ყაზახეთიდან ქუთაისში თვითმფრინავი დაფრინდა

საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც ყაზახეთში იყვნენ ჩარჩენილები და დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ, ქუთაისის აეროპორტში დაეშვნენ. არეულობის შემდეგ, ყაზახეთიდან, ქუთაისი-ნურ-სულთანის რეისი პირველად შესრულდა. როგორც საქართველოში დაბრუნებულები აცხადებენ, ურთულესი გზა გამოიარეს,  ყველაფერი დაკეტილია და ქაოსია.

მეტი...

ყაზახეთიდან საქართველოს მოქალაქეებს აბრუნებენ

ყაზახეთში შექმნილი ურთულესი და დაძაბული ვითარების გამო გადადებული ავიარეისები დღეს შესრულდება. კერძოდ, როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დღეს სამ მოქალაქეს ჩამოიყვანენ. „ამ დროისთვის საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით კომპანია FlyArystan-ის მიერ ქუთაისი-ნურ-სულთანის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისით  სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს 3 მოქალაქე , ხოლო იმ შემთხვევაში თუ შესრულდა ქალაქ აქტაუს მიმართულებით რეისი, ამ დროისთვის სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს საქართველოს 60 მოქალაქე. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58. ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო,…

მეტი...

საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელმა დაიკლო

საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელმა 100 ქულიდან 36.31-მდე დაიწია. ასეთია საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის  2021 წელს ანგარიში. რც შეეხება თავისუფლების ინდექსს, 2021 წელს, საქართველოში თავისუფლების მაჩვენებელი 100-დან 60 ქულით შეფასდა. ანგარიშის მიხედვით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიას მიეკუთვნება. რაც შეეხება ინტერნეტის თავისუფლების, ამ მაჩვენებელში საქართველომ 100-დან 77 ქულა მიიღო.  

მეტი...

დიდი მსხვერპლის გამო, ყაზახეთში ეროვნული გლოვის დღე გამოცხადდა

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ყაზახეთში განვითარებული მასობრივი არეულობისთვის დაკავებულია 4 000-მდე ადამიანი. მსხვერპლიც დიდია. მსხვერპლის დიდი რაოდენობის გამო, 10 იანვარი ყაზახეთში ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. პრეზიდენტ  ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვედანაყოფების მიერ უსაფრთხოების ფუნქციების შესრულებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის დედაქალაქში ძალოვანი სტრუქტურების ნაწილის გათავისუფლება. პრეზიდენტის ბრძანებით, შეიარაღებულ ძალებს უფლება მიეცათ, ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გაეხსნათ. დაკავებულებს შორის არის ყაზახეთის უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, ქარიმ მასიმოვი. ის სახელმწიფო ღალატისთვის დააკავეს. ყაზახეთში ვითარება ჯერ ისევ რთულია. მთელ ქვეყანაში ისევ  საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.  

მეტი...

რუსული მედიის ინფორმაციით, ნაზარბაევი შესაძლოა ჩინეთში იმყოფებოდეს

ყაზახეთში ვითარება ისევ დაძაბულია. პროტესტი გრძელდება. არიან ასობით  დაკავებულები, დაშავებულები და გარდაცვლილებიც. რუსული მედიის ინფორმაციით, გაქცეული პრეზიდენტი თავს ჩინეთს აფარებს. „ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, შესაძლოა, ჩინეთში იმყოფებოდეს“ – წერს რუსული გამომცემლობა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყაზახეთში რჩება ნაზარბაევის უფრო ძმა, ბოლათ ნაზარბაევი.  

მეტი...

დახარვეზებული ავტომანქანები ტექდათვალიერებას ნათხოვარი ნაწილებით გადიან – როგორია თაღლითური სქემა?!

2018 წლიდან საქართველოში ავტომანქანების ტექნიკურ ინსპექტირება სავალდებულოა.  რეალურად კი ინსპექტირებას ავტომანქანების მხოლიდ 57% გადის. დანარჩენები კი გაუმართავი და საშიში ავტომანქანებით გადაადგილდებიან, მათ შორის საკმაოდ ბევრი ტაქსია. ოფიციალური სტატისტიკით, 57%-დან 30% ხარვეზდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გაუმართავია და პრობლემა 1 თვის ვადაში უნდა გამოასწოროს. ამ პერიოდში კი ხელახალი ინსპექტირება უფასოა. თუმცა, „დაბრაკული“ ავტომანქანები ხარვეზს არ ასწორებენ და ინსპექტირების ცენტრებში არ ბრუნდებიან. „განმეორებითი ინსპექტირება ერთი თვის ვადაში არის უფასო. აქედან გამომდინარე, მოტივაცია რომ იმიტომ არ მიდის, რომ თანხა აქვს გადასახდელი, არ არსებობს.  მათ ურჩევნიათ იარონ ასეთი დახარვეზებული მანქანით, ვიდრე მის შეკეთებაში…

მეტი...

„პანდემია ომიკრონით არ სრულდება“ – დევი ტაბიძე

სამი ვირუსის – „დელტას“, „ომიკრონისა“ და გრიპის ფონზე, მედიკოსები რეგულაციების გამკაცრების და მეტი კონტროლის ინიციატივით გამოდიან. როგორც პროფესორმა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, უნდა ვიცხოვროთ ვირუსთან ერთად. „არა ბატონებო, ვამბობ, რომ „ომიკრონს“ პანდემიის დასასრულად არ მივიჩნევ. დღეს ბუნებაში 3 000-ზე მერი ვირუსია გავრცელებული, თუმცა, არც ერთს ვებრძვით. ის არსებობს ჩვენთან ერთად და ჩვენ მასთან ერად, ჩვენ გვიყალიბდება იმუნიტეტი და ამაშია მიკრობიოლოგია, ეპიდემიოლოგია და ესაა ჩვენი, ექიმების საქმე. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მათთან ერთად თანაცხოვრება, სხვა გამოსავალი არ გვაქვს“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“. მისივე შეფასებით, ქალაქში, საახალწლო ღონისძიებებზე მეტი სიფრთხილეა…

მეტი...

ვირუსით 28 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 156 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 622 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 597 შემთხვევა, აჭარა – 343, იმერეთი – 179, ქვემო ქართლი – 84, შიდა ქართლი – 111, გურია – 48, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 78, კახეთი -101, მცხეთა-მთიანეთი -48, სამცხე-ჯავახეთი -30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3.

მეტი...

ვირუსით 2 622 ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსის 2 622 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 126 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 7 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 727 პაციენტი, გარდაიცვალა 46.    

მეტი...

„ომიკრონი,“ „დელტა“ და გრიპის ვირუსი – სამივეს გადაკვეთა ხდება

„ვირუსის მეექვსე ტალღა უკვე დაიწყო, თან ისე, რომ მეხუთე ჯერ არ დამთავრებულა“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავართან“ კლინიკურმა ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ გააკეთა. მისივე შეფასებით, მეხუთედან მეექვსე ტალღაზე შედარებით რბილად გადავდივართ. „ომიკრონის“ გავრცელებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ვითარებაც საკმაოდ დამძიმებულია მთელ ევროპაში. მაგალითად, ისეთი ღონისძიება, როგორიცაა ბრაზილიაში საოცნებო კარნავალი, ისიც კი გადაიდო. მთელ მსოფლიოში „ომიკრონის“ მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ბევრ შემთხვევაში მოხდა „ომიკრონისა“ და „დელტას“ გადაკვეთა. ამას დაემატა სეზონური გრიპიც, ეს ყველაფერი ერთად ამძიმებს და ართულებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, თანა იმ ფონზე, როცა ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მეტი...

„ომიკრინი“ არ არის ბოროტი მიკრობი

მსოფლიოს პრაქტიკითა და ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, „ომიკრონი“ ე.წ.  მავნე და დამანგრეველი ვირუსების კატეგორიაში არ გადის. როგორც პროფესორმა, კლინიკურმა ექსპერტმა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ჯერჯერობით, ის საკმაოდ მსუბუქად მიმდინარეობს. „ერთადერთი დადებითი, რაც ომიკრონს აქვს, არის ის, რომ არ არის ბოროტი მიკრობი და ვირუსი. ის არ გამოიწვევს ძალიან დიდ უარყოფით შედეგებს. ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს. შესაძლებელია, კარგი მენეჯმენტის შემთხვევაში, ოჯახის ექიმებმა სწორად მართონ ბინაზე თუ კოვიდ სასტუროებში პაციენტები, ისე რომ, არ მოხდეს კლინიკების გადატვირთვა. ეს არის მთავარი პრობლემა, რაც შეიძლება დადგეს“ – აღნიშნა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“. პროფესორი საქართველოს მოსახლეობასაც მიმართავს…

მეტი...

იანვრის ბოლოდან, დღეში 5-6000 ინფიცირებულს ელოდებიან

პროფესორის, კლინიკური ექსპერტის დევი ტაბიძის შეფასებით, კორონავირუსის მხრივ დღევანდელი ციფრები საგანგაშო არ არის, თუმცა, იანვრის ბოლოდან ვითარება შეიცვლება. „ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაში ვართ, თუმცა, ციფრები აუცილებლად გაიზრდება. მინიმუმ 5-6000-მდე ავა ინფიცირება და ეს მონაცემები იანვრის ბოლომდე თებერვლის შუა რიცხვებამდე ასეთი იქნება. სამწუხაროა, რომ გავრცელება ძალიან სწრაფია, მოცვა ძალიან დიდია და რაოდენობრივი მახასიათებელიც ძალიან მაღალია“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მეტი...