გორთან გზის სავალი ნაწილიდან რამდენიმე ავტომანქანა გადავარდა, არიან დაშავებულები

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გზებზე ავტომანქანების გადაადგილება გართულებულია. გორთან რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევაც მოხდა. რამდენიმე ავტომანქანა მოცურდა და გზიდან გადავარდა. ერთ-ერთი შემთხვევის შედეგად 6 მგზავრი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანა. დაშავებულია 4 არასრულწლოვანი. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გართულებულია ავტომობილების გადაადგილება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთი-ხაშურის მონაკვეთზე.

მეტი...

„ისინი შეეცდებიან ჩემს დაკავებას“ – პრეზიდენტი პოროშენკო უკრაინაში ბრუნდება

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 17 იანვარს პოლონეთიდან უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს. პოროშენკო მოქმედ პრეზიდენტს მიმართავს და აფრთხილებს. „ისინი შეეცადნენ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დახმარებით ჩემს დაკავებას. რატომ კეთდება ეს? პირველ ყოვლისა, ჩემს დასაშინელად. მათ ეს ნამდვილად არ გამოუვათ. ისევე, როგორც ჩვენ არ გვეშინოდა პუტინის, ისევე როგორც ჩვენ მას წინააღმდეგობა გავუწიეთ, ჩვენ ნამდვილად არ შეგვეშინდება ზელენსკის“, – წერს ყოფილი პრეზიდენტი. მისივე განცხადებით უკრაინაში დაბრუნების მიზეზი ქვეყნის რუსული აგრესიისგან დაცვაა. „ბატონო ზელენსკი, თქვენთვის ცუდი სიახლე მაქვს: 17 იანვარს 09:10 საათზე ვარშავადან რეისით მე უკრაინაში ვბრუნდები. რა თქმა უნდა, არა იმისთვის, რომ თქვენგან დავიცვა…

მეტი...

ჯავახიშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

სანიაღვრე კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ჯავახიშვილისა და გორკის ქუჩების კვეთიდან ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება. შეზღუდვა 17 იანვრის 11:00 საათიდან ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს. ჯავახიშვილის ქუჩიდან გორკის ქუჩის მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება გოგიბერიძის, წინამძღვრიშვილისა და ტოლსტოის ქუჩების გავლით, ხეთაგუროვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით კი, გადაადგილება დასაშვები იქნება გორკის, ნათიშვილისა და ქურდიანის ქუჩების საშუალებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები – N59 და N122 ხეთაგუროვის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, გოგიბერიძის ქუჩის ნაცვლად, ზაარბრიუკენის მოედანზე ხეთაგუროვისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით მოხვდებიან, რის შემდეგაც,…

მეტი...

“საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება საქართველოს გარეშე“-დავით ზალკალიანი

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ბრიუსელში ნატო-ს მიწვევით ვიზიტი  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ  ნატოელი პარტნიორებისთვის საქართველოსთან ურთიერთობა და საქართველოს ნატოში ინტეგრაცია არის პრიორიტეტული და ის არ გადაიხედება. „ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან იყო ძალიან მკაფიოდ გაცხადებული, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება საქართველოს გარეშე. ვფიქრობ, რომ ჩვენი პოზიციების ურთიერთგაცვლა ვიზიტის დროს, ნატოს ხელმძღვანელობასთან  ძალიან მნიშვნელოვანია.  ასევე მექნება სხვა შეხვედრებიც ნატოს წარმომადგენლებთან , რაც  იქნება ძალიან სასარგებლო და ჩვენ შევაჯერებთ პოზიციას იმისთვის, რომ შემდგომი მოლაპარაკებების დროს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება რუსეთის ფედერაციასთან,  ჩვენი ნატოელი  პარტნიორები იყვნენ აღჭურვილი ჩვენი პოზიციითაც და…

მეტი...

რამდენ ადამიანს აქვს საქართველოში “ბუსტერ” დოზა გაკეთებული?

საქართველოს მასშტაბით სულ 2 603 603 აცრა არის გაკეთებული. 1 დო­ზით ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია 1 306 788 ადა­მი­ა­ნი. მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის 45.5% არის აცრილი და სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია 1 189 398 ადა­მი­ა­ნი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, „ბუს­ტერ“ დოზა გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს 105 552 ადა­მი­ანს. გუშინ, 14 იანვარს სულ 5 631 ადამიანი აიცრა.

მეტი...

ბათუმის ჰოსპიტალში ახალშობილი გარდაიცვალა

ხმაური იყო ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში. გარდაიცვალა ახალშობილი, შეკრებილნი კი ამაში ექიმებს ადანაშაულებენ და მათ გულგრილობას, უყურადღებობას მიაწერენ. ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ჰოს­პი­ტალ­ში გუ­შინ სამ­შო­ბი­ა­რო ტკი­ვი­ლე­ბით ანა ჭყო­ნია მო­ა­თავ­სეს. ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, კლი­ნი­კა­ში ახალ­შო­ბი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია დღეს მი­ა­წო­დეს. არსებობს ინფორმაცია, რომ ნაყოფი მკვდრადშობილი იყო. ახალ­შო­ბი­ლის ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი და დას­კვნას ელო­დე­ბი­ან. ამას­თან, კლი­ნი­კა­ში შიდა მოკ­ვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მეტი...

ქუთაისში 101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში 101 წლის ქალი, რომელიც კორონავირუსით იყო დაინფიცირებული, გამოჯანმრთელდა. 101 წლის ელენე ლანჩავა კლინიკაში რვა დღის წინ შეიყვანეს და მისი მდგომარეობა საშუალოდ მძიმე გახლდათ. პაციენტს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, თუმცა ჩატარებული მკურნალობის შემდეგ 101 წლის ქალი სრულად გამოჯანმრთელებული, დღეს სახლში გაეწერა.

მეტი...

წყნეთის გზატკეცილზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

17 იანვრიდან წყნეთის გზატკეცილისა და ი. უჩანეიშვილის ქუჩის კვეთაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. ამ გზაზე გადაადგილება სატრანსპორტო საშუალებებს დღის განმავლობაში უცვლელად შეეძლებათ მოძრაობა, ხოლო  23:00-დან 08:00 საათამდე პერიოდში, დაგეგმილი სამუშაოების ინტენსივობიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შესაძლებელი იქნება შეფერხებით. ეს შეზღუდვები 17 იანვრიდან დაიწყება და 1 თვის განმავლობაში დასრულდება.

მეტი...

ქართული თეატრის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს თეა წულუკიანიც დაესწრო

გუშინ, 14 იანვარს ქართული თეატრის დღე იყო. დაკავშირებით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში რეჟისორ თემურ ჩხეიძის სპექტაკლი „იდუმალი ვარიაციები“ აჩვენეს. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო. კონკურსი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ორგანიზებით ჩატარდა. თეა წულუკიანმა განცხადებაც გააკეთა: “მინდა, ყველას ვუსურვო წარმატებები და დავპირდე, რომ მომავალ წელს, 14 იანვარს შევხვდებით კიდევ უფრო ძლიერები, კიდევ უფრო განვითარებულები ინფრასტრუქტურულად და ინსტიტუციურად”.  

მეტი...

გამოცდის მიმდინარეობისას იაპონიაში აბიტურიენტმა სამი ადამიანი დაჭრა

ტოკიოს უნივერსიტეტში გასაოცარი ამბავი მოხდა. ერთ-ერთი პრესტიჟულ უნივერსიტეტში, 17 წლის ბიჭი რამდენიმე ადამიანს თავს დაესხა. ტელეარხი NHK-ის ინფორმაციით ახალგაზრდა თავდამსხმელი გამოცდის ჩასაბარებლად მივიდა უნივერსიტეტში. მასთან ერთად 3 700 ადამიანი იმყოფებოდა შენობაში. ეს სკანდალი გამოცდის მიმდინარეობისას მოხდა. გამოცდის მიმდინარეობისას აბიტურიენტმა დანა ამოიღო და ადამიანებს დაესხა თავს: დაჭრილები არიან 70 წლის კაცი და ორი აბიტურიენტი. 17 წლის თავდამსხმელი დაკავებულია. იაპონიის პოლიციამ საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა, მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

რუსთავში არასრულწლოვანი ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში არასრულწლოვანი მოკლეს. 14 იანვრის ღამეს 17 წლის ბიჭი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მეგობრებმა ალკოჰოლი მიიღეს, არასრულწლოვნის გარდაცვალების შესაძლო მიზეზი კი ზუსტად ალკოჰოლით ინტოქსიკაცია სახელდება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ადგილზე სამართალდამცავები ახლაც მუშაობენ.

მეტი...

გიორგი გამსახურდია მისი ძმისა და რძლის მძიმე ყოველდღიურობაზე საუბრობს

“ძა­ლი­ან მძი­მეა ამ ყვე­ლაფ­რის ატა­ნა, რის გავ­ლაც უწევს ჩემს ძმას და ჩემს რძალს”, – პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია “ტვი­ტე­რის” პი­რად გვერ­დზე. ის აღნიშნავს, რომ მძიმე სიტუაცია ყოველდღიურად მეორდებოდა. მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ და მის­მა მომ­ხრე­ებ­მა რამ­დენ­ჯერ­მე აქ­ცი­ის გა­მარ­თვა სცა­დეს წე­რო­ვა­ნის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრთან, სა­დაც ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია სამ­კურ­ნა­ლო-აღ­დგე­ნით კურსს გა­დის. “ძა­ლი­ან მძი­მეა ამ ყვე­ლაფ­რის ატა­ნა,რის გავ­ლაც უწევს ჩემს ძმას და ჩემს რძალს ამ ავად­მყო­ფუ­რი ბრბოს მხრი­დან. ასე­ვე უდი­დე­სი ბო­დი­ში მინ­და მო­ვუ­ხა­დო ყვე­ლა მათი გი­ნე­ბით და უსა­მარ­თლო მო­პყრო­ბით შე­წუ­ხე­ბუ­ლებს”, – წერს გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია საკუთარი სახლის…

მეტი...

მეუფე ზენონის პასუხი პეტრე კოლხს: “ის ჩემი მდივანია, თუ რა არის, საიდან იცის რას ვაკეთებ?”

მეუფე ზენონი ტელეკომპანია”მთა­ვარ­თან” მამა პეტრე კოლხს პა­სუ­ხობს. შეგახსენებთ, რომ პეტრე კოლხის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მეუფე ზენონი ბრიტანეთში დევნილად ჩაბარდა, “ეს ინფორმაცია სიმართლეს აღარ შეესაბამება. ის ჩემი მდივანია, თუ საიდან იცის მე რას ვაკეთებ. ჯერ ძალიან ბევრი საქმე მაქვს, შესაბამისად დაბრუნებას ვერ ვახერხებ”, – აღნიშნა მეუფე ზენონმა. პეტრე კოლხმა 13 იანვარს დაწერა, რომ ეს ინფორმაცია სანდო წყაროსგან მიიღო.

მეტი...

იენს სტოლტენბერგი: “ნატო-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაგრძელდება”

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინა და ნატო კიბერთანამშრომლობის გაძლიერებას ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს. მათი თანამშრომლობა ამ კუთხით ისედაც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ახლა თავდაცვა გაძლიერდება. „ნატო-ს კიბერექსპერტები ბრიუსელში უკრაინელ კოლეგებს უზიარებდნენ ინფორმაციას მიმდინარე მავნე კიბერ აქტივობების შესახებ. უახლოეს დღეებში ნატო და უკრაინა ხელს მოაწერენ შეთანხმებას კიბერთანამშრომლობის გაძლიერების შესახებ. ნატო-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაგრძელდება,“- აცხადებს სტოლტენბერგი. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ  უკრაინის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა. იყო მუქარა უკრაინელების მიმართ. ისინი გააფრთხილეს, რომ ყველაზე ცუდს მალე უნდა ელოდნენ.  

მეტი...

მძიმე პაციენტების რაოდენობა 1 005-ია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა  50 595-ია,  საიდანაც:  4 369 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 838, აჭარაში – 603, იმერეთში – 811. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 005 პირი, მათ შორის, თბილისში – 438, აჭარაში – 134, იმერეთში – 257. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 294 პირი,  მათგან თბილისში – 165, აჭარაში – 50, იმერეთში – 24. 2 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 279 – თბილისში, 557- აჭარაში. 44 149 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 53 ადამიანი, მათ შორის, თბილისში –…

მეტი...

ვირუსს 30 ინფიცირებული ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 065 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 925 137. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 425 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 381 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 144 შემთხვევა, აჭარა – 557, იმერეთი – 539, ქვემო ქართლი – 191, შიდა ქართლი – 262, გურია – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 230, კახეთი -173, მცხეთა-მთიანეთი – 101, სამცხე-ჯავახეთი – 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.

მეტი...

ვირუსით 5 381 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 63 516 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 5 381 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 065  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.47%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  990 183-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.47 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.24% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.62%.  

მეტი...