„რიკოთზე გეახელით ლობიანს, დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე და  ერთი ცალის შეჭმა მოვასწარი“, – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმ რეგიონებზე საუბრობს, რომელიც მან საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოიარა. როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ლობიანიც მიირთვა, თუმცა, ხინკლის ჭამა არ აცალეს.   „ეს არ იყო ბიზნეს კლასის ვოიაჟი. არც ის, რასაც მედიაში აღწერენ. იმიტომ არ გავრისკე, რომ ამ სცენარში ძალიან ადვილი იქნებოდა გასროლა, აფეთქება, ჟლეტა და მერე ყველაფრის ჩვენზე გადმობრალება. 90-იანი წლების შემდეგ მე ძალიან ბევრი მიფიქრია ზვიადიზე ხიბულაში. დიახ, მე მაქვს გარკვეული თვითიდენთიფიკაცია იმ გაგებით, რომ ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის წარმოდგენას მის ადგილას და ძალიან განვიცდიდი, ამ მიტოვებულ, დამოუკიდებლობის მომტან პრეზიდენტს. ჩემს ჩამოსვლასთან პირდაპირ პარალელს…

მეტი...

„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი მუხრანში გაიხსნა

მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში PSP-ს ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა. მომხმარებელს ახალ აფთიაქში გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების გარდა, ბავშვთა კვების, მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ძალიან ფართო არჩევანი დახვდება ოჯახის ყველა წევრისთვის. ამასთან ისარგებლებენ ყველა შეთავაზებით, რომელსაც PSP საქართველოს მასშტაბით ყველა აფთიაქში სთავაზობს მომხმარებელს: ყველაზე დაბალი ფასები მედიკამენტებზე სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს; დამატებით 6%-იან ფასდაკლება PSP-ს ბარათის მფლობელებისთვის; ყოველი თვის 1-დან 7 რიცხვამდე სპეციალური შეთავაზებები ფრანგული ბრენდების კოსმეტიკურ პროდუქციაზე; „ბავშვთა დღეების“ ფარგლებში სხვადასხვა საბავშვო პრორუქციაზე- კვება, მოვლა, ჰიგიენა -განსაკუთრებულად სარგებლიანი შეთავაზებები; 60+ ასაკის მოქალაქეებისთვის ყოვედღე საუკეთესო ფასები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშაულებებზე და ა.შ.…

მეტი...

„მიხეილ სააკაშვილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ერა ახალი ეპოქა“ – მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) მიხეილ სააკაშვილის საკნიდან გამოვიდა. როგორც მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მეუფემ განაცხადა,  ყველამ უნდა იფიქროს შერიგებაზე და ქრისტიანულ მიტევებაზე.     როგორც მეუფე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოვა და „დაიწყება ახალი ერა, ახალი ეპოქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“. „ვერ გეტყვით როგორ გრძნობს თავს. რაც ვნახე, ჩვეულებრივად გამოიყურება. გარდა იმისა, რომ ადამიანური საუბარი გვქონდა, მე მქონდა მის მიმართ ასეთი გზავნილი – ვფიქრობ, ჩვენ ყველანი და მთელი ქვეყანა ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე და გამოსავალი აქედან არის შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, შევწყვიტოთ ერთმანეთზე ცუდი საუბარი. ვთხოვე ბატონ მიხეილს, რომ მოეწოდებინა…

მეტი...

სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრი ჯანდაცვის მინისტრსა და ომბუდსმენს შეხვდება

დაახლოებით 40 წუთში, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პარლამენტის წევრებს, ჯანდაცვის მინისტრს და სახალხო დამცველს შეხვდება. შეხვედრის თემა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება. კერძოდ, იმსჯელებენ იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებაზე, განხორციელდეს მონიტორინგი მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ. შეხვედრა 19:00 საათზეა ჩანიშნული.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილს მეუფე ნიკოლოზი ხვდება

დახლოებით ერთი საათია, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მაღალი იერარქიის სასულიერო პირი – ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზი იმყოფება. მეუფე საქართველოს მესამე პრეზიდენტს ხვდება. მას საპატიმრო დაწესებულებაში შესვლამდე მედიასთან განცხადება არ გაუკეთებია.

მეტი...

“ფორმატი, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ერთიანი მუშაობა განხორციელდეს კონსულიუმის რეჟიმში, ყველასთვის მისაღებია” – თამარ გაბუნია

იუსტიციის მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით მომართა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის ექსპერტების ჯგუფის მობილიზაციის თაობაზე. ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტების ჯგუფი ჰყავს, რომლებიც შესაძლებელია, ჩაერთონ ამ პროცესში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე დღეს პირველი შეხვედრა გაიმართა. „საჭიროების შემთხვევაში და პენიტენციური სამსახურის დეპარტამენტის მითითების შესაბამისად, თავად მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია, კონსილიუმის ფორმატში ექსპერტების მობილიზება და საკითხის შესწავლა პაციენტის უფლებებისა და კანონის დაცვით. დღეს, იუსტიციის სამინისტროს ექსპერტების ჩამონათვალს მივაწოდებთ. პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის მითითების შესაბამისად გავაგრძელებთ საქმიანობას. მიხეილ სააკაშვილთან ჯგუფის შეხვედრისა და ექსპერტების საქმიანობის დეტალები…

მეტი...

“საქართველოს პრეზიდენტმა გვითხრა, რომ მასაც უსმენენ” – მაიკლ გალერი

არა მარტო ჩვენს მეგობრებს და ევროკავშირის ელჩს საქართველოში, გერმანიის ელჩს, არამედ პრეზიდენტმაც გვითხრა, რომ მასაც უსმენენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ევროდეპუტატმა აღნიშნა, ფუნქციონირებად დემოკრატიულ ქვეყანაში ვიხილავდით, რომ შესაბამისი მინისტრი აიღებდა პასუხისმგებლობას და გადადგებოდა. „ეს ძალიან შემაშფოთებელია, არა მარტო ჩვენს მეგობრებს და ევროკავშირის ელჩს, გერმანიის ელჩს, არამედ პრეზიდენტმაც გვითხრა, რომ მასაც უსმენენ. ეს აღმაშფოთებელია და მთავრობა იმაზე კი არ უნდა ფოკუსირდებოდეს, ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, არამედ შეისწავლოს, ვინ გასცა ბრძანება იმის, რაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით უკანონოა.…

მეტი...

“1988 წელს საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის წინააღმდეგ ვშიმშილობდი და არ მახსოვს, ვინმეს თაფლი მიეღო” – სოზარ სუბარი

შიმშილობა არის ადამიანის უფლება, პროტესტის ფორმა, თუმცა ეს ვერ მოახდენს გავლენას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ან მისჯილი პატიმრის გათავისუფლებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა. „ხუთი წელი სახალხო დამცველი ვიყავი, შემდეგ სასჯელაღსრულების მინისტრი, უამრავი მოშიმშილე მინახავს და ყოველთვის ერთი და იგივე დამოკიდებულება მქონდა – შიმშილობა არის ადამიანის უფლება, პროტესტის გამოხატვის ფორმა, თუმცა ეს ვერ მოახდენს გავლენას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ან მისჯილი პატიმრის გათავისუფლებაზე. ეს არის გამორიცხული. მოშიმშილე პატიმრის უფლებები უნდა იყოს დაცული და ამაში შედის პერიოდულად სამედიცინო მომსახურება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ განსაკუთრებული საზოგადოებრივი…

მეტი...

“სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენს მოქალაქეებს გასაჭირში არ ვტოვებთ” – დმიტრო კულება

უკრაინელი დიპლომატები მუდმივ კონტაქტში არიან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, – „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. „ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებით მიხეილ სააკაშვილთან, ადვოკატებს აქვთ მასთან წვდომა, კონსულს აქვს შეუფერხებელი წვდომა,“- აღნიშნა კულებამ. მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამჟამად საქმის იურიდიულ მხარეს სწავლობს და არჩევს ალგორითმებს, რომლის გამოყენებაც მოხდება. „კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ გასაჭირში არ ვტოვებთ. ამიტომ, როდესაც მივიღებთ გადაწყვეტილებას რა გზით ვიმოქმედოთ, და ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ ექსტრადიცია, მოგაწვდით ინფორმაციას “,…

მეტი...

2020 წელს ბავშვებზე სექსუალური ძალადობისა და სქესობრივი ექსპლუატაციის 254 საქმეზე დაიწყო გამოძიება – “კოალიცია თანასწორობისთვის”

2020 წელს ბავშვებზე სექსუალური ძალადობისა და სქესობრივი ექსპლუატაციის 254 საქმეზე დაიწყო გამოძიება – ამის შესახებ “კოალიცია თანასწორობისთვის” ანგარიშში წერია. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში დასაქმებული სოციალური მუშაკების საქმიანობაში არსებული სისტემური პრობლემებიც. “კოალიცია თანასწორობისთვის” სტამბოლის კონვენციის შესრულების მონიტორინგის ჩრდილოვანი ანგარიში წარდგენა. მათი თქმით, ეს კონვენცია ეხება ქალთა მიმართ ძალადობას. ასევე დღეს მოხდა ჩრდილოვანი ანგარიშის გაგზავნა, სადაც საკუთარი პოზიციები წარუდგინეს აღნიშნულ კომიტეტს. წარუდგინეს პრობლემები და საკითხები, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

მეტი...

“ექნებათ მცდელობა, დავით გარეჯის საქმე სააკაშვილს დაუკავშირონ” – ივერი მელაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე თვის შემდეგ დავით გარეჯის საქმეზე სასამართლო სხდომები განახლდა. ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეზე დღეს არსებითი განხილვის სხდომაა ჩანიშნული. სასამართლოში შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა ივერი მელაშვილმა, რომელიც აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურია და მისი გააქტიურება წინასაარჩევნო პერიოდში ხდება. „საქმეზე საკმაოდ დიდხნიანი წყვეტა გვქონდა. დაახლოებით ივნისის შემდეგ სხდომა არ ყოფილა. სტრატეგია გვაქვს იგივე და აქ ეჭვგარეშეა, რომ აბსოლუტურად ყველა ბრალდება არის საფუძველს მოკლებული. განახლდება ახლა უკვე მოწმეთა გამოკითხვა. საერთოდ, ზოგადად არ ვარ გათვითცნობიერებული, ალბათ ხდება ასეთი სასამართლოთა ისტორიებში, რომ პროცედურულად რაღაც გადაიდოს. მართლაც და ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს, როდესაც დაგვაკავეს…

მეტი...

“გვაგინებენ, დაგვწყევლიან და დაიშლებიან” – ირაკლი ზარქუა ხვალინდელ აქციაზე

შეიკრიბებიან, გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, გვაგინებენ, დაგვწყევლიან, დაიშლებიან, კი ბატონო, ესეც მათი უფლებაა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან 14 ოქტომბერს დაანონსებულ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, თუ ადგილი ექნება კანონდარღვევას, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. “ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ნებისმიერ ჯგუფს, თუ კანონს და კრიტერიუმებს არ არღვევს, აქვს უფლება გამოხატოს თავის პროტესტი, მათ შორის, რადიკალურ ოპოზიციას. რამდენადაც ვიცი, მარტო დარჩნენ უკვე და სწორია, რომ ოპოზიცია გაემიჯნა, მიხვდნენ რომ არ შეიძლება აითქვიფო, ყველას ჰყავს თავის მხარდამჭერები. როცა შალვას ფანჩატურში დაჯდები “ნაცმოძრაობასთან” მიიღებ იმ შედეგს, რაც მიიღეს, ამიტომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს,…

მეტი...

„ბევრმა ცეცხლმაქრის გამოყენებაც არ იცის“ – ლუკა ბურძენიძე შრომით უსაფრთხოებაზე „მედიაცენტრ მთავარში“

„ჩამოვაყალიბეთ ისნპექტორთა ჯგუფები, ეს ინსპექტორები ინდივიდუალურად დადიან მეწარმეებთან და აცნობენ შრომითი უსაფრთხოების წესებს“, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ საერთაშორისო არასამთავრობო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურის დირექტორის მოადგილემ, მოადგილე ლუკა ბურძენიძემ განაცხადა. ლუკა ბურძენიძე შრომით უსაფრთხოებაზე ამახვილებს ყურადღებას, ის იმ სამსახურის საჭიროებაზე საუბრობს, რომელიც რამდენიმე წლის წინ შეიქმნა: „შრომითი უსაფრთხოების ინსპექტორები, რომლებიც ჩვენ გვყავს ცდილობენ თვეში ორჯერ თითოეულ მეწარმესთან მივიდნენ და ტრენინგები ჩაუტარონ, ბევრმა ცეცხლმაქრის გამოყენების წესებიც არ იცის და ისიც არ იცის სად უნდა იყოს განთავსებული, მთელი რიგი დეტალები, რომელიც შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი უნდა იცოდეს მეწარმემაც და მომხმარებელმაც. მიუხედავად იმისა, რომ…

მეტი...

“ჩვენი ამოცანაა, პოლიტიკური დევნა დასრულდეს, მიშა იყოს თავისუფალი” – ბექა ბასილაია

რაც ხანგრძლივდება შიმშილობა, პარალელურად, პენიტენციური სამსახური ქმნის დაბრკოლებებს პირადი ექიმის ვიზიტთან დაკავშირებით. ეს არის, როგორც პოლიტიკური პოლიტიკური გადაწყვეტილება, ასევე ბარბაროსული ქცევა, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ რუსთავის ციხესთან განაცხადა. მისი თქმით, მოშიმშილეს პირად ექიმთან კომუნიკაცია სჭირდება. „პირად ექიმთან კომუნიკაცია არ მისცე მოშიმშილეს, ამას რა ადამიანური ახსნა შეიძლება ჰქონდეს, რა ბიუროკრატიულ მექანიზმებზეა საუბარი. ჩვენი ამოცანაა, ეს პოლიტიკური დევნა დასრულდეს, მიშა იყოს თავისუფალი. ამისთვის ყველა ლეგიტიმური, დემოკრატიული წესი უნდა იყოს გამოყენებული. რაც შეეხება ვითარებას, რასაც აქ ვხედავთ. ჯერ ჯებირებით შემოღობეს, შემდეგ სასჯელაღსრულების თანამშრომლების კონცენტრაციის მატებას ვხედავთ. ძალის და რაღაც ბარიკადების დემონსტრირება სრულიად გაუგებარია…

მეტი...

“ვფიქრობთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს საკუთარ სამშობლოში თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა” – მიტროპოლიტი გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს სამშობლოში თავისუფლად ცხოვრების საშუალება უნდა ჰქონდეს და მიმდინარე მოვლენების აღქმა მასშტაბურად, ისტორიულ ჭრილში და არა ფრაგმენტულად. “დღეს ვიყავი ძველ ხიბულაში, ხობის მუნიციპალიტეტში, სადაც მოვინახულე ახალაშენებული საეკლესიო კომპლექსი, რომელიც მართალი ლაზარეს აღდგინების სახელზე აშენდა და უახლოეს მომავალში მოხდება მისი კურთხევა. ამ კომპლექსის მიმდებარედ კი დგას სახლი, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ტრაგიკულად დაასრულა თავისი სიცოცხლე; ვდგავარ იმ ოთახში, სადაც უკანასკნელი ღამე გაათენა, უკაცრავად, ვერ გაათენა, პრეზიდენტმა გამსახურდიამ; გონებაში ცოცხლდება მისი განწირული სულისკვეთება და ვფიქრობ დღევანდელ დღეზე და შექმნილ მდგომარეობაზე. სამი ათეული წელია, რაც საქართველო დამოუკიდებელი…

მეტი...

„მე მირჩევნია ვაქცინაცია გავხადოთ იძულებითი, ვიდრე ადამიანები დავკარგოთ“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ვაქცინაცია იმაზე დიდ ზიანს არ მოგვიტანს, რაც არის ლეტალობა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში,“ –  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა, დევი ტაბიძემ განაცხადა. ტაბიძე თვლის, რომ მოსახლეობამდე აცრის დადებით ფაქტორთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია უნდა მივიდეს, იგი სეზონურ ვირუსებზეც ამახვილებს ყურადღებას და ვარაუდობს, რომ დიაგნოსტირება გაძნელდება: „ჩვენ მოგვეთხოვება ადამიანებს მივაწოდოთ სწორი მესიჯი, იძულებითი ვაქცინაციით იმაზე მეტი არ დაირღვევა ადამიანის უფლება, რაც იქნება სიცოცხლესთან შეუთავსებელი,” – განაცხადა ტაბიძემ “მედიცანტრ მთავარში.” მან აგრეთვე ტვინდემიასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება: „გვაქვს ვირუსების შემოტევა და ეს თანხვედრა, რასაც ტვინდემია დაარქვეს, ეს გამოიწვევს საკმარისად უარყოფით შედეგებს, რადგან აქ ძნელი იქნება…

მეტი...

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ წლის წარმატებული მეტყევეები გამოავლინა

„სააგენტოს უფროსმა, არჩილ ნიკოლეიშვილმა,  განსაკუთრებულად რთული და რისკის შემცველი ყოველდღიური საქმიანობისთვის, როგორც რეგიონული სატყეო სამსახურების  მეტყევეებს, ასევე ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს,  სიგელები  და სიმბოლური საჩუქრები გადასცა,“ – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. ინფორმაციაში საუბარია საქართველოს ტყეების პოტენციალზე:  „ის, რომ საქართველოს ტყეს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში, უდავოა. მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის გაძლიერება, რაც, მერქნული რესურსების გონივრულ გამოყენებასთან ერთად, იძლევა საშუალებას, ეფექტიანად იყოს გამოყენებული ტყეების არამერქნული რესურსიც, მისი რეკრეაციული და ტურისტული პოტენციალი, უმნიშვნელოვანესია სოფლად განვითარებისთვის. თუმცა, ამ სარგებლის გრძელვადიანად მიღება შეუძლებელი იქნება გამართული ინსტიტუციური სისტემის, საქმიანობის სწორად დაგეგმვის,…

მეტი...

ხაშურის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ბაბუამ შვილიშვილი გააუპატიურა

შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში ბაბუამ შვილიშვილი გააუპატიურა. სამართალდამცავებმა 53 წლის მამაკაცი უკვე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბაბუა 13 წლის შვილიშვილზე სექსუალურად ხშირად ძალადობდა. არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ სხვებს უამბო, რის შემდეგაც ბაბუამ მიმალვა სცადა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მომხდარი მათთვის ძნელად დასაჯერებელია, რადგან მამაკაცს კარგად იცნობენ და მისგან ასეთი დანაშაული მათთვის წარმოდგენელია.  “ბავშვი აქ არ ცხოვრობდა, გასულები არიან ცოლ-ქმარი და წაყვანილი ჰყავს დედას ბავშვები და ამ ზაფხულს საერთოდ არ დამინახავს ეგ ბავშვები,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

მეტი...

„სტარტი აიღო მეხუთე ტალღამ და შევხვდით განულებული ვაქცინაციის პროცესით“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ერთადერთი გამოსავალი გვაქვს – ვაქცინაცია“, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში,“ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა, დევი ტაბიძემ განაცხადა. დევი ტაბიძე გამოსავალს ვაქცინაციაში ხედავს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში პროცესი შენელებული ტემპით განვითარდა: „სტარტი აიღო მეხუთე ტალღამ და შევხვდით განულებული ვაქცინაციით, ამას მოჰყვება დაავადების და ლეტალობის ზრდა, ადამიანების გარდაცვალება, სამწუხაროდ ეს მოცემულობა გვაქვს, განულებულია ვაქცინაციის მაჩვენებელი, ზოგი ადამიანი ბუსტერ დოზასაც ელოდება, მაგრამ ეს კატეგორია არის ძალიან ცოტა,“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 332-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 837 პირს დაუდასტურდა, 1 586 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 12 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 4 775 შემთხვევა გამოვლინდა, 1 623 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 37 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 4 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 586 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 586 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 49 386 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 217, „პისიარ“ ტესტით – 17 169. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,79%, ბოლო 14 დღის – 6,95%, ბოლო 7 დღის – 8,52%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 645 195 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 605 581 გამოჯანმრთელდა, 9 332 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 1 889 200 აცრა,…

მეტი...

დავით ნარმანიამ სლოვაკ კოლეგებს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესი გააცნო

 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ სლოვაკეთის მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებს საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე რეფორმების მიმდინარეობა გააცნო. შეხვედრაზე დავით ნარმანიამ ისაუბრა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე, ყურადღება გაამახვილა უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი არჩილ სოხაძე, სლოვაკეთის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ანდრეი იურისი, აღმასრულებელი დირექტორი მილან სიგანი და კომისიის სხვა წარმომადგენლები. მხარეებმა შეხვედრაზე ასევე განიხილეს ელექტროენერგიის ბაზრის გახსნის სლოვაკური გამოცდილება, უბალანსობის გაანგარიშების მიდგომები, ბაზრის მონიტორინგის წესები და პრინციპები, განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის მექანიზმები და ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის…

მეტი...

“ლოიდ ოსტინის ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს” – თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის საქართველოში დაანონსებულ ჩამოსვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. მასში ნათქვამია, რომ ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და თანამშრომლობის მაღალ დონეს.  “პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის დაანონსების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს ვიზიტით ეწვევა, რაც ისტორიულ ვიზიტად შეიძლება შეფასდეს. აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და თანამშრომლობის მაღალ დონეს, საერთო ღირებულებებზე დამყარებული პარტნიორობის განსამტკიცებლად.  ხაზგასასმელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნად ლოიდ…

მეტი...

“ბოკერია მაინც სულ სხვაა, ღალატის ხარისხში” – თაკო ჩარკვიანი

„კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. ვუსმენდი და ვფიქრობ: აი, ბოკერია მაინც სულ სხვაა… ღალატის ხარისხში, პირველობას მაინც არ თმობს?! ნუ რაღაცაში ხომ უნდა იყოს პირველი! პოლიტიკოსებო, „კეთილშობილებო“, ეს აქცია 14-ში, პრეზიდენტის არჩევნების კი არა, მოშიმშილე დაჭერილი კაცის – მესამე პრეზიდენტის სოლიდარობისთვის აქციააა! რა უბედურება გჭირთ, რა?!“ – წერს თაკო ჩარკვიანი.

მეტი...

ვიქტორ იუშენკო მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მიმართვას ავრცელებს

2003 წელს ქართველმა ერმა ახალი პოლიტიკური კურსი აირჩია, საქართველოს სამყარო შეიცვალა როგორც შინაგანად, ასევე გარედან, მაგრამ თქვენს მტრებს ასეთი საქართველო არ მოეწონათ – პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, თქვენთან ერთად იდგა და ახლა გამოძიებასა და სასამართლო პროცესს ელოდება, – ამის შესახებ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო ვიდეო მიმართვას ავრცელებს. მისი განცხადებით, რუსეთს არ სჭირდება თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და რაც მთავარია, წარმატებული საქართველო. „ძვირფასო საქართველო, ძვირფასო ქართველებო, ძვირფასო მეგობრებო! ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომეცა საშუალება, თქვენთვის ამ მოკლე წერილით მომემართა. ამ მიმართვას ვიწყებ უდიდესი პატივისცემითა და იმ უდიდესი სიყვარულით, რომელიც…

მეტი...

აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოში ჩამოდის

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოს ეწვევა, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა. „თავდაცვის მდივანი და მისი გუნდი მომდევნო კვირაში ევროპაში ვიზიტისთვის ემზადებიან. თავდაცვის მდივანი საქართველოს, უკრაინასა და რუმინეთს ეწვევა,“- განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა. მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალით დასრულდება. ჯონ კირბის ვიზიტის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.

მეტი...

“პირადად გახარიას მიმართ ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, ცაგერში მის კანდიდატს მხარს დავუჭერთ” – მამუკა ხაზარაძე

პირადად ბატონ გახარიას მიმართ ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, ცაგერში მის კანდიდატს ჩვენ მხარს დავუჭერთ, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „იმაზე მაღლა დავდგეთ, ვიდრე პიროვნული ამბებია“. „პირადად ბატონ გახარიას მიმართ ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, ცაგერში მის კანდიდატს ჩვენ მხარს დავუჭერთ. იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმაზე მაღლა დავდგეთ, ვიდრე პიროვნული ამბებია, რადგან პიროვნული ამბები გაირკვევა, დამალული არაფერი არ იქნება“. ჩემი ამოცანა სწორედ ეს არის. რა თქმა უნდა, 20 ივნისი და ბევრი სხვა რაღაც, ეს ვიგულისხმე. არ გეგონოთ, პიროვნულ რაღაცაზე ვსაუბრობ მე ვლაპარაკობ ქვეყნის…

მეტი...

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა ხელახლა იწყება

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა ხელახლა იწყება. მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოსამართლის შეცვლაა – ეს კი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით საქმის არსებითი განხილვის თავიდან დაწყების საფუძველია. სხდომა მოსამართლე ნინო ნაჭყებიას ხელმძღვანელობით რამდენიმე საათში უნდა დაიწყოს. ბრალდებულია ორი პირი – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. ორივე მათგანს პროკურატურა საზღვრების დელიმიტაციის პროცესში საქართველოს ინტერესების საზიანო მოქმედებაში ადანაშაულებს. პარალელურად, საქმე სტრასბურგშია გაგზავნილი.  

მეტი...