„სააკაშვილის დაკავების გამო ელჩი არავის დაუბარებია“ – აცხადებენ საგარეო უწყებაში

საქართველოს საგარეო უწყება ადასტურებს ინფორმაციას, რომ საქართველოს ელჩი უკრაინაში უკრაინულ მხარესთან მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავს და ინფორმაციას გაცვლის. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, სააკაშვილის დაკავების გამო ელჩი არავის დაუბარებია. „საელჩოს დიპლომატი შეხვედრას გამართავს და გაუცვლის ინფორმაციას უკრაინის მხარეს მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, რადგან, ის გახლავთ უკრაინის მოქალაქე“ – განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ უკრაინული მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინაში საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. ასევე, უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის დაკავებით.  

მეტი...

„არა და არასოდეს, რადგან ირინა ენუქიძის თვალები არასოდეს დამავიწყდება“ – პრეზიდენტი ყოფილ პრეზიდენტს არ შეიწყალებს

სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით მკვეთრი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს არ მოხდება. „მადლობა სამართალდამცველ ორგანოებს, რომლებმაც ჩაატარეს დღევანდელი ოპერაცია მაღალპროფესიონალურ დონეზე და მშვიდობიანად. სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები არ ჩამოიშალა, პირიქით, გაძლიერდება, დაცულია საზღვარიც ტერიტორიაც, წესრიგიც და კანონის უზენაესობა. ქვეყნის პრეზიდენტისთვის მართალია, სასიამოვნო არ არის, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს აპატიმრებენ კამერების წინაშე, თუმცა სამართალი და კანონის უზენაესობა ამას მოითხოვს და კანონის წინაშე ყველა ერთია. ბევრი კითხულობს დღეს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას, პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო – არა და არასოდეს, რადგან ირინა ენუქიძის თვალები არასოდეს დამავიწყდება. არც…

მეტი...

„არა და არასოდეს“ – სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, აწი კანონი იკანონებს და იწყება ახალი ფურცელი. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტი განცხადებას ამ წუთებში აკეთებს.   

მეტი...

“მე და ლიზა იასკოს გვაქვს ერთობლივი ოჯახი, ყველამ გაიგოს ჩვენი სიტუაცია და გვისურვოს ბედნიერება” – მიხეილ სააკაშვილი

მინდა ვთქვა, რომ მე და ლიზამ გადავწყვიტეთ, შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას ახალ ოჯახს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს, რომელიც ლიზა იასკოს პირად გვერდზე გამოქვეყნდა. ვიდეო მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ გვედრზეც გადააზიარა, სადაც აღნიშნავს:„ ჩვენ ჩავწერეთ ეს ვიდეო საქართველოში ჩემს წასვლამდე, რადგან უკრაინა და საქართველო ერთად არიან და მოვილაპარაკეთ, რომ ამ ვიდეოს გამოვაქვეყნებთ ჩემი დაკავების შემთხვევაში. მე და ლიზა იასკო ერთად ვართ“. „მინდა ვთქვა, მე და ლიზამ გადავწყვიტეთ, შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად. ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ახალ ოჯახს. მოხდა ისე,…

მეტი...

შსს მიხეილ სააკაშვილის დაკავების კადრებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის დაკავების კადრებს ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, სააკაშვილი თბილისში, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებამ აიყვანა. სავარაუდოდ, სააკაშვილის დაკავება გურამიშვილის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოხდა. ყოფილი პრეზიდენტი ამ დროისთვის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მეტი...

„მიხეილ სააკაშვილი 4 დღეა საქართველოშია“ – ეკა ხერხეულიძე

რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი და გუნდის წევრი ეკა ხერხეულიძეც მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი 4 დღეა საქართველოში იმყოფება. „მე მქონდა მასთან კომუნიკაცია და ვიცოდი, რომ აქ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა,  მიხეილ სააკაშვილი დაიჭირეს თბილისში. ის იყო ძალიან ახლოს სახელმწიფო კანცელარიასთან გუშინ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. დღეს მოახერხეს და დაიჭირეს, დღეს არ არის პირველი დღე, როცა მიხეილ სააკაშვილი არის თბილისში. უკვე მეოთხე დღეა, ის საქართველოშია და ამის შესახებ არანაირი ცნობა ამ ჩამოშლილ და ჩამორღვეულ ხელისუფლებას არ ჰქონია. ამიტომ, ეს გაცილებით დიდი პრობლემა მგონია, ვიდრე ის, რომ სააკაშილი…

მეტი...

დაკავებული მიხეილ სააკაშვილის სანახავად სახალხო დამცველი მივიდა

რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებასთან სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოვიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, დაინტერესდა მისი უფლებრივი მდგომარეობით, რასაც მისი მანდატი ითვალისწინებს. „მოვედი, რომ ვნახო მისი უფლებრივი მდგომარეობა. დაკავებული პირის უფლებრივი მდგომარეობით დავინტერესდი. ალბათ, თქვენც გაინტერესებთ მისი მდგომარეობა. ჩემი მანდატიდან გამომდინარე,  შემიძლია ვნახო დაკავებული პირი და გამოვიტან ამ ინფორმაციას. როგორც წესი, დაკავებულები თავად საუბრობენ ჩვენთან რა მდგომარეობაში არიან და სჭირდებათ თუ არა ჩვენი დახმარება. მათ შორის სამედიცინო, პირველადი, როგორი იყო მოპყრობა დაკავების დროს და ასე შემდეგ. მე მასთან პოლიტიკური კითხვები არ მექნება. შაბათ-კვირას ადვოკატების შესვლა არ ხდება, თუმცა, იმედი მაქვს, რომ მოხდება…

მეტი...

„მან იცოდა რაზე მოდიოდა შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი“ – ნიკა მელია სააკაშვილის დაკავებაზე

„ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ ისიც გათავისუფლდება და ქვეყანაც,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. პარტიის ლიდერი მოსახლეობას არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს: „მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, რაც თქვა, ეს თავდადებული ნაბიჯია, საერთოდ არ უნდა ექციათ მესამე პრეზიდენტი დევნილად, კაცი, რომელმაც ამდენი გააკეთა ქვეყნისთვის. „ჩვენ სამშობლოს პატრიოტებმა გავიმარჯვეთ“ – ეს უნდა ვთქვათ ხვალ, ხვალ იქნება ლეგიტიმაციისგან დაცლილი და დამარცხებული მოძალადე რეჟიმი, რის შემდეგაც დაინიშნება ვადამდელი არჩევნები და დემოკრატიული ძალების გამარჯვება, მერე იქნება განვითარებული საქართველო, სადაც არავინ ჩაიწერს ჩვენს ექიმებთან და მოძღვართან საუბრებს, ჩვენ არასოდეს აგვერევა ერთმანეთში მტერი და მოყვარე…

მეტი...

“გარისკა და დასაცინი გახდა, ის მოხდა ციხეში უმალვე” – მამუკა მდინარაძე საქართველოს მე-3 პრეზიდენტის დაკავებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და სამართალდამცავ უწყებებს წარმატებული სპეცოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა.  “ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს. რომლებმაც აღკვეთეს უდიდესი პროვოკაცია. ეს პროვოკაცია იგეგმებოდა ყველაზე დიდი ავანტურისტის მიხიელ სააკაშვილის მხრიდან ეს იყო აღკვეთილი.  ხვალ ყველა უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთთან და მხარი დაუჭიროს იმ გუნდს ვისაც ორიენტირი აქვს განვითარებაზე, ფიქრობს და უყვარს თავისი სამშობლო.  ეს იყო მაღალი კლასის უდიდესი წარმატებით ჩატარებული სპეცოპერაცია, რაიმე სხვაგვარი მესიჯები, რომ  გახმაურებულიყო დღის მანძილზე ვერ იქნებოდა ასეთი წარმატებული.  მათ უსწორესად და ძალიან კარგად გათვალეს ყველა დეტალი, არ გაწიეს მინიმალური რისკი, პოლიტიკური ლიდერები სპეცოპერაციის მიმდინარეობის…

მეტი...

“ახლა მე დამაკავებენ…” – რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი დაკავებამდე გავრცელებულ ბოლო მიმართვაში

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ვიდეო-მიმართვა გაავრცელა. სააკაშვილი ამბობს, რომ მას მალე დააკავებენ. ის მხარდამჭერებს ამხნეევებს და არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.  “დიდი ალბათობით ახლა მე დამაკავებენ თბილისში, მაგრამ არაფრის არ შეგეშინდეთ. ხვალ მიდით არჩევნებზე, მიეცით ხმა და 3-ში ყველა ერთად ვიზიარებთ გამარჯვებას. აბა თქვენ იცით. მე ვარ ძალიან მტკიცედ, მედგრად. იმისთვის ჩამოვედი, რომ თქვენ დაგეხმაროთ. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვქონდა. მე არაფრის მეშინია და თქვენც ნუ შეგეშინდებათ…აბა თქვენ იცით,”- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.  შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ თბილისში დააკავეს. 

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილის დაკავება იყო იმ საქმის დაგვირგვინება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 10 წლის წინ დაიწყო” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაკავება იყო იმ საქმის დაგვირგვინება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 10 წლის წინ დაიწყო. “ეს არის იმ საქმის დაგვირგვინება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 10 წლის წინ დაიწყო. მივულოცავ პრემიერს ამ ოპერაციის წარმატებით ჩატარებას და მადლობას გადავუხდი სამართალდამცავ სტრუქტურებს. დღეს წინასაარჩევნო კამპანია და გვსურს შევაჯამოთ განვლილი 2 თვე. გარემო უპრეცედენტოდ მშვიდობიანად წარიმართა, მიუხედავად რამდენიმე მძიმე პროვოკაციისა, რომელიც  “ნაცმოძრაობამ” არჩევნებამდე ბოლო 10 დღის წინ მოაწყო, მათ ვერ შეძლეს საარჩევნო გარემოს ხელოვნურად გაუარესება,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე წუთის…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში სახალხო დამცველი მოინახულებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სახალხო დამცველის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილს დღესვე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოინახულებს. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს.

მეტი...

„მოვუწოდებ საზოგადოებას, ჯერი არის თქვენზე“ – ლევან ხაბეიშვილი სააკაშვილის დაკავებაზე

„მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა ყველაფერი, ჯერი თქვენზეა, მოდით არჩევნებზე,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. ხაბეიშვილი მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს: „სააკაშვილმა გააკეთა ყველაფერი, ჯერი თქვენზეა, მოდით არჩევნებზე, ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების განცხადება, რასაც დღეს ვისმენდით დღის მანძილზე, მოდით არჩევნებზე, ჩვენ სხვა გეგმა არ გვქვს,“ -განაცხადა ხაბეიშვილმა.

მეტი...

“სააკაშვილი დაკავებულია და იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში” – ირაკლი ღარიბაშვილი 

„საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია  და იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება. პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრს  ვახტანგ გომელაურს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, ასევე ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ ღონისძიებაში იყო ჩართული, მადლობა გადაუხადა. „საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია  და იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება. ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ, დაწყებული უკრაინიდან,…

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია” – ირაკლი ღარიბაშვილი

მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, სამართალდამცავ უწყებებს ჰქოდნათ წინასწარ იფნორმაცია მისი გადაადგილების შესახებ და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრი ამ წუთებში საგანგებო განცხადებას აკეთებს, მისი თქმით, სააკაშვილი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციალურ დაწესებულებაში.

მეტი...

„გულოსთან, გოგირდის აბანოშიც ნახეთ“ – ირაკლი ოქრუაშვილი სააკაშვილზე

ირაკლი ოქრუაშვილი მმართველ გუნდს მინიშნებას აძლევს, სად შეიძლება მიხეილ სააკაშვილის პოვნა. ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ირონიით წერს: „ქართული ოცნება / Georgian Dream გულოსთან გოგირდის აბანოებშიც უყვარდა მაგას სიარული და იქაც ნახეთ ყოველი შემთხვევისთვის, ბათუმიდან პირდაპირ მანდ არ ამოყვინთოს.“ შეგახსენებთ, რომ დღის ერთ-ერთი მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნა-არყოფნაა.  

მეტი...

„ხელისუფლების რეაქცია არ არის ის, რაც ევალება“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნა-არყოფნის გამო ატეხილ ქმედებებზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებასაც მიმართავს და ურჩევს საარჩევნო საკითხებით მეტად დაკავდნენ და მოსახლეობა ფაქტებით დაამშვიდონ. „ვინც ამ თემას ტირაჟირებას უკეთებს და ამით სპეკულირებს, გამოდის, რომ არც ქვეყანაზე, არც სამართლიან არჩევნებზე ფიქრობს. არამედ, ფსონს დებს, როგორც ნათქვამი აქვთ, 3 ოქტომბერზე და  ქუჩის გამოსვლაზე, ანუ დესტაბილიზაციაზე. სიტყვით მოქალაქეებს მშვიდობიან არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებენ და ქმედებებით რეალურად აჩენენ ეჭვს, რომ არჩევნების მაგივრად მიმდინარეობს სხვა რამის მზადება. მეორე მხრივ, ხელისუფლების რეაქცია არ არის ის, რაც ევალება, რასაც საზოგადოება ელოდება და რაც მას დაამშვიდებს და დააბრუნებს წინასაარჩევნო…

მეტი...

„ფაქტებით დაუდასტურონ საზოგადოებას ტყუილ-მართალი, დაცინვა და ქილიკი პასუხი არ არის“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სავარაუდო ყოფნასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს და სახელმწიფო უწყებებს მიმართავს. მისი შეფასებით, სწორედ მათ უნდა გასცენ პასუხი საზოგადოებას და არა პოლიტიკურმა პარტიებმა.     „არეულობის ტირაჟირებაა ქვეყანაში. ეს იმ დროს, როცა ყველაზე მეტად ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, რათა, ხვალინდელი არჩევნები ჩატარდეს ღიად, სამართლიანად და თავისუფალ გარემოში. მართალი თუ ტყუილი, ეს თემა თავისთავად არღვევს წინასაარჩევნო გარემოს, სიმშვიდეს და ძაბავს ისედაც დაძაბულ და გადაღლილ საზოგადოებას, აჩენს კიდევ გაზრდილი პოლარიზაციის წინაპირობას. ვინც ამ თემას ტირაჟირებას უკეთებს და ამით სპეკულირებს, გამოდის, რომ არც ქვეყანაზე, არც სამართლიან არჩევნებზე ფიქრობს. არამედ, ფსონს…

მეტი...

მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის კურორტზე იმყოფება

მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში კი არა, უკრაინის ერთ-ერთი კურორტზე იმყოფება.   „მიხეილ სააკაშვილი იმყოფება უკრაინაში, კურორტ „ტრუსკავეცში“. რა სიმბოლურია მისივე ენაზე „ტრუსკავეცში“ რომ იმყოფება. ღამით იმყოფებოდა, ვითომ ვიდეოს რომ დებდა, სასტუმრო „რიქსოსში“. შეიძლება, ამ ინფორმაციის გახმოვანების შემდეგ დაიმალოს, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დაიმალება. ამ კაცმა კიდევ ერთხელ დაამთავრა საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობა, ამ მოქმედებით, ბინძური „ფეიკით“, რომელიც დღეს გამოამზეურა, დაამთავრდა „ნაცმოძრაობა“, – განაცხადა მდინარაძემ მედიასთან. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები ამტკიცებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში იმყოფება და ის არჩევნების დასრულების შემდეგ…

მეტი...

შსს-ში ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სავარაუდო ჩამოსვლასთან დაკავშირებით მედიის კითხვებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მას უკრაინა არ დაუტოვებია. „გვქონდა კომუნიკაცია და ურთიერთობა უკრაინულ მხარესთან.  დარწმუნებით და ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია. ის არის ძებნილი, მის მიმართ დამდგარია განაჩენი და თუ იგი გადმოკვეთს სახელმწიფო საზღვარს, დავაკავებთ და გადავიყვანთ შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ მედიასთან.

მეტი...

„მოგესალმებით ბუენოს-აირესიდან“ – „ქართული ოცნების“ ბრიფინგი

„მოგესალმებით ბუენოს-აირესიდან“ – ასე დაიწყო დღევანდელი ბრიფინგი „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა. აღნიშნულით ის მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას გამოეხმაურა, რომელიც მისივე თქმით, ბათუმში ჩაწერა. „მოგესალმებით ბუენოს-აირესიდან. დღეს 1 ოქტომბერია, ცხრა წელი შესრულდა „ქართული ოცნების“ ისტორიული გამარჯვებიდან და სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს წერტილი დაესვა „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ძალას. „ ქართული ოცნების“ მორიგ დამაჯერებელ გამარჯვებამდე დარჩენილია ერთი დღე. ხვალ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა საკუთარ მუნიციპალიტეტებში მერებს და საკრებულოს წევრებს აირჩევს“ – აღნიშნა პაპუაშვილმა. მისივე შეფასებით, ამ არჩევნებზე ქვეყანა რეფორმირებული საარჩევნო კანონმდებლობით და საარჩევნო ადმინისტრაციით გადის. პარლამენტის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად: „საარჩევნო…

მეტი...

„ხან 100 ათასი ადამიანით მირბოდნენ აეროპორტში, ხანაც 10 პოლიციელით“ – დავით ჭიჭინაძე

პარლამენტის ყოფილი წევრი, „ტრიბუნას“ თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ პრობლემა კი არ მთავრდება, პირიქით იწყება. მისი შეფასებით, წრიალი უკვე დაწყებულია.   „ის, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ჩამოშლილი და მორღვეულია, ამას დიდი ხანია ვამბობ. ისიც ფაქტია „ქართულ ოცნებას“ არანაირი გეგმა არ აქვს. ხან 100 ათასი ადამიანით მირბოდნენ აეროპორტში, ხანაც 10 პოლიციელით… მოკლედ, 2 ოქტომბერს დასაცავია 41-ის წინააღმდეგ მიცემული ყველა ხმა! ამიტომ, პირადად მე, ვიდგები იქ, სადაც ქართველი ხალხი იქნება! თან, არჩევნების შემდეგ  პრობლემები კი არ მთავრდება, პირიქით იწყება. ​მით უმეტეს, ბევრი შეკედლებული ყავს “ოცნებას” თბილ ადგილებზე და მათ უკვე დაიწყეს წრიალი.…

მეტი...

შსს-ში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა

დღეს, 15:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი ბრიფინგი გაიმართება.  როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ შსს-დან აცნობეს,  ბრიფინგს მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე გამართავს. დიდი ალბათობით, ბრიფინგის თემა საქარველოში მიხეილ სააკაშვილის ყოფნა-არყოფნა იქნება.

მეტი...

„დღეს და ხვალ სავარაუდოდ, იქნება იმის გარკვევა, მიხეილ სააკაშვილი არის თუ არა საქართველოში“ – ვიცე-სპიკერი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განაცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა თავის საწადელს მიაღწია, რადგანაც დღეს და ხვალ, მისა საქართველოში ყოფნა-არყოფნა მთავარი დღის წესრიგი იქნება. „დღეს და ხვალ, იქნება იმის გარკვევა, მიხეილ სააკაშვილი არის თუ არა საქართველოში. არადა, ეს პერიოდი იმ საკითხებზე საუბარს უნდა დათმობოდა, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი და რასაც აბუჩად იგდებენ, რომ სახურავებზე და გზებზე ხომ არ ვილაპარაკებთო. დიახ, სახურავებზე და გზებზე უნდა ვილაპარაკოთ და არა იმაზე, ჩამოვიდა თუ არა საქართველოში სააკაშვილი“ – აცხადებს იოსელიანი. მისივე შეფასებით, თუ მიხეილ სააკაშვილი მართლაც საქართველოშია, ეს ქვეყნის უსუსურობის მანიშნებელია.  „თუ ჩამოვიდა, სახელმწიფო აბსოლუტურ…

მეტი...

„ხვალ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად გამოვაჩენთ“ – მურმან დუმბაძე

„ნაციონალური მოძრაობა“ პირობას იძლევა, რომ ხვალ, 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილიც გამოჩნდება. როგორც პარტიის ერთ-ერთი წევრი მურმან დუმბაძე აცხადებს, ეს ქართველი ხალხის მოთხოვნა და არჩევანია. „მიხეილ სააკაშვილს ჰყავს ძალიან ბევრი მომხრე. მის გამოჩენას ითხოვა ქართველი ხალხი, ქართველო ამომრჩეველი. არჩევნების დასრულების შემდეგ, 19:05 წუთზე მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად გამოვაჩენთ. დიახ, ის არის საქართველოში“ – აცხადებს მურმან დუმბაძე. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, რომლიც გადაღებულია ბათუმში და ყოფილი პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ის საქართველოშია.

მეტი...

„რაც შეიძლება მეტი HA HA” – არჩილ თალაკვაძე სააკაშვილის ჩამოსვლაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. „მოდელირებული ქრონიკის ავტორებისგან რა უნდა გაგიკვირდეს? ომი დადგეს მედიით. თავისი ჩამოსვლაც ისეთ სტილში წარმოუდგენია, როგორც გორში თვითმფრინავის დანახვისას მოიქცა. რაც შეიძლება მეტი HA HA! 2 ოქტომბერს ყველა ჩვენი მხარდამჭერი არჩევნებზე! მშვიდად და მტკიცედ გავიმარჯვებთ! ქართული ოცნება იგებს!“ – წერს არჩილ თალაკვაძე.

მეტი...

პირველი ოქტომბრიდან ექსპლუატაციაში შესული კორპუსები „ჭკვიანი მრიცხველებით“ აღიჭურვება

მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ექსპლუატაციაში შესული ყველა ახალაშენებული, მრავალბინიანი კორპუსი ელექტროენერგიის ე.წ. ჭკვიანი მრიცხველით აღიჭურვება. აღნიშნულ სიახლეს ითვალისწინებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ნორმატიული აქტი – „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესები“, რომელიც ეფუძნება მესამე ენერგეტიკული პაკეტით გათვალისწინებულ დირექტივებსა და მოთხოვნილ სტანდარტებს.  „ჭკვიანი მრიცხველი“ ახდენს ხარჯების ოპტიმიზაციას და დადებითად აისახება ტარიფზე. დამონტაჟების ვალდებულება შეეხება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურსაც როგორც ქსელზე მიერთებისას, ასევე ელექტროსადგურით სარგებლობის შეთხვევაში. ჭკვიანი მრიცხველის ელექტროენერგეტიკის სექტორში დანერგვა განპირობებულია ბაზრის ლიბერალიზაციისა და მომდევნო პერიოდში დიფერენცირებული ტარიფების ამოქმედებით. „ჭკვიანი მრიცხველი“ იძლევა მონაცემების ელექტრონულად წაკითხვის შესაძლებლობას. ნებისმიერი დისტანციიდან შესაძლებელი იქნება მრიცხველთან…

მეტი...

“სააკაშვილმა საზღვარი თუ გადმოკვეთა, ქვეყნის პრობლემა იქნება, ხოლო თუ ვიდეოები ნამდვილი არ არის, ეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემაა” – ხათუნა სამნიძე

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილმა ისე გადმოკვეთა საზღვარი, რომ ამის გაკონტროლება შესაბამისმა უწყებებმა ვერ მოახერხეს, ეს სერიოზული პორობლემაა. ამასთან, სამნიძე აცხადებს, რომ ასევე სერიოზული პრობლემაა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, თუ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოები ნამდვილი არ არის. „თუ სააკაშვილი მართლა საქართველოშია და ისე გადმოკვეთა საზღვარი, რომ ამის გაკონტროლება ვერ მოახერხეს და საერთოდ აზრზე არ არიან ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის. იმის შემდეგ, რაც ათასობით ფაილი გაავრცელეს სპეცილურად სუსი-დან, ამის შემდეგ არაფეერი მიკვირს. თუ ეს ასე არ არის და ეს ვიდეოები…

მეტი...

“ჩვენ ხვალ, რვა საათსა და ხუთ წუთზე მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად გამოვაჩენთ” – მურმან დუმბაძე

“ჩვენ ხვალ, რვა საათსა და ხუთ წუთზე მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად გამოვაჩენთ,” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად ბათუმშია. “მას ჰყავს ძალიან ბევრი მომხრე. მას ელოდება მთელი საქართველო და ჩვენ ხვალ, რვა საათზე და ხუთ წუთზე მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად გამოვაჩენთ. ვფიქრობ, რომ ოპერატიულად უნდა ვიმოქმედოთ და არავითარ შემთხვევაში ის არ უნდა გამოჩნდეს. ის არის საქართველოში. ის ამ წუთში, ამ წამებში არის ბათუმში და მან გააკეთა სერიოზული განცხადება, საკუთარი სიტყვა შეასრულა და ახლა სიტყვა ჩვენზეა. ჩვენ უნდა შევასრულოთ სიტყვა, რაც გვწამს, რაც გვჯერა, იმის,…

მეტი...

“ბადრი ესებუაც კი ვერ ვიპოვეთ ამდენი ხანი, მაგრამ ესებუასა და სააკაშვილს შორის დიდი განსხვავებაა, სახეზე ცნობადობით მაინც” – გიორგი ვაშაძე

საქართველო არ არის დიდი სახელმწიფო – ბადრი ესებუაც კი ვერ ვიპოვეთ ამდენი ხანი, მაგრამ ესებუასა და სააკაშვილს შორის დიდი განსხვავებაა, სახეზე ცნობადობით მაინც, – ამის შესახებ „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მთავარი საკითხი ახლა არის ის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და ყველანი მივიდეთ არჩევნებზე. „ნამდვილად არ ვიცი არის თუ არა სააკაშვილი საქართველოში. რაც შეეხება მთავარ საკითხს, ახლა ეს არის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და მივიდეთ ყველანი არჩევნებზე და არჩევნების გზით შევცვალოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ეს არის მთავარი ამოცანა, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ, „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“…

მეტი...

„დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემგან სერიოზულ კომენტარს არ ელით იმის თაობაზე, თუ რა და როგორ შეიძლება გაეკეთებინა სააკაშვილს” – გიგა ბოკერია

ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო ქართული საზოგადოების მიერ თავისუფალი ნების გამოხატვა და ამისთვის შექმნილი საფრთხე ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორებისთვის ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ცნობილია. „ვითარება არ იცვლება იმით, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი საერთაშორისო ყურადღება, ვიდრე 1 წლის წინ იყო, მაგრამ ეს არის დადებითი ფაქტორი. გადამწყვეტი იქნება ის, თუ რა მოხდება ხვალ. ამის შემდეგ, ქართული საზოგადოების მიერ გამოხატულ მყარ ნებას სრული და აქტიური მხარდაჭერა ექნება. ეს იქნება ისეთი მხარდაჭერა, რომლის იგნორირებაც ივანიშვილის რეჟიმისთვის შეუძლებელი იქნება“,…

მეტი...

“ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ ეს კაცი ჩვეულებრივი მაიმუნია” – მამუკა მდინარაძის განცხადებით, სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს. მისი თქმით, გავრცელებული ვიდეოები Deepfake ტექნოლოგიით არის შექმნილი.  “საქართველოში არის კი არა, ეს კაცი, დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ ჩვეულებრივი მაიმუნია. ამის იქით მისი ქმედებების, ამ კლოუნადის შეფასება შეუძლებელია. მე მიკვირს ზოგიერთი თქვენგანის, რომ ასეთი ანთებულები მთელი სერიოზულობით ამტკიცებთ რაღაცას, ჩართვებს აკეთებთ, რომ აქ იყო და აქ გაიარა, იქ გამოიარა. უკაცრავად, მაგრამ ან მართლა ცუდ მდგომარეობაში ხართ ზოგიერთი ჟურნალისტი, ან ჩართული ხართ თაღლითობაში და დავანებოთ თავი ამ თაღლითობას. პირველი – ეს კაცი უკრაინიდან არსად წასულა,…

მეტი...

“ვნახე სააკაშვილის გავრცელებული ვიდეო, თუ ასეა, ეს იმის დადასტურებაა, რომ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვყავს არც შსს და არც უსაფრთხოების სამსახური” – მამუკა ხაზარაძე

ვნახე სააკაშვილის გავრცელებული ვიდეო. თუ ეს ასეა, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვყავს არანაირი სტრუქტურები, არც საზღვარი, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც უსაფრთხოების სამსახური, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ამასთან, ხაზარაძემ აღნიშნა, რომ მან დადასტურებულად არ იცის, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არის თუ არა. „ვნახე გავრცელებული ვიდეო. თუ ეს ასეა, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვყავს არანაირი სტრუქტურები, არც საზღვარი, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო, არც უსაფრთხოების სამსახური, რომელიც უსმენს სამღვდელოებას, თქვენ და მშვიდობიან მოქალაქეებს. თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს იმას, რომ…

მეტი...

“ფაქტია, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის” – კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარე არასერიოზულს უწოდებს ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ და მედიას მოუწოდებს, ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებისგან თავი შეიკავოს. “ფაქტია, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, ეს არის ფეიქ ვიდეო”, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

მეტი...

“დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი მალე გამოჩნდება” – თინა ბოკუჩავა

ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ სააკაშვილი საქართველოშია. ასევე, კიდევ ერთხელ შემიძლია, გავიმეორო პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვები, როდესაც მან თქვა, რომ ის იქნებოდა ძალიან შორს, როდესაც რუსი ოლიგარქის პროკურატურა მას დაიბარებდა, მაგრამ იქნებოდა ძალიან ახლოს, როცა ქართველი ხალხი მას მოიხმობდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, ახლა საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა იხმობს პრეზიდენტ სააკაშვილს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ამასთან, კითხვაზე, ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას თუ იყო საუბარი მიხეილ სააკაშვილზე, ბოკუჩავა აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მათ ჰქონდათ. „ძალიან მაღალია მოლოდინი პრეზიდენტი სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია ასევე ჰქონდათ ასევე ევროპარლამენტარებს. ახლა ჩვენი…

მეტი...