ხორცი ციფრულდება, ხორცპროდუქტები QR კოდით გაიყიდება

გაზაფხულიდან, ბაზრებსა და მაღაზიებში ხორცი  QR კოდით გაიყიდება. ხორცპროდუქტები ციფრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მობილური ტელეფონის საშუალებით, მომხმარებელს საშუალება ექნება, გაიგოს  რა ცხოველის ხორცია, რა ასაკისაა, როდის დაიკლა და ასე შემდეგ. ინიციატივა მომხმარებლებს კანონდარღვევებისა და ბაზარზე უვარგისი თუ გაურკვეველი წარმოშობის  ხორცის გამოჩენისგან დაიცავს, რაც ბაზარზე საკმაოდ მომრავლდა.  

მეტი...

ჩინეთი ყაზახეთს მხარდაჭერას უცხადებს და დახმარებას სთავაზობს

ჩინეთი მზადაა, ყაზახეთს ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებაში დაეხმაროს. ის მეზობელს საპოლიციო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას სთავაზობს და „გარე ძალების“ ჩარევისგან თავდაცვის ნაწილში ხელს უწვდის. ჩინეთის საგარეო მინისტრსა და ყაზახეთის საგარეო მინისტრს შორის კომუნიკაცია უკვე შედგა. საუბრის დეტალები უცნობია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მხარეების დახმარების ფორმატზე შეთანხმდნენ. „ყაზახეთში ბოლოდროინდელი არეულობა აჩვენებს, რომ ვითარება ცენტრალურ აზიაში კვლავ მძიმე გამოწვევების წინაშე დგას. ზოგიერთ გარე ძალას არ სურს მშვიდობა და სიმშვიდე ჩვენს რეგიონში“, – აცხადებენ  ჩინეთის საგარეო უწყებაში. ინფორმაციისთვის, ყაზახეთის პრეზიდენტი ქვეყანაში დაწყებულ ქაოსსა და დაპირისპირებას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს.  

მეტი...

„ამით არ შემოვიფარგლებით, გაგრძელდება განახლების აქტიურ პროცესი“ – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობაში“ ცვლილებებია. კერძოდ,  პოლიტსაბჭო კობა ნაყოფიამ გადაიბარა. ნიკა მელია კი, დროებით, პარტიის თავმჯდომარეობის გარდა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობაც შეითავსებს. პარტიაში განხორციელებული ცვლილებები ნიკანორ მელიამ გააჟღერა და აღნიშნა, რომ ცვლილებები ამით არ სრულდება. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტს პეტრე ცისკარიშვილი დაიკავეს.

მეტი...

„მთლიანად აქვთ დაკარგული რეალობის გრძნობა“ – მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი ციხიდან

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს და ისევ ვადამდელ არჩევნებზე საუბრობს. როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, რაც უფრო ხშირად იტყვიან, რომ არჩევნები არ იქნება, მით მეტად მიუახლოვდებიან არჩევნებს. „ივანიშვილის პრემიერის დღევანდელი ცინიზმი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს – მათ  მთლიანად აქვთ დაკარგული რეალობის გრძნობა და მათგან მხოლოდ ცუდს უნდა ველოდოთ. რაც უფრო ხშირად გაიმეორებენ ივანიშვილის „რაც გინდა ის უწოდეები“, რომ ქვეყანაში არჩევნები არ იქნება, მით უფრო სწრაფად ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები. ქართველმა ხალხმა უკვე ბოლო სამ არჩევნებზე გასცა რეჟიმს პასუხი და ვინაიდან არჩევნები, როგორც ინსტიტუტი გაუქმებულია, ამჯერად უპასუხებს ძალიან მძლავრი, სამოქალაქო პროტესტით ქუჩაში –…

მეტი...

“ოპტიმისტურადაა და მიაჩნია რომ მისი აქ ყოფნა დროებითია” – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე 

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. როგორც პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსული ალასანია აცხადებს, მისი შვილის მდგომარეობა გაუარესებულია. „ყველაფერი ახალი იყო ჩემთვის, რაც ვნახე, რადგან დიდი ხანია არ მინახავს. ვილაპარაკეთ იმ სიმპტომებზე, რაც აქვს ამჟამად. ყველაფერი იგივეა, ოღონდ, გაუარესებულ მდგომარეობაში. ხელის დაბუჟება, ფეხის, თავის ტკივილი გაიზარდა. მთავარი თხოვნაა, ექიმები შეუშვან, ეს აუცილებელია. მთავარია, ექიმებს ქონდათ შესაძლებლობა მისი ნახვის. გასასინჯია. რეალურად, გასინჯულიც არ ყოფილა ნორმალურად  შესაბამისი გამოკვლევა მას არ ჩატარებია. მგონი. ფიქრობენ ახლა როგორ უნდა მოხერხდეს ეს ტექნიკურად. მთავარია, ექიმები უნდა შემოუშვან. თვითონ ოპტიმისტურადაა და მიაჩნია, რომ მისი აქ ყოფნა დროებითია“…

მეტი...

„ოპოზიცია – აქციოლოგი“ – დავით სერგეენკოს შეფასება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის ვიცე სპიკერი  დავით სერგეენკო ოპოზიციის წარმომადგენლებს „აქციოლოგებს“ უწოდებს და ისურვებდა, ისინი საქმით იყვნენ დაკავებულები. „ოპოზიციის ნაწილი უკვე აქციოლოგად ჩამოყალიბდა, ეს მათი ნება და მათი უფლებაა…კარგი იქნებოდა ყველა პარტია დაკავებული იყოს იმით, თუ როგორ ჩამოაყალიბოს მწყობრი სტრატეგია.  ვისურვებდი, კონკრეტული ხედვა მოვისმინო ქვეყნის განვითარების, თუმცა, ისინი არიან ვიწრო სპეციალიზაციით აქციების მიმართულებით. არ მგონია, ეს ქვეყნისთვის კარგი იყოს“ – განაცხადა სერგეენკომ მედიასთან.  

მეტი...

პუტინის განცხადებით, ყაზახეთში შეიარაღებული ძალები მანამ დარჩებიან, სანამ პრეზიდენტი საჭიროდ ჩათვლის

ვლადიმერ პუტინი ყაზახეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და თვლის, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალები ყაზახეთში მანამ უნდა დარჩნენ, სანამ ამის საჭიროებას თავად ყაზახეთის პრეზიდენტი დაინახავს. „ყაზახეთის სახელმწიფოებრიობის წინაშე საფრთხე სულაც არ არის გამოწვეული საწვავის ფასის გამო დაწყებული სტიქიური საპროტესტო აქციებით. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ სიტუაციით ისარგებლეს დესტრუქციულმა შიდა და გარე ძალებმა. ისინი, ვინც ხელში იარაღი აიღო და სახელმწიფოს თავს დაესხა, სრულიად სხვა ხალხია და მათ სხვა მიზნები აქვთ.  აქტიურად გამოიყენებოდა პროტესტების ძალოვანი და საინფორმაციო მხარდაჭერის ელემენტები, რაც „მაიდანის“ ტექნოლოგიებისთვის არის დამახასიათებელი“ – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში…

მეტი...

რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა

პოეტი და საზოგადო მოღვაწე რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ცნობილი პოეტის შემოქმედება მკითხველმა 1957 წლიდან იხილა. ლექსებისა და პოემების გარდა, რეზო ამაშუკელს არაერთ წიგნზე აქვს ნამუშევარი. ის იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი; შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე. ასევე, არის თბილისის საპატიო მოქალაქე. მიღებული აქვს ღირსების ორდენი.  

მეტი...

ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი იციან

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ბრალდებულთან პირადი ექიმის შეშვებას ითხოვენ. როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერაფერს ამბობენ, რადგან, მასთან პირად ექიმს არც უშვებენ. „სააკაშვილის პირადი ექიმის არ დაშვება ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და ააშკარავებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების და იუსტიციის სამინისტროს მიზანი ნამდვილად არ არის სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.  

მეტი...

ადვოკატები მიხეილ სააკაშვილთან დახურულ კომუნიკაციას ითხოვენ და დახმარებისთვის ადვოკატთა ასოციაციას მიმართავენ

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მათ დასაცავ პირთან დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და დახმარებას ითხოვენ. როგორც ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალიტებს განუცხადა, მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა ყოფილ პრეზიდენტთან დახურული კომუნიკაცია. „დღემდე უკანონოდ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან მის მკურნალ ექიმს. ეს იმ პირობებში, როდესაც მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს არის მნიშვნელოვანი და არსებითი დარღვევა სააკშვილის ფუნდამენტური უფლებების. ასევე, ადვოკატებს არ გვაძლევენ პერსონალურად დახურული ფორმის კომუნიკაციის საშუალებას, რაზეც არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება. საჯაროდ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა კანონით დადგენილი წესით სააკაშვილთან კომუნიკაციის და ამ პროცესში დახმარებას ვთხოვთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, სახალხო დამცველს და ნებისმიერ დაწესებულებას,…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო მედიკამანტები შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატები რამდენიმე კვირაში შემოვა. „რამდენიმე კვირაში დამატებით გვექნება „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები, რომლებიც საკმაოდ დიდი ეფექტურობით გამოირჩევა. ასევე, დღეიდან ჯანმო-ს ადგილობრივი ოფისის და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ჰოსპიტლების ადგილზე მონიტორინგს ახორციელებენ, როგორც ინფექციის კონტროლის, ასევე რეანიმაციის და კოვიდინფიცირებულების მკურნალობის კუთხით“ – განაცხადა მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.  

მეტი...

საქართველოში ყოველდღიურად ვირუსით ინფიცირების 3 000-მდე შემთხვევა ფიქსირდება

ჯანდაცვის ახალი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ქვეყანაში „ომიკრონთ“ ინფიცირების შემთხვევები მზარდია. მისივე შეფასებით, სისტემა ყველა გამოწვევისთვის მზად არის. „გასული სადღესასწაულო დღეებიდან გამომდინარე, გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ზრდა. საშუალოდ ყოველდღიურად 3 000 შემთხვევამდე გვაქვს, საიდანაც 1000-მდე შემთხვევა ახალი შტამი „ომიკრონია“. შეიძლება დადებითად ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ „ომიკრონის“ მიმდინარეობა არის საკმაოდ მსუბუქი. გაზრდილი ინფიცირების მაჩვენებლიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად გვაქვს გაზრდილი პაციენტების ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა“ – აღნიშნა მინისტრმა მთავრობის სხდომაზე. როგორც ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, შემცირებულია გარდაცვალების რაოდენობა.

მეტი...

„შევქმნით ათიათასობით ახალ სამუშაო ადგილს“ – მთავრობა სოციალურ პოლიტიკაზე

„ჩვენ უნდა შევცვალოთ არსებული სოციალური პოლიტიკა,  მოსახლეობას უნდა შევუქმნათ სამუშაო ადგილები და შევამციროთ სიღარიბე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ წელს“ აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე და აღნიშნული პროექტი მიმდინარე თვიდან დაიწყება. „დავიწყეთ უკვე მუშაობა საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე, ინიციატივაზე. ბატონი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჯგუფი იყო წასული ევროპაში. რამდენიმე ქვეყნის პრაქტიკული მაგალითი დაამუშავეს და ჩვენ უკვე იანვრიდან ვიწყებთ ამ პროექტს.  შევქმნით ათიათასობით ახალ სამუშაო ადგილს. უნდა შევცვალოთ არსებული სოციალური პოლიტიკა და მოსახლეობას უნდა შევუქმნათ სამუშაო ადგილები და შევამციროთ სიღარიბე. ეს უნდა იყოს…

მეტი...

მედიკამენტების ფასი შემცირდება

  „ამ კვირაში უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი პროგნოზით, მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს; ასევე ვიმუშავებთ კანონმდებლობაზე, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სიტუაციას ამ მიმართულებით. ჩვენი დაპირება შესრულდა – აზარტული თამაშების საკითხი დარეგულირდა ქვეყანაში. პარლამენტს კიდევ ერთხელ მადლობა, რომ მიიღეს შესაბამისი კანონი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა ასევე ისაუბრა მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მიმდინარე კვირაში იქნება მიღებული გადაწყვეტილებები. „კიდევ ერთი დაპირება, რაც ჩვენ გვაქვს მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, ამ თემაზე ჩვენ  ამ კვირაში უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი პროგნოზით, მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს.…

მეტი...

„სამი წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, 2022 წელს მთავრობის პირველი სხდომა გაიმართა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, არანაირი ვადამადელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება. „მომდევნო სამი წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება, პოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და დასტაბილურებულია. ახლა უნდა ვიმუშაოთ.  საქმე, საქმე და საქმე. მხოლოდ საქმეზე უნდა ვიფიქროთ და მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმაროთ“ – განაცხადა პრეიერმა მთავრობის სხდომაზე.  

მეტი...

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოში ეკონომიკა იზრდება

„2021 წელს ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას“ – – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწრაფმა ეკონომიკურმა აღდგენამ მთავრობას საშუალება მისცა, მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინა ძირითადი ფისკალური პარამეტრები. „სწრაფმა ეკონომიკურმა აღდგენამ საშუალება მოგვცა მნიშვნელოვნად გაგვეუმჯობესებინა ძირითადი ფისკალური პარამეტრები, კერძოდ: მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით მთავრობის ვალი დაგეგმილი 60,1%-ის ნაცვლად 50%-მდე შემცირდა; ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი თავდაპირველად დაგეგმილი 7,6%-ის ნაცვლად, შემცირდა მშპ-ს 6.1%-მდე; ასე, რომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შეჯამებისთვის, რომ 2021 წელს ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

„ომიკრონით“ დაინფიცირების შემთხვევები 26-დან 816-მდე ავარდა

​კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი მთელ მსოფლიოში დიდი სისწრაფით ვრცელდება. საქართველოში, დღევანდელი მონაცემებით, „ომიკრონის“ 816 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა.  

მეტი...

ვირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა 1 094-ია

საქართველოში, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 35 363-ია. აქედან:  4 409 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 919 აჭარაში – 595, იმერეთში – 761. მძიმე პაციენტია 1 094 პირი, მათ შორის, თბილისში – 522, აჭარაში – 133, იმერეთში – 263. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 280 პირი,  მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 42, იმერეთში – 25. 1 694 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 177 – თბილისში, 402 – აჭარაში. 29 260 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 65, ხოლო აჭარაში – 4. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 9 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე…

მეტი...

ვირუსით 31 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 085 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 913 528. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 218 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 953 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 925 შემთხვევა, აჭარა – 336, იმერეთი – 218, ქვემო ქართლი – 80, შიდა ქართლი – 65, გურია – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 126, კახეთი -63, მცხეთა-მთიანეთი -26, სამცხე-ჯავახეთი -34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3.  

მეტი...

ვირუსით 2 953 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 745 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 953  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 085   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  11.47%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  962 827-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.76% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.57%.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

საშობაო არდადეგების დასრულების შემდეგ, ჩვეულ სამუშაო რეჟიმს სასამართლოც უბრუნდება. შესაბამისად, დღეს განახლდება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონო ფაქტს ეხება. საუბარია საზღვრის კვეთაში ხელშეწყობასა და დახმარებაზე, რისთვისაც 4 ადამიანია დაკავებული. დაკავებულები ბრალდებას აღიარებენ და გამოძიებასთან თანამშრომლობენ. სასამართლო პროცესი 12:00 საათზე დაიწყება. ბრალდებულები არიან: გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, შალვა და ზურაბ წოწორიები.

მეტი...

ყაზახეთში დაღუპულებს გლოვობენ

დღეს ყაზახეთში გლოვის დღეა. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, დიდი მსხვერპლის გამო, 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში არეულობისა და დაპირისპირების შედეგად 160-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. დაშავებულია ასობით ადამიანი, დაკავებულია 6 000-ზე მეტი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ყაზახეთში სიმშვიდეა და ვითარება კონტროლდება.

მეტი...

„2020 წელი ტურიზმის სექტორისთვის არც არსებობა, თუ არ ავიცრებით ტურიზმიც არ გვეყოლება“ -შალვა ალავერდაშვილი

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებლის –  შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, უცხოეთიდან შემომსვლელი ტურისტი, პანდემიის პირობებში ყურადღებას აქცევს ქვეყანაში აცრის მაჩვენებელს. მისი შეფასებით, თუ ქვეყანაში ვაქცინაცია ასეთი დაბალი იქნება, ტურისტების ნაკადს არც უნდა ველოდეთ. „აცრას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. როცა ადამიანი ამბობს, რომ ეს მას არ ეხება და უნდა აიცრება – უნდა არა, ეს ეკონომიკის დონეს დაბლა აგდებს. ტურისტი ყოველთვის უყურებს ქვეყანაშია აცრილი ადამიანების სტატისტიკას. ამის შესაბამისად იქნება მისი გადაწყვეტილებას. აცრის მხრივ,  რაც უფრო დაბალი მაჩვენებელი გვექნება, მით ურო   დაბალია რისკი საზღვარგარეთიდან ტურისტების მოზიდვის“ – განაცხადა ალავერდაშვილმა „მედიცენტრ მთავართან“. მისივე შეფასებით, 2020 წელი…

მეტი...