ბათუმში სამაშველო ოპერაციები მთელი ღამე გაგრძელდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში სამაშველო სამუშაოები არ შეწყდება და მთელი ღამე გაგრძელდება. „მაშველებმა შეძლეს ორი ადამიანის ამოყვანა, რომლებიც გადაყვანილი არიან შესაბამის სტაციონარულ დაწესებულებაში.  ველოდებით ინფორმაციას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება სამაშველო ოპერაცია. ბოლო ადამიანამდე, ვინც ამ ნანგრევებშია მოყოლილი, ეს სამაშველო ოპერაცია გაგრძელდება”, – განაცხადა რიჟვაძემ. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც ჩამონგრეულ კორპუსში ცხოვრობდნენ, ისინი, ამ ეტაპისთვის უსაფრთხო ადგილას დააბინავეს. შეგახსენებთ, რომ ბათუმში, სამაშველო ოპერაცია 10 საათზე მეტია მიმდინარეობს.

მეტი...

ვახტანგ გომელაური – ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი, ინფორმაცია ზუსტდება

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ბათუმში ნანგრევებში სავარაუდოდ ერთი გარდაცვლილი იპოვეს, ინფორმაცია ზუსტდება. „ორი ადამიანი ცოცხალი იქნა ამოყვანილი, მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ კონტაქტურები იყვნენ ორივე. ისინი არიან საავადმყოფოში. ერთი ადამიანის ცხედარია კიდევ ნანახი, დამიზუსტებენ ახლა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ვახტანგ გომელაურმა.

მეტი...

ნინო ნიჟარაძე – ამ ეტაპზე, კლინიკაში იმყოფება ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი, ბავშვის მდგომარეობა კი მსუბუქი იყო და გაწერილია ბინაზე

ამ ეტაპზე, კლინიკაში იმყოფება მხოლოდ ერთი პაციენტი, ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი, ბავშვის მდგომარეობა კი მსუბუქი იყო და გაწერილია ბინაზე, – ამის შესახებ მედიასთან საუბრისას აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. მინისტრმა დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა: „ამ პერიოდისთვის, ნანგრევებიდან ამოყვანილია მხოლოდ ერთი ქალბატონი, რომელიც გადაყვანილია კლინიკაში პოლიტრავმითა და მძიმე მდგომარეობით. რაც შეეხება ბავშვს, მისი მდგომარეობა იყო მსუბუქი, გაეწია დახმარება და ის უკვე გაწერილია ბინაზე. ასე რომ, ამ ეტაპზე, კლინიკაში იმყოფება მხოლოდ ერთი პაციენტი. როგორც იცით, მიმდინარეობს დაზარალებულთა ამოყვანა და სამძებრო სამუშაოები და შესაბამისად, ყველა კლინიკა არის მობილიზებული, მიიღონ პაციენტები, გაუწიონ შესაბამისი…

მეტი...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონტენეგროს პრეზიდენტს, მილო ჯუკანოვიჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონტენეგროს პრეზიდენტს, მილო ჯუკანოვიჩს შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას აღინიშნა, რომ მონტენეგროს პრეზიდენტის ისტორიული, პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, ორმხრივ ურთიერთობებში წინგადადგმული ნაბიჯია. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, საერთო ევროპული ღირებულებების საფუძველზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აქტიური პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე. ასევე, ხაზი გაესვა თავდაცვის სფეროში არსებულ პარტნიორობას. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სტიმულირების მნიშვნელობას, ასევე თანამშრომლობის გაძლიერებას ტურიზმის სფეროში, რომელიც განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში, ეკონომიკის ზრდისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირში ინტეგრაციას, როგორც საქართველოსა და მონტენეგროს საერთო მიზანს. პრემიერ-მინისტრი მიესალმა მონტენეგროს მზადყოფნას, ევროინტეგრაციის პროცესში…

მეტი...

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს. ის ნანგრევების ქვეშ დაახლოებით ცხრა საათი იმყოფებოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ამ წუთებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ტარდება.

მეტი...

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს. როგორც მედია იუწყება, მოქალაქე ცოცხალია და მას სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ამ წუთებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ტარდება.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი – დაახლოებით სამასი მაშველი მუშაობს ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დროულად მოხდეს სიტუაციის დარეგულირება

ჩვენი სამსახურები, მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რათა დროულად გაწმინდონ ტერიტორია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღეს ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული ამბავი მოხდა. „მინდა გითხრათ, რომ ძალიან სამწუხარო, ტრაგიკული ამბავი მოხდა. ჩვენი სამსახურები, მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რათა დროულად გაწმინდონ ტერიტორია. არსებული ინფორმაციით, იქ დაახლოებით 10-დან 15 ადამიანამდე არის მოყოლილი და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დროულად მოხდეს სიტუაციის დარეგულირება. ასევე მინდა ვთქვა, რომ დაახლოებით სამასი მაშველი მუშაობს ადგილზე. ყველა საშუალება აქვთ მათ და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. წინასწარ არ მინდა ამის თაობაზე ვილაპარაკო. ბუნებრივია, გამოძიება მუშაობს, არსებობს…

მეტი...

ლიზა იასკო – შიმშილობის მეორე კვირა მიმდინარეობს, მიხეილ სააკაშვილმა 12 კილოგრამზე მეტი დაიკლო, საბრძოლო განწყობაზეა, თუმცა მისი ჯანმრთელობა ძალიან დაზარალდა

უკრაინელი დეპუტატი ლიზა იასკო სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით მის ჯანმრთელობაზე საუბრობს, რომ შიმშილობიდან 2 კვირის განავლობაში 12 კილოგრამი დაიკლო, თუმცა საბრძოლო განწყობაზეა. ის ასევე საუბრობს, რომ საქართველოში მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითრებულ მოვლენებს საერთაშორისო ორგანიზაციები და მთელი მსოფლიო აკვირდება და ისინი ავრეცელებენ განცხადებებს, რომელიც ცუდად იმოქმედებს საქართველოს მომავალაზე. “მინდა გითხრათ, რომ ეს თქვენ, ქართველებმა უნდა გადაწყვიტოთ, თუ რა უნდა გააკეთოთ. ჩემი პასუხია, უნდ იბრძოლოთ იმისთვის, რისიც გჯერათ“,- განაცხადა ლიზა იასკომ, რომელიც სააკაშვილის სანახავად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.

მეტი...

ნგრევის სავარაუდო მიზეზად საყრდენი კედლის დაზიანება სახელდება

ქვეყნის შსს მინისტრი ბათუმში იმყოფება და ადგილზე ეცნობა განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით სავარაუდოდ 10-დან 15 ადამიანამდეა მოყოლილი ნანგრევებში და ისინი კონტაქტურები არიან. ის მიმდინარე სამუშაო პროცესებზე საუბრობს და ამბობს, რომ ძალიან ფრთხილად უნდა განხორციელდეს სამუშაოები. „რამდენიმე სადარბაზოიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა, ჩვენ გამოძიება დავიწყეთ. დავადგენთ, რამ გამოიწვია ნგრევა. დაახლოებით ხუთი სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი ნანგრევებში. კონტაქტზე გამოდის ორი ადამიანი, ისინი ცოცხლები არიან და ტელეფონით გვესაუბრებიან, თუმცა ვერ გვიხსნიან სად, რომელ სართულზე არიან, თუმცა ვესაუბრებით ტელეფონით. ასეულობით მაშველია ჩართული. საშუალება არ არის, რომ ბევრი ადამიანი ავიდეს, 100…

მეტი...

“ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი შიგნით ნანგრევებში” – ვახტანგ გომელაური

აქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის სამაშველო ღონისძიებებს პირადად გაეცნო. ვახტანგ გომელაურმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, სადაც განაცხადა, რომ პოლიცია, მაშველები და მუნიციპალური სამსახურები ყველაფერს აკეთებენ, რათა ადამიანები უსაფრთხოდ იქნენ ნანგრევებიდან ამოყვანილი. „რამდენიმე სადარბაზოიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა, ჩვენ გამოძიება დავიწყეთ. დავადგენთ, რამ გამოიწვია ნგრევა. დაახლოებით ხუთი სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი შიგნით ნანგრევებში. კონტაქტზე გამოდის ორი ადამიანი, ისინი ცოცხლები არიან და ტელეფონით გვესაუბრებიან. სამაშველო ღონისძიებაში ასეულობით მაშველია ჩართული. საშუალება არ არის რომ ბევრი ადამიანი ავიდეს, 100 და 200 მაშველი…

მეტი...

თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ „სახალხო მოძრაობა“ 10 ოქტომბერს, თბილისში აქციის გამართვას გეგმავს

თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ „სახალხო მოძრაობა“ 10 ოქტომბერს, თბილისში აქციის გამართვას გეგმავს. მისი თქმით, აქცია იქნება ხელისუფლებისთვის გამაფრთხილებელი. „კვირას, 10 ოქტომბერს, 17:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე „სახალხო მოძრაობა“ ვაანონსებთ დიდ, მრავალათასიან აქციას. ვაანონსებთ გამაფრთხილებელ აქციას სავარაუდო კვლავ გაყალბებისთვის და ვადამდელი არჩევნებისთვის მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად. ეს ყველაფერი ერთად არის ქართული სახელმწიფოს ჩამოშლის საფუძველი “, – განაცხადა ჩარკვიანმა. როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, აქცია 14 ოქტომბერსაც გაიმართება. „ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა უნდა თქვას. ქალბატონებს მინდა მივმართო, ახლა უნდა ვივაჟკაცოთ. ძალიან საინტერესო სიტყვა არსებობს ქართულ ენაში – დედაკაცი. ორსქესიანობას კი არ ნიშნავს, ეს ძლიერ ქალბატონს…

მეტი...

“ჩამონგრევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – თორნიკე რიჟვაძე

“ჩემი ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,” – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განუცხადა. მისი თქმით, მაშველები აგრძელებენ მუშაობას, რათა ნანგრევებიდან გამოიყვანონ მოქალაქეები.

მეტი...

ზურა ჯაფარიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მისვლას არ ვაპირებ, რადგან ბევრი საქმე მაქვს

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანზებულ აქციაზე ზურაბ ჯაფარიძე წასვლას არ აპირებს. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი. „ეს არის ,,ნაციონალური მოძრაობის“ აქცია. არ ვაპირებ მისვლას, რადგან ბევრი საქმე მაქვს, მათ შორის შიდა პარტიული საკითხები მაქვს მოსაგვარებელი. რაც შეეხება მის პოლიტპატიმრობას, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. ვიდრე არ იქნება ნორმალური სასამართლო, მანამდე ყოველთვის იარსებებს ეჭვი, რომ ის არის პოლიტიკური დევნილი, მათ შორის ცხრა წლის განმავლობაში ნახევარი მსოფლიო აქვს მოვლილი და არც ერთი ქვეყანა არ ცნობს ჩინჩალაძის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ესეც არის ფაქტი“, – განახცადა ჯაფარიძემ.

მეტი...

მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან მდინარე მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. მდინარე მტკვარში ცხედარი მწყემსმა სოფელ უფლისციხესთან დაინახა და 112+ში დარეკა. ცხედარი სამაშველო სამსახურმა ამოიყვანა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ის ინფორმაციით, გარდაცვლილის ვინაობა ჯერ უცნობია.

მეტი...

ზვიად კუპრავა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დააკავეს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ზვიად კუპრავა დააკავეს. ის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას აპროტესტებდა. ზვიად კუპრავამ ციხის კედელზე წარწერას „თავისუფლება მიშას“ აკეთებდა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის მამა ყოფილ პრეზიდენტს მიმართავს და შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს

მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი, პატიმრობაში მყოფ შვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიკოლოზ სააკაშვილი მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს.  ,,სხვა საშუალება ჩემ შვილთან, მიშასთან კომუნიკაციისა მე ამ ეტაპზე არ გამაჩნია, იმედია, სოციალური ქსელით მაინც გავაგონებ. მიშა! მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა. საქმე ეხება შიმშილობას, რომელიც არაფერ კარგს არ მოუტანს შენს ჯანმრთელობას, მხოლოდ ავნებს. შენ დაუდექი ქვეყანას გვერდში და საჭიროა ხალხთან შენი ბოლომდე დგომა. შემდგომი ენერგიული, შენებური, დაუღალავი მოქმედება. შიმშილობამ გარკვეულ ეტაპზე თავისი საქმე პროტესტისა გააკეთა. ახლა კი საჭიროა ხალხთან ერთად შენი ენერგიის მობილიზება. იცოდე შიმშილობა უკვე მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური ბათუმში მიაეგზავრებიან

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და შსს-ის მინისტრი ვახტანგ გომელაური ბათუმში მიამგზავრებიან. პრემიერი თავის ფეიქსბუკ გვერდზე წერს: ” ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება და მერიის სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები დაშავებულების ნანგრევებიდან უმოკლეს დროში ამოყვანის მიზნით. ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, რომელიც მომხდარის მიზეზებს აუცილებლად დაადგენს. ბათუმში უკვე გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრი და პირადად მე დღესვე გავემგზავრები და ადგილზე გავეცნობი ვითარებას.”

მეტი...

„ბავშვებში შემთხვევები მაღალია, ეპიდსიტუაცია გაუარესებულია“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიური ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მდგომარეობა გაუარესებულია. „ბოლო 4 დღეა, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, 2000-ზე მეტია, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესებაზე. ინფიცირებულთა საერთო წილში 10-15% ბავშვებზე მოდის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა ბავშვებშიც“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.     პროფესორის შეფასებით, ამ ეტაპისთვის, ბავშვებში საწოლების პრობლემა არ არსებობს.   „ბოლო დღეების განმავლობაში ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა. ჯერჯერობით, ეს არ ასახულა უფრო მეტ მიმართვიანობაში, საწოლფონდის დატვირთვაში.…

მეტი...

„ძალიან მძიმე შემთხვევაა. მაშველებმა ბავშვი გადაარჩინეს, თუმცა ჯერ ნანგრევებში ადამიანები იმყოფებიან” – თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადასტურებს, რომ ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი. „ძალიან მძიმე შემთხვევაა. მაშველებმა ბავშვი გადაარჩინეს, თუმცა ჯერ ნანგრევებში ადამიანები იმყოფებიან. ამიტომ მაშველები აგრძელებენ მუშაობენ. ყველაფერი გაკეთდება, რომ გადარჩნენ იქ მყოფი ადამიანები. ვერსიებზე, რა თქმა უნდა, წინასწარ ვერ ვისაუბრებთ. სრული ინფორმაცია არ გვაქვს, მიმდინარეობს მუშაობა, როგორც სამაშველო ღონისძიებების გატარება, ასევე ხდება კონტაქტი იქ დარჩენილ და მცხოვრებ ადამიანებთან. გამოძიება დაადგენს ყველაფერს, ახლა მთავარია, ვუშველოთ ამ ადამიანებს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მეტი...

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვი ამოიყვანეს

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვი ამოიყვანეს, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძემ საუბრობს. მისი ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი. „მიმდინარეობს მუშაობა. ამ ეტაპზე უცნობია მსხვერპლის თაობაზე ინფორმაცია. ორი ბავშვია გადაყვანილი კლინიკაში. ახლა მიმდინარეობს დაზუსტებები“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მეტი...

სემეკი: ელექტროენერგიის ტარიფი არ იზრდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) აცხადებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი არ გაიზრდება. სემეკში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ელექტროენერგიის ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტულ პროცედურულ ნაწილს ელექტროენერგიის ბაზარზე განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად. არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დღეისათვის არ არსებობს ელექტროენერგიის ტარიფების არსებითი ცვლილების საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის მატება არ იგეგმება. სემეკი მოუწოდებსმედიასაშუალებებსა და დაინტერესებულ პირებს, არ გაავრცელონ არასწორი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია და თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან. 

მეტი...

ბათუმში კორპუსის ნგრევის ფატქზე შსს განცხადებას ავრცელებს

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა სამაშველო და საპოლიციო ძალების მობილიზება, ასევე, ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები. პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა,…

მეტი...

ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსიდან მაშველებს მოქალაქეები გამოჰყავთ

ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. მაშველებს მოქალაქეები ამწეკრანის დახმარებით გამოჰყავთ. ცოტა ხნის წინ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი და დედა ამოიყვანეს. სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ისინი კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

მეტი...

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს.

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მას დახმარებას ადგილზე მყოფი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფი გაუწევს. საცხოვრებელი კორპუსის მიშენება ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა. შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში მოყვნენ კორპუსში მცხოვრებლები, რომელთა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

მეტი...

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიან კორპუსის მიშენება ჩამოინგრა. შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში მოჰყვნენ კორპუსში მცხოვრებლები, რომელთა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

მეტი...

რომან გოცირიძე – მეორე ტურის შემდეგ რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობა დადგება

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე არჩევნების მეორე ტურის შემდეგ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე განხილული იყო ორი საკითხი. პოლიტსაბჭოზე საუაბრი იყო სააკაშვილის გათავისფლებაზე და ამისთვის საჭირო გეგმებზე, იქნება ეს აქციები თუ სხვა ნაბიჯები. „ერთი საკითხი რიგგარეშე არჩევნებს შეეხებოდა და იქ მესამე საკითხადაც შეიძლება მოვიაზროთ ოპოზიციასთან ურთიერთობები, კოორდინირებული ქმედება და მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის აქციების სახით. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების საკითხს, რიგგარეშე არჩევნები დგება მაშინ, როდესაც ხელისუფლებას არ შეუძლია ქვეყნის მართვა. რეალურად მეორე ტურის შემდეგ რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობა დადგება“,…

მეტი...

კარლ ჰარცელი – ევროკავშირი და საქართველო ერთად მუშაობენ ევროპული და გლობალური უსაფრთხოების გასაძლიერებლად

ევროკავშირი და საქართველო მუშაობენ ერთად ევროპული და გლობალური უსაფრთხოების გასაძლიერებლად, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროკავშირის, ელჩი კარლ ჰარცელი წერს. კარლ ჰარცელი აზიარებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ელჩის, დუგლას კარპენტერის განცხადებას, რომელშიც ის მადლობას უხდის საქართველოს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისიის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. „მადლობა ჩემი კოლეგისგან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც საქართველოს მრავალი წლის განმავლობაში უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა. ევროკავშირი და საქართველო მუშაობენ ერთად ევროპული და გლობალური უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, – წერს კარლ ჰარცელი

მეტი...

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, ძებნილი პირები დააკავეს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დაგეგმეს ნ.კ.-ის განზრახ მკვლელობა, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან ჩაუსაფრდნენ ნ.კ.-ს და განზრახვის აღსრულების მიზნით, ა.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნ.კ.-ის მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან,…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 2 661 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 2 661 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 274 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 840 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 119, „პისიარ“ ტესტით – 14 721. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,22%, ბოლო 14 დღის – 5,7%, ბოლო შვიდი დღის – 6,16%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 628 719 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 597 654 გამოჯანმრთელდა, 9 192 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 1 853 296 აცრა, დღიურად…

მეტი...

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 192-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 661 პირს დაუდასტურდა, 1 274 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 7 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 2 228 შემთხვევა გამოვლინდა, 1 711 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.

მეტი...

“უმაღლესი სამხედრო ორგანოს ვიზიტი ადასტურებს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ” – ჯუანშერ ბურჭულაძე

“საქართველოში ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ვიზიტი ადასტურებს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ,” – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადმირალ რობ ბაუერთან შეხვედრის შემდეგ. უმაღლესი სამხედრო ორგანოს საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს. მინისტრის განცხადებით, ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ნატო- სთან სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტები. ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა ავღანეთში ნატო-ს მიერ წარმოებულ მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზეც. ​„საქართველო, როგორც ალიანსის დასაყრდენი და საიმედო პარტნიორი და მომავალი წევრი, ორ ათწლეულზე მეტი მხარდამხარ იბრძოდა ნატო-ს სამხედროებთან ერთად, და წარმოადგენდა ერთ-ერთ უმსხვილეს…

მეტი...

გურიაში საფლავების გაქურდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 2 პირი, მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, ლანჩხუთისმუნიციპალიტეტში 5 საფლავი გაქურდეს. მათ შორის, დაკავებულები სოფელქვიანში მდებარე, შინდისის გმირის – რუსლან წულაძის საფლავზე განთავსებულ ალუმინის ნაკეთობას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

ამერიკის პრეზიდენტი ბიზნესს მიმართავს, ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სავალდებულოობას უჭერს მხარს. უფრო მეტის, პრეზიდენტი ბიზნესს მიმართავს და ურჩევს, თავიანთ სექტორში აცრები სავალდებულოდ აქციონ. „დაავალდებულეთ თანამშრომლები, გაიკეთონ აცრა. ვაქცინაციით ჩვენ ამ პანდემიას დავასრულებთ. შემთხვევაში ჩვენ გველის დაუსრულებელი ქაოსი საავადმყოფოებში, ზიანი, რომელიც ჩვენ ეკონომიკას მიადგება და შფოთვა სკოლებში“, – აცხადებს პრეზიდენტი. მისივე განმარტებით, მოქალაქეები, ვინც ჯერ კიდევ არ აცრილან, ქვეყნის ეკონომიკას საფრთხეს უქმნიან.

მეტი...