უსაფრთხოების რისკი, შეურაცხყოფა, აგრესია, ხმაური, პროვოკაცია – რა ელის სააკაშვილს ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში?!

სახალხო დამცველის აპარატმა ციხის საავადმყოფოს ის პალატაც შეამოწმა, სადაც მიხეილ სააკაშილის გადაყვანა იგეგმება. როგორც ომბუდცმენის დასკვნაში ვკითხულობთ, უსაფრთხოებისა და სხვა მხრივ რისკი დიდია. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს ურჩევს,  პენიტენციურმა სამსახურმა ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება შეარჩიოს. „აღსანიშნავია, რომ N18 დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალის ნაკლებობასა და რიგი სამედიცინო სერვისების არარსებობაზე სახალხო დამცველის დეტალური მსჯელობა წარმოდგენილია პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2020 წლის ანგარიშში. (https://bit.ly/3BbmRhM) გარდა სამედიცინო სერვისისა, სახალხო დამცველის აპარატმა შეამოწმა ის პალატა, რომელშიც, N18 დაწესებულებაში ეტაპირების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის განთავსება იგეგმება. უნდა აღინიშნოს, რომ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმ კატეგორიის პატიმრები არიან მოთავსებული, რომლებსაც გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი აქვთ…

მეტი...

ომბუდსმენის დასკვნით, ციხის საავადმყოფოში სააკაშვილს სრულფასოვან დახმარებას ვერ გაუწევენ

სახალხო დამცველის აპარატმა ციხის საავადმყოფოში არსებული ვითარება და მზადყოფნის ხარისხი შეისწავლა. შედეგად დადგინდა, რომ სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, არსებული ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის მიერ გაცემულ  დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, ხედავენ რისკებს უსაფრთხოების კუთხით. როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, იუსტიციის სამინისტრომ უნდა შეარჩიოს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც მესამე პრეზიდენტს სათანადო მკურნალობა ჩაუტარდება. „N18 დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებით, ასევე, ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო აღჭურვილობის დათვალიერებით დადგინდა, რომ დაწესებულებას გააჩნია პატიმართა (მათ შორის მოშიმშილეების) სამედიცინო საჭიროებების მიწოდებისთვის საჭირო რესურსები. თუმცა, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო საჭიროებებთან დაკავშირებით ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნა ითვალისწინებს გარკვეული…

მეტი...

„თავისუფლება მიშას“ – აქცია ციხესთან

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. “თავისუფლება მიშას” – ეს არის მთავარი გზავნილი, რომელსაც აქციის მონაწილეები აჟღერებენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, აქციები პერმანენტულად გაიმართება მანამ, სანამ პრეზიდენტი საპატიმროს არ დატოვებს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.

მეტი...

„არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„მე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას – ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება. „ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება. მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ დროულად ჩამომეტანა საკმარისზე მეტი ვაქცინები, მილიონობით ვაქცინა ჩამოვიტანე და პირადად ვიყავი ჩართული ამ მოლაპარაკებების პროცესში და ყველანაირი ვაქცინა ჩამოვიტანეთ საქართველოში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი. უნდა დავარწმუნოთ და არა ვაიძულოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ 2 მილიონი აცრა…

მეტი...

„ყველა მოშიმშილე პატიმარი, ვინც საკუთარი ნებით შიმშილობს, გადაჰყავთ ციხის საავადმყოფოში“ – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

„ყველა მოშიმშილე პატიმარი, ვინც საკუთარი ნებით შიმშილობს, გადაჰყავთ ციხის საავადმყოფოში. პატიმარი სააკაშვილი არ არის პრივილეგირებული, უნდა შეეგუოს, რომ აღარ არის პრეზიდენტი, როცა კანონზე მაღლა იდგა და ჩაგრავდა და აწამებდა ადამიანებს და ამით სიამოვნებას იღებდა. ამ თემაზე იუსტიციის მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ყველა მოშიმშილე პატიმარი, ვინც თავისი გადაწყვეტილებით, საკუთარი ნებით შიმშილობს, გადაჰყავთ ციხის საავადმყოფოში“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის შეფასებით, პატიმარი სააკაშვილი არ არის პრივილეგირებული. „მინისტრმა რატი ბრეგაძემ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ეს არის გამორიცხული საკითხი, მით უმეტეს, როცა პატიმარი საკუთარი ნებით შიმშილობს. საჭიროების შემთხვევაში, მას…

მეტი...

ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არსებობს გულის გაჩერების საფრთხე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა შეუძლებელია. მისივე მტკიცებით, ასეთ შემთხვევაში, ერთ-ერთი რისკი, რომელიც არსებობს, გულის გაჩერებაა.     „ვხედავთ, რომ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება იუსტიციის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს და კონსილიუმის მხრიდან, რომელიც იუსტიციის სამინისტროში შედგა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, არ ყოფილა განხილვა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსილიუმის დასკვნას. ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ წარმოდგენს კონსილიუმის დასკვნითვე განსაზღვრულ C კატეგორიის შერეულ, მულტიფუნქციურ კლინიკას. იქ არ არის არა მხოლოდ ტექნიკური აღჭურვილობა, არამედ სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა ამ ტიპის კლინიკისთვის. მაგალითად, ველოდებით განმარტებას, თუმცა ვიცით, რომ…

მეტი...

ვირუსით 43 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 483 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 630 961. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 742 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 208 შემთხვევა, აჭარა – 87, იმერეთი – 729, ქვემო ქართლი – 221, შიდა ქართლი – 195, გურია – 98, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 235, კახეთი – 539, მცხეთა-მთიანეთი – 48, სამცხე-ჯავახეთი – 68, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

მეტი...

კორონავირუსით 3 436 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 32 011  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა  4 483  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  10.73%. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 436 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  692 240-ს.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.73%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.06% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.13%.

მეტი...

„საჭიროების შემთხვევაში, ის გადასაყვანია მრავალპროფილურ საავადმყოფოში“ – სააკაშვილის პირადი ექიმი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობას ხედავს. „გადასხმამ კარგად ჩაიარა. ჯერ პრობლემები არ გვაქვს, მაგრამ მდგომარეობა შეიძლება ყოველ წუთში დამძიმდეს. კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად გადასაყვანია მრავალპროფილურ საავადმყოფოში… კონსილიუმი იყო, ვისაუბრეთ დაახლოებით ორი საათი. სააკაშვილს და მე პირადად მაქვს პოზიცია, რომ მისი გადაყვანა ციხის საავადმყოფოში, ეს არის მკვლელობის ტოლფასი. კონსილიუმის ყველა წევრი თანახმაა იმაზე, რომ სააკაშვილი, საჭიროების შემთხვევაში, გადაყვანილი იქნას მაღალი კლასის საავადმყოფოში”,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ მედიასთან. იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა სიცრუეა – აცხადებს მინისტრი

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით,  პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება და სიცრუეა. მინისტრის განმარტებით, კონსილიუმზე ამ საკითხზე მსჯელობა საერთოდ არც ყოფილა. „მოვისმინე ნიკოლოზ ყიფშიძის კომენტარი, რომლის თანახმადაც თითქოს ჩემთან შეხვედრაზე საუბარი იყო პატიმარ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე და თითქოს ამაზე ვმსჯელობდით. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის სიცრუე! ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე. ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ”, – განმარტავს რატი ბრეგაძე.

მეტი...