“არ მგონია, რომ ამ გავრცელებულ ვიდეოებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის აქ იმყოფება” – მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. “მე არ მგონია, რომ ამ გავრცელებულ ვიდეოებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის აქ იმყოფება. შსს-მ გააკეთა განცხადება, არც ერთი გამშვები პუნქტების მეშვეობით ის საქართველოში არ იმყოფება, შესაბამისად ეს არის ოფიციალური ინფორმაცია და შეგვიძლია უდაოდ ვენდოთ. თუ რაღაცა მწვანე გზებით და ა.შ. არის ნასიარულები და ტყე-ტყე, რა ვიცი ესეც კომიკურად გამოიყურება ახლა ყველაფერი და უცნაური სიტუაციაა. უცნაური იმიტომ, რომ ნაღდად არ არის სასიამოვნო საყურებელი ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც…

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი არის „კლოუნი“- ირაკლი კობახიძე

მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში, ეს არის ის, რაც შემიძლია თამამად გითხრათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის „კლოუნი“. „რაც შეეხება სააკაშვილს: 1. სააკაშვილი საქართველოში არ არის; 2. ეს ადამიანი არის „კლოუნი“, ამას გეუბნებოდით გუშინ, გუშინწინ, მანამდეც და ეს დადასტურდა მის მიერ. 3 ნეტავ ყოფილიყო საქართველოში, ამ შემთხვევაში სრულიად საზოგადოება დაინახავდა, როგორი „კლოუნია“ მიხეილ სააკაშვილი და ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის პოლარიზაციის კუთხით. მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში, ეს არის ის, რაც შემიძლია…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სპაციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 633 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 266 პაციენტი, გარდაიცვალა 29 პირი.

მეტი...

“3-ში ვიკრიბებით რუსთაველზე, თავისუფლების მოედანი უნდა გავავსოთ” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ბათუმშია.  ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მივიდნენ არჩევნებზე და მხარი დაუჭირონ “ნაციონალურ მოძრაობას.” “მეგობრებო, მოგესალმებით ჩემი ბათუმიდან, ჩემი სიამაყიდან, რამდენი რაღაც გაკეთდა ახალი, მაგრამ ეს ბულვარი და ეს პროექტები მე უკვე დახაზული მქონდა და ცოტა უკეთესად წარმომედგინა. მინდა გითხრათ – ხომ ხედავთ, მე გავრისკე ჩემი სიცოცხლე, თავისუფლება და ჩამოვედი აქ, მიუხედავად ყველანაირი მუქარისა, მინდა გთხოვოთ – 2-ში მივიდეთ არჩევნებზე და ყველამ ხმა მივცეთ “ნაციონალურ მოძრაობას”, არავითარ შემთხვევაში ივანიშვილს. მივიდეთ ბევრი, ეს არის გადამწყვეტი არჩევნები საქართველოსთვის, ამას აღიარებს საერთაშორისო…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 633 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია სპაციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 633 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 42 657 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 199, „პისიარ“ ტესტით – 14 458. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,1%, ბოლო 14 დღის – 5,8%, ბოლო 7 დღის – 5,22%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 614 763 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 586 704 გამოჯანმრთელდა, 8 976 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 1 799 446 აცრა, დღიურად აცრილია 12 562. კარანტინის რეჟიმშია 70, სტაციონარში მეთვალყურეობას…

მეტი...

ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ოფისში აცხადებენ, რომ სააკაშვილმა კიევი გუშინ დატოვა და საქართველოში იმყოფება

მიხეილ სააკაშვილი ახლა საქართველოში იმყოფება. მე, როგორც მისი ოფისის ხელმძღვანელმა შემიძლია, ეს დავადასტურო, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ოფისის ხელმძღვანელმა, მარიამ ბარაბაშმა განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინა გუშინ დატოვა. „მან სულ ცოტა ხნის წინ დაწერა ამის შესახებ პოსტი ფეისბუქზე და მეც შემიძლია ინფორმაცია დავადასტურო. ჩემი ინფორმაციით, გუშინ დატოვა კიევი. სამი დღის წინ მან შეკრიბა გუნდი და გვითხრა, რომ საქართველოში მიდიოდა, რადგან ახლა გარდამტეხი მომენტია ქვეყნისთვის, როცა არჩევანი ევროპასა და წარსულს შორის უნდა გაკეთდეს. გვითხრა, რომ უნდა წავიდეს, რადგან ახლა მნიშვნელოვანი რეფერენდუმია და საქართველოში უნდა იყოს“, – განაცხადა მარიამ ბარაბაშმა…

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ უწყებაში განუცხადეს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. შეგახსენებთ: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, ბათუმში იმყოფება. „ეს არის ბათუმი. 2 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მივცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ და არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას. აქ უნდა ყოფილიყო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს. ხომ ხედავთ, ყველაფერი გავრისკე. ისე მენატრებოდა აქაურობა. დღეს არის ჩემი ოცნების აღსრულება“, – აცხადებს ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

“ეს არის ჩემი ბათუმი…ისე მენატრებოდა აქაურობა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ ბათუმშია. “ეს არის ჩემი ბათუმი…ისე მენატრებოდა აქაურობა, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება და საბოლოოდ ეს აღსრულდება, როდესაც საქართველო დადგება ფეხზე, ხომ ხედავთ, მე ყველაფერი გავრისკე, ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც, რათა ჩამოვსულიყავი აქ – თქვენგან მხოლოდ ერთი რამ მინდა, მიდით არჩევნებზე. აბა თქვენ იცით, მომავალ შეხვედრამდე – თბილისში. “-აცხადებს ექსპრეზიდენტი. მან საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, 2 ოქტომბრის არჩევნებზე მივიდეს.

მეტი...

„2 – ში უნდა მივიდეთ და ხმა მივცეთ ოპოზიციას და არა გახარიას და „ოცნებას“ – სააკაშვილი საქართველოშია

„ორში მივიდეთ ყველა და სამში შევიკრიბოთ და გავავსოთ რუსთაველი,“ – სააკაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს და როგორც თავად ამბობს სი ბათუმშია. მან საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა, სააკაშვილი ამბობს, რომ მოქალაქეების აქტიურობა იქნება გადამწყვეტი: „ორში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე, სამში კი გავავსოთ რუსთაველი და დავანახოთ ყველას, რომ მზად ვართ ცვლილებებისთვის, მიდით არჩევნებზე და ხმა მიეცით „ნაციონალურ მოძრაობას“ და არა გახარიას და „ქართულ ოცნებას“ თუ „ნაციონალურ მოძრაობს“ არ მისცემთ ხმას, არსებობს შედარებით პატარა, პატიოსანი პარტიები. მომავალ შეხვედრამდე თბილისში,“ – აცხადებს სააკაშვილი. შეგახსნებთ, რომ მიხელ სააკაშვილმა დღეს დილით გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ 8 წლის…

მეტი...

„პირველ რიგში „ქართული ოცნება“ გამოვიდეს დამალული რომ არის“ – ნათია მეზვრიშვილი მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე

„თუ ჩამოვიდა სად არის,“ – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ- ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს. მეზვრიშვილი თვლის, რომ თუ სააკაშვილი საქართველოშია მას მმართველ გუნდში იფარებენ: „თუ მართლა ჩამოვიდა აბა სადა, ალბათ ვინმე „ოცნების“ წევრი იფარავს, გამოვიდეს ახლა „ქართლი ოცნება“ და გააკეთოს განცხადება,“ – ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

მეტი...

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმური ოპერაციების დაფინანსება განახლდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმური ოპერაციების დაფინანსება და ჩატარება დღეიდან, პირველი ოქტომბრიდან განახლდება. სახელმწიფოს მიერ გეგმური ოპერაციების დაფინანსება მიმდინარე წლის აგვისტოდან, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო შეწყდა. გამონაკლისებია სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციები, ასევე ონკოლოგიური ოპერაციები და კარდიოქირურგიული ჩარევები. მსგავსი შეზღუდვა მოქმედებდა პანდემიის პირველი და მეორე ტალღების პერიოდშიც და ამ რეგულაციის მიზანი იყო საწოლების მობილიზება „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების გამო, ჯანდაცვის სამინისტრომ შეზღუდვები აღარ გააგრძელა.

მეტი...

გიორგი გახარია მიმართვას ავრცელებს

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია მიმართვას ავრცელებს. „დღეს პირველი ოქტომბერია, დღე, რომელიც დღემდე იყო სამართლიანობისა და ადამიანის ღირსების სიმბოლო, მაგრამ ისევ ცხრა წელი… და „ოცნება“, რომელიც შეიქმნა სწორედ ამ ფასეულობებზე დაყრდნობით დღეს გვეუბნება, ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი და ქვეყნის მტერია. ამ პრინციპით დღეს „ოცნება“ ათასობით კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეს, პოლიციელსა და ჯარისკაცს, მასწავლებელსა და ექიმს, სოციალურად დაუცველსა და მეწარმეს ეუბნება, რომ ხმას თუ არ მომცემ, ესე იგი ქვეყნის მტერი ხარ. სწორედ ასე გვაბრუნებს „ოცნება“ „ნაციონალების“ წარსულში, სწორედ ასე დაემსგავსა „ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“. „ოცნება“, რომელიც შეპყრობილია ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით ნებისმიერ ფასად…

მეტი...

“დილა მშვიდობისა საქართველო” – მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკვე საქართველოშია

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკვე საქართველოშია. აღნიშნულთან დაკავშირებით სააკაშვილი სოციალურ ქსელში თავად წერს. “დილა მშვიდობისა საქართველო, უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“, – წერს სააკაშვილი. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. შესაბამისად, უწყებაში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება. სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ ჯერჯერობით არ იციან არც „ნაციონალურ მოძრაობაში“.

მეტი...

ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობის ერთი წლის თავზე დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტი სპეციალურ კამპანიას იწყებს

ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობის ერთი წლის თავზე დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტი სპეციალურ კამპანიას იწყებს, რომლის მიზანიც ამ ფაქტისადმი საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღების მიპყრობაა. დეტალებზე სასაუბროდ უჩა ნანუაშვილი ბებუას ოჯახის წევრებს შეხვდა. შეგახსენებთ, ირაკლი ბებუა, გასული წლის 30 სექტემბერს გალში, ე.წ. აფხაზეთის დროშის დაწვისთვის დააკავეს, თუმცა ბრალი საბრძოლო მასალების უკანონო შენახვისთვის წაუყენეს და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

მეტი...