“სამჯერადად ვაქცინაცია “ომიკრონის” წინააღმდეგ ბევრად ეფექტურია” – თამარ ობგაიძე “მედიაცენტრ მთავართან”

მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, “ავერსის კლინიკის“ პედიატრიული სამსახურის უფროსმა თამარ ობგაიძემ “მედიაცენტრ მთავართან” აღნიშნა, რომ “ომიკრონის” შტამი ვაქცინირებულ ადამიანს ბევრად სწრაფად აინფიცირებს. “ბრიტანული კვლევის მიხედვით ორჯერადად ვაქცინაცია “ომიკრონის” წინააღმდეგ 33%-ით არის ეფექტური, სამჯერადად აცრა კი ბევრად მეტით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვაქცინაცია ჰოსპიტალიზაციის რისკს ამცირებს. დღევანდელი სტატისტიკის მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან გაიზრდება, თუმცა “ბუსტერ” დოზის გაკეთების შემთხვევაში, “ომიკრონის” გავრცელებას მომზადებულნი შევხვდებით., – აღნიშნა პედიატრმა. დოქტორის ინფორმაციით, აცრა პოსტკოვიდური პერიოდის სიმძიმესაც ამცირებს. მიუხედავად იმისა, რომ “ომიკრონის” შტამი მძიმე სიმპტომებით არ გამოირჩევა, ვაქცინაცია ჰოსპიტლების გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო.

მეტი...

” ჯანდაცვის პირველადმა რგოლმა საუკეთესოდ უნდა იმუშაოს” – თამარ ობგაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

პედიატრმა, თამარ ობგაიძემ “მედიაცენტრ მთავარში“ ჰოსპიტალიზაციის გახშირებაზე და საველე ჰოსპიტლების საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, ჯანდაცვის პირველადმა რგოლმა უნდა იყოჩაღოს. “იმის გამო, რომ “ომიკრონის” შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება, დაინფიცირებულთა მაჩვენებელიც სწრაფად იმატებს. შტამი მძიმე სიმპტომებით არ გამოირჩევა, ამიტომაც საჭიროა მსუბუქი სიმძიმის პაციენტების ბინაზე მკურნალობა. თუ პირველადი რგოლი იღოჩაღებს, ჰოსპიტლები არ გადაიტვირთება, თუმცა ამაზე ჩვენც უნდა ვიზრუნოთ. მხოლოდ რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა გვევალება, რაც აუცილებლად უნდა შევასრულოთ”,- აღნიშნა პედიატრმა “მედიაცენტრ მთავარში“.

მეტი...

გუდაური-კობის მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა, სხვა სახის ტრანსპორტი კი დაშვებულია. აღნიშნული გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ზვავისგან დამცავი გვირაბების გავლით განხორციელდება გაუჩერებლად, გავლის რეჟიმში, საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მეტი...

“რუსეთმა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის უფლებებს პატივი უნდა სცეს”- იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიაზე ამ ქვეყნების მთავრობების თანხმობის გარეშე იმყოფებიან. გენერალური მდივნის თქმით, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების ყოფნა არავის სიამოვნებს, ამიტომაც, ნატო-ს მოკავშირეებმა რუსეთს ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა. სტოლტენბერგი ამბობს, რომ ნატო არ აპირებს კომპრომისზე წავიდეს ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპთან დაკავშირებით. “დღევანდელ შეხვედრაზე რუსეთს ნატო-ს მოკავშირე ქვეყნებმა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისა და ამ ქვეყნების პატივისცემისკენ მოუწოდეს. ნატოს მოკავშირეები მზად ვართ, რუსეთთან დიალოგში ჩართვისთვის, მაგრამ, არ წავალთ დათმობაზე ქვეყნების უფლებების შელახვისას. ყველა ქვეყანას…

მეტი...

„ყელის ტკივილი, ბსუბუქი ხველა…” – ომიკრონის წამყვანი სიმპტომები

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ ომიკრონის 5 წამყვანი და 3 დამატებითი სიმპტომი დაასახელა, რომლითაც ის განსხვავდება სხვა ვირუსებისგან. მისი განმარტებით სიპტომები მსუბუქია, თუმცა სწრაფად გავრცელებადი. „ომიკრონი ძალიან ადვილად ერწყმის უჯრედებს და ამ მხრივ მისი პოზიტიური მხარე გამოიკვეთა. იმდენად სწრაფად ხდება შეჭრა ზემოსასუნთქი გზების უჯრედებში, რომ ფილტვებამდე ნაკლებად ხვდება. 5 წამყვანი სიმპტომი აქვს მას: ცხვირის გაჭედვა, ცხვირიდან გამონადენი, ყელის ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე და მსუბუქი ხველა. ზოგადად სიმპტომები მსუბუქია, ფილტვის დაზიანება ნაკლებად ხდება. სუნთქვის უკმარისობა და სუნთქვის გაძნელება შედარებით ნაკლებად ხდება. დამატებით წამოტივტივდა სამი სიმპტომი, ეს არის წელის ტკივილი, ღამით ოფლიანობა…

მეტი...

„ომიკრონი“ ფილტვებს ნაკლებად აზიანებს“ – თამარ ობგაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ომიკრონით“ ინფიცირების კლინიკური ნიშნები ძირითადად ზედა სასუნთქ გზებზე მოდის. ის წინა შტამებისგან განსხვავებით, ფილტვებს ნაკლებად ერჩის. „ომიკრონის“ კლინიკურ ნიშნებზე  „მედიაცენტრ მთავარში“ პედიატრმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, “ავერსის კლინიკის“ პედიატრიული სამსახურის უფროსმა თამარ ობგაიძემ ისაუბრა. „ომიკრონი“ მეტად დაემსგავსა სხვა  ვირუსებს, რომლებიც იწვევენ რესპირატორულ სიმპტომატიკას და რომელიც ხასიათდება ზედა სასუნთქი გზების დაზიანებით. სწორედ  მსგავსი კლინიკური ნიშნები აქვს: ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ხველა, ყელის ტკივილი, კრუპის შემთხვევები, პნევნომიის შემთხვევები. მეტწილად, რაც გამოხატულია როგორც მოზრდილებში ისე ბავშვებში, ეს არის ზედა სასუნთქი გზების სიმპტომები“ – აღნიშნა თამარ ობგაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. პედიატრის შეფასებით, ამ შემთხვევაში, ფილტვის დაზიანება…

მეტი...

კრემლი გარანტიებს ითხოვს, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდებიან

მოსკოვის მუქარასა და ულტიმატუმს საქართველოსა და უკრაინის ნატოში არგაწევრიანებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორები ერთმანეთის მიყოლებით ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ ნატოს წევრობა კონკრეტული ქვეყნების სუვერენული უფლებაა და ამას რუსეთი ვერ გადაწყვეტს. რუსეთის მუქარაზე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა. „რუსეთმა გაუგზავნა აშშ-ს და ნატო-ს წინადადებები ევროპის მომავალ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის პრინციპებს. ამას თან ახლავს უკრაინის საზღვარზე სამხედრო მობილიზაცია და მუქარა რუსეთისგან, რომ მისი მოთხოვნები თუ არ შესრულდება, ის სამხედრო ძალას გამოიყენებს. ორი რამ ცხადია – ჩვენ უნდა გამოვიდეთ ევროკავშირის ერთიანი პოზიციით, რომელიც განმტკიცებული…

მეტი...

არის თუ არა ომიკრონი კორონავირუსის დასასრულის დასაწყისი? – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავართან“

კითხვას არის თუ არა ომიკრონი კორონავირუსის დასასრულის დასაწყისი, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა “მედიაცენტრ მთავართან” უპასუხა და აღნიშნა, რომ ამის იმედი არსებობს. “ამ თეორიის მიმდევრები თვლიან, რომ იმდენი ადამიანი გახდება იმუნური,  ფაქტიურად მთელი მოსახლეობა გადაიტანს და შეიძლება, ეს იყოს პანდემიის დასასრული. ეს ყველაზე კარგი და შესაძლო ვარიანტია. თუმცა, აქ შეიძლება გაჩნდეს ის ვერსია, რომ გაჩნდეს ახალი უფრო რთულად მიმდინარე ახალი შტამი” – განაცხადა ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“. მაია ბუწაშვილის განმარტებით, პანდემიის დასასრული მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ ომიკრონის შემდეგ რაიმე საშიში და რთულად მიმდინარე ვირუსი არ გავრცელდება.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესს დაესწრება

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილი ხვალ სასამართლო პროცესზე  დასწრებას გეგმავს. როგორც მესამე პრეზიდენტი წერს, სათქმელს თავად იტყვის. „ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის დაპატიმრება – რა თქმა უნდა, მათ გამოიტანეს სრულიად „ფეიკ განაჩენი“, – აცხადებს სააკაშილი ხაზარაძე–ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება 13 იანვრის სასამართლო პროცესს, პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი ამბობს, რომ სათქმელი ბევრი აქვს. „როგორც ყოველთვის, მე მომეწონა როგორ ღირსეულად ეჭირათ მთელი ეს დრო თავი „განსასჯელებს” და ასევე ვატო წერეთელს. ერთი წუთით არ დატყობიათ შიში და ყოყმანი. მას შემდეგ, რაც ჩემს საკითხზე…

მეტი...

„2 თვეში, მსოფლიოში „დელტა“ შტამი სრულად ჩანაცვლდება“ – თამარ ობგაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ომიკრონის“ საფრთხეებზე პედიატრმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა  თამარ ობგაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მაქსიმუმ 2 თვეში მსოფლიოში გახდება დომინანტი. „კორონავისუსის დღევანდელი ციფრები გვეუბნება იმას, რომ ინფიცირების შემთხვევები მატულობს და მოსალოდნელია კიდევ მეტი მატება. ინფიცირება გაცილებით მეტია, ვიდრე რეალური სტატისტიკა. “ომიკრონი” დაახლოებით 4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი. სამხრეთ აფრიკაში, საიდანაც შტამი დაიწყო, დადებითობის მაჩვენებელი, 1%-დან 2 კვირაში 16,4%-მდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ გაიზრდება ყველა ქვეყანაში. სავარაუდოდ 2 თვეში სრულად ჩანაცვლდება „დელტა“ შტამი და ეს მოხდება ჩვენთანაც. უნდა ვიყოთ განსაკუთრებულად ფრთხილად“ – განაცხადა თამარ ობგაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. შეგახსენებთ,…

მეტი...

საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის სანახავად უკრაინის კონსული მივიდა

რუსთავის საპატიმრო დაწესებულებაში უკრაინის კონსული იმყოფებოდა. მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. ამ წეთებში კი მესამე პრეზიდენტს მისი ადვოკატები ხვდებიან. ბექა ბასილაია და დიმიტრი საძაგლიშვილი მიხეილ სააკაშვილთან სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ მივიდნენ და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხრიდან იუსტიციის სამინისტროს დაჯარიმების საკითხსაც განიხილავენ. „სასამართლომ კიდევ ერთხელ იმის ხაზგასასმელად, რომ საქართველოში სამართლის ძიებას აზრი არ აქვს და საქართველოში მართლმსაჯულება არის უაღრესად პოლიტიზებული, ის ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დავალებებს. სასამართლომ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება და ეს კიდევ ერთხელ არის იმის მაჩვენებელი თუ რატომ ხდება ამ სამსახურის დახურვაც“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან. ადვოკატები…

მეტი...

„საპყრობილეში არ მივდივართ, მაგრამ ვიბრძოლებთ ეს ღირსების საკითხია“ – მამუკა ხაზარაძე

მოსამართლემ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს თავისუფლების აღკვეთს 7 წლის ვადით შეუფარდა, თუმცა,  მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი სასჯელისგან გაათავისუფლა. მხარეები საქმის ბოლომდე მიყვანას ღირსების საკითხად თვლიან და ბრძოლას ახლა იწყებენ. „ეს ბრძოლა გაგრძელდება. ასეთი სასამართლოს და სამართლიანობის პირობებში ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ეს არის ერთი კაცის მიერ მართული სასამართლო და მართლმსაჯულება.  ამ ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა მანამ, სანამ თითოეულ მოქალაქეს არ ექნება იმის განცდა, რომ მის ღირსებებს და უფლებას იცავს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო. ეს სამწლიანი „მასკარადი“ ეს არის ფარსი და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება,…

მეტი...

„გადაწყვეტილება გასაჩივრდება“ – ხაზარიძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლოს გადაწყვეტილებას მათ დამნაშავეებად ცნობასთან დაკავშირებით არ ეთანხმებიან და მის გასაჩივრებას გეგმავენ. როგორც ბადი ჯაფარიძემ მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, გადაწყვეტილება უსაფუძვლო და არარეალურია და ის აუცილებლად გასაჩივრდება ზემდგომ ინსტანციებში. „ეს ბრძოლა ღირს იმისთვის რასაც ჩვენ გავდივართ, რადგან ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ რაც ვნახეთ, ეს არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც პროკურატურა ჩადიოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ცხადია, არანაირი ნიშან-წყალი არ ყოფილა არასდროს არანაირი ფულის გათეთრების და დანაშაულის. მოსამართლემ განაჩენი რაც გამოაცხადა, მან შეცვალა ის მუხლი ფულის გათეთრების, მოახდინა მისი…

მეტი...

სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ  მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ მათ  მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით. მოსამართლემ  მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გაათავისუფლა. მოსამართლე არევაძის გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს წარდგენილი ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გულისხმობდა, გადაუკვალიფიცირდათ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც დიდი ოდენობით ჯგუფურ…

მეტი...

ინფიცირებულთა შორის 1045 პირი მძიმე პაციენტია

საქართველოში, ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 205 საიდანაც: 4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 853, აჭარაში – 609, იმერეთში – 803. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 045 პირი, მათ შორის, თბილისში – 487, აჭარაში – 123, იმერეთში – 256. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი,  მათგან თბილისში – 169, აჭარაში – 42, იმერეთში – 22. 1 958 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 261 – თბილისში, 466- აჭარაში. 33 829 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 83 ადამიანი, მათ შორის,…

მეტი...

ვირუსით 47 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 311 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 180 შემთხვევა, აჭარა – 638, იმერეთი – 563, ქვემო ქართლი – 173, შიდა ქართლი – 270, გურია – 135, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 219, კახეთი -184, მცხეთა-მთიანეთი -102, სამცხე-ჯავახეთი – 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -33.

მეტი...

ვირუსით 5 595 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 58 109 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 946  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  9.63 % ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  973 909-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.63 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.51% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.79%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 946 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 919 367.

მეტი...

„ნატო რუსეთს საფრთხეს არ შეუქმნის, თუ რუსეთი არ აირჩევს ამ გზას“- აშშ

რუსეთის მუქარა ნატოში საქართველოს და უკრაინის არგაწევრიანებასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთების და მკვეთრი განცხადებების მიზეზი გახდა. თეთრი სახლი რუსეთს აფრთხილებს, რომ მისი გადასაწყვეტი არ არის უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანება. ამჯერად განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე აკეთებს და რუსეთის გასაგონად აცხადებს, რომ ნატო რუსეთს საფრთხეს არ შეუქმნის, თუ ეს პირიქით არ მოხდება. „ნატო რუსეთს საფრთხეს არ უქმნის, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ აირჩევს ნატოსთვის საფრთხის შექმნას. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, რომლის ერთადერთი მიზანი მისი წევრების უსაფრთხოება და დაცვაა. ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება აპლიკანტმა ქვეყნებმა…

მეტი...

თუ რუსეთი კონფლიქტს აირჩევს, შესაბამის პასუხს მიიღებს – ამერიკა რუსეთს აფრთხილებს

რუსეთის მუქარას, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები ვერ გახდებიან, შეერთებული შტატები მორიგი გაფრთხილებით პასუხობს. აღნიშნულ თემაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ჟენევაში გამართულ აშშ-რუსეთის სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის შედეგებსა და შემდგომი ნაბიჯებს. „სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა დიპლომატიის მიმართ მხარდაჭერა და ის, რომ უკრაინის შესახებ არსებითი დისკუსიები უკრაინის გარეშე არ გაიმართება. სახელმწიფო მდივანმა გაიმეორა, რომ თუ რუსეთი კონფლიქტის გზას აირჩევს, აშშ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან, რუსეთის ეკონომიკას უზარმაზარი საფასური დაუწესონ, გააძლიერონ ნატოს ყოფნა…

მეტი...

არის თუ არა ომიკრონი კორონავირუსის დასასრულის დასაწყისი? – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავართან“

კითხვას არის თუ არა ომიკრონი კორონავირუსის დასასრულის დასაწყისი, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა “მედიაცენტრ მთავართან” უპასუხა და აღნიშნა, რომ ამის იმედი არსებობს. “ამ თეორიის მიმდევრები თვლიან, რომ იმდენი ადამიანი გახდება იმუნური,  ფაქტიურად მთელი მოსახლეობა გადაიტანს და შეიძლება, ეს იყოს პანდემიის დასასრული. ეს ყველაზე კარგი და შესაძლო ვარიანტია. თუმცა, აქ შეიძლება გაჩნდეს ის ვერსია, რომ გაჩნდეს ახალი უფრო რთულად მიმდინარე ახალი შტამი.” მაია ბუწაშვილის განმარტებით, პანდემიის დასასრული მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ ომიკრონის შემდეგ რაიმე საშიში და რთულად მიმდინარე ვირუსი არ გავრცელდება.

მეტი...

„ხელაღებით სკოლების მიკეტვა არ შეიძლება” – მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა “მედიაცენტრ მთავართან” პანდემიის რისკებსა და მოსალოდნელ რთულ ვითარებას ისაუბრა და აღნიშნა, რომ  სკოლების ხელაღებით მიკეტვა გამართლებული არ არის. ინფექციონისტი სკოლების დაკეტვას მხარს არ უჭერს და მიაჩნია, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაიხუროს თუ ეპიდ-ვითარება გამწვავდება. “სკოლებთან დაკავშირებით ჩვენთან იყო ისეთი მიდგომა, რომ პირველი სკოლებს კეტავდნენ და ყველაზე ბოლოს აღებდნენ. რეალურად, მე ამ მიდგომას არასოდეს ვემხრობოდი. ხელაღებით სკოლების მიკეტვა არ შეიძლება. ახლაც ძალიან ბევრი ფიქრი დაგვჭირდება და თუ ბევრი ორგანიზაციის “ლოქდაუნი” მოგვიწევს, ამ შემთხვევაში  მოგვიწევს სკოლის დაკეტვაც” – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“. მისივე შეფასებით, იმედია ახალი რეკომბინაციები…

მეტი...