ესპანეთის ახალი ტაქტიკა – “კოვიდ 19”, როგორც “ჩვეულებრივი ვირუსი”

ესპანეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ესპანეთი კორონა ვირუსს, როგორც “ჩვეულებრივ გრიპს”, ისე მიუდგება. ესპანეთის მთავრობა ამ სტრატეგიაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდა და საკითხზე დისკუსიის გამართვა ევროკავშირშიც სურს. “კოვიდ 19-ის” დეტალური გავრცელების სტრატეგია აღარ აღირიცხება. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, ამ სტრატეგიის ასამუშავებლად დისკუსიის დაწყება უკვე აუცილებელია, რადგან მეცნიერულად არსებობს საშუალებები, რომლებიც ვირუსის გავრცელებას ხელს მკვეთრად შეუშლის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ესპანეთის გეგმას არ ეთანხმებიან და „კოვიდ-19“-ის „ენდემურ“ ვირუსად გამოცხადება ნაადრევია.

მეტი...

როდიდან იქნება შესაძლებელი კოვიდის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება?!

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნავირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი ორი მე­დი­კა­მენ­ტის – “პაქსლო­ვი­დი­სა“ და “მოლ­ნუ­პი­რა­ვი­რის“ მი­ღე­ბას ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც შეძ­ლე­ბენ. “საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც კოვიდის საწინააღმდეგო ორ მედიკამენტს, “პაქსლო­ვი­დი­სა“ და “მოლ­ნუ­პი­რა­ვი­რს“ მიიღებს. მათი გამოყენება ბინაზე მკურნალობის დროს იქნება შესაძლებელი დი­აგ­ნო­ზის დას­მი­დან 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. განიხილება დომინანტური მედიკამენტის “რემ­დე­სი­ვი­რის” ბი­ნა­ზე მიღებაც, რომელიც ახლა მხოლოდ კლინიკაში გამოიყენება.მისი მიღება დიაგნოზის დადგენიდან სამი დღის განმავლობაში იქნება ნებადართული.” თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ამ ეტაპ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მხო­ლოდ 40 ათა­სი ფლა­კო­ნი “რემ­დე­სი­ვი­რი” აქვს, რაც 7 ათა­სი პა­ცი­ენ­ტის­თვი­საა საკ­მა­რი­სი. ახალ მედიკამენტებს – “პაქსლო­ვიდს“ და “მოლ­ნუ­პი­რა­ვი­რს“ საქართველო უახ­ლო­ეს კვი­რებ­ში მიიღებს.

მეტი...

„კრემლს სხვა არაფრის შეთავაზება არ შეუძლია, გარდა შიშის, ჩაგვრისა და დეზინფორმაციისა“ – კელი დეგნანი

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი რუსეთის აგრესიულ გადაწყვეტილებებსა და განცხადებებს მკაცრად აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათ ჩაგვრის გარდა სხვა არაფერი შეუძლიათ. „მოდით, მკაფიოდ ვთქვათ: კრემლს სხვა არაფრის შეთავაზება არ შეუძლია, გარდა შიშის, ჩაგვრისა და დეზინფორმაციისა. ეს არ არის ის ღირებულებები, რაზეც საქართველო და შეერთებული შტატები დგას. შეერთებულ შტატებს კვლავაც სჯერა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რათა ეს რეალობად იქცეს. ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ რუსეთს კონფლიქტის თავიდან აცილებისა და დეესკალაციის მიზნით. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია და არ ვაპირებთ, დავთმოთ ევროპული უსაფრთხოება, სუვერენიტეტი…

მეტი...

„რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ჩრდილოატალანტიკური ალიანსის გაფართოებაზე“ – სენატორების რისხვა რუსეთს   

ამერიკელი სენატორებისთვის მიუღებელია რუსეთის მიერ გასაჯაროებული „უსაფრთხოების გარანტიები.“ სენატორები აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ღია წერილით მიმართავენ და აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ. როგორც სენატორები განმარტავენ, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან კრიზისი  ხელოვნურად შექმნა, პუტინი კი უარს აცხადებს მეზობლების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე. „მნიშვნელოვანია, აშშ-მა აჩვენოს სიმამაცე და უარი თქვას პუტინის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ჩრდილოატალანტიკური ალიანსის გაფართოებაზე. ამას მხოლოდ ნატო-ს წევრები გადაწყვეტენ. აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები მხარს უჭერენ პრინციპს, რომ უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილება ან დისკუსია არ შედგება უკრაინის გარეშე. ეს უნდა გავრცელდეს საქართველოს შემთხვევაშიც“ –…

მეტი...

„ყველა პოლიტიკური კუნთი უნდა მუშაობდეს და გადამწყვეტი დარტყმებისთვის ძლიერდებოდეს“ – მიხეილ სააკაშილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი წერილს ავრცელებს, სადაც ვადამდელ არჩევნებსა და რეჟიმის შეცვლაზე საუბრობს. როგორც მესამე პრეზიდენტი წერს, საჭიროს არა სწორხაზოვნად, არამედ ყველა მიმართულებით ორგანიზებულად, მშვიდობიანად, შემტევად მუშაობა. “წინასაარჩევნოდ, ოზურგეთი-ჩოხატაურის გზა ტრაქტორებით გადათხარეს. მას შემდეგ, ადგილზე არც ტრაქტორები გამოჩენილა, არც მუშები, ბიუჯეტიდან კი მილიონობით ლარი გაქრა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს დაცინვა ხალხთან ერთად გააპროტესტა. მთავრობამ კი, იმის მაგივრად, რომ დაინტერესებულიყო, რატომ არ გაკეთდა გზა და სად გაქრა ფული, დაიჭირა აქტივისტები. თანამდებობის პირებს აქვთ საკმარისი უფასო საწვავი და ოზურგეთში შემოვლითი გზით დადიან. მათ ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ. სწორედ ასეთი აქციებით უნდა დავუდგეთ წინ უსამართლობას.…

მეტი...

„რუსეთს ვერ ექნება ვეტოს უფლება“ – ამერიკის ელჩი საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე რუსეთს აკრიტიკებს    

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი რუსეთის განცხადების საპასუხო ვრცელ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთი ვერ გადაწყვეტს საქართველო ნატოში უნდა გაწევრიანდეს თუ არა. „რუსეთს ვერ ექნება ვეტოს უფლება თქვენს სუვერენულ გადაწყვეტილებებზე, ჩვენ არ ვაპირებთ, მოვილაპარაკოთ საქართველოს შესახებ, საქართველოს გარეშე“ – ასე პასუხობს კელი დეგნანი რუსეთს. „მედიაცენტრი მთავარი“ კელი დეგნანის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ამ კვირის განმავლობაში მსოფლიო აკვირდება მთელ რიგ მაღალი დონის დიპლომატიურ შეხვედრებს, რომელთა მიზანია რუსეთის ბოლოდროინდელ დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე და ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეებზე რეაგირება. ჩვენ უკვე ვნახეთ დიდი რაოდენობით რუსული დეზინფორმაცია და მე მინდა მკაფიო…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი ციხეში, მნახველებთან ეკონომიკურ პრობლემებს განიხილავს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში თანაგუნდელმა, ლევან ხაბეიშვილმა მოინახულა. როგორც საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსული ხაბეიშვილი აცხადებს, ძირითადად ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრეს. „განვიხილეთ, საწვავის ფასის მინიმუმ 80 თეთრით შემცირება, აქციზის გადასახადის გაუქმება და ლარის გაძლიერება. როგორი უნდა იყო საქართველოში მინიმალური ანაზღაურება, ხელფასი სამსახურში 1500 ლარიდან. ასევე, განვიხილეთ საკითხი, რომელიც ეხებოდა პენსიას და პენსიონერებს.  500-600 ლარიანი პენსია რომ ჰქონდეს პენსიონერებს. ვისაუბრეთ ახალგაზრდებზე, სტუდენტებზე,  როგორ ჰქონდეთ უზრუნველყოფილი სწავლის შესაძლებლობა“ – განაცხადა ხაბეიშვილმა და ჟურნალისტებთან.  

მეტი...

თბილისში სახლი ჩამოინგრა

თბილისში, მეტეხის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ნგრევის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა. ავლაბარში, კონკრეტულ ლოკაციაზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. შენობა დიდი ხანია ავარიულია. ჩამონგრევის შედეგად დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი, რის გამოც, ადგილზე გაზის სუნი დგას. როგორც გამგეობაში აცხადებენ, იმ მხარეს, სადაც ჩამოშლა მოხდა, არავინ ცხოვრობდა, რადგან, ავარიულობის გამო, მოსახლეობა ქირით გაიყვანეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ამ სახლებს ამ გამაგრება სჭირდება, ან საერთოდ უნდა დაიშალოს.

მეტი...

კობა კობალაძე ‘’TAPS უკრაინას’’ წარმომადგენლებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ დნეპრის საკრებულოს სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, იულია დიმიტროვას და არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’TAPS უკრაინას’’ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, უკრაინელმა სტუმრებმა ისაუბრეს იმ პროექტებსა და ღონისძიებებზე, რომლებიც ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაცია TAPS-თან ერთად, უკრაინელი ვეტერანების ჯანდაცვის სერვისების გასაუმჯობესებლად, სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად და ფსიქორეაბილიტაციისა და საზოგადოებაში მათი მეტად ინტეგრაციისათვის ხორციელდება; საუბარი, ასევე, შეეხო ვეტერანთა ოჯახის წევრებისთვის შეთავაზებულ სოციალურ პროექტებსა და მათი შვილებისთვის შემუშავებულ, სპეციალურ საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებს. მხარეებმა, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს,თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს და ქართველი ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ერთობლივი…

მეტი...

ინფიცირებულთა შორის 1083 პირი მძიმე პაციენტია

საქართველოში, ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 37 602 საიდანაც: 4 431 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 901, აჭარაში – 599, იმერეთში – 774. მძიმე პაციენტია 1 083 პირი, მათ შორის, თბილისში – 519, აჭარაში – 130, იმერეთში – 254. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 281 პირი,  მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 39, იმერეთში – 25. 1 801 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 192 – თბილისში, 426- აჭარაში. 31 370 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის,…

მეტი...

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი დღეისთვის უკვე დასრულდა, თუმცა მოსამართლემ განაჩენის გამოტანა  გადადო. როგორც მოსამართლე გიორგი არევაძე პროცესის ბოლოს აღნიშნა, გადაწყვეტილებას ხვალ, 12 იანვარს, 11:00 საათზე გამოაცხადებს. “თიბისი ბანკისა” და პოლიტიკური პარტია “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო პროცესზე ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ივანიშვილმა მასთან საქმის მოგვარების მიზნით ხალხი გაგზავნა. „ბიძინა ივანიშვილს გამოგზავნილი ჰყავდა ხალხი, დავალაგოთ და დავასრულოთ ეს ყველაფერიო, მაგრამ ამაზე არ წავედით” – განაცხადა ხაზარაძემ. პროცესის დასრულებამდე, ხაზარაძე სიტყვიერი დაპირისპირების გამო გააძევეს. დარბაზის დატოვების შემდეგ ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს ბიძინა ივანიშვილის…

მეტი...

„კეკლუცობას თავი დაანებე და ადამიანობა ისწავლე” – სასულიერო პირების დაპირისპირება

მამა პეტრე (კოლხი) მამა შალვა კეკელიას ურჩევს,  მორალის კითხვას თავი დაანებოს, ძვირადღირებულ შესამოსელში გამოეწყოს და ვაკეს კი არა, ღმერთს ემსახუროს. „მამა შალვა კეკელიას უთქვამს თუ დაუწერია, მღვდლის პირიდან წუწუნი მიუღებელიაო… მამა შალვა, რამდენ მღვდელს იცნობ თავად, ვისაც ძალიან უჭირს და განიცდის უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს… რამდენს იცნობ, ვისაც პური ფული არ აქვს და მშიერი უკვდება ოჯახი, რამდენს იცნობ, ვინც კომუნალურებს ვერ იხდის და ამის გამო ან სესხულობს, ან მათხოვრობს… თუ არ იცნობ, აუცილებლად გაგაცნობ, ან სიას გამოგიგზავნი და ჩამოურეკე… კეკლუცობას თავი დაანებე და ადამიანობა ისწავლე… თუ რამის თავი გაქვს, მოიკითხე ადამიანები და მხარში…

მეტი...

ვირუსის პიკში, დღეში 60 000 ინფიცირებულს ელოდებიან  

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველო კორონავირუსის პიკში თებერვლის მეორე ნახევარში შევა. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კი 60 000-მდეც შესაძლოა ავიდეს. „ჰელსმეტრიქსის“ მონაცემებით, რომელსაც ჩვენ ვეყრდნობით, შეიძლება, პიკში შევიდეთ თებერვლის პირველ დეკადაში. შეიძლება, იყოს დღიურად 60 ათასამდე შემთხვევა. რატომ არის ეს შემთხვევების რაოდენობა, სამი ძირითადი მიზეზია – ერთი, „ომიკრონის“ აქტიური ცირკულაცია ქვეყანაში; მეორე- საახალწლო დღეებში ძალიან გვიყვარს ყველას ერთად ყოფნა;  მესამე – ის დიდი მობილობა, რაც განსაკუთრებით ზამთრის კურორტებთან არის დაკავშირებული და ზოგადად მობილობა საახალწლო დღეებში“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

მეტი...

„ომიკრონით“ ინფიცირებულთა 83% საქართველოს მოქალაქეა, დანარჩენი – უცხოელი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველში „ომიკრონით“ ინფიცირებულთა 83% საქართველოს მოქალაქეა, დანარჩენი – უცხოეთის. „შემთხვევათა 83% არის საქართველოს მოქალაქე დანარჩენები  უცხოელები არიან. საქართველოს მოქალაქეებს შორისაც არის საკმაოდ ბევრი შემოტანილი შემთხვევა, განსაკუთრებით არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან. 11 შემთხვევაში გახდა საჭირო ჰოსპიტალიზაცია და აქედან უპირატესად თანმხლები დაავადებებით, მათგან 7 უკვე გაეწერა და 4 რჩება ჯერჯერობით ჰოსპიტლებში, არც ერთს არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპია და რეანიმაცია“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე. მისი შეფასებით, „ომიკრონის“ მსუბუქად მიმდინარეობამ მოსახლეობა არ უნდა გაათამამოს.

მეტი...

საქართველოში „ომიკრონის“ 1000-მდე შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში „ომიკრონით“ ინფიცირების 951 შემთხვევა ლუგარის ცენტრმა ოფიციალურად დაადასტურა. „ომიკრონის“ დღევანდელი ცირკულაციის პროცენტი ყველა დადებით შემთხვევაში დაახლოებით 45%-ის ფარგლებშია. 30% არის რეგიონებში და 60% არის თბილისში, რაც მთავარია, ის არის საკმაოდ მზარდი მონაცემები. ეპიდსიტუაცია მეექვსე ტალღის აღმავალ ნიშნულზეა ანუ თანდათან ძლიერდება ახალი შტამის ცირკულაცია. რასაც ჩვენი პირველადი ანალიზი გვიჩვენებს, „ომიკრონის“ 951 შემთხვევაა ჩვენთან ლაბორატორიულად „ლუგარში“ დადასტურებული და აქედან დეტალურად შესწავლილია 621 ადამიანი, ვისაც ტელეფონით დაუკავშირდნენ ან შეხვდნენ, შესაბამისად ღრმა ეპიდ-კვლევა ჩაატარეს და ვიცით ამ 621 ადამიანის შესახებ მონაცემები. საშუალოდ,…

მეტი...

გაყიდული სამგზავრო აბონემენტების ნაწილი ერთწლიან ბარათებზე მოდის

  “საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ულიმიტო სამგზავრო აბონემენტების გაყიდვების ნახევარი ერთწლიან ბარათებზე მოდის”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „სააბონემენტო სისტემა ნაწილია იმ სატრანსპორტო რეფორმის, რაც წამოვიწყეთ. 5 იანვრიდან გაყიდვაშია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ულიმიტო სამგზავრო ბარათები. გარკვეული რაოდენობა უკვე გაყიდულია და გაყიდვების ნახევარი მოდის ერთწლიან ბარათებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, მგზავრობის ინტეგრირებული სისტემა ევროპული სტანდარტია და დედაქალაქში პირველი თებერვლიდან ამოქმედდება. „ეს არის ევროპული სტანდარტი, როდესაც მგზავრები სარგებლობენ ვადიანი ულიმიტო სამგზავრო აბონემენტებით. აღნიშნული სისტემის შესახებ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, ბევრი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. თითქოს, მგზავრობის…

მეტი...

„ორჯერადად აცრილებიც ინფიცირდებიან“ – მაია  ბუწაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

​ექიმ-ინფექციონისტის, მაია ბუწაშვილის განმარტებით ახალი შტამით დაინფიცირების ალბათობა ორჯერ ვაქცინირებულ პირთა შორისაც მაღალია. როგორც ინფექციონისტმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ინფიცირება ე.წ. ბუსტერ დოზით აცრილებშიც ხდება. “შესაძლოა დაინფიცირდნენ ისინი, ვინც არის ვაქცინირებული და ვისაც აქვს გადატანილი ვირუსი. ვაქცინირებულებში ეფექტურობა 20%-მე დაეცა, ბუსტერ გაკეთებულებში 70-75% ვაქცინის ეფექტურობა. თუმცა, ორი ვაქცინა ვისაც აქვს გაკეთებული ინფიცირების პროცენტი მაღალია მათში, მაგრამ გართულებების და ჰოსპიტალში მოხვედრის ალბათობა დაბალია სრულად აუცრელებთან შედარებით, “ – განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”. მისი თქმით, ბუსტერ დოზით აცრილებში ვირუსისგან დაცვის პროცენტულობა ბევრად მაღალია.  

მეტი...

„როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც “ომიკრონის” გავრცელება დაიწყო” – მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

​ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა დღეს “მედიაცენტრ მთავარში” ეპიდვითარებაზე და ახალ შტამზე –  „ომიკრონზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გავრცელება საქართველოშიც სწრაფი ტემპით დაიწყო. “ისევე როგორც მთელ მსოფლიოში საქართველოშიც ომიკრონის გავრცელება დაიწყო. ჩვენ არ ვიცით, რეალურად რამდენი პროცენტი მოდის ახალ შტამზე, მაგრამ ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ვიცით, რომ ეს შტამი ხდება დომინანტი. უამრავ ქვეყანაში წამყვანია მისი დომინირება „დელტაზე“.  იმ ქვეყნების მონაცემებით, სადაც ის  გავრცელების პიკს აღწევს, ვიცით  რომ მიმდინარეობა აქვს  მსუბუქი დელტა შტამთან შედარებით.  ვინაიდან ძალიან ბევრ ადამიანს აინფიცირებს აბსოლუტურ რიცხვებში ძალიან ბევრი ადამიანი ხდება ავად და შესაბამისად, ის დაბალი…

მეტი...

„დაპირება მიკროავტობუსების სრულად ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, შესრულებულია“ – კახა კალაძე

 თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც მიკროავტობუსების სრულად ჩანაცვლებას ეხებოდა, შესრულებულია. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 1 000 ერთეული მიკროავტობუსი უკვე თბილისშია, რომელიც ეტაპობრივად გაეშვება ქსელში და რამდენიმე დღეში ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებს სრულად ჩაანაცვლებს. „რეფორმა, რომელიც 2017 წელს დავიწყეთ და გრძელდება, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, ფაქტობრივად, ჩავანაცვლეთ ავტობუსების პარკი. ხედავთ, რომ არც ერთი ე.წ. ყვითელი ავტობუსი აღარ დადის ქალაქში. ჩემი დაპირება, რომ ქალაქში ე.წ. ყვითელი ავტობუსები აღარ იმოძრავებდა და ისინი ჩანაცვლდებოდა, შესრულებულია. პარალელურად, ასევე დაპირება გვქონდა მიკროავტობუსების განახლებასთან დაკავშირებით. უკვე თბილისშია 1 000 ერთეული მიკროავტობუსი, რომელიც…

მეტი...

პენსიონერები მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერებს მიიღებენ

„მიმდინარე წლის ერთ-ერთი პირველი პროგრამა, რომელიც დღეიდან ამოქმედდება,  მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამაა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ პროგრამის ბენეფიციარები თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირები იქნებიან, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 200 000–ს არ აღემატება.  „ეს არის ყოველწლიური და არა ერთჯერადი ვაუჩერი, რომლის გამოყენება ბენეფიციარებს მათი შეხედულებისამებრ, ექიმის დანიშნულებიდან გამომდინარე, მთელი წლის განმავლობაში, ლიმიტის ამოწურვამდე შეეძლებათ. მოქალაქეს ვაუჩერის მისაღებად მერიაში ან რაიონის გამგეობაში მისვლა არ დასჭირდება და კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთანავე, ავტომატურად გახდება პროგრამის მოსარგებლე“, – განაცხადა კახა კალაძემ. მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა…

მეტი...

სამთო კურორტებზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა  

„მნიშვნელოვანია, რომ სამთო კურორტებზე ჩასულმა დამსვენებლებმა მაქსიმალურად დაიცვან ქვეყანაში არსებული წესები და რეგულაციები“ – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ კვლავ გრძელდება 200 ლარიანი წახალისება 50 წელზე ზემოთ პირებისთვის. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო ინტენსიფიკაცია და ბუსტერ დოზების გაკეთება. „ტენდენცია აჩვენებს, რომ სამთო კურორტებზე არის განსაკუთრებულად მომეტებული ინფიცირების შემთხვევები, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია სამთო კურორტებზე ჩასულმა დამსვენებლებმა მაქსიმალურად დაიცვან ის წესები და რეგულაციები, რომელიც ქვეყანაში არსებობს. განსაკუთრებით აქცენტი უნდა გაკეთდეს პირბადის ტარებაზე, რადგან ეპიდემიის გავრცელების…

მეტი...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოზე ჰოსპიტალური სექტორის მზაობა განიხილეს

​ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე „ომიკრონის“ შტამის გავრცელების გავლენა და ჰოსპიტალური სექტორის მზაობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. აღინიშნა, რომ „ომიკრონის“ შტამს გავრცელების მაღალი სისწრაფე ახასიათებს, შესაბამისად, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით შესრულებას – პირბადის ტარებას, სოციალური დისტანციის დაცვას და ხალხმრავალი შეკრებების თავიდან აცილებას. ასევე ხაზი გაესვა ვაქცინაციისა და ე.წ ბუსტერ დოზებით აცრის მნიშვნელობას ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში დაავადების მსუბუქი მიმდინარეობისთვის. როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრის ბოლომდე გრძელდება 200-ლარიანი წახალისების ღონისძიება და იმ პირთა ასაკმა, რომლებიც თანხას კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ მიიღებენ,…

მეტი...

“დარჩით ამ ქალაქის გულშემატკივრად, მის მეგობრად და თანამოაზრედ” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2022 წელს 24-საათიანი შრომით, თბილისი იქნება კიდევ უფრო გამწვანებული, უფრო მეტი განახლებული ქუჩითა და ინფრასტრუქტურით, უფრო ხელმისაწვდომი სერვისებით. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ყველა გამოწვევა წარსულში დარჩება და განვითარების და აღმშენებლობის წელი იქნება. „კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას და მშვიდობას. 2022 წლის პირველ მთავრობის სხდომას ვიწყებთ სურვილით – ყველა გამოწვევა, რამაც შეგვაფერხა, ხელი შეგვიშალა, დარჩეს წარსულში და მიმდინარე წელი იყოს განვითარების, აღმშენებლობის, წარმატებების წელი ჩვენი ქვეყნის, ქალაქის და ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის. რასაკვირველია, პრობლემა უამრავია და მას ერთი ხელის მოსმით…

მეტი...

“საპარლამენტო ფრაქცია საშინელ სიტუაციაშია” – რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რომ მისმა პარტიამ ან აქტიური საპარლამენტო საქმიანობა უნდა დაიწყოს, ან საერთოდ დატოვოს პარლამენტი. რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საჭიროა პარლამენტიდან ბრძოლა და ყველა არსებული ბერკეტის გამოყენება, თორემ საპარლამენტო ფრაქცია ახლა ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია. „მოარული გამონათქვამი, რომ „რუტინაში ხომ არ მივიღებთ მონაწილეობას“, არის ზარმაცების მოგონილი. ყველგან უნდა ვიყოთ პარლამენტში: კომიტეტებში, პლენარულ სხდომაზე, მაგიდასთან, ტრიბუნაზე, კორიდორებში და „გარე პერიმეტრზეც“. სრულ კომფორტში ვამყოფეთ პარლამენტში „ქართული ოცნება“ ბოლო წლების განმავლობაში. ნაცვლად იმისა, რომ მინისტრებს პარლამენტში მოსვლის წინ ღამეები არ სძინებოდათ, მათი ვიზიტი ფორმალურ გასეირნებად იქცა. მიდგომა,…

მეტი...

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ“ – ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოს აკრიტიკებს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი საქართველოს მთავრობას უმოქმედობის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები და ქმედებები საქართველოს მთავრობას არ ჰქონია. „ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ახლანდელი მთავრობით. საქართველო უკრაინას მხარს უფრო აქტიურად უნდა უჭერდეს… საკმარისად არ გაგვიგია საქართველოს ხმა“ – აცხადებს ყოფილი ელჩი „ამერიკის ხმასთან“. ელჩის შეფასებით, საქართველოს 2008 წლის გამოცდილება დაავიწყდა. „იქნებ მე გამომრჩა, მაგრამ, მგონია, რომ არ გვინახავს მრავალმხრივი, აქტიური რიტორიკა, მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. რაიმე კონკრეტული დახმარების შეთავაზება, პრემიერ-მინისტრების ზარები და თქმა, რომ ჩვენ იგივე გავიარეთ 2008 წელს – რით შეგვიძლია დაგეხმაროთ, როგორ გაგიზიაროთ…

მეტი...

ვირუსით 46 ინფცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 264 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 985 შემთხვევა, აჭარა – 569, იმერეთი – 563, ქვემო ქართლი – 205, შიდა ქართლი – 282, გურია – 145, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 290, კახეთი -192, მცხეთა-მთიანეთი -131, სამცხე-ჯავახეთი – 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -40.  

მეტი...

ვირუსით 5 486 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 57 546 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 5 486  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 893  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  9.53 %. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  968 313-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.10% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.63%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 893 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 916 421.

მეტი...

„ომიკრინი“ სამედიცინო პერსონალსაც დაუდასტურდა

ყელის ტკივილი და ქავილი, წელის ძლიერი ტკივილი, გულისრევა და სხვა გრიპისმაგვარი სიმპტომები – ეს კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის ძირითადი სიმპტომებია. „ომიკრონის“ ვირუსი ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამედიცინო პერსონალსაც დაუდასტურდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, თანამშრომელს სახვა თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია, ის სახლის პირობებში იმყოფება და იზოლირებულია. მისი მდგომარეობა გართულებული არ არის და მსუბუქად მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგების გათვლით, იანვარი პანდემიის მხრივ საკმაოდ საშიში პერიოდია. კლინიკებში დატვირთვა სერიოზულად გაიზარდა. ომიკრონის მავნებლობა სხვა შტამებთან შედარებით იმითაც არის განპირობებული, რომ ერთ ინფირცირებულს, გარშემომყოფების სრულად დაინფიცირება შეუძლია. ეპიდემიოლოგები დღეში 5- 6000 ინფიცირების  შემთხვევას ელოდებიან. ვირუსი ორჯერადად აცრილებშიც მარტივად…

მეტი...

ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება

როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება. „დელტა“ შტამს „ომიკრონი“ ანაცვლებს და პროცესი იმდენად სწრაფად ხდება,  დადებითობის მაჩვენებელმა 12%-ს მიაღწია. ჩატარებული კვლევების მიხედვით, ე.წ. ბუსტერ დოზა ახალი მუტირებული შტამის წინააღმდეგ საკმაოდ მნიშვნელოვანია. ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, „ომიკრონის“ მავნებლობაზე, კლინიკური სექტორის გადატვირთვასა და მოსალოდნელ შედეგებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ექიმ-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ისაუბრებს.  

მეტი...

ყაზახეთში არეულობის შედეგად დაკავებულთა რიცხვი 10 000-მდე გაიზარდა

ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები და დაპირისპირება ამ ეტაპზე არ ხდება, თუმცა, დაკავებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ბოლო მონაცემებით, დაკავებულია 10 000-მდე აქტივისტი, რომლებსაც არეულობასა და დაპირისპირებაში პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობა აქვს მიღებული. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობამ 150 ადამიანს გადააჭარბა. ჩაკეტილია სახელმწიფო საზღვარი, მათ შორის მედიისთვისაც კი. ქვეყანაში დაბრუნებას მხოლოდ ადგილობრივები ახერხებენ. ყველგან სამხედროები და პოლიციელები არიან განლაგებულები, რომლებიც ვითარებას აკონტროლებენ. დაკავებულთა დიდ ნაწილს სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებას უყენებენ. გადამწვარია მაღაზიები, დაწესებულებები და დარბეულია სხვადასხვა ობიექტები. ქვეყანაშ ამ დრომდე რჩებიან “კოლექტიური უსაფრთხოების“ სამხედრო ძალები. უფრო მეტიც, ყაზახეთში მათი შეყვანა გრძელდება.  

მეტი...

რომის პაპი მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს

აცრის წახალისებაში რომის პაპიც ერთვება. პაპი ფრანცისკე მრევლს მიმართავს და ურჩევს, არასწორ ინფორმაციას ნუ ენდობიან და არჩევანი სიცოცხლის გადარჩენისკენ გააკეთონ. „მართალია,  აცრები განკურნების ჯადოსნური საშუალება არ არის, თუმცა, ყველაზე გონივრული გადაწყვეტაა დაავადების პრევენციისთვის. ხშირ შემთხვევებში, უსაფუძვლო ინფორმაცია და დაუდასტურებელი ფაქტები, რეალობას ამახინჯებს და ადამიანებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ყველას  ეკისრება პასუხისმგებლობა, ვიზრუნოთ საკუთარ თავზე და ჩვენს ჯანმრთელობაზე. ჯანმრთელობა მორალური ვალდებულებაა“, – ასეთია პაპის მოწოდება.  

მეტი...