სანატორიუმ „ქართლზე,“ საიდანაც დევნილი გადმოხტა, ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

იძულებით გადაადგილებული პირის თვითმკვლელობასა და დევნილთა საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები მიმდინარე წელს დაკმაყოფილდებიან. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ნაძალადევის რაიონში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით. სამინისტრო თანაუგრძნობს აფხაზეთიდან იძულებით დევნილ ზურაბ ჭიჭოშვილის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი სამსახური დაადგენს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი იძულებით გადაადგილებულ პირებზე ზრუნვა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაა. საზოგადოებისთვის ცნობილია,…

მეტი...

აფხაზეთიდან დევნილმა თავი მოიკლა

ზღვის უბანში, თემქაზე, დევნილთა საცხოვრებელში, ყოფილ სანატორიუმ “ქართლში”ერთ-ერთმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა თავი მოიკლა. როგორც ადგილზე მეზობლები აცხადებენ,  თვითმკვლელობის მიზეზი პროტესტი გახდა, კერძოდ ურთულესი საყოფაცხოვრებო პირობები და ავარიული საცხოვრებელი სახლიდან გაყვანა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. სამარლადამცველებს კორპუსის მაცხოვრებლები ცხედრის ექსპერტიზაზე გადასვენების საშუალებას არ აძლევენ. დევნილი მეშვიდე სართულიდან გადმოხტა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ჩასახლებაში დევნილები ათეული წლებია ურთულეს პირობებში ცხოვრობენ და მათი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.  

მეტი...

ლაგოდეხში 35 წლამდე ქალი ყოფილმა მეუღლემ მოკლა

ლაგოდეხში ქალი ყოფილმა მეუღლემ მოკლა და შემდეგ საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა. თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, 35 წლამდე ქალი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, თუმცა მომხდარის გამო ერთი პირი დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსკ -ის 11 პრიმა 109 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

მეტი...

ყაზახეთში არეულობისას გარდაცვლილთა რიცხვი 225-მდე გაიზარდა

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ყაზახეთში საპროტესტო აქციების დროს მომხდარი არეულობისას გარდაცვლილთა რიცხვი 225-მდე გაიზარდა. ყველა მათგანის ცხედარი მორგებში გადაასვენეს. ყაზახეთის გენერალური პროკურორის განცხადებით, გარდაცვლილთა შორის 19 სამართალდამცავი გახლდათ. ამ დრომდე პროკურატურა დაახლოებით 550 საქმეს იძიებს, საავადმყოფოში 2600 ადამიანი მკურნალობს, მათგან 67-ის მდგომარეობა მძიმეა. 19 იანვრამდე ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

მეტი...

უკრაინა კიბერთავდასხმაში ბრალს ბელორუსის დაზვერვას სდებს

უკრაინის წარმომადგენლები კიბერთავდასხმაში ბელორუსის დაზვერვას სდებს ბრალს. უკრაინელთა თქმით, ბელარუსიამ ისეთივე მავნე პროგრამა  გამოიყენა, როგორიც რუსულმა დაზვერვამ. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მოადგილის, სერგეი დემედიოკის თქმით, თავდასხმაში კიბერჯაშუშობის ჯგუფი მონაწილეობდა, რომელიც ბელორუსის რესპუბლიკის სპეცსამსახურებთან არის კავშირში. ეს ყველაფერი კი სხვა დესტრუქციული ქმედებების გადასაფარად მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არც ბელორუსის პრეზიდენტს და არც რუსეთის საგარეო სამინისტროს გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს უკრაინის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა.

მეტი...

„სრულ მზადყოფნაში ვართ “ომიკრონის“ მე-6 ტალღის დროს ვმართოთ ყველა ინფიცირებული პაციენტი“ – ჯანდაცვის მინისტრი

“ჩვენ ვართ სრულ მზადყოფნაში “ომიკრონის“ მე-6 ტალღის დროს ვმართოთ ყველა ინფიცირებული პაციენტი, მივიღოთ მათი ზარები, სწორად და ეფექტურად მოვახდინოთ მათი კონსულტაცია”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა  ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. ამასთან, როგორ მუშაობს ცენტრალურ ონლაინ კლინიკა და სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 რთული ეპიდემიოლოგიური გამოწვევების ფონზე, მუშაობის სპეციფიკას ჯანდაცვის მინისტრი პირადად გაეცნო. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი განმარტავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ონლაინ კლინიკისა და სამინისტროს ცხელი ხაზის მომსახურება კიდევ უფრო გაფართოვდება, რათა მოქალაქეებმა სამედიცინო მომსახურება ხარისხიანად და ოპერატიულად მიიღონ.

მეტი...

მედეა მეტრეველი – კულტურის სფეროში საკადრო წმენდა, რომელიც ფრაგმენტულად 2019 წლიდან დაიწყო უკვე აქტიურ ფაზაშია

“კულტურის სამინისტროც ყალიბდება სისტემად, სადაც კეთილსინდისიერება ნაკლია, ხოლო პროფესიონალიზმი დასჯადია. მთელი პროფესიული კაპიტალი, რაც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელოვნებო ორგანიზაციებში წლების განმავლობაში დაგროვდა დიდი საფრთხის წინაშეა – საკადრო წმენდა, რომელიც ფრაგმენტულად 2019 წლიდან დაიწყო უკვე აქტიურ ფაზაში გადაიყვანეს – განაცხადა პარტია “ლელოს” ერთ ერთმა ლიდერმა მედეა მეტრეველმა “ათავისუფლებენ ყველას, ვისაც აზრი მოეკითხება, ვინც თავისი სფეროში ავტორიტეტია, ვინც პროფესიული კეთილსინდისიერებით წლებია ემსახურება თავის საქმეს და ქმნის მისაბაძ სტანდარტებს. ნათელია, რომ ხელოვნების მუზეუმში დაწყებული პროცესი მეტასტაზებივით სხვა ორგანიზაციებსაც გადაწვდება, რათა რეჟიმმა ბოლომდე დაიმორჩილოს ის თავისუფალი კუნძულები, რომლებმაც, თავიანთ დარგებში, დღემდე შეძლეს განვითარებაზე ორიენტირებული…

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 326 მილიონს გადააჭარბა

პლატფორმა worldometers-მა გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსმა 326 მილიონ ადამიანზე მეტი იმსხვერპლა. ეს სტატისტიკა გვეუბნება, რომ კორონავირუსმა 5.5 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. განკურნებულთა რაოდენობა 266 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 54.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა – 66 მილიონი. მეორეზე ინდოეთია – 37.1 მილიონით.

მეტი...

„არ უნდა დავმშვიდდეთ“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, „ომიკრონის“ ცირკულაციის წილი საერთო დადებით შემთხვევებში დღითიდღე მატულობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვა გარდაუვალია. „დღევანდელი მონაცემებით, თანდათან მატულობს ომიკრონის ცირკულაციის წილი საერთო დადებით შემთხვევებში. ქვეყნის საშუალოდ 50%-ს, თბილისში 65%-ს და დანარჩენს 30%-ზე ოდნავ მეტს რეგიონებში. დროის მოკლე მონაკვეთში დიდი რაოდენობით გვექნება კუმულაციური ციფრები დადებითი მაჩვენებლებისა, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია გადატვირთვა ჯანდაცვის სექტორის“, – განაცხადა გამყრელიძემ. ამასთან, როგორც მან განაცხადა, დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს ის, რომ „ომიკრონის“ დროს გართულებები შედარებით ნაკლებია. მისივე თქმით, აცრა, პირბადის ტარება…

მეტი...

“სოლიდარობა უკრაინას, ჩვენ ვგმობთ ამ მოქმედებას”, – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ “ტვიტერზე” პოსტის სახით განაცხადა, რომ უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერთავდასხმას გმობს და უკრაინას სოლიდარობას უცხადებს. “საქართველო მკაცრად გმობს კიბერშეტევას უკრაინის წინააღმდეგ. ეს ჩვენი ქვეყნისათვის ყოვლად მიუღებელი შემთხვევაა. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას”, – წერია განცხადებაში. 14 იანვარს, უკრაინის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა და გამოჩნდა მუქარა უკრაინელების მიმართ, რომ „ეშინოდეთ და ყველაზე ცუდს ელოდნენ.“

მეტი...

ხვალიდან სწავლა ყველა სკოლაში განახლდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 17 იანვარს სასწავლო პროცესის სკოლის შენობებში გასაახლებლად საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია. ასევე, როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ. „მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა უსაფრთხოებისთვის და ნებისმიერი სხვა რისკის თავიდან ასაცილებლად სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია. კოვიდვირუსის გამოვლენის შემთხვევაში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება. დასწრებული სწავლების შემთხვევაში, მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე, სახელმწიფო კი…

მეტი...

ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა 967-ია

საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 52 771 ია, საიდანაც: 4 393 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 848, აჭარაში – 606, იმერეთში – 814. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 967 პირი, მათ შორის, თბილისში – 436, აჭარაში – 108, იმერეთში – 249. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი,  მათგან თბილისში – 163, აჭარაში – 50, იმერეთში – 27. 2 051 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 249 – თბილისში, 568- აჭარაში.  46 327 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში –…

მეტი...

ერთ დღეში, ვირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 304 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 928 441. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 449 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 504 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 222 შემთხვევა, აჭარა – 768, იმერეთი – 483, ქვემო ქართლი – 189, შიდა ქართლი – 203, გურია – 109, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 184, კახეთი -159, მცხეთა-მთიანეთი – 101, სამცხე-ჯავახეთი – 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -14.

მეტი...

ერთ დღეში ვირუსით 5 504 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 51 838 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 5 504 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 304 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  10.62%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  995 687-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.43% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.60%.

მეტი...

„ძალიან სწრაფი გავრცელება იქნება იმ კონტინგენტში, რომელიც ჯერ კიდევ არ არის აცრილი“ – იმუნოლოგი „მედიაცენტრ მთავართან“

​იმუნოლოგ გიორგი კამკამიძის განცხადებით, იმ ფონზე, როცა „ომიკრონი“ აცრილებსა და ვირუსგადატანილებასც უტევს, აუცრელები დიდ რისკს წარმოადგენენ. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, განსაკუთრებული რისკი ასაკოვნებსა და ქრონიკულად დაავადებულებებშია. „ნებისმიერი მდგომარეობა, ეს არის ბუნებრივად გადატანალი ვირუსის თუ ორჯერადად ვაქცინირებული, არც ერთ შემთხვევაში, ახალი ვარიანტისგან სრული დაცვა ვერ ექნება. ახალი ვარიანტი – „ომიკრონი“ გაურბის ჩვენს იმუნურ დაცვას, რითაც არ უნდა იყოს ეს დაცვა გამომუშავებული. ვერ იქნება დაცული ვერც ის, ვისაც გადატანილი აქვს ვირუსი და ჩატარებული აქვს სრული ვაქცინაცია. ძალიან სწრაფი გავრცელება იქნება იმ კონტინგენტში, რომელიც ჯერ კიდევ არ არის აცრილი. ეს განსაკუთრებული სახიფათოა…

მეტი...

„ომიკრონისგან“ დაცულები ვერც სრულად ვაქცინირებულები იქნებიან და ვერც ვირუსგადატანილები

„გარკვეული  პერიოდის განმავლობაში სიკვდილობა შენარჩუნდება. თუ პაციენტების გადამისამართებას სწორად წარვმართავთ და ჰოსპიტლებში არ შეიქმნება ჰოსპიტალური სექტორის  კოლაფსი, უნდა ველოდოთ სიკვდილობის არა მომატებას,  არამედ, შემცირებას. მობილიზებული უნა გვქონდეს როგორც პირველადი ჯანდაცვის რგოლი, ისე ჰოსპიტალური სექტორი“ – განაცხდა იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.       მისივე შეფასებით, ადამიანი ორჯერადად აცრილია თუ ვირუს გადატანილი, „ომიკრონისგან“ დაცული ვერავინ იქნება.

მეტი...

„ომიკრონს“ ჯერჯერობით მაღალი სიკვდილობა არ ახასიათებს

​იმუნოლოგ გიორგი კამკამიძის შეფასებით, ე.წ. სამხრეთ აფრიკულ შტამს ჯერჯერობით სიკვდილობის მარალი მაჩვენებელი არ ახასიათებს, თუმცა, რა იქნება მომავალში ვერავინ იტყვის. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ომიკრონი უკვე დომინანტია. „ომიკრონი“ გაურბის იმუნურ დაცვას.  შემთხვევების დიდი ნაწილი სწორედ ეს შტამია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფიცირება ძირითადად „ომიკრონით“ ხდება. დროის დაკარგვა და იმის კვლევა რომელი შტამი აქვს ადამიანს აზრს მოკლებულია, ყველა უკვე „ომიკრონია.“ მას ჯერჯერობით მაღალი სიკვდილობა არ ახასიათებს“ – განუცხადა კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.  

მეტი...

საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია

დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო, საქართველოს გზებზე შეზღუდვები დაწესდა. ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ1-კმ50 მონაკვეთზე (ქუთაისი-საირმე) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ასევე, კმ28-კმ50 მონაკვეთზე, (ბაღდათი-საირმე) დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.  

მეტი...