გენადი ბესტაევი ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავთ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცხინვალის იზოლატორში მყოფი უკანონო პატიმარი გენადი ბესტაევი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ოკუპირებული ცხინვალიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავთ. „ამ წუთებში, უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის პროცესი მიმდინარეობს. „ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში მყოფ უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს მიმდინარე წლის 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის გაუარესების დღიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოს მოქალაქის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ გადმოყვანასთან დაკავშირებით, ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი აამოქმედა. ამ…

მეტი...

სახალხო დამცველი სტრასბურგს მიხეილ სააკაშვილის საქმეში მხარედ ჩართვას სთხოვს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს თხოვნით მიმართავს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩაერთოს. ომბუდსმენის შეფასებით, იმედი აქვს, რომ სტრასბურგი ამ თხოვნას გაიზიარებს. „გვქონია შემთხვევები, როდესაც სტრასბურგი ასეთ თხოვნას ეთანხმება და სახალხო დამცველს მესამე მხარედ რთავს. იმედს ვიტოვებთ, თუ სტრასბურგის სასამართლო მიიღებს ჩვენს თხოვნას. ასევე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას აუცილებლად წარვადგენთ. ექიმები ციხის საავადმყოფოში უნდა შევიდნენ და  ადგილზე გაეცნონ, არსებობს თუ არა კლინიკაში ყველა საჭირო აღჭურვილობა და საშუალება, რაც ამ ტიპის პაციენტისთვის იქნებოდა მკურნალობის ადეკვატური საშუალება, არა მხოლოდ შიმშილობის გაგრძელების, არამედ შიმშილობის შეწყვეტის პერიოდში. სახალხო…

მეტი...

„მიხეილ სააკაშვილი ცუდად არ არის, ის ძალიან ცუდადაა“ – ნიკა გვარამია

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილი იმდენად სუსტადაა, ფეხზე დგომა უჭირს და კედელ-კედელ დადის. „შემიძლია, ვთქვა, რომ ასეთი ფერის მიხეილ სააკაშვილი აქამდე არ მინახავს, ისე სუსტად იყო, რომ კედელ-კედელ შემოვიდა. რეალურად, ადამიანი ფეხზე წესიერად ვერ დგას. უკვე მგონია, რამდენად სწორია, რომ ჩამოჰყავთ. უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ ჩემს გამო უნდა ჩამოვიდეს. ადამიანს უკვე პრაქტიკულად, შესაძლებლობა არა აქვს, რომ გადაადგილდეს. რამდენჯერმე ფეხზე ადგა და ჩანს, რომ ქანაობს და ვერ იკავებს თავს და ვთხოვე, რომ დამჯდარიყო. მიხეილ სააკაშვილი ცუდად არ არის, ის ძალიან ცუდადაა. მე ექიმი არ ვარ, მაგრამ სამწუხაროა, რომ…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი მოშიმშილეების სოლიდარობისთვის მადლობას უხდის

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი მორიგ წერილს აგზავნის და მოშიმშილეებს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის. ყოფილი პრეზიდენტი ასევე მადლობას უხდის პაატა ბურჭულაძესა და მეუფე იოსებს: „მივესალმები ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოს მოშიმშილე წევრებს, რომლებიც შეუერთდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებს სოლიდარობის უმაღლეს აქტში – შიმშილობაში. ეს იმეორებს მსოფლიოს ისტორიაში შესულ მაჰათმა განდის შიმშილობას, რომელმაც დაამარცხა იმპერია და გაათავისუფლა საკუთარი ქვეყანა. ახლა შევიტყვე, რომ საქართველოს ეროვნული საგანძური, პაატა ბურჭულაძე, იწყებს სოლიდარობის შიმშილობას. პიროვნებას, რომელიც ამას წინათ ჩემს მიერ აშენებულ ქუთაისის ოპერაში არ შეუშვეს, უხდება შიმშილობაში ჩართვა – ეს სამარცხვინოა. მეორეს მხრივ – ეს არის კეთილშობილების და დიდბუნებობის უმაღლესი აქტი. ბოლოს,…

მეტი...

2022 წლის 28 მარტიდან მოპედების რეგისტრაცია და მართვის მოწმობა სავალდებულო ხდება

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარებას და მოპედების რეგისტაციას. პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით მიიღო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები. კანონპროექტი ითვალისწინებს: •           სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღებისთვის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაწესებას, რომლის დროსაც გამოცდის ჩაბარება მოხდება რეალურ პირობებში; •           მოპედების რეგისტაციას. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით,  მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება 2022 წლის 28 მარტიდან და შესაბამისად, აუცილებელი იქნება მართვის მოწმობის ქონა, მანამდე კი ამ პროცესს ექნება ნებაყოფლობითი ხასიათი.…

მეტი...

„ყველა პატიმრის უფლება არის დაცული“ – კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის  განმარტებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა. კახა კალაძის თქმით, ახლა მისთვის მთავარია საქმე და ის პროექტები, რაც დედაქალაქში მიმდინარეობს და სამომავლოდ უნდა განხორციელდეს. „მე თავს ვიკავებ სააკაშვილის შესახებ განცხადებების გაკეთებისგან. უკვე ბევრჯერ ვთქვი, რომ ამაზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან ახლა ჩემთვის მთავარი არის საქმე. უამრავი პროექტია გასაკეთებელი. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილისაც. ყველაფერი კეთდება ამისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა…

მეტი...

„ცდილობენ, სააკაშვილი მოახვედრონ ციხის გარეთ“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მცდელობაა, მიხეილ სააკაშვილი ციხის გარეთ მოხვდეს, თუმცა, ამ გეგმებს აღსრულება არ უწერია. „ყველანაირი გზებით ცდილობენ, სააკაშვილი მოახვედრონ ციხის გარეთ იმისთვის, რომ რაღაცები დაგეგმონ. იმ გეგმებსაც არ უწერია აღსრულება, მაგრამ შეუძლიათ სერიოზული პრობლემები შექმნან. თუ ვინმემ მოინდომა მძიმე პროვოკაცია, ვერც ერთი სახელმწიფო, ვერც ერთ სამოქალაქო კლინიკას ვერ დაიცავს. თუ ვინმემ მოინდომა უმძიმესი პროვოკაცია, მძიმე პროვოკაციაზე საუბარი, რაზეც მინიშნება მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, ოღონდ ვითომ რუსებზე საუბრობდა, ვერც ერთი სახელმწიფო, ვერც ერთ სამოქალაქო კლინიკა ვერ დაიცავს. პატიმრები იმისთვის არიან ციხეში, რომ ციხეში არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოების განსაკუთრებული სტანდარტი.…

მეტი...

„თუ ისინი იტყვიან, რომ სჯობს პაციენტს ყველა კვლევა ჩაუტარდეს სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში, დავუჯეროთ მათ“ – ამირან გამყრელიძე

„მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელმაც საქართველოში სიკვდილით დასჯა გააუქმა“ –  აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და მიხეილ სააკაშვილს  მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს. „იცით, რომ ეს პოლიტიკური პროტესტი გადაიზარდა იმაში, რომ ის გახდა პაციენტი. მე ექიმი ვარ და ჩვენთვის პაციენტი, როცა ჰიპოკრატეს ფიცს ვდებთ, იქნება ეს უმაღლესი თანამდებობის, დაბალი თანამდებობის, არ ვასხვავებთ რასობრივი, სქესობრივი და ა.შ. ნიშნებით ადამიანებს. პაციენტი ჩვენთვის ყოველთვის პაციენტია და ექიმის მოვალეობაა, რომ პაციენტს ჩაუტაროს ყველა ის აუცილებელი დახმარება, რაც მას სჭირდება. მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელმაც საქართველოში სიკვდილით დასჯა გააუქმა.…

მეტი...

ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან და მის ოჯახჩასმათან ახლო ურთიერთობა აქვს  

„პაციენტი ჩვენთვის ყოველთვის პაციენტია და ექიმის მოვალეობაა, რომ პაციენტს ჩაუტაროს ყველა ის აუცილებელი დახმარება, რაც მას სჭირდება“, – აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძე ჟურნალისტებთან. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ძალიან კარგად იცნობს და ახლო ურთიერთობა აქვს მის ოჯახთანაც.   „დაგიდასტურებთ, რომ მე ახლო ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთან. კარგად ვიცნობ და ვმეგობრობ მის მამასთან, ბატონ ნიკასთან. ერთად საკმაოდ დიდი ხანი ვმუშაობდით მაშინდელ სამედიცინო ინსტიტუტში. შემდეგ ბატონი ნიკა მუშაობდა სამინისტროში იმ პერიოდში, როცა მე სამინისტროში მაღალი თანამდებობები მეკავა. დაგიდასტურებთ, რომ საკმაოდ ახლო ურთიერთობა მაქვს მის დედასთან, ქალბატონ გიულისთან,…

მეტი...

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კონსილიუმის მოწვევის საჭიროება არ არსებობს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარების შესაფასებლად კონსილიუმი არ შეიკრიბება, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მედიასთან განმარტა, მსგავსი საჭიროება არ არსებობს. „მე-18 დაწესებულების პირობები შეფასდა ნებართვების პირობებთან და იმ მიმართულებებთან, რაშიც 2014 წლიდან არის გარკვეული ნებართვები გაცემული ამ დაწესებულებისთვის. აქ შედის რიგი რეანიმაციული, ასევე ლაბორატორიული მიმართულებები. პერსონალი სერთიფიკატის არსებობის კუთხით შეფასდა და ასევე, იყო თუ არა ყველა მიმართულებით პერსონალი დაკომპლექტებული. ამის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა და ალბათ, თქვენც გქონდათ წვდომა. რაც შეეხება დაწესებულების ხელმძღვანელს, ბუნებრივია, მისი სერთიფიკატი არის ამ შეფასებაში და ჩვენ ამ სერთიფიკატებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ნამდვილად არ…

მეტი...

მშობიარობის შემდეგ, ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა

​კორონავირუსს კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” მოხდა. პაციენტი კი ქუთაისში სამეგრელოდან გადაიყვანეს. მშობიარობის შემდეგ, ქალის მდგომარეობა დამძიმდა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. კლინიკის ადმინისტრაციის განმარტებით, პაციენტს ფილტვის ქსოვილის 72%  დაზიანებული ჰქონდა და ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა.

მეტი...

1 აგვისტოდან 14 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 13.0 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.3 ათასი ტონით (35%), ხოლო ღირებულება 6.3 მლნ აშშ დოლარით (12%) გაიზარდა. ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება – იტალიაში (5,549 ტონა), გერმანიაში (2,222 ტონა), ესპანეთში (402 ტონა), ჩეხეთში (401 ტონა), პოლონეთში (315 ტონა), ლიეტუვაში (218 ტონა), საფრანგეთში (170 ტონა), ბულგარეთში (110 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (60 ტონა), საბერძნეთში (49 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა). ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: სომხეთი (788 ტონა), ჩინეთი (680 ტონა), უკრაინა (256 ტონა), რუსეთი ( 252…

მეტი...

„მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ყველაზე მეტად ხელისუფლება იცავს“ – დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მზადაა, კოლეგებთან ერთად ეწვიოს ციხის სამკურნალო დაწესებულებას. როგორც ხუნდაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან განმარტა,  მნიშვნელობა არ აქვს რისთვის იხდის პატიმარი სასჯელს, ეს ბრალდების მხარის გასარკვევია და არა პოლიტიკოსის.   „ჯანდაცვა და ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვა ბევრად უფრო მაღლა დგას ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკა. ასეა დღეს და ასე უნდა ყოფილიყო მაშინაც, როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ყოველ მეორე დღეს თითო გვამი გამოჰქონდათ, როდესაც პატიმრები განწირულნი იყვნენ ტუბერკულოზით, C ჰეპატიტით და სხვა მძიმე დაავადებებით  გამოწვეული სიკვდილისათვის, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ წამებაზე და არაადეკვატურ მოპყრობაზე.  მე მაშინაც ადამიანების ჯანმრთელობას ვიცავდი და ამას ვაკეთებ…

მეტი...

განახლებადი ენერგია და ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესი – გიორგი ფანგანი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა  ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრაზე საქართველოში განახლებადი ენერგიებიდან წარმოებული ელექტროენერგიის  წარმოშობის სერტიფიკატების დანერგვის შესახებ ისაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ავსტრიის მარეგულირებელი კომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის, საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ჰესების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.    შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის მოთხოვნები და ავსტრიის პრაქტიკული მაგალითი წარმოშობის სერტიფიკატის დანერგვის შესახებ. ასევე, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ექსპერტმა  EU4Energy-ს პროექტის ფარგლებში სემეკისთვის შემუშავებული წარმოშობის  სერტიფიკატის შესახებ დადგენილების პროექტი წარადგინა. „საქართველოს…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად მონაწილეობაზე უარს აცხადებს

მოსამართლე დავით კურტანიძის გაცხადებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საქარველოს საზღვრის უკანონოდ გადალახვის საქმის მოსამართლეა, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტაციურად მონაწილეობის წინააღმდეგია. მოსამართლის განმარტებით, პენიტენციურ დაწესებულებას გაგზავნილი ჰქონდა მოთხოვნა, თუ  ბრალდებულის სასამართლოში ეტაპირება ვერ მოხდებოდა, მას პროცესში დისტანციურად  მიეღო მონაწილეობა, თუმცა, დისტანციურ მონაწილეობაზე ბრალდებული უარს აცხადებს. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ მოსამართლეს მიმართა და მოითხოვა პასუხი, რატომ არ აცნობეს ადვოკატებს, რომ სასამართლო ბრალდებულის დისტანციურად ჩართვას ითხოვდა. მოსამართლემ კი განმარტა, რომ პენიტენციურ სამსახურს გაუგზავნეს წერილი,  რომ სასამართლოში წარმოედგინათ მიხეილ სააკაშვილი ან დისტანციურად ჩატარებულიყო პროცესი.

მეტი...

„პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისათვის დანიშნეთ ვადამდელი არჩევნები“ – ტარიელ ნაკაიძე

პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისთვის ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშვნას სთავაზობს. აღნიშნული ინიციატივა მან პარლამენტის სესიაზე გააჟღერა. „დღეს 16 ნოემბერია – ტოლერანტობის საერთაშორისო დღე. წესით ჩემი გამოსვლა მოლოცვით უნდა იწყებოდეს, თუმცა ქვეყანაში შექმნილი ვითარება იმდენად მძიმეა, რომ ასეთ ქვეყანაში ტოლერანტობის მილოცვა საკმაოდ რთულია“, – განაცხადა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“  წევრი ტარიელ ნაკაიძემ ქვეყანაში დღეს შექმნილი ვითარების შეფასებისას. ტარიელ ნაკაიძე ასეთ ვითარებაში პლენარულ სხდომათა დარბაზში ყოფნის აზრს ვერ ხედავს, თუმცა საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებას მაინც აპირებს. „დღეს ჩვენ ამ დარბაზში უნდა ვმსჯელობდეთ საკანონმდებლო ინიციატივებზე, თუმცა სამარცხვინოდ ვერ გასცდა…

მეტი...

„ადამიანური დიდი უპირატესობა რაც გქონდათ, სამწუხაროდ თქვენ ის დაკარგეთ“ – ელისაშვილი „ოცნებას“

პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრი ალექსანდრე ელისაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ის დიდი უპირატესობა, რასაც ადამიანების ადამიანურად მოქცევას გულისხმობს, დაკარგა და ის კადრები, რაც მასთან დაკავშირებით გავრცელდა, უღირსობა იყო. „ქართულ ოცნებას“ ძალიან დიდი უპირატესობა გქონდათ და ადამიანებს ექცეოდით ადამიანურად, მით უფრო ციხეში. მე სააკაშვილისადმი დამოკიდებულება რაც მქონდა, ისევ ის მაქვს. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის შეურაცხყოფა იყო, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი არაჟნის ყუთებით იპარება და შეურაცხყოფას აყენებს სახელმწიფოს, რომელსაც ხელმძღვანელობდა. კამო პეტროსიანი არ სჩადიოდა ასეთ რაღაცეებს რაც სააკაშვილმა გააკეთა, მაგრამ ამის გათვალისწინებით, ის კადრები რაც ვნახეთ იყო უღირსობა.…

მეტი...

„სამკურნალო საქმე გადაწყვიტონ ექიმებმა, პოლიტიკოსებმა გააკეთონ პოლიტიკა, ნუ შეუშლიან ექიმებს ხელს“ – დავით სერგეენკო

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო პოლიტიკოსებს ურჩევს, ნუ ჩაერევიან ექიმების კომპეტენციაში და მისცენ მათ საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე.      „ყველასადმი მექნება სათხოვარი, მივცეთ ექიმებს მუშაობის საშუალება. იმ ადამიანებთან, ვინც ახლა შიმშილობს, უმორჩილესი თხოვნა და მოწოდება, რომ გამონახონ ძალა და თავის ჯანმრთელობას საფრთხეს ნუ შეუქმნიან და ვისურვებდი, რომ სამკურნალო საქმე გადაწყვიტონ ექიმებმა და პოლიტიკოსებმა გააკეთონ პოლიტიკა, პოლიტიკურ ინსტიტუციებში, ნუ შეუშლიან ექიმებს ხელს“ – ამის შესახებ დავით სერგეენკომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში, პოლიტიკოსები მსჯელობენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს სამკურნალო პროტოკოლი და ექიმები ამაზე ნაკლებად საუბრობენ. „ის, რომ…

მეტი...

ადვოკატის განცხადებით, უკრაინის სახალხო დამცველს სააკაშვილთან იმიტომ არ უშვებენ, რომ არ უნდათ არსებული პირობები ნახოს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ სურს, უკრაინის სახალხო დამცველი იმ პირობებს გაეცნოს, რა პირობებშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. სწორედ ამ მოტივით ხსნის დიმიტრი საძაგლიშვილი იმ ფაქტს, რომ უკრაინის სახალხო დამცველს ციხის საავადმყოფოში არ უშვებენ. „სწორე ამისი გაგრძელებაა უკრაინის სახალხო დამცველის არ შეშვება საპატიმრო დაწესებულებაში. ამის გამოვლინება იყო ევროპარლამენტარის არ შეშვება საპატიმრო დაწესებულებაში და ასევე უკრაინელი ჟურნალისტის, დიმიტრი გორდონის არ შემოშვება საქართველოში. ადამიანების არ დაშვება მიხეილ სააკაშვილთან მიუთითებს, რომ ხელისუფლებას არ სურს უკრაინის სახალხო დამცველმა და ევროპარლამენტარებმა ნახონ, რა პირობებში და რა მდგომარეობაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან.…

მეტი...

ვირუსით 83 ადამიანი გარდაიცავალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 785 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 727 184. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 83 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 140 პირი ემსხვერპლა.

მეტი...

ვირუსით 5 204 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 52 834 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 5 204  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 785   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  9.85%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  791 115-ს.

მეტი...

იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რომ უკრაინის სახალხო დამცველის ციხეში შეშვების ვალდებულება არ გააჩნია

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობა უკრაინის სახალხო დამცველის პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლას არ ითვალისწინებს, მსგავსი ვალდებულება არავის გააჩნია. შეგახსენებთ, რომ უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა საქართველოში  მიხეილ სააკაშვილის სანახავად ორჯერ ჩამოვიდა, თუმცა, ის, ციხის სამკურნალო დაწესებულებაში არ შეუშვეს. „რაც შეეხება არშესვლის მიზეზს, ჩვენ განვმარტეთ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა და არ არის ამის აუცილებლობა. ჩვენ არ გვაქვს ამის ვალდებულება. შესაბამისად, როდესაც პატიმარი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, ვალდებული ვართ, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ბოლომდე დაცული“ – განმარტა რატი…

მეტი...

„კონსილიუმი მაშინ იქნება მოწვეული, როცა ამისი საჭიროება დადგება“ – მინისტრის განმარტება

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. როგორც მინისტრმა განმარტა, კონსილიუმი გაუქმებული არ არის და მას მაშინ მოიწვევენ, როცა ამისი საჭიროება დადგება. „კონსილიუმი შეიქმნა ჩვენი ინიციატივით, როდესაც მივმართეთ ჯანდაცვის სამინიტროს, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა მე-12 დაწესებულებაში. მე-12 დაწესებულება არ არის სამკურნალო დაწესებულება, არამედ არის პენიტენციური დაწესებულება. დღეს, როდესაც სააკაშვილი იმყოფება მე-18 დაწესებულებაში, ბუნებრივია, არის ექიმების უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ. მასზე ზრუნავს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. როდესაც დადგება საჭიროება იმისა, რომ მოწვეული იყოს კონსილიუმი, რათა საჭიროების შემთხვევაში, დამატებით მივიღოთ რეკომენდაციები, ბუნებრივია, ჩვენ ვიმოქმედებთ პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო…

მეტი...

„მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებით“ – მიტროპოლიტი ხელისუფლებას მიმართავს

მიტროპოლიტი იოსები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სათანადო სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანონ.  „მოკრძალებით კიდევ ერთხელ ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, გადაიყვანეთ ბატონი მიხეილ სააკაშვილი სათანადო სამკურნალო დაწესებულებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებით თქვენ, ყველა, მთელი საქართველო“, – აცხადებს მიტროპოლიტი იოსები, რომელიც ამავდროულად მიხეილ სააკაშვილსაც მიმართავს და აცხადებს, რომ ის ღმერთთან ყველაზე ახლოსაა.

მეტი...

„თქვენ დღეს  ისე ახლოს ხართ ღმერთთან, როგორც არასდროს“ – მიტროპოლიტი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს

მიტროპოლიტი იოსები პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე  პრეზიდენტს მიმართავს. როგორც მიტროპოლიტი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი ისე ახლოსაა ღმერთთან, საკმრისია მას სთხოვოს დახმარება და მყისიერად შეუსრულდება.   „მივმართავ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, თქვენ დღეს ისე ახლოს ხართ ღმერთთან, როგორც არასდროს. თქვენ დღეს ისეთ განსაცდელში ხართ, საკმარისია, ღმერთს სთხოვოთ და ილოცოთ სამშობლოსთვის, საქართველოსთვის, თქვენი თავისუფლებისთვის. ვფიქრობ, რომ ღმერთი მყისიერად შეგისრულებთ თქვენს თხოვნას, ლოცვას მთების გადაადგილება შეუძლია“ – განმარტავს მიტროლიტი. სასულიერო პირი მადლობას უხდის მეუფე ნიკოლოზს მიხეილ სააკაშვილის ზიარებისთვის. „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მეუფე ნიკოლოზს, რადგანაც მან აღასრულა უპირველესი მოვალეობა ქრისტიანისა, აღსარება ჩაიბარა ყოფილი…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმები განცხადებას ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებენ

იუსტიციის მინისტრი რატი  ბრეგაძე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ამ წუთებში მედიისთვის პრესკონფერენციას მართავს. მინისტრი პატიმარ სააკაშვილთან და მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრობს და განმარტავს რა პირობებში იხდის სასჯელს პატიმარი. როგორც მინისტრი განმარტავს. მისი ყველა სამედიცინო საჭიროება დაკმაყოფილებულია. რატი ბრეგაძემ განმარტა რატომ მოხდა სააკაშვილის  გადაყვანა რუსთავის საპატიმროდან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში. ასევე, განმარტა რომ მოწვეულია ექიმების დამატებითი ჯგუფები, რომელიც მას სამედიცინო მეთვალყურეობას უწევს. მისი თქმით, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და დააანონსა რომ ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განცხადებას პატიმარი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

მეტი...

ოპოზიციის აქცია რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, თბილისში საპროტესტო აქცია დღესაც გაგრძელდება. დღევანდელი აქციაში ავტოკოლონები მიიღებენ მონაწილეობას და რამდენიმე მიმართულებით იმოძრავებენ. როგორც ნიკა მელია აცხადებს, შეიკრიბებიან სამ ლოკაციაზე. „14:00 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე; აღმაშენებლის ხეივანზე (ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან) და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან (კახეთის გზატკეცილზე)“, რათა ხმამაღლა გავაპროტესტოთ, ევროკავშირის, საქართველოს დროშებით, სიგნალებით რუსული რეჟიმი და მისი არაადამიანური სახე“.

მეტი...

“თუ გაასამართლებენ, ხომ კარგი, თუ არადა, მე პირადად დავიღალე ამ ცირკით” – კობა დავითაშვილის შვილი მიხეილ სააკაშვილზე

გარდაცვლილი პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვილის მეგობრის და ნათელმირონის, კობა დავითაშვილის შვილი თორნიკე დავითაშვილი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. როგორც თორნიკე დავითაშვილი წერს, ეს ცირკი დამღლელია. ჩემი საკმაოდ მარტივი დამოკიდებულება მიმდინარე პროცესების მიმართ: 1. დამნაშავე უნდა გასამართლდეს, მაგრამ2. უნდა გასამართლდეს სამართლიანად და კანონის ფარგლებში3. ხალხის საჭორაო ნამდვილად არაა შიმშილის დეფინიცია, მაგრამ4. ასევე მხოლოდ ექიმები უნდა აფასებდნენ, არის თუ არა ადამიანის სიტუაცია კრიტიკული. ციხე იმის ციხეა, რომ პირადი სურვილები მგონი შეზღუდული უნდა იყოს, არა? შესაბამისად, გაუგებარია რატომ ითხოვს საავადმყოფოში გადასვლას, თუ ამის საჭიროება არ დგას.5. მინდა რომ აუცილებლად…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დღეს ისევ ხმაური იქნება. 11:00 საათზე ჩანიშნულია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს უკავშირდება. როგორც ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია ჟურნალისტებთან აცხადებს,  მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრება იმდენად ეშინიათ, მას არც ამ პროცესზე დასწრების შესაძლებლობას მისცემენ. „ხელისუფლების დისკურსია, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ტყვეობაში, აბსოლუტურ იზოლაციაში იმყოფებოდეს, რომ საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა არ ჰქონდეს. კარგად ვიცით, როგორ ცდილობს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს შესაძლებლობა, სასამართლოს წინაშე წარსდგეს და საჯარო, ღია პროცესზე ისაუბროს. მათ ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენის“ – აცხადებს ბასილაია. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან…

მეტი...