„გელით რუსთავში. მინდა რომ ჩემი სატუსაღოს კარები, მათ შორის ბათუმელებმაც გააღონ“ – სააკაშვილის წერილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი მორიგ წერილს აგზავნის. ამჯერად, წერილის ადრესატი ლევან ვარშალომიძეა. წერილი მხარდამჭერებს ბათუმში მიმდინარე აქციაზე გააცნეს.   „ჩემო ახლობელო, მშობლიურო, საყვარელო ბათუმელებო, მადლობა რომ შეიკრიბეთ, მათ შორის ჩემს მხარდასაჭერად. მადლობა, რომ ბევრი თქვენგანი თბილისში იყო 14-ში. მე მაგრად ვდგავარ. მოველი თქვენთან პირდაპირ კონტაქტს. მხდალმა ხელისუფლებამ სასამართლოზეც ვერ გაბედა ჩემი მიყვანა და სატელეფონო ზარები ამიკრძალა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ისინი უკვე დამარცხებული და ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ. ზუსტად ვიცი, რომ ქათქათა ბათუმს, ნიშნავს რომ, ოცნების ლურჯი დროშების ნაცვლად, თეთრი ქათქათა ხუთჯვრიანი დროშები აფრიალდება. გიორგი კირთაძე იქნება საუკეთესო მერი ბათუმის…

მეტი...

ბათუმში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

ბათუმის ბულვარში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები და პოლიტიკური ლიდერები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ეს არის ბათუმისა და ხელვაჩაურის საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქცია, სადაც მეორე ტური იმართება. “ბრძოლა გამარჯვებისთვის” – ასეთია აქციის სლოგანი. საპროტესტო აქციას ნინო ბურჯანაძეც შეუერთდა.  აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილიც წაიკითხეს, რომელიც მან ლევან ვარშალომიძეს მისწერა.

მეტი...

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის უსაფრთხოება უფრო დაცული იქნება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ციხის საავადმყოფოს მიხეილ სააკაშვილის მომსახურებისთვის ყველანაირი პირობა დააჩნია და მესამე პრეზიდენტი იქ უფრო დაცული იქნება.   „პენიტენციური სამსახურის დებულების მიხედვით, მათ აქვთ იმის საშუალება, რომ მიიღონ მიხეილ სააკაშვილი თავიანთ კლინიკაში. ასევე, ის სერვისები, რომლებიც პაციენტს ესაჭიროება, სრულად არის შეთავაზებული პენიტენციური სამსახურის მხრიდან. მხოლოდ ეს გახლავთ მიზეზი, რომ მას შესთავაზეს მე-18 დაწესებულება და არა რომელიმე სხვა კლინიკა, ვინაიდან თვლიან, რომ უსაფრთხოების ზომები აქ მეტად იქნება დაცული და ყველაფერი გაკეთდება პაციენტის ჯანმრთელობის და ინტერესების სასარგებლოდ“, – განმარტავს მინისტრი. შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს…

მეტი...

გერის სისტემატურად გაუპატიურებისთვის 18 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

3 წლის განმავლობაში, 14 წელს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და სისტემატურად ძალადობისთვის დაკავებულს სასამართლომ თავისუფლების 18 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდების მხარის მტკიცებით, სასამართლოზე, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე, ბრალდებული 14 წელს მიუღწეველ გერთან სისტემატურად ძალადობდა. ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11’ 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და 126’ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა ბრალდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულს 18 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მეტი...

ლისის ფერდზე ნაპრალები ისევ გაჩნდა

ნუცუბიძეზე, კერძოდ კი ლისის ფერდზე ახალი ნაპრალები გაჩნდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, პროფესორი თეა გოდოლაძე ავრცელებს. როგორც გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ამ ტერიტორიაზე სახლი არავინ უნდა იყიდოს, რადგან, იქ ცხოვრება საშიშია. „არასწორმა ჩარევამ, ისევ დანაპრალება გამოიწვია, მიწა დაიძრა მშენებლობის გამო. ისევ ლისის ფერდი. მეტი რაღა ვთქვათ. ვინ ხართ ხალხო, რას ერჩით ამ ქვეყანას? ტოგო ვუდავას ქუჩა 15. სად არიან მერობის კანდიდატები, გასცენ ამ ხალხს პასუხი? 112-თან არის! არ იყიდოთ აქ სახლი, საშიშია!“ – აცხადებს გოდოლაძე.

მეტი...

„ჰიტლერი რომ ყოფილიყო, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა“ – ოქრიაშვილი ღარიბაშვილის განცხადებაზე

„ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადების საპასუხოდ. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილს „ფეიკი ჰიტლერი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ყველაფერში ჰიტლერს ბაძავს. „პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰიტლერს შეადარა. ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა კონცლაგერში, მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა, როგორც ეს ღარიბაშვილმა თქვა. არც 2021 და არც 2020 წლის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ ჰქონია, რაც ასევე მათი პოლიტტექნოლოგების რჩევაა.…

მეტი...

„თითქოს, ჩემი დავალებით ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში“ – ირაკლუ ღარიბაშვილი

პრემიერ მინისტრი სამეგრელოში სპეცრაზნის გაგზავნასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი სახელის გამოყენება ტყუილებში სცადეს. „არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ ვაპირებდით და ჩემი დავალებით ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში, სადამსჯელო ოპერაციების ჩატარებას“ – აცხადებს პრემიერი. მისივე შეფასებით, ძალადობის დრო ქვეყანაში  დამთავრებულია და რევოლუციას და არეულობას ვერავინ ვერ მოაწყობს. „მოსახლეობას მინდა ავუხსნა სრული პასუხისმგებლობით და ამასთან დაკავშირებით გააკეთეს კომენტარი, გაავრცელეს განცხადებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. გუშინ ღამე, თუ მიაქციეთ ყურადღება, მოსახლეობას მივმართავ, ჩვენს საზოგადოებას, სრული ისტერია, პანიკა დათესეს… ძალადობის დრო ქვეყანაში არის დამთავრებული. რევოლუციას…

მეტი...

„პატიმარი სააკაშვილი არასოდეს იქნება პრივილეგირებული“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ვინ უშლის ჭამას, რატომ შიმშილობს?  მინდა ვუთხრა ყველას, პატიმარი სააკაშვილი არასოდეს იქნება პრივილეგირებული“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ცაგერში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ციხეებში რამდენიმე ათასი პატიმარი ზის და მზრუნველობა მათაც სჭირდებათ.  „პატიმარი სააკაშვილი არაფრით არის განსხვავებული, გარდა იმისა, რომ მას ბევრად უფრო მასშტაბური დანაშაულები აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის წინაშე, ვიდრე სხვა დანარჩენ პატიმრებს. ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის და ჩვენი მომავლის წინაშე, როგორიც არის ოკუპაცია, ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა და ათასობით ადამიანის განადგურება. სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იჯდება ციხეში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

მოკლული 27 წლის ქალის ოჯახი ბავშვის მეურვეობისთვის ბრძოლას იწყებს  

თბლისში, გაზაფხულის ქუჩაზე მოკლული 27 წლის ანასტასია შატალოვას ოჯახი მცირეწლოვანი შვილიშვილის მეურვეობისთვის ბრძოლას იწყება. როგორც ოჯახი აცხადებს, ბავშვის მამა, რომელიც მოძალადეა, არ შეიძლება ბავშვის მეურვე იყოს.   შეგახსენებთ, რომ მეურვეობის მულტიფუნქციური საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 წლის ბავშვზე მეურვეობის უფლება ბავშვის მამას, ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს, ზურაბ ბერიძეს გადაეცა. საქართველოში მყოფი მოკლული შატალავას მამის განცხადებით, არ შეიძლება ბავშვი მოძალადესთან დარჩეს. ოჯახს ასევე ეჭვი აქვს, რომ მკვლელობის დამკვეთი შესაძლოა ბერიძე იყოს. “ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებით ვაპირებთ ბრძოლას, ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ. ზურაბ ბერიძეს არ აქვს უფლება იყოს მამა, რადგან არსებობს ბევრი მტკიცებულება მის წინააღმდეგ. ის ჩემს შვილს ემუქრებოდა…

მეტი...

კორონავირუსით 42 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 790 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 626 478. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 699 პირი ემსხვერპლა.  დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 467 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 462 შემთხვევა, აჭარა – 119, იმერეთი – 876, ქვემო ქართლი – 283, შიდა ქართლი – 300, გურია – 78, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 322, კახეთი – 734, მცხეთა-მთიანეთი – 123, სამცხე-ჯავახეთი – 107, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 63.

მეტი...

ვირუსით 4 467 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 52 487 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 4 467 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 790  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.51%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  688 804-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.51%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.94%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.09%.

მეტი...

ნატანებში, ტრაგიკულად გარდაცვლილი პაატა მახარაძის (ბართოლომეო) სახელობის ქუჩა გაიხსნა

21 ოქტომბერს, ოზურგეთის რაიონის, სოფ. ნატანების ცენტრში, პაატა მახარაძის (ბართოლომეო) სახელობის ქუჩა გაიხსნა. პაატა მახარაძე 6 სექტემბერს ტრაგიკულად, ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. მოსახლეობამ კი მისი სახელის უკვდავსაყოფად, მისივე სახელობის ქუჩა გახსნა. პაატა მახარაძის ქუჩის გახსნის იდეა პაატას მეგობარს, სოფიო ღლონტს გაუჩნდა, რომელიც ქალბატონ ნაირა კვაჭაძის დახმარებით განხორციელდა. ნატანები კი პაატა მახარაძის მშობლიური სოფელია, სადაც მან ბავშვობა გაატარა.     პაატა მახარაძე – ბართოლომეო (პაატას ფსევდონიმი გამოცხადების შედეგად) მთელი ცხოვრება მან შინაგან საქმეთა სამინისტროში მსახურობდა. ამავდროულად იყო პოეტი, წერდა ლექსებს, თუმცა, მისი შემოქმედების შესახებ საზოგადოებამ მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გაიგო და ეს მის…

მეტი...

„სიბინძურეს ვპასუხობთ ორგანიზებით“ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი. საპატიმრო დაწესებულებიდან მორიგ გზავნილს ავრცელებს. გზავნილი ხელისუფლებას ეხება. „ჩვენ სიბინძურეს ვუპასუხებთ ორგანიზებით, არშეშინებით (მათ ჩვენი შეშინება სურთ) და არჩევნებში მასიური მონაწილეობით. ხოლო არჩევნების მოპარვის მცდელობას საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის პროტესტით. ჩემს აშენებულ სახელმწიფოს ქართველი ხალხი თქვენ არ დაგანგრევინებთ! რაც ავაშენე, უნდა დავამშვენოთ და გავაუმჯობესოთ. სიღარიბე, დამცირება და ეს ჭაობი უნდა დასრულდეს!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

“საჭიროა, რომ მისი მკურნალობა მოხდეს სამოქალაქო საავადმყოფოში, არ შეიძლება ამის გაკეთება ციხის საავადმყოფოში” – ექიმი სააკაშვილზე

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საავადმყოფოში გადაყვანა და მკურნალობა სჭირდება. აღნიშნული განცხადება მა მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსთავის ციხე დატოვა. „ვიცოდი, რომ ერთ-ერთი პარამეტრი საკმაოდ ცუდი იყო. ამიტომ, გავუკეთეთ გადასხმა. გადასხმა საკმაოდ კარგად ჩატარდა. ციხის ექიმები და რეანიმობილის ბრიგადა დამეხმარა. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა. მაგრამ ეს პროცედურა საველე პირობებში ჩატარდა. საჭიროა, რომ მისი მკურნალობა მოხდეს სამოქალაქო საავადმყოფოში, არ შეიძლება ამის გაკეთება ციხის საავადმყოფოში. აქედან გადავიყვანოთ ციხის საავადმყოფოში, სადაც არ იქნება ბევრი რამე დაცული?“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ მედიასთან.

მეტი...