„ეს პროცესი და საქმე სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება“ – კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილზე

ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს საქმე საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება. „იმედი მაქვს, არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური ლიდერები დაიწყებენ ისეთ საკითხებზე მუშაობას, რაც ქართველ მოსახლეობას აწუხებს. საქართველოს სჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და არა პოლარიზაცია. რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს, ეს საქმე საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი  იქნება, თუ რამდენად მიუკერძოებლად და სამართლიანად წარიმართება. პროცესს ყურადღებით დავაკვირდებით, იმედი გვაქვს, ეს ქართული კანონმდებლობის და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისი იქნება”,- განაცხადა დეგნანმა ჟურნალისტებთან.

მეტი...

ის ადამიანიც დააკავეს, ვინც მიხეილ სააკაშვილს ბინა დაუთმო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში იმ ბინის მეპატრონე დააკავეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი  ცხოვრობდა. აღნიშნულის შესახებ განცხადება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ გააკეთა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის სისხლის სამართლის საქმეებზე სამი ინსტანციის განაჩენით დამნაშავედ ცნობილი და ძებნილი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. სამართალდამცავმა უწყებებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაგეგმეს უკრაინის მოქალაქე, ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების სპეცოპერაცია. საზოგადოებაში დაპირისპირებისა და მოვლენების შესაძლო ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით ღონისძიება გასაიდუმლოებულ რეჟიმში…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინულ მხარეს მადლობას უხდის

„ჩემს უკრაინელ კოლეგას მადლობას ვუხდი, ვინაიდან, ჩვენ ბოლო პერიოდში ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა და გვაქვს“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს, ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მეგის ქარდავას ექსტრადაციის საქმე და ახლა უკვე სააკაშვილის საქმე მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინულ მხარესთან ნაყოფიერი თანამშრომლობა არსებობს.  „მე უკრაინულ მხარეს მადლობას ვუხდი საჯაროდაც. ჩემს უკრაინელ კოლეგას მადლობას ვუხდი, ვინაიდან, ჩვენ ბოლო პერიოდში ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა და გვაქვს, თუნდაც მეგის ქარდავაც ექსტრადაციის საქმე, ახლა უკვე სააკაშვილის საქმე. მემგონი, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა. დანარჩენი, ეს ფორმალური ხასიათის…

მეტი...

„სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გააღეს გასაღებით“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გააღეს გასაღებით, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს, ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შედეგი დამდგარიყო მშვიდობიანი. „შევარჩიეთ ის მომენტი, როცა სააკაშვილი იყო მარტო ამ ბინაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის, რა ვთქვით, გავაკეთეთ. მე მოსახლეობას ვეტყვი, რომ ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გააღეს გასაღებით, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ვინ არის ჩამოშლილი და ვინ არის სრულად გაკოტრებული, მემგონი, ეს ფაქტიც ამაზე მიუთითებს. სიტუაცია ყო სრული…

მეტი...

პარლამენტის თავმჯდომარესთან დაკავშირებით საჩივარი საიამაც დაწერა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კახა კუჭავას წინააღმდეგ საჩივარი შეადგინა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადააგზავნა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა გააკეთა. „პარლამენტის თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავა როგორც მედიით გავრცელებული ფოტო-ვიდეომასალით დასტურდება, კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილია „ქართული ოცნების“ სიმბოლიკა. ეს არის დარღვევა, ვინაიდან საარჩევნო უბნის შიგნით აკრძალულია ყოველგვარი კამპანია. საია-მ დაწერა უკვე საჩივარი და გადააგზავნა ელექტრონული რეესტრის საშუალებით შესაბამის საოლქო კომისიაში“, – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა პრესკონფერენციაზე.

მეტი...

ცესკოს განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ აგიტაციის წესი დაარღვია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას მიერ საარჩევნო წესების დარღვევა დააფიქსირდა. კერძოდ, საუბარია აგიტაციის წესის დარღვევაზე. როგორც ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა განმარტა, კახა კუჭავა უნაბზე სიმბოლიკიანი პირბადით გამოჩნდა. „როგორც მოგეხსენებათ, ის მიბრძანდა საარჩევნო სიმბოლიკის პირბადით საარჩევნო უბანზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ცალსახად, აქ დარღვეულია უბანზე აგიტაციის წესი“, – განაცხადა იოსელიანმა ბრიფინგზე.

მეტი...

„დღეს უაღრესად პრინციპული არჩევნებია, ეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის” – გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია საარჩევნო უბანზე დღეს მეუღლესთან, მარიკა ფანცულაიასთან ერთად მივიდა. როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელი არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის გაკეთებული არჩევანია. „ჩვენ, ყველანი ერთად, საქართველოს მოქალაქეები არჩევანს ვაკეთებთ წარსულსა და მომავალს შორის, განახლებასა და წარსულს შორის. ეს ორი ძალა გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ასაზრდოებს, უკვე წლებია წარსულში გვექაჩება. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს, თითოეული საქართველოს მოქალაქე გონიერ და გულით არჩევანს გააკეთებს მომავლისთვის. მე მინდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს დღეს მოვუწოდო, რომ აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე იმიტომ, რომ არავინ არ მოგატყუოთ, ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები.…

მეტი...

ვირუსით 29 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 795 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 587 499. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 005 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1  826 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 596 შემთხვევა, აჭარა – 85, იმერეთი – 362, ქვემო ქართლი – 96, შიდა ქართლი – 82, გურია – 38, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 163, კახეთი – 289, მცხეთა-მთიანეთი – 50, სამცხე-ჯავახეთი – 32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.

მეტი...

“გვსურს, საქართველომ არ შეწყვიტოს ბრძოლა დემოკრატიისთვის” – ევროპარლამენტარი

გვსურს, საქართველომ არ შეწყვიტოს ბრძოლა დემოკრატიისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიძინებთ დემოკრატიის დროს და გაიღვიძებთ დიქტატურის პირობებში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტომას ზდეჩოვსკიმ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრამდე განაცხადა. როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი განაგრძოს. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი განაგრძოს. ეს არის ის, თუ რატომაც ვართ ჩვენ აქ, რატომაც გვინდა თქვენს პოლიტიკოსებთან საუბარი და თქვენს არჩევნებზე დაკვირვება. გუშინ შევხვდით პრემიერ-მინისტრს და ჩვენი გზავნილი იყო ნამდვილად მტკიცე და ნათელი, რომ ჩვენ გვსურს საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელება და მასთან საუკეთესო ურთიერთობები და ის, რომ მან არ შეწყვიტოს ბრძოლა დემოკრატიისთვის,…

მეტი...

კორონავირუსით 1 826 ადამიანი დაინფიცირდა

topcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 51 248 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 826  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 795  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  3.56% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  616 589-ს.

მეტი...

ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა

ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაკეტილია – არსებული ინფორმაციით ხიდი ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსვლელთათვის ჩაიკეტა. მიზეზი უცნობია. ამ დრომდე ზუგდიდში გადმოსვლას მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლები ახერხებენ.

მეტი...

“მე მივეცი ხმა იმ ადამიანს, ვინც საქმით დაამტკიცა, რომ იმსახურებს თბილისელების ნდობას” – მამუკა მდინარაძე

საბურთალოს ოლქში, ერთ-ერთ უბანზე ცოტა ხნის წინ ხმა მისცა მამუკა მდინარაძემ. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ საკუთარ არჩევანზე ისაუბრა:  “ხმა მივეცი ქვეყნის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას. რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატებს, ვფიქრობ, თბილისელების დიდი უმრავლესობა ამას გააკეთებს, რაც მე გავაკეთე – მე მივეცი ხმა იმ ადამიანს, ვინც საქმით დაამტკიცა, რომ იმსახურებს თბილისელების ნდობას. ერთადერთი პარტიაა “ქართული ოცნება”, რომელმაც კონკრეტული პროგრამა წარუდგინა ამომრჩეველს და ამ პროგრამის განხორციელებაში უნდა შეუწყოს ხელი პროპორციული სიით გასულმა ყველა დეპუტატმა მერს, კონკრეტულ მუნიციპალიტეტში და ამან უნდა უზრუნველყოს ის, რომ ერთად შევძლოთ ამ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მეტი...

გარდაბანში მარკირება სადეზინფექციო სითხით  ჩაატარეს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გახსნილ მედიაცენტრში პირველი განცხადებაც გაკეთდა. როგორ არასამთავრობო ორგანიზაციის – “მრავალეროვანი საქართველო” წარმომადგენელმა, რომელიც საარჩევნო პროცესებს აკვირდება, განაცხადა, გარდაბანში, მარკირებისთვის სადეზინფექციო სითხეს იყენებდნენ. „ჩვენი ორგანიზაციის მირ დაიწერა ორი საჩივარი, რომელიც ეხებოდა წილისყრის არჩატარებას. ამ ეტაპისთვის, ეს იყო ყველაზე დიდი დარღვევა, რომელზეც გადავწყვიტეთ დაგვეწერა საჩივარი. ერთ-ერთ უბანზე იყო ჭერის ჩამონგრევის საშიშროება. ამიტომ, ეს უბანი სხვაგან გადაიტანეს. გარდაბნის 65-ე უბანზე კი ამომრჩეველს მარკირების სითხის ნაცვლად სადეზინფექციო სითხე დაასხეს. ე.წ. მარკირება სადეზინფექციო სითხით ჩაატარეს. ჩვენმა დამკვირვებელმა შეამოწმა მარკირების სითხე და ის მარკირების სითხის ნაცვლად სადეზინფექციო სითხე აღმოჩნდა“ – განაცხადა არასამთავრობო…

მეტი...

„ბუნებრივია, მოსალოდნელია პროვოკაციები“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პრემიერი ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს. „თითოეული ამომრჩევლის ხმა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში აირჩნენ ყველაზე ღირსეული კანდიდატები მერებად და საკრებულოს წევრებად. შესაბამისად, ამომრჩეველს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისკენ. დღეს დილის 8 საათზე საარჩევნო უბნები კანონმდებლობის შესაბამისად გაიხსნა და საარჩევნო პროცედურები რაიმე არსებითი ხარვეზის გარეშე წარიმართა, რისთვისაც საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წევრს მადლობას ვუხდით. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს მშვიდ გარემოში მიეცეს ხმის მიცემის შესაძლებლობა. ბუნებრივია, მოსალოდნელია პროვოკაციები. მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს, მათ შორის, განსაკუთრებით, ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს, ნებისმიერ პროვოკაციას მაქსიმალური…

მეტი...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაში ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები – ევროპის სახალხო პარტიისა და სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრი დეპუტატები – ტომას ზდეჩოვსკი, ვიქტორ ნეგრესკუ და კორინა კრეტუ იმყოფებიან. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და წინასაარჩევნო კამპანიაზე. მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები, ისევე, როგორც “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ჩატარებული ყველა სხვა არჩევნები იქნება თავისუფალი, დემოკრატიული, გამჭვირვალე და კონკურენტული. “შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხელისუფლების მოწვევით, არჩევნებს მრავალი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლები აკვირდებიან. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა არჩევნების კოვიდ-უსაფრთხო გარემოში ჩატარების კუთხით გატარებულ…

მეტი...

„ვიცოდი, რომ დამაკავებდნენ“ – მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ყოფილი პრეზიდენტი წერილს ავრცელებს. როგორც  მიხეილ სააკაშვილი წერს, იცოდა, რომ დააკავებდნენ მოგონილი, ყალბი განაჩენებით. „ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო და ჩემო სათაყვანებელო ქართველო საზოგადოება, როცა ყველაფერი მივატოვე კიევში და ჩამოვედი, ვიცოდი რომ, დიდი ალბათობით, დამაკავებდნენ. დამაკავებდნენ სრულიად მოგონილი ყალბი განაჩენებით, რომლებიც თავის დროზე, მათ შორის, პუტინის დაკვეთით გამომიტანეს. მსოფლიოს არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა ამ განაჩენს არ აღიარებს, მაგრამ მე მაინც ჩამოვედი, ვინაიდან მჯერა, ჩემი ქვეყნის და თითოეული თქვენგანის. ძალიან მინდა გთხოვოთ, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, რათა არ დაიკარგოს არცერთი ხმა და ამის შემდეგ ყველამ ერთად დავიცვათ რეფერენდუმის შედეგები. ჩემი…

მეტი...

“ოპერაციის წარმატების ერთ-ერთი საფუძველი იყო სწორედ ის, რომ სათანადოდ იყო დაცული კონფიდენციალობა” – ირაკლი კობახიძე სააკაშვილის დაკავებაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველა წარიმართება სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად. როგორც საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ყოფილი პრეზიდენტის დაკავების სპეცოპერაციამ წარმატებულად ჩაიარა და ის, რომ მისი ქვეყანაში ყოფნის შესახებ არავინ იცოდა, სპეცოპერაციის წესების შესაბამისად მოხდა.  “სპეცოპერაციას აქვს თავისი წესები, მათ შორის, იმისთვის, რომ მიაღწიოს თავის მიზანს, კონფიდენციალობა უნდა იყოს დაცული მაღალი ხარისხით, ეს არის მარტივი წესები, რაც აქვს ნებისმიერ სპეცოპერაციას, ეს წესები იყო დაცული და ოპერაციის წარმატების ერთ-ერთი საფუძველი იყო სწორედ ის, რომ სათანადოდ იყო დაცული კონფიდენციალობა,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  მისივე თქმით, მძიმეა, როდესაც ადამიანი ციხეში ხვდება,…

მეტი...

არჩევნებს ODIHR-იც აკვირდება

​ODIHR-ის  სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში იმყოფება. ალბერტ იონსონი საარჩევნო პროცესში პირადად ერთვება.   სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს #16 საარჩევნო უბანზე დააკვირდება. იონსონი უბანზე დაახლოებით 11:00 საათისთვის მივა.

მეტი...

“სააკაშვილი ჯერ დევნილი იყო და ახლა პოლიტპატიმარია” – გიგა ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება შეაფასა. ბოკერიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ჯერ დევნილი იყო, ახლა კი პოლიტმარია.  “ყველაზე უფრო აღმაშფოთებელი, შემაშფოთებელი, არ ვიცი რა სიტყვა ვიხმარო, იყო ის, რომ სააკაშვილის დაკავების შემდეგ ღარიბაშვილი გამოვიდა და ივანიშვილს მიულოცა ბიძინაობა და სააკაშვილის დაკავება.  არ მეგულება ნორმალური ადამიანი, იმის მიუხედავად, როგორ უყურებს ამა თუ იმ პოლიტიკოსს, სააკაშვილს, ხაზარაძეს, ჯაფარიძეს თუ მე, თუნდაც დაჭერის მომხრე იყო, მე არ ვარ დაჭერების მომხრე, თუმცა სააკაშვილის გუნდის წევრიც არ ვარ დიდი ხანია… პოლიტიკური პატიმარია ყველა, როდესაც მთავრობა იმას კი არ ცდილობს, რომ მართლმსაჯულება განახორციელოს მასზე, ვისზეც…

მეტი...

“პროვოკაციებს ველოდებით, თუმცა გაფრთხილებული გვყავს ყველა, არ დაუპირისპირდნენ უხეშად არცერთ პროვოკაციას” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ, მედიასთან განაცხადა, რომ არსებობს მხოლოდ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში საზოგადებას ესაუბრებოდა. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს. “თქვენ როგორც იცით არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა ამ არჩევნებში, რომელიც საზოგადოებას მთელი 2 თვის განმავლობაში ესაუბრებოდა იმაზე თუ როგორ წარმოუდგენია ქვეყნის განვითარება, დედაქალაქის განვითარება, თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება. რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება მხარს დაუჭერს სწორედ ამ პოლიტიკურ ძალას და შესაბამისი პოლიტიკური ძალის კანდიდატებს,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ დღეს პროვოკაციებს ელოდებიან, თუმცა ყველა…

მეტი...

„აღნიშნული არის სიცრუე“ – ცესკო ბეჭდების დავიწყებაზე

ქუთაისში, საარჩევნო უბნებისთვის საარჩევნო ბეჭდების გადაცემის დავიწყებას ცესკოში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ეს არის სიცრუე. „სამოქალაქო საარჩევნო კომისიის“ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა ქუთაისის საოლქო კომისიას საარჩევნო უბნებისთვის რეგისტრატორის ბეჭდების გადაცემა დაავიწყდა და ვერ ხერხდებოდა ამომრჩევლის მიღება, აღნიშნული არის სიცრუე, ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და კენჭისყრის პროცესი დაწყებულია. ასევე, ტყუილია ამავე ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლაგოდეხში არ გაიხსნა მეცხრე საარჩევნო უბანი. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან და დღესაც, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს

წუხელ, მიხეილ სააკაშვილს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეხვდა. როგორც რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსულმა ნინო ლომჯარიამ მედიას განუცხადა, ყოფილი პრეზიდენტი შიმშილობას აცხადებს. „მაინტერესებდა, როგორი იყო დაკავების გარემოებები, ხომ არ იყო არასათანადო მოპყრობა ან ძალის გადამეტების ფაქტი, ხომ არ ჰქონდა სხეულზე დაზიანებები. როგორც მიხეილ  სააკაშვილმა განაცხადა, იმყოფებოდა მარტო, დააკავა პოლიციამ. არ გაუწევია წინააღმდეგობა, შესაბამისად, დაკავების დროს და შემდგომ ძალა გამოყენებული არ ყოფილა. აღნიშნავს, რომ მოპყრობა იყო დამაკმაყოფილებელი. ასევე ჯანმრთელობის მიმართულებითაც განსაკუთრებული საჭიროებები არ აქვს. აცხადებს შიმშილობას და როგორც უკრაინის მოქალაქე ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას“,- განაცხადა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან.

მეტი...

ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არცევანი მთაწმინდის რაიონში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ბიძინა ივანიშვილი ხმის მისაცემად მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად იყო მისული. მან საარჩევნო უბანი ისე დატოვა მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებია.

მეტი...