მიხეილ სააკაშვილი პატრიარქს სთხოვს, ციხის ადმინისტრაციამ სამკერდე ჯვარი დაუბრუნოს

მიხეილ სააკაშვილმა დეკანოზ გიორგი ბოტკოველს საქართველოს პატრიარქთან თხოვნა დააბარა. როგორც დეკანოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილი პრეზიდენტი სამკერდე ჯვრის დაბრუნებას ითხოვს. დეკანოზი დღეს სასჯელაღსრულების N12-ე დაწესებულებაში იმყოფებოდა. შეხვედრიდან გამოსულმა კი მედიასთან განაცხადა რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სთხოვა, მის უწმინდესობას გადასცეს, რომ სამკერდე ჯვარი არ აქვს და იქნებ, დაუბრუნონ. როგორც დეკანოზმა ჟურნალისტებთან აღნიშნა,  შიმშილობის  მიუხედავად მიხეილ სააკაშვილს სისუსტე ვერ შეამჩნია.  „არ ვყოფილვარ საკანში. შევხვდით ნეიტრალურ ზონაში და იქ არანაირი პირობები არ არის. მან მთხოვა, მის უწმინდესობას გადავცე, რომ სამკერდე ჯვარი არ აქვს და იქნება, ეს სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ მას, სხვა არაფერი”, – აღნიშნა დეკანოზმა მიქაელ…

მეტი...

„უნდა ვიყოთ შეტევაზე“ – მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მიმართვას ავრცელებს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს, სადაც არჩევნების მეორე ტურზე საუბრობს და  მხარდამჭერებს აქციისთვის მზადებისკენ მოუწოდებს. „ახლა ყველგან, სადაც მეორე ტურია, ეს არის ყველა დასახლებული პუნქტი, უნდა ვიყოთ შეტევაზე და გავაუნებელვყოთ ივანიშვილის ყველა ხრიკი და გეგმა. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას და ყველა ჩვენს პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატს. ჩვენ უნდა მოვიგოთ თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, თელავი, ხაშური, წალენჯიხა, სენაკი, ფოთი, წყალტუბო, მარტვილი და ყველა სხვა ადგილზე და არა მხოლოდ მერები, არამედ მეორე ტურში გასული მაჟორიტარებიც. უმნიშვნელოვანესია ხმების გადათვლა, ვინაიდან „ოცნება“ თითქმის, ყველგან კარგავს უმრავლესობას. ამიტომ, მიუხედავად…

მეტი...

„ვიწყებთ ჩვენი მოქალაქეების საქვეყნო მობილიზებას“ – „ნაციონალები“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციისთვის ემზადებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის,  ლევან ხაბეიშვილის განცხადებით,  პარტიის პოლიტსაბჭომ მასშტაბური საპროტესტო აქციის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს შეეხება. „ვიწყებთ ჩვენი მოქალაქეების საქვეყნო მობილიზებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით დავაორგანიზებთ ამას ორი მოთხოვნით, რაც უკავშირდება მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევდივართ მეორე ტურებში და ვიბრძვით გამარჯვებისთვის. მოვიგეთ ყველა დიდი ქალაქი და მნიშვნელოვანია, რომ ეს გამარჯვება გავიფორმოთ ბოლომდე“ – განუცხადა ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს. მისივე თქმით, აუცილებელია, მოქალაქეები სადამკვირვებლო მისიაში აქტური ჩართვა. „თითოეული უბანი იქნება დასაცავი 20 ოლქში, სადაც ოპოზიცია არის მეორე ტურში. აქციის თარიღი უახლოეს დღეები…

მეტი...

სასულიერო პირების ფარულ ჩანაწერებზე პატრიარქი სინოდის წევრებს შეხვდა

საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს შეხვდა. ერთ-ერთი განსახილველი საკითხი გავრცელებული ფარული ჩანაწერები იყო, სადაც სასულიერო პირებიც ფიგურირებენ. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საუბარი საარჩევნო საკითხებში ეკლესიის ჩართვასაც შეეხო. „შეხვედრაზე ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ ბოლო დროს გავრცელებული ე.წ. „კრებსების“ საკითხი საარჩევნო პროცესებში ეკლესიის ჩართვას, ეკლესიის დისკრედიტაციასა და შიდა დაპირისპირების გაღვივებას ემსახურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. „კრებსები“ შეიცავს ზოგიერთ საჯაროდ გაცხადებულ ფაქტს, მათში მაინც მრავალი მცდარი ინფორმაცია წერია. გარდა ამისა, გამოიკვეთა ნაწილობრივი თანხვედრა ზოგიერთი თეოლოგისა და სასულიერო პირისაგან შემდგარი ჯგუფის საჯარო განცხადებებთან,…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას შვილები, დედა და სანდრა რულოვსი ითხოვს

პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ოჯახი ითხოვს, კერძოდ, მისი შვილები, დედა და ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებთან ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა გააჟღერა.    როგორც გიორგი გელხაური აცხადებს, ოფიციალური განცხადება დაწერილია, თუმცა, არ დაკმაყოფილებულა.  „ამ დრომდე არ გვაქვს პასუხი დართავენ თუ არა გიული ალასანიას სააკაშვილის მონახულების უფლებას. მაქსიმალურად ცდილობენ იზოლაცია მოახდინონ და მიხეილ სააკაშვილს ინფორმაციული ვაკუუმი შეუქმნან“ – განაცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებთან.

მეტი...

22 ნიკა კვარაცხელიას მკვლელობისთვის ძებნილები თბილისში დააკავეს

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროშ აცხადებენ, ბრალდება 13-და 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, ძებნილი პირები დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ დაგეგმეს ნ.კ.-ის მკვლელობა, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები…

მეტი...

კათოლიკოს-პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს

საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის რუსთავის საპატიმრო დაწესებულებაში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ.   „დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ბატონ მიხეილ სააკაშვილს  გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი დეკანოზმა მოინახულა.

მეტი...

გიორგი გახარია „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ სამმხრივ მოლაპარაკებას სთავაზობს

პარტია „საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი გიორგი გახარია  „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს სთავაზობს და აცხადებს, რომ მათთან ფარულ გარიგებებში არ შევა. „დღეს პარტია „საქართველოსთვის“ არის წარმოდგენილი, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტში, ასევე საქართველოს მსხვილ ქალაქებში და ბევრგან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გადამწყვეტი ხმა გვქონდეს, როგორც საკრებულოს დაკომპლექტებაში, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში. ამ მიზნით, მინდა გითხრათ, რომ „ოცნება“, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობს და ცდილობს, ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში მიაღწიონ შეთანხმებას, რომ მათთვის მისაღები კანდიდატურებით დაკომპლექტდეს საკრებულო, რაც რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი“ – აცხადებს გიორგი გახარია. მისივე თქმით, მსგავსი ქმედებები მიზნად ისახავს, ჩამოყალიბდეს…

მეტი...

გიორგი გახარიას განცხადებით, მას გარიგებას სთავაზობენ

პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ და “ნაციონალური მოძრაობა” მის  ფარულ მოლაპარაკებას სთავაზობენ. სანაცვლოდ კი საუბარია გარკვეული პოზიციების დაკავებას. „პარტია “საქართველოსთვის” წარმოდგენილია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ბევრ მუნიციპალიტეტში და ბევრგან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გადამწყვეტი ხმა გვქონდეს როგორც საკრებულოს დაკომპლექტებაში, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში. ამ მიზნით, “ოცნება”, ისევე როგორც “ნაციონალური მოძრაობა” გვთავაზობს და ცდილობს, ფარული მოლაპარაკების ფარგლებში მიაღწიოს ჩვენთან შეთანხმებას იმისთვის, რომ საკრებულოები მათთვის მისაღები კანდიდატურებით დაკომპლექტდეს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“ – განაცხადა გიორგი გახარიას. რაც შეეხება გარიგების საგანს, როგორც გახარია განმარტავს, ეს ეხება გარკვეულ თანამდებობებს. „ოცნება” ცდილობს, საკრებულოს…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის სანახავად საპატიმროში დეკანოზი მივიდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სანახავად, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში,საქართველოს პატრიარქის  მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მივიდა. დეკანოზმა საპატიმრო დაწესებულებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა, აღნიშნა, რომ გამოსვლისას ისაუბრებს. როგორც მიქაელ ბოტკოველმა განმარტა, ის მიხეილ სააკაშვილის სანახავად კათალიკოს-პატრიარქის კურთხევით  იმყოფება.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის აცრის მესამე დოზის გაკეთება იწყება

იმუნიზაციის ეროვნულმა საბჭომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზების გაკეთების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განმარტა, ვაქცინაციის მესამე დოზა მეორედ აცრიდან 6 თვის შემდეგ მოხდება. „ბუსტერ“ დოზებთან დაკავშირებით საბჭომ მხარი დაუჭირა მის  გამოყენებას მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, 50 წლის ზემოთ პირებში. ასევე ნებისმიერი ასაკის პირებში, ვისაც აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება და ასევე, მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც გახლავთ სამედიცინო პერსონალი, ასევე დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშრომლები,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ მედიასთან.

მეტი...

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო ვერ იქნება“ – მინისტრის მოადგილე

იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მედიასთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო ვერ იქნება, თუმცა, გარკვეული მოთხოვნები დაწესდება. „რას შეიძლება, ნიშნავდეს გარკვეული მოთხოვნების დაყენება აცრის ვალდებულებასთან მიმართებაში. აცრა არის სამედიცინო ინტერვენცია, სავალდებულო სამედიცინო ინტერვენცია ვერანაირი პირობით ვერ იქნება, თუმცა მოთხოვნები შეიძლება დაწესდეს ბიზნესგარემოში გარკვეული ეპიდუსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. შესაძლოა, ბიზნესგარემოში მოვითხოვოთ ვაქცინირებული პირის ყოფნა, ან პირის ყოფნა, რომელსაც გარკვეული პერიოდულობით ჩატარებული აქვს „პისიარ“ ტესტი და ნამდვილად ვიცით, რომ ის არ არის ინფიცირებული, ასევე გადატანილი მდგომარეობა. ეს სამი პირობაა და ამ პირობიდან არჩევანის გაკეთება არის მნიშვნელოვანი“…

მეტი...

კორონავირუსის აცრა 12 წლის განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებსაც შეეხება

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა 12 წლიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებიც აიცრებიან, თუმცა, საუბარია ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებზე. როგორც საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, ამ ეტაპზე, ვაქცინაციის ასაკი შეზღუდული იქნება. „12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში აცრის რეკომენდაციას ამ ეტაპზე გავცემთ მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ფართო ვაქცინაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჩვენ, პირველ ეტაპზე, შევჩერდით 12-დან 15 წლამდე მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებზე“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

მეტი...

ვირუსის გავრცელების გამო, კიდევ 14 ბაღი დაიხურა

4 ოქტომბერს, სააღმზრდელო პროცესის დაწესებულებებში დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის შემთხვევა არაერთი საბავშვო ბაღში დაფიქსირდა. შესაბამისად, სააღმზრდელო დაწესებულებები დროებით დახურეს. დედაქალაქში, „კოვიდ-19“-ის დადასტურების გამო, 14 ბაღი დაიხურა. ესენია:  მე-100, 72-ე,145-ე, 45-ე, 75-ე, 86-ე, 186-ე, მე-15, 173-ე, 38-ე, მე-10, 74-ე, 53-ე,135-ე საბავშვო ბაღები.

მეტი...

„მიხეილ სააკაშვილისთვის სასათბურე პირობები არ იქნება“ – მმართველი გუნდი

მმართველი გუნდის წარმომადგენლის, პარლამენტის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში სხვა პატიმრებთან თანაბარ პირობებში იქნება და მისთვის განსაკუთრებული პირობები ვერ შეიქმნება. „რაც შეეხება შიმშილობას, ეს  მისი უფლებაა. უნდა იშიმშილოს, უნდა პროტესტის სხვა ფორმები გამოიყენოს. ის განსხვავებას ნახავდა, რა ციხე დატოვა 2012 წელს და როგორ საპყრობილეში ზის ახლა. რაც შეეხება ტელევიზორს, ინტერნეტს და ა.შ. ტელევიზორი პროტოკოლით არ არის გათვალისწინებული, თუ უნდათ ნათესაობამ მიუტანოს, რაც ეხება ტელეფონს შეზღუდულია და იმ გრაფიკით მიეწოდება, როგორც დანარჩენ პატიმრებს, მისთვის განსაკუთრებული და სასათბურე პირობები ვერ იქნება“ – აღნიშნა ზარქუამ ჟურნალისტებთან.

მეტი...

ვარკეთილში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირი აფეთქდა

აფეთქების შედეგად, ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ერთი ადამიანი დაშავდა.  როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპისთვის, აფეთქების მიზეზი უცნობია. შემთხვევა ზემო პლატოზე, მე-2 მიკრორაიონში მოხდა. ბინაში ხანძარი გაჩნდა, რომლის ლოკალიზებაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დაშავებულია ასაკოვანი ქალი, რომელიც ბინაში მარტო ცხოვრობდა. ის საცხოვრებელი ბინა, სადაც ხანძარი გაჩნდა, მთლიანად დაიწვა.

მეტი...

ვირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა 959-ია

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 228 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 638 შემთხვევა, აჭარა – 128, იმერეთი – 469, ქვემო ქართლი – 125, შიდა ქართლი – 100, გურია – 82, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 241, კახეთი – 324, მცხეთა-მთიანეთი – 40, სამცხე-ჯავახეთი – 52, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 29. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 20 490 საიდანაც: 4 150 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 435, აჭარაში – 355, იმერეთში – 942. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 959 პირი, მათ შორის, თბილისში – 330, აჭარაში – 90, იმერეთში – 300. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 256 პირი,  მათგან თბილისში – 137, აჭარაში – 26, იმერეთში – 29. 633 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 306 – თბილისში, 185 – აჭარაში. 15 707 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.…

მეტი...

ვირუსით 28 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 711 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 596 380. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 162 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 228 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 638 შემთხვევა, აჭარა – 128, იმერეთი – 469, ქვემო ქართლი – 125, შიდა ქართლი – 100, გურია – 82, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 241, კახეთი – 324, მცხეთა-მთიანეთი – 40, სამცხე-ჯავახეთი – 52, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 29.

მეტი...

ვირუსით 2 228 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 828 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 619 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 209 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 228 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  626 058-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.63% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.61%.

მეტი...

საგარეო მინისტრის განცხადებით, ფარული მოსმენების გამოძიების პროცესში შესაძლოა, უცხოელები ჩაერთვნენ

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არ გამორიცხავს, გავრცელებული ფარული მიყურადების ფაილების გამოძიების საქმეში, სადაც საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატებიც ფიგურირებენ, უცხოელი ექსპერტები ჩაერთვნენ. “როგორი წუხილი და შეშფოთებაც ჰქონდათ დიპლომატებს მეც ისეთივე მქონდა. არ იყო ისე, როგორც ოპონენტები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს დაძაბული და მენტორული ტონით გვესაუბრნენ დიპლომატები. ისინი არიან ხელშეუხებლები და მათ უნდა ჰქონდეთ და აქვთ თავისუფალი მოქმედების არეალი ეს მათი უფლებაა, როგორც ვენის კონვენციის ქვეყანა ჩვენ პატივს ვცემთ ამას, მაგრამ მე მქონდა ასევე საუბარი, რომ ჩვენი წუხილიც არის ეს ჩვენც გვაინტერესებს ეს ყველაფერი“ – აცხადებს მინისტრი.  მისივე შეფასებით, რაც ფაილებში ეწერა, აბსოლუტური ბოდვაა. „როცა მე…

მეტი...

მამამ შვილი მოკლა, მამა დაკავებულია

შსს-ს თანამშრომლებმა შვილის მკვლელობის ბრალდებით 1940 წელს დაბადებული მამა დააკავეს. მას 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შემტავევა თიანეთში მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პოლიციამ თიანეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა- მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1940 წელს დაბადებული დ.ფ. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა შვილს – 1962 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. პოლიციამ…

მეტი...