მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტს ფიზიკური დაზიანება აღენიშნება

სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურის გამომძიებლისგან განსხვავებით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ამტკიცებს, რომ პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს დაზიანებები ვიზუალურადაც ემჩნევა. სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურის გამომძიებელი კი აცხადებს, რომ დაზიანებები მან ვერ შეამჩნია. „ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გიორგი მიქელაძე  გამოკითხვის პროცედურას არ დასწრებია. მიხეილ სააკაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელს მის მიმართ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. ამასთან, მას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები, რომელთა ფოტოგრაფირებაც მოხდა და ასევე მოხდა ფიქსაცია ამ დაზიანებების. რაც ახლა ვიზუალურად ჩანს, მას დაზიანება აქვს ქვედა კიდურებზე. თუმცა არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ მას შეიძლება ვიზუალურად შეუმჩნეველი დაზიანებები ჰქონდეს სხეულის სხვა ნაწილებშიც, რასთან დაკავშირებითაც…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა და ექსპერტიზა 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

გლდანის ციხეში, გვიან ღამით დასრულდა საგამოძიებო პროცედურები, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჩაატარა. საუბარია ყოფილი პრეზიდენტის გამოკითხვასა და ექსპერტიზის ჩატარებაზე. როგორც გამომძიებელმა გიორგი მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამოღებულია ის ტანსაცმელიც, რომელიც რუსთავის იზოლატორიდან გლდანში გადმოყვანისას მიხეილ სააკაშვილს ეცვა. „ჩატარდა მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა. მას ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. ამოღებულ იქნა გამოკითხვის შემდეგ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მისი ტანსაცმელი. დათვალიერებულ იქნა შემთხვევის სხვა ადგილმდებარეობა. მოგახსენებთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში და გატარებული ღონისძიებების თაობაზე დამატებით გეცნობებათ. ვიზუალურად არანაირი დაზიანების კვალი არ აღენიშნება. ამ საკითხის გარკვევა საჭიროებს სპეციალურ ცოდნას. სწორედ ამისთვის ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა. ვერ გეტყვით, დასკვნა როდის დაიდება.…

მეტი...

„სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა“ – რატო ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. „საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის წერილით ეცნობა, რომ ამავე თარიღში მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შემდეგი მოთხოვნით: დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა №18 სამკურნალო დაწესებულებიდან (სადაც, მომჩივანი მხარის განმარტებით, არ არის სათანადოდ დაცული მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება) მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში. სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოსთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ნაცვლად, მომჩივან მხარეს დაჟინებით მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 24 ნოემბრამდე ევროპულ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მომჩივნის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების…

მეტი...