„იქმნება ხანძრის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებისა და პატიმართა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების მაღალი რისკი“ – ნინო ლომჯარია

რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულებაში პატიმრების გარდაცვალებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. „სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში, ვიმყოფებოდით N17 პენიტენციურ დაწესებულებაში. დავრწმუნდით, რომ ხანძრის დროს დაშავებული კიდევ ორი პატიმარი უზრუნველყოფილი იყო სამედიცინო დახმარებით. გავესაუბრეთ როგორც პატიმრებს, ისე ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, დავათვალიერეთ შემთხვევის ადგილი (დაწესებულების სამზარეულოსა და სასადილოს შენობა). დღის მანძილზე პატიმრები შეუფერხებლად სარგებლობდნენ ოჯახის წევრებთან სატელეფონო კავშირის უფლებით, მიეწოდებოდათ საკვები, თითქმის მთელ დაწესებულებაში სრულად აღდგა ელექტრომომარაგება. მიღებულმა ინფორმაციამ აჩვენა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სავარაუდოდ არ არსებობს სახანძრო-უსაფრთხოების წესები და კრიტიკულ შემთხვევებზე რეაგირების მკაფიო ინსტრუქციები. გამოჩნდა, რომ ცეცხლის კერის გაჩენის შემთხვევაში,…

მეტი...

„ბოლომდე შევძლებ თქვენი და ქვეყნის დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჯანმრთელი და გარეთ ვიქნები“ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ყოველდღიური საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებს და მიმართავს, რომ სწორედ ამაზეა დამოკიდებული მისი თავისუფლება. მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან მისმა უკრაინელმა მეუღლემ გამოიტანა.   “მეგობრებო, თანამოქალაქეებო უსაზღვროდ ვამაყობ თქვენით, თქვენი ნათელი სახეებით, ინტელექტით და ღირსების განცდით. თქვენმა სიტყვებმა და ამხელა თანადგომამ დიდი ენერგია მომცა, მართლა ფრთები შემასხა. რა ტქმა უნდა, რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გამათავისუფლოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა. ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები სხვადასხვა ფორმით ყველგან საქართველოში, რადგან, ბოლომდე შევძლებ თქვენი და ქვეყნის დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჯანმრთელი და გარეთ ვიქნები და ამისი გაკეთება მხოლოდ თქვენ…

მეტი...

რუსთავის ციხეში ხანძრის შედეგად დაშავებულია ორი პატიმარი და ერთი თანამშრომელი

სახალხო დამცველი ადასტურებს ინფორმაციას, რომ გუშინ, რუსთავის მე-17 დაწესებულებაში ხანძრის შედეგად 2 გარდაცვლილი პატიმრის გარდა, კიდევ 3 ადამიანი დაშავდა. სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში კი დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ.    „ჩემი დაკვირვებით, იმდენად გვერდითაა ეს კორპუსი სასადილოსთან, სადაც ხანძარი მოხდა და იმდენად მძიმე დაკვამლიანება იყო, ქარის მიმართულება რომ წასულიყო იმ კორპუსისკენ, სადაც პატიმრები იყვნენ, მძიმე შედეგი დაგვიდგებოდა“ – განუცხადა ციხიდან გამოსულმა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს. მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილების გარდა, არიან დაშავებულებიც. „დაშავებულებიდან ვიცი, რომ 2 პატიმარზეა საუბარი – ერთი დაშავდა კვამლის შესუნთქვით გამოწვეული ინტოქსიკაციით და მეორეს, როგორც ვიცი, დაზიანებული აქვს თითი…

მეტი...

“ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც დაიღუპა, ცდილობდა გამოსვლას, თუმცა გისოსები იყო“ –  სახალხო დამცველი ციხეში ხანძარზე

რუსთავის მე-17 საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსულმა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ როცა ცეცხლი გაჩნდა, სამეურნეო ნაწილის პატიმრები გარეთ იყვნენ, თუმცა დანარჩენი პატიმრები შეიყვანეს კორპუსის შიგნით ტერიტორიაზე. „გავესაუბრე პატიმრებს და ციხის ადმინისტრაციას. მათი განცხადებით, ხანძარი მოულოდნელად გაჩნდა, სერიოზული და დიდი დაკვამლიანება იყო. ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც დაიღუპა, ცდილობდა გამოსვლას, თუმცა გისოსები იყო. იყო მცდელობა, რომ ჩაემსხვრიათ შუშები, მაგრამ გისოსების გამო ვერ მოხერხდა ამ ადამიანის ფანჯრიდან გამოყვანა. როდესაც სახანძრო მოვიდა, დაახლოებით 20 წუთს ასახელებენ, ორი ადამიანი იპოვეს. მათ ჩაუტარდათ ხელოვნური სუნთქვა, გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაიღუპნენ არა დამწვრობით, არამედ კვამლით“…

მეტი...

ვირუსის გავრცელების გამო დისტანციურ სწავლებაზე 108 სკოლა და 687 კლასი გადავიდა

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესის კლასებში განახლების შემდეგ, 108 სკოლა და 687 კლასი დაიხურა და სასწავლო პროცესი ისევ დისტანციურად გრძელდება.  „სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში განახლებასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში მონიტორინგი გამკაცრდა. კვლავ აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლის პერსონალს – მასწავლებლებს, მანდატურებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ პერსონალს ტესტირება როგორც PCR ტექნოლოგიის, ასევე, ანტიგენის სწრაფი ტესტის გამოყენებით ინტენსიურად უტარდება. Covid-19-ის გამოვლენის შემთხვევაში, შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლები მოქმედებენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციის შესაბამისად და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით…

მეტი...

„პატიმრები საავადმყოფოში გადაყვანამდე ცოცხლები იყვნენ თუ არა არ ვიცი“ – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის #17 სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში მივიდა. სახალხო დამცველი ციხეში გაჩენილი ხანძრის გამო პატიმრებთან შესახვედრად მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, პატიმრების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მას არ მიაწოდეს.    „გუშინ, დღის განმავლობაში ვიყავით კონტაქტზე პენიტენციალურ სამსახურთან. სამწუხაროდ, დღეს გავიგეთ რომ გარდაცვლილია 2 პატიმარი. არც პენიტენციალურმა სამსახურმა და არც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არ შეგვატყობინა აღნიშნულის შესახებ. ჯერჯერობით რაც ვიცი, სასადილო არის მოშორებით ზონიდან. შესულები არიან გამომძიებლები და ყველაფერი უნდა დაადგინოს გამოძიებამ. ჩვენ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ, უნდა შევხვდეთ და გავესაუბროთ პატიმრებს. ეს 2 ადამიანი გუშინ სასწრაფომ გადაიყვანა საავადმყოფოში. გადაყვანისას ისინი…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილს მეუფე მელქისედეკი ხვდება

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მეუფე მელქისედეკი მივიდა. სასულიერო პირი საქართველოს მესამე პრეზიდენტს ხვდება. ​მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის განცხადებით, ეკლესია შერიგებისკენაა მოწოდებული, დანარჩენი კი „მათი“ გადასაწყვეტია. „მოვედი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვინახულო, ვნახო მისი მდგომარეობა. ძალიან დიდი ინტერესია მისი ჯანმრთელობის მიმართ და იმედია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მის გათავისუფლებას მეც მოვაწერე ხელი. რამდენიმე დღის წინ გავაჟღერე ეს იდეა, რომ აუცილებელია საყოველთაო შერიგება ჩვენი ერისა. ერთმანეთთან დაპირისპირება ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს. მიმაჩნია, რომ ჩვენ სასულიერო პირებს, ეკლესიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა როგორმე გავაერთიანოთ ჩვენი ერი“ – განაცხადა მეუფემ ჟურნალისტებთან.

მეტი...

გიგი უგულავას დააჯარიმებენ

​კოვიდინფიცირებული გიგი უგულავა, არსებული კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის შესაძლოა, დაჯარიმდეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ადასტურებს. “თუ მან დაარღვია კარანტინის წესები, თავისუფლად დაჯარიმდება ამისთვის,”- განაცხადა დარახველიძემ მედიასთან. შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას ერთი კვირის უკან კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. თუმცა, გუშინ, ის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა და სიტყვით გამოვიდა. როგორც უგულავამ აქციაზე განმარტა, მას გასვლის უფლება ექიმებმა მისცეს.  რეგულაციების წესების დარღვევა კი 2 000 ლარიანი ჯარიმით ისჯება.

მეტი...

ცნობილია იმ პატიმრების ვინაობა, ვინც ციხეში ხანძარს ემსხვერპლა

ორი გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული – ასეთის რუსთავის ციხეში გაჩენილი ხანძრის შედეგი. პენიტენციური სამსახურმა გარდაცვლილი პატიმრების ვინაობა დღეს გაასაჯაროვა და ასევე, დაადასტურა ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილ ხანძარს ორი მსჯავრდებულის, რომან ქრისტესიაშვილის და ილია ხიპაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორივე მათგანი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული. ასევე კვამლის ინტოქსიკაციის შედეგად მსუბუქად დაშავდა კომპანია “ილი ჯგუფის” (პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანია) რამდენიმე თანამშრომელიც, რომელთა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ”, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში. რა გახდა ხანძრის მიზეზი, ამ ეტაპისთვის უცნობია. “დაწესებულების სამზარეულოს ნაწილში აალება, ჯერჯერობით,…

მეტი...

„არის გამხდარი, ფერმკრთალი და შენელებული“ – ანა წითლიძე მიხეილ სააკაშვილზე  

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა, სადაც ის საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეხვდა. როგორც წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა,  მიხეილ სააკაშვილი არის გამხდარი, ფერმკრთალი და შენელებული. „პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. მას უკვე გადაადგილებაც უჭირს. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. გუშინდელ აქციაზეც ვკითხე. ასევე ვუთხარი, თუ ახსოვს, რამდენი ადამიანი იყო „ვარდების რევოლუციაზე“. მან მითხრა, რომ “ვარდების რევოლუციაზეც“ არ ყოფილა ამდენი ხალხი, რამდენიც გუშინ, “ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე იყო” – განცხადა წითლიძემ მედიასთან. მოსი თქმით,  პრეზიდენტი არის გამხდარი, ფერმკრთალი და შენელებული და ითხოვს, პირადი ექიმის შეშვებას. ამ წუთებში, მიხეილ სააკაშვილს მისი მეუღლე, რადას წევრი ლიზა იასკო ხვდება.

მეტი...

ვეტერანების დღესთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართება

მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისი მოლში (დავით აღამაშენებლის ხეივანი მე-16 კმ) ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ხელოვან ვეტერანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გამოფენა გაიხსნება 12:00 საათზე და 18:00 საათამდე გაგრძელდება. საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.

მეტი...

ციხეში პატიმრების გარდაცვალების ფაქტზე ინსპექტირების სამსახურმა გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. „2021 წლის 14 ოქტომბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შესაძლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც №17 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ორი პატიმრის გარდაცვალება გამოიწვია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 342-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან შემოსული…

მეტი...

ციხესთან პატიმრების ახლობლები იკრიბებიან და საკუთარ პატიმართან კომუნიკაციას ითხოვენ

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებასთან პატიმრების ახლობლები იკრიბებიან და საკუთარ პატიმართან კომუნიკაციას ითხოვენ. პატიმრების ოჯახებში პანიკა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გუშინ, ციხის სასადილოს ცეცხლი მოედო და დღეს, იუსტიციის სამინისტრომ ორი პატიმრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, რომლებიც რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულთან დაკავშირებით დაწესებულებაში კომენტარი არ კეთდება და აცხადებენ, რომ ყველაფერ წესრიგშია. რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებას, გაჩენილი ხანძრიდან გამომდინარე, ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება. ხანძარი ციხეში გუშინ გაჩნდა და მაშველები მას დაახლოებით 5 საათის განმავლობაში უმკლავდებოდნენ.

მეტი...

ვირუსით 26 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 298 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 608 861. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 396 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 270 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 920 შემთხვევა, აჭარა – 178, იმერეთი – 700, ქვემო ქართლი – 191, შიდა ქართლი – 149, გურია – 86, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 315, კახეთი – 586, მცხეთა-მთიანეთი – 50, სამცხე-ჯავახეთი – 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 31.

მეტი...

ვირუსით 3 270 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 38 093 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 270  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 298   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.58%. ევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  652 677-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.75%.

მეტი...

ციხეში გაჩენილ ხანძარს ორი პატიმარი ემსხვერპლა

გუშინ, რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, სამწუხაროდ, ორივე  გარდაცვლილი პატიმარი იყო. შეგახსენებთ, რომ ციხეში ხანძარი გუშინ გაჩნდა. 11 სახანძრო ბრიგადა ხანძარს დაახლოებთ 5 საათის განმავლობაში ებრძოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი სასადილოში გაჩნდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. მას შემდეგ, რაც ციხეში ხანძრის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ციხესთან პატიმრების ახლობლები შეიკრიბნენ და საკუთარ პატიმრებთან კომუნიკაციას ითხოვდნენ. ადმინისტრაციამ მათ პირობა მისცა, რომ ყველა პატამარს მისცემდნენ საშუალებას, ოჯახის წევრებს დაკავშირებოდნენ.

მეტი...

„პაციენტები მძიმდებიან, იმატა უსიმპტომო ფორმებმა“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავართან“

ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი დევი ტაბიძე კორონავირუსის მხრივ ქვეყანაში არსებულ ურთულეს ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ზამთრის სეზონზე გადასვლა სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ისაუბრა და რამდენიმე ვირუსის თანხვედრაზეც გაამახვილა ყურადღება. „პაციენტები მძიმდებიან, იმატა უსიმპტომო ფორმებმა. ეს არის მოცემულობა, რომელიც დღეს გვაქვს და რომელსაც ვერ გავექცევით. გამოსავალი ერთადერთია – ვაქცინაცია. სხვა გამოსავალი არ გვაქვს. პირველადი ვაქცინაცია დღეს ნულოვან დონეზეა. ვაქცინაციას იმაზე მეტი უარყოფითი შედეგი არ მოჰყვება და არც შეიძლება შედარება, ვიდრე ვაქცინაციის არჩატარება  და ადამიანთა გარდაცვალება“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“. მისივე შეფასებით, ვითარება კიდევ მეტად…

მეტი...