მიტროპოლიტი სტეფანე კლინიკაში გადაიყვანეს

საქართველოს საპატრიარქო ადასტურებს ინფორმაციას, რომ მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) საავადმყოფოში მოათავსეს. საპატრიარქოში უარყოფენ, რომ სასულიერო პირი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. „დღეს მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ცაგერში, საკუთარ სენაკში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ მსგავსი ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება… მიტროპოლიტი სტეფანე შეუძლოდ იყო, მას გონება არ დაუკარგავს. ამასთან, თითქოს მეუფეს თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა, ასევე სინამდვილეს არ შეესაბამება და არც სამედიცინო სფეროს სპეციალისტები ადასტურებენ. ამ ეტაპისთვის მიტროპოლიტი სტეფანე საავადმყოფოში მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების თქმით, იგი რამდენიმე დღეში დატოვებს საავადმყოფოს და სახლის პირობებში გააგრძელებს მკურნალობას“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

მეტი...

ვირუსს ჯამში 13 860 პირი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 860 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 103 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 013 შემთხვევა, აჭარა – 218, იმერეთი – 268, ქვემო ქართლი – 102, შიდა ქართლი -118, გურია – 78, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 141, კახეთი -97, მცხეთა-მთიანეთი -34, სამცხე-ჯავახეთი – 28, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -6.

მეტი...

ინფიცირების საერთო რაოდენობა 936 844-ია

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 234 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 103 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 553 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  6.14%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  936 844-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.14%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.55% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.58%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 553 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 896 868.

მეტი...

„ადამიანების სიცოცხლის დასაცავად გამოვიჩინოთ მეტი სიფრთხილე“ – დაავადებათა კონტროლის ცენტრის გაფრთხილება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი კორონავირუსის მასშტაბების შესამცირებლად და ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩევად, მოსახლეობას მიმართავს. „ახალი წელი ეს არის დღესასწაული, როდესაც ყველა ჩვენი საყვარელი ადამიანი ერთად ვიკრიბებით და ერთმანეთს სიხარულსა და დადებით ემოციებს ვუზიარებთ. ჩვენს ქვეყანაში შობა-ახალი წლის აღნიშვნას განსაკუთრებული ტრადიცია აქვს. ჩვენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლის დასაცავად წელს, როგორც არასდროს საჭიროა მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ. როდესაც ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა და ახალი შტამი მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, აუცილებელია დავიცვათ ყველა ის რჩევა, რომელსაც ჯანდაცვის სპეციალისტები გვიზიარებენ: მობილობა ზრდის COVID-19-ით ინფიცირების და გავრცელების რისკს. შესაბამისად, სასურველია სადღესასწაულო დღეებში მაქსიმალურად შეამციროთ გადაადგილება…

მეტი...

ვირუსით 796 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო ერთი დღის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსით 796 ადამიანი დაინფიცირდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 24 საათში ვირუსს 45 ინფიცირებული ემსხვერპლა.    

მეტი...

საქართველოში “ომიკრონის” 144 შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში „ომიკრონის“ 144 შემთხვევა დადასტურდა. რამდენიმე ათეულ შემთხვევაზე კი კვლევა გრძელდება.

მეტი...

ავტომანქანების 45% გაუმართავი და სახიფათოა

ქვეყანაში რეგისტრირებული 1 300 000  ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან დაახლოებით 600 000-ზე მეტი ტექნიკურად გაუმართავი და სახიფათოა. ეს ის ავტომანქანებია, რომელთან სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება ეკუთვნით, თუმცა, არ გაუვლიათ ისე გადაადგილდებიან. როგორც  ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, სავალდებულო ტექნიკურ  ინსპექტირებაზე მხოლოდ  რეგისტრირებული ავტომანქანების დაახლოებით 57% ცხადდება. „ციფრებში კი ეს ყველაფერი ასე გამოიყურება: რეგისტრირებული 1 300 000 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, რომელსაც აქტიური სტატუსი აქვს, წლის ბოლოს, 715 000 ერთეული გადის ინსპექტირებას. ეს არის რეგისტრირებულის მხოლოდ და მხოლოდ 57%. დანარჩენი 43%, რომელიც 600 000-ია, ორი ვარიანტია – ერთი: არ მოძრაობს, რაც…

მეტი...

დაწესებულებებს დასუფთავების გადასახადი დაახლოებით 65%-ით გაეზარდათ

1 იანვრიდან, კომერციულ სტრუქტურებს დასუფთავების გადასახადის გაზრდილი საფასურის გადახდა მოუწევთ. მათ “თბილსერვის ჯგუფს” ყოველთვიურად, დაახლოებით 65 ლარით მეტი უნდა გადაუხადონ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დასუფთავების გადასახადი გაეზარდათ:  საავადმყოფოებს, სამშობიაროებს, სასტუმროებს, რესტორნებს, მოხუცთა თავშესაფრებს, ბავშვთა სახლებს, მაღაზიებს, სტადიონებს, რკინიგზის სადგურებს, სილამაზის სალონებს, საბანკეტო დარბაზებს, საცხობებს, ღამის კლუბებს, აეროპორტებს, მეტროს და და სხვა სტრუქტურებს.

მეტი...