„უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები“ – სალომე ზურაბიშვილი შშმ პირის ცემის ფაქტზე

საქართველოს პრეზიდენტი პატრულ-ინსპექტორის მხრიდან შშმ პირის ცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დამნაშავეები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. “უმნიშვნელოვანესია საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ როგორიცაა პოლიცია, რომელსაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია. დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რასაც სამწუხაროდ აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები. უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, არ შეიძლება კონკრეტული პირების სახის განზოგადება და მიუღებელია მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს”, – აცხადებს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ ორივე დაკავებულ პატრულს ბრალი უკვე წაუყენეს.  

მეტი...

რა წერია მმართველი გუნდის უკრაინისადმი მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტში?!

„ქართული ოცნების“ სახელით მომზადებული რეზოლუციის ტექსტი ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ წარუდგინა, როგორც მან განმარტა, პროექტი, რომლის დასათაურებაა „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“, უკრაინაში მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდამჭერია. „საქართველოს პარლამენტი -ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს; მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას; ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებისა; გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული…

მეტი...

მმართველი გუნდი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ოპოზიციისგან დამოუკიდებლად მიიღებს

მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ ვერ შეთანხმდა პოზიცია და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით, როგორც მდინარაძემ განმარტა, მმართველ გუნდს მცდელობა არ დაუკლია პარლამენტში მყოფი ყველა ფრაქციის თუ პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი გათვალისწინებული ყოფილიყო რეზოლუციის ტექსტში. „ეს არის ის საკითხი, რომელშიც პირველ რიგში უნდა გამოვდიოდეთ ეროვნული ინტერესებიდან და ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის ინტერესებიდან, მათი უფლებების დაცვის ინტერესებიდან და მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ინტერესებიდან. ისეთი ტექსტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს, დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური და პროვოკაციული რიტორიკიდან. ეს არის საკითხი, რაზეც კარგი იქნებოდა რომ შევჯერებულიყავით. ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები…

მეტი...

იუსტიციის სამინისტროს სწრაფი რეაგირების რაზმის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე შეხვდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმ თანამშრომელთა ნაწილს, რომლებიც 2008 წლის საომარ მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას. აღნიშნულ შეხვედრაზე, სტუმართა მხარეს წარმოადგენდა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სწრაფი რეაგირების რაზმის წევრებისგან შედგება. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ხურციძე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, ნათია ჯანაშვილი და მონიტორინგისა და აუდიტის სამმართველოს უფროსი, გია ედილაშვილი. შეგახსენებთ, 2014 წლიდან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, ომის მონაწილის სტატუსის მისაღებად, პერმანენტულად მომართავდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სწრაფი რეაგირების სპეცდანიშნულების რაზმის წევრები. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დანაყოფის წევრები,…

მეტი...

უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება ვერ შედგა

მმართველი გუნდი და ოპოზიცია ვერ შეთანხმდა, საქართველომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი ვერ შეიმუშავა. მოუხედავად მისა, რომ პოზიცია-ოპოზიციამ დილის შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა, რომ შეჯერდნენ და ერთობლივ რეზოლუციის ტექსტს გაავრცელებდნენ, მოგვიანებით გაირკვა, რომ ვერ შეთანხმდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი დამოუკიდებელ რეზოლუციას მიიღებს, ოპოზიცია კი თავის რეზოლუციას. მათ შორის ძირითადი შეუთანხმებლობა ტექსტის შინაარსში იყო.

მეტი...

„რა დოყლაპიებივით დგახართ, გადაუგრიხეთ ხელი, გაინძერითო…“ – მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ გზავნილს ავრცელებს. როგორც მესამე პრეზიდენტი წერს, ყველამ უნდა გადაიღოს, თუ სადმე პოლიციელების მხრიდან ჩადენილ ძალადობას შეესწრებიან და გაავრცელონ. „მივესალმები საზოგადოების გამოღვიძებას ძალადობისა და ხელისუფლების თავაშვებულობის წინააღმდეგ. სოლიდარობის აქციების ტალღა, რომელმაც დღეს გადაუარა საქართველოს, აჩვენებს, რომ ჩვენ უბრალოდ მოსახლეობა კი არ ვართ, არამედ საზოგადოება. ძალიან ბევრი საინტერესო ლიდერი გამოჩნდა, განსაკუთრებით ქალები. პოლიციაში და პენიტენციურ სისტემაში ძალაუფლება აქვთ მოძალადეებს. არასდროს დამავიწყდება გორის ჰოსპიტალში ღამის 12 საათზე ნახევრად უგონო მდგომარეობაში მყოფს საწოლში ბადრაგის 6 თანამშრომელი ვითომ საათის წასართმევად რომ დამახტა. მათი მეთაური განსაკუთრებით აქტიურობდა. მახსოვს მისი…

მეტი...

შშმ პირის ცემისთვის დაკავებულ პოლიციელებს ბრალს უყენებენ

ამ წუთებში, საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომლისთვის ბრალის წაყენების პროცესი მიმდინარეობს. წინასწარი დაკავების იზოლატორში  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი ირაკლი ლუხოშვილი მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღიარებენ თუ არა საპატრულო პოლიციის დაკავებული თანამშრომლები ბრალს, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც მათ ბრალი წარედგინებათ. „ამ ეტაპზე ბრალი უნდა წარვუდგინოთ. ერთი პოლიციელი დაკავებულია არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, ხოლო მეორე პოლიციელი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. შესაბამისად, აღნიშნულ პირებს ბრალი ამავე მუხლებით წარედგინებათ. ერთ-ერთ ბრალდებულს საგამოძიებო ორგანოსთვის ჩვენება მიცემული აქვს. რაც შეეხება ბრალის აღიარება ან არაღიარების ფაქტს, ეს ჩვენთვის ცნობილი იქნება მას შემდეგ, რაც ბრალი წარედგინებათ. გარდა…

მეტი...

„ეს არის ჩემი ვალდებულება“ – მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა რუსთავის მე-12 დაწესებულება დატოვა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა მეუფემ ჟურნალისტებს განაცხადა, რაც გააკეთა, ეს მისი პირდაპირო ვალდებულებაა. „რაც დღეს გავაკეთე, ამას ჰქვია პატიმრის მონახულება. მოვინახულე  იმიტომ, რომ სახარებაში პირდაპირ გვიწერია, რომ პატიმრის მონახულება ეს არის 7 ხორციელი მოწყალების საქმიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ჩემი პირდაპირი მოვალეობა. ეს არის ჩემი ვალდებულება. ამჯერად რაც გავაკეთე, ეს იყო ჩვეულებრივი, რიგითი მონახულება. შევხვდი, ვისაუბრეთ ბევრ სხვადასხვა საკითხზე. მომეჩვენა, რომ წინასთან შედარებით უფრო მშვიდი იყო, დამშვიდებული სახე ჰქონდა“ – განაცხადა მეუფემ მედიასთან.    

მეტი...

პოზიცია-ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე შეთანხმდა  

პარლამენტში, ოპოზიციისა და უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. მხარეები  უკრაინის საკითხთან დაკავშირებით შეჯერდა. კერძოდ, შეხვედრაზე, რომელიც პარლამენტში გაიმართა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოამზადებენ რეზოლუციის ტექსტს, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს. საუბარია, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე. შეხვედრით ორივე მხარე კმაყოფილია და აცხადებენ, რომ ტექსტი არც ისე რბილია, როგორც იყო მოლოდინი. რეზოლუციის ტესტის შინაარსი დაახლოებით ერთ საათში გასაჯაროვდება და პარლამენტში დარეგისტრირდება. რეზოლუციის ტექსტს ყველა პარტია ეთანხმება და აცხადებენ, რომ ტექსტში ხაზგასმული იქნება რუსული აგრესია და მისი პასუხისმგებლობა. საქართველოს პარლამენტი რეზოლუციას უახლოეს სესიაზე დაამტკიცებს.

მეტი...

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით უფასო ტესტირება არ შეჩერდება

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, უფასო ტესტირების შეწყვეტასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პროგრამა არ შეჩერდება. „ტესტების დეფიციტი ქვეყანაში არ არსებობს, არანაირი ტესტირების შეჩერება არ ხდება. ამირან გამყრელიძემ ამ საკითხზე სარეკომენდაციო ხასიათის მოწოდება გააკეთა. არ არის სავალდებულო, ყველა გაიტესტოს. ტესტირება გრძელდება ჩვეულ რეჟიმში იმ კატეგორიისთვის, ვინც უფასოდ იღებდა ტესტირების სერვისს ჯანდაცვის სამინისტროდან. ასევე, აგრძელებენ კომერციული ლაბორატორიები კოვიდის ტესტირებას და ამ კუთხით არანაირი შეფერხება არ არის“ – განაცხადა მინისტრმა პარლამენტში. შეგახსენებთ, რომ, გუშინ, ამირან გამყრელიძემ გააკეთა განცხადება, რომ ტესტირება მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის იქნებოდა უფასო.

მეტი...

მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილის სანახავად მივიდე

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. მეუფე მიხეილ სააკაშვილის სანახავად რამდენიმე წუთია მივიდა. მეუფეს, დაწესებულებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ მეუფე ინიციატივით გამოვიდა, მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მის ეპარქიაში მოეხადა.

მეტი...

ვარკეთილის მეტროსთან გარევაჭრობა იკრძალება

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება. როგორც კახა კალაძემ განმარტა,  გარემოვაჭრეებმა სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში უნდა გადაინაცვლონ. „ძალიან ბევრი ზარი და შეტყობინება შემოვიდა ამასთან დაკავშირებით. საქმე ეხება ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას და პრობლემას წარმოადგენს ფეხით მოსიარულეთათვის. კერძოდ, საქმე ეხება გარემოვაჭრეებს, რომლებსაც ტროტუარები აქვთ დაკავებული და ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს. მიმდებარედ არსებობს სავაჭრო სივრცეები და მინდა დავავალო სამგორის რაიონის გამგებელს, მოელაპარაკოს ამ სივრცეების დირექციას და იმ ადამიანებმა, ვინც დღეს გარევაჭრობით არის დაკავებული, ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას, შესაბამის სივრცეებში გადაინაცვლონ. ასევე, მინდა ჩემ მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, ვარკეთილის მეტროს…

მეტი...

ზონალურ-საათობრივი პარკირება მთაწმინდის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში ამოქმედდება

მთაწმინდის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველი მარტიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საბურთალოს რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის  დამატებითი ადგილები გამოიყოფა. „ზონალურ-საათობრივი პარკირება დიდუბის რაიონში მოიცავს წერეთლისა და ცაბაძის ქუჩებს, ჯამში, 90 საპარკინგე ადგილით. ჩუღურეთის რაიონში, 13 ქუჩაზე გამოიყოფა, ჯამში, 497 საპარკინგე ადგილი. მთაწმინდის რაიონში, თავისუფლების მოედანსა და 32 ქუჩაზე ამოქმედდება, ჯამში, 1 116 ადგილი. საბურთალოს რაიონში დაემატება სამი ქუჩა, კერძოდ, ჩიქოვანის, ბალანჩივაძეებისა და ჩაილურის ქუჩები, ჯამში, 135 ადგილით. ამ რაიონებში, ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის სულ 1 838 ადგილიდან 44 განკუთვნილი…

მეტი...

„უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის“ – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე უკრაინაში მიმდინარე პროცესებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახლა ყველასთვის უმთავრესი საზრუნავი არის უკრაინაში ომის არდაშვება. კახა კალაძის თქმით, საქართველო თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რომ უკრაინაში იყოს მშვიდობა. „ყველას კარგად მოგეხსენებათ უკრაინის მიმართ ჩემი დამოკიდებულება. გარკვეული ურთიერთობები და განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს ამ ქვეყანასთან. ამ მიზეზის გამოც, არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ გამოვხატო ჩემი პოზიცია იმ პროცესების შესახებ, რაც იქ მიმდინარეობს. უკრაინელები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საფრთხის ქვეშ არ დადგეს უკრაინაში მშვიდობა. უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი…

მეტი...

თებერვლიდან 15-16 უსახლკარო ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უსახლკაროების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, მომდევნო თვეში ფართებით უკვე 15-16 ოჯახი დაკმაყოფილდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, უსახლკარო ოჯახების პრობლემის მოგვარება მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ამ დაპირებას ასრულებს. „როგორც მოგეხსენებათ, დედაქალაქის ბიუჯეტში გვაქვს რამდენიმე ძირითადი მიმართულება და ერთ-ერთი პრიორიტეტული გახლავთ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები. ამ მიმართულებით, ბიუჯეტი 50 მილიონი ლარით გაიზარდა. ჩემი საარჩევნო დაპირება იყო უსახლკარო ოჯახების პრობლემის მოგვარება. ჩვენ თბილისში  ასეთი სტატუსის მქონე 400-მდე ოჯახი გვყავს. მათ დავპირდით, რომ მუნიციპალური საცხოვრისით დავაკმაყოფილებდით და ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ. პირველ ეტაპზე, თებერვლიდან უკვე…

მეტი...

ერთ ღამეში 35-მდე მანქანა გაძარცვეს

იმერეთში, კერძოდ კი წყალტუბოში  მანქანების სერიული ძარცვა მოხდა. ერთ ღამეში 30-ზე მეტი მანქანა გატეხეს და გაძარცვეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს არის ჯგუფური დანაშაული და კრიმინალური ჯგუფი ერთი ხელწერით მუშაობდა. ძარცვას ერთი ხელწერა აქვს. მანქანებში ჩამსხვრეულია მინები, მოპარულია მაგნიტოფონები, აუდიო აპარატურა და არსებული სხვა ნივთები. წყალტუბოს ერთ-ერთ დევნილთა ჩასახლებაში 12 მანქანა გაიძარცვა, მიმდებარე კორპუსებში კი დანარჩენი.  

მეტი...

ზუგდიდში პოლიციის თანამშრომელი დააკავეს, რომელიც მეგობარ ქალს ქუჩაში სცემს  

გუშინ გავრცელებული ვიდეოკადრების შემდეგ, სამართალდამცველებმა, ზუგდიდში პოლიციის თანამშრომელი დააკავეს.  როგორც ვიდეოკადრებში ჩანს, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც პოლიციის ფორმა აცვია, ახალგაზრდა ქალს ეჩხუბება და სახეში ხელს რამდენჯერმე ურტყამს. გიორგი ბიგვავა ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში იმყოფება და მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.

მეტი...

ვირუსით 39 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 813 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 487 შემთხვევა, აჭარა – 1 958, იმერეთი – 1 990, ქვემო ქართლი – 831, შიდა ქართლი – 877, გურია – 240, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 680, კახეთი -704, მცხეთა-მთიანეთი – 391, სამცხე-ჯავახეთი – 310, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -62.  

მეტი...

ერთ დღეში, ვირუსით 17 530 ადაიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 78 172  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 17 530  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 087   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  22.42%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 092 684. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 15.32% ხოლო 7 დღის მანძილზე – 19.58%.  

მეტი...

„მწვანე პასპორტების“ არსებობას აზრი არ აქვს“ – შალვა ალავერდაშვილი

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის“  შალვა  ალავერდაშვილის განცხადებით, ე.წ. მწვანე პასპორტებმა არ გაამართლა. როგორს ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთვართან“ განაცხადა, უკუშედეგი მივიღეთ. „ძალიან ბევრი რესტორანი არ ეთანხმება „მწვანე პასპორტებს.“  როგორც კვლევები გვაჩვენებს, მწვანე პასპორტებმა შედეგი ვერ მოგვცა, პირიქით, უკუშედეგია. ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. რისთვის გაკეთდა „მწვანე პასპორტი,“ იმისთვის, რომ რესტორანი და სასტუმრო იყო ვირუსის  ყველაზე მეტი გამავრცელებელი? აღმოჩნდა, რომ ის  არაეფექტურია. ვთვლით, რომ, ამ ეტაპისთვის, მწვანე პასპორტებს არანაირი მნიშვნელობა აქვს“ – განაცხადა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.  

მეტი...

გაზაფხულზე კორონავირუსის ახალ მუტაციას უნდა ველოდეთ

ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ დევი ტაბიძის განცხადებით „ომიკრონი“ კორონავირუსს არ ასრულებს და ამ კუთხით, გაზაფხული წინ გვაქვს. როგორც მან „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, შეიძლება არა ერთი, არამედ რამდენიმე მუტაციაც კი გამოჩნდეს. „კორონავირუსით“ გარდაცვალებულთა 80-85% სწორედ აუცრელებზე მოდის. „ომიკრონი“ არსებული პანდემიის ბოლო წერტილი არ არის. არის კვლევები და წინასწარი მონაცემები, რომ გაზაფხულზე კიდევ ახალი შტამი გამოჩნდება. უნდა ვიყოთ მომზადებული, რომ, კიდევ ერთხელ მოხდება მუტაცია და არა ერთხელ. თუმცა, გაზაფხულზე ეს ნამდვილად იქნება. იქნება თანხვედრა და გაზაფხულის სეზონურ ვორუსთან კავშირი. რაოდენობრივადაც მაქსიმალურად დატვირთავს მოსახლეობას. ამიტომ, მოვემზადოთ თუნდაც გაზაფხულისთვის, რომელმაც შესაძლოა, სხვა სიურპრიზიც შემოგვთავაზოს“ –…

მეტი...

თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამერიკისგან მკაცრ სანქციებს მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთთან მიმართებით მორიგ გზავნილს ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, მას სანქციები ემუქრება. „ის, თუ მთელი ძალებით დაიძვრება, ეს იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი შეჭრა, ეს შეცვლის მსოფლიოს“, – აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი და დასძინა, რომ ამერიკა ვლადიმერი პუტინისთვის პერსონალურ სანქციების დაწესებას გეგმავს. მისივე განცხადებით, სწორედ რუსეთის ქმედებებზეა და მოკიდებული უკრაინაში შევა თუ არა ამერიკული ჯარი.  

მეტი...

100 000-მა ადამიანმა სამსახური დაკარგა, 30% კი საზღვარგარეთ წავიდა

„2019 წელთან შედარებით, საქართველოში ტურისტების ნაკადი 79%-ით შემცირდა, თუმცა, 2020 წელს ყველაფერი სჯობს“ – განაცხადა „მედიაცენტრ მთავართან“ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა  ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან”. „2020-ში ტურიზმი საერთოდ არც არსებობდა. 2021 წელი შეიძლება ჩაითვალოს თანდათანობით აღდგენის წლად. იმედი გვაქვს, რომ 2022 წელი უკეთესი იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია პანდემიაზე. როგორც კი პანდემია დასრულდება, მაშინვე ტურიზმის ბუმი დაიწყება. თუმცა, საკმაოდ დიდი პრობლემა გვაქვს მომსახურე პერსონალის. ნდობა გვაქვს დაკარგული პერსონალთან მიმართებაში, რადგან ძალიან დიდმა რაოდენობამ, თითქოს 100 000-მა ადამიანმა დაკარგა სამსახური და კვალიფიციური პერსონალის 30% საზღვარგარეთ გავიდა. დანარჩენები, საკმაოდ დიდი რაოდენობა გადავიდა სხვა სექტორში, რადგან,…

მეტი...

გიორგი მარგველაშვილი უკრაინისთვის იარაღის გაგზავნის ინიციატივით გამოდის

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პასიურობით გაკვირვებულია და რამდენიმე გზავნილს ავრცელებს. “მორალური ტესტი უკრაინაზე: მინიმუმ – უკრაინის მხარდაჭერა და პუტინისთვის აგრესორის წოდება; შემდეგ – სანქციების გამოყენება; კიდევ უკეთესი – იარაღის გაგზავნა; მკაფიო აზროვნებით, რომ პრინციპების ღალატი და ბოროტებისგან თავის არიდება მხოლოდ ამრავლებს მას”, – წერს გიორგი მარგველაშვილი სოციალურ ქსელში.  

მეტი...