„ახალშობილი არ იბადება ინფიცირებული,  ინფიცირება ხდება მშობიარობის შემდგომ“- პაატა ჟორჟოლიანი “მედიაცენტრ მთავართან”

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას განაცხადა, რომ  ახალშობილები ინფიცირებულები არ იბადებიან და დაინფიცირება დაბადების შემდეგ ხდება. „აქამდე არსებული კვლევების თანახმად, ახალშობილი არ იბადება ინფიცირებული, ინფიცირება ხდება მშობიარობის შემდგომ.   ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ორსულები იყვნენ ვაქცინირებული, ამით ვიცავთ როგორც დედას, ისე ნაყოფს“- განაცხადა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავართან“ აქვე მან აღნიშნა, რომ კვლევების თანახმად ახალშობილები ვირუსისაგან დამცავი ანტისხეულებით იბადებიან. „არის რამდენიმე კვლევა, რომ ახალშობილსაც აქვს ანტისხეულები იმიტომ, რომ ის დედის ორგანიზმში გამომუშავდა.  შეიძლება ამან სრული სურათი ვერ მოგვცეს ნაყოფის დაცვის, მაგრამ ჩვენ ყველა გზა უნდა მოვნახოთ, რათა…

მეტი...

თურქეთის პრეზიდენტი კოვიდინფიცირებულია

თურქეთის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მას და მის მეუღლეს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში იმყოფება და მოვალეობის შესრულებას სახლიდან აგრძელებს. “საბედნიეროდ, დაავადება, რომელიც, როგორც შევიტყეთ, არის „ომიკრონი“, მსუბუქად მიმდინარეობს. მე და ჩემი მეუღლე გავაგრძელებთ ჩვენს მისიას, გავაგრძელებთ მუშაობას სახლიდან”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

იმერეთის ოცი სოფელი ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიაში ჩაერთო

საქართველოს მასშტაბით ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები და ადგილზე ვაქცინაცია იმერეთის 20-მდე სოფელში მიმდინარეობს. “პროცესს რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული და ზესტაფონის მერი ადგილზე გაეცნენ. ვაქცინაციის კამპანია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება. კამპანია სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ადგილზე ვაქცინაციას ისახავს მიზნად”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ქუთაისი-საირმის გზის მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა მხოლოდ დამცავი ჯაჭვების გამოყენებით შეიძლება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ქუთაისი-საირმეს მონაკვეთზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილების რეჟიმი დაწესდა. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ28-კმ50 მონაკვეთზე (ქუთაისი-საირმე) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

მეტი...

ამირან გამყრელიძე: “თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის პიკში ვართ”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდვითარება პიკშია. იმაზე მსჯელობა, წავა თუ არა პანდემია დაღმავალი ფაზისკენ, რამდენიმე დღის შემდეგ იქნება შესაძლებელი. “გარკვეულწილად პიკში ვართ. პლატოს რომ ეძახიან, ამ ტიპის მაჩვენებლები გვაქვს. ბოლო ერთ კვირაზე მეტია ინფიცირების დღიური რაოდენობა 18-24 ათასის ფარგლებში მერყეობს.ვფიქრობ, სიკვდილიანობაც თანდათან უნდა შემცირდეს, რამეთუ დღეს 208 745 აქტიური შემთხვევა იყო, აქედან 5 840 არის სტაციონარებში და არ იმატებს მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა – 900-დან 1100-ის ფარგებში მერყეობს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, მომდევნო დღეები გვანახებს, თუ რა მდგომარეობა იქნება სამომავლოდ პანდემიის დაღმასვლის კუთხით. “დაღმავალი ფაზისკენ…

მეტი...

სოფელ ბოდბისხევში ძლიერმა ქარმა მოხუცთა თავშესაფარს სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში მოხუცთა თავშესაფარს სახურავი გადახადა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურები ადგილზე იმყოფებიან და მდგომარეობას შეისწავლიან. კომისის მუშაობის დასრულებამდე მოხუცთა თავშესაფრის შენობას დროებით გადახურავენ.

მეტი...

კრემლის პრესსპიკერი: “„რუსეთი უკრაინაში შეიჭრა“ მიანიშნებს, რამდენად სახიფათოა „დასავლეთის მიერ გამოწვეული“ დაძაბულობა”

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ გამოცემა „ბლუმბერგის“ მიერ შეცდომით გამოქვეყნებული სათაური: „რუსეთი უკრაინაში შეიჭრა“ მიანიშნებს, რამდენად სახიფათოა „დასავლეთის მიერ გამოწვეული“ დაძაბულობა. “ეს ვითარება ცხადყოფს თუ რამდენად სახიფათოა ასეთი დაძაბულობა, რომელიც გამოწვეულია აგრესიული განცხადებებით, რაც ყოველდღიურად გვესმის ვაშინგტონიდან, ევროპის დედაქალაქებიდან და ლონდონიდან, რადგან სწორედ ეს განცხადებები, ჩვენს საზღვრებთან ჯარების განლაგება და უკრაინის იარაღით მომარაგებისკენ მიმართული ყოველდღიური ქმედებები იწვევს დაძაბულობას და ნებისმიერი ნაპერწკალი საშიშია ამ დაძაბულობის ფონზე”, – განაცხადა პესკოვმა. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ „ბლუმბერგმა“ შეცდომით გამოაქვეყნა სათაური: „რუსეთი უკრაინაში შეიჭრა“, მოგვიანებით კი სათაური წაშალა და განმარტა, რომ ჩვეულებრივ სათაურები წინასწარ მზადდება მოვლენების…

მეტი...

დადიანების მუზეუმის ეზოდან ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს

დადიანების მუზეუმის ეზოდან ბრინჯაოს ქანდაკებაა მოპარული. ამის შესახებ თანამშრომლებმა დილით შეიტყვეს. ფაქტის შესახებ პოლიციას უკვე მიმართეს და შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს. “ქანდაკებაა მოპარული. პოლიციას მივმართეთ, მათ უკვე დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები, როგორც ვიცი ადგილის ექსპერტიზა დასრულებულია და მიმდინარეობს კამერების დათვალიერება”, – განაცხადა მუზეუმის დირექტორმა, დავით ოკუჯავამ. ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის ეზოში კოლხური ქალ-ღვთაების ქანდაკება 2018 წლის თებერვალში დადგეს.

მეტი...

დავით კირკიტაძის ადვოკატი: “განაჩენი აუცილებლად გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში”

დავით კირკიტაძის ადვოკატმა, ალექსანდრე მგელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეფარდებულ 5000-ლარიან გირაოს დაცვის მხარე თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. “მიმაჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების ღონისძიების გამოყენების არავითარი საფუძვლები არ არსებობდა. სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო გამოიყენა და გადასახდელად 20 დღე განუსაზღვრა. დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და განაჩენი კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება”, – განაცხადა კირკიტაძის ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დავით კირკიტაძე პარტიის მთავარ ოფისთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო არის ბრალდებული.

მეტი...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: “აშშ-სა და დასავლეთს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარებისთვის არაფერი გაუკეთებიათ

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-სა და სხვა დასავლურ ქვეყნებს რუსეთ-უკრაინის კრიზისის მოგვარების ხელშეწყობისთვის არაფერი გაუკეთებიათ. “როდესაც ვუყურებთ შეერთებულ შტატებს, ბაიდენს ჯერ არ გამოუჩენია დადებითი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით. მკაფიოდ უნდა ვთქვა: დასავლეთს, სამწუხაროდ, არანაირი წვლილი არ შეუტანია ამ საკითხის მოგვარებაში. შემიძლია ვთქვა, რომ ისინი, ფაქტობრივად მხოლოდ შემაფერხებელი ფაქტორი იყვნენ,”- განაცხადა ერდოღანმა.

მეტი...

დავით კირკიტაძეს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ლუაშვილმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, პარლამენტის წევრს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. დღევანდელ სხდომაზე, სადაც დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ, პროკურატურა მისთვის 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას. შეგახსენებთ, რომ სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა დავით კირკიტაძემ და ის გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია.

მეტი...

იენს სტოლტენბერგი: “ყველა ქვეყანა საკუთარ მომავალს თავად წყვეტს, რუსეთს კი დეესკალაციისკენ აქტიურად მოვუწოდებთ”

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია „ემესენბისის“ ეთერში განაცხადა, რომ ნატო ერთხმად მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ. მან რუსეთ-ჩინეთის განცხადებას, უპასუხა იმის შესახებ, რომ ისინი”ნატოს” მომდევნო გაფართოებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მისი თქმით,  ყველა ქვეყანას აქვს უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. “ნატო პატივს სცემს ამ დამოუკიდებელ, თავისუფალ და სუვერენულ გადაწყვეტილებებს და არასოდეს აიძულებდა სხვა ქვეყნებს, გაწევრიანებულიყვნენ ალიანსში. მაგრამ ბევრი ქვეყანა დემოკრატიული პროცესების მეშვეობით მივიდა იქამდე, რომ ნატო-ს ნაწილი გამხდარიყო”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.  

მეტი...

საწვავი 20-25 თეთრით გაძვირდება

კომპანია “ვისოლის” გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა ამბობს, რომ ისინი მომდევნო ორ კვირაში, საწვავის ფასს 20-დან 25 თეთრამდე გაზრდიან. საწვავზე ფასის რეკორდული ზრდა ორ გარემოებაზეა დამოკიდებული – მსფლიოში ნავთობპროდუქტების ფასები იზრდება, საქართველო კი ინპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა. მეორე მიზერზი მთავრობის აქციზის ფასის არშემცირებაა. “ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ფასები არსებული რეზერვებიდან, არსებული მარაგიდან გამომდინარე. არსებული რეალიზაციის პირობებში, ალბათ, თებერვლის შუა რიცხვებიდან, 1-2 კვირის პერიოდში, რამდენაცად ეს მტკივნეული არ უნდა იყოს,  ფასის მომატება გარდაუვალი იქნება. 100-150$-ით ფასის ზრდა, მინიმუმ 20-25 თეთრიანი სხვაობა არის ყოველ ლიტრზე, რომელიც გარკვეულწილად გაიზრდება. ეს არ მოხდება ერთ დღეში, ეტაპობრივად…

მეტი...

დავით კირკიტაძე:”აქაურობას პროტესის ნიშნად ვტოვებთ, ეს სასამართლო არ არის, თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და პარლამენტის წევრმა დავით კირკიტაძემ საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. დარბაზი დატოვეს მისმა მოკავშირეებმა და მხარდამჭერებმაც. “მე ვარ ადამიანი, რომლის განცხადების საფუძველზეც დაიწყო ეს სისხლის სამართლის საქმე, მე ვარ ადამიანი, რომელმაც პოლიცია საკუთარი ტელეფონიდან გამოიძახა, როცა ჩვენ ოფისს თავს დაესხნენ. მშვიდობიან ადამიანებს თავს დაესხნენ, მე ამ ადამიანებს ვუხდი ბოდიშს, რომ მაშინ მათი ღირსება ვერ დავიცავი. პოლიცია არ გამოცხადდა და მოიმიზეზეს, რომ ოფისი შეეშალათ და სხვაგან წავიდნენ. საზოგადიებას ვაჩვენებთ, როგორ აყენებდნენ იქ პოლიციას შეურაცხყოფას და როგორ წავიდნენ იქიდან, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანები…

მეტი...

ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

რამდენიმე წუთის წინ, ერთმანეთს ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ადგილზე შსს-ს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმყოფება. შემთხვევის სავარაუდო მიზეზი ერთ-ერთი ავტომანქანის მოცურება გახდა. აღნიშნულის გარდა, უამინდობის გამო, ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე მოცურების შედეგედად კიდევ ორი ავტომობილი გადავარდა გზის სავალი ნაწილიდან.

მეტი...

პროკურატურა დავით კირკიტაძის გასათავისუფლებლად 10 000-ლარიან გირაოს ითხოვს

რუსთავის რაიონულ სასამართლოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, პარლამენტის წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა ბრალდებულისთვის 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას. საქმე ეხება რუსთავში, 2021 წლის 24 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას. დავით კირკიტაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდეგინა, რაც სხვაგვარი ძალადობას გულისხმობს.

მეტი...

დავით კირკიტაძე: “უმნიშვნელოა ეს სასამართლო პროცესი, არ მადარდებს რას დაწერს ბრალდების მხარე”

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებთან რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, რომ  “ქართულმა ოცნებამ” მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა, რის გამოც, “ხვალიდან ბრძოლას დაიწყებენ”. “ჩვენ არ გვეშინია იმის, თუ რას დაწერენ და რას იტყვიან “ქართული ოცნების” მბრალდებლები. ამას ღიმილით ვხვდებით, მაგრამ ძალიან გვეშინია და გვაშფოთებს ის ქვითრები, რომელიც მიდის ჩვენს მოსახლეობას ახლა, ამ ცივ დღეებში – გაძვირებული დენის და გაზის გადასახადები. გვაშფოთებს ქვითრები, რომლის გადახდაც სურსათის მაღაზიაში და ბენზინგასამართ სადგურებში უწევთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს.  ჩვენ ხვალიდან ვიწყებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ჩვენი ხალხის მძიმე ყოფა, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩააყენა და აიძულებს ქვეყანა…

მეტი...

უკრაინელი და პოლონელი სამხედროები ქართველ კოლეგებთან ერთად გუდაურში თოვლში გადაადგილების ტექნიკას ეუფლებიან

ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის ფარგლებში გუდაურში ზამთრის შუალედური სამთო კურსი აქტიურად მიმდინარეობს. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით უკრაინელი და პოლონელი სამხედროები ქართველ კოლეგებთან ერთად მაღალმთიან რელიეფზე თოვლში გადაადგილების ტექნიკას ეუფლებიან. “ქართველ სამხედროებთან ერთად ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებმა სამთო მომზადების პირველი ეტაპი ახალქალაქში, აბულის მთაზე გაიარეს. მათ თოვლიან რელიეფზე მაღალ მთაში საცეცხლე მომზადება შეისწავლეს, რომლის ფარგლებშიც მათ ზღვის დონიდან 2000 მეტრზე და ზემოთ სროლა განახორციელეს. ზამთრის შუალედური სამთო კურსი 11 თებერვალს საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში დაიხურება”, – ნათქვამია თავდაცვის…

მეტი...

32 წლის კაპრალი ქობულეთში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

ქობულეთში, 32 წლის კაპრალი, მევლუდ ბენდელიანი საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე კილომეტრში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. სნაიპერი, რომელიც შეიარაღებულ ძალებში 13 წლის განმავლობაში მსახურობდა, რამდენინმე დღის წინ, სამსახრიდან დროზე ადრე დაბრუნდა. კაპრალი ქუთაისის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა ჯარისკაცის ოჯახის თქმით, მევლუდი მთლიანად ტალახში იყო ამოსვრილი, ოჯახს თავდაპირველად უთხრა, რომ სამსახური დატოვა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მევლუდ ბენდელიანი ხელმძღვანელობას სამი დღით დაეთხოვა. ამის შემდეგ კაპრალი თურქეთში გადავიდა, იქიდან ქურთუკის გარეშე დაბრუნდა და სამ დღეში ის ტყეში, ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო, პოლიციამ გარდაცვლილის ცოლი და მამა გამოკითხა.

მეტი...

ევროკომისიის პრეზიდენტი:”რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში ძალიან მკაცრად დაისჯება”

“მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ  რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ სამხედრო აგრესიას რუსეთისთვის მკაცრი შედეგები და მძიმე საფასური მოჰყვება”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისი თქმით, ევროკავშირმა მოამზადა სანქციების “მყარი” და “ყოვლისმომცველი” პაკეტი მოსკოვისთვის, იმ შემთხვევისთვის, თუ ყველაზე უარესი სცენარი განხორციელდება. “როგორც ვიცით, რუსეთის ეკონომიკა ძირითადად ორიენტირებულია წიაღისეული საწვავის ექსპორტზე. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ საქონელსა და კაპიტალზე წვდომას და ამიტომ დეესკალაცია რუსეთის ინტერესებში უნდა იყოს,” – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მეტი...

უკრაინამ გერმანიის მთავრობას თავდაცვითი ხასიათის იარაღის მიწოდების თხოვნით მიმართა

გერმანული მედიის ინფორმაციით, უკრაინამ გერმანიის მთავრობას თავდაცვითი ხასიათის იარაღით დახმარებასთან დაკავშირებით ოფიციალური თხოვნა გაუგზავნა. წერილში უკრაინის საელჩო ბერლინს სწრაფი რეაგირების თხოვნით მიმართავს „უსაფრთხოების უკიდურესად დაძაბული სიტუაციისა და რუსული აგრესიის საფრთხის გათვალისწინებით”. უკრაინა გერმანიას სთხოვს რადიუსის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს, პორტატულ ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტებს, ელექტრონულ სათვალთვალო სისტემებს, ღამის ხედვის აღჭურვილობას და სხვას. ინფორმაციისთვის, ნატო-ს მოკავშირეებმა: აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა უკრაინას იარაღი გაუგზავნეს, მაგრამ გერმანიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ იმავეს გაკეთებას არ აპირებს. ბერლინმა კიევს 5000 დამცავი ჩაფხუტი შესთავაზა და განაცხადა, რომ მხარს უჭერს კონფლიქტის დიპლომატიურ გადაწყვეტას.

მეტი...

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის კულმინაცია მოახლოვდა – ცნობილია ორივე ფინალისტის ვინაობა

ნიდერლანდებში მიმდინარე ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე ორივე ფინალისტი გამოვლინდა. გაიმართა ორი ძალიან დაძაბული ნახევარფინალი. რუსეთმა უკრაინას 3:2 სძლია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რუსები ძალიან ბევრჯერ გადარჩნენ გაშვებულ გოლს, უკრაინელებს ბევრი შანსი ჰქონდათ გასათანაბრებლად. მეორე ნახევარფინალიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ესპანელებმა ერთი ბურთის სხვაობით 3:2 წააგეს პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ. მათ გოლი ბოლოს წინა 39-ე წუთზე გაუშვეს. მესამე ადგილისთვის უკრაინა ესპანეთს შეხვდება, ხოლო ფინალში რუსეთი პორტუგალიას დაუპირისპირდება – ორივე მატჩი 6 თებერვალს ამსტერდამში გაიმართება.

მეტი...

ამ დროისთვის სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება, ბოლო კვირის განმავლობაში კი კორონავირუსი მასწავლებელთა 5,8%-სა და მოსწავლეების 2,1%-ს დაუდასტურდა. “ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 2 085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 146-მა მასწავლებელმა გამოთქვა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%”, – ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, არჩევანი გააკეთონ დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. “მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად,…

მეტი...

კორონავირუსის გამო მძიმე პაციენტების რაოდენობა 1152-ია

საქართველოში ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 208 745 საიდანაც: 5 840 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 347, აჭარაში – 813, იმერეთში – 1 234 ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 151 პირი, მათ შორის, თბილისში – 450, აჭარაში – 146, იმერეთში – 361. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი,  მათგან თბილისში – 159, აჭარაში – 44, იმერეთში – 27. 1 954 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 203 – თბილისში, 549 – აჭარაში. 200 951 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51…

მეტი...

ბოლო 24 საათში კორონავირუსს 33 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 174 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 10 667 შემთხვევა, აჭარა – 2 207, იმერეთი – 3 566, ქვემო ქართლი – 1 379, შიდა ქართლი – 1 050, გურია – 572, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 611, კახეთი – 1 014, მცხეთა-მთიანეთი – 497, სამცხე-ჯავახეთი – 449, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 122.

მეტი...

გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 76 205 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 17 594  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  30.36% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 295 505. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.36%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 26.16% ხოლო 7 დღის მანძილზე – 29.28%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 17 594 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 071 560.

მეტი...

ქვემო ქართლში სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლში, არახლოსა და რანჩპარის მაგისტრალური არხების რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის (ბალახაური, ხიდისყური და ნახიდური) 810 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება. პროექტის ღირებულება 2 627 500 ლარია. ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლო 9 წლის განმავლობაში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 60 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა, რის შედეგადაც წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 32,570 ჰექტარით გაიზარდა, ხოლო   სარწყავი წყლის მიწოდება 24,820 ჰექტარზე გაუმჯობესდა. დღეისათვის ქვემო ქართლში 6,5 მლნ ლარის ღირებულების  4 პროექტი მიმდინარეობს,  რომელთა დასრულების შემდეგ,  წყალუზრუნველყოფილი გახდება დამატებით 2500 ჰექტარი სავარგული,…

მეტი...

ფარავნის უღელტეხილზე სატრანსპორტო შეზღუდვა დაწესდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 მონაკვეთზე ანუ ფარავნის უღელტეხილზე სატრანსპორტო შეზღუდვა დაწესდა. კონკრეტულად კი ფარავნის უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას სკოლის ექიმები უზრუნველყოფენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში თანამშრომლებისთვის კოვიდტესტირების ჩატარება სკოლის ექიმებმა დაიწყეს. ისინი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა გადაამზადეს. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება. “იმ სკოლებში, სადაც ექიმები ჯერ არ გადამზადებულან, ტესტირების პროცესი კვლავ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გრძელდება. სკოლებში უსაფრთხო გარემოს მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ორჯერადად აცრილი ან კოვიდგადატანილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი –…

მეტი...

თეთრი სახლის პრესსპიკერი: “არ მივცეთ რუსეთს შესაძლებლობა, სიცრუე უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად გამოიყენოს”

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შეერთებული შტატები საქართველოში ბიოლოგიური იარაღის საიდუმლო ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა. მისი ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში, აშშ-მა და მისმა რამდენიმე მოკავშირემ მოიპოვა სანდო ინფორმაცია, რომ რუსეთი ცდილობს ყალბი საბაბის გამოყენებას უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად. “რამდენიმე წლის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყალბი განცხადება – მან შეერთებული შტატები საქართველოში ბიოლოგიური იარაღის საიდუმლო ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა, რაც რუსეთს საქართველოს მთავრობის დესტაბილიზაციის საშუალებას აძლევდა. ჩვენი მიზანია, არ მივცეთ რუსეთს შესაძლებლობა, სიცრუე უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად გამოიყენოს. ისინი ასეთ ცრუ საბაბს სამხედრო მოქმედების დასაწყებად ხშირად მიმართავდნენ”,…

მეტი...