“ანზორ ჩუბინიძემ სასამართლოს შეატყობინა, რომ ხვალინდელ პროცესზე გამოცხადებას ვერ შეძლებს” – ბექა ბასილაია

ხვალ, 27 დეკემბერს, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართება. ამჯერად სააკაშილს ე.წ. ,,პიჯაკების საქმეზე” გაასამართლებენ. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, ბექა ბასილაია ამბობს, რომ ანზორ ჩუბინიძემ, რომლის დაკითხვასაც დაცვის მხარე ითხოვდა, სასამართლოს აცნობა, რომ ხვალ პროცესზე გამოცხადებას ვერ შეძლებს. “ჩვენ ვითხოვდით ანზორ ჩუბინიძის დაკითხვას, თუმცა მან სასამართლოს შეატყობინა, რომ ვერ შეძლებდა გამოცხადებას. იმედს ვიტოვებთ, რომ მომდევნო პროცესზე მაინც მოვა, სადაც დადასტურდება, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი და ქართული ოცნება ამტკიცებდა სახელწმიფო ბიუჯეტს, ზუსტად იგივე ხარჯებით ფინანსდებოდა, რაზეც მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას ბრალდება აქვს წარდგენილი”,-…

მეტი...

“ლეიბორისტული პარტია” უსახლკარო ადამიანებისთვის კარვების გაშლას ითხოვს

ლაშა ჩხარტიშვილმა დედაქალაქის მერს უსახლკარო ადამიანებისთვის კარვების გაშლის მოთხოვნით მიმართა. სოციალური პოლიტიკის გამო ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ,,სიტუაცია კიდევ უფრო დრამატულია როცა ქუჩებში იყინებიან ადამიანები და ამით იღუპებიან. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე უპირველეს ყოვლისა კახი კალაძისა, რომელიც ხარჯავს უდიდეს სახსრებს ხალხის ფულს, იტაცებს, საკუთარ ხელფასებს და თანამშრომლების იორმაგებს და ამ დროს ვერ იმეტებს ვერცერთ თეთრს ქრონიკული დაავადების მქონე უსახლკარო პირებისთვის. დაუყოვნებლივ კარვებში მოეწყოს დროებითი თავშესაფარი დაავადებული პირებისთვის, მათ შორის ალკოჰოლიკებისთვის, ნარკომანიით დაავადებული  პირებისთვის  და სხვა მწოლიარე პირებისთვის და ამასთანავე თბილისის ბიუჯეტში ახლა მაინც ჩაიდოს სპეციალიზირებული…

მეტი...

,,ამ პირობებში კლუბების გახსნა დამატებითი რისკია” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, კლუბების გახსნის საკითხზე კომენტარი გააკეთა. ,,ძალიან მაღალია პანდემიური რისკები, განსაკუთრებით “ომიკრონთან” მიმართებაში და ამ პირობებში კლუბების გახსნა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი დამატებითი რისკია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მხარს ნამდვილად ვერ დაუჭერს. მნიშვნელოვანია, გარკვეული პერიოდი კიდევ მოვითმინოთ ამგვარი გართობის გარეშე, რათა ის სასიცოცხლო რისკები, რომელიც უკავშირდება თუნდაც ახალი შტამის სწრაფ გავრცელებას, გადავაზღვიოთ.” – აღნიშნა გაბუნიამ.  

მეტი...

,,სასამართლომ დემოკრატიული ქვეყნისთვის გაუგონარი გადაწყვეტილება მიიღო” – ფოთის ყოფილი მერის ადვოკატი

ფოთის ყოფილი მერის, ირაკლი კაკულიას, ადვოკატი ედიშერ ქარჩავა, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას პირად შურისძიებას უწოდებს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში არ დევს მყარი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება ირაკლი კაკულიას ბრალეულობა. ,,ირაკლი კაკულია უკვე 2 წელია თავისუფალია. მის მიმართ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა ქრთამისა და სხვა თანმდევი მუხლების მიმართ. საქართველოს პრაქტიკისთვის და დემოკრატიული ქვეყნებისთვის გაუგონარი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, როდესაც პიროვნებაზე თქვა, რომ მან აიღო ქრთამის სახით 30 000 ლარი მხოლოდ მოწმის ჩვენების მიხედვით. სხვა რაიმე მტკიცებულება, დოკუმენტები, ვიდეო-აუდიო ჩანაწერი უბრალოდ არ არსებობს…

მეტი...

,,საქართველოში “ომიკრონის” 51 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 5 არასრულწლოვანია” – გამყრელიძე

ამირან გამყრელიძემ “ომიკრონის” დაფიქსირებულ ახალ შემთხვევათა რაოდენობასა და სპეციფიკაზე ისაუბრა. “დღევანდელი დღის ჩათვლით ლაბორატორიულად როგორც სეკვენირებით, ისე სპეფიციური PCR ტესტებით, “ომიკრონის” უკვე 51 შემთხვევა დაფიქსირდა. “ასევე იკვლევენ კიდევ რამდენიმე ათეულ შემთხვევას… 18 წლამდე ბავშვი გახლავთ 5. აქედან 1 არის სტაციონარში, მაგრამ მას სხვა ძირითადი დაავადება აქვს და იმის გამოა სტაციონარში და არა ომიკრონით ინფიცირების გამო.“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო ინსპექტორს უჩივის – სასამართლო პროცესი უკვე ჩანიშნულია

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის წინააღმდეგ პროცესი ჩაინიშნა. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს იუსტიციის სამინისტრო უჩივის. რატი ბრეგაძე ლონდა თოლორაიას იმ დასკვნას ასაჩივრებს, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება უკანონობა იყო. ,,ბუნებრივია, მაკონტროლებელი “ქართულ ოცნებას” არ უნდა და არ აწყობს, რომ რაიმე ფორმით ვინმე აკონტროლებდეს და ზღუდავდეს მათ მოქმედებებს. მართლა ხომ არ უნდა გამოვაკრათ აბრა, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც არის დამყარებული დიქტატურა. პრინციპში, ეს არის ივანიშვილი ოლიგარქიული დიქტატურა. ახლა უბრალოდ ბერკეტი არ აქვთ, თორემ სახალხო დამცველსაც გააუქმებდნენ დარწმუნებული ვარ.” – განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

მეტი...

,,მნიშვნელოვანია, ავცრათ 60 წელს ზემოთ მოსახლეობის 90%-ზე მეტი” – ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძემ დღეს ჯანდაცვის მინისტრის რანგში საქმიანობის ბოლო ანგარიში წარადგინა. ღონისძიება ისე ჩატარდა, რომ მას არც მთავრობის მეთაური და არც მინისტრთა კაბინეტის რომელიმე წარმომადგენელი დასწრებია. ტიკარაძის თქმით, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ტემპის გაზრდა და არა დამნაშავის ძიება. „ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის ითვალისწინებდა და ითვალისწინებს შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციებს, რომელიც შეეხება მკურნალობის, ტესტირების და მათ შორის ვაქცინაციის ნაწილს. ჩვენ მივყვებოდით ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც ჩვენი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მხრიდან იყო დადებული, თუმცა, მე არაერთხელ აღვნიშნე და და ახლაც აღვნიშნავ, რომ მნიშვნელოვანია ფოკუსირება გავაკეთოთ 60 წელს ზემოთ მოსახლეობაზე, ვინაიდან ეროვნულ კალენდარშიც სწორედ ეს იყო გათვალისწინებული,…

მეტი...

მოჭიდავეები გაასამართლეს – აჭარის მთავრობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

აჭარის მთავრობის სახლთან გასამართლებული მოჭიდავეების ძმები წულუკიძეების, ჭელიძეების და ანთაძის ახლობლები იმყოფებიან და საპროტესტო აქციას მართავენ. მოჭიდავეების ოჯახის წევრები “ქართულ ოცნებას” პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ. აქციის წევრების განცხადებით, 5 წლიანი პატიმრობისთის ახალგაზრდები მხოლოდ იმიტომ გაიმეტეს, რომ განსხვავებული შეხედულებები და პოლიტიკური გემოვნება აქვთ. ,,ჩვენ გუშინ განაჩენის შემდეგ ვეცადეთ რომ გაგვეკეთებინა განცხადება, მაგრამ თვაი შევიკავეთ ემოციების გამო. შოკში ვართ. წარმოუდგენელია ეს განაჩენი, უბრალოდ რის საფუძველზე? რის გამო? ერთი მტკიცებულებაა ვიდეო კადრი, რომელშც გაურკვეველია ვინ ვის ურტყამს. იქ თ არის საერთოდ წულუკიძეები და ჭელიძეები… რა თქმა უნდა, არ გავჩერდებით, ბძოლა იქნება ბოლომდე.” – აცხადებს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე.…

მეტი...

„მადლობა ბატონ პრემიერს… პასუხისმგებლობიდან თავი არ ამიცილებია“ – ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძემ დღეს ჯანდაცვის მინისტრის რანგში საქმიანობის ბოლო ანგარიში წარადგინა. მან განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია,  ჯანდაცვის სამინისტროში დასაქმებულებს ახალი მინისტრისგან შესაბამისი მხარდაჭერა ჰქონდეთ. „მნიშვნელოვანი იყო სამწლიანი მუშაობის შეფასება გამომდინარე იქიდან, რომ თითოეულმა სტრუქტურამ და საჯარო მოხელემ უნდა შეინარჩუნოს გამჭვირვალობა და ის ვალდებულება და პასუხისმგებლობა მოქალაქეების მიმართ, რომელიც ჩვენ თანამდებობის დაკისრების მომენტიდან გვაქვს. ამიტომ მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის გაგვესაჯაროებინა იმ ქმედებების და იმ შედეგების ნაწილი, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივმა გუნდმა ამ პერიოდის განმავლობაში შედეგად დადო. ასევე, ვთვლი, რომ ეს მნიშვნელოვანია ყველა იმ თანამშრომლისთვის, რომელიც აგრძელებს მუშაობას სამინისტროში, ვინაიდან ეს გარკვეულწილად ასტიმულირებს…

მეტი...

,,სააკაშვილს რეაბილიტაცია უსაფრთხო ადგილას, საქართველოს გარეთ სჭირდება” – ლიზა იასკო

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ლიზა იასკო, რომელმაც გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტი  მოინახულა, ამბობს, რომ სააკაშვილს კომპლექსური რეაბილიტაცია ქვეყნის გარეთ სჭირდება. მისი თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაწეული მკურნალბით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება. ,,მაშინებს ის ფაქტი, რომ ამ კვირეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ მიდის უკეთესობისკენ. როგორც იტყვიან, პრობლემების მთელი რიგირ ჯაჭვია, რომელიც იმ ცუდი და არაადამიანური მოპყრობის შედეგად განუვითარდა, რომელსაც ციხეში იღებდა. მას არ ექცევა სათანადო ყურადღება. მაგალითად, რამდენიმე დიაგნოსტიკური აპარატი არ არის, ამიტომ ჯერ კიდევ არ გვაქვს სრული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ. მას კომპლექსური რეაბილიტაცია სჭირდება მისთვის…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა 27 დეკემბერს გაიმართება

საქართველოს მესამე და მეოთხე პრეზიდენტები ერთმანეთს ხვალ, 27 დეკემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეხვდებიან. მთავარი საკითხი, რაზეც მიხეილ სააკაშვილი და გიორგი მარგველაშვილი შეხვედრისას ისაუბრებენ, ეროვნულ თანხმობის იდეის გარშემო განვითარებული პროცესები და მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით მიმდინარე კონსულტაციები იქნება. როგორც ოპოზიციაში ამბობენ ყოფილი პრეზიდენტების შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. “ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შეხვდება მის წინამორბედს. სამწუხაროა, რომ საპატიმროში შედგება ეს შეხვედრა, მაგრამ ვფიქრობ, მათ შორის საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის თვალსაზრისით ეს იქნება მნიშვნელოვანი შეხვედრა. ყველა აცხადებს მზადყოფნას, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა. რამდენად წარმატებული იქნება ეს…

მეტი...

„ომიკრონი“ ბავშვებშიც ისევე ვრცელდება, როგორც მოზრდილებში

​კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკულმა შტამმა გავრცელება საქართველოშიც დაიწყო. როგორც პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, ვირუსი ბავშვებსა და დიდიბს არ ანსხვავებს და თანაბრად ვრცელდება. პედიატრი თემურ მიქელაძე კი ამბობს, რომ „ომიკრონი“ ბავშვებშიც ჩვეულებრივ გავრცელდება. „კვლევა, რა სისწრაფით ვრცელდება „ომიკრონი“ ბავშვებში“ მწირია რადგანაც, შტამი ახალი დაფიქსირებულია. ევროპასა და ამერიკაში, ამ მიმართულებით კვლევა ცოტაა. ძირითადად ვეყრდნობით სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულ კვლევას. არსებული კვლევების მიხედვით, ბავშვებში ომიკრონის ვირისის მიმდინარეობს ისეთივე, სისწრაფით და ჩვენებებით, როგორც მოზრდილებში. არ არის მძიმე და უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე გრიპს“ – განუცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა,…

მეტი...

ყოფილი მერი 23:00 საათზე საკუთარ სახლში დააკავეს

ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონი ლარის გაფლანგვისთვის 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლემ გადაწყვეტილება ღამის პირველ საათზე მიიღო, კაკულიას საკუთარ სახლში მიაკითხეს და დააკავეს. დაცვის მხარე ბრალდებას არ ეთანხმება და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. სასამართლო განხილვა თითქმის 2 წელი გაგრძელდა. როგორც დაკავებული მერის ადვოკატი ედიშერ ქარჩავა „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ გაუგონარი გადაწყვეტილება მიიღო, რაც სისტემას ანგრევს. „შოკირებული ვარ, ღამი პირველის ნახევარზე მიიღო მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება. 2 დღეს იყო სათათბიროდ გასული. ირაკლი სახლში იყო. ის პატიმრობაში იმიტომ არ იმყოფებოდა, რომ არც მიმალვის საფრთხე არსებობდა, არც მოწმეებზე ზეწოლის და…

მეტი...

პარლამენტის თავმჯდომარეს 29-ში, რიგგარეშე სხდომაზე აირჩევენ

ოთხშაბათის რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. მიმდინარე წელს, კახა კუჭავა პარლამენტის მესამე თავმჯდომარეა, რომელიც სპიკერის პოზიციას ტოვებს.  მას, პარლამენტის თავმჯდომარეო მუშაობა მხოლოდ 8 თვე მოუწია. როგორც კახა კუჭავა აცხადებს, მან თავმჯდომარეობაზე და პარლამენტის წევრობაზე თავად თქვა უარი. მის სავარძელს კი დეპუტატი შალვა პაპუაშვილი დაიკავებს.

მეტი...

ვირუსით 69 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 69 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 512 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 661 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 836 შემთხვევა, აჭარა – 147, იმერეთი – 228, ქვემო ქართლი – 79, შიდა ქართლი – 56, გურია – 42, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 108, კახეთი -94, მცხეთა-მთიანეთი -42, სამცხე-ჯავახეთი – 22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -7.%.  

მეტი...

ვირუსით 1 661 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 32 741 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების  1 661 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 841 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  5.07%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  924 368-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.07%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.93% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.21

მეტი...

“სვანეთიც და მთელი საქართველოც ყაჩაღების ხელშია” – მიხეილ სააკაშვილი მესტიელებს მიმართავს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სვანეთთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში „პოსტს“ აქვეყნებს და მესტიელებს მიმართავს. „როდესაც 2009 წელს მესტიის ტურისტული სექტორის განვითარების პროექტი დავიწყეთ, მთავარი საზრუნავი იყო მესტიის მკვიდრი მოსახლეობისთვის მუდმივი შემოსავლის წყაროს შექმნა. არსებული პირობების გათვალისწინებით, კომუნისტების დროიდან, სადაც ელექტროენერგიის ძალიან სუსტი სიმძლავრეები იყო, გზის რეკორდულ ვადებში მშენებლობის პარალელურად, ერთი ზამთრის განმავლობაში, ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში, ენერგეტიკის სამინისტროს 24-საათიანი მუშაობის დამსახურებით, თოვლში და ყინვაში, მაინც მოვახერხეთ და გავიყვანეთ მძლავრი ელექტროსადენები. სამუშაო პროცესი მაშინაც არ გაჩერებულა, როდესაც მუშების ტრაგიკული დაღუპვა დაგვატყდა თავს, რასაც სამწუხაროდ ადგილი ჰქონდა დიდთოვლობაში ზვავის ჩამოწოლის გამო. ხაზიც გავიყვანეთ და…

მეტი...

„სახელმწიფო ინსპექტორს აქვს რეალური კადრები“ – მიხელ სააკაშვილი ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ეს დაკავშირებულია მისი წამების საქმესთან. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება არსებული მიმდინარე გამოძიების, ჩემს მიმართ გამოყენებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო. ასევე, იმისთვის, რომ ინსპექტორს ხელთ აქვს არა ის დამონტაჟებული კადრები, რომლებიც საკმაოდ შემაძრწუნებელი იყო მსოფლიოსთვის, (მაგრამ მათი აზრით ყველაზე რბილი ნაწილი იყო) არამედ სრული ვერსია, სადაც ბევრად უფრო სასტიკი მოპყრობაა ასახული. სახელმწიფო ინსპექტორის მოსალოდნელი დასკვნა მყარ საფუძველს შექმნიდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ჩემი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისთვის”, – წერს მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის…

მეტი...

“იმედი მაქვს, ეს პროცესი შეჩერდება” – ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამსახური – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელმაც არაერთ მნიშვნელოვან ფაქტზე გამოძიება ჩაატარა და საკუთარი, მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა, უქმდება. „წინასაახალწლო სიურპრიზი“ ასე აფასებს სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია სახელმწიფოს ამ ნაბიჯს და იმედს იტოვებს, გადაწყვეტილება შეიცვლება. „დღეს, ,,წინასაახალწლო სიურპრიზად”, მე და ჩემმა თანამშრომლებმა,  გავიგეთ, რომ 2021 წლის 22 დეკემბერს, კონსპირაციულად, დაჩქარებული წესით, დაინიცირდა კანონპროექტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ,,გაუქმების” შესახებ. ეს მაშინ, როცა 2021 წლის 9 დეკემბრიდან საქართველოს პარლამენტთან ვცდილობ კომუნიკაციას სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შემუშავებული კანონპროექტის დაინიცირებაზე (ამ კოორდინაციის პროცესში, პარლამენტის წარმომადგენელთა მხრიდან არც ერთი სიტყვა თქმულა ზემოაღნიშნულ ინიციატივაზე). შესაბამისი…

მეტი...