„ცოტა „მსუქანი“ მიწისძვრა რომ მოხდეს, რას აპირებენ? – თეა გოდოლაძე ლისის ფერდის საშიშროებაზე

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის,  თეა გოდოლაძის განცხადებით, ლისის ფერდი მაგნიტუდა 5 სიმძლავრის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს, არადა, ფერდს მაგნიტუდა 7-ის პოტენციალი აქვს. აღნიშნულ თემაზე გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ  მშენებლობისთვის მეწყრული ზონებია გაყიდული.      „კიდევ გააგრძელებთ ამ ფერდის ასე შეხებას, უარესს მიიღებთ. აუცილებელია, პროფესიონალები დასხდნენ და იმსჯელონ. ქალაქის განაშენიანება პოლიტიკოსების გადასაწყვეტი  არ არის.  საერთოდ არაფერი ესმით რას აკეთებენ, არც პოზიციას და არც ოპოზიციას. მძიმე დარგია და ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ამას პოლიტიკოსი არ წყვეტს, წყვეტენ ურბანისტები, გეოლოგები და ინჟინერები. არიან ვიღაც დიახ „ტიპები“, რომლებიც…

მეტი...

„ლისის ფერდობზე განაშენიანება არის ბომბი ქალაქში“ – თეა გოდოლაძე „მედიაცენტრ მთავარში“  

„ლისის ფერდობზე გაჩენილი ნაპრალები და მეწყრული პროცესები არ გაჩერდება, მას ვერაფერი შეაკავებს“  – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა  თეა გოდოლაძემ გააკეთა.  პროფესორის შეფასებით, ლისისა და მთაწმინდის ფერდობებზე განაშენიანება მთლიანად უნდა აიკრძალოს. „ლისისა და მთაწმინდის ფერდებზე განაშენიანების ეს ფორმა კატეგორიულად ასაკრძალია. მათი გეოლოგიური სტრუქტურიდან გამომდინარე ასეთი ტიპის დატვირთვა ყოველთვის გამოიწვევს მსგავს პროცესებს, ეს პროცესები არ გაჩერდება. ლისის ფერდი არ არის მხოლოდ მაჭავარიანის ქუჩა. დაწყებული ნუცუბიძიდან ვაშლიჯვრის ბოლო კორპუსამდე არის ლისის ტბის ფერდი და მას აქვს ერთი გეოლოგიური სტრუქტურა, სადაც მსგავსი ტიპის ჩარევა…

მეტი...

მნახველებს მიხეილ სააკაშვილისგან წერილის გამოტანა ეკრძალებათ – პენიტეციური სამსახური განმარტებებს აკეთებს

​პენიტენციური სამსახური „ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გზავნილებს და  საკნის ფანჯრების დაბურვას ეხება, განმარტებებს აკეთებს.  როგორც დაწესებულებაში აცხადებენ, მინა მხოლოდ საშხაპეში შეიცვალა, რომელიც თავად მიხეილ სააკაშვილმა დააზიანა. „გაცნობებთ, რომ მინა შეიცვალა მხოლოდ საშხაპე ოთახში, რომელიც რამდენიმე დღის წინ თავად ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა გადაძახილით მიმართვის დროს დააზიანა. ახალ მინას გაუკეთდა დამცავი, გამჭვირვალე ფირი, რომელიც ამცირებს მინის დაზიანების რისკს. ასევე შეუფერხებლად ატარებს მზის სხივს. რაც შეეხება კობა ნაყოფის მიერ გაჟღერებულ კიდევ ერთ ბრალდებას, თითქოს, ციხის ადმინისტრაციამ ადვოკატების გარდა, ყველა პირს, სააკაშვილის წერილების გამოტანა აუკრძალა გაცნობებთ, რომ პატიმრობის კოდექსის მე-16 მუხლის…

მეტი...

„მისთვის შიმშილობა არავის დაუძალებია“ – კალაძე სააკაშვილზე

კახა კალაძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის შიმშილობა არავის დაუძალებია, ეს მისი გადაწყვეტილებაა. როგორც თბილისის მერი განმარტავს, მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობაც თავად ეკისრება.    „საკვებიც არის, პროდუქტებიც არის და შეუძლია მიიღოს. თუ საჭიროება და აუცილებლობა იქნება. რომ მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდეს, ეს ნაბიჯი აუცილებლად გადაიდგმება და მიეხედება ისე, როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევაში“,- განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 26 დღეა შიმშილობს. ჯანმთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, ის, ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს.   

მეტი...

“ხელისუფლებამ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციები სრულად უნდა გაითვალისწინოს” – არასამთავრობოები

ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციები სრულად უნდა გაითვალისწინოს, – აღნიშნულია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და მიგვაჩნია, რომ მისი ჰოსპიტალიზაციის საკითხი ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს არა პოლიტიკური მიზანშეწონილების, არამედ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების უფლების დაცვის მაღალი სტანდარტით. მიხეილ სააკაშვილი, მისი დაპატიმრებიდან დღემდე, უკვე 26-ე დღეა საპატიმროში შიმშილობს. შიმშილობის პერიოდის გათვალისწინებით ყოველწუთიერად იზრდება მისი ჯანმრთელობის გაუარესებისა და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის რისკები.  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწვეული და კვალიფიციურ ექიმთა კონსილიუმის…

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილის სართულზე ციხის ფანჯრები ჩაკეტეს და დაბურეს” – კობა ნაყოფია

„ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივნის, კობა ნაყოფიას ინფორმაციით, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილის სართულზე რემონტი ჩაატარა და ციხის ფანჯრები დაბურა იმ მიზნით, რომ მხარდამჭერებმა სააკაშვილი გარედან ვეღარ დაინახონ. ამასთან, როგორც ნაყოფიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ყველა პირს, გარდა ადვოკატებისა, ციხიდან სააკაშვილის წერილების გამოტანა აეკრძალა. კობა ნაყოფიას შეფასებით, „ქართული ოცნების” ხელისუფლებას, უკვე სააკაშვილის კალიგრაფიით დაწერილი წერილისაც ეშინია, შესაბამისად სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა რომ დაუშვან, „პანიკაში ჩავარდებიან”. „ყველასთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილს აკრძალული აქვს ზარების განხორციელების უფლება და მისი ხმის ეშინიათ. ახლა, ყველა ფანჯარა დაბურეს, შეღებეს და ჩაკეტეს ისე, რომ გარედანაც ვერცერთმა მისმა მომხრემ ვერ ნახოს, ერთ დღეში ჩაატარეს რემონტი. მასთან მიმსვლელ…

მეტი...

პაატა ბურჭულაძე ქუთაისის ოპერაში არ შეუშვეს

პაატა ბურჭულაძე ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს, ინფორმაცია ამის შესახებ, თავდაპირველად “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგა შუშანიამ გაავრცელა. შუშანიას განმარტებით, საოპერო მომღერალი თეატრის დასათვალიერებალდ იყო მისული. “დღეს ქუთაისის მერის დავალებით ოპერის თეატრის კარი ჩაუკეტეს პაატა ბურჭულაძეს (ოპერის თეატრის დათვალიერების მიზნით იყო მისული). ეს იგივეა, მესი რომ ჩამოსულიყო “ტორპედოს” სტადიონის დასათვალიერებლად და არ შეეშვათ. გუშინ რუსთავის ციხესთან ქუთაისის მერის მხარდამჭერების სამარცხვინო აქციის შემდეგ, თუ ახალ რეკორდებს მოხსნიდნენ, მეც ვერ წარმომედგინა”, – წერს შუშანია ფეიბუკის გვერდზე. მომხდარის შესახებ ფეისბუქპოსტი გაავრცელა თავად საოპერო მომღერალმა, სადაც წერს, რომ თეატრში მუსიკოსებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენელებთან შესახვედრად და…

მეტი...

“ემიგრაციაში მყოფი მოქალაქის საარჩევნო სიაში ყოფნა დარღვევაზე არ მეტყველებს” – ცესკო

ცესკოს ინფორმაციის დაცულობის ცენტრმა სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის მცდელობის ფაქტი გამოავლინა. ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ემიგრანტების ერთიან საარჩევნო სიაში ყოფნა დარღვევაა არასწორია. ცესკოს განმარტებით, ამ ინფორმაციის გავრცელება საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ემსახურება. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ნათია იოსელიანი აცხადებს, რომ ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეები ნამდვილად არიან ცესკოს საარჩევნო სიაში და ეს დარღვევა არ არის.  “საზღვარგარეთ მყოფ პირებს გასწვრივ უწერიათ, რომ ისინი არიან საზღვარგარეთ. თავისთავად ის ფაქტი, რომ ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქის სიაში ყოფნა დარღვევაზე არ მეტყველებს. წინასწარ არავინ იცის ესა თუ ის პირი ქვეყანაში, როდის დაბრუნდება და ადამიანს რომ მოუნდეს ჩამოსვლა…

მეტი...

“ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ძალაუფლება უზურპირებული აქვს” – ზურაბ ჯაფარიძე

სააკაშვილის გზა რა არის არ ვიცი. ზოგადად, ვთვლი, რომ ამ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ძალაუფლება უზურპირებული აქვს, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება არალეგიტიმურია. ჩემი და ჩემნაირი ადამიანების გადახდილი გადასახადებით აფინანსებს სისტემას, რომელიც შედგება სუსისგან, შსს-გან და მათ შორის ალიანსებისგან საპატრიარქოსთან და კრიმინალურ სამყაროსთან და ბევრი ფულის ხარჯვით, ჩემს მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯით ინარჩუნებს ძალაუფლებას. ჩემთვის ეს ხელისუფლება ისედაც არალეგიტიმურია. ხელისუფლების შეცვლისთვის მე თვითონ გამოვიყენებ ყველა გზას და მაგისთვის არც სააკაშვილის გზა მჭირდება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მეტი...

უკრაინელმა მოწმემ სასამართლო პროცესზე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ამოიცნო

უკრაინელმა მოწმემ ბერლინში მიმდინარე სასამართლო პროცესზე ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ამოიცნო. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვადიმ კ. უკრაინის მოქალაქის ქვისლი აღმოჩნდა. სამი თვის წინ ხარკოველი მოწმე აცხადებდა, რომ არ არის დარწმუნებული, მკვლელობაში ეჭვმიტანილი რომ მისი ნათესავია. ამავე დროს, თავის ჩვენებაში უკრაინელმა მოწმემ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე თქვა, რომ ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომელია. 55 წლის უკრაინელმა მოწმემ პირველად ამავე საქმეზე ჩვენება ივლისის ბოლოს მისცა. მაშინ ის აცხადებდა, რომ ვერ იტყვის დარწმუნებით, რომ ბრალდებული მისი ნათესავია, რადგან სულ ორჯერ ჰყავს ნანახი და ისიც 10 წლის…

მეტი...

დადასტურდა, თუ არა საქართველოში AY.4.2 – რას ამბობს ამირან გამყრელიძე რუსეთში გავრცელებულ ახალ საშიშ შტამზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რუსეთში გავრცელებული ახალ საშიშ შტამი – AY.4.2 ჯერჯერობით ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. “ეპიდსიტუაცია გლობალურად უარესდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს გარკვეულად დაკავშირებულია იმ ახალ შტამთან, რომელსაც აკვირდებიან და ის არ არის ე.წ. ყურადღების ქვეშ მყოფი შტამი. ის ცირკულირებს მაღალი პროცენტით გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ გამოჩნდა რიგ ქვეყნებში, მათ შორის ჩვენს მეზობლად რუსეთშიც. ამიტომ ეს საყურადღებოა. ჯერჯერობით, ჩვენთან ლაბორატორიული კვლევებით ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. ესეც “დელტას” ნაირსახეობაა “დელტა +”, მაგრამ ის “დელტა+” არ არის, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე დავაფიქსირეთ. სხვა გენეტიკური ვარიანტია. რაც მეტი იმუნური ფენით შევხვდებით ამ ახალ…

მეტი...

შსს-მ ჩინეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ჩინეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს. გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც ჩინეთის მოქალაქეა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქმის წარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს. მას ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით დაეკისრა, რისი გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.

მეტი...

“ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო სექტორი სამაგალითო უნდა იყოს” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ საქართველოში ეპიდსიტუაციის გასაუმჯობესებლად უმნიშვნელოვანესია კორორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. მისივე თქმით, ვაქცინაციის ტემპის დავარდნა ქვეყნისთვის არაერთი მიმართულებით არის შემაფერხებელი. მარინა ეზუგბაიამ მოქალაქეებს და განსაკუთრებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მოუწოდა, აიცრან. „საქართველოში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია. მგონია, რომ გარკვეულწილად პიკია. ჩვენი სურვილია, ჯანდაცვის სისტემამ თავისი ვერტიკალით, ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა, კლინიკურმა სექტორმა და ყველამ ერთად მოვახერხოთ, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატება გარკვეუწილად შევაკავოთ.  დაავადების დაძლევის ერთადერთი გზა გვრჩება მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაცია. ვაქცინაციის ტემპის დავარდნა არის ქვეყნისთვის ძალიან შემაფერხებელი, შემაფერხებელია ეკონომიკის განვითარებისთვისაც. საერთოდ, ვაქცინაციის შეფერხება ნიშნავს, რომ დაავადების სტაბილიზაციას ვერ მოვახერხებთ და…

მეტი...

“მომაძახა, რომ მე ვარ ნაბიჭვარი…” – პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში – საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე კამათის მიზეზი საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის დაბარების საკითხი გახდა, ინიციატორი კი სალომე სამადაშვილი იყო. ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ნონა მამულაშვილი და გიორგი ხელაშვილი. პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” წევრი ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ არაეთიკურად მოექცნენ.  “როდესაც პრეტენზია გამოვთქვი, ერთ-ერთმა დეპუტატმა ამიქნია ხელი, რაზეც ვუთხარი, რომ არაეთიკური იყო. მომაძახა, რომ მე ვარ ნაბიჭვარი,”- აცხადებს მამულაშვილი. 

მეტი...

„ქართულ ოცნებას“ არანაირი შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის” – ნიკა მელია

შეუძლებელია იმის ახსნა, რატომ ჯიუტობს „ქართული ოცნება“ და რატომ არ გადაჰყავს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, – ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა. მისივე თქმით, ზოგადად, პრაქტიკაში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც პატიმრები სამოქალაქო საავადმყოფოებში გადაუყვანიათ და ამ შემთხვევაშიც „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანონ. „მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე მთელი პასუხისმგებლობა, ტვირთი აკისრია „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს. შეუძლებელია იმის ახსნა, რატომ ჯიუტობს „ქართული ოცნება“ და რატომ არ გადაჰყავს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, თუ რაიმე სხვა ბოროტი განზრახვა არ აქვს. ამიტომ…

მეტი...

„ეხ, რა ქუჩის აკადემია დაანგრიეს ამ ნაძირლებმა“ – ირაკლი ოქრუაშვილი

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელიდან „ქართულ ოცნებას“ მორიგი სარკაზმით მიმართავს: „არავის ისე არ გაუთელია ფეხქვეშ “კაიბიჭობის” ინსტიტუტი როგორც ქოცებს. ეხ, რა ქუჩის აკადემია დაანგრიეს ამ ნაძირლებმა,“ – წერს ოქრუაშვილი.

მეტი...

“ვაქცინაციის საკომუნიკაციო კამპანია უფრო ძლიერი და აგრესიული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქართველებს გვაქვს კარგი გამონათქვამი – „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო“ – ამირან გამყრელიძე

ვაღიარებთ იმას, რომ საკომუნიკაციო კამპანია კიდევ უფრო ძლიერი და აგრესიული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქართველებს გვაქვს კარგი გამონათქვამი – „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვერ იტყვის იმას, რომ ვაქცინაციის კამპანია არ არის ეფექტური, რადგან მისივე განმარტებით, ეფექტურია იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანებმა კიდევ მეტი გაიგონ ვაქცინის შესახებ. „49 დიდ სოფელში, სადაც დავდივართ, ბევრი ადამიანი ემზადება იმისთვის, რომ აიცრან და ეს შემდგომში გაიშლება სხვა დასახლებულ პუნქტებში. როცა მეკითხებიან, რა დავაკელით, დავაკელით, ვაღიარებთ იმას, რომ საკომუნიკაციო კამპანია კიდევ…

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე უკრაინელი და ჰოლანდიელი ექიმები იმუშავებენ” – ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის ქართველ მედიკოსებს და რეანიმატოლოგებს, რომლებმაც ორჯერ გადაარჩინეს მისი ჯანმრთელობა, ასევე მადლობას უხდის კონსილიუმის ყველა წევრს, რომლებმაც დაწერეს დასკვნა, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა. მისი თქმით, ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით სიახლე არ არის და სააკაშვილისთვის არაფერი უთქვამთ, თუმცა ეთანხმება მხოლოდ იმ კლინიკაში ჰოსპიტალიზაციას, სადაც გაუწევენ კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას. „ამ საქმეში აქტიურად არის ჩართული უკრაინული მხარე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. გუშინ ჩამოვიდა ჰოლანდიელი ექიმი და ხვალ ჩამოდის უკრაინელი რეანიმატოლოგი. საქმეში ასევე ჩაერთო კომაროვსკი, რომელიც არის უკრაინელი მედიკოსი. მათ ექნებათ კონსულტაციები სააკაშვილის პირად ექიმთან და შემდგომ მიიღებენ გადაწყვეტილებას მისი ნახვის…

მეტი...

„საკითხის განხილვის დროს „შავ კურტკიანი“ ტიპები არ უნდა მირჩევდნენ საქმეს“ – თეა გოდოლაძე „მედიაცენტრ მთავარში“

“რეალურად ამ თემაზე ჩვენ ვსაუბრობდით მარტიდან და აპრილიდან, მაჭავარიანის პრობლემიდან გამომდინარე“- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა თეა გოდოლაძემ განაცხადა. გოდოლაძე განმარტავს,რომ ქვეყანაში დარგის სპეციალისტების პრობლემაა, მისივე თქმით საკითხის განხილვის დროს „ შავ კურტკიანი“ ტიპები ურჩევნდნენ საქმეს: „ამ ფერდების გეოლოგიური სტრუქტურიდან გამომდინარე აქ განაშენიაანება ყოველთვის გამოიწვევს პრობლემას, რადგან ეს პროცესი არ შეჩერდება. ეს არის გეოლოგიური პროცესი, როდესაც არასწორად ვჭრით გრუნტს და ვეხებით, ის ყოველთვის მეწყერსაშიში ხდება. მეწყერსაშიშ უბანზე გაიყვანეს გზა, რაც არის ბომბი, მთლიანად დაბზარულია ფერდი, ღმერთმა უწყის რას მოიტანს მომავალში…

მეტი...

„კიდევ გააგრძელებთ ამ ფერდის შეხებას?- უარესს მიიღებთ“  – თეა გოდოლაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ეს ორი ფერდი არის საშიში და ასეთი ტიპის განაშენიანებისთვის არ არის განკუთვნილი“, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა, თეა გოდოლაძემ განაცხადა. გოდოლაძე ამბობს, რომ ქალაქის განაშენიანება პოლიტიკოსების საქმე არაა, ის ყურადღებას ამახვილებს ლისის ფერდზე გაჩენილ ახალ ნაპრალებზე, როგორც გოდოლაძემ განმარტა შესაბამისი სამსახურები გაფრთხილებულები იყვნენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა შეჩერებულიყო: „წერია და ნაშრომები არსებობს, რომელიც შემიძლია გადავუგზავნო მერიის თანამშრომლებს, ცოტა განათლება, რომ მიიღონ, მე მგონი საერთოდ არაფერი არ იციან. 100 % – ით არაფერი მაგრდება, გარკვეული ალბათობით საშიშროება ყოველთვის არის, რომ დაიძრას,…

მეტი...

“წელს საარჩევნო სტატისტიკით მანიპულაციის მათი მცდელობა თავიდანვე ჩაიშალა” – შალვა პაპუაშვილი

ქართველ ხალს არ უნდა ქაოსი, რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგი და წარსულში დაბრუნება, არამედ მშვიდობიანი, პროგრესზე ორიენტირებული და ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული განვითარება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ საარჩევნო ადმინისტრაციამ შეაჯამა 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვითაც, 64-დან 44 მუნიციპალიტეტში მერად არჩეულია „ქართული ოცნების“ კანდიდატი, მეორე ტურებში გავიდა ყველა ჩვენი კანდიდატი, ქვეყნის მასშტაბით მოვიპოვეთ საკრებულოს მანდატების 65% და გავიმარჯვეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ ხალხის ნდობის ე.წ. რეფერენდუმში. „საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების დღე, ხმის მიცემის და დათვლის პროცესი შეაფასეს როგორც…

მეტი...

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს წარუდგინეს პაკეტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში წარადგინა დამუშავებული პაკეტი ეგრეთ წოდებულ მწვანე პასპორტებთან მიმართებით. სამდივნო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილავს და მიიღებენ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე ამჟამად ძირითადად დისკუსია მიმდინარეობს მწვანე კოვიდპასპორტებთან დაკავშირებით. ამასთან, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობს საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებებს კონსენსუსისა და შეთანხმების საფუძველზე იღებს. „ვაქცინაციასთან დაკავშირებით სავალდებულოება საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა. გუშინ და გუშინწინ კი არ მითქვამს, ყოველ სამშაბათს ვამბობს, რომ მე, როგორც ამირან გამყრელიძე ვემხრობი ამას. ხშირად მითქვამს, საკოორდინაციო საბჭო იმიტომ…

მეტი...

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილა

ეპიდემიოლოგიური ტენდენციები, ინფიცირების შემთხვევების დინამიკა და ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მდგომარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. აღინიშნა, რომ საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებას. ამასთან, ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, კვლავ დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად არის მიჩნეული. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან სოციალური დისტანცია, ატარონ პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რაც ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდია. საბჭომ ასევე მოისმინა ინფორმაცია ვაქცინაციის მარათონის მიმდინარეობის შესახებ.…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 523 თბილისში გამოვლინდა, 933 იმერეთში, 658 კახეთში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 48 090  ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 762 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 953 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.90%, – ინფორმაციას მტავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 090 კვლევა ტესტით, მათ შორის 35 647 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 443 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 762 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  698 944-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 ოქტომბრის…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 831-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 762 პირს დაუდასტურდა, 3 953 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 25 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 942 შემთხვევა გამოვლინდა, 4 650 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 46 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 953 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 953 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი. ამასთან, 25 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 650 პაციენტი, გარდაიცვალა 46.

მეტი...

კოვიდპასპორტები და PCR ტესტის უარყოფითი პასუხი 70 ევროდ – დაკავებულია 9 პირი

კოვიდპასპორტებისა და კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევის ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის თბილისსა და იმერეთის რეგიონში პასუხისგებაში მიეცა ცხრა პირი, მათ შორის ერთი დაკავებულია. ბრალდებულები ტურისტულ კომპანიასთან გარიგებით საზღვარგარეთ გამსვლელი მგზავრებისათვის კოვიდპასპორტებს და PCR ტესტის უარყოფით პასუხებს 70 ევროს სანაცვლოდ ამზადებდნენ. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლითს რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით. 

მეტი...

ჯო ბაიდენი საერთაშორისო მოგზაურების ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ახალ წესებს აწესებს და არსებულ შეზღუდვებს აუქმებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც აწესებს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ახალ მოთხოვნებს უცხო ქვეყნებიდან ჩასული ავიამგზავრების უმეტესობისთვის და ხსნის ჩინეთთან, ინდოეთთან და ევროპის დიდ ნაწილთან მოქმედ შეზღუდვებს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ცვლილებები 8 ნოემბრიდან ამოქმედდება. ახალი წესების თანახმად, საჰაერო გზით აშშ-ში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული უცხოელი მოგზაურები ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხით. ამასთან, გამონაკლისი შეეხება 18 წლამდე ასაკის მოგზაურებსა და გარკვეული სამედიცინო პრობლემების მქონე პირებს. არატურისტული მიზნით 50-მდე ქვეყნიდან ჩასულ მგზავრებს, მათ შორის ნიგერიიდან, ეგვიპტიდან, ალჟირიდან, სომხეთიდან, ლიბიიდან და ა.შ., სადაც ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის მაჩვენებლები 10%-ზე ნაკლებია, ასევე უფლება…

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილს რამე რომ დაემართოს, ამ დოქსოპულო ღარიბაშვილს და პუტინის მონა ივანიშვილს დედამიწაზე არ დაედგომებათ” – გიორგი ბარამიძე

მიხეილ სააკაშვილს რამე რომ დაემართოს, ამ დოქსოპულო ღარიბაშვილს და პუტინის მონა ივანიშვილს დედამიწაზე არ დაედგომებათ, არათუ საქართველოში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ბარამიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. „რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, მათ უნდა იცოდნენ, რომ ამას არავინ შეარჩენს“, – განაცხადა ბარამიძემ. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ითხოვენ დამკვიდრებულ პრაქტიკას, როცა გართულების შემთხვევაში პაციენტი მულტიპროფილურ კლინიკებში გადაჰყავთ. „თვითონ მიხეილ სააკაშვილი საერთოდ არაფერს არ ითხოვს. ჩვენ, მისი მხარდამჭერები, მისი პარტია და ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანები იმიტომ ვითხოვთ მის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას, რომ იქ უფრო უკეთესი შესაძლებლობებია და…

მეტი...

ალეკ ბოლდუინი ტრაგიკულად დაღუპული ოპერატორის ქმარ-შვილს შეხვდა

ჰოლივუდის მსახიობი ალეკ ბოლდუინი გადასაღებ მოედანზე, მის მიერ გასროლის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის მეუღლეს და 9 წლის შვილს შეხვდა. მედიის ინფორმაციით, მსახიობისა და მამა-შვილის შეხვედრა სანტა ფეს სასტუმროში გაიმართა. ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, ალეკ ბოლდუინისა და დაღუპული ოპერატორის ქმარ-შვილის ემოციური შეხვედრა. ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ კომენტარი რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

მეტი...

“არ მომწონს, რომ სააკაშვილი უცებ პარაშუტით ჩამოფრინდა და გადაწყვიტა, ცხენზე ამხედრებული მოვლენოდა ქვეყანას” – დანიელ ფრიდი

არ მომწონს, რომ სააკაშვილი უცებ პარაშუტით ჩამოფრინდა და გადაწყვიტა, ცხენზე ამხედრებული მოვლენოდა ქვეყანას, მაგრამ მეორე მხრივ, არის მისი ადგილი ნამდვილად ციხეში? მისი ციხეში ყოფნა „ქართულ ოცნებას“ ვნებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, დენიელ ფრიდმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, არასდროს არის კარგი, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი დაპატიმრებულია. „ეს ზოგადად არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ. ეს არასდროსაა კარგი. მიხეილ სააკაშვილი დამყოფი ფიგურაა. ის გამოკვეთილ ყურადღებას იქცევს, დრამატულია. მაგრამ ჩემთვის ასევე მკაფიოდ ჩანს, რომ საქართველოს საზოგადოების მხრიდან აღარ აქვს ის პატივისცემა, რომელიც მისი მმართველობის საწყის წლებში ჰქონდა. შეიძლება, ის საქართველოში…

მეტი...

“ყოველწუთს მოსალოდნელია გაუარესება – არაფრის დიდებით არ წავა გლდანის ციხის საავადმყოფოში” – სააკაშვილის ექიმი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეიცვალოს. როგორც ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა, სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს. „ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთივეა, როგორც გუშინ იყო. გავიარეთ ტესტების ანალიზი, ტესტებს ასე თუ ისე, არაუშავს. პოზიცია იგივეა, შიმშილობა გრძელდება. არაფრის დიდებით არ წავა გლდანის ციხის საავადმყოფოში“, – განაცხადა ყიფიანმა. მან აღნიშნა, რომ პენტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე დღეა რეანომობილი დგას, რათა საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში გადაიყვანონ. ექიმის განმარტებით, სააკაშვილს გუშინ გადასხმა არ დასჭირვებია, თუმცა წნევის ცვალებადობა…

მეტი...