დეკანოზი სინოდის ერთ-ერთ წევრს ავანტიურის დაგეგმვაში ადანაშაულებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობის საზიანოდ, მორიგი ავანტიურაზე  საუბრობს. „ჩემი ინფორმაციით, (წყაროს არ დავასახელებ) საქართველოს ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობის საზიანოდ, მორიგი ავანტიურა იგეგმება გოჩა ბარნოვისგან. ერთ-ერთი საქართველოს ეკლესიის სინოდის წევრის (სახელს არ დავასახელებ, ჯერჯერობით) დაფინანსებით, ხვალ 19 ოქტომბერს გოჩა ბარნოვი და თამარ მესხი მიემგზავრებიან სტამბულში მის ყოვლადუწმინდესობა, კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოს პირველთან. შეხვედრაზე გ.ბარნოვი ეტყვის, რომ პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საქართველოს ეკლესია აღიარებს უკრაინის ახლადშექმნილი ეკლესიის ავტოკეფალიას. ამასთან, “თეოლოგი”…

მეტი...

„კლიპი სავსეა ზიზღისა და სიძულვილის ენით“ – კახა ოქრიაშვილი

კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით პოზიციას ავრცელებს და აცხადებს რომ კლიპი ზიზღსა და სიძულვილის ენაშ შეიცავს. „ვნახე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კლიპი, „დავასრულოთ ნაცები“. რა შემიძლია ვთქვა: 1.       კლიპი აღსავსეა ზიზღისა და სიძულვილის ენით. 2.       ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ, „ქოცებს“ სათქმელი არაფერი აქვთ: ვერ დაიკვეხნიან, რომ რამე გააკეთეს. პირიქით, ქვეყანა რეგრესშია ყველა მიმართულებით. ვერც სამომავლო დაპირებებს აძლევენ მოსახლეობას, რადგან გასული ცხრა წლის მანძილზე ყველამ დაინახა, რომ არაფერი შეუძლიათ. 3.       რეალურად, „გაცრუებული ოცნება“ მთავრდება და ჩემდა სამწუხაროდ, ამთავრებს ჩვენს ქვეყანასაც.  ამიტომ, აუცილებლად მოდით გადამწყვეტ რეფერენდუმზე და შემოხაზეთ ოპოზიცია!“ – აცხადებს ოქრიაშვილი.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის მორიგი მიმართვა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მორიგ მიმართვას ავრცელებს. „ძლიერ გულსატკენი, არაადამიანური და დაუმსახურებელი თავდასხმები, საიდანაც არ უნდა იყოს ნაკარნახევი, ვერ შეარყევს ჩემს რწმენას მთლიანობაში და ვერც ჩემს სიყვარულს ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ“, – ვკითხულობთ ყოფილი პრეზიდენტის გზავნილში, რომელიც მის სოციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

მეტი...

მოკლული ქალი ყოფილი მეუღლისთვის შემაკავებელი ორდერი გამოწერას ითხოვდა

„ყოფილმა ვიცე-მერმა მასზე და მის შვილზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა“ – აცხადებს დღეს მოკლული ქალის – ანასტასია შატალოვას ადვოკატი. მისი მტკიცებით, სასამართლოს  ბათუმის ყოფილი ვიცე-მერისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერის საქმე უნდა განეხილა.   „დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სასამართლო პროცესის სხდომა უნდა გამართულიყო, მისი და ვაჟის სახელით დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით. თუმცა, გადაიდო სხდომა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ზაფხულში დამიკავშირდა თბილისიდან და მითხრა, რომ მოხდა მასზე და ბავშვზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა. იმავე მოსამართლემ, რომელმაც დაკავების განჩინება გასცა, 50-ათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. გამოძიების ფარგლებში შემაკავებელი 30 დღიანი ორდერიც კი…

მეტი...

ვეტერანის დღეს დაღუპული მებრძოლებიც გაიხსენეს

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის თანამშრომლებთან და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებთან ერთად, გმირთა მოედანზე, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ მეომართა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო: “დღევანდელ დღეს მინდა, კიდევ ერთხელ მოვიგონოთ და მადლობა გადავუხადოთ ჩვენი დაღუპული მებრძოლების ოჯახებს. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს მათ დიად სულებს”, – განაცხადა კობა კობალაძემ. მოგვიანებით, კობა კობალაძე, თბილისი მოლში, ხელოვან ვეტერანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას ესტუმრა და ვეტერანთა მიერ შესრულებული ფერწერული ტილოები და სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნამუშევრები დაათვალიერა. 17 ოქტომბერი არის ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების…

მეტი...

“ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილის დაპატიმრება ემსახურება მხოლოდ იმ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას” – წერილი ევროპიდან

ევროპარლამენტარები, ყოფილი პრეზიდენტები, ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ღია წერილს ავრცელებენ. წერილს, რომელსაც 70 ხელმომწერი ჰყავს, „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, საქართველოს ახალმა მთავრობამ მხარი დაუჭირა რეფორმებს, რომელთა მიზანი იყო უსაფრთხოების, ასევე დასავლეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფა, რაც ქართველ ხალხს სურდა. თითქმის 20 წლის შემდეგ, უკვე ადვილია, დაივიწყო მომდევნო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო იყო გასაკეთებელი, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში 2008 წელს. 2012 წელს ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო, სხვა მმართველ პარტიას ჰქონოდა შანსი, განეხორციელებინა მართლმსაჯულებისათვის საჭირო…

მეტი...

“ძალიან საგანგაშო მაჩვენებლებია და ჰოსპიტალური სექტორისთვის მალე დადგება კრიტიკული პერიოდი” – ბიძინა კულუმბეგოვი

ორონავირუსის მე-5 ტალღის მაღალ ნიშნულზე დაწყება ნიშნავს, თუ არა იმას, რომ ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლებიც გაცილებით მაღალი იქნება წინა ტალღასთან შედარებით – ამასთან დაკავშირებით  ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა. კულუმბეგოვის თქმით, არსებული მონაცემების გათვალისწინებით მსგავსი მოლოდინი ნამდვილად არსებობს: “სამწუხაროდ ამის მოლოდინი არსებობს, ვისურვებდით რომ ეს არ გამართლდეს, მაგრამ ეს ვირუსი ასეთი ნიშან-თვისებებით ხასიათდება, რომ აქ არაფერი გამორიცხული არაა, ჩვენ საკმაოდ მაღალი ნიშნული გვაქვს ახლა. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 40 ათასზე მეტია. ეს არის ძალიან საგანგაშო მაჩვენებლები და ჰოსპიტალური სექტორისთვის მალე დადგება ის კრიტიკული პერიოდი, როდესაც გართულდება პაციენტების მოთავსება კლინიკებში და საჭირო გახდება საწოლების მობილიზება, რომლის რესურსი ვიცით, რომ ლიმიტირებულია…

მეტი...

“რუსეთი ნატო-სთან თავისი წარმომადგენლობის მუშაობას აჩერებს” – ლავროვი

რუსეთი ნატო-სთან თავისი წარმომადგენლობის მუშაობას აჩერებს. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. გარდა ამისა, მისი თქმით, მოსკოვში მუშაობას წყვეტს ნატო-ს საინფორმაციო ბიუროც. სერგეი ლავროვის თქმით, ნატო-სთან რუსეთის წარმომადგენლობა სავარაუდოდ პირველი ნოემბრიდან შეაჩერებს მუშაობას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ნატო-სა და რუსეთს შორის კომუნიკაცია ბელგიის სამეფოში რუსეთის საელჩოს მეშვეობით განხორციელდება. მოსკოვმა აღნიშნული გადაწყვეტილება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ, რუსეთის წარმომადგენლობის რვა თანამშრომლის გააძევების საპასუხოდ მიიღო.

მეტი...

facebook ე.წ. მეტავერსის შესაქმნელად ევროკავშირში მომდევნო 5 წელიწადში 10 ათას ადამიანს დაასაქმებს

facebook ე.წ. მეტავერსის შესაქმნელად ევროკავშირში მომდევნო 5 წელიწადში 10 ათას ადამიანს დაასაქმებს. “მეტავერსი” სამგანზომილებიანი, ინტერაქციული ონლაინ სამყაროა, სადაც ადამიანებს საკუთარი პროფილის გამოყენებით კომპიუტერული თამაშების თამაში, მუშაობა და ერთმანეთთან კომუნიკაცია შეეძლებათ. facebook-მა “მეტავერსის” შესაქმნელად უკვე განახორციელა 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია. 

მეტი...

72 პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკომისიის პრეზიდენტსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს მიმართავს

72 სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსი, მათ შორის ევროპარლამენტარები, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს დავიდ სასოლის მიმართავს. „ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დაპატიმრება აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს, რომელშიც საქართველო ბოლო წლებში იმყოფება უკიდურესი პოლარიზაციის გამო, რაც გამოწვეულია თავისუფალი მედიის კონტროლის მცდელობით, ოპოზიციური პოლიტიკოსების, აქტივისტების და თვით უცხოელი დიპლომატების დაშინებისა და ფარული თვალთვალის მცდელობების, პოლიტიკური ოპონენტებისთვის ხელისუფლების მხრიდან სივრცისა და რესურსების შეზღუდვით. ყოველი დღე, როდესაც საქართველოს მთავრობა აგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას მისი პოლიტიკური კონკურენტებისა და წინამორბედების მიმართ, არის კიდევ ერთი დღე, რომელიც აუარესებს საქართველოში…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა – დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან სამხრეთ-დასავლელით 30 კმ-ში დაფიქსირდა და ბიძგების სიძლიერემ – 3.4 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა თბილისის დროით 14:49 დაფიქსირდა.

მეტი...

“არ გვაქვს სიურპრიზები ურთიერთობაში, ჩვენ ერთმანეთის პარალელურად ვდგამთ ნაბიჯებს” – ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-სთან თანამშრომლობაზე

“არ გვაქვს სიურპრიზები ურთიერთობაში” – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-სა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს შორის შეთანხმების გაფორმების შემდგომ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვას, რომელიც ასე ჟღერდა: – ბატონო მინისტრო, ყველაფერს იღებთ აშშ-სგან, რაც გჭირდებათ? “ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა არის სინქრონულ რეჟიმში. ჩვენ ერთმანეთის პარალელურად ვდგამთ ნაბიჯებს და არ გვაქვს სიურპრიზები ურთიერთობაში,”-უპასუხა მინისტრმა მედიის წარმომადგენელს. 

მეტი...

“საქართველო აგრძელებს პროგრესის გზას თავდაცვის რეფორმის სფეროში” – ლოიდ ოსტინი

საქართველო აგრძელებს პროგრესის გზას თავდაცვის რეფორმების სფეროში – ამის შესახებ განცხადება ლოიდ ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანი ამბობს, ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეირაღებული ძალების გაუმჯობესებაში დამატებითი შესაძლებლობებს შეიტანს.  “როგორც ყველამ ვნახეთ, საქართველო აგრძელებს პროგრესის გზას თავდაცვის რეფორმის სფეროში. შესანიშნავ ლიდერებთან გვქონდა შეხვედრა დღეს, გვქონდა შესაძლებლობა უშუალოდ გვესაუბრა მათთან, განგვეხილა მთელი ის სფეროები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს. ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოვაწერთ ახლა, დაგვეხმარება, წვლილი შევიტანოთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეირაღებული ძალების გაუმჯობესებაში დამატებითი შესაძლებლობების შექმნაში. აგრეთვე, უკეთ შეძლოს…

მეტი...

“ჩრდილოვანი კაბინეტი სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს – ოპოზიცია წარმოდგენილია პარლამენტში, თუ რამის გაკეთება შეუძლიათ, მობრძანდნენ” – არჩილ თალაკვაძე

ჩრდილოვანი კაბინეტი სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს – ეს ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წარმოდგენილია პარლამენტში, თუ რამის გაკეთება შეუძლიათ, მობრძანდნენ, გამოვიდნენ ჩრდილიდან და აქ იმუშაონ პარლამენტში, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, “პრობლემაა ის, რომ ნიკანორ მელიას პარტიის გენეტიკური კოდია არეულობა და დესტაბილიზაცია”. “მეორე ტური მუნიციპალურ არჩევნებში, ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი, ჩვენ უკვე მერვე არჩევნებია სოლიდურ მხარდაჭერას ვიღებთ ამომრჩევლისგან და მზად ვართ, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა. მჯერა, რომ მეორე ტურში გავიმარჯვებთ ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად, რასაც ვხედავთ ოპოზიციის მხრიდან რიტორიკას, ეს ისევ და ისევ არის უპასუხისმგებლო მოტყუება საკუთარი ამომრჩევლის. როცა დამარცხდნენ…

მეტი...

“შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს” – ლოიდ ოსტინი

შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს. ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს გულთბილი მიღებისთვის მადლობას უხდის. „მადლობა მინისტრ ბურჭულაძეს ასეთი გულთბილი მიღებისთვის, საქართვლოში თავადაცვის მდივნის რანგში ჩემი პირველი ვიზიტისას. შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს როგორც სტრატეგიულ პარტნიორს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია“, – წერს ლოიდ ოსტინი.

მეტი...

“მჯერა, 30 ოქტომბერს პროგრესი, სტაბილურობა გაიმარჯვებს ​რევანშსა და არეულობაზე, გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე” – კახა კალაძე

მჯერა, 30 ოქტომბერს პროგრესი და სტაბილურობა გაიმარჯვებს ​რევანშსა და არეულობაზე, გაიმარჯვებს თბილისი და საქართველო, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა. კახა კალაძემ ამომრჩევლებს მეორე ტურში მონაწილეობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თითოეული ამომრჩევლის ხმა გადამწყვეტია. „გასული ორი თვის განმავლობაში, თბილისელებს ჩაგაბარეთ დეტალური ანგარიში იმის შესახებ, რა გავაკეთე ქალაქისთვის წინა ოთხი წლის მანძილზე, როგორ წარმომიდგენია თბილისის განვითარება და რას ვგეგმავ შემდეგი ოთხი წლისთვის. ამ დროის განმავლობაში, უპრეცედენტო აგრესიის, სიძულვილისა და სიცრუის კამპანიის ობიექტი გავხდით მე, ჩემი მეუღლე, მშობლები და რაც ალბათ, ყველაზე მძიმეა, ჩემი…

მეტი...

“ბოლო დღეებში სააკაშვილს ჰქონდა წნევის ცვალებადობა, თუმცა საერთო ჯამში, თავს გრძნობს მხნედ” – ადვოკატი

ბოლო დღეებში მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა წნევის ცვალებადობა, თუმცა საერთო ჯამში, მისი ფსიქოლოგიური და მორალური სიძლიერიდან გამომდინარე თავს გრძნობს მხნედ. აპირებს, რომ ასე გააგრძელოს, ვიდრე ამის ფიზიკური შესაძლებლობა ექნება, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი მოწადინებულია, რომ თავად ჩავიდეს შეხვედრების ოთახში და გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები არ ნიშნავს, რომ მას გადაადგილება არ შეუძლია. „მე-18 დღეა რაც მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, დღითიდღე საერთო სისუსტე მოიმატებს და შიმშილობის უარყოფითი მხარეები მის ჯანმრთელობაზე აისახება. ბოლო დღეებში მას ჰქონდა წნევის ცვალებადობა, თუმცა საერთო ჯამში, მისი ფსიქოლოგიური და მორალური სიძლიერიდან გამომდინარე თავს…

მეტი...

“გიორგი მარგველაშვილის განცხადება არა მხოლოდ არასერიოზული, არამედ მავნებლურიცაა” – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხდება, არასერიოზულია. ვოლსკის თქმით, იმ აღშფოთებას, რომელიც მარგველაშვილს ყოფილი ხელისუფლების მიმართ გააჩნდა, დღევანდელ უკმაყოფილებასთან ტოლობის ნიშანი არ უნდა დაესვას. „გიორგი მარგველაშვილის განცხადება არა მხოლოდ არასერიოზულია, არამედ მავნებლურიც არის, რადგან ზოგმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ტოლობის ნიშნის დასმა შეიძლება იმ აღშფოთებასა და დღევანდელ უკმაყოფილებას შორის, რომელიც მარგველაშვილს ადრე გააჩნდა სადისტური მმართველობის მიმართ და დღეს გააჩნია გარკვეული ნაკლოვანებების მიმართ, რომელიც შეიძლება მთავრობას გააჩნდეს, თუმცა აქაც საკამათოა, მაგრამ მისი ეს განცხადება არის მავნებლობა“,  – განაცხადა ვოლსკიმ. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურში ხმას ოპოზიციას…

მეტი...

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცველები იმყოფებიან

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცველები იმყოფებიან. როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სავარაუდოდ მიმდინარეობს ბერიძის დაკითხვა. სადარბაზოს, სადაც ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ცხოვრობს, პოლიცია აკონტროლებს. საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდოდ დღეს დილით თბილისში მომხდარ მკვლელობას უკავშირდება. მოკლულ ანასტასია შატალოვას და ყოფილ ვიცე-მერს საერთო შვილი ჰყავთ. შატალოვა მის დაბრუნებას ითხოვდა, მათ შორის მიმდინარეობდა დავა. თბილისში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სამართალდამცველებმა 2 პირი დააკავეს

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სამართალდამცველებმა 2 პირი დააკავეს – მთავრობის ადმინისტრაციასთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად პოლიციამ მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრი ნიკა ნარსია და “შეცვალეს” წევრი ოთო გურგენიძე დააკავა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აღნიშნული პირების დაკავება შეუძლებელია, ვინაიდან ისინი დეპუტატობის კანდიდატები არიან. მათი თქმით, სამართალდამცავებს დაკავებულების გამოშვება მოუწევთ. დაპირისპირება მოჰყვა აქციის მონაწილეების მიერ მთავრობის ადმინისტრაციასთან სტენსილით “თავისუფლება მიშას” წარწერის გაკეთების მცდელობას, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

მეტი...

“რუსთავის მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას რეგულირების სააგენტო სწავლობს” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რუსთავის მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე ჯანდაცვის სამინისტრომ რეაგირება მოახდინა და ფაქტს რეგულირების სააგენტო შეისწავლის. კერძოდ, მინისტრი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ  იმ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში ერთ-ერთი პაციენტი ჯერ კიდევ გარდაცვალებამდე შეიყვანეს პროზექტურაში. „რაც შეეხება შემთხვევას, ჩვენ უკვე გავრცელებულ ფაქტზე მოვახდინეთ რეაგირება. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ქალბატონი ადამიას ვიდეო, რეგულირების სააგენტო მივიდა ადგილზე, დღეს მათ დასკვნას გავეცნობი და შემდგომ უკვე თქვენ გაგაცნობთ“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს რელურად არ აქვს ბერკეტები იმასთან დაკავშირებით, რომ კლინიკებში მუდმივი…

მეტი...

“ახალი ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულიდან დაიწყო, ვითარება ისევ უარესდება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულიდან დაიწყო და აღნიშნა, რომ ვითარება ისევ უარესდება. ამის შესახებ მან კავთისხევში განაცხადა, საიდანაც დღეს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებმა დღეს ვაქცინაციის მარათონში ჩართული სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყეს. „შიდა ქართლის სოფელი კავთისხევი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია და აქედან დაიწყო საქართველოში იმუნიზაციის მარათონი, რომელიც დაახლოებით 49 დიდ სოფელში ჩატარდება. სამწუხაროდ, ვითარება ისევ უარესდება. მეხუთე ტალღის დაწყების ყველა მონაცემია. „დელტა“ შტამი ძალიან ვერაგი აღმოჩნდა და ახასიათებს ასეთი ორთვიანი ციკლები. ახალი ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულიდან დაიწყო“,…

მეტი...

“ამ ეტაპზე შეზღუდვებთან დაკავშირებით ინიციატივები არ გვაქვს” – ტიკარაძე

ამ ეტაპზე შეზღუდვებთან დაკავშირებითინიციატივები არ გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მიუხედავად კორონავირუსის მომატებული შემთხვევებისა, სკოლის ჩაკეტვაზე მოლოდინი არ არსებობს, რადგან ტიკარაძის თქმით, განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და მიმდინარეობს მონიტორინგი. „შეზღუდვებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ინიციატივები არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, ადგილზე ვიმსჯელებთ, რა შეიძლება იყოს მომდევნო ღონისძიება. სკოლის ჩაკეტვის თაობაზე მოლოდინი არ გვაქვს, რადგან დაავადებათა კონტროლის ცენტრთან განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს და მიმდინარეობს მონიტორინგი, ხდება კლასებისა და სკოლების დახურვა. ვთვლი, რომ ლოკალური მენეჯმენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მოხდეს მყისიერი რეაგირება…

მეტი...

რა კავშირი ჰქონდა თბილისში მოკლულ ქალს ბათუმის ყოფილ ვიცე – მერთან

თბილისში, კამანის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალი ანასტასია შატალოვაა, რომელიც ბათუმის ყოფილ ვიცე მერს, ზურაბ ბერიძეს შვილის წართმევაში ადანაშაულებდა. ანასტასია შატალოვა აცხადებდა, რომ ბერიძემ ბავშვი მოტყუებით წაიყვანა და დედას აღარ აჩვენებდა. როგორც შატალოვა სხვადასხვა ტელევიზიებთან და ინტერნეტგამოცემებთან ჰყვებოდა, ბერიძე მას ცოლად მოყვანას შეჰპირდა, თუმცა, ბავშვის გაჩენის შემდეგ ექს-მაღალჩინოსანი პირველ მეუღლეს დაუბრუნდა, მას კი ახალშობილი წაართვა. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ საქმეზე ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს. შეგახსენებთ, რომ მკვლელობა გასულ ღამით, კამანის ქუჩაზე მოხდა. შატალოვას ცეცხლსასროლი არაღიდან ესროლეს. 

მეტი...

„ფუ ეშმაკს, მოსაყდრე შიო მესიზმრა“ – ირაკლი ოქრუაშვილი

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ამჯერად მოსაყდრე შიოს უძღვნის:„წუხანდელი სიზმარი დილას წყალს მოვუყევი და სამჯერ ვთქვი ფუი ეშმაკს. მოსაყდრე შიო მესიზმრა,“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

„საბედნიეროდ, საშიშ და მკვლელ დანადგარებს აღარ ვხდებით“ – ენერგოომბუდსმენი „მედიაცენტრ მთავარში“

„ძალიან დიდი წილი საშიში მკვლელი დანადგარების ამოღებულია,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა განაცხადა. როგორც ვარდიაშვილი განმარტავს კომპანიამ დედაქალაქის მასშტაბით თითქმის ნულამდე დაიყვანა გარეწვის დანადგარების არსებობა: „საშიში და მკვლელი დანადგარია ისეთი ტიპის გამაცხელებელი, რომლის დახურულ სივრცეში მოთავსება საშიშია, ესენია ღია ქვის დანადგარები, ის არაა საშიში ღია პერიმეტრისთვის და ამან ქალაქებიდან, ბინებიდან გადაინაცვლა აგარაკებზე, რაც ძალიან კარგია. დახურულ სივრცეში ამის დამონტაჟება არის საშიში და პირდაპირ არის სიკვდილის მანქანა. შესაძლოა ზოგ უბნებში მსგავსი კიდევ რჩებოდეს, თუმცა ძირითადი ნაწილი ამოღებულია,“ – განაცხადა ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“ ენერგოომბუდსმენის ინფორმაციით ახალი კორპუსები საფრთხეს არ წამოადგენს: „ახალი კორპუსი…

მეტი...

„გვაქვს ჩვენ ისეთი უბნები, სადაც საფრთხე ჯერ კიდევ დიდი“ – ენერგოომბუდსმენი  „მედიაცენტრ მთავარში“

„ჩვენ უკვე გადავდივართ ცივ სეზონზე, რომელიც ნოემბრიდან პიკში შევა, ამიტომ მნიშვნელოვანია მომხმარებელს შევახსენოთ რეკომენდაციები,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა განაცხადა. ვარდიაშვილი თვლის, რომ სახელმწიფო მომზადებული ხვდება უსაფრთხოების თვალსაზრისით ზამთრის სეზონს, მისივე განმარტებით დედაქალაქის მასშტაბით ნებისმიერ სატელეფონო და საკომუნიკაციო ზარს ყურადღება ექცევა: „ოდნავი სუნის შემთხვევა და ოდნავი ეჭვი, უკვე გამოძახებულია შესაბამისი სამსახური, აქედან გამომდინარე გაზრდილია მომხმარებლის თვითშეგნებაც, ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ყველაფერი აღმოიფხვრა, ძველი ქსელები ისევ რჩება პრობლემად, რადგან შიდა ქსელები არავინ იცის, როგორაა მოწყობილი, ამ მხრივ შემიძლია პირველ რიგში „ნაძალადევი“ ვახსენო,  აქ კუსტარულად დანაწევრებულია თითქმის ყველა ოთახში…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,77 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,07 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,07 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,77 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,47 პროცენტი. დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 374 პაციენტი. გუშინ, 17 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 4 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 494 პაციენტი, გარდაიცვალა 28.

მეტი...

თუშეთში მანქანა გზიდან გადავარდა – არის მსხვერპლი

თუშეთის გზაზე ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. მაღალი გამავლობის მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. რა დროსაც ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.  შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის 30-ე კილომეტრზე მოხდა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები, პოლიცია და სასწრაფო იყო მობილიზებული.

მეტი...

თბილისში ქალი მოკლეს

თბილისში, საბურთალოზე ქალი მოკლეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 510-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 479 პირს დაუდასტურდა, 2 374 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 17 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 4 581 შემთხვევა გამოვლინდა, 2 494 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 2 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 374 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 374 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 385 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 522, „პისიარ“ ტესტით – 9 863. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,77%, ბოლო 14 დღის – 8,47%, ბოლო 7 დღის – 9,07%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 664 813 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 614 855 გამოჯანმრთელდა, 9 510 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 1 914 269 აცრა, დღიურად აცრილია 2 260. კარანტინის რეჟიმშია 61, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 562 ადამიანი გადის, კლინიკურ…

მეტი...

საფრანგეთში “რუსულენოვან მაფიასთან” დაკავშირებული ქართველები დააკავეს

საფრანგეთში “რუსულენოვან მაფიასთან” დაკავშირებული ქართველები დააკავეს. საფრანგეთის ჟანდარმერიის ინფორმაციით, ქალაქ ამიენის პოლიციამ 61 ჩხრეკა ჩაატარა და სიგარეტით უკანონოდ ვაჭრობისა და მოპარული ავტომობილების გაყიდვის გამო სომხებისა და ქართველების ჯგუფები დააკავა. სამართალდამცველებმა სულ 37 ადამიანი აიყვანეს.

მეტი...

“ლოიდ ოსტინის ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობები გრძელდება” – კელი დეგნანი

ლოიდ ოსტინის ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის გრძელდება მჭიდრო ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომელიც აშშ-ის თავდაცვის მდივანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა. „ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს საქართველოს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი. მისი ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გრძელდება მჭიდრო ურთიერთობები. უსაფრთხოების საკითხებში ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილავთ, თუ კიდევ რა შეიძლება გააკეთონ ჩვენმა მხარეებმა ერთობლივად, რომ გაძლიერდეს საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა. მოხარული ვართ, რომ ოსტინი საქართველოში იმყოფება და მოუთმენლად…

მეტი...

„ცოცხალი ადამიანი მორგში გადაიყვანეს და ხუთი საათი მიცვალებულებთან ერთად იყინებოდა“ – რა მოხდა რუსთავში?

სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, სადაც რუსთავის პროზექტურაში მომხდარი ინციდენტია ასახული. ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ მეგობარს გარდაეცვალა ნათესავი და პროზექტურაში შეყოლა სთხოვა, ადამიანი კი, რომელიც ექიმებმა გარდაცვლიდად გამოუცხადეს ოჯახს, ცოცხალი აღმოჩნდა: „სრული შოკის მომსწრე გავხდი, რუსთავში „მარდალეიშვილის” კლინიკაში, გამოვიძახე პოლიცია, ერთ – ერთი პაციენტის ახლობლებს, რომელიც უკვე მე- 5 დღეა იმყოფება კლინიკაში დაურეკეს, რომ გარდაიცვალა მისი ოჯახის წევრი. შევყევი მორგში და დავინახე, დილის 11 საათზე გარდაცვლილი ადამიანი არის თბილი და პულსის ცემაც ისმის, ადამიანს სდის სისხლი თავიდან, გამოვიძახე საპატრულო პოლიცია, ახლა აქ არაინ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებიც, ეს რა ხდება, სად ვცხოვრობთ?…

მეტი...