საქართველოში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 266 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 266 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 29 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 613 012 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 585 071 გამოჯანმრთელდა, 8 946 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 1 785 862 აცრა, დღიურად აცრილია  10 347. ამასთან, 29 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 914 პაციენტი, გარდაიცვალა 33 პირი.

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას დიდი გართულებები მოჰყვება” – ​ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ, რომელიც უკვე საქართველოშია, გვიან ღამით, მედიასთან აეროპორტში გაკეთებული განცხადებებისას ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2 ოქტომბრის – თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნების დონისაა, ვინაიდან საქართველოს პოლიტიკური მიმართულება, სწორედ ამ არჩევნებზეა დამოკიდებული. “ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები, ეს საპარლამენტო არჩევნების დონისაა, რადგან აჩვენებს მიდის თუ არა საქართველო ევროპული მიმართულებით და რა თქმა უნდა ჩვენ აქ ვართ, რათა დავაკვირდეთ და შევამოწმოთ, რომ არ განმეორდება ბოლოს მომხდარი მანიპულაციები ან თაღლითური ქცევა. მჯერა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას დიდი გართულებები მოჰყვება. არ ვფიქრობ, რომ ეს ძირითადად პოზიტიური იქნება, რადგან ამ არჩევნებს სტაბილურობა სჭირდება, ეს კი ისაა, რაც…

მეტი...

ეკვადორის ერთ-ერთ საპატიმროში ჩხუბს 116 ადამიანი ემსხვერპლა

ეკვადორის ერთ-ერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ჩხუბს 116 ადამიანი ემსხვერპლა. დაპირისპირება ორ ნარკოდაჯგუფებას შორის მოხდა. გავრცელებული ცნობით, ხუთ პატიმარს თავი მოკვეთეს. ციხეზე კონტროლის მოსაპოვებლად 400-მდე სამართალდამცველი იქნა მობილიზებული. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ამბოხი ნარკოტიკული საშუალებების ტრეფიკით დაკავებული გავლენიანი მექსიკური დაჯგუფების დაკვეთით დაიწყო. დაპირისპირებისას ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა.

მეტი...

ევროპარლამენტარები 2 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდებიან

ევროპარლამენტარების ნაწილი, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდებიან უკვე თბილისშია. დელეგაცია სულ 7 დეპუტატისგან შედგება. მათ შორის არის ესტონელი კანონმდებელი მარინა კალიურანდი და ჩეხი დეპუტატი მარკეტა გრეგოროვა. დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები ქვეყნის პრეზიდენტთან, პრემიერთან, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ცესკოსა და მედიის წარმომადგენლებთან. ევრო დეპუტატები საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში დააკვირდებიან.

მეტი...

დღეს ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ინიციატივით, დღეს ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი აქცია გაიმართება, ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა წერს: „30 სექტემბერს, 14.30 ზე გაიმართება ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი აქცია. შეკრების ადგილი – პარლამენტის შენობის წინ., ძალა ერთობაშია, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი,“ – ამბობს ქაცარავა. ბებუას დაკავებიდან ერთი წელი გავიდა, საქართველოს მოქალაქეს, ირაკლი ბებუას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გალის საქალაქო სასამართლომ ცხრა წლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯა. მას ბრალი წაუყენეს სამი მუხლით: სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის, სხვისი ქონების განზრახ განადგურებისთვის ან დაზიანებისთვის, რასაც გაუფრთხილებლობის გამო შეიძლება მოჰყვეს ადამიანის სიკვდილი ან “მძიმე შედეგები”…

მეტი...

“გთხოვთ, პატივი ეცით მშვიდობიან, დემოკრატიულ არჩევნებს და ოდირის შეფასებას” – მარინა კალიურანდი

ჩემი გზავნილი ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ იქნება, გთხოვთ, პატივი ეცით მშვიდობიან და დემოკრატიულ არჩევნებს და ოდირის შეფასებას, – ამის შესახებ ესტონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროპარლამენტის წევრმა, მარინა კალიურანდმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებს ევროპული პარლამენტისა და ევროკავშირის მისიები აკვირდებიან. „ჩვენ ბრიუსელიდან ევროპული პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, არჩევნების დასაკვირვებლად ჩამოვფრინდით. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ევროპული პარლამენტი და ევროკავშირი აქ არის. ველოდებით არჩევნების გამართვას. ხვალ გვექნება პირველი ბრიფინგი ევროკავშირის ელჩისგან, ჩვენ უკვე გვაქვს ოდირის წინასწარი ანგარიში. თუმცა, ჩემი გზავნილი ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ იქნება, გთხოვთ პატივი…

მეტი...