„მრავალრიცხოვანი საპროტესტო ნაკადული ერთ მძლავრ, ფართო საპროტესტო მდინარედ ვაქციოთ“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი მორიგ გზავნილს ავრცელებს, რომელიც ქვეყანაში საპროტესტო მუხტის აწევას უკავშირდება. როგორც მესამე პრეზიდენტი წერს, წყალს უნდა  გავატანოთ ყველაფერი, რაც ხელს გვიშლის საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად ცხოვრებაში. “აი რა ხდება, როცა თავს აცხადებ რუსული გავლენის სფეროს ნაწილად და დასავლეთიდან დისტანცირდები. დღეს დაიწყო ფართომასშტაბიანი შეჭრა ОДКБ-ს საფარქვეშ მოქმედი რუსული ჯარების ყაზახეთში, სადაც მთელი ხალხი აჯანყებულია სოციალური უსამართლობის, კორუფციის და არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ ყაზახეთის ხელმძღვანელობა საკუთარ ხალხს დაახოცინებს რუს, სომეხ და სხვა მეზობლების ჯარისკაცებს. გვინდა ჩვენ ასეთი სცენარი ჩვენი ქვეყნისთვის? რა თქმა უნდა, არა და თუ არა –…

მეტი...

„მარკეტში” შევიდა, მოლარე ოპერატორს ძალის გამოყენებით სალაროდან თანხა გასტაცა და გაიქცა

პოლიციამ თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით ერთი ადამიანი დააკავა. როგორც უწყებაში აცხადებენ, დამნაშავეს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ნ., ძარცვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 4 იანვარს, თბილისში, ვარკეთილში მდებარე “ბესტ მარკეტში” შევიდა, მოლარე ოპერატორს ძალის გამოყენებით სალაროდან თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ – აცხადებენ შსს-ში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”…

მეტი...

“იანვარში, თბილისის მაცხოვრებლებს ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის მიწოდება არ შეუწყდება” – გიორგი ფანგანი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა ბოლო შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი განცხადებით, იანვარში, თბილისის მაცხოვრებლებს ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის მიწოდება არ შეუწყდებათ. „დარიცხვებთან დაკავშირებით კომისიაში მოქალაქეთა ბევრი ზარი შემოვიდა. კომპანიებთან ერთად განვიხილეთ დარიცხვების საკითხი და როგორც „თელმიკო“ ასევე „ჯოჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იანვარში, შესაძლო გადაუხდელობის გამო,  მოქალაქეებს არ  შეუწყვეტენ მომარაგებას. მათ ექნებათ საშუალება, რომ დარიცხული თანხა დაფარონ მოგვიანებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებიან დარიცხვას, მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვმართონ ყველა საკითხის…

მეტი...

„მიხეილ სააკაშვილს დაიხსნის ქართველი ხალხი“- კობა ნაყოფია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ნაყოფიამ რუსთავის მე-12 დაწესებულება უკვე დატოვა, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს გამოხატულად აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები. „მიხეილ სააკაშვილი ისედაც უჩიოდა ძილის პრობლემებს და ახლა ამბობს, დროც არ მაქვსო, ძალიან ბევრს მუშაობს. ის ახლა მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე, ძალიან მალე წარუდგენს საზოგადოებას.  თქვა, რომ თუ არ იქნებიან ექიმები დაშვებული მასთან, იძულებული გახდება, მიმართოს პროტესტის უკიდურეს ფორმას და დაიწყოს შიმშილობა. მიხეილ სააკაშვილს დაიხსნის პირველ რიგში ქართველი ხალხი. ჩვენ გავშლით საპროტესტო მოძრაობას სრულიად საქართველოში და გარწმუნებთ ძალიან მალე”, – განაცხადა კობა ნაყოფიამ მედიასთან. მისივე შეფასებით, ის იმყოფება გონივრულად და არაჩვეულებრივ ფორმაშია, თუმცა,  აღენიშნება ნევროლოგიური…

მეტი...

ყაზახეთში „სამშვიდობო ძალები“ გაგზავნეს

მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის ყაზახეთში შეტაკებები გრძელდება.  ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია ათობით და დაშავებულია 350-მდე ადამიანი. ადგილზე მშვიდობის დასამყარებლად, სამშვიდობო ძალები გაიგზავნა. „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს 2022 წლის 6 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ ორგანიზაციის გაერთიანებული „სამშვიდობო ძალები“ ყაზახეთის რესპუბლიკაში შეზღუდული დროით, სიტუაციის სტაბილიზაციისა და ნორმალიზების მიზნით გაიგზავნა“ – აცხადებენ  კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამდივნოში. „სამშვიდობო ძალების“ შემადგენლობაში შედიან: სომხეთის, ბელარუსის, ყირგიზეთის, რუსეთისა და ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და კომენდანტის საათი დაწესდა.

მეტი...

ყაზახეთში, აქციის ათობით მონაწილე გარდაიცვალა

ყაზახეთში არეულობა ამ დრომდე გრძელდება. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ღამით  მომხდარ არეულობას და ფიზიკურ დაპირისპირებას  ათობით დემონსტრანტი ემსხვერპლა. „ალმათის ადმინისტრაციულ შენობებსა და პოლიციის დეპარტამენტზე ღამით მასშტაბური შეტევა მოხდა. ათობით თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს მათი ვინაობის დადგენა“, – აცხადებენ ქალაქ ალმათის პოლიციის დეპარტამენტში. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში დაწყებულ მასობრივ პროტესტს პოლიციისა და ეროვნული გვარდიის 8 თანამშრომელიც ემსხვერპლა.

მეტი...

ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

თბილისში უბედური შემთხვევა მოხდა. მიხაკო წერეთლის 9 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში CO-თი ინტოქსიკაციით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბინაში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, დამონტაჟებული იყო აკრძალული გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი.  

მეტი...

„ეკლესიებმა კარგად იციან, რეგულაციები როგორ დაიცვან და მრევლი აკონტროლონ“ – დევი ტაბიძე შობაზე

​კორონავირუსის გავრცელების ფონზე, შობის აღნიშვნასა და ტაძრებში დიდი რაოდენობით მრევლის მისვლასთან დაკავშირებით, პროფესორმა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის, „ეკლესიის კლასტერი“ ჯერ არ გამოჩენილა. მისივე შეფასებით, ეკლესია რეგულაციებს იცავს და აკონტროლებს. „ვართ ე.წ. SOS მდგომარეობაში და ეს მდგომარეობა ზუსტად ის არის, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება და რეკომენდაციების გათვალისწინება. რაც შეეხება შობის აღნიშვნას,  საპატრიარქოს გადაწყვეტილებებში მონაწილეობას არ ვიღებ, თუმცა მაქვს ჩემი პირადი განწყობა.  მეც ისეთი მართლმადიდებელი ვარ, როგორც თქვენ და გილოცავთ დამდეგ შობას, მაგრამ მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ დავიცვათ წესები. ამ სიტუაციას მეტ-ნაკლებად სხვაზე უკეთესად ეკლესია…

მეტი...

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები არ გაზრდილა – სემეკის განცხადება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სემეკში აცხადებენ, ტარიფები არ გაზრდილა. „2022 წლის პირველი იანვრიდან ტარიფები არ შეცვლილა და ძალაშია კომისიის მიერ წინა პერიოდში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები. ტარიფების ზრდა არ განიხილება. პოლიტიკური პარტიები და სხვადასხვა პოლიტიკური პირები კიდევ ერთხელ ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო, მოსახლეობას აწვდიან ცრუ ინფორმაციას. სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და პირების მიერ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ კომისიაში. სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით დაეყრდნონ მხოლოდ სემეკის ინფორმაციას, რადგანაც წლების განმავლობაში არსებული პრაქტიკიდან…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის დაწყება იანვრის ბოლომდე გადადო

„ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდეს და საფრთხე ისევ არ შეიქმნას“ – ეს განცხადება პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გააკეთა. შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის უკიდურესი ფორმაზე გადასვლა დროებით გადადო. „მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და არ გაეწევა ადეკვატური სამედიცინო დახმარება იანვრის თვის ბოლომდე, მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს. უკიდურეს ფორმას შეიძლება მოიცავდეს მათ შორის შიმშილობა, მაგრამ სხვა ფორმებით გამოხატვაც შეიძლება. მისი აზრით, ამ სიტუაციაში ეს პირობა არის უფრო მისაღები და ეფექტური მიზნით მისაღწევად“ – განაცხადა ადვოკატმა მედიასთან.

მეტი...

„ზეიმი მოვიკლოთ და მეტი დღეგრძელები ვიყოთ“ – ეპიდემიოლოგები რეგულაციების გამკაცრებას ემხრობიან

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მზარდია. სწრაფად ვრცელდება „ომიკრონის“ შტამიც. როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც კლინიკურ სექტორს გადატვირთავს და ვითარებას გაამწვავებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, „მედიაცენტრ მთავარში“ პროფესორმა დევი ტაბიძემ ისაუბრა. „თუ რეკომენდაციებს გაამკაცრებენ და დაიცავენ,  უფრო მარტივად გავივლით „ომიკრონს“. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ვემხრობი რეგულაციების გამკაცრებას. ცოტა ზეიმი მოვიკლოთ და მეტად დღეგრძელები ვიყოთ,  ასე სჯობს“ – აღნიშნა ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“ პროფესორის შეფასებით, ინფიცირების დღევანდელი ციფრებით ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაში ვართ, თუმცა, ინფიცირების შემთხვევები, შესაძლოა, დღეში 5-6 000-მდეც ავიდეს.  

მეტი...

ვირუსით 41 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 082 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 821 შემთხვევა, აჭარა – 460, იმერეთი – 325, ქვემო ქართლი – 175, შიდა ქართლი – 220, გურია – 141, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 161, კახეთი -162, მცხეთა-მთიანეთი -61, სამცხე-ჯავახეთი -35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -6.

მეტი...

ვირუსით 3 567 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 41 236 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 105  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.65%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  949 176-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.18% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.43%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 105 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 908 813.

მეტი...

რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ამ ქმედებისთვის საფასურის გადახდა მოუწევს

რუსეთ უკრაინის დაძაბული ურთიერთობა ისევ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. რუსეთის გეგმებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ისევ გაკეთდა, სადაც რუსეთს აფრთხილებენ. კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, თუ რუსეთი მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს უკრაინასთან დაკავშირებით, მას ამ ქმედებისთვის პასუხის გაცემა მოუწევს. „თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, რუსეთის ეკონომიკასა და ფინანსურ სისტემას ძალიან მნიშვნელოვან ზიანს მივაყენებთ“, – ასეთია შტატების პოზიცია.  

მეტი...

ყაზახეთში არეულობის დროს 8 პოლიციელი დაიღუპა

ყაზახეთში აქციები გრძელდება. გუშინ ქვეყანაში მთელი დღის განმავლობაში დაძაბული სიტუაცია იყო. დემონსტრანტები პრეზიდენტის რეზიდენციასა და მერის ოფისში შეიჭრნენ და შენობას ცეცხლი წაუკიდეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ალმათის რეზიდენციაში გაქცევამდე მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა. ბოლო დღეების განმავლობაში პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი არაერთხელ გამოიყენა. ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით არეულობის დროს დაიღუპა 8 პოლიციელი და ეროვნული გვარდიის წევრი, ხოლო დაშავდა 300-ზე მეტი. მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის ან დაშავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.  

მეტი...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყაზახეთის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

ყაზახეთში მიმდინარე პროცესებზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. სპიკერი –  ნედ პრაისი როგორც ხელისუფლებას, ისე მომიტინგეებს მიმართავს. „ყაზახეთი ღირებული პარტნიორია. ვგმობთ ძალადობის აქტებს, საკუთრების განადგურებას და მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ როგორც ხელისუფლებას, ასევე მომიტინგეებს. ვთხოვთ ყველა ყაზახს, პატივი სცეს და დაიცვას კონსტიტუციური ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, საგანგებო მდგომარეობის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზა იპოვოს“, – აცხადებს ნედ პრაისი.  

მეტი...

ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მთავრობის გადადგომის მოუხედავად, ყაზახეთში არეულობა გრძელდება. შექმნილი მდგომარეობის ფონზე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეგახსენებთ, რომ მოსახლეობის მასობრივ პროტესტს, რომელიც თხევადი აირის ფასის მაქსიმალური ზრდის და სოციალური პრობლემების გამო დაიწყო, მოსახლეობის ქუჩაში გამოსვლა და მასობრივი პროტესტი მოჰყვა. შედეგად, პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. საპროტესტო აქციები დღემდე გრძელდება.  

მეტი...