვაზე 282 (0.13%); ვაქცინაციის მოცვა 33%. ამ განსხვავებას განაპირობებს ვაქცინაციის მაჩვენებელი, ამიტომ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თუ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინაციის მაღალი მოცვა, მუდმივად დავკარგავთ ათასობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, ანუ აქ პანდემია არ დასრულდება”,…

მეტი...

რუსეთის ელჩი აშშ-ში: “აშშ ცდილობს ყველა დღევანდელი პრობლემა უკრაინამდე დაიყვანოს”

რუსეთის ელჩმა ვაშინგტონში, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ცდილობს ყველა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხი უკრაინით შემოფარგლოს, რაც აბსოლუტურად არასწორია. “აშშ ცდილობს ყველა დღევანდელი პრობლემა უკრაინამდე დაიყვანოს. მე მჯერა, რომ ეს აბსოლუტურად არასწორია, ეს არის ჭეშმარიტი მდგომარეობის დაბინდვის მცდელობა”, – აღნიშნა ელჩმა. მისი თქმით, არ სჯერა, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას ცდილობს. “ფაქტობრივად, იმ დოკუმენტებში, რომლებიც გადავეცით ამერიკელებს და ნატოს, ჩვენ წამოვაყენეთ მკაფიო შეკითხვები საერთაშორისო უსაფრთხოების პერსპექტივების შესახებ. როგორ მსოფლიოში უნდა ვიცხოვროთ? უნდა მივყვეთ თუ არა ომისშემდგომი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის დამფუძნებლების სწავლებებსა და გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეფუძნება გაეროს და მის უშიშროების საბჭოს?…

მეტი...

აშშ-ს ელჩი: “ბიძინა ივანიშვილი ძალიან გავლენიანია, თუმცა მასთან კონტაქტი აღარ გვაქვს”

აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით დიპლომატიურ კორპუსს ბიძინა ივანიშვილთან ჩართულობა აღარ აქვს. დიპლომატი ამის მიზეზად ოლიგაქრის პოლიტიკდან წავლის გადაწყვეტილებით ხსნის. “ბატონი ბიძინა ივანიშვილი ძალიან გავლენიანი ქართველია. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართულ ბიზნეში, განათლებაში, დაარსა პარტია, რომელიც დღეს საქართველოს მმართველობს.  მან გადაწყვტია, რომ პოლიტიკიდან გასულიყო და შედეგად ჩვენ მასთან ჩართულობა აღარ გვაქვს მისი პერსონალური გადაწყვეტილების გამო, რომ გასულიყო პოლიტიკდან”, – განაცხადა დეგნანმა.

მეტი...

კელი დეგნანის მოწოდება მთავრობას: “მკაცრად დაიცავით მიხეილ სააკაშვილის უფლებები”

აშშ-ს აელჩი საქართელოშ კელი დეგნანი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს საქართელოს მესამე პრეზიდენტის მიმართ სამართლიანი სასამართლო პროცესი და ადექვატური სამედიცინო დახმარება უზრუნველყოს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რამდენად ლეგიტიმურია მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარმოდგენილი ბრალდებები. “მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ზუსტად არჩევნების დაწყების წინ დაბრუნდა, როცა პოლარიზაცია უკვე ძალიან იყო გაღრმავებული. ჩვენ როგორც საჯაროდ, ასევე კერძო საუბრებში მთავრობას საკმაოდ აქტიურად მოვუწოდებთ, რომ დაიცვან მისი ადამიანური უფლებები და მას ღირსების დაცვით მოექცნენ, რათა მან სათანადო სამედიცინო მომსახურება და რა თქმა უნდა, სამართლიანი სასამართლო პროეცსი მიიღოს. მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები უნდა იყოს სრულად წარმოდგენილი იმისთის, რომ საზოგადოებამ…

მეტი...

ამირან გამყრელიძე: “პანდემიის დასრულების გზა მხოლოდ იმუნიზაციაზე გადის, შეზღუდვები არ დაწესდება”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვები მოსალოდნელი არ არის. მისი თქმით, საკორდინაციო საბჭოს მთავარი მოწოდება ვაქცინაციაა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ პანდემიის დასრულების გზა იმუნიზაციაზე გადის. “არავითარი შეზღუდვები არ იქნება. საკოორდინაციო საბჭოს მთავარი მოწოდება გახლავთ, რომ ავიცრათ, რადგან აცრა აკავებს ინფექციას. ასევე, განაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუსტერიზაცია. რაც მეტი ბუსტერი გაკეთდება, მით უფრო კარგად შეკავდება ინფექცია და მშვიდად ვიქნებით. 6,4% ადამიანია ბუსტერით აცრილი, რაც ძალიან ცოტაა. სასურველია 1 200 000 ადამიანის ბუსტერით აცრა. პანდემიის დამთავრების გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაციაზე”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის განცხადება

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის მატებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში მოსახლეობის მომართვიანობა გაზრდილია, – ამის შესახებ აღნიშნულია 112-ის განცხადებაში. 112 პანდემიის დაწყებიდანვე აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის მართვის პროცესში და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, რათა თითოეულმა მოქალაქემ დროული და მაღალკვალიფიციური მომსახურება მიიღოს. 112-ში, 24 საათის განმავლობაში, 35%-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც აფერხებს მუშაობის პროცესს. გთხოვთ, გამოიჩინეთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არამიზნობრივად არ დარეკოთ 112-ზე. გადაუდებელი შემთხვევისას, შეუფერხებლად დაკავშირებისთვის 112 დაიყო სამ არხად: 112– სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება; 112 1 – პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური; 112-2 -Covid -19. Covid-19-ის ვირუსის…

მეტი...

ევროკავშირი აზერბაიჯანიდან ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტის ზრდას მიესალმება

ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში ქადრი სიმსონმა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და ენერგეტიკის მინისტრ შაჰბაზოვთან ,,სამხრეთის გაზის დერეფნის“ მერვე მინისტერიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი აზერბაიჯანიდან ევროპაში ექსპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობის წელიწადში 10 მილიარდ კუბურ მეტრამდე ზრდას მიესალმება. შეხვედრისას საუბარი შეეხო ,,სამხრეთის გაზის დერეფნის“ ინფრასტრუქტურის მუშაობას, რომლის სრულმასშტაბიანი ამუშავებიდან ერთი წელი გავიდა. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ პროექტი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში გაზის საიმედო, კონკურენტუნარიან და ხელმისაწვდომ მიწოდებას უზრუნველყოფს. “ჩვენ გვინდა, რომ აზერბაიჯანიდან ევროპაში ექსპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობამ 10 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწიოს. ასეთი ზრდა მნიშვნელოვანია „ენერგეტიკულ ბაზარზე დეფიციტისა და ფასების ზრდის ფონზე”, – განაცხადა…

მეტი...

შსს-მ თბილისსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და იმერეთში, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს, რომელთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ნ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა თბილისში, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, “EKOL”-ის ფირმის, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი და ასევე კუსტარულად გადაკეთებული 6 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოსთანამშრომლებმა კი, 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.შ. -ის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს…

მეტი...

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის სამლოცველოდან სიწმინდე მოიპარეს

ვარკეთილის ზემო პლატოზე მდებარე წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის სამლოცველოდან სიწმინდე მოიპარეს. წაღებულია სპიროდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეკლესია ავრცელებს. “ამა წლის 13 იანვარს, #ვარკეთილის ზემო პლატოს მე-10 კვარტალში მდებარე წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის სამლოცველოდან დაიკარგა (მოიპარეს), თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი სიწმინდე, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი (რომელიც ფოტოზეა ასახული). შეშფოთებას გამოვთქვავთ ამ უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ! გთხოვთ #გააზიაროთ და ხმა მივაწვდინოთ იმ ადამიანს, რომელმაც ნებსით თუ უნებლიედ  ჩაიდინა ეს საქციელი და ვიმედოვნებთ გამოიჩენს კეთილგონიერებას და დაგვიბრუნებს სიწმინდეს, რომელიც ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

პერუში 4 დღის დანიშნული პრემიერ-მინისტრი ოჯახური ძალადობის ბრალდების გამო თანამდებობიდან გადადგა

უცხოური მედიის ინფორმაციით, პერუს პრემიერ-მინისტრი ჰექტორ ვალერი ქალიშვილსა და მეუღლეზე ძალადობის ბრალდების გამო თანამდებობიდან გადადგა. ვალერმა პოლიტიკური ძალები ოჯახური ძალადობის ცრუ ბრალდებებსა და თანამდებობიდან გადადგომის იძულებაში დაადანაშაულა. მისი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ 2016 წლის პოლიციის ანგარიშები გავრცელდა, სადაც ქალიშვილი და მეუღლე ძალადობის შესახებ საუბრობენ. პრემიერ-მინისტრმა ბრალდებები უარყო. აღნიშნულ პოსტზე ჰექტორი ოთხი დღის წინ დაინიშნა. პარასკევს პრეზიდენტმა პედრო კასტილომ განაცხადა, რომ ის კვლავ განაახლებს მინისტრთა კაბინეტს.

მეტი...

ყვარლის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრეების რამდენი ჯგუფი ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს ასრულებდა. ცეცხლი სოფელ შილდის ტყეში ადგილობრივებმა გუშინ შენიშნეს და სახანძრო სამაშველო სამსახურს შეატყობინეს. მათი თქმით, დამწვარია ტყის ქვედა საფარი, დაახლოებით 10 ჰექტრამდე ტერიტორია. იმის გამო, ცეცხლის რთულად მისასვლელ ადგილზე გაჩნდა,ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში მხოლოდ ცოცხალი ძალა იყო ჩართული.

მეტი...

კორონავირუსის გამო მძიმე პაციენტთა რაოდენობა 1 146-ია

საქართველოში ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 210 274 საიდანაც: 5 850 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 354, აჭარაში – 781, იმერეთში – 1 246. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 146 პირი, მათ შორის, თბილისში – 447, აჭარაში – 150, იმერეთში – 352. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 282 პირი,  მათგან თბილისში – 162, აჭარაში – 42, იმერეთში – 29. 1 962 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 174 – თბილისში, 569 – აჭარაში. 202 462 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42…

მეტი...

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 ადამიანი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 212 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 19 098 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 295 შემთხვევა, აჭარა – 1 456, იმერეთი – 2 988, ქვემო ქართლი – 1 008, შიდა ქართლი – 1 147, გურია – 417, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 233, კახეთი – 828, მცხეთა-მთიანეთი – 336, სამცხე-ჯავახეთი – 318, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 72.

მეტი...

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 098 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 52 362 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 19 098 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 17 531  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  36.47%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 314 603. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 36.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 30.65% ხოლო 7 დღის მანძილზე – 27.00%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 17 531 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 089 091.

მეტი...

რუსეთმა უკრაინაში სრული შეჭრისთვის სამხედრო ძალების უმეტესობა სასაზღვრო ზონაზე უკვე განალაგა

აშშ-ს ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთს უკრაინაში სრული შეჭრისთვის საჭირო სამხედრო ძალის სულ მცირე 70% ადგილზე ჰყავს მობილიზებული და საზღვარზე ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფებს აგზავნის. აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, პარასკევის მდგომარეობით, რუსეთის არმიამ უკრაინის მახლობლად დააყენა სულ 83 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი. თითოში დაახლოებით 1000 ჯარისკაცამდე შედის. ოფიციალური პირების განცხადებით, კიდევ 14 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი რუსეთის სხვადასხვა ნაწილებიდან სასაზღვრო ზონისკენ მიემართება. ვარაუდობენ, რომ რუსეთს მიზნად ადგილზე 150 000 ჯარისკაცის ყოლა აქვს განზრახული და უახლოესი კვირების განმავლობაში შესაძლოა მიაღწიოს კიდეც ამ ნიშნულს.

მეტი...

ავსტრიაში ორ დღეში ზვავი სამჯერ ჩამოწვა, არის მსხვერპლიც

უცხოური მედიის ინფორმაციით, ავსტრიაში, ტიროლში, 2 დღის განმავლობაში, ზვავის გამო, 8 ადამიანი დაიღუპა. სულ, 2 დღეში 3 ზვავი ჩამოწვა. მიზეზი ტემპერატურის მოულოდნელი მატებაა, რამაც თოვლის მასის მოწყვეტა გამოიწვია. ზვავის უკანასკნელი მსხვერპლი 58 წლის ადგილობრივი კაცი იყო. კიდევ ერთ ზვავს 42 წლის ავსტრიელი მოთხილამურე და გიდი, ასევე, მასთან ერთად მყოფი 4 შვედი დამსვენებელი ემსხვერპლა. მესამე ზვავს ავსტრიელები – 61 წლის ქალი და 60 წლის კაცი ემსხვერპლნენ. მას შემდეგ, რაც ახლობლებმა მათთან დაკავშირება ვერ შეძლეს, სამართალდამცველებს მიმართეს. სამძებრო სამუშაო კი, მათი ცხედრების პოვნით დასრულდა

მეტი...

თბილისში ბატკანძერს ძალიან რთული ოპერაცია ჩაუტარდა

რამდენიმე დღის წინ, მცხეთის რაიონის სოფელ ნიჩბისში, მოქალაქემ დასუსტებული ბატკანძერი იპოვა, რომელსაც ფრენა არ შეეძლო. მან თბილისის ზოოპარკის მიმართა, რის შემდეგაც ფაქტის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს აცნობეს. ზოოპარკში მიყვანის პირველი დღეების შემდეგ, ფრინველი დამშვიდდა და მისთვის დამატებითი გამოკვლევების ჩატარება ნაკლებად სტრესული და სახიფათო გახდა. აღმოჩნდა, რომ ბატკანძერს გადაყლაპული ჰქონდა საკანცელარიო დანა, რის გამოც, საჭირო გახდა საკმაოდ რთული და ამბიციური ოპერაციის ჩატარება, რომელსაც “ვეტექსის” გუნდი საოცარი გამოცდილებით გაუმკლავდა. ვიმედოვნებთ, ფრინველი სარეაბილიტაციო კურსსაც წარმატებით გაივლის და სრულიად გამოჯანმრთელებული დაუბრუნდება ველურ ბუნებას. ამ საქმეზე კი თბილისის ზოოპარკი და მისი თანამშრომლები იზრუნებენ. აცხადებენ ორგანიზაციაში – “ბუნების კონსერვაცია…

მეტი...

აჭარაში გზებისა და სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს ინფორმაციას, რომ მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების წმენდის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. გაწმენდილია ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები. ამასთან, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტმენტის სპეციალური ტექნიკა თემებთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოებში ჩართულია 200-ზე მეტი ადამიანური რესურსი. სპეციალური ტექნიკით იწმინდება გზის სავალი ნაწილი. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარებისა და სანიაღვრე ცხაურების მოწესრიგება. რეგულარულად იწმინდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები და სანაპირო ზოლი.    

მეტი...