პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურა შერჩეულია

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ასარჩევად შექმნილმა საკონკურსო კომისიებმა თითოეულ თანამდებობაზე 3-3 კანდიდატი შეარჩიეს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარედგინება. საკონკურსო კომისიებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე – ელენე ალავერდაშვილი, ემზარ გაგნიძე და კარლო კაციტაძე; ხოლო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე – კახა მაღრაძე, ლელა ჯანაშვილი, თამარ ალფაიძე შეარჩიეს. მთავრობის მეთაური საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თითოეულ თანამდებობაზე 2-2 კანდიდატს წარუდგენს. კანდიდატები საკონკურსო კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, თითოეულთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად შეარჩია. კომისიის წევრებმა იმ კონკურსანტებს მოუსმინეს, რომლებმაც საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილეს და კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაცია სრულყოფილად, შესაბამისი ვადების…

მეტი...

ითხოვს თუ არა აზერბაიჯანი განჯის კარიბჭის დაბრუნებას?!

აზერბაიჯანული მედია კულტურის მინისტრ ანარ ქერიმოვზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოდან აზერბაიჯანში განჯის კარიბჭის დაბრუნებაზე ორ მხარეს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. ქართული მხარე კი აცხადებს, რომ მსგავსი მოლაპარაკება არც დაწყებულა. „რაც შეეხება განჯისკარის საკითხს, ის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას. შესაბამისად აღნიშნული საკითხი არც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ოქმში არ არის ასახული, დოკუმენტი განსაზღვრავს, მათ შორის, კულტურის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას, მაგრამ განჯისკარის საკითხი არ არის დღის წესრიგში“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში. ინფორმაციისთვის, ამ თემაზე განცხადება აზერბაიჯანის კულტურის მინისტრ ანარ ქერიმოვმა გააკეთა და…

მეტი...

საშინელი ავარია აღმაშენებლის ხეივანზე

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში საშინელი ავარია მოხდა.  შეჯახების შედეგად ერთ-ერთ ავტომანქანას, BMW-ს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. მანქანაში მყოფი სამივე ადამიანი დაშავდა, ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე მაშველები მუშაობენ.    

მეტი...

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

თბილისის მერიის განცხადებით რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 7 თებერვლიდან პირველ მარტამდე, მგზავრებს ვერ მოემსახურება. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ პერიოდში, „საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად, მზიდსაწევი ბაგირი გამოიცვლება და სერვისული სამუშაოები ჩატარდება. „სამუშაოებს ხელშეკრულების პირობების თანახმად, იტალიური მწარმოებელი კომპანია „ლაიტნერის“ სპეციალისტები შეასრულებენ“ – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მეტი...

“სისხლის სამართლის საქმე დღესვე შეწყდება, თუ უგულავა ამნისტიის გამოყენებაზე დათანხმდება”- პროკურორი

„თუ ბრალდებული უგულავა თანხმობას განაცხადებს ამნისტიის გამოყენებაზე იმ დღესვე შეწყდება სისხლის სამართლის საქმე. თუმცა, მას ეს არ სურს“ – განაცხადა პროკურორმა ნათია გურულმა საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტეთან საუბრისას, სადაც გიგი უგულავას ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცსი გაიმართა, რომელიც ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ეხება. პროკურორის თქმით, გიგი უგულავა უარს აცხადებს ამნისტიის გამოყენებაზე, ამიტომ საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში გრძელდება და იკითხებიან თვითმხილველები. „ჩვენც იძულებული ვართ, მოვიყვანოთ ყველა ის პირი, ვინც საქმის გარშემო გამოკითხული და დაკითხულია და საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებეზე ინფორმაციას ფლობს. დღეს დაიკითხნენ აეროპორტის თანამშრომლები და სანფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტი, რომელთაც მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული საგამოძიებო…

მეტი...

„ვინც აცრის ანტიპროპაგანდას ეწევა, ეს იგივეა, ჯარისკაცს ომში წასვლა უიარაღოდ მოსთხოვოთ“ – პაატა ჟორჟოლიანი   

„ჩვენი გადარჩენის გზა არის ერთადერთი – ეს არის ვაქცინაცია“ –  განაცხადა   ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავართან“. მისი შეფასებით, არავის აქვს უფლება აცრის საწინააღმდეგო პროპაგანდა გასწიოს, რადგანაც ყოველდღიურად, თითქმის 50 ადამიანი იღუპება. მათ შორის კი ფეხმძიმეებიც არიან. „მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს და ლეტალობა დაბალია, ყველა ორსულს და მომავალ მშობიარეს მოვუწოდებ, რომ აიცრან. ასევე, ყველა ჩემს კოლეგას მივმართავ, რაც შეიძლება მაქსიმალურად გაუწიონ პროპაგანდა იმას, რომ ორსულები ვაქცინირებულები იყვნენ. ჩვენი გადარჩენის გზა არის ერთადერთი – ეს არის ვაქცინაცია“ – განაცხადა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავართან“. როგორც მან…

მეტი...

„გააფთრებული შეტევა“ – გიორგი ვოლსკი სახელმწიფო ინსპექტორზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ლონდა თოლორაიასთან დაკავშირებით მედიის კითხვებს პასუხობს და ა,ბობს, რომ  მისი გააფთრებული შეტევა რაღაცის მიმანიშნებელია. „ველოდი, რომ ლონდა თოლორაია თავის კანდიდატურას დააყენებდა ერთ-ერთ „პოსტზე“. ამის ნაცვლად მისი გააფთრებული შეტევა მიანიშნებს, რომ ეს ადამიანი ჩამოყალიბდა როგორც გარკვეული პოლიტიკური პლატფორმის შემადგენელი ნაწილი“ – ასე გამოეხმაურა გიორგი ვოლსკი ლონდა თოლორაიას მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას. ვოლსკი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაში არაკოსტიტუციურს ვერაფერს ხედავს. „ეს გადაწყვეტილება არც სამართლებრივად, არც კონსტიტუციურად და არც პოლიტიკურად არ არის რაიმე ხინჯის მქონე. რა ჰქვია იმ პოლიტიკურ პლატფორმას, საიდანაც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, პარტია “საქართველოსთვის”, “ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო” თუ ყველა ერთად…

მეტი...

არქეოლოგებმა ხელვაჩაურში მეექვსე სამარხი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ხელვაჩაურში აღმოაჩინეს მეექვსე სამარხი, სადაც 29 ადამიანის ნეშთი იყო. აღნიშნული ნეშტები 1937-38 წლებში სტალინის პერიოდის დროს რეპრესირებულ ადამიანებს ეკუთვნის. არქეოლოგიურ სამუშაოებში პოლონელი სპეციალისტები იყვნენ ჩართულნი, რომლებიც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ მოიწვია. “სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მეექვსე სამარხია, რაც ჩვენი სამუშაოების შედეგად აღმოვაჩინეთ. 2016 წელს მეუფე დიმიტრის ლოცვა -კურთხევით ეს საქმე დავიწყეთ. მანამდე აღმოჩენილ სამარხებიდან 120 ადამიანის ნეშტი ამოვასვენეთ. ამ მეექვსე სამარხში 29 ადამიანის ნეშტია აღმოჩენილი. ნეშტებთან ერთად ვიპოვეთ მონეტები და დახვრეტილთა პირადი ნივთები. ნეშტები1937-38 წლებში სტალინური პერიოდის დროს რეპრესირებულ ადამიანებს ეკუთვნის”, – განაცხადეს ბათუმის და ლაზეთის ეპარქიაში.

მეტი...

რუსეთი და ჩინეთი ნატო-ს შემდგომ გაფართოებას ეწინააღმდეგებიან

რუსეთმა და ჩინეთმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომელიც კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. მასში აღნიშნულია, რომ რუსეთი და ჩინეთი ნატო-ს შემდგომი გაფართოების წინააღმდეგი არიან და ალიანს მოუწოდებენ, „ცივი ომის“ მიდგომებზე უარი თქვას. “მხარეები ეწინააღმდეგებიან ნატოს შემდგომ გაფართოებას და მოუწოდებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, რომ პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ინტერესებს, უარი თქვას “ცივი ომის” იდეოლოგიზებულ მიდგომებზე და გამოიყენოს სამართლიანი და ობიექტური დამოკიდებულება სხვა სახელმწიფოების მშვიდობიანი განვითარების მიმართ,” – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

“ამგვარი ქმედებებით “ქართული ოცნება” ხელს ვერ შეგვიშლის” – დავით კირკიტაძეს პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ რუსთავში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან დაპირისპირებული მხარეების, მათ შორის პარლამენტარი დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 24 ოქტომბერს, ქ. რუსთავში, პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა ვ.ბ. და პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ განხორციელებულ პოლიტიკას აპროტესტებდა. ასევე აპროტესტებდა დავით კირკიტაძის მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ამის საპირისპიროდ დავით კირკიტაძე და მისი თანამოაზრეები შეკრებილებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დავით კირკიტაძის თქმით, მისთვის ბრალის წაყენებით ხელს ვერ შეუშლიან…

მეტი...

ჯანმო: “კორონავირუსის შედარება გრიპთან ჯერ ძალიან ადრეა”

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ევროპის ბიუროს ინციდენტობის მენეჯერმა ჰეზერ პაპოვიცმა განაცხადა, რომ თუ ადამიანების დიდი რაოდენობა ნებისმიერ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინირებული, ეს პანდემია არ დასრულდება. “გამოცდილებამ გვანახა, რომ იმან, რაც ხდება ერთ ქვეყანაში, შეუძლია სწრაფად მოახდინოს გავლენა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე. პანდემია, სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოსთვის არ დასრულდება. ამის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეი არის ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვაკვირდებით ვაქცინების განაწილების არათანასწორობას ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც მსოფლიოში. ვაქცინების განაწილება რადიკალურად განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით ჩვენს რეგიონშიც და მერყეობს 95%-დან 32%-მდე”, – განაცხადა ჰეზერ პაპოვიცმა. მისი თქმით, COVID-19 სხვა ნებისმიერ გრიპს…

მეტი...

„ან სიკვდილი, ან ადეკვატური მკურნალობის საშუალება“ – მიხეილ სააკაშვილი

„მე, თუ ხედავთ, ახალი შეკრეჭილი ვარ. გუშინწინ გამოვიძახეთ სტილისტი ციხეში, გუშინ ეს სტილისტი მოვიდა და გამკრიჭა. 5 კვირა ნიუ-იორკიდან ჩამოსული ჩემი პირადი ექიმი ნიკა ყიფშიძე წერს ყოველ დღე განცხადებას, რომ შემოუშვან ჩემთან, „პარიკმახერი“ შემოუშვეს ერთ დღეში, ივანიშვილის ძალებით უკვე 5 კვირაა ჩემთან არ უშვებენ ექიმებს“- ეს განცხადება პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე გააკეთა. როგორც მესამე პრეზიდენტი აცხადებს, ის ძალიან სუსტადაა ადა ამ დროს მასთან ექიმებს არ უშვებენ. ამ ყველაფრის უკან მდგომად კი ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. „მაქვს ძალიან ძლიერი სისუსტე,  სერიოზული პრობლემები ჰიპერტენზიასთან დაკავშირებული, ძალიან ძლიერი ანემია და აქედან…

მეტი...

„ნაყოფის განვითარების შეფერხება“ – კიდევ  რა გართულებებს იწვევს კოვიდი ორსულებში?! – ექიმი „მედიაცენტრ მთავარში“

„გართულებები განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში იმატებს. გვყავს მაღალი რისკი ორსულები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები და სამეანო პათოლოგიები. აქედან გამომდინარე, რისკიც იზრდება და გართულებებიც იმატებს’ –  ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ გენეკოლოგმა პაატა ჟორჟოლიანმა გააკეთა და იმ გართულებებზეც ისაუბრა, რაც ინფიცირებულ ორსულს შეიძლება შეექმნას. კითხვაზე – რა გართულებებს ილევა კორონავირუსი დედებსა და ჩვილებში, პაატა ჟორჟოლიანმა ასე უპასუხა: „მოსალოდნელია როგორც ნაყოფის, ისე დედის მხრივ შეიქმნას პრობლემები. იგულისხმება ნაყოფის ზრდის შეფერხება, ნაყოფის განვითარების შეფერხება. ვირუსი ძალიან მძიმედ მიმდინარეობს დიაბეტით დაავადებულ ორსულებში  და რისკიც იზრდება, ნაყოფს ექმნება არასაიმედო მდგომარეობა.“ ღუდუშაურის კლინიკა ინფიცირებული ორსულებისთვის „კოვიდ ცენტრს“ ხსნის…

მეტი...

„პუტინი ემზადება „სამხრეთ ოსეთის,“ ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება და საკუთარ სასამართლო პროცესს ესწრება. როგორც ბრალდებულმა სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, ვლადიმერ პუტინი მორიგი ანექსიისთვის ემზადება. „პუტინი ემზადება პროვოკაციებისთვის. ის ემზადება დონეცკის და ლუგანსკის ასაღიარებლად. ის, ამავე დროს, ემზადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის. ის, რომ აქაური ხელისუფლება დამალულია სულ ფეხებზე ჰკიდია პუტინს“ – ასე მიმართა სააკაშვილმა სასამართლოს. მისივე თქმით, ხალხმა ხმა უნდა ამოიღოს, სხვა გამოსავალი არ არსებობს. „ის აუცილებლად გააკეთებს ამას და ჩვენი დამხმარე არავინ არ იქნება, ეს იქნება ივანიშვილის და პუტინის ერთობლივი თამაში. მე ვარ უკრაინის სიმბოლიკით და ეს ნიშნავს…

მეტი...

ღუდუშაურის კლინიკა ინფიცირებული ორსულებისთვის „კოვიდ ცენტრს“ ხსნის – პაატა ჟორჟოლიანი „მედიაცენტრ მთავარში“

ფეხმძიმეებში ვირუსის ინფიცირების მატებასთან დაკავშირებით    ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. მისი განცხადებით, შემთხვევების მატების გამო კლინიკაში ორსულებისთვის “კოვიდ ცენტრი” იხსნება. „ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 11 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული და დღესდღეობით უფრო და უფრო იმატებს. აქედან გამომდინარე, ღუდუშაურის კლინიკა შეურთდა და გამოყო იზოლირებული საწოლები ორსულთათვის“- განაცხადა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავართან“ როგორც მან აღნიშნა, „ომიკრონი“ განსაკუთრებით საშიშია მესამე ტრიმესტრში მყოფი ფეხმძიმეებისთვის. „განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში იმატებს გართულებები. არაორსულ პაციენტებში ომიკრონი მიმდინარეობს მსუბუქად, თუმცა გარკვეულ ორსულებში, რომლებსაც აქვს ქრონიკული ინფექციები, საზიანოა, როგორც ორსულთათვის, ისე ნაყოფისთვის – აღნიშნა პაატა  ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ…

მეტი...

მძიმე პაციენტების რაოდენობა 1 146-ია

ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 203 238 საიდანაც:  5 808 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 408, აჭარაში – 778, იმერეთში – 1 214. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 146 პირი, მათ შორის, თბილისში – 464, აჭარაში – 146, იმერეთში – 343. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 271 პირი,  მათგან თბილისში – 151, აჭარაში – 45, იმერეთში – 27. 1 958 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 182 – თბილისში, 565 – აჭარაში.  195 472 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.  საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42…

მეტი...

ვირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 141 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 10 129 შემთხვევა, აჭარა – 2 173, იმერეთი – 3 357, ქვემო ქართლი – 1 340, შიდა ქართლი – 1 279, გურია – 456, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 480, კახეთი – 1 091, მცხეთა-მთიანეთი – 479, სამცხე-ჯავახეთი – 376, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 103.

მეტი...

კორონავირუსით 22 263 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 73 821 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 15 575  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  30.16%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 272 371. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 25.24% ხოლო 7 დღის მანძილზე – 27.87%.

მეტი...

თბილისში ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გაანადგურეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა ლილოს დასახლებაში, იგორ ტყემელაძის 14 ა ნომერში, გამოავლინეს ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი კუსტარულად მოწყობილი საწარმო, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით საქმიანობდა. საწარმოში გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ნახევარ ტონამდე ხორცი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირების წესის დარღვევა, ბიზნესოპერატორი ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშეც. სახეობრივი კვლევის მიზნით (ცხენისა და ვირის იდენტიფიკაცია), აღებულია ნიმუშები, რომლებიც ლაბორატორიული კვლევისთვის გაიგზავნება აკრედიტებულ ლაბორატორიაში (სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია). ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, დალუქული ხორცი განადგურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, კანონმდებლობის შესაბამისად.

მეტი...

სოციალურად დაუცველებს ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება მოხდება

მთავრობის დადგენილებით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება განხორციელდება. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ უკვე გამოსცა. დადგენილების საფუძველზე, 70 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს დაუსუბსიდირებს.სუბსიდირების თანხა შეადგენს 2020 წლის დეკემბერში შესაბამის საფეხურზე მოქმედ საბოლოო მომხმარებლის ტარიფსა და 2015 წლის ივლისში მოქმედ სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას და დამატებით 2022 წლის იანვარსა და 2020 წლის დეკემბერში მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობას 1 კვსთ-ზე 3,5 თეთრის ოდენობით. აღნიშნულ დახმარებას იღებენ თბილისში რეგისტრირებული 70 000 სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები. ამასთან, მთავრობა განახორციელებს ყოველთვიურად მოხმარებული არა…

მეტი...

აფეთქება, გვამები, მგლოვიარე ხალხი – ყალბი ვიდეო, რომელიც შესაძლოა რუსეთმა უკრაინაში შესაჭრელად გამოიყენოს

აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთი ყველა შესაძლო სცენარისთვის ემზადება, რომ უკრაინაში შეიჭრას. აშშ-ის სადაზვერვო სამსახური არ გამორიცხავს, კრემლმა აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად გაყალბებული ვიდეოც კი შექმნას, რომელიც უკრაინის მხრიდან რუსეთზე თავდასხმის სცენარს ეხება. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, რომელიც აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ვრცელდება, გაყალბებულ ვიდეოში აღწერილი იქნება აფეთქებები, გვამები, მგლოვიარეები და ეს ყველაფერი მიმართული იქნება რუსეთის წინააღმდეგ. შემდეგ კი, ეს გახდება რუსეთისთვის მიზეზი, უკრაინაზე იერიში მიიტანოს. „ამ ყალბ ვიდეოს გამოიყენებენ, რომ შექმნან აზრი, თითქოს რუსეთს საფრთხე ემუქრება“ – ასეთია თეთრი სახლის გზავნილი. აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმაც გააკეთა. „პროპაგანდისტული ვიდეოს დამზადება…

მეტი...

შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ  სასამართლო პროცესს დაესწროს

11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმე ეხება სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას. სასამართლო პროცესის პარალელურად, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები, სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას გამართავენ. ინფორმაციისთვის, ბრალდება მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთას ედავება. ამ საქმეზე, ასევე, დაკავებულები იყვნენ  ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე, რომლებიც მოსამართლემ გირაოთი გაათავისუფლა.  

მეტი...

მალე ცხვირში შესასხურებელი ვაქცინაც გამოჩნდება

მსოფლიოში ცხვირში შესასხურებელი, ე.წ. ნაზალური ვაქცინა მალე გამოჩნდება, რომელმაც თაგვები, ზაზუნები და მაიმუნები ვირუსისგან დაიცვა. ვაქცინაზე ინდოეთში მუშაობენ. ჰაიდარაბადში ახალ ვაქცინაზე დაიწყეს მუშაობა. ის ცხვირში შესასხურებელი იქნება. არსებული ინფორმაციით, ვაქცინა ხანგრძლივ იმუნიტეტს წარმოქმნის, თუმცა, ახალ შტამებთან მათი ეფექტურობა შედარებით შემცირებულია. ცხვირში შესასხურებელი ვაქცინა სასუნთქი გზების ლორწოვან გარსში ხვდება, სწორედ  იქ, საიდანაც ვირუსი ორგანიზმში იჭრება. ნაზალური ვაქცინა უფრო მოსახერხებელიც იქნება, ვიდრე ინექცია. მსოფლიოში, ამ ეტაპზე 10-მდე სახეობის ნაზალურ ვაქცინაზე მუშაობენ, ზოგი კი ზოგი კი კლინიკური ცდების მესამე ეტაპზეა. ინდოეთში შექმნილი ვაქცინა კი მესამე ცდას გადის და „ბუსტერად“ გამოიყენებენ. ჩატარებული ცდებით, ამ…

მეტი...

სამედიცინო პერსონალის COVID 19-ით ინფიცირება 3,8%-ს შეადგენს

„COVID 19-ით დაავადებულთა შორის ჯანდაცვის მუშაკები 3,8%-ს შეადგენენ“,- ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. მათივე ცნობით, ინფიცირებულთა შორის 81.5 % ქალი იყო, ხოლო 18,5%-კაცი. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, 80% 30-დან 70-წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე მოდიოდა. „2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის COVID 19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი წილი (%) დაფიქსირდა იმერეთის, თბილისის და აჭარის რეგიონებში“-  ნათქვამია ანგარიშში. იმერეთი – სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის რაოდენობა-9914, მათ შორის დაინფიცირებული 5200 (52,5%); აჭარა – სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის რაოდენობა- 7262, მათ შორის დაინფიცირებული 3502 (48,2%); თბილისი – სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის…

მეტი...

ორსულებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მატულობს

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ორსულებშიც მაღალია. დაფიქსირდა გარდაცვალების არაერთი შემთხვევაც. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაცით, 2020-2021 წლებში დაინფიცირდა  10 687 ფეხმძიმე. მათი ძირითადი წილი კი თბილისზე მოდის. მეორე ადგილზეა იმერეთი და მესამეზე – აჭარა. ფეხმძიმეების ინფიცირებასთან დაკავშირებით, ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ჟორჟოლიანი 11:30 საათზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრებს. პირდაპირი ეთერი შეგიძლიათ იხილოთ: https://www.facebook.com/mcm.ge.

მეტი...