„ყრილობა ჩაატარეთ, მელია გადააყენეთ და ჩემი შვილი ედუარდ სააკაშილი დანიშნეთო“ – თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილის ბრძანებაზე

სულხან მოლაშვილის ძმის, თორნიკე მოლაშვილის განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილის ბრძანებაა, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ნიკანორ მელია გადააყენონ და მის ნაცვლად მისი შვილი – ედუარდ სააკაშვილი დანიშნონ. აღნიშნული ინფორმაცია თორნიკე მოლაშვილმა რუსთავის ცეხესთან გამართული საპროტესტო აქციაზე გააჟღერა. „ერთ პატარა ინფორმაციას მოგაწვდით. თურმე რახან საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს და კარგად ხვდება, რომ მას საქართველოში მომავალი არ აქვს, თავის თანამოაზრეებს შეუთვალა ბატონმა მიხეილმა, არჩევნების მეორე ტური რომ დამთავრდება, ყრილობა ჩაატარეთ, ნიკა მელია გადააყენეთ და ჩემი უფროსი ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი ჩვენი პარტიის თავმჯდომარედ დანიშნეთო“ – განაცხადა მოლაშვილმა აქციაზე სლოგანით – „ჯალათი ციხეში“. მისივე თქმით, რაც სააკაშვილმა…

მეტი...

„ჯალათი ციხეში“ – რუსთავის ციხესთან აქცია დასრულდა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია – „ჯალათი ციხეში“ დასრულდა. აქცია მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებმა გამართეს, რომლებიც ითხოვდნენ, რომ  ის უმკაცრესი სასჯელით გასამართლდეს. აქციას ყოფილი რეჟიმის დროს დაზარალებული ოაჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია  მეტრეველი და ასევე მოკლული სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი. როგორც ყოფილი რეჟიმის დროს დაზარალებული ოჯახები აცხადებენ, მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს ყოფილი რეჟიმის სისასტიკე. აქციის ორგანიზატორები სწორედ ყოფილი რეჟიმის მსხვერპლი ოჯახები იყვნენ.     როგორც თორნიკე მოლაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,  ჯალათის ციხიდან გამოშვება დემოკრატია არ არის. „მთავრობას მოვუწოდებ, კარგია დემოკრატია, თავისუფლება, მაგრამ ჯალათის ციხიდან გამოშვება დემოკრატია…

მეტი...

გიგი უგულავა 2 000 ლარით დააჯარიმეს

​კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს.  ის სს კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით დაჯარიმდა. საუბარია 2 დღის უკან, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, სადაც გიგი უგულავა მივიდა და სიტყვითაც გამოვიდა. გიგი უგულავა კოვოდინფიცირებული იყო, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა, იზოლაციის წესები 2 კვირიანი პერიოდის დასრულებამდე დაარღვია. როგორც გიგი უგულავამ აქციაზე განაცხადა, არ შეეძლო იქ არ ყოფილიყო. ასევე აღნიშნა, რომ ტესტი ჩაიტარა და ვირუსი არ დადასტურდა.     უგულავამ სოციალურ ქსელში „პისიარ“ ტესტის პასუხიც კი  გამოაქვეყნა. „მე სრულად ვარ ჯანმრთელი, ასე ვიყავი 14 ოქტომბერსაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა“, –…

მეტი...

ვირუსით 44 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 126 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 609 987.  ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 440 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 076 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 599 შემთხვევა, აჭარა – 159, იმერეთი – 1 028, ქვემო ქართლი – 309, შიდა ქართლი – 387, გურია – 144, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 435, კახეთი – 720, მცხეთა-მთიანეთი – 137, სამცხე-ჯავახეთი – 85, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 73.

მეტი...

ვირუსით 5 076 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 62 994 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 5 076 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 126 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.06%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  657 753-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.04% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.77%.

მეტი...

8 ნოემბრიდან ამერიკაში შესვლა შესაძლებელი იქნება – როგორია ახალი რეგულაცია?!

ამერიკის შეერთებულ შტატებში შემსვლელებისთვის  წესები იცვლება. არსებული კოვიდრეგულაციით, აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ ბინადრობის არ მქონე პირებს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში (თუნდაც ტრანზიტით) იმყოფებოდნენ შენგენის ქვეყნებში (26 ევროპული ქვეყანა), დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიაში, ჩინეთში, ინდოეთში, ირანში, ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკაში.  რაც შეეხება ახალ რეგულაციებს, ჩამოთვლილ ქვეყნებში მყოფი პირები უნდა იყვნენ 2-ჯერ აცრილები და წარადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.  შტატებში შესვლა შეეძლებათ იმ ადამიანებს, რომლებიც აცრილები იქნებიან ვაქცინით, რომელიც დამტკიცებულია აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ, ან რომელიც არის ჯანმოს სიაში, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამოყენების შესახებ. მოგზაურები, რომლებიც აიცრებიან “ასტრაზენეკათი”, “სინოფარმითა” და “სინოვაკით” ქვეყანაში…

მეტი...

„ძალიან მაგარი ორგანიზმი აქვს“ – მიხეილ სააკაშვილთან პირადი ექიმი შეუშვეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმრო დაწესებულებაში პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ ნახა. როგორც ექიმი აცხადებს, დადგება მომენტი, როდესაც მისი საავადმყოფოში გადაყვანის აუცილებლობა გახდება საჭირო. „4-5 დღე ველოდებოდი ამ დღეს. როგორც იქნა შევედი და ვნახე. ბოლოჯერ რომ ვნახე, ახლა უფრო უარესს მოველოდი. ძალიან მაგარი ორგანიზმი აქვს, ასე რომ გადააჭარბა მოლოდინს… პრეზიდენტი თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა ტესტებზე, თანახმაა წამლებზე. წყალს და ჩაის სვამს. რასაც ველოდებოდი ცუდს, ისეთი მდგომარეობა არ არის. განწყობა ძალიან მხნე,  გაუხარდა გუშინდელი აქცია. საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება ჯერჯერობით არ არის, თუმცა საუბედუროდ დადგება ეს მომენტი, – განაცხადა საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსულმა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მეტი...

დაკავებული „თბილისი პრაიდის“ დამფუძნებელი გაათავისუფლეს

„თბილისი პრაიდის“ დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი თავისუფალია. ინფორმაციას ორგანიზაცია თავად ავრცელებს. „გიორგი თაბაგარი და დანარჩენი დაკავებულები გაათავისუფლეს. აღშფოთებულები ვართ პოლიციის მსგავსი მოქმედებებით. აქამდე თუ პოლიცია თვალს ხუჭავდა ლგბტ ადამიანების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ახლა იგი თავად გადავიდა თემის წევრების დევნაზე. კერძოდ, დღეს ეს ბართან რეიდის ფორმით მოხდა. თუმცა დღევანდელი მოვლენები უფრო ფართო პროცესის ნაწილია, რომლის მიზანია ლგბტ აქტივისტებისა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების რეპრესია”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში. ინფორმაციისთვის,  ვაშლოვანის ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთ ბართან  სამი ადამიანი დააკავეს.  დაკავებულთა შორის იყო „თბილისი პრაიდის“ დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი. ისინი ადმინისტრაციული წესით, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის…

მეტი...

ბათუმში, ჩამონგრეული სახლიდან მოსახლეობის სრულად ევაკუაცია განხორციელდა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ექსპერტიზის დასკვნით, მრავალსართულიან კორპუსში, რომლის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა და 9 ადამიანი დაიღუპა, ცხოვრება სახიფათოა. აღნიშნული ინფორმაცია ადგილობრივებმა გუშინ ღამით შეიტყვეს.      როგორც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ განმარტა, ამ კორპუსში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს.   „სპეციალისტების მოთხოვნაა, რომ პრევენციის მიზნით,  მცხოვრებლების ევაკუაცია მოხდეს. ჩაუტარდა ექსპერტიზა დანგრეული კორპუსის მომიჯნავე ორივე სახლს. ერთს არ აქვს პრობლემა, მეორედან ევაკუაცია კი პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო განხორციელდა. მუნიციპალურმა ინსპექციამაც აღმოაჩინა ნებადართული პროექტის დარღვევის ფაქტი. ამ კორპუსში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს“ – აღნიშნა სურმანიძემ. ჩამონგრეული სახლი…

მეტი...

“ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ” – გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და სთხოვს, განმარტოს, რას ნიშნავს 9 წლის შემდეგ ცოცხების გაცოცხლება. „ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო. მან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა და წასვლა დააანონსა, ხომ გამონახა შესაძლებლობა, რომ წერილი დაეწერა და ჩემთვის მოღალატე ეწოდებინა. მე მინდა ვთხოვო, რომ კიდევ ერთი გამონაკლისი დაუშვას და აი ახლა აგვიხსნას უბრალოდ, როგორ აფასებს იმ რეალობას, რაც დღეს საქართველოში ხდება” – განაცხადა გიორგი გახარიამ ტვ პირველის ეთერში.  გახარიამ კითხვით მიმართა ბიძინა ივანიშვილს თუ როგორ აფასებს რეალობას, რომელიც საქართველოში დღეს ხდება.  „მოსწონს ეს რეალობა თუ არ მოსწონს ეს…

მეტი...