აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოშია

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოშია, – შესაბამისი ინფორმაცია ოსტინის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული. თავდაცვის მდივანმა აცხადებს, რომ აშშ საქართველოსთვის მისი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლაში დახმარების გაწევის ერთგულია. “მოუთმენლად ველოდები აქ ჩემს შეხვედრებს,“- წერს ლოიდ ოსტინი. შეგახსენებთ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდება.

მეტი...

ავლაბარში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა

ავლაბარში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა არმაზის შესახვევში მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ და შესაბამისი უწყებებიდან ადეკვატური რეაგირების მოლოდინში არიან. ორსართულიანი სახლი დიდი ხანია ავარიულია და მას კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. მოსახლეობა დედაქალაქის მთავრობისგან შენობის დროულ რესტავრაციას ან კულტურული ძეგლის სტატუსის მოხსნას მოითხოვს, რათა ინვესტორმა შესვლა შეძლოს. გამგეობაში კი განმარტავენ, რომ 4 ოჯახიდან ორი დროებით საცხოვრებელშია გადაყვანილი. 

მეტი...