უკრაინიდან საქართველოს გზაზე მიხეილ სააკაშვილი პატიმრობას სამჯერ გადაურჩა

  მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთ პირი, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში შემოიყვანა, სამართალდამცველებთან თანამშრომლობდა და გათავისუფლების  მოლოდინშია. როგორც ელგუჯა ცომაია აცხადებს, იეს რომ არა, მიხეილ სააკაშვილი ქუჩაში მარტო აღმოჩნდებოდა, რადგანაც, ვინც მას უნდა დახვედროდა, არ დახვდა. საპატიმროში მყოფი სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლის დეტალებზე დაწვრილებით ყვება. მისი ჩვენების მიხედვით, რომელსაც „რუსთავი 2“ ავრცელებს,  მესამე პრეზიდენტს საზღვარზე შემოსვლის შემდეგ ფოთსა და თბილისში უნდა დახვედროდნენ, თუმცა, არავინ დახვდა. როგორც ცომაია ყვება, რომ არა ის, მიხეილ სააკაშილი მარტო იყო. მისივე ჩვენებით, მიხეილ სააკაშილი უკრაინიდან საქართველოსკენ მომავალ გზაზე სამჯერ დადგა დაკავების…

მეტი...

პრეზიდენტი პოლიტიკურ სუბიექტებთან მოლაპარაკებებს იწყებს

  საქართველო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. დიდი შერიგების მისიის შესრულებას დღეიდან დაიწყებს. კერძოდ, პრეზიდენტი გარკვეული გრაფიკით, პოლიტიკურ სუბიექტებს შეხვდება და შეეცდება, წყენა, გაბრაზება თუ დაპირისპირება თანამშრომლობის ფორმატში გადაიტანოს. ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი აღნიშნულ ინიციატივას მიესალმება, თუმცა, პრობლემა მმართველ გუნდში ხედავს. კერძოდ, იმაში, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ პრობლემებს ვერ ხედავ და არ აღიარებს. მმართველი გუნდი კი პირიქით, აცხადებს, რომ დამნაშავეებთან შესარიგებელი არაფერია, დამნაშავემ ჯერ დანაშაული უნდა აღიაროს და პასუხი აგოს. ე.წ. შერიგების პროცესის დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია, თუმცა, ცნობილია ის, რომ პრეზიდენტი პროცესს პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრით დაიწყებს. შეხვედრები ორბელიანის სასახლეში გაიმართება, რომელშიც…

მეტი...

ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, კორპუსის მდგრადობა კი შესასწავლია

ვაზისუბანში წუხელ მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, დაშავებულია 4 ადამიანი. გარდა აღნიშნულისა, საეჭვოა, შესაძლებელია თუ არა იმ კორპუსში ცხოვრება, სადაც ბუნებრივი აირი აფეთქდა. საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კახაბერ ლაბუჩიძის განცხადებით, მდგრადობას სპეციალისტები შეისწავლიან. რაც შეეხება მაცხოვრებლებს, მათი ევაკუაცია განხორციელდა. “რაღაცის პროვოცირების შედეგად მოხდა ამ დაგროვილი გაზის აფეთქება, გაჩნდა ხანძარი. ადგილზე მოვა „თბილისი ლაბორატორია“ შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით და გვექნება ინფორმაცია. თუ უფლებას მოგვცემენ მოსახლეები ბინებში შევლენ, თუ არა, ყველას სასტუმროში გადავიყვანთ”, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ. ერთ-ერთი, 43 წლის მამაკაცი რეანიმაციაში რჩება. 60%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და მდგომარეობა მძიმეა. დანარჩენი…

მეტი...