„ბევრი ისეთი შეცდომა იყო, რომელსაც ძალიან, ძალიან ვნანობ“ – მიხეილ სააკაშვილის ბოდიში

„ბოდიშს გიხდი კიდევ ერთხელ, მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი“ – ეს გახლამთ ამონარიდი მიხეილ სააკაშვილის სიტყვიდან, რომლითაც მას სასამართლოს და საქართველოს მოსახლეობას მიმართა. როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, ის ნანობს და აღიარებს, რომ შეცდომები ჰქონდა.     „გვქონდა თუ არა ჩვენ შეცდომები? საკმარისზე მეტი. ბევრი ისეთი შეცდომა, რომელსაც ძალიან, ძალიან ვნანობ. პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო. მე ძალიან კარგად მახსოვს ჩემი საუბრები, მაგალითად, ნიკა რურუასთან 2011 წელს, რომელიც მეუბნებოდა: „არ შეიძლება, სასამართლოს თუ არ მივეცით სრული დამოუკიდებლობა და არ…

მეტი...

გიგი უგულავა მარნეულის იზოლატორში გადაიყვანეს

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დაკავებულია. როგორც ადვოკატებმა გაარკვიეს ის მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. როგორც ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მის კვალს მიაგნო. ამ წუთებში, ადვოკატი მარნეულში იმყოფება და გიგი უგულავასთან შეხვედრას ელოდება. გიგი უგულავა სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. მას, აღმაშენებლის ხეივნის გადაკეტვისას პოლიციელებთან შელაპარაკება მოუვიდა.

მეტი...

„მთავარმა ექიმმა რომ დაინახა ვკვდები, გამოიძახა სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ის დღეს გაიხსენა, როცა მან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა და კვდებოდა. როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, ბედმა გაუღიმა, რომ ეს ყველაფერი ადვოკატების თანდასწრებით მოხდა და ის მარტო არ იყო. „ბედმა გამიღიმა, რომ ადვოკატების თანდასწრებით დავკარგე გონება და ბედმა გამიღიმა, რომ იმ დილას, როდესაც შემომხედა იქაური კონცლაგერის მთავარმა ექიმმა, ჩათვალა, რომ უკვე ვკვდები, ეს იყო გამიზნული მოსაკლავი აქტი. ჩემი ყველა მონაცემი – კალიუმის, ნატრიუმის იყო სასიცოცხლო ნიშნულზე ქვემოთ. ფეხები მქონდა დასიებული და პრაქტიკულად ვერ დავდიოდი, ვეღარც ვაზროვნებდი. მთავარმა ექიმმა რომ დაინახა ვკვდები, გამოიძახა სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამთა…

მეტი...

ზურაბ ზვიადაური თავისუფალია  

თელავის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლომ მას 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურთან ერთად ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილიც გათავისუფლდა. შეგახსენებთ, რომ ზურაბ ზვიადაური წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის გამო დააკავეს. ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილებს შორისაა თავად ზურაბ ზვიადაურის ძმა. როგორც ადვოკატები, თავად ზვიადაური და თვითმხილველები განმარტავენ, ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

მეტი...

„ძალიან ბევრი მირტყეს ხელებში, ფეხებში, იყო მოხრჩობის მცდელობა. ეს იყო გამიზნული, მოსაკლავი აქტი“ – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე რუსთავის იზოლატორიდან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მოტყუებით, ძალით წაიყვანეს. მისივე თქმით, ეს იყო მიზანმიმართული ქმედება მის მოსაკლავად. „დანიშნული მქონდა შეხვედრა დედაჩემთან და ჩემს ორ შვილთან. ასევე, სახელმწიფო კონსილიუმთან. მუდმივად  მეუბნებოდნენ, რომ ხან კონსილიუმს არ სცალია, ხან ჩემები არ მოვიდნენ, ჩვეულებრივად მატყუებდნენ.  შემდეგ შემოდის ჩემს საკანში ციხის უფროსი და მეუბნება, დაკმაყოფილდა თქვენი შუამდგომლობა, თქვენ გადაყავხართ მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში.  ვუთხარი სად არის ეს კლინიკა, მან მითხრა – თბლისში, ნუ ნერვიულობთ კარგი კლინიკაა. შენი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ გეტყვით, თუმცა, ზუსტად ისაა, რაც გინდოდათო.…

მეტი...

„საქართველოში გაქცევის გარდა სხვა პერსპექტივა არ არის… ალბათ, ბევრი იტყვის, რომ საღ ჭკუაზე არ ვარ“ – მიხეილ სააკაშვილი  

„არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა? არ მოგენატრათ ტემპი და „დრაივი“ განვითარების? არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა? არ მოგენატრათ სიყვარული და სითბო? არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? და თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, მაშინ ის, რაც ახლა ხდება, ერთად უნდა დავასრულოთ“, – ასე დაიწყო სასამართლოს წინაშე გამოსვლა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. როგოც მან განაცხადა, ის, რაც დღეს ქვეყანაში და ამ დარბაზში ხდება, სამარცხვინო და დამამცირებელია. მისი შეფასებით, საქართველოში გაქცევის გარდა სხვა პერსპექტივა არ არსებობს და სწორედ ეს გახდა მისი ქვეყანაში დაბრუნების ერთადერთი მოტივი.    „მე არ შემეძლო ჯდომა კიევში, ჩემს კაბინეტში როცა ჩემი…

მეტი...

„კიდევ რამდენი ხანი უნდა ვუსმინოთ“ – პროკურორმა მოსამართლეს მიმართა, მიხეილ სააკაშვილს სიტყვა შეაწყვეტინოს

ამ წუთებში, სასამართლო დარბაზში, სადაც მიხეილ სააკაშილი სიტყვით გამოდის, ხმაურია. სიტყვიერი დაპირისპირება ბრალდების მხარესა და დაცვის მხარეს შორის მოხდა. დაპირისპირება კი იმან გამოიწვია, რომ მიხეილ სააკაშვილმა სხდომაზე 20 წუთი ისაუბრა, პროკურორისთვის კი მისი მოსმენა მიუღებელი აღმოჩნდა.   „უკვე  20 წუთია სააკაშილი საუბრობს და რამდენი ხანი შეიძლება ამას ვუსმინოთ“ – მიმართა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა მოსამართლეს, რასაც დაცვის მხარის შეპასუხება მოჰყვა.    მოსამართლემ მხარეებს დავა შეაწყვეტინა და პროკურორს მიმართა, ბრალდებულს სიტყვას ნუ შეაწყვეტინებენ, რადგან მას ამისი უფლება აქვს.   „მხარეები არ უნდა შეხვიდეთ კამათში. მას აქვს განცხადების გაკეთების უფლება.  ის პირველად წარსდგა…

მეტი...

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს სიტყვით მიმართავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის სიტყვით გამოსვლა დაიწყო. სანამ მოსამართლე მიხეილ სააკაშვილს სიტყვის უფლებას მისცემდა, მიმართა, რომ თუ თავს შეუძლოდ გრძნობდა, არ ამდგარიყო და მისთვის მისაღები ფორმით ესაუბრა. ასევე, სასამართლოს მიმართა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა და სთხოვა, სიტყვით გამოსვლისას, ბრალდების მხარეს მისთვის ხელი არ შეეშალა და თავისუფლად საუბრის შესაძლებლობა მიეცა, რასაც ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის შელაპარაკება მოჰყვა. მოსამართლემ ბრალდების მხარეს, პროკურორს მიმართა და განმარტება გააკეთა, რომ დაეცვათ სასამართლოა და დარბაზში მოქცევის მთავარი პრინციპი და მიხეილ სააკაშვილისთვის მიემართათ კორექტულად, როგორც ბატონი მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა უკრაინულ ენაზეც გააკეთა,…

მეტი...

საქალაქო სასამართლოსთან ვითარება უკონტროლოა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, აღმაშენებლის გამზირზე ვითარება უკონტროლია. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებისა და პოლიტიკური ლიდერების დაკავება დაიწყეს. პოლიციელებმა საპატრულო ეკიპაჟის მანქანაში აქციის არაერთი მონაწილე ჩასვეს და წაიყვანეს. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. აღმაშენებლის გამზირზე, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა დაკავება ამ წუთებშიც გრძელდება.   სასამართლოს ეზოში მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია, გადაუდებელ დაავადებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, წყლის ჭავლის მანქანა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

მეტი...

გიგი უგულავა დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გიგი უგულავამ გზის სავალი ნაწილი მხარდამჭერებთან ერთად გადაკეტა, უგულავა დააკავეს. ​სამართალდამცველებმა ის საპატრულო ეკიპაჟის მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს, როგორც ერთ-ერთმა პოლიციელმა მას უთხრა, დაკავებულია ადმინისტრაციული წესით. დაკავებამდე კი გიგი უგულავასა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა.

მეტი...

აღმაშენებლის გამზირი პარალიზებულია, პერიმეტრს პოლიცია იცავს  

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია და აღმაშენებლის ხეივანი პარალიზებულია. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა, რომლებიც სასამართლოს ეზოში არ შეუშვეს, აღმაშენებლის გამზირზე გადაინაცვლეს და გზის სავალი ნაწილი დაიკავეს. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ფეხით გადასასვლელ ხიდზეც განლაგდნენ და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი დროშები გადმოფინეს. ადგილზე სამართალდამცველების უპრეცენდენტო რაოდენობაა მობილიზებული. სამართალდამცველები იძულებულები გახდნენ „წიწაკის სპრეი“ გამოეყენებინათ.   

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს დარბაზშია, სხდომა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უკვე გამოჩნდა კადრში, რომელიც მისმა ადვოკატმა სასამართლო დარბაზიდან „ლაივსტრიმით“ ჩართო, თუმცა, მოსამართლემ მას ტელეფონის გამოყენება შეუზღუდა. პირველი შუამდგომლობა, რომელიც ადვოკატებმა სასამართლოზე დააყენეს, სხდომათა დარბაზში ტელევიზიების დაშვება იყო. შეგახსენებთ, რომ სასამართლოს ტერიტორიის პერიმეტრი სამართალდამცველების მიერ არის „გამაგრებული“. სასამართლოს მიმდებარედ არავის უშვებენ, სხდომათა დარბაზში კი მხოლოდ ერთადერთი ტელევიზია – საზოგადოებრივი მაუწყებელი იმყოფება.  

მეტი...

სასამართლო შენობის მიმდებარედ დაპირისპირებაა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ვითარება დაძაბულია. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება სასამართლოს პერიმეტრზე აქციის მონაწილეების არშეშვებას მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა კი სცადეს, შემაღლებულ ადგილზე ასულიყვნენ და იქ გადმოეფინათ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი დროშა, რისი შესაძლებლობაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოყენებულია წიწაკის “სპრეი”.  ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი. სასამართლოში პოლიციელთა დიდი რაოდენობით მობილიზებაა და სასამართლოს ეზოს მიმდებარედ არავის უშვებენ. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა.   

მეტი...

ამერიკის ელჩი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განცხადებას აკეთებს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთა დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მოხარულია მისი პროცესზე მიყვანით.  „მოხარულები ვართ რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და შესაძლებლობა აქვს  დაესწროს სასამართლო პროცესს. ეს არის ადმიანის უფლება, რაც დამტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, სწორედ ამიტომ გვქონდა მოწოდებები, რომ ეს უფლება სააკაშვილს გამოეყენებინა, მოხარულები ვართ რომ ეს შესაძლებლობა უკვე მიეცა, ასევე მოვუწოდებ მის მხარდამჭერებს ხელი არ შეუშალონ აღნიშნულ პროცესს“ – განაცხადა ელჩმა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე მიიყვანეს. სხდომა ჯერ არ დაწყებულა. სასამართლოში შესვლა შეზღუდულია. არა თუ შენობაში, სასამართლო ეზოს პერიმეტრზეც კი…

მეტი...

ვირუსით 47 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 974 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 954 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 015 შემთხვევა, აჭარა – 105, იმერეთი – 313, ქვემო ქართლი – 97, შიდა ქართლი – 85, გურია – 43, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 106, კახეთი – 84, მცხეთა-მთიანეთი – 46, სამცხე-ჯავახეთი – 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

მეტი...

ვირუსით 1 954 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 068  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 954  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 477   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  9.74%.  ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  840 593-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.74%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.0% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.04%.

მეტი...

ტყიბულის კარიერში მოყოლილი მამაკაცი გარდაიცვალა

2 დღის უკან, ტყიბულის ღია კარიერში  მომხდარ ტრაგედიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მამაკაცი, რომელიც კარიერიდან დაახლოებით 7 საათიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ ამოიყვანეს, კლინიკაში გარდაიცვალა.    მას გულ-მკერდის და ფილტვების დაჟეჟილობა ჰქონდა მიღებული, რომელიც მძიმე მასის ზეწოლის შედეგად განხორციელდა. კარიერში მოყოლილი მეორე მამაკაცი კი მაშველებმა გარდაცვლილი ამოიყვანეს.

მეტი...

დადასტურდა ინფორმაცია, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან სააკაშვილი სასამართლოში გადაიყვანეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოშია. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლოში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული. მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია და სასამართლოს ეზოში არც ჟურნალისტებს უშვებენ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს. სასამართლოს ეზოში მხოლოდ იმ ადამიანებს უშვებენ, რომლებსაც სასამართლო პროცესი აქვთ ჩანიშნული ან სარჩელი აქვთ შესატანი. .

მეტი...

200 კილო ხორცი განადგურდა, ბიზნესოპერატორებს კი საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოთხ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა.სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შეამოწმეს ქალაქ თბილისში, ნ. ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე ხორცის სარეალიზაციო და საზოგადოებრივი კვების რვა ობიექტი, რომელთაგანაც ოთხს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები – სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, ვადაგასული და ჯანმრთელობის ნიშანდების  არმქონე ხორცი. ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევა. სულ დაილუქა  200 კგ სხვადასხვა სახეობის ხორცი, რომელიც სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით  განადგურდება. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორები საქმიანობდნენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე (64-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა, გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად,…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, სასამართლოს ეზოში აქცია გაიმართება

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში იკრიბებიან. ისინი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესის პარალელურად, სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას გამართავენ.   მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება. გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსული ექსკორტი თბილისის საქალაქო სასამართლოშ უკვე შევიდა. დიდი ალბათობით, სასამართლოში მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს.

მეტი...

გორის სამხედრო ჰოსპიტალი ექსკორტმა დატოვა

რამდენიმე წუთის უკან, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ექსკორტი გავიდა. გამორიცხული არ არის, ექსკორტით მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანა ხდებოდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ ეტაპისთვის განცხადება არ გაკეთებულა. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კი 11:00 საათზეა ჩანიშნული.    დღევანდელი სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეს ეხება. როგორც თავად ბრალდებული მესამე პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები ითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილი თავად დაესწროს სასამართლო პროცესს. საქმის განმხილველი მოსამართლე აცხადებს, რომ თუ პროცესს ბრალდებული არ დაესწრება, სასამართლო არ გაიმართება.

მეტი...

ისრაელმა საერთაშორისო მოგზაურებისთვის საზღვარი ჩაკეტა

დღეიდან, ისრაელში უცხოეთის მოქალაქეების ვერ შევლენ. აღნიშნულის მიზეზი კორონავირუსის ახალი, ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის გავრცელებაა.   რაც შეეხება ისრაელის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნიდან იყვნენ გასულები, მათ სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ მკაცრი წესების დაცვით შეეძლებათ.   კერძოდ, ისრაელის მოქალაქემ „პისიარ“ ტესტი აეროპორტში უნდა გაიკეთოს და კარანტინში გადავიდეს. სამი დღის შემდეგ კი „პისიარ“ ტესტი მეორედ უნდა გაიკეთოს. ორჯერ უარყოფითი პასუხი მოქალაქეებს კარანტინიდან გასვლის შესაძლებლობას მისცემს. ადამიანები კი, რომლებიც მეორე ტესტს არ გაიკეთებენ, კარანტინში 14 დღის გატარება მოუწევთ. ახალი, გამკაცრებული რეგულაციით, ისრაელში დაბრუნებულ მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება აეკრძალათ და აეროპორტიდან სახლში კერძო ავტომობილით ან ტაქსით უნდა…

მეტი...

ჯანმო, ამ ეტაპისთვის, ვერ ადასტურებს ინფორმაციას, რომ „ომიკრონი“ მაქსიმალური სისწრაფით ვრცელდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ახალ, ე.წ. სამხრეთ აფრიკულ შტამთან დაკავშირებით მორიგ შეფასებას აკეთებს და ამბობს, რომ „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელება ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.    „ამ ეტაპისთვის გაურკვეველია, იწვევს თუ არა „ომიკრონი“ უფრო მძიმე დაავადებას სხვა, არსებულ ვარიანტთან, მათ შორის „დელტასთან“ შედარებით. ვარაუდობენ, რომ სამხრეთ აფრიკაში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მზარდია. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის გაზრდით და არა კონკრეტულად „ომიკრონით“ დაინფიცირებით“, – აცხადებენ ჯანმოში. ორგანიზაციაში ასევე განმარტავენ, რომ დაავადების გავრცელების საწინააღმდეგოდ,  აცრა ერთადერთი გამოსავალია.

მეტი...

„ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს იძულებით ვაქცინირებას, აცრას არ აქვს რელიგიური დატვირთვა“ – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ეკლესია იძულებითი ვაქცინაციის მომხრე ვერ იქნება.   “საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ კორონავირუსის აცრასთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც სინოდის დადგენილებაშია ასახული. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოხდა მისი განმარტება, უკანასკნელ პერიოდში ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან დაფიქსირებული რადიკალური პოზიციის გამო, კვლავ გავიმეორებთ, რომ აცრას არა აქვს რელიგიური დატვირთვა. და ამდენად დაუშვებელია, სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს ამ პროცედურის ჩატარება ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ. მკურნალობის ამ მეთოდთან მიმართებაში, ქრისტიანისათვის რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია…

მეტი...