ფეისბუკმა კორპორაციული სახელი შეიცვალა და მას „მეტა“ დაარქვა

ფეისბუკმა კორპორაციული სახელი შეიცვალა და მას „მეტა“ დაარქვა. ამით ის აგრესიულ დისტანცირებას ცდილობს კრიზისში მყოფი სოციალური მედიის ბიზნესისგან და საკუთარ თავს წარმოგვიჩენს, როგორც ახალი ციფრული სამყაროს, სახელად „მეტავერსის“ შემქმნელს. 75-წუთიან ონლაინპრეზენტაციაზე, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა მომხმარებლებს შეახსენა, რომ კომპანიამ ზრდით გადაუსწრო მის ყველაზე პოპულარულ და პრობლემურ სოციალურ მედია აპლიკაციას — პლატფორმას, რომელსაც კვლავ ფეისბუქი ერქმევა. ცუკერბერგის განცხადებით, კომპანია გეგმავს, რომ ფოკუსირდეს ახალ კომპიუტერულ ტალღაზე: ვირტუალურ სამყაროზე, სადაც ადამიანები თავისუფლად დაიარებიან ავატარების სახით, ესწრებიან ვირტუალურ ბიზნესშეხვედრებს, შოპინგობენ ვირტუალურ მაღაზიებში და სოციალიზაციას ახდენენ ვირტუალურ თავშეყრის ადგილებში.

მეტი...

“უკრაინაში ყველას ერთი პოზიცია გვაქვს, ჩვენს მოქალაქეს მსოფლიოს არც ერთ წერტილში არ მივატოვებთ” – უკრაინელი დეპუტატი

უკრაინაში ყველას ერთი პოზიცია გვაქვს, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე პრეზიდენტს: ჩვენ ჩვენს მოქალაქეს მსოფლიოს არც ერთ წერტილში არ მივატოვებთ. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი გამონაკლისი არ არის, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რომლის უკან დაბრუნებაც ძალიან გვსურს, – ამის შესახებ უკრაინის რადის დეპუტატმა ალექსანდრ კოვალჩუკმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესვლამდე განაცხადა. „ყველა განვიცდით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. ყველას გვესმის, რომ 30 დღე ეს ძალიან დიდი დროა შიმშილობისთვის და შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა უნდა იქნას უზრუნველყოფილი. ჩვენ ჩამოვედით, რომ შევხვდეთ მიხეილს, მის მიმართ მხარდაჭერა გამოვხატოთ, დავრწმუნდეთ, რომ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ…

მეტი...

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი 100 წლის გახდა

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, შალვა სიჭინავას 100 წელი შეუსრულდა. იუბილარს, დაბადების დღე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს, – ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.„შალვა სიჭინავა დაიბადა, ზუგდიდში. საშუალო სკოლისა და მუსიკალური ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, 1939 წელს, სწავლა განაგრძო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. უმაღლეს სასწავლებელში სწავლასთან ერთად, სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოსახდელად შევიდა, ა/ კავკასიის 44-ე არმიის 63-ე პოლკის ორკესტრის ოცეულში. 1941 წლის 22 ივნისს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით, სწავლა შეწყვიტა და ბრძოლაში ჩაება ყირიმის ფრონტის წინა ხაზზე. იბრძოდა ქ.ფეოდოსიაში, ქერჩსა და კავკასიის დამცველთა შენაერთებში.1960…

მეტი...

“ბატონო მიშა სააკაშვილო, მიიღე წამლები, იკვებე, იყავი კარგად, რადგან ექვსი წელი ბევრი დროა და კარგად ყოფნა გჭირდება” – თეა წულუკიანი

ვიმყოფებით დადიანების სასახლეში, ზუგდიდში, სადაც აუცილებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნების“ მერი და იმ ოცივე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ იზეიმებს გამარჯვებას, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს ციხის საავადმყოფოებში არც ერთი განყოფილება არ გაუქმებულა, თუმცა არაერთი რეფორმა განხორციელდა. წულუკიანის თქმით, „ქართული ოცნების“ რეფორმების შედეგია, რომ მე-18 სამკურნალო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტის საავადმყოფოა. „ჩემი მინისტრობის დროს განყოფილებები არ გაუქმებულა, ჩემი მინისტრობის დროს ჩატარდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, მაგალითად, უკვე 2020 წელს პატიმრებს აღარ უწევდათ ამბულატორიული თუ სტაციონარული მკურნალობისთვის თვეობით…

მეტი...

“ჩვენ კოლაფსის გზაზე ვართ, დადგება საველე ჰოსპიტლების საჭიროება” – ალექსანდრე გოგინავა

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტის ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, ინფიცირების ის მაჩვენებელი, რაც საქართველოში ყოველდღიურად ფიქსირდება, ამ ქვეყნისთვის ძალიან ბევრია. ინფექციონისტი ასე გაგრძელების შემთხვევაში, კოლაფსს ვარაუდობს.  “ინფიცირების ის დღიური შემთხვევები, რომელიც ჩვენთან ფიქსირდება, ძალიან ბევრია საქართველოსნაირი ქვეყნისთვის. თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, გამოიწვევს, ჰოსპიტალური სექტორის მაქსიმალური დატვირთვით მუშაობას, დადგება საველე ჰოსპიტლების საჭიროებაც და გაუარესდება ჯანდაცვის მიწოდების ხარისხიც, ამასთან გაგვეზრდება სიკვდილიანობა – ეს კი ნიშნავს კოლაფსს და დიდ დარტყმას ქვეყნისთვის. დღეს ჩვენ ამ კოლაფსის გზაზე ვართ. საავადმყოფოები უკვე თითქმის სავსეები არიან, ჯერჯერობით არ არის ის პრობლემა, რომ პაციენტი დროულად მოთავსდეს სტაციონარში, მაგრამ თუ ამ…

მეტი...

“ეს ინფექცია ყველა ადამიანს იპოვის, ვისაც იმუნური ფარი არ ექნება” – ბიძინა კულუმბეგოვი

ნოემბერში კლინიკები პაციენტებს ვეღარ მიიღებენ, ამას სპეციალისტები პროგნოზირებენ და მოსახლეობას ისევ ვაქცინაციის აუცილებლობაში არწმუნებენ. “ციფრები ვერ განულდება და მუდმივად იარსებებს ეს ინფექცია, აქ საუბარია იმაზე, რომ ამ ინფექციას არ ჰქონდეს ტალღისებური მიმდინარეობა, რაც როგორც ცუნამი, არ დაარტყამს ჩვენს ჯანდაცვის სისტემას. მზარდი ციფრები ჰოსპიტალური სექტორის ძალიან მაღალ რისკს წარმოადგენს. ყველა ადამიანს, რომელსაც არ ექნება იმუნური ფარი, გადატანილი და შეძენილი იმუნიტეტი, ინფექცია იპოვის, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ძალიან ძვირი დაგვიჯდება. ალტერნატივა გვაქვს ან სწრაფად დავასრულოთ პანდემია და ცხოვრების ნორმალურ რიტმს დავუბრუნდეთ, ან დაუსრულებლად გავაგრძელოთ ტალღების თვლა, რომელსაც მინიმუმ რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე ეწირება,”- აცხადებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი. 

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს სუსტად, მოძრაობა ცოტა შენელებულია, როცა ვიცით, როგორიც არის, ტყვიასავით” – მეუფე გრიგოლი

ხშირად გვესმის საუბარი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია. მე ასე ვიტყოდი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, უნდა იყოს კიდევაც თანასწორი, მაგრამ ჩვეულებრივი პატიმრების მიმართ საერთაშორისო ყურადღება არ არის მოპყრობილი. ესე იგი, არაჩვეულებრივი პატიმარია, – ამის შესახებ მეუფე გრიგოლმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სუსტად გრძნობს თავს და ეს ეტყობა, სახის ფერზეც. „შევხვდი, ვესაუბრე პრეზიდენტ სააკაშვილს. ბუნებრივია, ამდენი დღის შიმშილობის შემდეგ სუსტად გრძნობს თავს, რაც მე შევატყვე. მხნეობას არ კარგავს. ეტყობა სახის ფერზეც, მოძრაობა ცოტა შენელებულია, რომ ვიცით,…

მეტი...

„მთავარი არხი“ „იფსოსთან“ ხელშეკრულებას წყვეტს და „რეპუტაციული ზიანის ანაზღაურებისთვის“ კომპანიასთან სამართლებრივ დავას იწყებს

„მთავარი არხი“ კომპანია „იფსოსთან“ თანამშრომლობას წყვეტს და მიზეზებს განმარტავს. როგორც „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, „იფსოსი“ აღარ ჩაატარებს ეგზიტპოლს „მთავარი არხის“ სახელით. გვარამიას განცხადებას: „ვაცხადებთ ჩვენს პოზიციას, კომპანია „იფსოსის“ მიერ გუშინ, 28 ოქტომბერს, ჩვენს შორის არსებული კონტრაქტის უხეშად და არაკეთილსინდისიერად დარღვევის ფაქტზე: კომპანია „იფსოსის“ მიერ მოწოდებული ზუგდიდის ნედლი ციფრები დამატებითი შეწონვის, (ჩვენთან ცნობილია, როგორც ალოკაცია) გარეშე არის შემდეგი: ანზორ მელია: 52.3% მამუკა წოწერია: 43.3% უარი პასუხზე/არ ვიცი: 4.4% ნარჩენი 4.4%-ის გადანაწილება იმგვარად, რომ 49/51 მივიღოთ „ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ, იმედია, მარტივად გასაგებია, რომ აბსურდია. სულ რომ 4.4%…

მეტი...

“იფსოსი“ და „მთავარი არხი“ არათუ ერთმანეთისგან გამიჯნული კომპანიაა, არამედ ისინი ერთად აყალბებდნენ შედეგებს და გადაბრალება კიდევ უფრო დიდი სკანდალია” – შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „იფსოსი“ და „მთავარი არხი“ არათუ ერთმანეთისგან გამიჯნული კომპნიაა, არამედ ისინი სისტემატურად ერთად აყალბებდნენ შედეგებს და გადაბრალება კიდევ უფრო დიდი სკანდალია. ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „იცით თქვენ, რომ ზუგდიდში, განსხვავებულმა მონაცემებმა გაყიდა ის, რომ ეს გაყალბების კვალი ბოლომდე ვერ იქნა წაშლილი. სწორედ ამან მოგვცა მინიშნება იმაზე, რომ გაყალბებას ჰქონდა ადგილი. დღეს ვნახეთ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის გამოხმაურება, რომელიც ცდილობს გადააბრალოს ეს კომპანია „იფსოს“. სინამდვილეში საქმე არის შემდეგში – ეს არათუ ერთმანეთისგან გამიჯნული ორი კომპანიაა, სინამდვილეში უკვე სისტემატურად ხდება გაყალბება და ეს გვაქვს სახეზე…

მეტი...

დაჭრა ეჭვიანობის ნიადაგზე – ფოთში 1988 წელს დაბადებული ქალი დააკავეს, ამოღებულია დანაშაულის იარაღი

სამეგრელოს პოლიციამ ფოთში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული თ.გ., ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნაცნობს – 1979 წელს დაბადებულ თ.ც.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.  გამოძიება საქართველოს…

მეტი...

“ჩემთვის არ არსებობს ორი თბილისი, სადაც მხარს მიჭერენ, ან არ მიჭერენ, ჩემთვის არსებობს ერთი თბილისი, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ” – კახა კალაძე

კარგად მესმის, რამხელა პატივი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, მეორე ვადით განვაგრძო დაწყებული საქმე და ბოლომდე მივიყვანო ყველა რეფორმა და პროექტი, განვახორციელო ის გეგმები, რაც ასე სჭირდება თბილისს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მოსახლეობისადმი მიმართვაში განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, თავად ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც საუბრობდა მხოლოდ თბილისსა და მის საჭიროებებზე. „არ მომბეზრდება გავიმეორო, თუ რამხელა პატივია, როდესაც თბილისელები ამ ულამაზეს ქალაქზე ზრუნვის საქმეს განდობენ. ეს ქალაქი ზუსტად ასახავს ჩვენი ერის ხასიათს – მუდმივ სწრაფვას თავისუფლებისა და განვითარებისაკენ, მის მრავალფეროვნებასა და შემწყნარებლობას. თბილისი ნათელი…

მეტი...

საქართველოს პირველი ჩოგანი თბილისის მერს მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს პირველი ჩოგნის მფლობელი თბილისის მერ კახი კალაძეს მხარდაჭერას უცხადებს. ნიკოლოზ ბასილაშვილი გავრცელებულ ვიდორგოლში თბილისის მერობის კანდიდატს ახასიათებს, როგორც პროფესიონალს და შრომისმოყვარეს, ბასილაშვილი კალაძეს არჩევნებზე წარმატებებს უსურვებს. “მე მინდა მხარი დავუჭირო პროფესიონალ, შრომისმოყვარე ადამიანს, ძალიან კარგ პროფესიონალ სპორტსმენს კახი კალაძეს,” – აცხადებს ბასილაშვილი. 

მეტი...

ხაშურის მუნიციპალიტეტიდან უკუპანტებნა მოქალაქეები გაიტაცეს

ვალერი გაგნიძე და ზაზა მელიქიშვილი ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში რჩებიან – არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცები ამ დროისთვის ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. ადგილობრივები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიაა და იქ სოფლის მაცხოვრებლები შეშის მოსამარაგებლად დადიან. როგორც გატაცებულების ოჯახის წევრები ამბობენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირი მინიშნება არაა. იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს ადასტურებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” დამფუძნებელი დავით ქაცარავაც: “ოკუპანტებმა კვლავ გადმოკვეთეს მათ მიერ დაწესებული ოკუპაციის და გაიტაცეს ჩვენი მოქალაქე ჩვენივე კონტროლირებადი ტერიტორიიდან.ამის დადგენას ჩვენ დღეს ბუნებრივია მოვახერხებთ და შემდეგ საზოგადოებას უფრო დეტალურ…

მეტი...

“ჩვენი სლოგანია – ვიცრებით საქართველოს სამსახურში! აღარ გვინდა დღეში 40 ადამიანი იღუპებოდეს” – ამირან გამყრელიძე

აიცერით – ასეთია დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის რჩევა და მოწოდება. დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი კრიტიკულ ეპიდვითარებაზე საუბრობს და გაცილებით საგანგაშო პროცესებს პროგნოზირებს. “ჩვენი სლოგანია – ვიცრებით საქართველოს სამსახურში! რადგან აღარ გვინდა, რომ ქვეყანაში 40 ადამიანი ყოველდღიურად კოვიდით იღუპებოდეს. ვაქცინაცია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ სამოქალაქო სამსახურში. ყველა ჩვენგანის ვალია არჩევნებზე წასვლა და ხმის მიცემა, ასეთივე სამოქალაქო ვალია რომ არჩევნების შემდეგ წავიდეთ და ავიცრათ, ვინც აცრილი ბრძანდება, იმას მადლობას ვეტყვი,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მეტი...

მეორე ტურისთვის ქვეყნის მასშტაბით 1 830 საარჩევნო უბანი იმუშავებს, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი 2 088 722-ს შეადგენს

ცესკო-ს ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის ქვეყნის მასშტაბით 1 830 საარჩევნო უბანი იმუშავებს, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი შეადგენს 2 088 722-ს. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. „ხვალ, 30 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური იმართება. თქვენ ირჩევთ მერებს ხუთ თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს. ამიტომ დღეს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებული ხართ იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც იმართება მეორე ტური, მინდა მოგიწოდოთ, რომ ხვალ დილის 08:00 საათიდან იაქტიუროთ, მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და განახორციელოთ თქვენი კონსტიტუციური უფლება და მიიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა.…

მეტი...

“30 ოქტომბერს ოპოზიციის მხარდაჭერით თქვენ გადაარჩენთ ადამიანის სიცოცხლეს, დიახ, სიცოცხლეს და არა მხოლოდ თავისუფლებას” – გიგი უგულავა

ფოთში, ოპოზიციის შეთანხმებული მერობის კანდიდატი გიგი უგულავა წინასაარჩევნო შემაჯამებელ მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, ახლა მოქმედების დროა და ფოთელ ამომრჩეველს სწორი გადაწყვეტილების მიღებას ურჩევს. „ჩემო ფოთელებო, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ამ თვეების განმავლობაში ფოთის პრობლემებზე, მის პერსპექტივებზე. ახლა მოქმედების დროა. 30 ოქტომბერს თქვენ ხელში გადმოდის გადაწყვეტილების მიღების სადავეები. ახლა თქვენ უნდა გადაწყვიტოთ კვლავ მივცემთ საშუალებას ოლიგარქებს ხახუბიებს, ლატარიებს ძიძგნონ, დაინაწილონ ქალაქი და სამადლოდ თევზის სუნი გვაკმარონ, შევეგუებით ამ უთავბოლოდ გადათხრილ ქუჩებს, რომელსაც ბოლო არ უჩანს, შევეგუებით ქალაქს დატოვებულს საავადმყოფოს გარეშე, პერსპექტივისა და მომავლის გარეშე, თუ შემოვაბრუნებთ პორტს ქალაქისკენ, ხოლო ქალაქს ზღვისკენ, მივცემთ ფოთს ახალ…

მეტი...

გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

“მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ვაშაძე აღნიშნავს, რომ სრულად ვაქცინირებულია და შედეგად, მისთვის ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს. “ჩემო მეგობრებო, დამიდასტურდა კორონავირუსი და გადავდივარ თვითიზოლაციაში, შესაბამისად, ამ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას. გამომდინარე იქედან, რომ ვარ სრულად ვაქცინირებული, თავს კარგად ვგრძნობ და ვფიქრობ, მსუბუქად გადავიტან ამ ვირუსს. მინდა მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, აცრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ნამდვილად არის გამოსავალი ჩვენს რეალობაში, რომ შედარებით მსუბუქად გავუმკლავდეთ “კოვიდ-19″-ს და, რაც მთავარია, შევამციროთ გართულებების და სიკვდილიანობის ის მაღალი მაჩვენებელი, რაც საქართველოშია,”-წერს ვაშაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე.

მეტი...

მიტროპოლიტმა გრიგოლმა მიხეილ სააკაშვილს ციხეში წმინდა წერილი მიუტანა

პატიმრობის და შიმშილობის 29-ე დღეს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი პატრიარქის კურთხევით, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, გრიგოლ ბერბიჭაშვილმა მოინახულა. სასულიერო პირმა მსჯავრდებულ სააკაშვილს წმინდა წერილი გადასცა. “რა მიზნით შეიძლება სასულიერო პირი მივიდეს პატიმართან – ეს კანონით ნებადართული საკითხია და ვალდებულებაც და უფლებაც. აი, წმინდა წერილი მიმაქვს, განსაკუთრებულად სჭირდება ადამიანს, რომელიც იზოლირებულია დანარჩენი სამყაროსგან. მე უნდა გადავცე ის, რასაც სინდისი გვკარნახობს,”- განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

მეტი...

“ჩვენი მიზანია თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი მიზანია თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიმავალ გზაზე საქართველოს დემოკრატიული პროცესების მიმართ ევროპარლამენტის ჩართულობა და მტკიცე მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია. „საქართველო საარჩევნო პროცესის მეორე რაუნდის ფარგლებში ევროპარლამენტის დაინტერესებას და მხარდაჭერას აფასებს. ჩვენი მიზანია თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიმავალ გზაზე საქართველოს დემოკრატიული პროცესების მიმართ ევროპარლამენტის ჩართულობა და მტკიცე მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

მეტი...

ქალებს შორის დაპირისპირება ფოთში დაჭრით დასრულდა

ფოთში, ნაბადის უბანში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. დაზარალებული სუპერმარკეტ “იოლის” თანამშრომელია. ინციდენტს შელაპარაკება უძღოდა წინ. ქალებს შორის დაპირისპირება სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციის რამდენიმე ჯგუფია მობილიზებული და ტერიტორიაზე ექსპერტ -კრიმინალისტების მიერ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მეტი...

არც მკურნალობა, არც ანალიზები – მიხეილ სააკაშვილი ყველანაირ მედიკამენტსა და მკურნალობაზე უარს აცხადებს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ გზავნილს ავრცელებს. ყოფილი პრეზიდენტის წერილი ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა გააცნო. ამჯერად, მიხეილ სააკაშვილი ყველანაირ მკურნალობაზე უარს აცხადებს.   „აქამდე ვთანამშრომლობდი მთავრობის მიერ დანიშნულ სამედიცინო კონსილიუმთან ერთადერთი მიზნით – არჩევნების დღემდე შემენარჩუნებინა მინიმალური შრომისუნარიანობა და აზროვნების უნარი, დღეს ვასრულებ ამ თანამშრომლობას. მადლობელი ვარ კონსილიუმის წევრების და სამწუხაროა, რომ მთავრობამ არ გაითვალისწინა მათი მთავარი რეკომენდაცია. დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს. მე ჩამოვედი საქართველოში, ვინაიდან ჩავთვალე, რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ მიემართებოდა ტოტალიზარიზმისკენ და ქართველებისგან დაცლისკენ, თუნდაც ამ არჩევნებზე უნდა ვცადოთ ამის შეჩერება…

მეტი...

პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტის სანახავად მეუფე მივიდა

მიხეილ სააკაშვილის სანახავად, რუსთავის მე-12 სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი მივიდა. მეუფემ, საპატიმრო დაწესებულებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. მეუფე გრიგოლი მიხეილ  სააკაშვილს პატრიარქის გაგზავნილ სახარებას გადასცემს. შეგახსენებთ, რომ პატრიარქისგან გაგზავნილი სახარება ციხის ადმინისტრაციამ ერთხელ უკან დააბრუნა, რადგანაც მას მეტალის გარეკანი ჰქონდა.

მეტი...

ამოღებულია პისტოლეტები, შაშხანები, ხელყუმბარები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ტიპის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო. დანაშაულისთვის კი 1960 წელს დაბადებული პ.ს. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს: მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, 9 ვაზნა და პნევმატური პისტოლეტი, ასევე, ფული – 11 200 დოლარი, 50 ევრო და 3 695 ლარი. „პოლიციამ სოფელ კრწანისში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, საბრძოლო ხელყუმბარა და ამფეთქი ფალია ამოიღო. სამართალდამცველებმა თბილისში, პ.ს.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: “ტტ”-ს კონსტრუქციის 3 პისტოლეტი, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი,…

მეტი...

ვირუსს 43 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 627 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 652 505. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 961 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 965 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია  1 416 შემთხვევა, აჭარა – 161, იმერეთი – 753, ქვემო ქართლი – 325, შიდა ქართლი – 290, გურია – 115, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 271, კახეთი – 427, მცხეთა-მთიანეთი – 78, სამცხე-ჯავახეთი – 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 34.

მეტი...

ვირუსით 3 965 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 48 513  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 965 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 627   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.17%.  ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  711 255-ს.

მეტი...

„შესაძლოა, საველე ჰოსპიტლის საკითხი დღის წესრიგში ისევ დადგეს“ – ივანე ჩხაიძე

„თუ ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობა კიდევ გაიზრდება და სტაციონარებში თავისუფალი ადგილები აღარ იქნება, დღის წესრიგში კვლავ დადგეს სავალე ჰოსპიტლების გახსნის საკითხი“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავართან“  იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ გააკეთა. „მეხუთე ტალღა იქნება მართლაც კატასტროფული. მძიმე პერიოდი გვქონდა აგვისტოში და მოვახერხეთ ამისი დაძლევა. მოვახერხეთ ის, რომ არც ერთი ავადმყოფი არ დარჩა ბინაზე და ყველა, ვისაც სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია, მოხვდა საავადმყოფოში. ამისთვის დაგვჭირდა ყველა რესურსის გამოყენება, მათ შორის, საველე ჰოსპიტლების, რაც იყო დროული, სწორი და ერთადერთი გამოსავალი. ახლა, თუ ჩვენ შევხედავთ…

მეტი...

„თუ 6 200-იან ზღვარს გადავაბიჯეთ, „მეხუთე ტალღა“ კატასტროფული იქნება“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, ძალიან ახლოს ვართ კორონავირუსის ე.წ. მეხუთე ტალღასთან, რაც ქვეყნისთვის კატასტროფული იქნება.      „თუ ინფიცირებულების ციფრი გაიზარდა და გადავაბიჯეთ 6200-იან ზღვარს, უნდა ვთქვათ, რომ მეხუთე ტალღა გვაქვს, რომელიც კატასტროფული იქნება“ – აცხადებს ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარან“. პროფესორის შეფასებით, ამ კატასტროფულ ვითარებას რომ არ მიუახლოვდეთ, საჭიროა, დღეში, აცრის მსურველების რაოდენობა 30 000-მდე გაიზარდოს. „თუ დღეში 30 ათასამდე ადამიანმა მიმართა ვაქცინაციის ცენტრს, ეს არის ის, რაც გვათქმევინებს, რომ დეკემბერში საქართველოში პანდემია კონტროლირებულია. თუ არა, მაშინ უნდა შევეგუოთ, რომ…

მეტი...

„გამორიცხულია სააკაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება, ასევე გამორიცხულია მისი გადაცემა უკრაინისთვის“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინიტრი პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს და აბობს, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლებაც და უკრაინისთვის გადაცემაც გამორიცხულია.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წინაღმდეგ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა კანონს პატივს არ სცემს და არ აღასრულებს თავის მოვალეობას.  „აბსოლუტურად არანაირი კომუნიკაცია, არანაირი თხოვნა უკრაინის მხრიდან არ ყოფილა. გამორიცხულია სააკაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება, ასევე გამორიცხულია მისი გადაცემა უკრაინისთვის. ეს ნიშნავს, რომ იმავე დღეს ჩვენ ყველამ, მთავრობამ უნდა დავწეროთ განცხადება და წავიდეთსახლებში ან ერთი ან მეორე რომ გავაკეთოთ. იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, რომ კანონს საერთოდ არ ვცემთ პატივს და არ…

მეტი...

„შეიძლება, რამდენიმე კაციც მოკლან, ეს არის მისი ერთადერთი, თეორიული, გიჟური სცენარი“ – ღარიბაშვილი სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე

„სააკაშვილს კერძო კლინიკაში თუ გადავიყვანდით, 4-5 ათასი ადამიანის მობილიზებას შეძლებდნენ და მოგვიწევდა მუდმივი ქაოსი, პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენება, ჩვენ ამ პროვოკაციას რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის თქმით, გასათვალისწინებელი ფაქტორია ისიც, რომ ნიკა მელია და სხვა ლიდერები, მიუხედავად მათი საჯარო განცხადებებისა,ღიად არიან სააკაშვილთან დაპირისპირებაში, მის მიმართ აგრესია და სიძულვილი აქვთ და არავინ არ იცის, ვინ რა პროვოკაციაზე წავა. „სააკაშვილს თეორიულად ერთადერთი სცენარი რჩება თავში. რა თქმა უნდა, აცნობიერებს, რომ ციხეში ძალიან დიდხანს მოუწევს ყოფნა. ინფორმაცია მაქვს, რომ როცა წავიდა საქართველოდან, მას ეგონა, რომ დაახლოებით 2…

მეტი...

„ოცნებამ არ იცის როგორ მართოს ეს ქვეყანა, „ნაცები“ ჩასაფრებულები არიან როდის ამოაყირავონ  ქვეყანა“ – საით წავა გახარიას ხმები

არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სამეგრელოში იმყოფება და მხარდამჭერებს ხვდება. როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, არც ერთს და არც მეორეს უნდა მისცენ ქვეყნის ამოყირავების საშუალება. „ყველა  ქართველი  მიხვდება ახლა რაც ხდება, რაღაც ცირკში გვაცხოვრებენ. ჯერ  ერთი გამოვარდა რაღაც აქცია მოაწყო, მერე მეორე გამოვარდა რაღაც აქცია მოაწყო. ქვეყანა მიდის იქეთ, რომ საბოლოო ჯამში გვაიძულებენ არჩევანი არ გვქონდეს და 2 ცუდიდან 1 ავირჩიოთ’’ – აცხადებს  გახარია მარტვილში. მისივე შეფასებით, საქმის კეთება არც ერთმა იცის. „გული ძალიან  მტკივა ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ თუ გვინდა აი ამ ბავშვებისთვის მომავალი…

მეტი...

„ქართული ოცნება“ ზუსტად იანუკოვიჩის ბოლო სტადიაზეა” – მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილი სოციალურ ქსელში მორიგ გზავნილს აქვეყნებს. როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი წერს, გუშინდელმა სამარცხვინო, ძალდატანებითმა თავყრილობამ და კონტრასტმა, რომელიც ზუგდიდიდან იხილა, დაანახა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება დასრულებულია. „ახლა ამას ქუდზე კაცი და 30 ოქტომბერს ოფიციალურად გაფორმება სჭირდება. ზუსტად იგივე შთაბეჭდილება დარჩათ იმ რამდენიმე გამოცდილ უკრაინელ დეპუტატს, რომელთაც გუშინ და დღეს ვეკონტაქტე. „ქართული ოცნება“ ზუსტად იანუკოვიჩის ბოლო სტადიაზეა და ახლა, უკვე, ქართველი ხალხისგან ერთი ხელის წაკვრაც და საქართველოში სრულიად ახალი ეპოქა დაიწყება, დასრულდება ფეოდალიზმი, ერთპიროვნული მმართველობა და სწრაფად გადავალთ ევროპული დემოკრატიის, განვითარებისა და კეთილდღეობის გზაზე”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

„სააკაშვილთან რასაც ვლაპარაკობთ, გამოდის ღარიბაშვილი, მოაღებს პირს და მთელი ქვეყნის გასაგონად ლაპარაკობს“ – ადვოკატი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი პენიტენციურ დაწესებულებას ადვოკატისა და კლიენტის საუბრის დეტალების გამხელაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამით კანონმდებლობა ირღვევა. როგორც ბექა ბასილაია განმარტავს, დაწესებულების ადმინისტრაცია უხეშად არღვევს პატიმრის კონფიდენციალობის უფლებას და „შტეფცელში“ დამონტაჟებულია მოსასმენი აპარატურა. „პენიტენციურმა სამსახურმა არაერთგზის დაარღვია მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებები, როგორც სამედიცინო თვალსაზრისით, ასევე კომუნკაციის ფარულობის თვალსაზრისით. რასაც  ვლაპარაკობთ ერთ დღეს, მეორე დღეს გამოდის ღარიბაშვილი, მოაღებს პირს და მთელი ქვეყნის გასაგონად ლაპარაკობს. გვაქვს აბსოლუტური რწმუნება,  რომ იქ დამონტაჟებულ „შტეფცელებში“ არის მოსასმენი აპარატურა, შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ ისე ვიკონტაქტოთ მიხეილ სააკაშვილთან, რომ მათთვის აღქმადი და გასაგები არ იყოს საადვოკატო საიდუმლოების ნაწილი.…

მეტი...

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, პატიმარ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა. როგორც ელჩი აღნიშნავს, მისი უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული. „დღეს მთავარ საკითხად რჩება სწორად მოქმედება. სწორად მოქმედება არის უზრუნველყოფა, რომ მისი, როგორც პატიმრის ფუნდამენტური უფლებები სრულად იყოს დაცული. ეს კი მოიცავს მის ჯანმრთელობას. მის საქმეს აკვირდება სამედიცინო კონსილიუმი და ასევე სახალხო დამცველი, რომელსაც აქვს სპეციფიკური მანდატი ამ საქმესთან დაკავშირებით,“- განაცხადა ელჩმა მედიასთან.

მეტი...

“ვისაუბრე ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი საწარმოს იდეაზე, ინტენსიურად დავიწყეთ მუშაობა და ხედავთ ავტომატური შაშხანების ერთობლივ საწარმოს” – ირაკლი ღარიბაშვილი

დაახლოებით ერთი წლის წინ გავაჟღერე ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი საწარმოს იდეა, ამ საკითხზე ინტენსიურად დავიწყეთ მუშაობა და თქვენ ხედავთ ავტომატური შაშხანების ერთობლივ საწარმოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „დელტას“ ბაზაზე ნატო-ს სტანდარტის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი ქართულ-ებრაული საწარმო „დელტა სიეიეის“ დათვალიერების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ავტომატის ყველა დეტალი ადგილზე იქნება წარმოებული. „ეს არის კიდევ ერთი შესრულებული საქმე, ჩვენი დაპირება, რომელიც მე დაახლოებით ერთი წლის წინ გავაჟღერე, ამ საკითხზე ინტენსიურად დავიწყეთ მუშაობა და თქვენ ხედავთ ავტომატური შაშხანების ერთობლივ საწარმოს. აქ ჩვენ ჩამოვიტანეთ უმაღლესი დონის, ამერიკული ჩარხი-დანადგარები, ეს…

მეტი...

როსტომ ჩხეიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა კონსილიუმთან შეხვედრაზე უარი თქვა

როდესაც ვსაუბრობდით, შემოიხედეს და უთხრეს, რომ კონსილიუმია შეკრებილი და თქვენ შეხვდებით თუ არაო, რაზეც სააკაშვილმა უარი უთხრა, შემდეგ კი ჩვენ გავაგრძელეთ საუბარი, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, როსტომ ჩხეიძემ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან მხნედ არის. „როდესაც ვცადე, რომ მეთანაგრძნო და მენუგეშებინა, არ დამანება, როდესაც მისი გამხნევება დავიწყე, მან აქეთ გამამხნევა. ის ძალიან დიდი იმედით უყურებს ზეგინდელ დღეს – არჩევნებს. მას მიაჩნია, რომ სასიკეთო ცვლილებები ნამდვილად მოხდება და ამის იმედი გვაქვს ყველას, ვისაც გვინდა უკეთესი საქართველო”, – განაცხადა ჩხეიძემ.

მეტი...

“უნდა ავიცრათ, თუ გვინდა, რომ დასრულდეს პანდემია, მოვიხსნათ პირბადეები და ვიყოთ თავისუფლად” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, ეგრეთ წოდებული ვაქცინაციის მარათონი წარმატებული გამოდგა და თავის მიზანს ასრულებს. მისივე თქმით, მარათონის პერიოდში მოსახლეობის დამყოლობა თანდათან გაიზრდება. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, მარათონს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, სადაც ადამიანები  ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას მშობლიურ ენაზე იღებენ. „მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის მარათონის პერიოდში ჯერ მოსახლეობის დიდი რაოდენობა არ აცრილა, დამატებით 2 500-მდე ადამიანია აცრილი, მარათონი თავის მიზანს მაინც ასრულებს. კარ და კარით სიარულის დროს მოსახლეობის დამყოლობა უფრო იზრდება. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, სადაც თავიანთ მშობლიურ ენაზე…

მეტი...