„15 000 ადამიანი დაგვეღუპა და მსოფლიო სანქციებს „შემდეგ“ განიხილავს“ – ზელენსკი უკმაყოფილოა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი რუსეთის მიმართ სანქციების გადავადებით უკმაყოფილოა. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, რა აზრი აქვს ასეთ სანქციებს, თუ ეს „შემდეგ“ იქნება. „როცა მარტო ხარ პირისპირ ძალიან ძლიერ სახელმწიფოსთან, კითხვას სვამ – რა საჭიროა სანქციები „შემდეგ“, ვისკენ არის მიმართული? რისთვის? ეხება თუ არა უკრაინას? სამწუხაროდ, არა. არ ვიცი, რა იქნება შემდეგ. თუ ყველა ამბობს, რომ ხვალ სრულმასშტაბიანი ომი იქნება, რატომ გვჭირდება სანქციები “მოგვიანებით? ეს მიუთითებს,  რომ მათ სურთ ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის შეჩერება. მაგრამ ეს ჩვენი სახელმწიფოს ხარჯზე არ შეიძლება გაკეთდეს. ჩვენ 15 ათასი ადამიანი დაგვეღუპა და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა…

მეტი...

„არა და არასდროს“ – სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით საკუთარ მყარ პოზიციას კიდევ ერთხელ აფიქსირებს და ამბობს: „არა და არასოდეს“. „სიტყვას ვასრულებ და მგონი არავინაა, ვისაც შეუძლია თქვას, რომ სიტყვა არ შემისრულებია, ესეც არის ნდობის მომენტი. სწორედ იმ სამ მაგალითზე  (უგულავა, ოქრუაშვილი, რურუას შეწყალება) დაყრდნობით დაინახა საზოგადოებამ, რომ როცა ვთვლიდი, რომ  ოდნავ დეპოლარიზაციის მიმართულებით შეიძლებოდა ნაბიჯი გადამედგა, რაც არ უნდა მტკივნეული თუ სენსიტიური ყოფილიყო, ის ნაბიჯი გადავდგი“ – განმარტავს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის შეწყალება ზეპოლარიზაცია უფრო იქნება. „ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი ნაბიჯი იქნება ზეპოლარიზაციის საბაბი და…

მეტი...

„ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა ვერ მიდის წინ“ – პრეზიდენტი

„ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა ვერ მიდის წინ. ეს არის ჩემი დასკვნა ამ სამი წლის თავზე, რაც ჩემი საპრეზიდენტო მანდატი გავიდა და კიდევ სამი წელი რჩება“ – აღნიშნული გზავნილი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის. პრეზიდენტი უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ ისტორიის ვერც ერთ ფურცელზე მოხდა შეთანხმება. „ვზეიმობთ დამოუკიდებლობის 30 წელს და რეალურად, უკან თუ გავიხედავთ, ამ ისტორიის არც ერთ ფურცელზე არ ვართ შეთანხმებული… ერთ-ერთ საპარლამენტო სიტყვაში ვთქვი, რომ საზოგადოება დაიღალა და ორი თემა არის რეალურად, საზოგადოებაში – „რა გვეშველება“ არის ერთი თემა და რამ უნდა გვიშველოს… მგონი, რამე თუ…

მეტი...

“ვართ დღეს იმისთვის მზად, რომ ვთქვათ, რომ სახელმწიფო გადატრიალება მიუღებელია?” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული თანხმობის პროცესზე ისევ საუბრობს და აცხადებს, რომ საბოლოოდ, გზა ხელისუფლებისკენ მიდის. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, დროულია, დავუბრუნდეთ საზოგადოებას. „ვინც საზოგადოების ხმა მიიღო, ამას უნდა მიჰყვეს. ამიტომ დროულია დავუბრუნდეთ საზოგადოებას და საუბრის სივრცე დავუბრუნოთ და მივცეთ მას, თვითონ გამონახოს, სად არის იწ წერტილები, სადაც შესაძლებელია შეთანხმება. ვართ დღეს იმისთვის მზად, რომ ვთქვათ, რომ სახელმწიფო გადატრიალება მიუღებელია?  სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ ვერ დაიცვა თავის არჩეული პრეზიდენტი გადატრიალებისგან, ამაზე თუ ვართ მზად ეს არის პირველი შეთანხმების წერტილი. მაგრამ ილუზიები არ მაქვს, ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოება უცებ შეთანხმდება ზვიადის შეფასებაზე, იქნებიან…

მეტი...

„ოცნების” და ივანიშვილის ფლანგის რეიტინგი განადგურებულია“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საკუთარ პოზიციას აქვეყნებს. მისი შეფასებით,  ახლა იდეალური ნიადაგია რიგგარეშე არჩევნების ჩასანიშნად. „რაც შეეხება NDI-ის გამოკითხვებს. ის აკურატულია იმ ნაწილში, სადაც ირიბი კითხვებია დასმული და ხალხის მდგომარეობაში, ჩემი პრეზიდენტობის დროსთან შედარებით, ძალიან სერიოზული გაუარესებაა დაფიქსირებული. რაც შეეხება პიროვნულ და პარტიულ რეიტინგებს, იქ ოპოზიციის მხარდაჭერის გამოვლენას ხალხის მცირე ნაწილი ბედავს. აი წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ საჯარო მოხელე და გირეკავთ უცნობი პირი და გეკითხება, ვინ მოგწონს პოლიტიკოსებიდანო. ვთქვათ, თქვენ მოგწონთ ოპოზიციის რომელიმე ლიდერი, მაგრამ ნახევარი საათის წინ ტელევიზიით ნანახი გაქვთ, რომ ასეთი პოზიციის…

მეტი...

ლავროვი უკრაინის პრეზიდენტს კრემლში ეპატიჟება

კრემლი უკრაინის მიმართ რიტორიკას არბილებს და ამჯერად, ვლადიმერ ზელენსკის კრემლში იხმობს. რუსეთის საგარეო უწყების მინისტრის განცხადებით, მოსკოვი მზადაა უკრაინასთან სალაპარაკოდ. „თუ ვლადიმერ ზელენსკის სურს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაცია,  მზად ვართ.  ჩამოვიდეს მოსკოვში, სოჭში ან პეტერბურგში,“- აცხადებს ლავროვი.

მეტი...

თბილისის მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს ორჯერ მიიღებს

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დასუფთავების მოსაკრებელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ,  როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები, დასუფთავების მოსაკრებლის ორ ქვითარს მიიღებენ. „როგორც ცნობილია, დასუფთავების მოსაკრებლის ნებისმიერი თვის დარიცხვა აქამდე, სტანდარტულად, წინა თვის მომსახურებისთვის ხორციელდებოდა. მომხმარებლებს იანვარში ერიცხებოდათ დეკემბერში გაწეული მომსახურების საფასური, კონკრეტული თარიღები კი ქვითარში აისახებოდა. საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, 2021 წლის დეკემბრიდან, კომპანია „თელასის“ აბონენტებისთვის დარიცხვა ყოველი თვის ბოლო ოთხი კალენდარული დღის განმავლობაში მოხდება. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის იანვარში, კერძოდ კი თვის ბოლოს, როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები, მიიღებენ დასუფთავების მოსაკრებლის ორ ქვითარს,…

მეტი...

„თუ ეს დამოკიდებულია რუსეთზე, მაშინ ომი არ იქნება“ – სერგეი ლავროვი

რუსეთი აცხადებს, რომ ომი არ იქნება. აღნიშნული განცხადება რუსეთის საგარეო მინისტრს ეკუთვნის, თუმცა, მას თან მოსდევს წინაპირობა. „თუ ეს დამოკიდებულია რუსეთზე, მაშინ ომი არ იქნება.  ომები არ გვინდა, მაგრამ, ასევე, არ დავუშვებთ ჩვენი ინტერესების ფეხქვეშ გათელვას და მათი იგნორირების უფლებასაც არავის მივცემთ“ – აცხადებს კრემლის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი. ეს განცხადება კი მას შემდეგ გაკეთდა, რაც ამერიკამ კრემლში ოფიციალური დოკუმენტი გაგზავნა, რომელიც რუსეთში ამერიკის ელჩმა მიიტანა. ლავროვი არც იმას მალავს, რომ ნატოს გაფართოვების საკითხი რუსეთისთვის არადამაკმაყოფილებელია. „ნატო-სგან პასუხი იმდენად იდეოლოგიზირებული იყო, იმდენად გამოხატავდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გამორჩეულობას, მის განსაკუთრებულ მისიებს, რომ…

მეტი...

„გავრცელდა ათასობით ფაილი, რომელიც სავარაუდოდ სხვისი პირადი კომუნიკაციის ამსახველ ინფორმაციას შეიცავდა“ – სახელმწიფო ინსპექტორი  

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სახელმწიფო ინსპექტორი აცხადებს, პირადი ინფორმაციის გავრცელება ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება. „ეს დღე არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ საკუთარი, თუ სხვა ადამიანების პირადი მონაცემებისა და პირადი ცხოვრების დაცვის მნიშვნელობაზე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის ამაღლების პროცესში თითოეული ჩვენგანის როლსა და პასუხისმგებლობაზე. საქართველოში მონაცემთა დაცვის სფეროში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად ჯერ კიდევ ფუნდამენტური პრინციპების დაცვა რჩება. 2021 წელს, სამწუხაროდ, ჩვენ ვიხილეთ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების არაერთი მძიმე პრეცედენტი: გავრცელდა ათასობით ფაილი, რომელიც სავარაუდოდ…

მეტი...

„სახელმწიფო მიწების დატაცების უფლებას არავის მივცემთ“ – კახა კალაძე მშენებარე სახლების დემონტაჟზე

არავის მიეცემა შესაძლებლობა, სახელმწიფო მიწები დაიტაცოს და უკანონო მშენებლობა აწარმოოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ, მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, მოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნის საფუძველზე,  დემონტაჟის პროცესი დაიწყო. „სახელმწიფო ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების ფაქტებზე ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება რეაგირება. ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემს განცხადებას, სადაც მე ვამბობ, რომ უკანონო ნაგებობებს ვინმეს დავუკანონებდით. ჩვენ ვიკვლევთ, ვინ არიან ეს ადამიანები და აღმოჩნდება, რომ ისინი ფლობენ ბინებს დედაქალაქში, მიწის ნაკვეთებს რეგიონებში. რაც შეეხება უსახლკაროებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა და ყველა ასეთი სტატუსის მქონე ადამიანი…

მეტი...

ორხევის დასახლებაში ხმაურია, მერია უკანონოდ აშენებულ სახლებს ანგრევს

ამ წუთებში, ორხევის დასახლებაში ხმაურია. მერიის თანამშრომლები უკანონოდ აშენებულ ნაგებობების დემონტაჟს ახორციელებენ. ადგილობრივებს გაფრთხილება წინასწარ გაუგზავნეს. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა, რომელიც უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ახლებს ანგრევს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები  მათ სახლის მეპატრონეები ძალით გაჰყავთ პერიმეტრიდან. როგორც მერიის წარმომადგენლები აცხადებენ, შენობები დაუმთავრებელი იყო და იქ არავინ ცხოვრობდა. რაც შეეხება მშენებარე სახლის მეპატრონეებს, მათი თქმით, სხვა ალტერნატივა არც გააჩნიათ. „5 შვილის მამა ვარ, ცოლი მყავს კიბოიანი ბოლო სტადია აქვს. შვილი მყავს ეპილეფსიანი ვერსად ვერ მუშაობს. ეს ტერიტორია იყო ნაგვით სავსე, დავიწყე აშენება, მოვიდნენ დამინგრიეს. სხვა გზა აღარ მაქვს. მივიდნენ, გახსნან კომპიუტერი და…

მეტი...

ვირუსით ინფიცირებულია 125 410 ადამიანი

ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 125 410-ია, საიდანაც: 4 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 048, აჭარაში – 686, იმერეთში – 1 039. მძიმე პაციენტია 992 პირი, მათ შორის, თბილისში – 436, აჭარაში – 127, იმერეთში – 275. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 280 პირი,  მათგან თბილისში – 158, აჭარაში – 49, იმერეთში – 27. 2 143 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 233 – თბილისში, 661 – აჭარაში. 118 373 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 38, ხოლო აჭარაში – 4. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 27 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან…

მეტი...

ერთ დღეში 30 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 870 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17  066 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 256 შემთხვევა, აჭარა – 1 523, იმერეთი – 2 219, ქვემო ქართლი – 780, შიდა ქართლი – 775, გურია – 240, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 865, კახეთი -683, მცხეთა-მთიანეთი – 289, სამცხე-ჯავახეთი – 388, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 48.  

მეტი...

ვირუსით 17 066 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 64 412 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 17 066  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 397   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 26.5%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 127 234. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 26.5%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 17.88% ხოლო 7 დღის მანძილზე – 22.10%.  

მეტი...

რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში თებერვალში შეიჭრას

ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციით, შესაძლოა, რუსეთის მორიგი შეიარაღებული აგრესია უკრაინის მიმართ თებერვალში განხორციელდეს. აღნიშნული გზავნილი შტატებმა უკრაინასაც გაუგზავნა. საუბარია გასაიდუმლოებულ წერილზე, რომელიც უკრაინამ შტატებისგან მიიღო. ამერიკული მედიის ინფორმაციით, წერილში სწორედ ამ საფრთხეზე იყო საუბარი. „პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ არსებობს რეალური  შესაძლებლობა, რომ რუსები უკრაინაში თებერვალში შეიჭრან. მან ეს საჯაროდ თქვა. ჩვენ ამის შესახებ თვეების განმავლობაში ვსაუბრობთ“, – აცხადებს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი ემილი ჰორნი. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შეჭრას კიევის ჩრდილოეთიდან აპირებს.  

მეტი...

ოკუპანტებმა საქართველოდან წელიწადში 70-მდე ადამიანი გაიტაცეს და „საზღვარი“ 60-ჯერ მონიშნეს (ჟურნალისტური მოკვლევა)

ადამიანთა გატაცება, წამება, შინაგანი ორგანოების ამოცლა, მკვლელობა – ეს ყველაფერი საქართველოში, კერძოდ, ოკუპირებულ ცხინვალში ხდება. რუსი ოკუპანტები, ე.წ. საზღვრისპირა სოფლებიდან საქართველოს  მოქალაქეებს წლებია იტაცებენ და შემდეგ ვაჭრობენ. ვინც გადარჩება, გარკვეული პერიოდის შემდეგ ოჯახს  გაუბედურებული უბრუნდება, ვინც არა, მათი ცხედრის ოჯახისთვის დაბრუნებაც სავაჭრო საკითხია. რაც შეეხება ე.წ. საზღვარს, რომელიც ოკუპანტებმა თვითნებურად გაავლეს, ყოველ დღე იზრდება. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მავთულხლართები საქართველოს ტერიტორიისკენ ეტაპობრივად მოიწევს და დასასრული არ უჩანს. „მედიაცენტრი მთავარის“ ჟურნალისტური  მოკვლევა, ამჯერად ოკუპაციის თემას, ადამიანთა გატაცებას, ტერიტორიების მითვისებასა და იმ სისასტიკეს ეხება, რაც 21-ე საუკუნეში საქართველოში ხდება.     …

მეტი...

ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორი სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის სამზადისსა და უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის პრეზიდენტს სორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც ვლადიმერ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, პრეზიდენტები ერთობლივ ქმედებებზე შეთანხმდნენ. „აშშ-ის პრეზიდენტთან, ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი მქონდა. დეესკალაციის მიზნით ბოლოდროინდელი დიპლომატიური ძალისხმევა განვიხილეთ და ერთობლივ სამომავლო ქმედებებზე შევთანხმდით… მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სამხედრო დახმარებისთვის. განვიხილეთ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები“, – წელს  ვლადიმერ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მეტი...

ნონა გაფრინდაშვილმა მოიგო, Netflix-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა

ჭადრაკის ლეგენდამ ნონა გაფრინდაშვილმა  Netflix-ის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი მოიგო. კერძოდ, კალიფორნიაში,მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რო ართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა ლოს-ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. საქმე ეხებოდა სერიალ „დედოფლის გამბიტში“ გაჟღერებულ ფრაზას, რომ ნონა გაფრინდაშვილი მამაკაც მოჭადრაკეს არასდროს დაპირისპირებია, ასევე ნონა გაფრინდაშვილი წარმოდგენილი იყო, როგორც რუსი მოჭადრაკე. ნონა გაფრინდაშვილი ფილმიდან კონკრეტული მონაკვეთის ამოჭრას მოითხოვდა. სარჩელში ნათქვამია, რომ Netflix– მა შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ იაფფასიანი და ცინიკური მიზნით იმის…

მეტი...