მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას დამაკმაყოფილებელს ვერ ვუწოდებ“ – პირადი ექიმი

ამ წუთებში, პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტის პირადი ექიმი – ნიკოლოზ ყიფშიძე ხვდება. როგორც ექიმმა მედიასთან დანაცხადა, ყოფილი პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება მისი ანალიზის პასუხებზე იქნება დამოკიდებული. „სიტუაცია ყოველ დღე იცვლება. ჩემი გეგმაა მოვინახულო ბატონი პრეზიდენტი, შემდეგ შევხვდე ციხის ექიმებს, ვნახო ანალიზები და დავგეგმო შემდეგი შეხვედრა, სამშაბათს კონსილიუმის ექიმებთან ერთად. ციხის ექიმები ყოველდღე აკეთებენ ანალიზებს. გააჩნია რა მდგომარეობაშია და რა ანალიზები აქვს, სიტუაცია ყოველ დღე იცვლება. ხანდახან გეუბნებით, რომ უკეთესად არის, ხანდახან გეუბნებით, რომ უარესად არის… წარმოიდგინეთ ჩაგაჯინონ საკანში, 2 კვირა არაფერი არ გაჭამონ და იქნებით დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში?“, – აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.…

მეტი...

იანვრიდან, ვეტერანების 22 ლარიანი დანამატი 5-ჯერ გაიზრდება

2022 წლის იანვრიდან, ვეტერანები 22 ლარიანი ყოველთვიური დანამატის ნაცვლად 110 ლარს მიიღებენ. აღნიშნული ინფორმაცია დღეს, ვეტერანთა დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, „ჩვენი მთავრობა, შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს ვეტერანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვეტერანებზე და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ბატონმა კობა კობალაძემ ჩვენს მიერ განხორციელებული ყველა ნაბიჯი ჩამოთვალა, ყველა ის პროგრამა რომელიც განხორციელდა და რომელიც განხორციელდება, იქნება ეს 1000 ლარიანი დანამატები თუ სხვა მნიშვნელოვანი პროგრამები. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ის საკითხი რაც ყველას გვაწუხებს, ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით იქნება გადახედილი და იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება ყოველთვიური დანამატი. თქვენი დაფასება არის არამხოლოდ…

მეტი...

ვირუსით 28 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 494 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 612 481. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 468 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 525 შემთხვევა, აჭარა – 161, იმერეთი – 876, ქვემო ქართლი – 255, შიდა ქართლი – 200, გურია – 112, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 349, კახეთი – 878, მცხეთა-მთიანეთი – 80, სამცხე-ჯავახეთი – 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 50. 

მეტი...

ვირუსით 4 581 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 46 123 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 494 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  9.93%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  662 334-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.93%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.31% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.99%.

მეტი...

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის „მასტერსის“ ფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ  ბასილაშვილი ფინალურ შეხვედრას ხვალ გამართავს. მან ნახევარფინალში ამერიკელი ჩოგბურთელი ტეილორ ფრიტსი 2 სეტში, ანგარიშით: 7:6, 6:3 დაამარცხა. მან ინდიან უელსის „მასტერსის“ ნახევარფინალში ამერიკელი ტეილორ ფრიტცის დამარცხებასთან დაკავშირებით კონემტარი გააკეთა განაცხადა, რომ „დიდი სლემის“ მეხუთე ჩემპიონატად წოდებული ტურნირის ფინალში გასვლა ძალიან ბევრს ნიშნავს მისი კარიერისთვის. „კარიერაში პირველად „მასტერსის“ ფინალში გასვლა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, განსაკუთრებით ინდიან უელსში, რომელსაც „დიდი სლემის“ მეხუთე ტურნირს უწოდებენ. ძალიან მნიშვნელოვანია ამდენი ბარიერის გავლა და ფინალში მოხვედრა. ამ მომენტში საკუთარი თამაშის პიკზე ვიმყოფები. ეს ჩემი პირველი ნახევარფინალი იყო ასეთ მაღალ დონეზე და ოდნავ დაძაბული…

მეტი...

„ჰაერზე არ გავდივარ, რადგან არ მინდა გისოსებიდან ცის ყურება” – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მისი დაპატიმრების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ პოლიციელები თავიდან მასთან მიახლოებას ვერ ბედავდნენ. შემდეგ კი სელფის გადაღებაც დაიწყეს.    „თვითონ ამოვალაგე ჯიბიდან ნივთები. ჩანთაში მქონდა 2-3 მაისური და „სვიტერი“. პოლიციელები ძალიან მოწიწებით მეპყრობოდნენ და რაღაც ხანი მოახლოებასაც ვერ ბედავდნენ, მერე ეგრევე „სელფის“ გადაღება დაიწყეს, გზაშიც „სელფებს“ იღებდნენ. ვიდეოს გასაჯაროების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო პოლიციამ კამერებით გვიპოვა. ივანიშვილს აქამდე არ წაუგია არსად და არაფერი. თუ ოპოზიციამ დაამსხვრია მისი ყოვლისშემძლეობის მითი, ეს გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი „ტვ პირველთან“.   ის პირობას იძლევა, რომ ხელისუფლების…

მეტი...