კლუბ „ბასიანთან“ მობილიზებულია პოლიცია და ხმაურია

კლუბებს აჯარიმებენ და ხურავენ.  ამ წუთებში „ბასიანთან“  მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და შეკრებილები არიან მხარდამჭერები, რადგანაც კლუბს შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ხურავენ. ინსპექციის წარმომადგენლებმა კლუბის წარმომადგენლები 10 000 ლარით დააჯარიმეს და სთხოვეს კლუბიდან ტექნიკა გამოიტანონ, რათა ტერიტორია დალუქონ. კლუბის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ღონისძიებას არ გადადებენ, რადგანაც დაგეგმილია და ბილეთები გაყიდულია. შრომის ინსპექციის წარმომადგენლები სხვა კლუბებიც დააჯარიმეს.

მეტი...

ენდოკრინოლოგის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილთან ფსიქიატრმა და ნევროლოგმა აუცილებლად უნდა იმუშაოს

ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილი მოინახულა. როგორც ელენე გიორგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა,აუცილებლად უნდა იმუშაოს როგორც ფსიქიატრმა, ისე ნევროლოგმა. „შეუძლია მიიღოს ყველანაირი საჭმელი. ეს იცით რა ნიშნავს? – ამის უფლება უკვე აქვს და შეუძლია, რომ მიიღოს საჭმელი. მისი ფსიქოემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, უბრალოდ, არ იღებს იმ რაოდენობით, რაც უნდა მიიღოს…. ყველას უკვირს ანალიზი საიდან არის ნორმალური. ანალიზი ნორმალური იქიდან არის, რომ იმ ცოტა პორციის, რომელსაც იღებს, ათვისება ხდება. გამოსწორდა ის ანალიზი, რაც ადრე იყო დარღვეული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კარგად არის. ცუდად არის იმიტომ, რომ სუსტადაა,…

მეტი...

პარლამენტში, კახა კუჭავას ადგილმონაცვლე გია ცაგარეიშვილი იქნება

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თავმჯდომარეობასთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოსაც ტოვებს. რიგითობით, მის ნაცვლად, პარლამენტში გია ცაგარეიშვილი შევა. გია ცაგარეიშვილი პარლამენტის ყოფილი წევრია, შემდეგ კი ირაკლი ალასანიას გუნდის წევრი იყო.

მეტი...

„არსად არ მივდივარ“ – გადამდგარი პარლამენტის თავმჯდომარე

პარლამენტის გადამდგარი თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, თუმცა, წასვლას არსად აპირებს. „მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო სპიკერის თანამდებობა. რა თქმა უნდა, ეს არ არის 2-3 დღის გადაწყვეტილება. დაახლოებით თვე არის, გუნდთან ერთად, ამ საკითხზე მქონდა საუბარი.  შორს არსად არ მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად“ – განაცხადა კახა კუჭავამ ბრიფინგზე. მისი თქმით, პარლამენტი სწორედ ის ადგილია, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდება. „ყოველთვის ვამბობდი და იგივეს გავიმეორებ, პარლამენტი არის ის ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება. არ იყო მარტივი პერიოდი, რომელიც გავიარეთ. შევეცადე ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე,…

მეტი...

პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს  შალვა პაპუაშვილი დაიკავებს

„ქართულ ოცნებაში“ მმართველი გუნდის შეხვედრა საკადრო გადაადგილებებით დასრულდა. კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შეცვლის. შალვა პაპუაშვილის ადგილს კი დეპუტატი გიორგი ამილახვარი დაიკავებს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, კიდევ ერთი გადაწყვეტილება ის არის, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობა იზრდება. კერძოდ, მას დაემატებიან ანრი ოხანაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი.  

მეტი...

პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა გადადგა. აღნიშნულთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ საგანგებო განცხადება გაკეთდა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, კახა კუჭავას შალვა პაპუაშვილი ჩაანაცვლებს.  

მეტი...

ოკუპანტებმა უკანონოდ დაკავებული 4 ადამიანი გაათავისუფლეს

რუსი ოკუპანტების მხრიდან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული საქართველოს ოთხი მოქალაქე თავისუფალია. მათ ცხინვალის იზოლატორი უკვე დატოვეს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ისინი გუშინ დააკავეს.

მეტი...

ერთდღიანი პარკირება 20 ლარი, ერთთვიანი კი 100 ლარი – პარკირების გადასახადიც განხილვის ეტაპზეა

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, იანვრიდან იურიდიულ პირებს დასუფთავების გადასახადი უორმაგდებათ. მერია პარკირების ტარიფების გადახედვასაც ფიქრობს. აღნიშნულ საკითხზე თბილისის საკრებულო უახლოეს დღეებში იმსჯელებს. საუბარია პარკირების საფასურის გაზრდაზეც. არის მსჯელობა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მსგავსად, აქაც სააბონენტო გადასახადი ამოქმედდეს. ასე მაგალითად: პარკირების ერთდღიანი საფასური 20 ლარი იქნება;  ერთკვირიანი ბარათი – 100 ეღირება; ერთწლიანი კი დაახლოებით 800 ლარი. შეგახსენებთ, რომ პირველი თებერვლიდან იცვლება საზოგადობრივი ტრანსპორტის ფასები. აქაც სააბონენტო სისტემა შემოდის. ერთჯერადი მგზავრობა, ერთი გზა 0.50-ლარიდან ერთი ლარი ხდება, ერთდღიანი ბარათი კი 3 ლარი

მეტი...

დასუფთავების მოსაკრებელი ბიზნესსექტორისთვის და სხვადასხვა დაწესებულებებისთვის იზრდება

„დასუფთავების მოსაკრებელი იზრდება იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც მომგებიან საქმიანობას ეწევიან“, – ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, ამავდროულად კვების ობიექტებისთვის და სასტუმროებისთვის შემოდის ერთჯერადი, ერთწლიანი 1000 ლარიანი ვაუჩერი, რომლითაც ეს სუბიექტები 1 იანვრიდან ერთი წლის მანძილზე ისარგებლებენ. „დასუფთავების მოსაკრებელი იზრდება მხოლოდ ბიზნესსექტორისთვის, სახელმწიფო დაწესებულებებისთვის, საყოფაცხოვრებო სექტორისთვის კი უცვლელი რჩება. დასუფთავების მიმართულებით მნიშვნელოვან სუბსიდიას ახორციელებს მუნიციპალიტეტი. თუმცა, არ არის სწორი,  ბიზნესის მუდმივი სუბსიდირება. შესაბამისად, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ  მოსაკრებელი იყოს ზუსტად იმდენი, რამდენიც იხარჯება მათი მომსახურების სახით. დღეს მუნიციპალიტეტი, დაახლოებით, 70% დანახარჯებით ემსახურება ბიზნესსექტორის დასუფთავებას. პირდაპირ გეტყვით, იმის ნახევარი…

მეტი...

„პოლიტიკური ამნისტია უნდა გამოცხადდეს“ – ეკა გიგაური

საქართველოს პრეზიდენტის მიერ წამოწყებულ ე.წ. ეროვნული თანხმობის პროცესს „საერთაშორისო საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაურიც უერთდება. ის, დღეს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, სადაც „შერიგების“ შესაძლო ვარიანტები განიხილეს. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ამნისტიის გამოცხადება. „იცით, რომ ჩვენი სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, არსებობს ძალიან ბევრი პრობლემა, მათ შორის, მესამე პრეზიდენტთან მიმართებით. ასევე სხვა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან დაკავშირებით. შესაძლებელია, ვიფიქროთ  ფართომასშტაბიან ამნისტიაზეც, პოლიტიკურ ამნისტიაზე ყველასთვის. მისგან ვნახე მიმღებლობა, ის ძალიან რეალისტურად უყურებს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას”,  – განაცხადა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებთან. დღეს, პრეზიდენტის ორბელიანის სასახლეში სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტთან თუ ორგანიზაციასთან.…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის საქმეში, მესამე მხარედ უკრაინელი სახალხო დამცველი ჩართეს

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის საქმეში, მესამე მხარედ უკრაინის რადას წარმომადგენელი ლუდმილა დენისოვა ჩაერთვება. „სააკაშილი გადაღლილია. ეს მას ვიზუალურადაც ეტყობა. ამიტომ, ჩვენი შეხვედრა დიდხანს ვერ გაგრძელდა. სამართლებრივი მუშაობის მიმართულებით პოზიტიური დინამიკაა. არ არსებობს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის საფუძველი. სიახლე ის, რომ ევროსასამართლომ უკრაინის სახალხო დამცველს ლუდმილა დენისოვას გამოუგზავნა წერილი, რომ ის იქნება მხარე ამ საქმეში. ის ასევე არის   უკრაინის რადას წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში“ -განაცხდა  ჰოსპიტლიდან გამოსულმა ადვოკატმა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება. „ჩვენ გვექნება თხოვნა მსოფლიო…

მეტი...

ფეხმძიმე ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულს პატიმრობა შეუფარდეს

23 წლის გოგა გზირიშვილი პატიმრობაში რჩება. მას, 22 წლის ფეხმძიმე მეუღლის მკვლელობისთვის 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ რაც მოხდა მისი ბრალია. „ჩემი ბრალია, მართლა ცუდად ვარ… როგორც კი გავაანალიზე რა გავაკეთე, მე თვითონ დავრეკე პოლიციაში და მე თვითონ მოვიყვანე პოლიცია, ჩემი ბრალია“ – განაცხადა მას სასამართლოზე. შეგახსენებთ, რომ გზირიშვილმა საკუთარ მეუღლეს 30-მდე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.  

მეტი...

ოკუპანტების ტყვეობაში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპანტებს, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს 7 მოქალაქე ჰყავთ დაკავებული. როგორც უწყებაში აცხადებენ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ყოველწლიურად აკავებენ უკანონოდ ადამიანებს და სამწუხაროდ, ვერც ერთ ეტაპზე ვერ შეძლო ხელისუფლებამ, რომ სრულად აღეკვეთა აღნიშნული. “მოგეხსნებათ, უკანონო დაკავებები არის ძალიან მავნე პრაქტიკა დამკვიდრებული რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ეს ხდება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ყოველწლიურად აკავებენ უკანონოდ ადამიანებს და სამწუხაროდ, ვერც ერთ ეტაპზე ვერ შეძლო ხელისუფლებამ, რომ სრულად აღეკვეთა ეს, რადგან ეს 2008 წლის შემდეგ დამდგარი ოკუპაციის შედეგია. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ არიან დაკავებულნი, ცალსახად მინდა ხაზი…

მეტი...

იურიდიულ პირებს დასუფთავების გადასახადი ეზრდებათ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დილიდან ხმაურია. დაპირისპირების მიზეზი გაორმაგებული გადასახადია. ამჯერად, 1 იანვრიდან, იურიდიულ პირებს  დასუფთავების გადასახადი ეზრდება. გაორმაგებულ თანხას გადაიხდიან საავადმყოფოები, სკოლები, რესტორნები, კაფეები, უნივერსიტეტები, რესტორნები, საცხობები თუ სხვა იურიდიული პირები. როგორც საკრებულოს სხდომაზე დასუფთავების სამსახურის უფროსმა განმარტა, ზრდის მიზეზი ქალაქში ნარჩენების რაოდენობის ზრდაა.  

მეტი...

სპეცოპერაციის შედეგად, გასაყიდად გამზადებული დავით აღმაშენებლის შეუფასებელი მონეტები აღმოაჩინეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა  დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილი უნიკალურ და შეუფასებელ მონეტებს სპეცოპერაციის შედეგად  კერძო პირის სახლში მიაკვლია, რომელიც სარეალიზაციოდ იყო გამზადებული. საუბარია, მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის პერიოდის მონეტებზე, რომლებიც ე.წ. შავი არქეოლოგიით დაკავებულმა პირებმა მოიპოვეს და გადამალეს. მონეტის ავთენტურობის დასადგენად ჩატარდა საექსპერტო კვლევა, რომელშიც ჩართულები იყვნენ სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” ექსპერტები და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერები. ექსპერტიზის თანახმად დადგინდა, რომ სპილენძისგან დამზადებული მონეტა მოჭრილია დავით მეოთხე აღმაშენებლის მიერ და არის ორიგინალი. “მონეტა არის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ღირებულების და მიეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მონეტის საბაზრო ღირებულება – შეუფასებელია. დღემდე,…

მეტი...

ბუნებრივი აირის გაჟონვას 22 წლის გოგონა ემსხვერპლა

თბილისში, დიდუბის რაიონში უბედური შემთხვევა მოხდა. საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო 22 წლის გოგო გარდაიცვალა. „გაზის გაუმართავი გამათბობლის გამო 22 წლის გოგო გარდაიცვალა. იყავით ძალიან ყურადღებით, არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების სიცოცხლეს“, – მიმართავს კომპანია მოსახლეობას. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამსართლის კოდექსის” 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.  

მეტი...

გუდაური-კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ99-დან კმ102 მონაკვეთამდე (გუდაურიდან პირველი გვირაბის შესასვლელამდე) ზვავსაშიშროების საფრთხის დონე დაბალია და შესაძლებელია გაწმენდითი სამუშაოების წარმოება. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „ზვავსაშიშროების უბანი ამჟამად მხოლოდ კმ102-კმ105-ზეა და სამ კილომეტრამდეა შემცირებული. ამ დროისთვის გუდაური-კობის მონაკვეთზე ორივე მხრიდან პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. პირველი მხრიდან სამუშაოები გრძელდება კმ93- დან კმ102-მდე, ხოლო მეორე მხრიდან – კმ107-დან კმ105-მდე მონაკვეთზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

გლდანში, ღიად დატოვებული გაზქურის გამო, აფეთქება მოხდა

გლდანში, ღიად დატოვებული გაზქურის გამო, აფეთქება მოხდა, – ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შემთხვევის დროს ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „გთხოვთ, მაქსიმალურად ყურადღებით იყოთ. არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახისა და მეზობლების სიცოცხლეს“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

მეტი...

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისაგან თავი შეიკავოს

ახალი წლის დღეებში ხორცპროდუქტების მოხმარება იმატებს. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხშირად ხორცის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები; უცნობია ხორცის წარმომავლობა, საქონლის დაკვლის ადგილი. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები. საქონლის ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ გარემოებებს: ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია 2-დან 6-გრადუსამდე. გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ქვეყნისდასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი; თუხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი; თუხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება; სხვადასხვაწარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც. ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას. არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში, აგრარულ ბაზრებსა და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა, მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი და ა.შ.) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია. ინფიცირებული ცხოველისგან ადამიანი შეიძლება დაავადდეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით. გაუფრთხილდით თქვენსა და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას და საეჭვო შემთხვევების გამოვლენისას, დარეკეთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15 01.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 976 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 976 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 076 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 78 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 029 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24 654, „პისიარ“-ტესტით – 18 375. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,59%, ბოლო 14 დღის –6,26%, ბოლო 7 დღის – 5,64%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 920 617 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 876 254 გამოჯანმრთელდა, 13 367 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 2 441 614 აცრა, დღიურად აცრილია 11 456. კარანტინის რეჟიმშია…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 78 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 78 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 13 367-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 976 პირს დაუდასტურდა, 3 076 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 23 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 164 შემთხვევა გამოვლინდა, 3 767 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 68 კი გარდაიცვალა.

მეტი...

„ომიკრონით“ დაავადებული ადამიანის კლინიკაში მოხვედრის რისკი 70%-ით ნაკლებია

კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტთან შედარებით, „ომიკრონით“ დაავადებული ადამიანის კლინიკაში მოხვედრის რისკი 70%-ით ნაკლებია, – ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოზე (UKHSA) დაყრდნობით იტყობინება. UKHSA-ს ცნობებით, ამის მიუხედავად „ომიკრონი“ მეტად გადამდებია, ვიდრე „დელტა“ და შესაძლებელია, რომ ადამიანთა დიდ რაოდენობას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს. ამავდროულად, UKHSA-ში წინასწარი მონაცემებით ვარაუდობენ, რომ ე.წ. ბუსტერდოზის გაკეთებიდან 10 კვირის შემდეგ, კორონავირუსისგან დაცვის მექანიზმი მაინც კლებულობს ადამიანის ორგანიზმში და ზოგიერთს შესაძლოა, აცრის მეოთხე დოზა დასჭირდეს.

მეტი...

საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები, დღეიდან 8 იანვრის ჩათვლით, კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დღეიდან, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, 63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. საღამოს საათებში გაიმართება როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტები. ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიევერკით. ღონისძიებები გაიმართება შემდეგი განრიგით: 24 დეკემბერი – მესტია, ტყიბული, თელავი; 25 დეკემბერი – ოზურგეთი, ნინოწმინდა, ხარაგაული, ქარელი, დუშეთი; 26 დეკემბერი – მარნეული, ჩხოროწყუ, თერჯოლა, გურჯაანი; 27 დეკემბერი – საჩხერე, ხაშური, ახალქალაქი, ქობულეთი; 28 დეკემბერი…

მეტი...

ორსული მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულს დღეს გაასამართლებენ

22 წლის 5 თვის ფეხმძიმე გოგოს მკვლელობისთვის ბრალდებულის სასამართლო პროცესი დრეს გაიმართება. 23 წლის გოგა გზირიშვილს, რომელმაც მეუღლე მოკლა, დანაშაულს აღიარებს. მას განძრახ მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა ემუქრება. პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ბრალდებული ბრალდებას ეთანხმება და შუამდგომლობის დაყენებას არც ითხოვს. შსს-ს ინფორმაციით, გზირიშვილმა მეუღლე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. მას ცივი იარაღით 30-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ადგილზე გარდაიცვალა.  

მეტი...

გახსოვდეთ, ბოლო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის

მამა პეტრე (კოლხი) ბოროტებით,  სიძულვილითა და სხვისი დამარცხების სურვილით გაჟღენთილ „ადამიანებს“ სოციალური ქსელის საშუალებით შეტყობინებას უგზავნის. „როგორ იძინებს ის ხალხი, ვინც მთელი ცხოვრება სხვის დაჩაგვრას და განადგურებას ცდილობს…როგორ ახსენებს ღმერთის სახელს ის ხალხი, ვინც გულში სხვის წარუმატებლობაზე ლოცულობს… როგორ აძლევს თავს უფლებას ის ხალხი, სხვას ჭკუა დაარიგოს, ვინც მთელი შეგნებით ბოროტებას ემსახურება… მიწა როგორ არ უსკდებათ მათ, ვინც დღე და ღამე სხვის წაქცევაზეა ორიენტირებული… ასეთები როგორ უძლებენ საკუთარ თავს და საპნის ბუშტივით როგორ არ სკდებიან, ბოღმისგან, სიძულვილისგან, აგრესიისგან… გახსოვდეთ, ბოლო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის!..“ – აცხადებს პეტრე კოლხი.

მეტი...

მეოთხე პრეზიდენტი მესამე პრეზიდენტს 27 დეკემბერს შეხვდება

ორშაბათი, 12:00 საათი, შეხვედრის ადგილი გორის სამხედრო ჰოსპიტალი. ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს სწორედ ორშაბათს შეხვდება. პრეზიდენტების შეხვედრის დროც ლიმიტირებულია. გიორგი მარგველაშვილს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისთვის მაქსიმუმ 3 საათი გამოუყვეს.

მეტი...

მსოფლიოს ქვეყნები პანდემიის გამო ზომებს ამკაცრებენ

​კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის გავრცელების გამო, მსოფლიოს ქვეყნები ზომებს ამკაცრებენ. ევროპის ზოგიერთი  ქვეყანა კი შეზღუდვების მკაცრი ზომების გამოყენებაზეც ფიქრობს, რაც შესაძლოა ე.წ. ლოქდაუნს დაექვემდებაროს. თითქმის ყველა ქვეყანა საახალწლო ღონისძიებებზე უარს ამბობს. ერთ-ერთი ასეთია იტალია, რომელმაც, მკაცრ შეზღუდვების პარალელურად, საახალწლო ღონისძიებებიც გააუქმა. იტალია ისევ უბრუნდება ღია სივრცეში პირბადის გამოყენების ვალდებულებას. დაიხურება გასართობი ცენტრები, კლუბები. იტალიაში ვირუსი დიდი სისწრაფით ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 90%-მდე აცრილია, დამატებით დოზებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

მეტი...

დედაქალაქში დღეს საახალწლო სოფელი გაიხსნება

თბილისის მერია, დღეიდან  14 იანვრის ჩათვლით, თბილისის მოსახლეობას და დედაქალაქის სტუმრებს საახალწლო სოფელში იწვევს, რომელიც ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღში, მშრალი ხიდის ტერიტორიასა და დედაენის ბაღში იქნება განთავსებული. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, „საახალწლო სოფელი“ ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის არის განკუთვნილი და მასში ყოველდღიურად  სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები გაიმართება. „ოფიციალურად გაიხსნება საახალწლო სოფელი. დღის პირველი საათიდან სტუმრებს ექნებათ მოსვლის შესაძლებლობა. წარმოდგენილი იქნება ქართული პროდუქტები, მათ შორის,  ტკბილეულობა, ასევე, ატრაქციონები ბავშვებისთვის. ზოგადად, ყველა თაობისთვის არის შესაბამისი სივრცე, შესანიშნავი გარემოა და ძალიან ლამაზია. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი მოვა. გარდა ამისა, ყოველდღე გაიმართება სხვადასხვა სახის…

მეტი...