ჯანდაცვის მინისტრი გადადგა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა.  აღნიშნულის შესახებ განცხადება მან „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის. მინისტრი საქმიანობას “ქართული ოცნების” პოლიტიკურ საბჭოში გააგრძელებს.

მეტი...

სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის საქმეში ფსიქიკური ჯანდაცვის სპეციალისტის ჩართვას გეგმავს

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმი და თავად ომბუდსმენი გორის ჰოსპიტალში მყოფ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს რამდენიმე დღეში მოინახულებს. როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კონსილიუმის გაფართოება და მასში ფსიქიკური მიმართულების სპეციალისტის ჩართვა იგეგმება.   „იგეგმება სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის ვიზიტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში. დავამატებთ სხვა დარგის სპეციალისტებსაც, შესაბამისი მიმართულებებით, რადგან ახალი მიმართულებებით გამოიკვეთა პრობლემები, მათ შორის, სავარაუდოდ, ფსიქიკური ჯანდაცვის მიმართულებით. ამ საკითხებს ჯერ შევისწავლით, ვნახავთ სამედიცინო ჩანაწერებს, იგივე დოზირების საკითხებს, რამდენად მართებულად წარიმართა მისი მკურნალობა ამ მიმართულებით და გვექნება ჩვენი შესაბამისი დასკვნა, რომელიც მხარეს შეუძლია გამოიყენოს სამართალწარმოების დროს სტრასბურგში,“ – აღნიშნა ნინო…

მეტი...

ილია მეორემ ამერიკის ელჩს უმასპინძლა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანს უმასპინძლა. საპატრიარქოს ინფორმაციით, „ელჩმა მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 44-ე წლის იუბილე მიულოცა და ხაზი გაუსვა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის როლს ქართველი ერის ცხოვრებაში, ერისა, რომელიც ისტორიულად მრავალრელიგიური და  მრავალეთნიკური ქვეყანაა“. “ბედნიერია ერი, როდესაც ეკლესიას ჰყავს ასეთი ბრძენი მეთაური“, – დასძინა მან. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის მეგობრობას უკვე მრავალი წლის ისტორია აქვს და ეს უნდა გაგრძელდეს. ამასთან, ილია მეორემ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის, ქართული კულტურის ძეგლების აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის. „თავის მხრივ ქალბატონმა კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ…

მეტი...

„ჩვენ ვერ შევძლებთ პატიებას, ღმერთმა შეუნდოს ცოდვები“ – აფრასიძეები მიხეილ სააკაშვილზე

2004 წელს, სვანეთში, კერძოდ კი ეწერში ჩატარებული სპეცოპერაციის ერთ -ერთი მსხვერპლი ლედი აფრასიძე აცხადებს, რომ მისი ოჯახი მიხეილ სააკაშვილს ჩადენილ ცოდვებს ვერ აპატიებს. „რთულია, როცა ადამიანმა ოჯახის წევრები დაგვიხოცა და ასეთ მდგომარეობაში ჩაგვაგდო, ვიფიქროთ იმაზე, რომ ვაპატიოთ, მით უმეტეს მაშინ, როცა ის არც კი ნანობს იმ ყველაფერს, რაც გააკეთა და ჩაიდინა. ჩვენ ალბათ ვერ შევძლებთ პატიებას და ღმერთმა შეუნდოს ის ცოდვები, რაც ჩაიდინა“, –  განაცხადა ლედი აფრასიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. შეგახსენებთ, რომ 2004 წელს, სვანეთში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რა დროსაც ომეხ აფრასიძე დახვრიტეს და აწამეს, ევგენი აფრასიძე გარდაიცვალა, ხოლო გოჩა აფრასიძემ…

მეტი...

“გახარიას გადმოცემულ წერილში წაყენებული მოთხოვნები გამაოგნებელი იყო” – ხმაური სასამართლო სხდომაზე, სადაც ბადრი ჯაფარიძე იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ფულის გათერების საქმეზე სხდომა მიმდინარეობს, რომელზე ერთ-ერთი ბრალდებული ბადრი ჯაფარიძე იკითხება. სხდომაზე ჯაფარიძემ იმ წერილზე ისაუბრა, რომელიც მას გახარიამ შს მინისტრობის პერიოდში გადასცა. ამ თემას დარბაზში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა: “წერილი გადმომეცა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მეშვეობით, სადაც ჩვენგან მოითხოვდნენ “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. თავისთავად გამაოგნებელი წერილი იყო. მგონი, ეს არის ყველაფრის თავი და თავი იმიტომ, რომ ვინც ეს შეთხზა და დაგეგმა ვფიქრობ, ავთო წერეთლის კომპანიებისგან ნასესხები თანხა დაუკავშირა “ტვ პირველს” და ამიტომ ვართ დღეს ჩვენ აქ. გადმოგვეცა ეს წერილი, სადაც ბოლოში იყო აბზაცი –…

მეტი...

„არ დაგვინდეს ბავშვებიც, უნდოდათ აფრასიძეების ოჯახში ცოცხალი არავინ დარჩენილიყო“ – ლედი აფრასიძე „მედიაცენტრ მთავარში“

გენერალურმა პროკურატურამ  2004 წელს, სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განადგურებული აფრასიძეების ოჯახის საქმეზე სს საქმე აღძრა და აფრასიძეები დაზარალებულად ცნო. აფრასიძეების ოჯახის ერთ-ერთმა გადარჩენილმა წევრმა, რომელიც მაშინ 7 წლის ბავშვი იყო, მისი ოჯახის განადგურებაზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და ბრძანების გამცემისა და დავალების შემსრულებლის უმკაცრესად დასჯა მოითხოვა.    როგორც ლედი აფრასიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, ბრძანების გამცემი მაშინდელი პრეზიდენტი იყო, შემსრულებელი კი შინაგან საქმეთა მინისტრი. „2004 წელს სააკაშვილის ბრძანებით და ბარამიძის ხელმძღვანელობით თავს დაესხნენ ჩემს ოჯახს. ეს იყო თავდასხმა ერთი ოჯახის მიმართ, გამოცხადებული ომი სახელმწიფოს მხრიდან. მათი მიზანი იყო, რომ ამ სპეცოპერაციით მაშინ…

მეტი...

“ბევრი სერიოზული მეცნიერი ამბობს, რომ არსებული ვაქცინები „ომიკრონის“ წინააღმდეგ კარგად მუშაობს” – ლევან გოფოძე

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, კორონავირუსთან ეფექტურად საბრძოლველად ვაქცინაციის გააქტიურება აუცილებელია. მისივე თქმით, იმუნიზაციის პროცესის გააქტიურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ომიკრონის“ სახელწოდებით ცნობილი ვირუსის ახალი შტამის გამოჩენის შემდეგ. ლევან გოფოძის ინფორმაციით, მეცნიერები ამბობენ, რომ არსებული ვაქცინები „ომიკრონის“ წინააღმდეგ ეფექტურია. „ფაქტი ერთია, რომ აუცილებელია ვაქცინაციის პროცესის გაგრძელება. მისი ინტენსიფიკაცია არის ერთადერთი საშუალება ამ მძიმე დაავადებისგან თავის დასაცავად. მით უმეტეს ძალიან ბევრი სერიოზული მეცნიერი ამბობს, რომ „ომიკრონის“ წინააღმდეგ ვაქცინა კარგად მუშაობს. მოგეხსენებათ, თავდაპირველად არსებობდა ეჭვი, რომ არ ემუშავა ვაქცინას მუტაციის გამო, რადგან სტრუქტურა შეიცვალაო. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე რა ვაქცინაც გვაქვს, კარგად მუშაობს,…

მეტი...

“ვემზადებით ძალიან დიდი აქციისთვის დეკემბერში” – მიხეილ სააკაშვილი

ვემზადებით ძალიან დიდი აქციისთვის დეკემბერში, რათა ხალხმა შვებით ამოისუნთქოს, საქართველოს სჭირდება ფართო შეთანხმება და დიდი გადატვირთვა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილშია აღნიშნული. როგორც წერილში აღნიშნული, საჭიროა მუდმივი წინააღმდეგობის კერები ადგილებზე, მაგრამ ყოველთვის კონკრეტულ თემებთან ერთად, ორი ძირითადი მიზნის გათვალისწინებით – არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა „ივანიშვილი ახლა არის კატასტროფულ სიტუაციაში – ყველაზე მაღალი ფასების ზრდა საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მაღალი საბანკო კრედიტების გასტუმრების განაკვეთები, ყველაზე ინტენსიური გადინება სამუშაო ძალის, პრაქტიკულად წაგებული ბოლო სამი არჩევნები ე.ი. სრული დელეგიტიმიზაცია. მინიმუმანდე შემცირებული მხარდამჭერთა ბაზარი და როგორც არასდროს ერთიანი ოპოზიცია. ასევე,…

მეტი...

კახა კალაძემ თბილისის სახელით ევროპის საბჭოს კონგრესთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა

დედაქალაქის მერმა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა კახა კალაძემ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა. მუნიციპალიტეტები აღნიშნული მემორანდუმებით იღებენ ვალდებულებას,  გაუმჯობესდეს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხი საქართველოში ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებითა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადამიანის უფლებების ინტეგრირების საშუალებით; ხელი შეეწყოს უფრო ღია, ინკლუზიურ, მოქალაქეებზე ორიენტირებულ და გენდერულად მგრძნობიარე ადგილობრივ მმართველობას. ხელმოწერის ცერემონია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სიტყვის დასაწყისში კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისა და თვითმმართველობების გაძლიერების პროცესში შეტანილი წვლილისთვის ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა…

მეტი...

“ელექტროენერგიის ტარიფის მატება არ იგეგმება” – სემეკი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ეხმიანება მედიაში ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის შესახებ. სემეკი აცხადებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის მატება არ იგეგმება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ამჯერადაც არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სემეკში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ელექტროენერგიის ტარიფებზე. აღნიშნული წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტულ პროცედურულ ნაწილს, რაზეც სემეკმა განმარტება არაერთხელ გააკეთა. არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დღეისათვის არ არსებობს ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილების საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის…

მეტი...

ადვოკატი აცხადებს, რომ არსებობს ზეკანონური გარემოებები, რომელიც საზღვრის კვეთის საქმეზე სააკაშვილის პასუხისმგებლობას გამორიცხავს

დღევანდელი ხელისუფლება სააკაშვილს ასამართლებს საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების სურვილისთვის და ქვეყნის განვითარებაში თავისი კონტრიბუციის განხორციელებისთვის, – ამის შესახებ ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე საუბრისას განაცხადა. შოთა თუთბერიძე აცახდებს, რომ არსებობს ზეკანონური გარემოებები, რომელიც საზღვრის კვეთის საქმეზე სააკაშვილის პასუხისმგებლობას გამორიცხავს. „მიმდინარე პროცესის მიმართ აქვს ჯანსაღი დამოკიდებულება, ისევე როგორც ყველას, ვისაც არ ამოძრავებს პოლიტიკური შურისძიების ან პირადი ბრაზის ინსტიქტები. მიმდინარე პროცესი არის უბრალოდ ნონსენსი, როცა საქართველოს პრეზიდენტს ასამართლებენ საქართველოში ჩამოსვლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მას ყველა ჩამოსასვლელი გზა ჩაუკეტეს, ემუქრებოდნენ ფარულად, არ ჩამოსულიყო, დაიჭერდნენ, არ აპირებდნენ მის შემოშვებას საქართველოში,…

მეტი...

სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმე – მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯელობა გრძელდება. ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი პროცესს საკუთარი სურვილით არ ესწრება, აცხადებს, რომ შეუძლოდაა. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. ბრალდების მხარე ითხოვდა, რომ 12 მოწმე არ ყოფილიყო დასაშვებად ცნობილი და მათი გამოკითხვა არ მომხდარიყო შემდეგ ეტაპზე, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ზალაში დატოვა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ნუსხა და მტკიცებულებების სია.  ამ ეტაპზე, გარკვეული საკითხების განხილვა კვლავ გრძელდება. მათ შორის, მოსამართლე განიხილავს ადვოკატების შუამდგომლობას, აღუდგეს თუ არა მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება.  მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს სასამართლოზე მისი ადვოკატი, ბექა ბასილაია იცავს. ადვოკატი…

მეტი...

„აფრასიძე  დახვრიტეს და ბეჭედს, რომ ვერ აძრობდნენ თითი მოკვეთეს“ – „აფრასიძეების საქმე“ – დიმიტრი ლორთქიფანიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ახლა არის სწორედ ის დრო, როცა ეს საკითხი უნდა იქნას გამოტანილი, ძალიან ხშირად პრევალირებს კორუფციასთან დაკავშირებული ბრალეულობები და ეს სამასხარაოა, სააკაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალის სერიოზულობა მნიშვნელობას კარგავს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხდა. ლორთქიფანიძემ ისაუბრა, პროკურატურის 2021 წლის დადგენილებაზე აფრასიძეების დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საქმე აღსრულებაში უდნა მოვიდეს, როგორც მან განმარტა ეს ოჯახის მოთხოვნაა: „2004 წლის 24 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ის იყო სამხედრო ოპერაცია აფრასიძეების მიმართ, ეს სააკაშვილის ინაუგურაციიდან ორი თვის შემდეგ მოხდა. როგორ წარმოგიდგენიათ ხართ 7 წლის ასაკის…

მეტი...

დღეს ზურაბ ჟვანიას 58 წელი შეუსრულდებოდა

დღეს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა, მას 58 წელი შეუსრულდებოდა. ზურაბ ჟვანია 1963 წლის 9 დეკემბერს, თბილისში დაიბადა. სიცოცხლის მანძილზე მას არაერთი მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა: 1992 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი იყო; 1993 წელს აირჩიეს “საქართველოს მოქალაქეთა კავშირის” გენერალურ მდივნად და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ. 2001 წლის ოქტომბერში ზურაბ ჟვანია გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან, 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ კი პარლამენტის მიერ დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2004 წლის 17 თებერვალს პრემიერ-მინისტრის პოსტზე. “მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი “- ეს სიტყვები სწორედ ზურაბ ჟვანიას ეკუთვნის, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს გაწევრიანებისას, 1999 წლის 27 იანვარს წარმოთქვა.…

მეტი...

პრემიერ-მინისტრი აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული რვა პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. მთავრობის მეთაურმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან ხუთი სამხედრო და სამი მშვიდობიანი მოქალაქეა.

მეტი...

ე.წ. ტყუპი პანდემიის მოსალოდნელი ტალღა – ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას აფრთხილებს

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში ისევ საგანგაშოა – ამ ფონზე კი სპეციალისტები ქვეყანაში “ომიკრონის” დაფიქსირებას 2 კვირის ვადაში ელოდებიან. ახალი შტამი, “ტვინდემია” და სეზონური გრიპი – ეს ის გამოწვევებია რის წინაშეც დგას ჯანდაცვის სისეტემა.  ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, დისტანცია და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება იმის გარანტია, რომ ქვეყანაში დამატებითი ეპიდემიური ტალღა გრიპთან მიმართებაში მაინც არ განვითარდეს. სხვა შემთხვევაში ექიმები სავალალო სცენარს აანონსებენ.  “თუ ჩვენ გვინდა, რომ თავიდან ავირიდოთ ეს ე.წ. ტყუპი პანდემია, ანუ “ტვინდემია”, აუცილებელი და ერთადერთი ნაბიჯი არის, პირბადე, დისტანცია და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. ეს იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენ დამატებითი ეპიდემიური ტალღა გრიპთან მიმართებაში მაინც…

მეტი...

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს. დეპუტატებმა კენჭი “ქართული ოცნების” წევრს ჯუმბერ იზორიას და პარტია “საქართველოსთვის” წევრს შოთა წურწუმიას უყარეს. ხმები კი ასე გადანაწილდა: 13 ხმა ჯუმბერ იზორიამ, 12 კი შოთა წურწუმიამ მიიღო, ერთი ბიულეტინი ბათილი აღმოჩნდა. სხდომის დაწყებისას ოპოზიციური პარტიები აცხადებდნენ, რომ ისინი პარტია “საქართველოსთვის” კანდიდატს დაუჭერდნენ მხარს, თუმცა კენჭისყრის შემდეგ იზორიას თავის თანანპარტიელების გარდა კიდევ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ამ დროისთვის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული. ჩხოროწყუს ახალი მოწვევის საკრებულოს სულ 27 დეპუტატი ჰყავს. მანდატები ასეა გადანაწილებული: “ქართული ოცნება” 12 მანდატი, “ერთიანი ნაციონლური მოძრაობა” 7, პარტია “საქართველოსთვის” 7, “ლელო” 1.

მეტი...

“ე.წ. 3+3 ფორმატზე, შესაბამისად, 10 დეკემბრის შეხვედრაზე საქართველო წარმოდგენილი არ იქნება” – საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 10 დეკემბერს დაგეგმილ ე.წ. 3+3 ფორმატის შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი. როგორც უწყებაში განაცხადეს, საქართველო აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ე.წ. 3+3 რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივასთან დაკავშირებით არაერთხელ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა ამ საკითხზე ბოლო საპარლამენტო მოსმენაზე. ჩვენ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას და შესაბამისად, მ.წ. 10 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი“, – აცხადებენ საგარეოში. ე.წ. 3+3-ის ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში ხვალ იგეგმება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თურქეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. შეხვედრას დაესწრებიან თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანისა…

მეტი...

“მესამე პრეზიდენტი იყო დევნილი, სამშობლოში მისი დაბრუნების გზა არის ლეგალური და მშვიდობიანი” – ბექა ბასილაია

მიხეილ სააკაშვილმა აირჩია უაღრესად მშვიდობიანი გზა, რომ ხელისუფლებას არ მისცემოდა სპეკულაციის, მანიპულაციის და პროვოკაციის შესაძლებლობა, სამშობლოში მისი დაბრუნების გზა არის ლეგალური, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვიკატმა, ბექა ბასიალიამ განაცხადა. მისი თქმმით, დღეს იხილება ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის საქმე, სინამდვილეში კი, ეს არის პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების საქმე. „საქმე, რომელსაც იურიდიული განზომილება არ აქვს, ეს არის პოლიტიკური აქტი, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, მესამე პრეზიდენტი იყო ქართული ოლიგარქიული ხელისუფლების მიერ დევნილი. სამშობლოში მისი დაბრუნების გზა არის ლეგალური, მთავარია, ეს გზა ყოფილიყო მშვიდობიანი. მიხეილ სააკაშვილმა აირჩია უაღრესად მშვიდობიანი გზა, რომ ხელისუფლებას არ მისცემოდა…

მეტი...

ხელვაჩაურში დედა-შვილის მკვლელობის ადგილზე პოლიცაა მობილიზებული – რას ამბობენ შსს-ში

სასტიკი მკვლელობა ხელვაჩაურში – ამ წუთებში სოფელ ჭარნალში, ადგილზე სადაც მამაკაცმა ცოლ-შვილი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობის დაასრულა პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები არკვევენ რა გახდა შემზარავი ინციდენტის მიზეზი. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მოკლულია 21 წლის ახალგაზრდა ბიჭა და ბრალდებულის ცოლი, 43 წლის ქალი. სავარაუდო მკვლელობას გადაურჩა ოჯახის კიდევ ერთი წევრი, კაცის მეორე შვილი, რომელმაც გაქცევა შეძლო. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადგილკობვრივების თქმით, 54 წლის მამაკაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.  როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 54 წლის მამაკაცი ხშირად იღებდა ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. ის სპეციალური რეაბილიტაციის კურსის ქვეშ იყო და პერიოდულად უწევდა ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღებს. თუმცა,…

მეტი...

წალკაში „PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა

წალკაში, კოსტავას ქ. N34ა-ში PSP-ს ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა. მომხმარებელს ახალ აფთიაქში გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების გარდა, ბავშვთა კვების, მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ძალიან ფართო არჩევანი დახვდება ოჯახის ყველა წევრისთვის. ამასთან ისარგებლებენ ყველა შეთავაზებით, რომელსაც PSP საქართველოს მასშტაბით ყველა აფთიაქში სთავაზობს მომხმარებელს: ყველაზე დაბალი ფასები მედიკამენტებზე სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს; დამატებით 6%-იან ფასდაკლება PSP-ს ბარათის მფლობელებისთვის; ყოველი თვის 1-დან 7 რიცხვამდე სპეციალური შეთავაზებები ფრანგული ბრენდების კოსმეტიკურ პროდუქციაზე; „ბავშვთა დღეების“ ფარგლებში სხვადასხვა საბავშვო პრორუქციაზე- კვება, მოვლა, ჰიგიენა -განსაკუთრებულად სარგებლიანი შეთავაზებები; 60+ ასაკის მოქალაქეებისთვის ყოვედღე საუკეთესო ფასები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშაულებებზე და ა.შ.…

მეტი...

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს, 20:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ახალი წელი მოდის. დგება დრო, რომელსაც ყველა, დიდიც და პატარაც, მოუთმენლად ველით. დრო, როცა ჩავიფიქრებთ და ვუსურვებთ ერთმანეთს კეთილ სურვილებს. იმედით, სიხარულით და სიყვარულით სავსე დრო, რომლის მთავარი სიმბოლო ნაძვის ხეა. ჩვენს დედაქალაქში უკვე ტრადიციად იქცა მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება. წინა წლისგან განსხვავებით, როცა ვერ შევძელით სახალხო ღონისძიების გამართვა, წელს ვაპირებთ, პარლამენტის წინ, პარასკევს, 10 დეკემბერს, 20:00 საათზე მოვაწყოთ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება და მთელი ქალაქი გავანათოთ საახალწლო…

მეტი...

“როდესაც არ შუქდება კონკრეტული ღონისძიებება, ძალიან ცუდია, თუ ეს გაგრძელდება, მოგვიწევს ჩვენი ურთიერთობის გადახედვა” – კახა კალაძე

მე ვალდებული ვარ, ვიყო ყველას მერი, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და ის სიკეთეები, რასაც ვაკეთებთ ამ ქალაქისთვის, ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, თანაბრად ნაწილდება ყველასთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, გარკვეული მედიასაშუალებების მიერ მერიის ორგანიზებული ღონისძიებების გაშუქება არ ხდება. „მინდა, შევეხო ერთ თემას, რომელიც ვფიქრობ, გარკვეულწილად პრობლემას წარმოადგენს. და მინდა, საზოგადოებასაც მივაწოდო ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ, შეიძლება, ყოველდღიურად არა, მაგრამ კვირაში სამჯერ, ოთხჯერ გვიწევს კომუნიკაცია მედიასთან, ვიკრიბებით სხვადასხვა ადგილზე, მერიის დაორგანიზებულ ღონისძიებებზე. ეს არის ყოველდღიური საქმიანობა, რასაც ვეწევით. შეიძლება, გამგეობის, მერიის პროექტები იყოს. შეიძლება, იყოს…

მეტი...

იპოდრომთან მდებარე ტერიტორიაზე აუქციონში გამარჯვებული კომპანია ახალ კორტებს და სპორტული დანიშნულების სივრცეებს მოაწყობს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იპოდრომთან მდებარე ჩოგბურთის კორტების ყოფილი ტერიტორია აუქციონზე გაიყიდა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს გასხვისხდა და საცხოვრებელი კორპუსების აშენება იყო დაგეგმილი, თუმცა, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა. „იპოდრომთან მდებარე ჩოგბურთის კორტების ყოფილი ტერიტორია წინა ხელისუფლების პერიოდში, როდესაც დედაქალაქს სხვა გადმოსახედიდან უყურებდნენ, გასხვისდა და იქ კორპუსების აშენება იგეგმებოდა. იცით, მაშინ რა დამოკიდებულება იყო სპორტული მოედნების, რეკრეაციული სივრცეების მიმართ და ხდებოდა გასხვისება. არც ქალაქის ინტერესი, არც ეკოლოგიური ინტერესი არ იყო გათვალისწინებული – კორპუსი, კორპუსი და კორპუსი. ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო, ჰქონდათ მცდელობა,…

მეტი...

“დიდი პასუხისმგებლობაა, რომ თბილისის მოსახლეობამ მეორედ მომანიჭა მანდატი” – კახა კალაძე

მუნიციპალიტეტის მთავრობის ახალმა შემადგენლობამ დღეს პირველი სხდომა გამართა და მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა, რადგან მის გუნდს ქალაქის მართვის მანდატი კიდევ ერთხელ მიანიჭა. „მოგეხსენებათ, დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის მთავრობა დადღეს ჩვენ ოფიციალურად ვიწყებთ დედაქალაქის მართვის ახალ, ოთხწლიან პერიოდს. რაც შეეხება განვლილ ოთხს წელს, 2017 წელს თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვცა შესაძლებლობა, ამ ქალაქისთვის გვემსახურა. რა თქმა უნდა, ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, ახალი რეფორმები,ახალი წამოწყებები, სიახლეები, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ბევრი პროექტი განხორციელდა, თუმცა, ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები,რომელთაც, რა თქმა უნდა, მოგვარება სჭირდება. პირადად ჩემთვის, ძალიან დიდი…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 63 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 63 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 582-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 562 პირს დაუდასტურდა, 4 145 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 8 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 226 შემთხვევა გამოვლინდა, 4 091 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 53 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 3 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 145 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 145 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 63 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 8.22%, ბოლო შვიდი დღის – 7.91%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 879 368 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 822 108 გამოჯანმრთელდა, 12 582 კი, გარდაიცვალა. ამასთან, 8 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 091 პაციენტი, გარდაიცვალა 53.

მეტი...

ავარიას თელავის გზაზე ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ყვარელი-თელავის  დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. გარდაცვლილია 35 წლამდე კაცი, რომელიც მანქანას მართავდა.

მეტი...

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოში ბადრი ჯაფარიძე დაიკითხება

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძე დაიკითხება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 11:00 საათზე გაიმართება. პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ და საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენებას ბადრი ჯაფარიძე მისცემს. გასულ სხდომაზე მამუკა ხაზარაძე დაიკითხა. ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო…

მეტი...

კორონავირუსით ნოე სიხარულიძე გარდაიცვალა – მას 8 შვილი დარჩა

კორონავირუსმა კიდევ ერთი ჩოხატაურელის, 8 შვილის მამის, ნოე სიხარულიძის სიცოცხლე შეიწირა. იგი მკურნალობის კურსს თბილისში გადიოდა. მას მეუღლე და 8 შვილი დარჩა.

მეტი...

საველე ჰოსპიტლები შესაძლოა ისევ გახდეს საჭირო

 ექიმების თქმით, “ომიკრონი” ქვეყანაში მალე შემოვა. კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელებამდე კი, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ზამთრის სეზონისთვის დამახასიათებელი რესპირატორული ვირუსებიც ართულებს, ამიტომ მედიკოსები სტატისტიკის ზრდას პროგნოზირებენ. იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ინფიცირებისა და ლეტალობის მაღალი მაჩვენებლები რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი კვლავ რეგულაციების დაცვას და იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკნე მოუწოდებს საზოგადოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების საჭიროება ისევ დადგეს.  “რაც შეეხება ეპიდვითარებას მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში კვლავ მძიმე რჩება. აცრების ტემპი, რომელიც დღეს არის, მიუხედავად იმისა, რომ მოიმატა არ არის საკმარისი იმისა, რომ სათანადოდ ვიყოთ დაცულები, თუ გავითვალისწინებთ იმ ახალ შტამს, რომელიც თანდათანობით გვიახლოვდება. ყველაზე კარგი პრევენცია ვაქცინაცია და რეგულაციების…

მეტი...

მოსკოვის, ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებმა მოლაპარაკება დატოვეს, ჟენევის ფორმატი ვერ შედგა  

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე ეტაპზე, რომელიც  იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკითხებს ეხებოდა, ვერ შედგა. მონაწილეების ნაწილმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. კერძოდ, შეხვედრას გამოეთიშა მოსკოვის, ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები.    ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკითხზე უნდა ემსჯელათ. თუმცა,  მოსკოვის, ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლების პროტესტის გამო დისკუსია ვერ შედგა. თანათავმჯდომარეები დისკუსიის ყველა მონაწილეს დისკუსიებში კონსტრუქციული ჩართულობისკენ მოუწოდებენ. ქართული მხარის განცხადებით, მოსკოვის პროვოკაციული განცხადებები და ქმედებები ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციისკენაა მიმართული. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი 2022 წლის 29-30 მარტს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ  ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები მნიშვნელოვანი ფორმატია, სადაც კონფლიქტის შედეგებსა…

მეტი...

კიდევ ერთი მიწისძვა მოხდა

საქართველოში, დღეს დილით მიწისძვა მოხდა. მიწისძვრა თბილისის დროით 06:42 საათზე დაფიქსირდა. „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“  სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი  წალკას სამხრეთ-დასავლეთით 16კმ-ში, სოფელი მამიშლართან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიძლიერემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...