ამ მასობრივი ვაქცინაცია, ან სავალდებულო აცრა – თენგიზ ცერცვაძის ულტიმატუმი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ  ცერცვაძის განცხადებით, თუ მოსახლეობა მასობრივი ვაქცინაციისკენ არ შემობრუნდება, სავალდებულო ვაქცინაციაზე გადასვლა მოგვიწევს. „ან მოსახლეობა გათავისუფლდება სიურეალისტური გავლენებისგან და შემობრუნდება მასობრივი ვაქცინაციისა და პირბადეების ტარებისკენ, ან მთავრობა იძულებული იქნება, სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს, რაც არ უნდა პროტესტი მოჰყვეს. პუტინმა გამოაცხადა ერთი კვირა არასამუშაო დროდ და მოსკოვში „ლოკდაუნი“ შემოიღო, ეს გვინდა? ამას ჩვენი მთავრობა დარწმუნებული ვარ, არ გააკეთებს რადგან ხალხი ისედაც გამწარებულია, უკვე ორი წელი სრულდება რაც კოვიდის პირობებში გვიხდება ცხოვრება“,- განაცხადა ცერცვაძემ.

მეტი...

ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილის სანახავად შევიდა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სანახავად ციხეში მისი პირადი ექიმი მივიდა.  როგორც ექიმმა საპატიმროში შესვლამდე მედიას განუცხადა, დიდი ალბათობით, პრეზიდენტის მდგომარეობაზე კონსილიუმი ხვალ იმსჯელებს. „აქ რეანომობილი რომ დგას ძალიან კარგია. დაგვეხმარება თუ რამე საჭირო იქნა. კონსილიუმი მუშაობს. მუშაობენ გეგმაზე, რა უნდა მოხდეს შემდეგ, რა უნდა მიეცეს ავადმყოფს. რამდენადაც ვიცი, კონსილიუმი ხვალ იკრიბება”, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან.

მეტი...

“ხელისუფლებას” ვურჩევ… მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მორიგ გზავნილს ავრცელებს, როემლსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად სხვადასხვა ეგზოტიკური ადგილებიდან, “ხელისუფლებას” ვურჩევ და კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს “სასამართლოში”, რათა ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩემგან პირველ პირში მოისმინოს სიმართლე ყველაფერზე. თუ სიმართლის ყველაზე მეტად გეშინიათ? – წერს მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც მიხეილ სააკაშვლი ფიგურირებს. ვიდეო სავარაუდოდ იმ სატვირთო ავტომანქანაშია გადაღებული, რიმლითაც ყოფილი პრზიდენტი ქვეყანაში შემოვიდა. ტელეკომპანია „იმედის“ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილს მომზადებული ჰქონდა საკუთარი სავარაუდო გატაცების ვერსიაც და იმ შემთხვევაში უნდა ამუშავებულიყო,…

მეტი...

„სჯობს, სააკაშვილი პირდაპირ გაგზავნონ უცხოეთის კლინიკაში“ – იაგო ხვიჩია

პარლამენტის წევრი, „გირჩელი“ იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ზედმეტ თავის ტკივილს სჯობს, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ პირდაპირ უცხოეთში გაგზავნონ.      „აქ რაღაც რომ დაემართოს და ამ ფაქტმა მღელვარება გამოიწვიოს,  სჯობს, სააკაშვილი პირდაპირ გაგზავნონ უცხოეთის კლინიკაში. სრულიად სერიოზულად ვითხოვ, მიხეილ  სააკაშვილი საზღვარგარეთ კლინიკაში გაუშვან. უკრაინაში გაუშვებენ თუ სადმე სხვაგან, ეს იქნება ამ დაძაბულობის განმუხტვის საშუალება, რაც ქვეყანაში არსებობს და კიდევ იქნება. ამიტომ, ხელისუფლებამ ამ გზების ძიება უნდა დაიწყოს, რაც ჩემი აზრით, მათი თამაშისთვისაც არ არის საწინააღმდეგო, პირიქით“ – განაცხადა ხვიჩიამ მედიასთან. მისივე შეფასებით, მმართველი გუნდი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრულია.    „შეკრულები არიან.…

მეტი...

„კოვიდ ინფიცირებულები თავისუფლად გადაადგილდებიან“ – მაია ბუწაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

„საქართველოში ამჟამად არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებო და ძალიან სერიოზულია. ნოემბერ-დეკემბერი კიდევ უფრო რთული იქნება“ – ეს განცხადება  ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც ინფექციონისტი აცხადებს, არსებული რეგულაციების დაცვა ისევ პრობლემაა. „ეპიდვითარება ნამდვილად საყურადღებო და ძალიან სერიოზულია. აღმავლობა შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად შეინიშნებოდეს ნოემბრის შუა რიცხვებისკენ. რაც შეეხება ვაქცინაციას, რა თქმა უნდა, დაბალია.  როგორც წესი, თავიდან უფრო მეტი ადამიანი იცრება იმიტომ, რომ მოტივირებული ადამიანები, ვინც ვაქცინას ელოდებიან, ის ხალხი თავიდან სწრაფად იცრება, მერე უფრო რთულია ადამიანების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა“, – განაცხადა ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“. ინფექციონისტის შეფასებით, ბოლო რამდენიმე თვეა, ქვეყანაში ინფიცირების…

მეტი...

„ხელისუფლება ჩვენია, ცენტრალური მთავრობა ჩვენია“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ  მინისტრი არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებას გამორიცხავს და ითხოვს, რომ აჩვენონ ადამიან, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს ხმას. მისი შეფასებით, სადმე, ოპოზიციის კანდიდატმა რომ გაიმარჯვოს, ვერაფერს გააკეთებს, რადგან, ხელისუფლება მათია.     „რა პერსპექტივა აქვს კობა ნაყოფიას? რა უნდა გააკეთოს კობა ნაყოფიამ? მით უმეტეს, ხელისუფლება ჩვენია, ცენტრალური მთავრობა ჩვენია, ჩვენს გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს, თეორიულადაც ვიძახი“ – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა სენაკის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით გააკეთა.   მისი შეფასებით, პერსპექტივა არავის აქვს.   „კობა ნაყოფია არის კაცი, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია სენაკისთვის, არაფერი საერთოდ, არავითარი შემხებლობა, კონტაქტი არ ქონია სენაკთან. რა…

მეტი...

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

ხის დარგვია საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ეროვნული სატყეო სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს.  ინფორმაციის მიხედვით, 2013 წლიდან დღემდე, აღდგენილია 1100 ჰა ფართობი ტყის მასივი. „ეროვნული სატყეო სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტი ქვეყნის მასშტაბით ტყის აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაა. ამ მიმართულებით საქმიანობის მასშტაბები ბოლო წლებში თვალსაჩინოდ გაიზარდა. 2013 წლიდან დღემდე, აღდგენილია 1100 ჰა ფართობი ტყის მასივი,  აქედან, მიმდინარე წელს, ხეები დაირგო 444 ჰექტარზე. ტყის აღდგენის ღონისძიებების ფარგლებში, ქვეყნის ტერიტორიაზე დარგულია 900 000-მდე ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ნერგი.  ტყის აღდგენის ღონისძიებების პარალელურად, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ეწყობა დროებითი სანერგეები, იქმნება სწრაფმზარდი მცენარეების (აკაცია) პლანტაციები, რითაც სააგენტო…

მეტი...

„ჯალათი, ზონდერი“ – პრემიერ-მინისტრი ნიკანორ მელიაზე

არჩევნების მეორე ტურის მოსახლეობასთან ერთად, პოზიცია-ოპოზიციას შორის ტალახის სროლა და შეურაცხყოფა პიკს აღწევს. პრემიერ-მინისტრი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს და თბილისის მერობის კანდიდატ ნიკანორ მელიას ჯალათს უწოდებს. „მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი, ეს მინდა ვუთხრა ბატონ მელიას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სენაკში განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ნიკა მელიამ თავადაც კარგად იცის, რომ ვერ გახდება თბილისის მერი, რადგან ჩვეულებრივი ზონდერი და კრიმინალია. „შეეშვას ტყუილებს, ვიცი, რომ მანაც ძალიან კარგად იცის, რომ ვერ გახდება თბილისის მერი, რადგან ის არის ჩვეულებრივი ჯალათი, ჩვეულებრივი ზონდერი,…

მეტი...

„ფეიკი ჰიტლერი“ – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჰიტლერს ადარებს და აცხადებს რომ ის ცდილობს, ყველაფერში ჰიტლერს მიბაძოს. „პარადოქსული და არარელევანტური შეიძლება იყოს სააკაშვილის შედარება ჰიტლერთან, მაგრამ ეს ადამიანი ყველაფერში ბაძავს, უბრალოდ, გამოდის ფეიკი ჰიტლერი“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი. მისი განცხადებით, ამ საცოდავმა კაცმა სცენა დადგა ციხეში.   „შედარება მინდა გავაკეთო, პარადოქსული და არარელევანტური შეიძლება იყოს სააკაშვილის შედარება ჰიტლერთან, მაგრამ ეს ადამიანი ყველაფერში ბაძავს, უბრალოდ, გამოდის ფეიკი ჰიტლერი. როდესაც ჰიტლერი პირველად ჩასვეს ციხეში, მანც დაიწყო შიმშილობა და ძალიან ბევრი მნახველი მიდიოდა. დაახლოებით იგივე სცენა დადგა ამ საცოდავმა კაცმა ციხეში. ეს დაახლოებით…

მეტი...

„რამდენიმე წლის წინ ამბობდა, რომ ქინძი იყო, გამოდის, რომ სხვადასხვა პროდუქტებთან ერთად იმოგზაურა“ – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

„კაცმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ამბობდა, რომ ქინძი იყო, გამოდის, რომ სხვადასხვა პროდუქტებთან ერთად იმოგზაურა ორი დღე. კატასტროფაში ვართ პირდაპირ, როცა ეს ადამიანი ჯერ კიდევ აცხადებს პრეტენზიას, ახლა უკვე ციხიდან, პოლიტიკაში დარჩენაზე, მაგრამ მე მჯერა ჩვენი მოსახლეობის სიბრძნის“ – ასე აფასებს პრემიერ მინისტრი მიხეილ სააკაშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს. როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, როგორ შეიძლება, ამ არასერიოზულ კაცს ვიღაცამ კიდევ მხარი დაუჭიროს და ხმა მისცეს. „როგორ შეიძლება, ამ არასერიოზულ კაცს ამის შემდეგ ვიღაცამ კიდევ მხარი დაუჭიროს და ხმა მისცეს. კაცმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ამბობდა, რომ ქინძი იყო, ახლა გამოდის, რომ…

მეტი...

„აშკარად ჩანს, რომ არ არის ფხიზელ მდგომარეობაში და ბოდავს“ – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

„ბოდავს, სპეცსამსახურების მიერ მოტაცებაზე. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იხილავს ამ ვიდეოს, როგორ შეიძლება, ამ კაცზე სერიოზული წარმოდგენა დარჩეს, ტრაგედიაა და სირცხვილია, რომ ეს კაცი ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდა.რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო, ეს ტრაგედიაა რეალურად, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება და ვიცით, რომ ეს ადამიანი არ არის ნორმალური, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იხილავს ამ ვიდეოს, როგორ შეიძლება, ამ კაცზე სერიოზული წარმოდგენა დარჩეს“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალას. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ტრაგედიაა და სირცხვილია, რომ ეს კაცი ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდა. „ტრაგედიაა და ჩვენი…

მეტი...

ვირუსით 40 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 657 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 155 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია  1 352 შემთხვევა, აჭარა – 143, იმერეთი – 777, ქვემო ქართლი – 287, შიდა ქართლი – 306, გურია – 95, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 299, კახეთი – 669, მცხეთა-მთიანეთი – 96, სამცხე-ჯავახეთი – 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.

მეტი...

ვირუსით 4 155 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 49 960  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 4 155  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 507   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.32%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  684 337-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.32%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.89%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.99%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 507 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 624 688.

მეტი...

ჰოლივუდელმა მსახიობმა არასწორი იარაღით გასროლით ოპერატორი ქალი მოკლა

ჰოლივუდის მსახიობს ალეკ ბოლდუინს პატიმრობა ემუქრება. გადასაღებ მოედანზე, ფილმისის გადაღეისას, სადაც სროლის ეპიზოდს ირებდნენ, მას სარეკვიზიტო იარაღით უნდა გაესროლა. აღმონდა, რომ იარაღი ნამდვილი ტყვიებით იყო დატენილი, რომელსაც ახალგაზრდა ოპერატორი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილის ფილმის რეჟისორი ჯოელ სოუსი, რომლის მდგომარეობაც  კრიტიკულია. როგორც კომპანიაშ განმარტავენ, მსახიობს გასროლა ცარიელი ვაზნებით უნდა განეხორციელებინა და ეს იყო სარეკვიზიტო ნივთი.

მეტი...

ყალბი 100 დოლარიანების გასაღებაზე ერთი ადამიანი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გაასაღა 5 000 აშშ დოლარის ოდენობის 50 ერთეული ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის დასახმარებლად ციხესთან რეანომობილი მიიყვანეს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრზიდენტის პირადი ექიმის განცხადებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო დახმარებას ადგილზე აღმოუჩენენ. როგორც ნიკოლოზ ყიფშიძე განმარტავს, ამ ეტაპისთვის, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ ისევეა, როგორც წინა დღეს. რაღაც-რაღაცები ცოტა უკეთესი იყო, რაღაც-რაღაცები უარესი. ჰოსპიტალიზაციაზე თანახმაა, მაგრამ პრობლემაა, სად, როგორ და როდის. ალბათ. უკვე ხვალ შეიძლება ვიფიქროთ მის ჰოსპიტალიზაციაზე, მაგრამ სად, ეს ისევ კითხვაა. აქ არის მთელი რიგი პრობლემები, გადაყვანაზე, პირველ რიგში ეს არის უსაფრთხოება, უსაფრთხოების ექსპერტები თვლიან, რომ უსაფრთხო გარემო არ იქნება. ციხის ადმინისტრაციამ მოიყვანა რეანომობილი, რომელიც ქვემოთ დგას. თუ რაღაც…

მეტი...