„ვერანაირი შეზღუდვა ვერ აგვაცილებს თავიდან შემდგომ მძიმე ტალღებს“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინაციის იმ ტემპით, რაც დღეს საქართველოშია, ვირუსს ვერ შევაკავებთ და ახალ-ახალი „ტალღები“ კიდევ იქნება. ცერცვაძე დღეში 7-8 ათასი აცრას ქვეყნისთვის კატასტროფულად აფასებს. „იმ პირობებში, როდესაც გვაქვს ორი მილიონი ვაქცინა, როდესაც გვაქვს ვაქცინაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, ცენტრები, ავტობუსები, ბინაზე ვაქცინის შეთავაზება და ამ პირობებში მხოლოდ 7-8 ათასი აცრა გვექნება დღეში, ეს იქნება ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი. ვერანაირი შეზღუდვა აგვაცილებს თავიდან შემდგომ მძიმე ტალღებს, საუბარი არ არის მხოლოდ მეხუთე ტალღაზე. როგორც ჩანს, კოვიდი კიდევ დიდხანს დარჩება“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მეტი...

„შესაძლებელია, ეს იყოს მეხუთე ტალღის დასაწყისი“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, დღეში 2000-ზე მეტი შემთხვევა შესაძლოა, მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს.  მისი შეფასებით, ერთ კვირაში ყველაფერი გაირკვევა. „ნახეთ, რა ხდება იტალიაში, საფრანგეთში, სერიოზული გამოსვლებია შეზღუდვების გამკაცრების წინააღმდეგ. საქართველოში საზოგადოება მიეჩვია, რომ შეზღუდვები ეტაპობრივად მცირდებოდა. შესაბამისად, ცხოვრება უბრუნდებოდა ნორმალურ რიტმს, ეკონომიკა ამოქმედდა და ამიტომ ხელახლა შეზღუდვების შემოღება იქნება ძალიან ძნელი და არასასურველი. მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში უნდა მოხდეს“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძემ. მისივე შეფასებით, აშკარაა, რომ ვირუსის შემთხვევები მატულობს. „ბოლო ერთი კვირაა, გამოხატულია მატების ტენდენცია. ჯერჯერობით ეს მატება არ არის ისეთი დრამატული, როგორიც იყო მეოთხე ტალღის დროს,…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილმა 4 ქილა თაფლი ციხის ადმინისტრაციას დაუბრუნა

საპატიმროში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან 5 ქილა თაფლის ყიდვასთან დაკავშირებით განცხადება ციხიდან გამოსულმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური სპეკულაციის გამო, მან თაფლი უკან დააბრუნა,      „ამ ამბის ანატომია ყოფილა შემდეგნაირად – როცა სააკაშვილთან ციხის ადმინისტრაციის ექიმი შესულა, ურჩევია, რომ ჩაიში შაქარი გამოეყენებინა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ უთქვამს, რომ შეგიძლია, ერთი კოვზი თაფლი მიიღოო. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს 5 ცალი, 50 მილიგრამიანი, თაფლის ქილა შეუძენია, თუმცა როგორც კი მიშამ მოისმინა ინფორმაცია, რომ ამით სპეკულირებენ, რომ მის შიმშილობას ჩრდილი მიადგეს, მთხოვა, დაინტერესებულ ადამიანებს ვუთხრა: ერთი ქილა უკვე…

მეტი...

„გამოგყრით კაბინეტებიდან მე და მელია“ – მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი

ეკა ხერხეულიძემ ციხიდან მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი გამოიტანა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებებს ეხება. „ბინძური მოშეს ახალი “მესიჯბოქსი” – მელიას გაუხარდა მიშას დაჭერა. სწორედ მელია და მე ვიქნებით ქართველ ხალხთან ერთად რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან უმოკლეს დროში. ვიხსნით ქვეყანას ერთად, მე და მელია“ – ასეთია მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი, რომელიც ჟურნალისტებს ეკა ხერხეულიძემ გააცნო. შეგახსენებთ, რომ დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაჭერა ყველაზე მეტად ნიკა მელიას გაუხარდა.    

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის ექიმი ციხეში ვერ შევიდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე რუსთავის 12-ე პენიტენციალურ დაწესებულებაში ვერ შევიდა. ის მიხეილ სააკაშვილის სანახავად და ციხის ექიმებთან სასაუბროდ მივიდა. როგორც დაწესებულებასთან ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მის საშვს ვადა გაუვიდა და ამ მიზეზით არ შეუშვეს. „მინდოდა  პრეზიდენტის ნახვა და ასევე ციხის ექიმის ნახვა. ვერ შევედი იმიტომ, რომ როგორც მითხრეს, ჩემს საშვს გაუვიდა ვადა, უნდა დავწერო ახალი განცხადება, განიხილავენ და მეტყვიან მომცემენ თუ არა შესვლის უფლებას“ – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ მედიასთან.    მისივე თქმით, ექიმი მას ყოველ წუთში აკვირდება და უნდა განეხილათ რა უნდა გაკეთდეს.   

მეტი...

„ვიღაც შიგნით კედელს რომ ხსნის, ეს ამბავი რაღაცნაირად მუნიციპალიტეტმა უნდა შეიტყოს“ – ვიცე-მერი

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მიშენება-დაშენებების თუ უნებართვო მშენებლობების საკითხი კანონმდებლობით დარეგულირებულია, თუმცა, არ გამორიცხავს, საკანონმდებლო რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდეს. „მიშენება თუ დაშენება და თვითნებურად მზიდ კონსტრუქციებში ჩარევა აკრძალული და დაუშვებელია. ვიღაც შიგნით კედელს რომ ხსნის, ეს ამბავი რაღაცნაირად მუნიციპალიტეტმა უნდა შეიტყოს. ამის საშუალება არის საჩივარი, „ცხელ ხაზზე“ შეტყობინება, აუდიტის სამსახური ახდენს გარკვეულ შემოწმებას და ასევე, მუნიციპალური ინსპექცია მონიტორინგს ახდენს. ამის შემდეგ გარკვეული შემთხვევების გამოვლენა და მათზე რეაგირება ხდება“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან. მისივე შეფასებით, სამშენებლო რეგულაციები კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება. „სამშენებლო რეგულაციების მიმართულებით მუდმივად ხდება გარკვეული ცვლილებების განხორციელება. მოგვიწევს…

მეტი...

ოკუპირებულ სოხუმში, ერთ-ერთ რესტორანთან, სადაც ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი იმყოფებოდნენ, ე.წ. პარლამენტის დეპუტატმა ცეცხლი გახსნა

ოკუპირებულ სოხუმში, ერთ-ერთ რესტორანთან, სადაც ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი იმყოფებოდნენ, სროლის ხმა ისმოდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც მედიაში იუწყებიან, ინციდენტი 30 სექტემბერს მოხდა, როდესაც სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების მეთაურები 1992-1993 წლის ომში „გამარჯვებას“ აღნიშნავდნენ. როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს იუწყება, ცეცხლი „პარლამენტარმა“ გარი კოკაიამ გახსნა, რის შემდეგაც დაკავებისას მან ადგილზე მყოფ „შს მინისტრს“ დმიტრი დბარს წინააღმდეგობა გაუწია. როგორც მედია წერს, ამავე დღეს კიდევ ერთმა „დეპუტატმა“, ალმასხან არძინბამ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შსს-ს შენობასთან ავტომატიდან გახსნა ცეცხლი. მან 20-ჯერ გაისროლა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის…

მეტი...

“მიშენება-დაშენება და თვითნებურად მზიდ კონსტრუქციებში ჩარევა, აკრძალული და დაუშვებელია, ეს არის გამოვლენის და მონიტორინგის საკითხი” – ირაკლი ხმალაძე

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, შენობებზე უკანონო მიშენება – დაშენება, ასევე თვითნებურად მზიდ კონსტრუქციებში ჩარევა, აკრძალული და დაუშვებელია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებულია. „მიშენება – დაშენება და თვითნებურად მზიდ კონსტრუქციებში ჩარევა, აკრძალული და დაუშვებელია. ეს არის გამოვლენის და მონიტორინგის საკითხი, ვიღაც შიგნით კედელს რომ ხსნის, ეს ამბავი რაღაცნაირად მუნიციპალიტეტმა უნდა შეიტყოს. ამის საშუალება არის საჩივარი, ცხელ ხაზზე შეტყობინება, აუდიტის სამსახური ახდენს გარკვეულ შემოწმებებს და ასევე, მუნიციპალური ინფექცია ახდენს მონიტორინგს. ამის შემდეგ ხდება გარკვეული შემთხვევების გამოვლენა და მათზე რეაგირება“,- განაცხადა ხმალაძემ. ის მხარს უჭერს პრემიერის განცხადებას, რომელიც აცხადებს,…

მეტი...

“არავინ ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გადაცემას, რომც მოითხოვონ, არავინ გადასცემს” – ირაკლი ღარიბაშვილი

დღეის მდგომარეობით, სააკაშვილს 6 წელი მოუწევს ციხეში ყოფნა. რაც უფრო სწრაფად გაიაზრებს პატიმარი სააკაშვილი ამ რეალობას, მით უკეთესი მისთვის და მისი გუნდელებისთვის , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, გადასცემენ თუ არა სააკაშვილს უკრაინულ მხარეს, პრემიერმა აღნიშნა, რომ გამორიცხულია. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, პრემიერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ამის შესახებ პოზიცია სააკაშვილის დაკავების დღესვე დააფიქსირა. „გამორიცხულია, ასი პროცენტით გიდასტურებთ. ჯერ ერთი, არავინ ითხოვს მის გადაცემას, რომც მოითხოვონ, არავინ გადასცემს და მინიმუმ, 6 წლის მოხდის შემდეგ შეუძლია, რომ წავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, იმავე საღამოს, როდესაც დააკავეს სააკაშვილი, განაცხადა, რომ…

მეტი...

“სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩემი შვილი ძალიან დიდი ხანია მე არაფერს არ მიჯერებს” – გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა, ძველებურად ვერ გამოიყურება. მისივე თქმით, სცადა, თუმცა შიმშილობის გაგრძელება ვერ გადააფიქრებინა.  “ძველებურად ვერ გამოიყურება, ცხადია, მე-15 დღეა შიმშილობს, წარმოიდგინეთ. რა თქმა უნდა, მე და მისი შვილები შევედით და ძალიან ცდილობდა, რომ კარგად და ყოჩაღად ყოფილიყო,  სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩემი შვილი ძალიან დიდი ხანია მე არაფერს არ მიჯერებს, თავისი ჭკუა და თავისი აზრი აქვს.  ამ თემაზე საერთოდ ლაპარაკიც არ უნდა. რა თქმა უნდა, მეც წამოვიწყე ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ეს თემა მიღებული არ იყო…

მეტი...

კვლევა, რომელიც COVID-19-ის ვაქცინებს მიოკარდიტის მაღალ რისკს უკავშირებდა, არასწორი გაანგარიშებების გამო უკან გაიწვიეს

არასწორი გაანგარიშებების გამო, მოხსნეს პრეპრინტი კვლევა, რომელიც პირველად სერვერ MedRxiv-ზე გამოჩნდა და აცხადებდა, რომ COVID-19-ის ვაქცინები მიოკარდიტის რისკს შეიცავს ყოველი 1000-დან 1 ადამიანში. MedRxiv არის პორტალი, სადაც ის კვლევები ქვეყნდება, რომლებსაც ჯერ რეცენზია არ გაუვლია. ოტავას უნივერსიტეტის გულის ინსტიტუტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევა პირველად 16 სექტემბერს გამოქვეყნდა. სწორედ ამ კვლევას იშველიებდა ძალიან ბევრი ადამიანი იმის „დასამტკიცებლად“, რომ COVID-19-ის ვაქცინები უსაფრთხო არ არის. თუმცა, არასწორი გაანგარიშებების გამო, ეს კვლევა უკან გაიწვიეს. მიოკარდიტის, ანუ გულის კუნთის ანთების მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოთვალეს: კანადის დედაქალაქ ოტავაში ჩატარებული ვაქცინაციის რაოდენობა მიოკარდიტის შემთხვევათა რაოდენობაზე გაყვეს. ასეთი გათვლებით,…

მეტი...

პედაგოგები, 60 წელს გადაცილებული და სხვა რისკჯგუფების წარმომადგენლები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით უფასოდ აიცრებიან

ცნობილია ის რისკჯგუფები, რომლებიც წელს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას სახელმწიფოსგან უფასოდ გაიკეთებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, ეს რისკჯგუფებია: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები. სხვა პრიორიტეტული ჯგუფებია: ბავშვთა (მათ შორის მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; ორსულები; 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები. ამასთან, სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ პირებად განისაზღვრნენ: სამედიცინო…

მეტი...

“ყველა ერთად ვცდილობდით, გადაგვერჩინა ეს ადამიანები და მადლობა ყველას” – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. გომელაური ბათუმში დღეს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფება. შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან გამოძიების მიმდინარეობის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სამი პირია დაკავებული, სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი ამ ეტაპზე არ გამოკვეთილა. „ნამდვილად ძალიან ტრაგიკული ღამე იყო, ჯოჯოხეთური ღამე იყო, პირველ რიგში ოჯახის წევრებისთვის, შემდეგ თითოეული ჩვენგანისთვის. თქვენც იქ ბრძანდებოდით და ყველა ერთად ვცდილობდით, გადაგვერჩინა ეს ადამიანები და მადლობა ყველას, ვინც გვერდში დაუდგა ამ ოჯახებს. ვუსამძიმრებ მათ კიდევ ერთხელ, ძალიან მძიმეა და ძალიან რთულია ოჯახის წევრებისთვის. სხვა პირის პასუხისმგებლობა…

მეტი...

თბილისის 186 ბაგა-ბაღიდან 55 დაიკეტა – ვირუსის გავრცელების გამო, თბილისსა და რეგიონებში საგანმანათლებლო დაწესებულებები იხურება

ვირუსის გავრცელების გამო, თბილისსა და რეგიონებში სააღმზრდელო და საგანმანათლებლო რამდენიმე დაწესებულება დაიხურა – COVID-19 უდასტურდებათ მასწავლებლებსა და ბავშვებს. თბილისში არსებული 186 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღიდან, დღეის მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, 55 ბაგა-ბაღი დაკეტილია. ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესს საკარანტინო ვადის, 12 დღის გასვლისთანავე განაახლებენ. ეპიდვითარების გაუარესების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლას არ გამორიცხავენ კახეთის რეგიონის ზოგიერთ სკოლაში. “რიგ სკოლებში დასწრების მაჩვენებელი არის დაბალი. იმის გამო, რომ კოვიდსიტუაცია ზოგიერთ სოფელში არის საფრთხის შემცველი მოსწავლეთა ჯანმრთელობისთვის, ასეთია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის და ახაშნის საჯარო სკოლები, ქალაქ გურჯაანის #1 საჯარო სკოლა, სადაც მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებლებიდან და მშობელთა მომართვიანობის საფუძველზე, შესაძლოა სამინისტროს მივმართოთ, ეს სკოლები სწავლების სრულ…

მეტი...

“მერაბიშვილი არწმუნებდა ჩამოდიო და თავი ამოყო ციხეში, მელიას კი ყველაზე მეტად გაუხარდა მისი დაჭერა… 6 წელი მოუწევს” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 6 წელი მოუწევს ციხეში ყოფნა. ამასთან, მისი თქმით, გამორიცხულია სააკაშვილი უკრაინას გადაეცეს. “იმედი მაქვს, რომ გვისმენს პატიმარი სააკაშვილი, მას შევახსენებდი ვინ არწმუნებდა, რომ ჩამოსულიყო თბილისში, ერთ-ერთი მათ შორის იყო ვანო მერაბიშვილი, რომელიც დაჟინებით არწმუნებდა რომ აქ სიტუაცია იმდენად არის მომწიფებული, რომ მის ჩამოსვლას აქ ხელს ვერავინ ვერ შეუშლიდა. როგორ დაასრულა ამ ადამიანმა მისი ეს ავანტიურისტული ექსპერიმენტი ჩვენ ყველამ ვნახეთ, თავი ამოყო ციხეში, ძალიან მარტივად. ამას გარდა, ძალიან კარგად გვესმის, რომ ყველას მეტად ვისაც გაუხარდა მისი ციხეში დაჭერა, ეს არის ბატონი ნიკა მელია,…

მეტი...

“დამწყებმა იურისტმაც იცის, რომ თუ პატიმარი ახალ დანაშაულს ჩაიდენს მას სხვა მუხლებიც დაემატება” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტება გააკეთა განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან ციხეში მყოფ ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, მისი გადასაწყვეტი არ არის მიხეილ სააკაშვილს სასჯელს დაუმატებენ თუ არა, მაგრამ მან ჟურნალისტის კითხვაში დაინახა, რომ სააკაშვილი გადატრიალებისკენ მოუწოდებდა საზოგადოებას, რაც დანაშაულია და რაც, შესაბამისად, ითვალისწინებს დამატებით სასჯელს.  “მე ვურჩევდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი განცხადება არასწორად გაიგო, კიდევ ერთხელ მოუსმინოს მას და არ გააკეთონ არასწორი ინტერპრეტაციები. ერთია, რომ მე ჩემ პოლიტიკურ შეფასებას ვაკეთებდი და მეორე, მე არ მითქვამს, რომ თუ წესიერად არ მოიქცეოდა, ჟურნალისტი მეკითხებოდა, რომ სააკაშვილი კვლავაც მოუწოდებსო, მე წავიკითხე…

მეტი...

“დიდი ტრაგედია მოხდა, ძნელია სიტყვებით გადმოსცე განცდა, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს” – პრემიერი

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა მიუსამძიმრეს. “კიდევ ერთხელ მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო, ძნელია სიტყვებით გადმოვცე ის განცდა, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა ამ ქალაქში და მთელმა ქვეყანამ განიცადა ეს უბედურება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს, ვუსურვებ გამძლეობას და ღმერთის წყალობას,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი ბათუმის საკათედრო ტაძარში ამ წუთებში მიმდინარეობს.  11 ოქტომბერი – საქართველოში გლოვის დღეა. სახელმწიფო დროშები ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზეა დაშვებული. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან…

მეტი...

რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შვილები და დედა მივიდნენ

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის შვილები მივიდნენ. ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილები ექსპრეზიდენტის დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად მსჯავრდებულს შეხვდებიან. მანამდე კი მიხეილ სააკაშვილთან ერთ საათზე მეტია ადვოკატები იმყოფებიან. მათი გამოსვლის შემდეგ გაირკვევა, როგორია ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მეტი...

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და განსაკუთრებული ცვლილებები არ შეუნიშნავს. გვარამიას თქმით, სააკაშვილი ძალიან აღშფოთებულია, რომ მისი პირადი მონაცემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით თანხმობის გარეშე ვრცელდება. „მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. განსაკუთრებული ცვლილებები მე პირადად ვერ შევნიშნე. მესმის, რომ ექიმები გაცილებით ყურადღებიანები არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ არ ღირს უტრირება ამ საკითხების, რადგან საზოგადოება იზაფრება გარეთ და სააკაშვილს პროტესტი აქვს შიგნით. მან გუშინ უსმინა ყველაფერს, რაც არხების მეშვეობით გადიოდა და შესაბამისად, დღეს აქედან გამომდინარე გააკეთა განცხადება. წაგიკითხავთ. იგი ძალიან…

მეტი...

“ჩემს წინასწარ გლოვას, სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ” – სააკაშვილი თანამოაზრეებს მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ციხიდან მიმართვა გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილის მიმართვა მედიას მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გააცნო. “მეგობრებო, მინდა მოგმართოთ ყველას თხოვნით, ახლა არჩევნებია და მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ამას. ახლა ნიჰილიზმის დათესვა არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრის პირდაპირი ინტერესია. ქვეყანა ჩვენ უნდა შევცვალოთ ბევრი მეთოდით, მათ შორის, უმთავრესია არჩევნებზე გამარჯვების გამოგლეჯა. მე, ჩემის მხრივ, ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი, ცოცხალმა მივაღწიო 30 ოქტომბრამდე და ჩემს წინასწარ გლოვას, აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება,”-ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში. შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტი თბილისში 1…

მეტი...

გერმანიის საელჩო ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაზარალებულ ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოში გერმანიის საელჩო ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაზარალებულ ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ სასელჩოს გვერდზე გავრცელებულ სამძიმრის წერილშია ნათქვამი. „დღევანდელ დღეს ჩვენ ვგლოვობთ დაღუპულებს და ვიზიარებთ მათი ოჯახების წევრთა ტკივილს“, – აცხადებენ გერმანიის საელჩოში.

მეტი...

კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისის მასშტაბით 55 საბავშვო ბაღია დაკეტილი

თბილისში არსებული 186 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღიდან, დღეის მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, 55 ბაგა-ბაღი დაკეტილია. ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესს საკარანტინო ვადის, 12 დღის გასვლისთანავე განაახლებენ. ამასთან, მათივე ინფორმაციით, 32 ბაგა-ბაღის შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებული აღსაზრდელი იყო, ხოლო 23 შემთხვევაში ბაღის თანამშრომელი. ცნობისთვის, ბაგა-ბაღების მუშაობა 4 ოქტომბერს განახლდა. “ინტერპრესნიუსი”

მეტი...

“ვაქცინაციის ასეთი მაჩვენებლით ვერ შევძლებთ ინფიცირების ტალღის შეჩერებას” – ივანე ჩხაიძე

ეპიდემიოლოგები მე-2 ტალღის მოლოდინში არიან. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუ ვაქცინაციის ტემპი ქვეყანაში არ გაიზარდა, ვირუსის მომდევნო ტალღა მძიმე იქნება. ვითარების შესაძლო გართულების მიზეზად ექიმები სეზონურ გრიპებს ასახელებენ და მოსახლოებას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.  “ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ბერკეტი, რაც დღეს ჩვენ გაგვაჩნია, როგორმე მოვახერხოთ ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება. ის ციფრები, რომელიც ბოლო დღეებში ფიქსირდება, 10 ათასის ფარგლებში და ზოგ დღეებში კიდევ უფრო ნაკლები, მიუთითებს, რომ ტემპი არის ძალიან დაბალი და ასეთი დაბალი მაჩვენებლის შემთხვეევაში, ჩვენ, პრაქტიკულად, არანაირი შესაძლებლობა არ გვექნება ინფიცირების ტალღის შეჩერების ან კონტროლის,” – აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხეიძე.…

მეტი...

“მაბრალებენ ყველაფერს” – ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებული მუშა

არაფერი გამომიღია, მაბრალებენ ყველაფერს, – ამის შესახებ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნგრევისა და შედეგად მოქალაქეების გარდაცვალების საქმეზე დაკავებულმა ერთ-ერთმა მუშამ განაცხადა. მან ჟურნალისტებთან აღნიშნული მცირე კომენტარი მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების გამოცხადების შემდეგ, სასამართლო შენობის დატოვებისას გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. დაკავებულები არიან აღნიშნული კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინის მეპატრონე და ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული ორი მუშა.

მეტი...

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესს სამივე დაკავებული, ბინის მეპატრონე ზაურ ბუდატოვი და მის მიერ დაქირავებული ორი მუშა, მამა-შვილი ხუსეინ და გიორგი სურმანიძეები ესწრებოდნენ. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ. ადვოკატების თქმით, ექსპერტიზის დასკვნამდე ბრალდებულების დაპატიმრება უკანონოა.

მეტი...

აზერბაიჯანში, საქართველოს საელჩოს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

აზერბაიჯანში, საქართველოს საელჩოს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. 8 ოქტომბერს ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანში, საქართველოს საელჩოში სამგლოვიარო ღონისძიება გაიმართა. ელჩმა, ზურაბ პატარაძემ საელჩოს დიპლომატიური კორპუსის სახელით სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს. „ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ დაამწუხრა სრულიად საქართველო. გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს თითოეული გარდაცვლილის, დაღუპული ბავშვების გამო. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს და ვლოცულობთ მათთან ერთად. მადლობელი ვართ ყველასი, ვინც საქართველოსთვის ამ მეტად მძიმე დღეებში, გულწრფელად იზიარებს ჩვენს გასაჭირს და გვიცხადებს სამძიმარს. მადლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლებას და რიგით მოქალაქეებს თანადგომისა…

მეტი...

ჩაქვის გვირაბთან ტრაილერი ამოტრიალდა

ჩაქვის გვირაბთან ტრაილერი ამოტრიალდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის დროს, დაახლოებით, ოთხი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად არავინ დაღუპულა, 2 პირი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 215-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 530 პირს დაუდასტურდა, 1 848 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 10 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 2 490 შემთხვევა გამოვლინდა, 2 056 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 848 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 848 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 635 583  შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 602 372 გამოჯანმრთელდა, 9 269 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 1 874 845 აცრა, დღიურად აცრილია 3 442. ამასთან, 10 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 490 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 056 პაციენტი, გარდაიცვალა 25 პაციენტი.

მეტი...

სასამართლო კორპუსის ჩამონგრევის გამო დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის გამო დაკავებული 3 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. მოსამართლემ გადაწყვეტილება ერთ-ერთი ბინის მეპატრონისა და ორი მუშის მიმართ უნდა მიიღოს. დაცვის მხარის პოზიციაა, რომ საქმეში არ არსებობს ექსპერტის დასკვნა, რითაც დადგინდება, რომ ბრალდებულ ზაურ ბუდაგოვის საცხოვრებელ ფართში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები გახდა ნგრევის მიზეზი. “საქმეში არ არსებობს ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ამ სახლის ნგრევის მიზეზი იყო უშუალოდ ბრალდებულის, ზაურ ბუდაგოვის საცხოვრებელ ფართში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა პირველ სართულზე არსებულ საცხოვრებელ ფართში, შიდა კედლების დემონტაჟი მიმდინარეობდა. ეს კედლები მზიდი იყო თუ არ იყო, ვერანაირი მოწმის ჩვენებით ვერ დადგინდება. ეს მხოლოდ და მხოლოდ უნდა შეისწავლოს…

მეტი...

ერთი მოკლული და ერთი დაშავებული – ვინ არის პირი, რომელმაც ბათუმში ძმებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ძმებს მეზობელმა ესროლა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მძიმე მდგომრეობაში მყოფი მეორე პირი კი კლინიკაშია გადაყვანილი. კონფლიქტის მიზეზად ფული სახელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია, თუმცა, ის ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

მეტი...

საქართველოში გლოვის დღეა

საქართველოში გლოვის დღეა. სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. 11 ოქტომბერი გლოვის დღედ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულტა ხსოვნის პატივსაცემად, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გამოცხადდა. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.

მეტი...

ბათუმის იაშვილის სახელობის კლინიკაში ჭერი ჩამოინგრა – პალატაში რამდენიმე მცირეწლოვანი იმყოფებოდა

იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა კლინიკაში გვიან ღამით ჭერი ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, ჭერზე მიმაგრებული თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციის ჩამონგრევისას პალატაში რამდენიმე მცირეწლოვანი დედებთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

მეტი...