„ყველა ოჯახის მეგობარი მერი ვიქნები, კანდიდატის მერიც ვიქნები“ – ანზორ მელია

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, პირველი განცხადება ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამაც გააკეთა. როგორც ყველა კანდიდატი, გამარჯვებისთვის მადლობას მელიაც იხდის და პირობას იძლევა, რომ გაამართლებს.     „ყველა ოჯახის მეგობარი მერი ვიქნები, კანდიდატის მერიც ვიქნები და დამთავრდება ის დაპირისპირება, რაც აქამდე იყო. მადლობა ჩემს გუნდს. მადლობა ჩემს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილს თანადგომისა და სიყვარულისთვის, რასაც ვგრძნობდი ციხიდან გამოგზავნილ წერილებიდან. მე გავამართლებ თქვენს ნდობას“ – განაცხადა ანზორ მელიამ.  

მეტი...

ნიკანორ მელიასთვის თავში ჩარტყმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვაზისუბანში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასტან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება 162 პრიმა მუხლით მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ისნის 62-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს, რაც საარჩევნო უბნის მიმდებარედ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ისნის 62-ე საარჩევნო უბანზე, სადაც შეკრებილი იყვანენ სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერები, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკანორ მელია მხარდამჭერებთან და მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები. საარჩევნო უბანზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის…

მეტი...

ყველგან, სადაც “გორბი” ატარებდა კვლევას, გამარჯვებულია “ქართული ოცნება” – კახა კალაძე

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ ამომრჩევლებს, ვინც მას მხარი დაუჭირა, მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.  “განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მეხმარებოდა და გვერდით მედგა. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი და ძალიან კარგად მაქვს გათვიცნობიერებული, თუ რას ნიშნავს მეორე ვადით იყო დედაქალაქის მერი. კარგად ვიცი ის პრობლემები, რაც თბილისს აწუხებს. სიტყვას ვაძლევ თბილისელებს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, განხორციელდება მასშტაბური პროექტები. დღეს რაც ამ ქალაქს ყველაზე მეტად სჭირდება, არის აღმშენებლობა, განვითარება, სიმშვიდე და სტაბილურობა. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც ამ ყველაფერს გააკეთებს, ყველგან, სადაც “გორბი”…

მეტი...

“მადლობა უფალს, არჩევნები ძალიან მშვიდად ჩატარდა, ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ” – პრემიერი

პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წინასწარი მონაცემებით, “ქართულმა ოცნებამ” თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურში ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა. დიდი მადლობა, ყველას გილოცავთ გამარჯვებას ჩემო ძვირფასებო. დიდი მადლობა. მინდა ყველას მოგილოცოთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება. დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს. მადლობა ყველაფრისთვის ჩვენს ხალხს. მადლობა უფალს, დღეს ძალიან მშვიდად ჩატარდა არჩევნები და ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ წინასწარი მონაცემების მიხედვით. მინდა მივულოცო კახა კალაძეს გამარჯვება თბილისის მერის თანამდებობაზე,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

„მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით ოპოზიცია იმარჯვებს

ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ეგზიტპოლი კომპანია „ანოვამ“ ჩაატარა. მიღებული შედეგებით კი ოპოზიციის კანდიდატები ყველგან ლიდერობენ. 18:00 საათის მონაცემების მიხედვით, თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს კახა კალაძემ ხმების 49% მოიპოვა; ოპოზიციის კანდიდატმა ნიკანორ მელიამ კი – 51%. რაც შეეხება დანარჩენ ქალაქებს, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, მერობის კანიდიდატების შედეგები ასეთია: რუსთავი – დავით კირკიტაძე – 53%; ნინო ლაცაბიძე – 47%; ქუთაისი – ხატია დეკანოიძე 53%, იოსებ ხახალეიშვილი – 47%; ზუგდიდი – ანზორ მელია – 53%; მამუკა წოწერია – 47%; ბათუმი – გიორგი კირთაძე 51%; არჩილ ჩიქოვანი – 49%. ეგზიტპოლის ცდომილების ზღვარი 3%-ია. რაც შეეხება „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლებს, ყველგამ მმართველი…

მეტი...

“მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც ჯერ 2 ოქტომბერს გააკეთა პრინციპული არჩევანი, დღეს კი ჩვენ ეს გამარჯვება ბოლომდე მივიყვანეთ” – ირაკლი კობახიძე

მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც ჯერ 2 ოქტომბერს გააკეთა პრინციპული არჩევანი, ჩვენ ეს გამარჯვება ბოლომდე მივიყვანეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 2 ოქტომბერს ხალხმა უარი უთხრა იმას, რასაც ყველამ უნდა უთხრას უარი. „მადლობა ჩვენი პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს, ქართველ ხალხს, რომელმაც ჯერ 2 ოქტომბერს გააკეთა პრინიპული არჩევანი, არჩევანი, რომლის მიხედვით უარი ეთქვა იმას, რასაც უარი უნდა უთხრას აბსოლუტურად ყველამ და მხარი დაუჭირა კიდევ ერთხელ ჩვენს პოლიტიკურ ძალას და დღეს მნიშვნელოვანი იყო ამ გამარჯვების კიდევ ერთხელ მიყვანა ბოლომდე და ეს გამარჯვება ჩვენ ბოლომდე მივიყვანეთ,“- განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

“თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, ოთხივე ქალაქში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იმარჯვებს” – “გორბი”

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 18:00 საათის მონაცემებით, თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ 57,2% -იანი მხარდაჭერა მიიღო. რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ ნიკა მელიას, მას მხარი ამომრჩეველთა 42.8%-მა დაუჭირა. რაც შეეხება სხვა ქალაქებს, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, დანარჩენ 3 დიდ თვითმმართველ ქალაქში მონაცემები ასე გადანაწილდა: ბათუმი – „ქართული ოცნება“, არჩილ ჩიქოვანი – 50,8%, „ნაციონალური მოძრაობა“, გიორგი კირთაძე 49,2%; ქუთაისი – “ქართული ოცნება”, იოსებ ხახალეიშვილი – 51,9%, “ნაციონალური მოძრაობა”, ხატია დეკანოიძე 48,1%; რუსთავი – “ქართული ოცნება”, ნინო ლაცაბიძე – 53,8%, “ნაციონალური მოძრაობა”, დავით კირკიტაძე 46,2%.

მეტი...

„იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით კახა კალაძემ გაიმარჯვა

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით, რომელიც „გორბს“ ეკუთვნის, 18:00 საათის მონაცემებით, თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ  57,2%  მიიღო. ნიკანორ მელიამ კი – 42.8%. რაც შეეხება სხვა ქალაქებს, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, დანარჩენ 3 დიდ თვითმმართველ ქალაქში მონაცემები ასე გადანაწილდა: ბათუმი – „ქართული ოცნება“, არჩილ ჩიქოვანი – 50,8%, „ნაციონალური მოძრაობა“, გიორგი კირთაძე 49,2%; ქუთაისი – იოსებ ხახალეიშვილი – 51,9%, ხატია დეკანოიძე 48,1%; რუსთავი – ნინო ლაცაბიძე – 53,8%, დავით კირკიტაძე 46,2%.

მეტი...

“ეს ხელისუფლება ისე წაიყვანს საქმეს, რომ დაამხობენ” – ნინო ბურჯანაძე

ეს ხელისუფლება ისე წაიყვანს საქმეს, რომ მას დაამხობენ, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, თუ ეს ხელისუფლება გაბედავს და 20-ვე თვითმმართველ ერთეულში დაიწერენ გამარჯვებას, დღეს თუ ხვალ, ისენი დაემხობიან. „ეს ხელისუფლება ისე წაიყვანს საქმეს, რომ მას დაამხობენ. ხალხი დაამხობს ამ ხელისუფლებას. ეს არ გვინდა, იმიტომ, რომ მშვიდობიანად განვითარდეს მოვლენები, გვინდა ჩატარდეს არჩევნები და გვინდა, რომ რაღაცა აზრი დარჩეს არჩევნებს და არჩევნებისადმი მინიმალური რწმენა მაინც დარჩეს. თუ ესენი გაბედავენ და 20-ვე თვითმმართველ ერთეულში დაიწერენ გამარჯვებას, დღეს თუ ხვალ, ესენი დაემხობიან. ეს არ…

მეტი...

მმართველი გუნდი გამარჯვებას აღნიშნავს

საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურა. მმართველი გუნდი გამარჯვებას ზეიმობს. ამ წუთებში, განცხადებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აკეთებს. მან კახა კალაძეს გამარჯვება მიულოცა. ასევე გამარჯვება მმართველი გუნდის ყველა კანდიდატს მიულოცა.  

მეტი...

საარჩევნო უბნები დაიხურა

საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნები 20:00-ზე დაიხურა და ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. დღეს საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მერებისა და საკრებულოების მაჟორიტარი წევრების არჩევნების მეორე ტური 40 საარჩევნო ოლქსა და 1869 საარჩევნო უბანზე ჩატარდა. გახსნილი იყო 1830 საარჩევნო უბანი. ამომრჩევლებს მოემსახურა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და ასევე 29 სპეციალური უბანი, რომლებიც სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს მოემსახურა. მეორე ტურის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა  საქართველოს 2 088 722 მოქალაქეს შეადგენდა.  17 მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება “ქართულ ოცნებასა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატებს შორის მოუწიათ. რაც შეეხება დანარჩენ 3-ს, მმართველი გუნდის კანდიდატის კონკურენტი ცაგერში…

მეტი...

„ვიგებთ არჩევნებს ოცივე მუნიციპალიტეტში“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის – ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი არჩევნებს ოცივე მუნიციპალიტეტში იგებს. მისივე თქმით, სადაც არის მელია, იქ არის პროვოკაცია. „შემოსულია მონაცემები 19:00 საათის მონაცემებით. ამ მონაცემების თანახმად, ჩვენ ვიგებთ არჩევნებს ოცივე მუნიციპალიტეტში. თუმცა, რჩება 45 წუთი და ყველა ამომრჩეველს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისკენ. მოვუწოდებთ „ნაცმოძრაობის მხარდამჭერებს, ტავი შეიკავონ პროვოკაციებისკენ“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე.  

მეტი...

ვაზისუბანში ფიზიკური დაპირისპრებაა, ერთმანეთს აგინებენ

ვაზისუბანში, 62-ე უბანზე ვითარება დაიძაბა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური  შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ეს ის საარჩევნო უბანია, სადაც დენი გაითიშა. სწორედ ამ მიზეზით ადგილზე მივიდა ნიკა მელია, რომელიც მმართველ გუნდს ელექტროენერგიის ხელოვნურად გათიშვაში ადანაშაულებდა. ადგილზე მივიდნენ ქართული ოცნების დეპუტატებიც და მოხდა დაპირისპირება, ერთმანეთს აგინეს. როცა მელია ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, მას უკნიდან ვიღაცამ ხელიც ჩაარტყა. ადგილზე იმყოფება მმართველი გუნდის დეპუტატი ბექა დავითულიანიც. ისმის სიტყვიერი შეურაცხყოფა და პროვოკაციული შეძახილები.     

მეტი...

ცესკოს მონაცემებით, ამ ეტაპისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 39,5%-ია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით მორიგი ბრიფინგი გამართა. როგორც კომისიაში აცხადებენ, ქვეყნის მასშტაბით არჩევნებზე 825 129 ადამიანი მივიდა რაც 39,5%-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება რაჭა-ლეჩხუმში – 52,8%, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მცხეთა მთიანეთში – 33,9%. „მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩევლებს იაქტიურონ, ვინაიდან არჩევნების დასრულებამდე 2 საათი დარჩა. აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს, 2 ოქტომბრის მსგავსად, №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში 31 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. ამომრჩევლები ხმას სპეციალური აპარატის გამოყენებით აძლევენ, აპარატის საშუალებით შედეგები კენჭისყრის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი. თუმცა აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან…

მეტი...

„არ გამოირიცხებოდა სისხლისღვრაც“ – გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, ადამიანების, რომლებიც სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში ფიგურირებენ და რომლებიც ხელისუფლების დასამხობად შეთქმულებას გეგმავდნენ, უახლოეს საათებში, მაგისტრი მოსამართლეების წინაშე დაიკითხებიან. როგორც ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ არც აყენებენ.        „ეს არის საქმეში გამავალი ერთ-ერთი აუდიოჩანაწერი, რომელიც აბსოლუტურად კანონიერი გზით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე იქნა მოპოვებული და წარდგენილი საზოგადოებისთვის, რამაც თავისთავად შეასრულა საპრევენციო ხასიათის როლი. ჩვენ ამით მოქალაქეებს, ვინც შეიძლებოდა ნებსით ან უნებლიეთ მომხდარიყო ამ გაუგებრობაში, მივეცით ინფორმაცია განზრახვის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებას, დაპატიმრებული ადამიანის ტრანსპორტირებისას ხელის შეშლას და ა.შ.…

მეტი...

„ჩვენი კანდიდატები მყარად იგებენ“ – ირაკლი კობახიძე

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძემ არჩევების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის კანდიდატები მყარდ იგებენ. „საარჩევნო ოლქების უმრავლესობაში ფიქსირდება მაღალი აქტივობა. თუმცა, აუცილებელია კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში არ დავუშვათ იმ პოლიტიკური ძალის გამარჯვება, რომელსაც ერთადერთ მიზნად ქვეყანაში არეულობის კერების შექმნა აქვს დასახული. არსებული მონაცემებით, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20-დან 18 მუნიციპალიტეტში. ნაცმოძრაობის კანდიდატები ორ მუნიციპალიტეტში არიან ახლოს 50-პროცენტიან ზღვართან. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საჭიროა ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა, რათა ბოროტებამ არცერთ მუნიციპალიტეტში არ გაიმარჯვოს“ – აღნიშნა კობახიძემ. მისივე…

მეტი...

“დღეს ჩვენ ვლოცავთ საქართველოს, ვირჩევთ მომავალს” – პატრიარქი

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ილია მეორემ გადასატანი ყუთით ისარგებლა და ხმა საპატრიარქოს რეზიდენციაში მისცა. „დღეს ჩვენ ვლოცავთ საქართველოს, დღეს ვირჩევთ მომავალს, იმედით ვართ, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს საქართველო. იმედით ვუყურებთ მომავალს. დაგლოცოთ ღმერთმა“, – განაცხადა ილია მეორემ.

მეტი...

“15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლის აქტივობამ 31,82% შეადგინა” – ცესკო

ცესკოს ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლის აქტივობამ 31,82% შეადგინა, რაც 664 573 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამომრჩევლის აქტივობის კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება და 45,4%-ია. ყველაზე დაბალი აქტივობა ისევ მცხეთა-მთიანეთშია 26,9%. თბილისში ამომრჩევლის აქტივობა 30,8%-ს შეადგენს, რაც ჯამში 308 856 ამომრჩეველია. ოლქების მიხედვით დედაქალაქში ყველაზე მაღალი აქტივობა 34,2% დიდუბეშია, ყველაზე დაბალი 27,4% ისანში.

მეტი...

“პარტიის აგიტატორებსა და აქტივისტებს აქვთ ფოტოსურათებიანი სიების ქონის და ამ სიების მიხედვით ამომრჩევლების აღრიცხვის უფლება” – კახა კალაძე

“ქართული ოცნებიდან” თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის განცხადებით, ოცივე ოლქში, სადაც მეორე ტური იმართება, ძირითადად საარჩევნო პროცესი მშვიდობიანად მიმდინარეობს, გარდა რამდენიმე ქალაქისა. კახა კალაძის თქმით, ადგილი აქვს ამ ქალაქებში სიტუაციის დაძაბვის მცდელობას სამწუხაროდ, ძირითადად, გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან ხდება. თბილისის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ პარტიის აგიტატორებსა და აქტივისტებს ამომრჩეველთა სიების ქონის კანონიერი უფლება გააჩნიათ. “ამ დროისთვის, ოცივე ოლქში, სადაც მეორე ტური იმართება, საერთო ჯამში, მშვიდი ვითარებაა და მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფალ, მშვიდ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი. ზოგიერთ ქალაქში შეინიშნება სიტუაციის დაძაბვის და სამწუხაროა, რომ ეს მცდელობები ძირითადად გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან ხდება.…

მეტი...

ცესკო ერთ პირზე გაცემული ორი პირადობის შესახებ განმარტებას აკეთებს

სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ერთი და იგივე პირის მიერ სხვადასხვა პირადობის გამოყენებას ეხება, ცენტრალური საარჩევნო კომისია  განმარტებებს აკეთებს. “აქტიურად დაიწყო თემით მანიპულირება სოციალურ ქსელებშიც და მედიაშიც სხვადასხვა ჩართული მხარეების მიერ, რომელიც ეხება ერთ პირზე გაცემულ ორ პირადობას. ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია და გაცნობებთ, რომ ეს მოქალაქე ამომრჩეველთა სიაში მხოლოდ ერთხელ არის შეყვანილი, ნაძალადევის 85-ე საარჩევნო უბანზე. აღნიშნულმა პიროვნებამ ქორწინების შემდეგ 22 ოქტომბერს შეიცვალა გვარი და გადავიდა მეუღლის გვარზე. ამ დროისთვის კი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცესკოსთვის უკვე გადმოცემული ჰქონდა ამომრჩეველთა განახლებული მონაცემები. შესაბამისად, 30 ოქტომბრისთვის ვერ აისახებოდა…

მეტი...

N12 დაწესებულების ტერიტორიაზე სპეცრაზმისა და პოლიციის მობილიზება არ ხდება – სპეციალური პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც N12 დაწესებულების ტერიტორიაზე განსაკუთრებული მობილიზებაა და ხდება სპეცრაზმისა და პოლიციის კოლონების შეყვანა. უწყების განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა. “გაცნობებთ, რომ კადრები, რომელიც გავრცელდა, არის არა N12 დაწესებულების ტერიტორია, არამედ რუსთავში მდებარე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ბაზა.  ინფორმაციისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პირველ ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დაცვის მიზნით გამოეყო დამატებითი ძალები, რომელიც განთავსებული არის სწორედ ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ბაზაზე.   გავრცელებულ კადრებშიც სწორედ შინაგან საქმეთა…

მეტი...

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო თამარ კორძაიას ბრალდებას სიცრუეს უწოდებს

იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პასუხობს ბლოკის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრის, თამარ კორძაიას მიერ მედიაში გავრცელებულ ბრალდებას, რომლის თანახმადაც, დამკვირვებლებმა გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე ხმის მიცემის ფაქტი აღმოაჩინეს, სიცრუეს უწოდებს. ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული. „სააგენტო განმარტავს, რომ მათ მიერ ხსენებული მოქალაქე ედუარდი მსტოიანი ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში მხოლოდ ერთი მონაცემით არის შეყვანილი. ედუარდ მსტოიანმა 22 ოქტომბერს ანა ჯიქურთან ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი – ჯიქური. გვარის შეცვლა განხორციელდა 14 სექტემბრის ანუ ცესკოსთვის საარჩევნო სიის გადაცემის შემდეგ. იგი საარჩევნო სიაში ძველი…

მეტი...

“ხმა ოპოზიციურ ცვლილებებს მივეცი” – მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხმა ოპოზიციურ ცვლილებებს მისცა, მე მივეცი ხმა ოპოზიციურ ცვლილებებს, მე მივეცი ხმა, რომ თბილისში, ჩემს ქალაქში დასრულდეს კორუფცია, ძარცვა და ადამიანის ქონების და ღირსების მიტაცება” -აღნიშნა მან. ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზეც ისაუბრა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა: “კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი რომ არ ჩაიწეროს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და არ მოგვიხდეს მერე, ქართველების იმის მტკიცება, რომ როგორც კი კრემლს არ მოეწონება ჩვენს მიერ არცეული ადამიანი, ბოლოს ეს ადამიანი სიკვდილამდე მიგვყავს, აი, ამის მტკიცება რომ არ მოგვიხდეს, რომ არ მოგვიხდეს…

მეტი...

“როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას” ზუგდიდში განსაკუთრებული მობილიზება აქვს, რადგან სხვაგან პროვოკატორების რესურსი იმდენი არ აქვთ” – მამუკა მდინარაძე

პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას” ზუგდიდში განსაკუთრებული მობილიზება აქვს, რადგან სხვაგან პროვოკატორების რესურსი იმდენი არ აქვთ. მდინარაძე აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ზუგდიდში უხეში დარღვევები ჩაიდინეს და მათი რამდენიმე პროვოკატორი სამართალდარღვევების გამო უკვე დაკავებულია. „წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფო ვინმეს მისცეს საშუალება პროვოკაციის ამ ხარისხის. სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება კანონდარღვევებსა და პროვოკაციაზე იქნება მკაცრი. ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური და ლეგიტიმური ვალდებულება”, – დასძინა მდინარაძემ.

მეტი...

ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის, ქეთევან კოვზიაშვილის განცხადებით, ზუგდიდში, მე- 20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კოვზიაშვილმა განაცხადა, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით პოლიციის შესაბამისი მობილური ჯგუფები შექმნილია. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, რათა თითოეულმა მოქალაქემ თავისუფალ და უსაფრთხო…

მეტი...

“საქართველომ 2008 წელს გადაიტანა ომი,რომელიც დასრულდა დამამცირებელი მარცხით, რაზეც სრულად პასუხისმგებელი იყო მთავარსარდალი სააკაშვილი” – BBC

BBC წერს, რომ საქართველოს 2008 წელს ჰქონდა “5-დღიანი ომი რუსეთის წინააღმდეგ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების გამო, რომელიც დასრულდა დამამცირებელი მარცხით, ტერიტორიების დაკარგვით და ათიათასობით ქართველის გადასახლებით, რაზეც სრულად პასუხისმგებელი იყო მთავარსარდალი სააკაშვილი”. როგორც სტატაშია აღნიშნული, მისი მთავრობა სულ უფრო ავტორიტარული ხდებოდა, ხურავდა კრიტიკულ მედიაკომპანიებს, ძალადობრივი გზებით არბევდა საპროტესტო აქციებს, სძალავდა ფულს ბიზნესს და ათასობით ადამიანს აპატიმრებდა წვრილმანი დანაშაულისთვის. “ბოლო წვეთი იყო 2012 წლის არჩევნების საღამოს გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია ციხეში წამებისა და ძალადობის ფაქტები. მოსახლეობამ ხმა მისცა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, რითაც დაასრულა მათი 9 წლიანი მმართველობა,“-ნათქვამია სტატიაში.

მეტი...

“რასაც ვისმენთ სააკაშვილზე, ხან დიეტა, ხან მოკვდეს, ეს დაცინვა და შეურაცხყოფა „ქართული ოცნების” დეგრადაციაზე და ამორალურობაზე მეტყველებს” – ელენე ხოშტარია

„ქართული ოცნების” განცხადებები, დამოკიდებულება, ქმედებები მიხეილ სააკაშვილის მიმართ აბსოლუტურად ყველა საზღვარს სცდება, ადამიანურს, მორალურს თუ პოლიტიკურს, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მმართველი გუნდის წევრების დამცინავი და შეურაცხმყოფელი განცხადებები მათ ამორალურობაზე მიუთითებს. “არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვის მოსწონს მიხეილ სააკაშვილი და ვის არა. ასევე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ უნდა გასამართლდეს და ვინ არა იმიტომ, რომ აბსოლუტურად არავინ არ უნდა იყოს ხელშეუხებელი, მაგრამ სამართლიანი სასამართლოთი. ჩვენ რასაც ვისმენთ, ხან დიეტა, ხან მოკვდეს, ეს დაცინვა და შეურაცხყოფა მხოლოდ “ქართული ოცნების” დიდ დეგრადაციაზე და ამორალურობაზე მეტყველებს. არავის მიმართ ასეთი მოქცევა არ შეიძლება,…

მეტი...

“მჯერა რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას – ირაკლი ღარიბაშვილი” – პრემიერის “არჩევანი”

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. პრემიერმა მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. “მე, რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. ჩვენს ქვეყანას და ხალხს, პირველ რიგში, სჭირდება მშვიდობა, დამშვიდება, სიწყნარე, სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა, რაც არის ჩვენი საერთო ეროვნული მიზანი. მე მჯერა რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას ქვეყნის სტაბილურობას მისცემს და არა ქაოსსა, შფოთს და პოლარიზაციას, რომელიც მომდინარეობს დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან. მჯერა რომ ხვალიდნელი დღე იქნება უკეთესი, ვიდრე არის დღევანდელი,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

“სუს-მა გადაწყვიტა, დასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვას” – დეკანოიძე

გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, სუს-ი აპირებს დასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომელს პირადობები ჩამოართვას. მისი განმარტებით, არსებობს კონკრეტული ფაქტებიც. “მინდა გითხრათ ერთი ინფორმაცია, რომელსაც ალბათ ყურადღებით მოეკიდებით და პირდაპირი გაფრთხილება მივცე მუნიციპალურ სამსახურს, მათ შორის სუს-სს რომელმაც გადაწყვიტა, რომ დასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომელს ჩამოართვას პირადობის მოწმობები. ჩვენ გვიკავშირდებიან ეს ადამიანები, რამდენიმეს გადასცეს ჩვენი აქტიური ჩარევის შემდეგ, მაგრამ დაუყოვნებლივ გადაეცით უკან პირადობის მოწმობები, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ფაქტები და ამაზე აუცილებლად შევიტანთ მათ შორის პროკურატურაში საჩივარს”, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ. 

მეტი...

რუსთავის ცეხესთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

რუსთავის ციხესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება და მანქანების გადაადგილება შეინიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს შსს-შიც აკეთებენ და ამბობენ, რომ მიღებულია უსაფრთხოების ზომები.    „პოლიციის დანაყოფები პენიტენციური დაწესებულების გარე ტერიტორიაზე იმყოფებიან უსაფრთხოების მიზნით. პერიოდულად ხდება თანამშრომელთა როტაცია. სწორედ როტაციის დროს მოხდა მედიასაშუალებების მხრიდან  ვიდეოკადრების გადაღება. განსაკუთრებული არაფერი ხდება“, -აცხადებენ უწყებაში.

მეტი...

„ყველაფერი თბილისიდან იწყება. გამარჯვების სუნი ტრიალებს“ – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის გამარჯვებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჰაერში გამარჯვების სურნელი ტრიალებს. როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკანორ მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველ გუნდს ხელისუფლების დათმობის შიში აქვს. „ჰაერში გამარჯვების სურნელი ტრიალებს. მსგავსი არაფერი შეიმჩნეოდა პირველ ტურში. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, ნუ იდარდებენ, ნუ ინერვიულებენ. მესმის, რომ მათ ხელისუფლების დათმობის შიში აქვთ, მაგრამ ეს ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო. ეს ხდება თბილისში ეს ყველაფერი თბილისიდან იწყება. თბილისში გამარჯვების შემდეგ შევქმნით პრეცედენტს, საქმით დავამტკიცებთ, რომ კოალიციური მმართველობა ერთადერთი სწორი ფორმაა მმართველობის, რომელიც ცენტრალურ დონეზე იქნება გადატანილი“,- განაცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან.

მეტი...

„სააკაშვილი არ არის და არ იქნება პრივილეგირებული,“- ირაკლი ღარიბაშვილი

უკრაინელი ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, ვინ იქნება პასუხისმგებელი, თუ მიხეილ სააკაშვილი თავს მოიკლავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემა პასუხისმგებელია ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სააკაშვილი არ არის და არ იქნება პრივილეგირებული. მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტს ურჩია, უფრო მეტად იმეცადინოს სწორი კითხვების დასმაში. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობა დაცული უნდა იყოს და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ უნდა სცეს მას პატივი. „პირველ რიგში, მე გირჩევთ, რომ სწორი კითხვების დასმაში უფრო მეტად იმეცადინოთ. მეორე – იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემა პასუხისმგებელია ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სააკაშვილი არ არის…

მეტი...

„მან ისევ ისე გააგრძელა მკურნალობაც, ვიტამინების და დანამატების მიღება, როგორც წინა დღეებში“ – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პატიმარი სააკაშვილს ყველანაირი მომსახურება ეწევა და მას ციხეში სრული კომფორტი აქვს შექმნილი. „კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ პატიმარ სააკაშვილს ყველანაირი მომსახურება ეწევა. მას აქვს სრული კომფორტი შექმნილი ციხეში და პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მას 24 საათიანი მომსახურება გაეწიოს, მედიკამენტების, ვიტამინების, სხვადასხვა საშუალებების მიწოდების მიზნით. ჩვენთვის ბევრი რამ არის ცნობილი, უბრალოდ, არ ვლაპარაკობთ საჯაროდ. ჩვენ არაერთი დეზინფორმაცია მოვისმინეთ, გუშინ მათი დადგმული შოუც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, რომ გარკვეულწილად მოეხდინათ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ მინისტრ ბრეგაძის განმარტება, რომ, სააკაშვილის განცხადებიდან 1 საათში მან ისევ ისე გააგრძელა…

მეტი...

„ეროვნული არჩევნები მოვიგეთ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენ საერთო ეროვნული არჩევნები მოვიგეთ, მივიღეთ 47%, რითაც დავასრულეთ სპეკულაციები შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით“ – ამის შესახებ საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის მთავარი სლოგანი იყო რეფერენდუმი და ეს რეფერენდუმი მათ წააგეს. „ჩვენ საერთო ეროვნული არჩევნები მოვიგეთ, მივიღეთ 47%, რითაც დავასრულეთ სპეკულაციები შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის მთავარი სლოგანი იყო რეფერენდუმი და ეს რეფერენდუმი მათ წააგეს. ასევე მათ წააგეს 44 მუნიციპალიტეტში. დღეს უკვე 20 მუნიციპალიტეტში, ჩემი ღრმა რწმენით, ყველგან, 20-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ“, – განახადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

“ჩემს თავს გაფიცებ, კოტეს ხმა არ მისცე” – მერაბ ჭანუყვაძე ამომრჩეველს

ოზურგეთის ყოფილი გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე შემოქმედის  ნომერ 60/45 -ე უბანზე იმყოფება. როგორც  “ქართული ოცნების”  სხვა წარმომადგენლები, ჭამუყვძეც  აქტიურდაა  ჩართული ამომრჩევლების გადაადგილების კონტროლში.  მერაბ ჭანუყვაძე ამ სოფლის მკვიდრია და მისი მიზანი “ოცნების” კანდიდატის გამარჯვებაა.  ერთ-ერთი თვითმხილველი შეესწრო ფაქტს, როგორ მივიდა ჭანუყვაძე   ამომრჩეველ მამაკაცთნ   და ყურში ხმადაბლა უთხრა: ” ჩემს თავს გაფიციებ, კოტეს ხმა რ მიცსე.” ოზურგეთში ეს თემა უკვე სასაცილოა,  რადგან,  როგორც ჩანს, “ქართული  ოცნება ”  ძველი ბიჭების მობილიზებით ფონს დიდად ვერ გავიდა და ახლა ამომრჩევლის დაფიცებაზეა გადასული.  ეს არ ეხება მხოლოდ მერაბ ჭანუყვძეს. ოზურგეთში აქტიურად საუბრობენ იმაზე, თუ როგორ ცდილობენ…

მეტი...

“დღეს თქვენ ხელშია როგორ განვითარდება ეს ქალაქი, განსაკუთრებით მინდა გახარიას პარტიის ამომრჩევლებს მოვუწოდო აქტიურობისკენ” – გიგი უგულავა ფოთელებს

ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი ფოთში გიგი უგულავა, საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს. უგულავა გიორგი გახარიას პარტიის მხარდამჭერებსაც სთხოვს აქტიურობას. „მინდა ყველა ფოთელს ვთხოვო, მოვუწოდო აქტიურობისკენ, დღეს თქვენ ხელშია მეგობრებო, როგორ განვითარდება ეს ქალაქი, გავაგრძელებთ თუ არა წრეზე ტრიალს, სტაგნაციას, უპერსპექტივრობას, უმუშევრობას, თუ მხარს დავუჭერთ განვითარებას. განსაკუთრებით მინდა გიორგი გახარიას პარტიის და მისი კანდიდატის ამომრჩევლებს მოვუწოდო აქტიურობისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიამ ნეიტრალიტეტი დააფიქსირა, მეგობრებო, თქვენ ამ ქალაქში ცხოვრობთ, თქვენც არ მოგწონთ ის უპერსპექტივობა და კლანურობა, რომელიც აქ „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, თქვენც არ მოგწონთ ის, რომ თევზის სუნად აყროლებენ აქაური ოლიგარქები ქალაქს, ფოთს უპატივცემულოდ ეპყრობიან, არ თქვენ მოგწონთ…

მეტი...