„აცრილებიც აუცილებლად დაინფიცირდებიან“ – პროფესორი

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, კორონავირუსის აცრა არ ნიშნავს, რომ ადამიანს ვირუსი არ შეეყრება. მისი თქმით, აცრილებიც და აუცრელებიც დაინფიცირდებიან, თუმცა, აცრილებში გართულებები არ იქნება. „მთავარი დანიშნულება, რაც ვაქცინას აქვს, არის ის, რომ მკვეთრად შეამციროს გართულებების რისკი და სიკვდილობა. გარდა ამისა, ასევე ამცირებს ვირუსის გავრცელებას. თუმცა, მთლიან პრევენციას ვერ ახდენს. ამიტომ, აცრილი ადამიანები მომავალში აუცილებლად დაინფიცირდებიან. თუმცა, განსხვავება ის არის, რომ აცრილებში გართულებების რისკი და სიკვდილობა ძალიან დაბალია. აცრილებიც ინფიცირდებიან, თუმცა, პროცესები მიდის გაცილებით მსუბუქად, ვიდრე აუცრელების შემთხვევაში“ – განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.     დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის…

მეტი...