„თვითმკურნალობას არავითარ შემთხვევაში მიმართოთ“ – ექიმების გაფრთხილება

სამედიცინო პერსონალი კორონავირუსით ინფიცირებულებს მიმართავენ  და აფრთხილებენ, რომ თვითმკურნალობა არ ჩაიტარონ, რადგანაც, საკუთარ ჯანმრთელობას დაიზიანებენ. როგორც პროფესორმა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, არის მსგავსი შემთხვევები, როცა ინფიცირებულები ანტიბიოტიკებს თვითნებურად იღებენ. „მოსახლეობამ კარგად უნდა გაიგოს ერთი რამ, არავითარ  შემთხვევაში არ უნდა მიმართონ თვითმკურნალობას. ეს არის ძალიან, ძალიან მთავარი და საყურადღებო სეგმენტი. თვითმკურნალობა არის საკუთარი თავის დაზიანება და დამატებითი დარტყმის მიყენება ორგანიზმისთვის. ამიტომ, ექიმის გარეშე, განსაკუთრებით კი ანტიბიოტიკების გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია. ასეთ შემთხვევაში, მდგომარეობა არა თუ გამოსწორდება, არამედ, დავამძიმებთ პაციენტის მდგომარეობას“ – აღნიშნა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მეტი...

„რუსეთი ანაკლიის დაკავებას და სამეგრელოში სამხედრო რეიდს აპირებს“

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი წერილს აქვეყნებს, სადაც რუსეთის გეგმებზე წერს. როგორც მესამე პრეზიდენტი აცხადებს, უკრაინის შემდეგ რუსეთის გეგმა სამეგრელოა. „ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი გეგმის განხორციელება, ის იმავე დღეებში ანაკლიის დაკავებასა და ასევე, სამეგრელოში უფრო ღრმად, სამხედრო რეიდებს აპირებს. მათ შორის ფოთის პორტში, რათა დასავლეთს გადაუკეტოს ჩვენი პორტების ახლა გამოყენებისა და მომავალში ანაკლია/ლაზიკა პორტის მშენებლობა“, – წერს სააკაშვილი. მისივე თქმით, ხელისუფლება „ყურს არ იბერტყავს”. „ამ სცენარზე ამერიკაში ბოლო ჩასვლისას, ძალიან ინფორმირებული წყარო მესაუბრა. უფრო მეტიც, პენტაგონში, ლუიზიანას შტატში ჩატარებული სწავლებების დროს ანაკლიის დაცვის სცენარი გავლილი აქვთ სამხედრო ბრიგადის დონეზე.…

მეტი...

„ახლა ვართ შტამების თანხვედრის პერიოდში“ – დევი ტაბიძე

„ახლა ვიმყოფებით ვირუსის ყველაზე მძიმე მართვის პერიოდში იმდენად, რამდენადაც ასეთი რაოდენობა დც დაფიქსირდა, როგორი მსუბუქიც არ უნდა ყოს, არასდროს გვქონია. ყველაზე ინტენსიური გავრცელების ფაზაში ვიმყოფებით, რასაც შესაბამისი მართვა და დამატებითო ღონიძიებების გატარება სჭირდება“ – განაცხადა პროფესორმა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე შეფასებით, არასერიოზულია დასკვნა, რომ „ომიკრონით“ პანდემიას დავასრულებთ. „ახლა გვაქვს შტამების ერთობლიობა, რადენიმე შტამის თანხვედრა. ნუ გვავიწყდება სეზონური ვირუსიც, რომელიც არსად წასულა და  ეს ენდემიურში როდის გადავა არავინ იცის. საღ აზრს არ შეესაბამება გათვლა. რომ „ომიკრონით“ დავასრულებთ პანდემიას. „ომიკრონს“ იგივე სიმპტომები ახასიათებს, რაც ვირუსულ პათოლოგიებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში, გამძარფერბულია…

მეტი...

“არა მილიციას” – შსს-სთან აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავეს. მისი დაკავების მიზეზი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე „სტიკერების“ გაკვრა გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია დაახლოებით ერთი საათია გრძელდება. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. “არა მილიციას” – ეს ის „სტიკერებია“ რომელსაც აქციის მონაწილეები პერიმეტრზე აკრავდნენ. მათი პროტესტის მიზეზი კი მეტროში, პატრულის მიერ შშმ პირის ცემა გახდა. მომხდარ ფაქტზე შსს-მ ორი პატრულ ინსპექტორი დააკავა. ნუკრი ბაქრაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს…

მეტი...

შშმ პირს, რომელიც პოლიციამ მეტროში სცემა, სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა  

შშმ პირი, რომელიც პატრულმა მეტროში გუშინ სცემა, ოჯახის წევრებთან და უფლებადამცველებთან ერთად, ლევა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდა. მისი ექსპერტიზა უკვე დასრულდა. საქმეში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ჩაერთო, რომელიც გამოძიების პროცესს ბოლომდე მიყვება. „ექსპერტიზის მიმდინარეობასთან და საქმის დეტალებთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ დასაცავი პირის ინტერესებიდან გამომდინარე, მას დეტალებზე საუბარი არ სურს. რაც შეეხება ჩემი ჩართვის მიზეზს, ვინაიდან ის არასრულწლოვანია, სახელმწიფოს ხარჯზე დაენიშნა მას ადვოკატი და მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მისი ინტერესები იყოს დაცული. საქმის მასალები არ მიმიღია, დამატებით ვერაფერს გეტყვით”,- განაცხადა არასრულწლოვნის ადვოკატმა ლედი კორძაძემ მედიასთან. შეგახსენებთ, რო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ…

მეტი...

ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაშია აღნიშნული, გასაჩივრდა საქართველოს პარლამენტის მონაწილეობით “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში და “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში შესული იმ ცვლილებების (იმ ნორმების) კონსტიტუციურობის საკითხი, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების სანაცვლოდ ორი ახალი სამსახურის შექმნას. “კონსტიტუციური სარჩელით საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან (“საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით”) მიმართებით გასაჩივრდა…

მეტი...

“ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 90% „ომიკრონია” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენილი დადებითი შემთხვევების 90% „ომიკრონია”. მისივე თქმით, “ომიკრონის“ ცირკულაცია მომავალი ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში გაიზრდება. „ომიკრონის“ ცირკულაცია ქვეყანაში მომატებულია. ჩვენი გათვლებით, დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 90%, რაც ცირკულირებს არის „ომიკრონი“. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ „ომიკრონის“ ორი ქვეშტამიდან: BA1 და BA2 ჩვენთან ორივე იდენტიფიცირებულია. მეორე შტამს, როგორც საერთაშორისო ლიტერატურიდან ცნობილია ახასიათებს კიდევ უფრო სწრაფი გადადების უნარი და დიდი ალბათობით, რადგან ქვეყანაში სწრაფი ტალღაა, შესაძლებელია მასთან იყოს დაკავშირებული. თუმცა, BA1- თან შედარებით ნაკლები აგრესიულობა ახასიათებს. დღეს ჩვენი მხრიდან გზავნილი არის ის, რომ…

მეტი...

უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება შესაძლოა შეჩერდეს

დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სააკორდინაციო საბჭოზე შევიდა წინადადებით, რომ 1-ელი თებერვლიდან, დროებით, სამედიცინო პერსონალის გარდა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება შეჩერდეს. გამყრელიძის თქმით, რეგულაცია ყველა იმ დაწესებულებას შეეხება, რომლებსაც თანამშრომლების ტესტირების ვალდებულება ჰქონდათ. “დღეს შევედით საბჭოზე წინადადებით, რომ 1-ელი თებერვლიდან, დროებით, გარდა სამედიცინო პერსონალისა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება შევაჩეროთ გარკვეული პერიოდით, იმიტომ, რომ ძირითადად გადავერთოთ სიმპტომებიანი ადამიანების ტესტირებაზე. სიმპტომებიანი ადამიანები სასურველია ყველა გაიტესტოს და დადასტურდეს, რომ არის ინფექცია. იქ, სადაც სავალდებულო იყო, უსიმპტომო ადამიანებს ჩვენ ვტესტავდით. დღევანდელი წინადადება არის, რომ თებერვლიდან შევაჩეროთ ეს და იყოს მხოლოდ სიმპტომებიანის ტესტირება როგორც სწრაფი, ასევე PCR ტესტებით. ადამიანებს თუ…

მეტი...

„ომიკრონასაც“ აქვს გართულებები, თან, საკმაოდ მძიმე“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავართან“    

„ინფიცირების დღევანდელი მაჩვენებლები – 16 000-მდე შემთხვევა, გასაკვირი არ არის. ამაზე ადრეც ვსაუბრობდით. ეს ციფრი კიდევ გაიზრდება და დღეში 20-25 000-მდე ავალთ“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავართა“ ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ გააკეთა. მისივე განცხადებით, მოსახლეობამ არასწორად გაიგო ის, რომ „ომიკრონი“ საშიში არ არის. „ჯერ პიკთან ახლოსაც არ ვართ. ეს ყველაფერი შედეგია იმისა, თუ როგორ დავხვდით „ომიკრონს.“ რატომღაც, მოსახლეობამ არასწორად მიიღო ინფორმაცია, რომ „ომიკრონი“ შედარებით სუსტია და ის არ გამოიწვევდა გართულებებს. „ომიკრონსაც“ აქვს გართულებები და თან, საკმაოდ მძიმე. ახლა მაინც უნდა იყოს ეს სიგნალი იმისა, რომ მაქსიმალურად გავითავალისწინოთ რეკომენდაციები. მნიშვნელოვანია…

მეტი...

რა შემთხვევაში მიიღებს პირი “მწვანე პასპორტს” თუ არ გატესტილა, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეიდან საქართველოში კიდევ ერთი ახალი რეგულაცია შევიდა ძალაში. მისივე თქმით, პირები, რომლებსაც სიმპტომების მიუხედავად ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, კორონავირუსგადატანილებად ჩაითვლებიან და “მწვანე პასპორტსაც” მიიღებენ. “სამინისტრომ დაუშვა შესაბამისი ნორმატიული აქტი – თუ პირი არ არის გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და ის დაუკავშირდა 112-ს, ასევე ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, ოჯახის ექიმი მას მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინი შესაბამისად აისახებიან მერე ბაზაში,” – განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი...

“შეზღუდვები თუ წესდება, სკოლებს ბოლოს უნდა შეეხოს და სკოლები უნდა გაიხსნას ყოველთვის ყველაზე ადრე”- ამირან გამყრელიძე

„ჩემი რეკომენდაციაა, რომ შეზღუდვები თუ წესდება, სკოლებს ბოლოს უნდა შეეხოს და სკოლები უნდა გაიხსნას ყოველთვის ყველაზე ადრე“, -განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან. მისი თქმით, ონლაინ სწავლებაზე ამ ეტაპზე სკოლების მცირე ნაწილია გადასული. „ამ პანდემიის პერიოდში მოსახლეობის ჯანმრთელობამ და ქვეყნების ეკონომიკამ განიცადა ყველაზე დიდი ზიანი, ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზიანი განიცადა სკოლამ და განათლების სისტემამ. დღეს იყო სერიოზული ანალიზი განათლების სამინისტროს მხრივ სკოლებზე, მოყვანილი იქნა პროცენტი, 2300-მდე სკოლიდან რაც არსებობს, რამდენია ონლაინ რეჟიმზე და ძალიან პატარაა ეს პროცენტი, აქედან გამომდინარე, ჩაითვალა საჭიროდ ისევ დაკვირვება სკოლებთან მიმართებაში. მთავარი…

მეტი...

დევი ტაბიძე განათლების სამინისტროს მიმართავს, სასწავლო პროცესი დროებით შეწყდეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი  ტაბიძე მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს მიმართავს, რომ სასწავლო პროცესი დროებით შეწყდეს. ამის შესახებ დევი ტაბიძემ “მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა. “ვთხოვ, ჯანდაცვის სამინისტროს და ასევე, განათლების სამინისტროს მივმართავ , რომ გადაიხედოს ის პროტოკოლი, რომელზეც დაყრდნობითაც ბავშვები დაშვებული არიან სკოლებსა და ბაღებში. ახლა ყველაზე მეტი ინტესივობაა და ხომ არ იქნებოდა მიზან შეწონილი, რომ ცოტა ხნით სასწავლო პროცესი შევყვიტოთ. 15 000 მეტი შემთხვევაა, ხვალ 25 000 იქნება და ამ ბავშვებს რას ვერჩით მე არ მესმის. ამ მაჩვენებლებში ყველაზე მეტი ინფირიცრებული არის ბავშვები. მე არ ვამბობ,…

მეტი...

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურებიან და განცხადებას ავრცელებენ. ადვოკატები ჯანდაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართავენ, აღნიშნულთან დაკავშირებით მყისიერი რეაგირება მოახდინონ. ისინი ასევე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოკვლევა და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება. „2022 წლის 22 იანვარს, ტელეკომპანია „TV პირველი“-ს ეთერით გავრცელებული ნიკოლოზ ბასილაშვილის, სისხლის სამართლის საქმეზე არსებული, აუდიოჩანაწერის გასაჯაროება, იმ ფორმითა და შინაარსით, რომელიც ვნახეთ, მხოლოდ ნელი დოროყაშვილის და მისი უფლებადამცველების ინტერესებში შედიოდა. აღნიშნული ჩანაწერი გამოძიებას თავად ნელი დოროყაშვილმა მიაწოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქორწინების პერიოდში,…

მეტი...

კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის 963 მძიმე პაციენტია

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 87 609 საიდანაც: 4 595 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 938, აჭარაში – 632, იმერეთში – 915. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 963 პირი, მათ შორის, თბილისში – 379, აჭარაში – 132, იმერეთში – 262. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 283 პირი,  მათგან თბილისში – 148, აჭარაში – 49, იმერეთში – 27. 2 064 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 220 – თბილისში, 679 – აჭარაში. 80 950 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია…

მეტი...

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 160 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 972 745. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 774 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 8 357 შემთხვევა, აჭარა – 1 608, იმერეთი – 1 907, ქვემო ქართლი – 727, შიდა ქართლი – 794, გურია – 290, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 721, კახეთი -626, მცხეთა-მთიანეთი – 376, სამცხე-ჯავახეთი – 282, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -74.

მეტი...

კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 74 200 კვლევა ტესტით, მათ შორის 51 865 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 335 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 762 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 075 154. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 21.24%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 14.15% ხოლო 7 დღის მანძილზე – 18.01%.

მეტი...

მეტროში შშმ პირის ცემის ფაქტზე ორი პოლიციელი დააკავეს

მეტროსადგურ “ისანში” მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორივე პოლიციელი დაკავებულია. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გაკეთდა. ინსპექტორის მოადგილემ გამოძების დეტალებზე ისაუბრა.

მეტი...

“გაზაფხულზე აუცილებლად გამოჩნდება კიდევ ერთი ვირუსი” – დევი ტაბიძე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი  ტაბიძე აცხადებს, რომ გაზაფხულზე აუცილებლად გამოჩნდება კიდევ ერთი ვირუსი, რომელსაც მთელი ევროპა და დასავლეთი წინასწარმეტყველებს. “ის უკვე შეიძლება გამოჩნდეს როგორც დამასრულებელი. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე გვექნება მაღალი დასნებოვნების ხარისხი, მაგრამ არ იქნება სირთულე. მაღალი სიცხის დროს მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდებულია სიცხის დამწევები და არავითარ შემთხვევაში თვითმკურნალობა. ექიმის დანიშნულების გარეშე ანტიბიოტიკების მიღება არის სახიფათო,” – განაცხადა დევი ტაბიძემ.

მეტი...

შევა თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში დღეს გახდება ცნობილი

შევა თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში, საბოლოო გადაწყვეტილება ფრაქციის დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. პარტიის წევრი ხატიას დეკანოიძე პარლამენტში შესვლას ემხრობა და ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში ისინი სრულად ჩაერთვებიან საპარლამენტო საქმიანობაში. “უახლოეს პერიოდში მე თვითონ წარმოგიდგენთ ჩვენი ფრაქციის საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებულ დეტალებს. ჩვენ სრულფასოვნად უნდა ჩავერთოთ საპარლამენტო საქმიანობაში – ასეთია ჩემი პოზიცია, ეს იქნება საგამოძიებო კომისიის მიმართულებით, უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღებაზე და ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს სტრატეგია გუნდური უნდა იყოს,”- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.

მეტი...

პენტაგონი მზადაა, უკრაინის დასაცავად ევროპაში 8 500 სამხედრო განათავსოს

რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართულებით მორიგი აგრესიის შემთხვევაში, პენტაგონი მზადაა, 8 500 ამერიკელი სამხედრო ევროპაში განათავსოს. მართალია, ამ ეტაპზე ჯარის გადაყვანის ბრძანება არ გაცემულა, თუმცა, ამერიკელი სამხედროები სრულ სამზადისში არიან. “თავდაცვის მდივნის გადაწყვეტილებით, გაძლიერებულ მზადყოფნაში დაახლოებით 8 500 ჯარისკაცია. შეერთებულმა შტატებმა ყველაფერი გააკეთა საკუთარი ძალების მზადყოფნის გასაძლიერებლად როგორც სახლში, ისე საზღვარგარეთ, რათა მათ მთელ რიგ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს უპასუხონ“ – აცხადებს პენტაგონის პრეს-სპიკერი ჯონ კირბი. აღმოსავლეთ ფლანგზე, დამატებითი საბრძოლო ძალების განთავსების შესაძლებლობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც განიხილავს.

მეტი...

„კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე ვმუშაობთ“ – უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, ამ ეტაპისთვის, საპანიკო არაფერია და ყველაფერი კონტროლის ქვეშაა. „ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წარმომადგენლები დეესკალაციასა და დონბასში სიტუაციის მშვიდობიან მოგვარებაზე მუშაობენ. სხდომაზე ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული სიტუაცია განვიხილეთ. სიტუაციის სრულ დეესკალაციასა და მშვიდობიან დარეგულირებაზე ვმუშაობთ. ყველაფერი ვიცით, ყველაფრისთვის მზად ვართ, გვჯერა უკეთესის და ამისთვის აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ. საპანიკო არაფერია,“- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად ემზადება, პარალელურად, უკრაინის შეიარაღება და თავდაცვა ძლიერდება. უკრაინის დასაცავად მზადაა პენტაგონიც.  

მეტი...

უკრაინიდან დიპლომატების ევაკუაცია იწყება

უკრაინას დიპლომატებისა და მათი ოჯახების ნაწილი ტოვებს. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ოთხმა ქვეყანამ  თანამშრომლების ნაწილისა და მათი ოჯახების  წევრების ევაკუაციის გეგმასთან დაკავშირებით სურვილი გამოხატა. „უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ნაწილისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციის გეგმის ან მათთვის უკრაინის ტერიტორიის ნებაყოფლობით დატოვების ნებართვის შესახებ მხოლოდ ოთხმა სახელმწიფომ აცნობა: აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და გერმანიამ“, – ვკითხულობთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. საგარეო უწყების ინფორმაციით, დანარჩენი ქვეყნები, ევროკავშირი, ეუთო, ევროპის საბჭო, გაერო, ნატო და სხვა საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლობები, ამ ეტაპზე, პერსონალის შემცირებას ან ევაკუაციის განხორციელებას არ გეგმავენ. შეგახსენებთ,…

მეტი...

სენაკში სახლი დაიწვა

სამეგრელოში, კერძოდ კი სენაკში, სახლს ხანძარი გაუჩნდა. რადგანაც სახლი ხის იყო, ხანძარი სწრაფად გავრცელდა და დაიწვა. ხანძრის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.   ხანძარი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ქუჩაზე გაჩნდა.

მეტი...

საქართველოსთვის ტურისტულად პირველ ადგილზე არაბული ქვეყნებია

ტურისტული თვალსაზრისით, საქართველოს ყველაზე მიმზიდველი გალფ-ის ქვეყნებისთვისაა. როგორც „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა  ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ჩვენთან ტურისტების 65% სწორედ ამ ქვეყნებიდან მოდის. „საქართველოსთვის ნომერ პირველი ტურისტული ქვეყანა არს გალფის ქვეყნები. სწორედ არაბული ქვეყნებიდან მოდიან ჩვენთან ძირითადად ტურისტები. შემიძლია ვთქვა, რომ ამ წუთში, საქართველოს ტურიზმის 60-65% სწორედ გალფის ქვეყნებზე დგას. არსებული სეზონი თბილისისთვის ყოველთვის დაბალი აქტივობის სეზონად ითვლებოდა და ასეა ახლაც. ძირითადად ეს პერიოდი დატვირთული იყო კონფერენციებით, თუცა პანდემიის გამო, კონფერენციები არ იმართება და შესაბამისად, აქტივობაც დაბალია“ – განაცხადა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“. მისივე შეფასებით, მიმდინარე თვე თბილისისთვის მინიმალურად…

მეტი...