გარკვეულ ტრანსპორტში თამბაქოს მოხმარება იკრძალება

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები განხორციელდა. პარლამენტმა განიხილა და მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები. კანონპრექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ვლადიმერ კახაძის განმარტებით, თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება ტაქსსა და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში. თამბაქოს მოწევა აგრეთვე აკრძალული იქნება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში -ავტომობილში, როდესაც ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით  მოხდება არასრულწლოვნის გადაყვანა. კანონს დაემატა ტერმინი – „ბრენდის გაფართოება“. დაწესებულება ვალდებული იქნება არ დაუშვას იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, აეროზოლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმისა და საფერფლის განთავსება.

მეტი...

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას მხარი დაუჭრა

პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე  „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“  შესატან ცვლილებზე მესამე მოსმენით იმსჯელა და 81 ხმით მიიღო. კანონს ეცვლება სათაური  და მისი სახელწოდება იქნება  „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება ორი სამსახური; სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. კანონის პროექტით განისაზღვრება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტატუსი, მისი საქმიანობის პრინციპები და უფლებამოსილებები, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არჩევისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესები, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილებათა განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. კანონით განისაზღვრა ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის…

მეტი...

სახალხო დამცველის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ეტაპირება ისე მოხდა, ომბუდსმენი არც ჩართეს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია  მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ნინო ლომჯარია აცხადებს, განხორციელდა ისე განხორციელდა, პროცესში სახალხო დამცველის აპარატიც არ იყო ჩართული. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას და, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებას შეახსენებს, რომ 2021 წლის 27 დეკემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლის უფლება არ მიეცათ სახალხო დამცველის რწმუნებულს და ექსპერტთა ჯგუფის წევრს. ექიმ-ნევროლოგს არ მიეცა შესაძლებლობა, შეხვედროდა მიხეილ სააკაშვილს, გაცნობოდა მის სამედიცინო დოკუმენტაციას და შეეფასებინა მისი მდგომარეობა. პაციენტის ნევროლოგიური მდგომარეობის შეფასება მნიშვნელოვანი იქნებოდა განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ამ პერიოდში იქნა მიღებული გადაწყვეტილება…

მეტი...

თბილისის მეტროს მატარებლის ვაგონებით რუსული კომპანია მოამარაგებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოცხადებულ ტენდერში თბილისის მეტროსთვის 44 ვაგონის მიწოდებაზე რუსულმა კომპანიამ “მეტროვაგონმაში“ გაიმარჯვა. აღნიშნულზე ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.  სააგენტო TASS-ს შესაბამის მოთხოვნაზე თბილისის მერიამ უპასუხა: „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) გეგმავს 44 ახალი ვაგონის შეძენას თბილისის მუნიციპალური მომსახურებისთვის სტანდარტული შესყიდვით. პრეტენდენტთა ფასების დოკუმენტაციისა და ანალიზის საფუძველზე აღნიშნული მანქანების შესყიდვაში გამარჯვებულად გამოვლინდა სს „მეტროვაგონმაში“. 44 ახალი მანქანის შესყიდვის ფასი 49,19 მილიონი ევრო იქნება“, – წერია დოკუმენტში.

მეტი...

,,საქართველოს მთავრობის ქმედება დანაშაულია, ამას ცივილიზებულ ქვეყანაში ვერ ნახავთ” – გრუშოვეცი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინელი ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედება დანაშაულია და ამას ვერც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში ვერ შეხვდებით. გრუშოვეცის განცხადებით, იმის შესახებ რაც მესამე პრეზიდენტის გარშემო ხდება ინფორმაციას ევროპულ სასამართლოს მიაწვდიან და ასევე, უახლოეს მომავალში უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებებსაც უნდა ველოდოთ. “შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის ქმედებით, ეს დანაშაულია. ექსპერტების მტკიცებით, ეს წამება და ცინიკური დამოკიდებულებაა, მითუმეტეს საქართველოს მთავრობა ამ ქმედებებს წინასაახალწლოდაც აგრძელებს. ამას ვერც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში ვერ შეხვდებით. უკრაინელმა ადვოკატებმა ადგილობრივ პოლიტიკოსებთან შეხვედრები გავმართეთ, სადაც დაგვიდასტურეს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება,…

მეტი...

სვანეთის მოსახლეობა ხატზე ფიცის დასადებად მზად არის

სვანეთის მოსახლოება ხატზე ფიცის დასადებად მზადებას იწყებს. მესტიაში მოსახლეობამ უშუქობა გააპროტესტა, რის შედეგადაც მძიმე ზამთარში, თანაც პანდემიის პირობებში უშუქოდ დარჩენას ხატზე ფიცის დადება ამჯობინა. სვანეთის მოსახლეობას მოუწევს ხატზე დაიფიცოს, რომ მაინერებს გამორთავენ, ამ ეტაპზე მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ, რადგან ელექტროენერგიის მიწოდება იმდენად არის შემცირებული, რომ მესტიელები იმ დროსაც კი, როცა დენი არ ქრება, მის გამოყენებას ვერ ახერხებენ. ადგილობრივები პასუხს ხელისუფლებისგანაც მოითხოვენ, თუმცა დასძენენ რომ პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს. მოსახლეობის უკმაყოფილება განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა რაც ენერგო პრო ჯორჯიამ  არსებულ პრობლემების შესახებ საჯაროდ განაცხადა და სვანეთის მოსახლეობისთვის ტარიფის გაზრდაც არ…

მეტი...

,,მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაცული იყოს მიხეილ სააკაშვილის უფლებები” – ჩეხეთის ელჩი

ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ მიკისკა, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ქართულ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მესამე პრეზიდენტის უფლებების დაცვა თავის თავზე აიღოს. “ზოგადად, ყოველთვის პრობლემატურია, როდესაც პრეზიდენტს ასამართლებენ. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ბატონი სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს”, – განაცხადა ჩეხეთის ელჩმა. მან ასევე სასამართლო სისტემის რეფორმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს. “ჩვენ თვალყურს ვადევნებთ პროცესს. არსებობს გარკვეული ეჭვები მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით და სასამართლო რეფორმის პროცესიც აჩენს შეკითხვებს. ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით, როგორც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ, სასამართლო ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა და თუ მისი ნდობა არ არსებობს, არც…

მეტი...

31 დეკემბერსა და 6 იანვარს მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

31 დეკემბერს, დედაქალაქში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. ავტობუსები 23:00-დან 03:00 საათამდე მსურველებს მათთვის ხელსაყრელ მეტროსადგურებთან დააკავშირებენ, რის შემდეგაც, მგზავრები შეძლებენ, დანიშნულების ადგილზე მეტროს დახმარებით მივიდნენ. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მგზავრები ავტობუსით, მეტროსა და „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო ხაზის დახმარებით, გადაადგილებას უფასოდ შეძლებენ. ახალი წლის ღამეს, 03:00 საათამდე იმუშავებენ შემდეგი ავტობუსები: N1, N2, N3, N6, N7, N11 (გადაადგილდება მეტროსადგურ „დიდუბემდე“), N12, N14, N17, N18, N20, N22, N25, N27, N28, N30, N31, N36, N39, N40, N41, N42, N43, N45, N46, N47, N49, N52, N53, N56, N60, N62, N68, N70,…

მეტი...

31 დეკემბერს ჯავახიშვილის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

დედაქალაქში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების გამო, ჯავახიშვილისა და ინაშვილის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 31 დეკემბრის 10:00 საათიდან პირველი იანვრის 05:00 საათამდე იმოქმედებს. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, კოსტავას ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩაზე ჩამსვლელ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, მარჯვენა სანაპიროდან ჯავახიშვილის ქუჩაზე ამსვლელი სატრანსპორტო საშუალებებისთვის კი გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ კოსტავას ქუჩის მიმართულებით. თაბუკაშვილის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ თაბუკაშვილისა და მესხიას ქუჩების გადაკვეთამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები – N6, N14, N31, N33, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150, N301…

მეტი...

,, პარლამენტი მომავალშიც გააგრძელებს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შესაძლებლობების გაძლიერებას” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის წევრებს პლენარულ სხდომათა დარბაზში, სამუშაო  ადგილებზე,  საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით პარლამენტის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული მასალები დახვდათ. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებსა და კვლევით ცენტრს. „მადლობას ვუხდით ჩვენს საერთაშორისო  პარტნიორებს მხარდაჭერისთვის. საქართველოს პარლამენტი მომავალშიც გააგრძელებს უმაღლესი  საკანონმდებლო ორგანოს შესაძლებლობების გაძლიერებას მათთან მჭიდრო თანამშრომლობით. ჩვენი პარტნიორები წლების განმავლობაში ეხმარებიან საქართველოს პარლამენტს  როგორც ინსტიტუციას, რომ  როგორც მისი საკანონმდებლო, ისე მისი საზედამხედველო ფუნქცია იყოს გაძლიერებული, რისთვისაც მათ უღრმესი მადლობა ეკუთვნით“, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. დეპუტატებისთვის მიწოდებულ  მასალებს შორისაა: პარლამენტის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული ანალიტიკური პერიოდული გამოცემა – საკვანძო საკითხები;   ევროკავშირისა და…

მეტი...

,,ეტლში ჩასვეს, საძილე საშუალებები მისცეს და ისე გადაიყვანეს” – ნიკა გვარამია სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, ნიკა გვარამია, აცხადებს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მესამე პრეზიდენტის გადაყვანის დროს ფიზიკური ძალადობა არ დაფიქსირებულა. მისი თქმით, სააკაშვილს ეტაპირებისთვის ბევრმა ადამიანმა მიაკითხა და მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის ძალა არ ჰქონდა. “მიაკითხეს ეტლით და ჩასვეს ეტლში, წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა. ჯერ ერთი იყო გაბრულებული, როგორც ჩანს საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული და ჰქონდა მაღალი წნევა, როგორც წინა ჯერზე, მითხრა, რომ მივხვდი, რომ აღელვების მდგომარეობაში შეიძლებოდა უარესი დამმართნოდაო, ამიტომ არ გაუწევია მას წინააღმდეგობა, ზემოქმედება არ ყოფილა”, – განაცხადა გვარამიამ.

მეტი...

ბათუმის საკრებულოს სხდომა უკვე მესამედ ჩაიშალა

ბათუმის ახალი მოწვეული საკრებულოს სხდომა უკვე მესამედ არ შედგა. სხდომაზე ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ. საკრებულოს სხდომა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” უკვე მეორედ ჩანიშნა, წინა სხდომაც ,,ქართული ოცნების” წევრების არ გამოცხადების გამო გაუქმდა. დეპუტატები ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას და 2022 წლის ბათუმის ბიუჯეტის ბათილად ცნობას ითხოვდნენ. ოპოზიციის განცხადებით,მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის არჩეული ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და ფაქტობრივად საკრებულოს სხდომა ჯერ არ გამართულა, ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ და მოადგილეებმა ხელფასის სახით 13 ათასი ლარი აიღეს.

მეტი...

ნაძალადევის რაიონში ბეინაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, ბეინაშვილის ქუჩაზე გზა კაპიტალურად შეკეთდა. პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა 1 700 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა – ძირითად ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, მცირე მონაკვეთზე ბეტონის გზა მოეწყო. რეაბილიტირებული ქუჩა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ დაათვალიერა. „სანზონის დასახლებაში ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული გზა ბეინაშვილის ქუჩაზე იყო, სადაც კაპიტალურად გზის საფარი არასდროს შეკეთებულა. დავაგეთ გზის საფარი, ასევე, მოეწყო ბორდიური. რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია“, – აღნიშნა ირაკლი ანდღულაძემ. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 120 000 ლარია. საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

მეტი...

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს

პარლამენტმა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ გიორგი ამილახვარი  ერთხმად, 86 ხმით აირჩია. გიორგი ამილახვარი   2020 -2024 წლის მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებიდან  დღემდე   კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. იგი ფრაქცია „ქართული ოცნების“  წევრია.

მეტი...

სატყეო სააგენტოს თანამშრომლები მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარნენ

შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, რეგიონში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს. სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, შეძენილი სურსათ-სანოვაგით, ტკბილეულით და სათბობი შეშით ხუთი მრავალშვილიანი ოჯახი ხაშურში, გორში, კასპსა და ქარელში დასაჩუქრდა. საახალწლო ტკბილეული და სათბობი შეშა სამცხე – ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებმა მრავალშვილიანმა ოჯახებმაც მიიღეს. სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა სურსათ-სანივაგე და ოთხ მრავალშვილიან ოჯახს ახალციხეში, ასპინძასა და ბაკურიანში გადასცეს.

მეტი...

9 საათიანი დუმილის შემდეგ პენიტენციურმა მიხეილ სააკაშილის გატაცებაზე დუმილი დაარღვია

პენიტენციური სამსახური მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით პირველ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია. როგორც დაწესებულება იუწყება, სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან ციხეში გადაყვანა “კანონმდებლობის სრული დაცვით” მოხდა. ,,მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 30 დეკემბერს მსჯავრდებული/ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან“ გადაყვანილია №12 პენიტენციურ დაწესებულებაში”, – განაცხადეს პენიტენციურში. შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გვიან ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გაიტაცეს და რუსთავის ციხეში მოათავსეს, ისე რომ მის ადვოკატებს ამის შესახებ არაფერი სცოდნიათ.

მეტი...

წყალტუბოს ერთ-ერთ სოფელში მგელმა სამი მოქალაქე დაკბინა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში, მგელმა სამი ადამიანი დაკბინა. შემთხვევა გუშინ მოხდა. სავარაუდოდ, მგელი მგელი ფერმის ტერიტორიაზე შეიჭრა და ადგილზე მყოფებს თავს დაესხა. დაშავებულთაგან ერთი ქალი და ორი კაცია. დაკბენილები ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. როგორც კლინიკის ექიმი, ზურაბ წულაია აცხადებს, პაციენტებს დაზიანებები სახის არესა და ზედა კიდურებზე აქვთ, მათ ქირურგიული დამუშავება ჩაუტარდათ, გაუკეთდათ ანტიტეტანური და ანტირაბიული იმუნიზაცია.

მეტი...

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 82  ხმით, 13 წინააღმდეგ მიიღო. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება. „საკანონმდებლო ცვლილებებით ხდება ორი დამოუკიდებელი სამსახურის ინსტიტუციური მოწესრიგება, რომელთაგან ერთი იქნება  პასუხისმგებელი პერსონალური მონაცემების დაცვაზე და დამუშავებაზე, ხოლო მეორე…

მეტი...

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ამილახვარის კანდიდატურა წარადგინეს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ამილახვარის კანდიდატურის წარდგენა, ცნობად იქნა მიღებული. გიორგი ამილახვარის კანდიდატურას კენჭს პარლამენტის რიგგარეშე სესიის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყრიან. სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს 30 დეკემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგის საკითხები გააცნო. აღინიშნა, რომ მიმდინარე პლენარულ სხდომაზე კანონმდებლები დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტთა პაკეტებს მეორე მოსმენით განიხილავენ. საუბარია – „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის და დახმარების შესახებ“, „საერთო სასამართლოების შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“,…

მეტი...

პირველი რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა დღეიდან შეიზღუდება

დედაქალაქში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების გამო, დღეს 13:00 საათიდან პირველი იანვრის 06:00 საათამდე, პირველი რესპუბლიკის მოედანსა დარუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება. მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ, ჯავახიშვილის ქუჩასა და რუსთაველის გამზირზე მხოლოდ თავისუფლების მოედნის მიმართულებით. შეიზღუდება მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებების ზეთის ხილის ხესთან მობრუნება და პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით გადაადგილება. თავისუფლების მოედნიდან მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირველი რესპუბლიკის მოედნის გამოყენებით. მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდება ზეთის ხილის ხის შემდგომ, რუსთაველის გამზირზე. მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო…

მეტი...

ვირუსით 2 097 პირი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით ჩატარდა 39 036 ტესტი და გამოვლინდა ინფიცირების 2 097 ახალი შემთვევა. გამოჯანმრთელდა 2 331   პირი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.37%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა შეადგენს  932 641-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.57% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.15%.

მეტი...

ვირუსით 51 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავობაში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 758 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 097 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 887 შემთხვევა, აჭარა – 222, იმერეთი – 309, ქვემო ქართლი – 114, შიდა ქართლი – 97, გურია – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 140, კახეთი –135, მცხეთა-მთიანეთი –49, სამცხე-ჯავახეთი – 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -22.

მეტი...

ფოთში, საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური შემნახველი ინფრასტრუქტურა მოეწყო

შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალმა“ საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური შემნახველი ინფრასტრუქტურა სოფლის განვითარების სააგენტო სფინანსური მხარდაჭერით შექმნა. კომპანიამ, შემნახველი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, სრული ინვესტიცია 7 მლნ ლარი განახორციელა, მათ შორის, 3,5 მლნ შეღავათიანი აგროკრედიტია, 500,000 ლარი კი, გრანტი მულტიფუნქციური, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 10,000 ტონაზე გათვლილი შემნახველი ინფრასტრუქტურა განკუთვნილია კომბინირებული საკვების წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის შესანახად. შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“ მაღალი ხარისხის ნედლულით უზრუნველყოფს საქონლისა და ფრინველისათვის კომბინირებული საკვების ადგილობრივ მწარმოებლებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომბინირებული საკვებწარმოების განვითარებას. 10,000 ტონა ნედლეული – არგენტინული წარმოშობის სოიოს შროტი „ფოთის მარცვლეულის ტერინალმა“ უკვე მიიღო. ნედლეული საოკეანო ხომალდზე არგენტინის…

მეტი...

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადება უქმე დღეების გამოცხადებასთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაცნობებთ, რომ 2022 წლის 1 იანვრიდან 10 იანვრამდე, უქმე დღეების გამოცხადებასთან დაკავშირებით, ერთიანი მომსახურების თბილისის სერვისცენტრი არ იმუშავებს. რაც შეეხება საჯარიმო სადგომიდან ავტომობილის გაყვანის ნებართვის სერვისს, აღნიშნული მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება უწყვეტ რეჟიმში, “112”-ის საჯარიმო სადგომზე, თბილისში (მისამართი: დიღომი, ბობ უოლშის ქუჩა, ყოფილი დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორია.)

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ იყოს დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი” – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სურს, რომ დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდეს, რაც სხვა პატიმრებთან მიმართებით უკეთეს მდგომარეობაში ყოფნას გულისხმობს.   როგორც კობახიძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი ,,ჭირვეულობს”, მაგრამ კანონი ყველა ნაწილში უნდა აღსრულდეს. “მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ იყოს დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი, მას უნდა, რომ იყოს უკეთეს მდგომარეობაში ვიდრე სხვა პატიმრები, ეს არის ჩვეულებრივი დისკრიმინაცია და უთანასწორო მოპყრობა. მე მგონი ეს ასე არ უნდა იყოს ბუნებრივია, ნებისმიერ პატიმარს უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე მოპყრობა სახელმწიფოს მხრიდან და არავინ არ უნდა იყოს განსაკუთრებულად პრივილეგირებული. როდესაც არსებობს კონკრეტული დასკვნა…

მეტი...

რუსთავის ციხეში პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს

მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. რუსთავში უკვე სამართალდამცავების მაქსიმალური მობილიზაცია ფიქსირდება. ციხის ეზოში ცოტა ხნის წინ პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს. ტერიტორიაზე ასევე შეყვანილია სპეცდანიშნულების რაზმის დანაყოფი და წყლის ჭავლის მანქანა. მესამე პრეზიდენტის გადაყვანის შესახებ ნფორმაცია ადვოკატებს არც ამჯერად მიაწოდეს. უფლებადამცველებს ამ დრომდე არ ეძლევათ მესამე პრეზიდენტის ციხეში მისი მონახულების საშუალება. ნიკა გვარამია სააკაშილთან შესახვედრად რუსთავში გვიან ღამით ჩავიდა, რამდენიმე საათი ალოდინეს, მაგრამ პატიმრის ნახვის უფლება მაინც არ მისცეს. მიხეილ სააკაშილის ადვოკატებს, თანაგუნდელებსა და სამქალაქო აქტივისტებს სურთ, გაიგონ როგორია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რამდენიმე დღის…

მეტი...

ქობულეთი-ბათუმის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.  ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახნენ, რის შედეგადაც გარდაიცვალა 2 ადამიანი, ასევე არიან დაშავებულებიც. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში დააბრუნეს

წუხელ, გვიან ღამით, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. მესამე პrეზიდენტის ეტაპირებამდე კი უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს და რუსთავის ციხის ეზოში სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანები შეიყვანეს. გვიან, ადგილზე მივიდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები და მისი ადვოკატები. მიხეილ სააკაშვილს ეტაპირებასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაკეთდება.

მეტი...

„ეს ყველაფერი ვიდეოდან გავიგე“ – სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილზე 

საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა, გადაცემა „დროებაში“, მიხეილ სააკაშვილზე და მის ირგვლივ განვითარებულ ბოლოდროინდელ სიტუაციაზე ისაუბრა. როგორც სანდრა რულოვსი ამბობს, მის ყოფილ მეუღლესა და ლიზა იასკოს ურთიერთობის შესახებ მან სოციალური ქსელიდან შეიტყო. „ჩვენ ცალ-ცალკე ვცხოვრობდით, თუმცა იმას არ ნიშნავდა ეს ფაქტი, რომ ჩვენ ცუდი უერთიერთობა გვქონდა. ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს. მე და მიხეილს შორის წარუშლელი კავშირია. ის კი რაც ვიდეოდან გავიგე რეალობაა და ამასთან შეგუება მომიწია. თუმცა რაც იქამდე იყო, დიდებულად მახსენდება. ჩვენი წყვილი საქართველოს პოზიტიურ პერიოდთან არის დაკავშირებული. ჩვენ ერთმანეთს ვავსებდით.“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

მეტი...

“ელექტროენერგიის მოხმარებული საფასური არა ხოლოდ სვანეთის მოსახლეობამ, არამედ, ყველამ უნდა გადაიხადოს“ – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სვანეთში მიმდინარე ელექტროენერგიის მოხმარების სიხშირეზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „90-იანი წლების შემდეგ, სვანეთის მოსახლეობა, შეთანხმების შედეგად, ელექტროენერგიის მოხმარებისა და მიწოდების საფასურს არ იხდიდა. ამავდროულად, დღევანდელი მონაცემებით მესტიის რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება 17-18 მგვტ-ს აღწევს, რაც ჯამურად აღემატება სამი მეზობელი მუნიციპალიტეტის: ხობის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას,“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“. ჟურნალისტის კითხვას უნდა გადაიხადოს თუ არა სვანეთის მოსახლეობამ ელექტროენერგიის საფასური, დავით ნარმანიამ უპასუხა, რომ გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს. „გამომდინარე სვანეთის ტურისტული ზონის სტატუსისა, აქ ბევრ ობიექტს ელექტროენერგია განსაკუთრებულად…

მეტი...